უკან მომავალში - სცენარი, რომელიც უნდა შევცვალოთ

უკან მომავალში - სცენარი, რომელიც უნდა შევცვალოთ

ლა ლიგის ფინიში ახლოვდება და უკვე იმხელა გზაც განვვლეთ, რომ რაღაცებს გავხედოთ და გავაანალიზოთ. ისე მოხდა, რომ ეს სეზონი ძალიან ბევრი რამით ჰგავს უკვე ნათამაშებ ორ სეზონს, უამრავი პარალელის გავლება შეგვიძლია, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამჯერად ყველაფერი განსხვავებულად უნდა დავასრულოთ, წარსულს უნდა ვაჯობოთ, ამ სეზონის ტრიუმფით დასრულებას ძველი ნაიარევების მოშუშება შეუძლია.

2003/04 წლების მარათონული სეზონი

2003 წელს ლაპორტამ პრეზიდენტის რანგში პირველი სეზონი დაიწყო "ბარსელონაში", მწვრთნელად კი ჰოლანდიელი ფრანკ რაიკაარდი დანიშნა. გარდა იმისა, რომ ლაპორტა "ბარსაში" ამ წელს დაბრუნდა და მწვრთნელი კვლავ ჰოლანდიელია, სეზონის მიმდინარეობაც ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

როგორც რონალდ კუმანი, ასევე ფრანკ რაიკაარდი დიდი ხნის განმავლობაში ძიების პროცესში იყვნენ, ფრანკიც ხშირად ცვლიდა ტაქტიკას და სანამ იდეალურ განლაგებას შეარჩევდა, მანამდე ქულებიც ბლომად დაიკარგა. პირველი "ელ კლასიკო" რომ მოახლოვდა, მადრიდის "რეალი" პირველ ადგილზე იყო, "ბარსა" მეთერთმეტეზე, ამას ისიც თან დაერთო, რომ "კლასიკოს" წინ რონალდინიომ კუნთის ტრავმა მიიღო, ყველაზე ცუდი სცენარი განვითარდა, რაც კი შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო, გავიბრძოლეთ, მაგრამ 1-2 წავაგეთ და გამოჩნდა ხალხი, რომელიც რაიკაარდის წასვლას ითხოვდა.

უკვე დეკემბერი იყო, სეზონის პირველი ნახევარი იწურებოდა და ყველას იმედი ჰქონდა დაკარგული, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოვახერხებდით, ზედიზედ მეორე წელი ლიგის გარეშე როგორც ფინანსურად, ისე პრესტიჟის თვალსაზრისით ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნებოდა.

იანვარიც წაგებით დავიწყეთ, "რასინგთან" 0-3 წავაგეთ, ეს იყო ბოლო დამამცირებელი მარცხი სეზონში, მას მერე მხოლოდ აღმასვლის დრო მოვიდა, რაც რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული. პირველ რიგში, ფრანკ რაიკაარდმა მოიფიქრა და 4-2-3-1 დან 4-3-3-ზე გადავიდა, რონალდინიო აღარ იდგა ათიანზე, ან მეორე ფორვარდად, რაიკაარდმა მარცხენა ფლანგზე გადასწია, საკმარისი თავისუფლებაც მისცა და ეს პოზიცია რონალდინიოსთვის იდეალური აღმოჩნდა, შესაბამისად ამ ტაქტიკას შეეწირნენ გარემარბები, სათამაშო დრო მარკ ოვერმარსმაც დაკარგა და რიკარდო კვარესმამაც, ხშირად ვხედავდით მეორე ფლანგზე ლუის გარსიას და პატრიკ კლუივერტი მისი მეწყვილის, ხავიერ სავიოლას კონკურენტად იქცა.

იანვარშივე მოვიდა ედგარ დავიდსი, რომელიც ასევე იდეალურად მოერგო 4-3-3-ის სისტემას, შეტევაში მეტი დრო მიიღო ჩავი ერნანდესმა და გუნდი როგორც იქნა დალაგდა, ზედიზედ ცხრა მოგების შემდეგ უკვე მესამე პოზიციაზე ვიყავით და ჩემპიონობაზეც დავიწყეთ ფიქრი.

