ჯარიმების ოსტატები

ჯარიმების ოსტატები

ლიონელ მესიმ "ვალენსიას" მორიგი ჯარიმა გაუტანა და კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა, ორივეს 56 გოლი აქვს საჯარიმო დარტყმით გატანილი. აღსანიშნავია, რომ კარიერის სტარტზე რონალდუ გაცილებით ხშირად იტანდა ჯარიმებს, მაგალითად, 2011 წლისთვის რონალდუს 30-ზე მეტი გოლი ჰქონდა ჯარიმიდან გატანილი, მაშინ, როცა მესიმ მხოლოდ 4 გოლი შეაგდო. 2017 წლიდან მოყოლებული, რონალდუს 7 საჯარიმო დარტყმა აქვს გატანილი, ხოლო მესის 27. 

  • მომდევნო ჯარიმების ოსტატი, რომელსაც მესი გადაასწრებს, შესაძლოა, რონალდ კუმანი აღმოჩნდეს, რომელსაც 60 გოლი აქვს ჯარიმებიდან გატანილი - ის სულ რაღაც 4 გოლით უსწრებს ლეოს. 
  • 59 გოლი აქვს ბრაზილიელ მეკარეს, როჯერიო სენის, რომელსაც თუ ნაკრებში უწევდა თამაში, რივალდო და რობერტო კარლოსიც კი უბურთოდ რჩებოდნენ. 
  • 62 ჯარიმა აქვთ გატანილი დიეგო მარადონასა და ზიკოს, ორივე დიდი ოსტატი იყო და გოლებსაც ბლომად მოუყარეს თავი, ლეომ დიდი ხნის წინ გადაასწრო პასარელას, არგენტინელთაგან წინ მხოლოდ დიეგოა. 
  • დევიდ ბექემს 65 ჯარიმა აქვს გატანილი, ისიც კარიერის საწყის ეტაპზე უფრო უკეთ ურტყამდა, ერთხელ იკერ კასილიასმა თქვა, როცა ბექემი "რეალში" გადმოვიდა, მეგონა, რომ უფრო მეტ ჯარიმას გაიტანდაო, მადრიდში კარგი ჯარიმები შეყარა, მაგრამ არა ისეთი სიხშირით, როგორც "მანჩესტერში" იტანდა. 
  • 66 ჯარიმა აქვს გატანილი რონალდინიოს, თუ ნახავთ ადრეული რონალდინიოს ჯარიმებს, მიხვდებით, რომ ამ ბიჭს ყველაფერი შეეძლო, მისი საყვარელი პოზიცია, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 30-35 მეტრი იყო, ტყვიასავით ურტყამდა და უზუსტესად, აი მომდევნო წლებში ამასაც მოუკლო, თუმცა, პსჟ-შიც კარგი ჯარიმები აქვს გატანილი და "ბარსელონაშიც", მაგრამ ბრაზილიაში ყოფნის დროს, 18 წლის რონალდინიო როგორც ასრულებდა ჯარიმებს, მსგავსი რამ უბრალოდ არ მინახავს, ამ კომპონენტზე ვარჯიში, რომ გაეგრძელებინა, ჟუნინიოს არაფრით ჩამორჩებოდა. 
  • 66 აქვს გატანლი ვიქტორ ლეგროტალიეს, რომელზეც ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ჯარიმებს კარგად ურტყამდა. 
  • 70 ჯარიმა აქვს გატანილი პელეს, როგორც ამბობენ 70! აბა ამას ვინ გადაამოწმებს?! 
  • პირველ ადგილზე კი, რა თქმა უნდა, ჟუნინიოა, 77 გოლით, მათ შორის ერთი "ბარსელონასაც" გაუტანა, თანაც ძალიან ლამაზი დარტყმით. 

ადგილობრივი მეფეები

ასეთი ოთხი გვყავს, კუმანი, რივალდო, რონალდინიო და მესი. 

კუამნის გოლების თავმოყრა ძალიან გაჭირდებოდა, ისევე როგორც რივალდოსი, მაგრამ რივალდოს საუკეთესო ჯარიმები მაინც მოიძებნა, (ფეოლას ვერსიით), აი რონალდინიოსა და მესის ჯარიმები თავისუფლად შეგვიძლია ვნახოთ, ციფრული მეხსიერება ამის საშულებას იძლევა. 

რივალდოს ყველანაირი ჯარიმა გაჰქონდა, ცოცხალ კედელს ქვემოთ, ძელიდან ასხლეტით, ცხრიანში, თავისუფალი დარტყმით, შორიდან, ახლოდან, საყვარელი წერტილიც დიდად არ ჰქონია. 

აი, რონალდინიოს ჯარიმები, მეტწილად ძალიან ჰგავს ერთმანეთს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #4 5 მაისი 2021 16:00
    0
    მარადონამდე თუ მივიდა მაგარი იქნება.ჟუნინიოს ვეღარ დაეწევა ალბათ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    მწერალი [?]
    #3 4 მაისი 2021 15:10
    0
    nika 54,
    ეგეც კარგად ურტყამდა : )
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 მაისი 2021 13:17
    6
    ფიგუს რა უნდა ამ კეთილშობილ ადამიანთა შორის, საიდან მოიტანთ ხოლმე, ფუი ეშმაკს!
    ფანი [?]
    #1 4 მაისი 2021 13:08
    4
    პირადად მე არ გამიკვირდება კარიერის ბოლოს მესიმ ეგ რეკორდიც რომ მოხსნას ❤