მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბრძოლა წავაგეთ, ომი გრძელდება

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბრძოლა წავაგეთ, ომი გრძელდება

ბრძოლა წავაგეთ, ომი გრძელდება, ჯერ არაფერი დასრულებულა. 

მდგომარეობა ძალიან გავირთულეთ, მაგრამ წინ კიდევ ბევრი მატჩია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სანაკრებო პაუზამ ისევ ყველაზე ცუდ დროს მოგვისწრო, არ ყოფილა შემთხვევითი ის, რაც წინა ტურში ვნახეთ, ბოლო წუთზე ძლივს მოვიგეთ, ძალიან მძიმედ ვითამაშეთ და ცუდად გვენიშნა, ამ დროს კი "რეალმა" "ლივერპულს" ულაპარაკოდ მოუგო. პაუზის მერე ისე მოხდა, რომ ჩვენ ფორმა დავკარგეთ, "რეალმა" კი პირიქით. რატომ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი, რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ "რეალის" სამედიცინო გუნდმა ძალების აღდგენაზე ბევრად უკეთ იმუშავა. 

ზიზუ vs კუმანი

სეზონის პირველ ნახევარში გამართული "კლასიკოს" შემდეგ, ვიდეოანალიზისას აღვნიშნეთ, რომ ზიზუს იდეალურად ჰყავდა "ბარსელონა" შესწავლილი, ერთი და იმავე კომბინაციით შანსი არ დაგვიტოვა. ამჯერადაც ასე იყო, პირველ ტაიმში კუმანს გადაუარა, იყო მომენტი, როცა 3:0-ს გადავურჩით, იქ რომ გასულიყო, ყველაფერი დამთავრდებოდა და ბრძოლის თავიც აღარ გვექნებოდა, მეორე ტაიმში კი ის ტაქტიკა აირჩია, რაც უფრო კომფორტული იყო, ჩაჯდა დაცვაში და კონტრშეტევებზე ააწყო თამაში, რამაც შედეგი გამოიღო, ვინისიუში საერთოდ მარტო დარჩა ჩვენს კართან, მაგრამ აქაც გადავრჩით. ის, რომ "რეალმა" თამაში ვერ მოკლა, ეს ფეხბურთელების ბრალია და არა ზიდანის, კუმანს მეორე თამაშშიც აჯობა, მეორე თამაშშიც დაჩაგრა და ისევ დააფიქრა ლაპორტა, ღირს კი იმ მწვრთნელის დატოვება, ვინც ორივე "კლასიკო" პირწმინდად წააგო? მხოლოდ ტიტულები თუ გადაარჩენს რონალდ კუმანს, ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, მაგრამ ამ გუნდში ძალიან მაღალი სტანდარტია, "კლასიკოს" კი ძალიან დიდი ფასი ადევს. 

მომდევნო დღეებში ვიდეოანალიზს მივუბრუნდებით და ვნახავთ, რომ ისევ ერთი და იმავე კომბინაციებით მოგვიღეს ბოლო. 

უფანტაზიო შეტევები

მთავარი საფრთხე ჟორდი ალბა იყო, უკან ჰქონდა ჩავარდნები, რასაც მივეჩვიეთ უკვე დიდი ხანია, მაგრამ შეტევაში მის გარეშე არაფერი გამოგვდის. ჩვენი პირველი მომენტიც მან შექმნა, კურტუამ ჩაჭრა ალბას პასი. მეორე ტაიმში იგივე გამეორდა, თუმცა, მანამდე უკვე ჰქონდა საგოლე პასი გაკეთებული, გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ კარში ვერ მოარტყა და მერე ბრეითუეიტის ის საკამათო მომენტი იყო, სადაც დარტყმა კარიდან გადაწყდა, ესე იგი, არცთუ ისე საკამათო ყოფილა. 

ალბას ჩართვების გარდა ბევრი არაფერი გვინახავს, არადა წესით კიდევ ორი კომბინაცია გვაქვს მარაგში. ბურთის სწრაფად გათამაშების შემდეგ დემბელეს ვტოვებთ ხოლმე უკანასკნელ მცველთან, მაგრამ ამჯერად ეს არ გამოვიდა, ზიზუ ამისთვის მომზადებული აღმოჩნდა, მცველები დემბელესთან მუდმივად დისტანციაზე იყვნენ და სისწრაფეში არ დაჩაგრულან. 