გასვლაზე დავამარცხეთ "ვალენსია", რომელიც პირველ ადგილს დიდხანს ინარჩუნებდა და საბოლოოდ გახდა კიდეც ჩემპიონი, გასვლაზე დავამარცხეთ "დეპორტივო", რომლის დამარცხებაც "რიასორზე" ურთულესი საქმე იყო და გასვლაზე დავამარცხეთ მადრიდის "რეალი!"

"ბარსა" დაბრუნდა!

მიუხედავად უდიდესი ჩამორჩენისა და გადაწურული იმედებისა, მაინც ჩავერთეთ მარათონულ ბრძოლაში და ბოლოს რომ ფეხი არ დაგვცდენოდა, ამ საოცარ სანახაობას ტიტულითაც დავასრულებდით, მაგრამ ბოლოდან მესამე ტურში "სელტასთან" დავმარცხდით, ხოლო ბოლო ტურში "სარაგოსასთან".

"დეპორტივო" ჩამოვიტოვეთ, "რეალი" ჩამოვიტოვეთ, მაგრამ "ვალენსიას" ვეღარ შევწვდით. ამ დროს უკვე ყველა გონიერი ადამიანი ხვდებოდა, რომ "ბარსა" მომდევნო სეზონში ქვას ქვაზე არ დატოვებდა! ახალი გუნდის საძირკველი ჩაიყარა და წინ მხოლოდ გამარჯვებები გველოდა.

კარგი მოგონებაა, მაგრამ რაღაც მაინც შესაცვლელია, ამჯერად ყველაფერი ტიტულით უნდა დავასრულოთ, მით უმეტეს, რომ უკეთესი შანსია, დროც გაცილებით მეტია, თამაშიც და "ატლეტიკოსთან" მხოლოდ ერთი ქულა გვაქვს ჩამორჩენა.

"რეალი" კარგ ფორმაშია, მაგრამ სერხიო რამოსისა და რაფაელ ვარანის არყოფნის გამოუყენებლობა "ბარსას" არ ეპატიება. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს, როცა ვერც პიკეს იყენებ და ვერც არაუხოს, მხოლოდ უმტიტისა და ლანგლეს იმედზე ხარ, ახლა "რეალია" ამ დღეში და ეს შანსი გამოსაყენებელია!

ძალიან დიდი ხანია, მესის "რეალთან" არ გაუტანია - ესეც კიდევ ერთი მოივაცია!

დრამა ბოლო ტურებში

2006/07 წლების სეზონი არაფრით ჰგავდა ამ სეზონს, თუმცა, ამჯერადაც სამი გუნდია თანაბარი შანსებით, ეს კი იმ ყოვლად ტრაგიკულ დასასრულს გაგვახსენებს. განსხვავება ბევრი იყო, რადგან "ბარსა" თავაწეული თამაშობდა, ზედმეტად დარწმუნებული იმაში, რომ ჩემპიონობა ჩვენი იქნებოდა, იმდენი დაუგეგმავი ქულა დავკარგეთ, ისეთი დაუდევრობა გამოვიჩინეთ, რომ ყველაფერი წყალში ჩაიყარა.

ბოლოსკენ ფსიქოლოგიური ფაქტორიც ერთვება საქმეში, "სევილიამ" ბოლომდე ვერ გაძლო და ფინიშთან მხოლოდ "ბარსა" და "რეალი" დარჩნენ. 34-ე ტურში "კამპ ნოუზე", "ბეტისთან" ქულები დავკარგეთ. შემადგენლობას რომ გადახედოს კაცმა, შეიძლება გულიც გაუსკდეს, რონალდინიო-ეტო’ო-მესის ტრიოთი ვუტევდით, მათ უკან კი ჩავი-ინიესტა-დეკუს ტრიო გვყავდა, ფლანგებზე ვან ბრონხოსტი და ძამბროტა, ცენტრში პუიოლი და ტურამი, სხვა რა უნდა ინატროს ადამიანმა? 1:1 დავამთავრეთ. ვარსკვლავური შემადგენლობა საკმარისი არ აღმოჩნდა.

