რეალი VS ბარსელონა (ვიდეოანალიზი)

რეალი VS ბარსელონა (ვიდეოანალიზი)

სეზონის პირველი "კლასიკოსგან" ბევრად განსხვავებული მატჩი იყო, მაგრამ ერთი რამ არ შეცვლილა, ზიდანმა რონალდ კუმანი ისევ დაჩაგრა. "რეალი" ისევ იყენებდა მესამეზე პასს და თავისუფალ სივრცეს, მაგრამ ამჯერად არა მცველების ზურგსუკან, არამედ ზონებს შორის. წინა "კლასიკოს" ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ აქ

რაც შეეხება ქარიშხლიან "კლასიკოს", გაცილებით მეტს ველოდით, "ბარსასგან", თორემ "რეალს" არაფერი დაეწუნებოდა, პირველი ტაიმი ჩვენი მხრიდან საშინელი გამოდგა, მეორეში კი მხოლოდ იმით გავედით ფონს, რომ ზიზუმ კონტრშეტევებზე თამაში არჩია, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ქულის ასაღებად სულ მცირედი დაგვაკლდა, ქულა კი ამ თამაშში მოგების ტოლფასი იქნებოდა.

პასი ზონებს შორის

"რეალის" ნახევარდაცვის ბარიერი რამდენჯერმე გადავლახეთ, ძირითადად პედრისა და ბუსკეტსის დამსახურებით. დე იონგს ისევ ეტყობა, რომ 100%-იანი და მარტივი პასი ურჩევნია ზონებს შორის პასის გარისკვას. გამოდის, რომ პირველ ტაიმში მესიმ და დემბელემ ვერ ივარგეს, დემბელე პოზიციური შეტევების დროს რომ ნულია, ეს კარგად ვიცით, ამ თამაშში კი მცველები მუდმივად დისტანციაზე ეთამაშებოდნენ, რომ სივრცეში გაქცევის საშუალება არ მიეცათ.

დემბელე

გარდა იმისა, რომ მცველები დისტანციაზე ეთამაშებოდნენ, ჰქონდა ორი მომენტი, თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ ორი გოლის გატანა შეეძლო, ეს კი ასეთ თამაშში ყველაფერს ნიშნავს. დიდად არ დაგვამახსოვრდა იმიტომ, რომ ორივე შემთხვევაში ააცილა, ჯერ თავი, მერე ფეხი.

ჟორდი ალბა და შეტევა ფლანგებიდან

გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა რომ ჟორდი ალბა იქნება, ესე იგი, სერიოზული პრობლემებია. თუ რამე შევქმენით, სწორედ მისი დამსახურებით, საგოლე პასიც მიითვალა და 2-3-ჯერ ძალიან სახიფათო მომენტიც შექმნა. გასაგებია, რომ მესის გარეშე ვერც ვერაფერს შექმნიდა, მაგრამ სხვასაც რომ ჰქონდეს სათამაშო ტემპის ასეთი გრძნობა, ლეოსაც ბევრად გაუმარტივდებოდა თამაში.

რეალის კონტრშეტევები

ისევე, როგორც პირველ მატჩში, ამჯერადაც მესამეზე პასით დაძლიეს ჩვენი ბარიერები, ჩვენ კი ერთხელ ვცადეთ საპასუხოდ იდენტური კომბინაცია და მაშინაც არაფერი გამოგვივიდა. ზიდანს ძალიან კარგად ჰქონდა "ბარსას" შემადგენლობა შესწავლილი. ვალვერდეც სწორედ იმიტომ დააყენა მარჯვენა ფლანგზე, რომ ალბას წინ ჩართვით ესარგებლა, ხოლო პედრის რომ სისწრაფეში დაჩაგრავდა, თავიდანვე ნათელი იყო და გამოჩნდა კიდეც.

გოლები

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ "რეალის" პრესინგი ძალიან კარგად დავძლიეთ, მაგრამ ბოლო ფაზაში ისევ ვერაფერს გავხდით, მერე ჩვენმა ნახევარცმველებმა პოზიციები დაკარგეს და ვალვერდემ ორჯერ ზედიზედ ჩვენი მცველები 2-1-ზე დაიჭირა, რასაც თავისუფალ ზონაში გაკეთებული პასი და გოლი მოჰყვა. 

ჯარიმას რაც შეეხება, ალბამ იმიტომ ვერ შეძლო ბურთის გამოტანა, რომ ბოლო წამს ჩაირბინა კარის ხაზთან, ჯობდა თავიდანვე ასე მოქცეულიყო.

ასეა საქმე. 