ასევე ვერ ვნახეთ დე იონგის შერბენები თავისუფალ სივრცეში, ალბათ იმიტომ, რომ სივრცე საერთოდ არ დაუტოვეს. ამის გარდა, კუმანის "ბარსას" სხვა კომბინაცია მარაგში არ აქვს, მთელი სეზონია მეტი არაფერი გვინახავს, მესი თუ გაიგიჟებს თავს ინდივიდუალურად, ამჯერად არც ეგ გამოვიდა, ერთხელ კუთხურიდან მოიქნია და კიდევ კარგი, რომ არ გაიტანა, რადგან დიდი ალბათობით გააუქმებდნენ, ამ გოლის გაუქმებით კი ტკივილს ვიგრძნობდი გულის არეში, ვნახეთ, რომ არ იყო კუთხური, ამიტომ ბევრი არც არაფერი შეიცვლებოდა. 

მესიმ ჯერ კიდევ წინა სეზონში დაიწყო კარში ჩახვევა, მაგრამ ასე ახლოს გატანასთან ჯერ არ ყოფილა. 

უჩვეულო მეორე ტაიმი

დი დტეფანოს სახელობის მოედანს კი გადაუარა იურგენ კლოპმა, მაგრამ ამ მოედანს დასაცინი არაფერი სჭირს, წარღვნას ისე გაუძლო, რომ ერთი გუბე არ გაჩენილა გაზონზე, მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ისე წვიმდა, ხანდახან ბურთიც არ ჩანდა, მაგრამ მოედანს არაფერი დატყობია, ბურთის დავარდნის დროს განსაკუთრებით კარგად ჩანდა, რომ გაზონი იდეალურად იყო მომზადებული, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვიხეირეთ. 

აღსანიშნავია ის, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში, ძლიერ წვიმასთან ერთად იყო ქარიც, თანაც "ბარსას" კარისკენ უბერავდა, მაგრამ ეს ალბათ მეათასე ხარისხოვანი იყო იმ პრობლემათაგან, რომელმაც ამ მატჩი თავი იჩინა. 

პირველ ტაიმს ბევრად სჯობდა, ბურთი დავიჭირეთ, ერთი მხრივ "რეალმა" მოგვცა ამის საშუალება, ზიზუს ჩანაფიქრი ასეთი იყო, გამოჩნდა, რომ პედრის და დე იონგს ჯერ კიდევ სჭირდებათ გამოცდილების მიღება, კროოსი და მოდრიჩი ჩავი-ინიესტას შემდეგ საუკეთესო ნახევარდაცვის დუეტია და მათთან ბრძოლა ძალიან რთულია, ტყუილად არ უთქვამს ჩავის, კროოსი ჩემი მემკვიდრეაო (სიზუსტეს გაუსვა ხაზი) და ტყუილად არ სურდა გვარდიოლას მოდრიჩის შეძენა, სულ რომ არაფერი, გამოცდილებით გააკეთეს მთავარი საქმე, ჩვენს დუეტს კი გამოცდილება ჯერ კიდევ აკლია. აი ბუსკეტსი კარგი იყო, დაიღალა და ნაადრევად გაიყვანეს, მაგრამ რაც ვნახეთ, ყველა გააზრებული შეტევა მან დაიწყო, ზონებს შორის პასები ისე მარტივად ჩამოარიგა, ვითომც არაფერი, დაცვაშიც არ დაუკარგავს პოზიცია, ძირითადად ფლანგებიდან გაგვხიეს, რასაც ვიდეოში მივუბრუნდებით. 

რბილად, რომ ვთქვათ, უცნაური იყო ბუსკეტსის გასვლა და სერჟი რობერტოს შემოსვლა. 

საუკეთესოები

ახალგაზრდა კარლეს პუიოლივით არ ითამაშა?! მინგესა ძალიან იმედისმომცემი ბიჭია. ასეთი მებრძოლი და მოტივირებული გუშინ არავინ ყოფილა, დაუფასდა კიდეც და გოლი შეაგდო, კი ბატონო, წიხლი დაარტყა იმ ბურთს, ძალიან უცნაურად მოქნეული, მაგრამ გოლი გოლია. დაცვაში კი ბევრჯერ აგვარიდა საფრთხე, ჰქონდა შეცდომები, მაგრამ საერთო ჯამში საუკეთესო იყო. ვერც ახალდაბრუნებულმა არაუხომ აუბა მხარი და ლანგლეზე აღარც ვლაპარაკობ.. 