მეხუთე წუთზე გავიტანეთ და მერე "ბარსა" ერთობოდა, თამაშობდა ისე, როგორც მთელი სეზონის განმავლობაში - ზედმეტად თავდაჯერებულად. ჰოდა, დავისაჯეთ, 90-ე წუთზე "ბეტისმა" ანგარიში გაგვითანაბრა, "რეალი" კი ქულებით წამოგვეწია.

"რეალზე" მეტი გავიტანეთ, უფრო ნაკლები გავუშვით, მაგრამ ყველაფერს ურთიერთშეხვედრები წყვეტდა, რადგან თანაბარი ქულებით მივიწევდით ფინიშისკენ.

ესეც დასანანი ამბავი იყო, "ბერნაბეუზე" გუდიონსენმა ეტო’ო სრულფასოვნად ვერ შეცვალა, მესიმ რობერტო კარლოსს თავ-ბედი აწყევლინა, მაგრამ გოლი ვერ შევაგდეთ და დავმარცხით, "კამპ ნოუზე" კი საოცარი თამაში ვიხილეთ, გოლები პანტა-პუნტით გადიოდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს ოლეგერმა დაგვაღალატა, წითელი ბარათი მიიღო და მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში კაცნაკლული დაგვტოვა, მერე მესამეც გაგვიტანეს და "რწყილმა" გადაგვარჩინა, ლეო მესიმ ბოლო წუთებზე ქულა მოგვიტანა, პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა კარიერაში, თანაც "რეალის" კარში.

ის, რაც ბოლოს წინა ტურში მოხდა, ამის დავიწყება შეუძლებელია, ჩვენ სახლში ვიღებდით "ესპანიოლს", მადრიდის "რეალი" კი გასვლაზე ხვდებოდა "სარაგოსას". ორივე ძალიან რთული თამაში უნდა ყოფილიყო, "ბარსას" დერბი ჰქონდა, ხოლო "რეალი" მილიტოებთან ჩადიოდა სტუმრად, ეს კი ყოველთვის ძალიან მძიმე ამბავი იყო, აღსანიშნავია, რომ "სარაგოსას" ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა ჟერარ პიკე, რომელიც ყველაფერს აკეთებდა "რეალის" შესაჩერებლად და "ბარსას" გასაჩემპიონებლად.

ვისაც ფეხი დაუცდებოდა, ჩემპიონობას დაკარგავდა.

ფეხი კი ორივე გუნდს დაუცდა.

"კამპ ნოუზე" ანგარიში რაულ ტამუდომ გახსნა - ცივი შხაპი "ბარსელონას."

სულ რაღაც 7 წუთში ცოტათი დავმშვიდდით, რადგან სარაგოსაში დიეგო მილიტომ გაიტანა. – "რეალიც" ჩვენს დღეში აღმოჩნდა.

ტაიმის ბოლოს მესიმ ხელით შეაგდო! ამავე სეზონში "ხეტაფეს" ისეთი გოლი შეუგდო, დიეგო მარადონას მემკვიდრედ მონათლეს, სეზონის ბოლოს კი ხელითაც მიაყოლა, ეს რაღაც სასწაული იყო, პირველი ტაიმის მონაცემებით "ბარსა" ჩემპიონი იყო, რადგან "რეალმა" ტაიმი წააგო.

57-ე წუთზე ნისტერლოიმ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ დიდი სიხარულის საბაბი არ უნდა ჰქონოდა, რადგან იმავე წუთზე მესიმ "ბარსელონა" წინ გაიყვანა! ორი ამოცანა იყო დარჩენლი, "ბარსას" ანგარიში უნდა შეენარჩუნებინა, "რეალს" კი მაქსიმუმ ფრე ეთამაშა, ყველაფერი ამისკენ მიდიოდა.