წავაგეთ, მაგრამ მეორე ტაიმი მართლა კარგი იყო, ჩემპიონობის შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 13 აპრილი 2021 18:55
    1
    ისე დემბელეს იმედზე რო ვყოფილიყავით როდისმე, ლივერპულში ასე არ გავპაზორდებოდით. საერთოდ როდის გახდა ეს ბავშვი გუნდის სახანძრო რაზმი. და კრიზისიდან გამომყვანი.
    გულშემატკივარი [?]
    #6 13 აპრილი 2021 17:11
    0
    კლუბში სერიოზული რეორგანიზაციაა საჭირო, ასე შორს ვერ წავალთ!
    Culé [?]
    #5 13 აპრილი 2021 01:11
    1
    BEQA BARCA,
    მინგესამ ერთ მომენტში 34.4 კმ/სთ ით ირბინა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    წევრი [?]
    #4 12 აპრილი 2021 22:42
    0
    როცა ასეთი ცუდი დაცვა და არაფრის მაქნისი თავდასხმა გყავს პირველ ნომრად არ უნდა ითამაშო
    Culé [?]
    #3 12 აპრილი 2021 22:09
    0
    ჩვენ რომ პრესინგს გვეთამაშებიან აშკარად არ ვიმჩნევთ და არ გვიჭირს. ჩვენ რომ ვეთამაშებით არ გამოგვდის! კონტრაზე კი არვერთი სწრაფი მცველი არ გვყავდა დესტს თუ არ ჩავთვლით და ისიც გაიყვანა!!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    გულშემატკივარი [?]
    #2 12 აპრილი 2021 21:50
    1
    მხოლოდ ორი გუნდის მცირე იმედი მაქვს,სევილია-ბეტისი. ორივეს მადრიდში ხვდება "რეალი" მაგრამ...ორივეს დიდი მოტივაცია ექნება და იმედია რომელიმე ქულებს დააკარგვინებს. იმედია...
    Culé [?]
    #1 12 აპრილი 2021 21:46
    1
    მეკარე მოგვარებულია ✅

    დაცვა - საშინელებაა 🆘 ალბა და მინგეზა თამაშობენ მხოლოდ ნორმალურად. მინიმუმ 2 ცენტრალური მცველი მოსაყვანია, უმჯობესია თუ ორივე ძირითადის იქნება, მაგრამ მინიმუმ ერთი უეჭველი ძირითადის.
    ფირპო & უმტიტი - გასაყიდი 🤬
    ლენგლე & დესტი - სკამზე მხოლოდ! 🙏

    ნახევარდაცვა - საშინელებაა თქო ვერ იტყვი მაგრამ ბევრი არუკლია საშინელებამდე! 🆘
    პედრის მარტო ლამაზი თამაში არ უშველის გუნდს, ძაან მევასება მარა ჯერ სრულყოფილი ნახევარმცველის 50% არარის. უბრალოდ ჩანს რომ პოტენციალი აქვს. ბარსას დაცვას თუ გავითვალისწინებთ ჩვენ გვჭირდება ისეთი 3 ნახევარმცველი რომელიც ცხოველივით ირბენს წინდაუკან და დაზეპირებულ გადაცემებს არ გააკეთებენ, ზეპირად ვიცი უკვე ბარსას თამაში როიწყება რაუნდა მოხდეს!
    მატეუსი , პიანიჩი , კოუტინიო - გასაყიდები არიან 🤬
    პედრი ჯერ არ არის მზად ამდენი თამაშისთვის, აუცილებლად გვჭირდება მინიმუმ 2 ნახევარმცველი. რომელიც განსხვავებულად აზროვნებს და ბოლოს დაბოლოს კარში დაარტყავს როცა საშუალება ექნება.

    თავდასხმა - საშინელებაააა 🤬🆘🤬🆘
    მესი ბოლო ორი თამაში საერთოდ გამქრალი იყო სტადიონიდან, საერთოდ არაფერი გაუკეთებია. თან სანაკრებო პაუზაც არ შეეხო. ისვენებდა.
    დემბელე რო გასაგდებია საერთოდ და საცემია მაგაზე ბევრჯერ ვილაპარაკე მაგრამ აქ ბევრს ევასება თამაშში რო ერთ კაცს მოატყუებს უსწორდებათ მაგის ყურება. დემბელე 100% ,,გასაგდებია" ✅
    გრიზმანი ძაან პრაგმატულია, კაცის მოტყუებაზე არმიდის, ყოველთვის ცდილობს გუნდურად ითამაშოს და ეგ ხშირ შემთხვევაშჯ ამართლებს ხშირ შემთხვევაში არა. მაგან ეგ თუ არ დახვეწა მაშინ გრიზმანს ჩაუდონ ჩემოდანში დემბელე და გაატანონ სადმე შორს.
    ბრეიტვეიტზე ცუდს არ დავწერ რაც შეუძლია აკეთებს და მეტს ვერ მოთხოვთ მაგრამ გასაშვები როა და ეგეთი ფეხბურთელი ბარსაშჯ როარუნდა თამაშობდეს მგონი ყველა ვთანმხდებით ✅
    ტრინკაუს კიდე შე**ა კუმანმა 80 წუთზე როგამოგყავს ფეხბურთელი 10 წუთში რა უნდა შეცვალოს? ცოდა მეტი დრო მიეცი მითუმეტეს რაც ითამაშა გრიზმანს და დემბელეს ერთად აღებულს ჯობდა.

    აუცილებლად მოსაყვანია მინიმუმ 2 თავდამსხმელი (დეპაი 99% ჩვენია) ჰოლანდი თუ მოვა გააასწორებს ან ნეიმარი.

    ბალდე და კოლიადო აუცილებლად დასაწინაურებელია გუნდში ❗❗

    ბალდე.გარსია (ვინმე ცენტრ.მცველი -ძირითადისთვის) ვეინალდუმი (ცენტრ. ნახ. მცველი სკამისთვის) დეპაი და (ჰოლანდი ან ნეიმო). რაცარუნდა მოხდეს აქედან უნდა მოიყვანონ რისი საშუალებაც ექნებათ თორე მომავალ წელს უარესები მოხდება