მეორე გამოსარჩევი კაცი ილაიშ მორიბაა, ყველაზე კარგად ის შემოვიდა და მომენტებიც შექმნა, მარტო ბოლო მომენტი რად ღირს, მკერდზე მიიღო და ხარიხა შეაზანზარა, ფაქტობრივად ლა ლიგის თასი მოარტყა ხარიხას, არ გაუმართლა, თორემ გარდა იმისა, რომ "კლასიკოში" თავის პირველ გოლს შეაგდებდა, ჩემპიონატშიც გაცილებით გაიზრდებოდა ჩვენი შანსები. 

ეგ არაფერი, ის მოხდა, რაც ჯერ კიდევ გამოუცდელ ფეხბურთელებს ემართებათ, გამოცდილებს რაც შეეხებათ - ალბამ თავის საქმე გააკეთა, ჩვენს კარში რომ არ გაეტანა, უკეთესი იქნებოდა, ბუსკეტსმაც იქამდე ითამაშა, სადამდეც შეძლო, მესი გაგვეყინა და იმედია, არ გაციებულა, ფრანგებმა ისევ დაგვცინეს და სატურნირო ცხრილში ჩამოვრჩით. 

ბრძოლა გრძელდება! 

რაც არ უნდა იყოს, ბოლო ტურამდე უნდა ვიბრძოლოთ, არავინ იცის, ვის როდის დაუცდება ფეხი. 

კუმანს კიდევ ერთხელ მართებს გუნდის გადაწყობა, ჩავი ერნანდესი გაფართოებული თვალებით აკვირდება ყველაფერს და კარზე ძლიერად აბრახუნებს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 13 აპრილი 2021 21:25
    0
    ეს განხილვა ასეთი მწარე შედეგის შემდეგ ნოსტალგიის მეტს არაფერს იწვევს.
    [?]
    #17 12 აპრილი 2021 07:14
    0
    ციტატა: Barcaman12
    კიდევ ერთი საყვედური ავტორს, კარგია ეს თვით იმპროვიზაცია მაგრამ ხანდახან ზედმეტები მოგდის და ზედმეტად აფასებ მეტოქეს, ანდა რა კროოსი მოდრიჩია საუკეთეასო დუეტი, კი ერთ ერთი საუკეთესოა დღეს, მაგრამ კროოსს რომელსაც უამრავი მინუსი აქვს და მოდრიჩს რომელიც მართლა ძაან მაგარი თუმცა არასტაბილურია, აყენებ ისეთებზე წინ როგორიცაა პირლო-ზეედორფი, ზიდანი-მაკელელე, კრუიფი-ნაესკენსი, და ა.შ და რაც შეეხება ნახევარდაცვას შეჭამა ბარსელონამ ამ ზონაში (უამრავი პასი ძვრებოდა ხაზებს შორის) თუმცა ბოლოფაზაში კრატივის და სისწრაფის ნაკლებობამ და ასევე ფორვარდის არყოლამ გამოიწვია უშედეგობა, ასე რომ ჩვენმა ნახევარდაცვამ პირწმინდად დაჯაბნა overrated გერმანელი რობოტუ კუ და მისი მეწყვილე, ცოტა რეალურად შეაფასე, რაც არ წაგვიგია ნახევარდაცვა იყო

    ჩავიესტას მერე როგორც დუეტი საუკეთესოა კროოსი მოდრიჩი. შენ ვინც ჩამოთვალე იმათ დუეტობას მე ვერ ვხედავდი. უბრალიდ ვფიქრობ რო კროოსი მოდრიჩის სიძლიერეს კაზემირო განდპირობებს. ეგ რო არა ბევრად მეტ თამაშს წააგებდნენ ნახევარდაცვაში. 10 წუთით ადრე რო გაეგდოთ გავიტანდით.