64-ე წუთზე მილიტომ მეორეც გაიტანა, სარაგოსა დააწინაურა და "კამპ ნოუზე" ზეიმი დაიწყო, ჩვენ ვიგებდით, "რეალი" მარცხდებოდა, ყველაფერი იდეალურად იყო.

მატჩის ბოლოსკენ ეტო’ოზე აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დადეს. მთელი სტადიონი მიხვდა რატომაც, მსაჯმა თავისივე შეცდომა "გამოასწორა", ერთი გოლი გვაჩუქა, თერთმეტმეტრიანი კი წაგვართვა, პრეტენზიები ვერ გვექნებოდა, ეს არ იყო ის თამაში, სადაც მსაჯს დააბრალებდი რამეს.

89-ე წუთზე ვან ნისტერლოიმ სარაგოსაში ანგარიში გაათანაბრა, ეს დიდი საფრთხე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაულ ტამუდომ 90-ე წუთზე გული გაგვიხეთქა! როგორც სარაგოსაში, ისე ბარსელონაში, ანგარიში 2:2 გახდა.

იმდენად სწრაფად გავიდა ეს ორი გოლი, ერთმანეთის პარალელურად, რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო ვერავინ.

შოკი - სხვა განმარტება ამას არ აქვს.

ბოლო ტურში ორივე გუნდმა მარტივად მოიგო და ურთიერთშეხვედრების უპირატესობით "რეალმა" წაიღო ლა ლიგის თასი.

არ ვიცი, ასე თანაბრად ვივლით თუ არა ამ სეზონის ბოლოს, მაგრამ ამდენი ქულის ამოქაჩვა, დაწინაურება და ლა ლიგის მოგება წარსულის ნაიარევებს აუცილებლად მოაშუშებს, ამ სეზონში გამარჯვებას ძალიან დიდი სიხარულის მოტანა შეუძლია, რომელიც უდიდეს მუხტად შეიძლება იქცეს.

სულ რამდენიმე დღე და "ბერნაბე...

სულ რამდენიმე დღეც და "რეალს" სავარჯიშო მოედანზე დავეტაკებით!


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 7 აპრილი 2021 22:32
    0
    მთავარია ახალგაზრდები, ვინც პირველად თამაშობს არ შედრკნენ და მაქსიმუმი დადონ მოედანზე.
    გულშემატკივარი [?]
    #6 7 აპრილი 2021 22:20
    0
    მომავლის სასტარტოსთვის ჩემი აზრით იდეალური იქნებოდა და ისევე როგორც წელს ლა ლიგას და კოპას უეჭ დავდებთ და მომავალწელს ლიგასაც დავაყოლებთ
    ტერ შტეგენი
    პიკე-არაუხო-ალაბა
    დესტი ალბა
    პედრი-დე იონგი
    გრიზმანი
    მესი-ჰალანდი-ფატი