    მინგესას იმედი უფრო მაქ ვიდრე ნელი ტრავმიანი არაუხოსი. მინგესა მორიბა ორივეს საღოლ. ფრანგები კიდე არ ვიცი, ვათამაშოთ ოსასუნებთან, ხელფადი გავუნახევროთ ოთხივეს. დიდ თამაშებში ზარალები არიან.
    მწერალი [?]
    #16 11 აპრილი 2021 18:17
    0
    Barcaman12,
    ჩავი-ინიესტას მერე - მერეში იგულისხმება პერიოდი და არა დონე.
    რაის ზიდანი და რაის ნეესკენსი : )))

    შენიჭირიმე რა..
    Culé [?]
    #15 11 აპრილი 2021 15:52
    0
    Anano_Ch,
    ეგეც არ გვშველის.რეალმაც თუ ყველა მოიგო ეგენი იგებენ ლა ლიგას
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    წევრი [?]
    #14 11 აპრილი 2021 15:28
    2
    კიდევ ერთი საყვედური ავტორს, კარგია ეს თვით იმპროვიზაცია მაგრამ ხანდახან ზედმეტები მოგდის და ზედმეტად აფასებ მეტოქეს, ანდა რა კროოსი მოდრიჩია საუკეთეასო დუეტი, კი ერთ ერთი საუკეთესოა დღეს, მაგრამ კროოსს რომელსაც უამრავი მინუსი აქვს და მოდრიჩს რომელიც მართლა ძაან მაგარი თუმცა არასტაბილურია, აყენებ ისეთებზე წინ როგორიცაა პირლო-ზეედორფი, ზიდანი-მაკელელე, კრუიფი-ნაესკენსი, და ა.შ და რაც შეეხება ნახევარდაცვას შეჭამა ბარსელონამ ამ ზონაში (უამრავი პასი ძვრებოდა ხაზებს შორის) თუმცა ბოლოფაზაში კრატივის და სისწრაფის ნაკლებობამ და ასევე ფორვარდის არყოლამ გამოიწვია უშედეგობა, ასე რომ ჩვენმა ნახევარდაცვამ პირწმინდად დაჯაბნა overrated გერმანელი რობოტუ კუ და მისი მეწყვილე, ცოტა რეალურად შეაფასე, რაც არ წაგვიგია ნახევარდაცვა იყო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 11 აპრილი 2021 14:45
    0
    ომი გრძელდება
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    წევრი [?]
    #12 11 აპრილი 2021 14:34
    0
    ვამოოს ბიჭებო! ყველა თამაში მოსაგები გვაქვს აწი !!! ბრძოლა გრძელსება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 11 აპრილი 2021 14:21
    2
    ჰოდა გაუღეთ კარები ჩავის და შემოუშვით. კუმანს კი მადლობა გადაუხადეთ და დაემშვიდობეთ. არაა ეს ის კაცი რომელიც კვარცხლბეკზე აგვიყვანს.
    წინასწარ ვერავინ იტყვის ჩავი რას იზამს, მაგრამ სადაც არაბები აათამაშა ამათაც აათამაშებს.
    მესიმ თუ არ მოუმატა ჯობია წავიდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #10 11 აპრილი 2021 13:52
    3
    ზიდანმა კუმანის საქებარი 3-5-2 ტაქტიკა,დაამრგვალა კარგად დაკუნჭა და ურნაში გადააგდო.
    ფანი [?]
    #9 11 აპრილი 2021 13:51
    1
    წინ არაფერი გამოგვდიოდაო და დემბელე რომ არის წინ მარტო და ვერაფერს აკეთებს რა უნდა ექნა გუდნს?გრიზმანი რატო უნდა დასვა სკამზე გაუგებარია რეალთან ბარსა უნდა ითამაშოს სამი შემტევით როგორცვე გამოვიდა გეიზმანი თამაში შეიცვალა ფაქტია...იმედია ხალხი მიხვდება რომ დემბელეს იმედზე შეტევა ვერ იქნება ვერასდროს ტიპი 0 შეადარეთ ვინიციუს და მიხვდებით...

    ციტატა: bashi_achuki
    ნიჭიერი და კარგი ფეხბურთელია პედრი მაგრამ ძაან ნელია სამწუხაროდ :((

    პედრია ნელი?? იუვესთან გაიხსენე ნელი კი არა გამოფიტულია 18 წლის ბავშვმა თამაში არ გამაზა და პლიუს ნაკრებში ურთულესი თამშები ჩატარა...
    ფანი [?]
    #8 11 აპრილი 2021 12:20
    4
    დაცვის ლიდერი რო ლენგლე გეყოლება და შეტევის ლიდერათ ბრეიტვეიტი კლიზმანი და დემბელე რომელ ომზე რომელ ტიტულზე რომელ მოგებაზე და წარმატებაზეა საუბარი კარგიც იქნა ეს მარცხი (ზოგი ჭირი მარგებელიასავეთ) ასეროვთქვათ დაინახავს იმედია ლაპორტა ვინაა ზედმეტი კლუბში და ვინაა მოსაყვანი მწვრთნელიდან(ბევრი იგიჟებდა აქ თავს ავტორიტეტიაო) დაწყებული ფეხბურთელებით დამთავრებული
    მართლა მინდა რა სიტიმ ლიგა მოიგოს რა რო მერე იქნება და პეპიც დავიბრუნოთ
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 11 აპრილი 2021 11:42
    4
    რეალმა თუ არ გატეხა სადმე მაგ ომს აზრი არ აქვს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #6 11 აპრილი 2021 10:57
    5
    ნიჭიერი და კარგი ფეხბურთელია პედრი მაგრამ ძაან ნელია სამწუხაროდ :((
    Culé [?]
    #5 11 აპრილი 2021 10:49
    6
    კუმანი უნდა წავიდეს. ჩემთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს ,ყველა პრინციპულ მატჩში მარცხი , ჯიუტად პედრის სასტარტო სულ. იდი ნა ხუი რა ეს საუთჰემპტონი არ არის. მესიმ ვერ ითამაშა, ძნელია 5 ნახევარმცველი რო გყავს და აქედან არცერთს წინ თამაში არ შეუძლია . ერთადერთ მხარის ამბმელად დემბელე რო გყავს. ერთი კედელი ვერ დაუბრუნეს ტიპს პირველ ტაიმში. აქ ხალხს კი გონია რო 3_5 კაცი უნდა აფორთხიალოს მესიმ ფეხზე რო აზიან , მარა ეგ დროს წავიდა სამწუხაროდ. დემბელეს ფორვარდობისთვის შედი დდშვც კუმან! და ლაპორტასიც შენ თუარ მოგისვრის სეზონის ბოლოს
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    Culé [?]
    #4 11 აპრილი 2021 10:38
    3
    დარვენილი თამაშები გვანახებს იმას თუ დარჩეს უნდა თუ არა კუმანი...
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    Culé [?]
    #3 11 აპრილი 2021 10:38
    1
    თავიდანვე მეორე ტაიმის სასტავით უნდა ეთამაშა, აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ. დიდ შეცდომას უშვებს კუმანი რო როტაციებს არ მიმართავს საერთოდ, გადაწვა გუნდი პედრიც და დეიონგიც ძალიან გადაღლილები არიან, არ აძლევს სათადარიგოს სათანადო დროს, 75-მდე არ აკეთებს შეცვლას და მასეთ კულმინაციურ დროს ვეღარც შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელი ვეღარაფერს აკეთებს. მორიბას და ტრინკაოს ძაან მიზერულ დროს აძლევს პუჩი საერთოდ დაავიწყდა და დემბელე მგონი აძლევს ამ ჩემისას და მაგიტომ ათამაშებს აბა მაგის ხეირიანი თამაში მეარ მახსენდება, პიანიჩზე ხო ზედმეტია ლაპარაკი. გუშინ ძაან ქათმურად მოიქცა, ჯერ იმით დავიწყოთ რო რეალს ეთამაშები მოსაგები გაქ და ორი შემტევით გადიხარ სათამაშოდ, სულ რო ავტობუსივით ჩააბეტონო რეალი გოლს მაინც რო გაიტანს ამას საუბარი რათ უნდა. ამიტომ შემტევი გუნდი უნდა დააყენო და არ უნდა ამოასუნთქო მეტოქე.პირველი ტაიმი 4-3-3 უნდა დაეწყო