    პ.სალაბას ადგილას ვინმე სხვა კაი მცველიც შეიძლება თუნდაც გარისა მარა ჯერ გამოუცდელია. ძაან მინდა ცოუც დარჩეს და ძველის 50% მაინც დაბრუნდეს და ხანდახან გრიზმანი და პედრი ჩაანაცვლოს თუნდაც ფატი რო არ დაიღალნონ ბოლო ორი და ბუსიც ნელ ნელა შემოვიდეს. დემბელემ !@#$%^&, მაგაზე გული ლივერპულთან სისულელის გამო ჩავიქნეო რომლის გამოც ტრიპლეტი დავკარგეთ
    --------------------
    ბარსა? კი, ის ჩემი ცხოვრებაა!
    ბარსა? კი, მე ვარ მისი ფანი და ვიქნები სამუდამოდ!
    "mes que un club"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 7 აპრილი 2021 18:24
    0
    მოსაგები გვაქვს კლასიკო.ლეო ალბათ ზე მოტივირებული იქნება.7 მატჩიანი უგოლო სერია ბევრია მესისთვის,მითუმეტეს რეალს დაცვა ატ ყავს.მთავარი ცენტრის მოგება იქნება.ცენტრში თუ დავჯაბნეთ მერე მარტო კონტრშეტევებიღა დარჩება და კონტრშეტევების შეჩერება 3 მცველიანი ტაქტიკით უფრო მარტივია რადგან წინ წასულ დესტს და ალბას ცენტრალური მცველები დააზღვევენ.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #4 7 აპრილი 2021 16:45
    0
    100%-თ დარწმუნებული ვარ რომ ვალიადოლიდთან ის უსახური თამაში სანაკრებო პაუზით გამოწვეული არეულობის და გადაღლილობის ბრალი იყო. პაუზამდე რომ გვქონოდა შეხვედრა რეალთან ალბათ ძაან თავდაჯერებულები ვიქნებოდით და ტყუილადაც არა, სავარაუდოდ მოვუგებდით ისე მაგრად თამაშობდნენ, მაგრამ ახლა ვალიადოლიდის მერე რამდენად მოასწრებენ ძველი თამაშის დაბრუნებას საეჭვოა, თან რეალმა აკრიბა იქით ფორმა და აშკარად არ უშლის ხელს არც ურამოსობა და არც ვარანის დავირუსება თამაშის მოგებაში. ტაქტიკა აქვს კუმანს ისევ შესაცვლელი, ბოლო ორ თამაშში 3-4-3 ტაქტიკით ითამაშეს, რეალთან უფრო მეტად დაგვჭირდება დეიონგის წინ აქტიურობა, თან დავცაში ეგ აშკარად არაა არც ვინიციუსის და არ ბენზემას გამჩერებელი, დააყენოს არაუხო. 3-5-2 და ეგაა, თუ რამე გამოვა ისევ ამ ტაქტიკით უნდა სცადოს.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    გულშემატკივარი [?]
    #3 7 აპრილი 2021 16:42
    1
    ჩვეულებრივად შესაძლებელია მოგება მთავარია შეცდომები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ამ სქემით შეიძლება მოგება თანაც წელს ისეთი თამაშები დააქამბექა და შემოატრიალა ბარსამ რეალი ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად ასევე მთავარია დეიონგი დაცვაში არ იდგეს ნახევარდაცვას თუ დაიჭერს ბარსა ჩათვალეთმოგებულია თამაში მთავარია ყველაფერი სწორად და რაც შეიძლება შეცდომების გარეშე ამაში ვგულისხმობ მომენტების გამოყენებასაც ამიტო ძაან საინტერესო და დაძაბული თამაში იქნება და მგონია რო ბარსა მოიგებს არააქ მნიშვნელობა რა ანგარიშით გოლს გავუშვებთ თუ არა ერთს გავუშვებთ ორს გავიტანთ და მაინც მოვიგებთ მე ასე მგონია და მჯერა რო ზიდანს ამდენი გავარდნით მოგება ლა ლიგაში დამთავრდება და მოუგებს ბარსა
    მწერალი [?]
    #2 7 აპრილი 2021 16:34
    2
    Don_Andresito,
    წინა თამაში ძალიან ცუდი იყო.
    გამოცდილებაც მეტი გვჭირდება, ახალი თაობა ვიცნ წამოვიდა მენტალურად ჯერ გაუჭირდებათ, მაგრამ მაინც კარგი ბალანსი გვაქვს.

    ამიტომ, შესაძლებელია.
    [?]
    #1 7 აპრილი 2021 16:18
    1
    მენტალურად ისევ სუსტია ბარსა. რეალზე ბევრად სუსტი. მთელი შემადგენლობა, 95% მაინც ძალიან სუსტია. ამიტო არ მაქ ლა ლიგის იმედი. 4 რთული თამაში გვაქ, 3 გასვლა. ის მაინც უნდა ვქნათ რო რეალი გავაჩეროთ, დავღალოთ და ლა ლიგას მოვაშოროთ