    --------------------
    მე გუნდური მოთამაშე ვარ და ყოველთვის ვცდილობ თანაგუნდელების დახმარებას. ინდივიდუალური სტატისტიკა არ მაღელვებს , მთავარი გუნდის წარმატება და ყოველ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაა - ანტუან გრიზმანი❤️
    Culé [?]
    #2 11 აპრილი 2021 10:31
    7
    ჯერ არაფერია დამთავრებული! ერთი ქულით ჩვენ ვუსწრებდით რეალს ქამდე და ახლა ისინი გვისწრებენ, წინ კიდე რვა თამაშია და და ყველაფერი მაგ რვა თამაშში გადაწყდება, ატლეტიკოც ვნახოთ რას მოახერხებს სუარესის გარეშე. ახლა გუშინდელ თამაშზე, სიმართლე გითხრათ არც გამკვირვებია დიდად ეს წაგება და ზოგადად ამ სეზონში არცერთი არ გამკვირვებია, ეთამაშები მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო და გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს გამოუცდელი ბავშვებით, არაუხო, მინგესა, დესტი, პედრი, ამას ემატება ის რომ ვინც გამოცდილი და ლიდერია გუნდში ზუსტად მნიშვნელოვან თამაშში ჩაისვრის ბუსკეცის თამადობით. ფქტიურად ხუთი ფეხბურთელი გყავს მოედანზე ისეთი რომელსაც ბოლომდე ვერ ენდობი რიგ მომენტებში, დემბელეზე ხო აღარაფერს ვამბობ. პირველი ტაიმი გადაგვახია პირნათლად რეალმა ბურთი თავზე, აი რასაც ქვია აწიოკება ეგ იყო. ავტობუსით ითამაშეს თუ მატარებლის ვაგონებით ვინ ჩივის?! ხო იცოდა კუმანმაც ეგრე რო იქნებოდა, ჩვენზე სწრაფად მიდიოდნენ შეტევაში და სიარულით თამაშს არ ცდილობდნენ რაც იყო საშინელი სანახავი, რეალის შეტევას სიცოცხლის ნიშანწყალი აჩნდა და ბატსელონა მკვდარზე ვენოკი იყო პირველ ტაიმში. მეორე ტაიმი ნუ რათქმაუნდა შედარება არ იყო, გოლი მაინც გაიტანეს სხვა თუ არაფერი. მაგრამ ბარსელონას მეორე ტაიმი ისე არ უთამაშია როგორც რეალმა ითამაშა პირველი, მითუმეტეს მეორე ტაიმში რეალმა არაერთი მომენტი გაანიავა, სტატისტიკას ვინც შეხედავს უჰ არ უნდა წაეგოთო იტყვის მაგრამ აბა თამაშს შეხედეთ, რამდენჯერ კარგავენ ელემენტარულ სიტუაციაში ბურთს ჩვენები, ან მარტო შეტევების სიმწვავე შეადარეთ და მიხვდებით უნდა წაეგოთ თუ არა, ერთადერთი მიზეზი რის გამოც შეიძლება ფრე დაგვემსახურებინა მორიბას გაფართხალება იყო ბოლოს, ჯერ სცადა მაგ ბიჭმა და დაარტყა შორიდან მერე ბოლო წუთზე მართლა ძაან არ გაუმართლა. პენალტი არ იყო, დრო ცოტა მეტი შეიძლებოდა დაენატებინა, მაგრამ 5 წუთს მაინც ვერ გაცდებოდა და ჩვენებს მაგ ერთ ზედმეტ წუთში არაფრის გაკეთების თავი არ ქონდათ მე თუ მკითხავთ, ბოლო შეტევას მაინც ბოლო წამებისთვის შემოინაცავდნენ და იქამდე აგორავებდნენ ბურთს. მოკლედ გაიზრდებიან ბავშვები და დაამთავრებენ მაგათ დროსაც! გამოცდილება აკლია გუნდის მთავარ ხერხემალს მეტი არაფერი.
    წევრი [?]
    #1 11 აპრილი 2021 10:20
    4
    კუმანს ერთ შანს ყველა ვარიანტში მიცემენ თუ ფინალში უშანსოდ დაამარცხებს ბილბაოს გასათვალიწინებლია ისიც რომ ვინც უნდოდა არცერთი ფეხბურთელი მოუყვანეს და ლაპორტა შანსს ყველა ვარიანტში სანაკრებო პაუზებამდე რომ გქონოდა კლასიკო დიდი ალბათობით მოვიგებდით მთავარია გუნდი ფორმაში მალე ჩადგეს კუმანსკიდე წესიერი ტრანსფერები გაუკეთონ და ეს ხარახურა ხალხიც გაყარონ