ბარსა VS სოსიედადი (ვიდეოანალიზი)

ბარსა VS სოსიედადი (ვიდეოანალიზი)

"ბარსამ" "სოსიედადთან", შესაძლოა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. იყო გარკვეული შეცდომები, მაგრამ ფეხბურთი ამის გარეშე არ არსებობს. 

აქცენტს რამდენიმე მომენტზე გავაკეთებ. როგორც დაცვაში ისე შეტევაში, ანალიზის შედეგად ძალიან საინტერესო მომენტები გამოიკვეთა. 

დაცვა

  • "ბარსა" ზონური დაცვის პრინციპებს ყოველთვის იცავს, მაგრამ პირველ მომენტში ვხედავთ, რომ ინდივიდუალურ დაცვაზე გადავედით, ბუსკეტსი თავის ვიზავის ფლანგზე მოყვება, ხოლო მინგესა მის ზონაში ადის, ეს ისე სწრაფად ხდება, რომ ზონა დაცულია. იგივე შეიძლება ითქვას ბურთის დაბრუნების შემდეგაც, მათი გადანაცვლება საათივით აწყობილია, ბურთის ამოტანა კი დემბელეს მეშვეობით ხდება, რომელიც ტრადიციულად მცველების ხაზზეა, ფიქრიც აღარ არის საჭირო, უკვე ყველამ იცის, რომ ერთი დარტყმით შეიძლება შეტევის დაწყება. 
  • "სოსიედადის" ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო შეტევა ჩვენი ორმაგი შეცდომის შედეგად განვითარდა. ჯერ დე იონგი შეცდა ფლანგზე, ხოლო შეტევის განვითარების მომენტში მინგესამ რატომღაც მეტოქე არ შეზღუდა, ბოლომდე აცადა საჯარიმოში შესვლა და მხოლოდ შტეგენმა გვიხსნა. 
  • "სოსიედადის" სახიფათო კონტრშეტევა ბუსკეტსმა ჩაშალა, ეს ის მომენტია, როცა მეტოქის გატარება არ შეიძლება, ბუსკეტსი ან ნელ-ნელა უნდა დაწეულიყო უკან, ან თუ დასწრებაზე ითამაშებდა, შეცდომის უფლება არ ჰქონდა. ყვითელი ბარათი აბსოლუტურად გამართლებულია, ამაზე კარგი ტაქტიკური "ფოლის" ნიმუში იშვიათი მოსაძებნია. 
  • ორი შემტევის მანევრირებას, სივრცეების გაცვლას სეზონის პირველ ნახევარში ვერ ვუმკლავდებოდით, ამჯერად ჩვენმა რაოდენობრივმა უპირატესობამ შედეგი გამოიღო, ამ კომბინაციას მარტივად გავუმკლავდით და შეტევაც დავიწყეთ. 

საერთო ჯამში, დაცვამ ძალიან კარგად ითამაშა. 

თავდასხმა

უცნაურია, მაგრამ თავდასხმაში პირველი სერხიო ბუსკეტსი უნდა გამოვყო და რატომ, ამას ვიდეოში ნახავთ. თამაშის დროს ამაზე არავინ გაამახვილა ყურადღება, ანალიზის დროს კი ყველაფერი ხელის გულზე გამოჩნდა. ე.წ. საკვანძო პასები ძირითადად ბუსკეტსს ეკუთვნის, აღარაფერს ვამბობ საგოლე პასზე, სამ გოლში ლომის წილი შეიტანა. არ მახსოვს, თამაშის ბოლოს რამდენი ქულით შევაფასე, მაგრამ ანალიზის შემდეგ ჯანმრთელ ცხრიანს დავუწერდი. 

  • დემბელე უკანასკნელ მცველებთან დგას და თითქმის ყველა შესაძლო ვარიანტის დროს აჩქარებას აკეთებს. გარდა იმისა, რომ ბევრს მუშაობს, ხაზს ძალიან კარგად აკონტროლებს. მართალია, ერთი გოლი თამაშგარეს გამო გაუუქმეს, მაგრამ ჩემი აზრით თამაშგარე არ ყოფილა. დავალება იდეალურად შეასრულა. 
  • პირველი გოლის მომენტი, ზონებს შორის პასის მასტერკლასი! სერხიო ბუსკეტსისგან, მესი და ბუსკეტსი თითქოს ძაფით არიან ერთმანეთზე გადაბმულები, ერთი აიხედა და საკვანძო პასიც გაკეთდა, ერთი ბარიერი გადაილახა, მესის რომ მცველებს შეატოვებ, იქ საქმე დამთავრებულია. 
  • მეორე გოლის მომენტი ჩემთვის ყველაზე საინტერესო გამოდგა. გარდა იმისა, რომ სერხიო ბუსკეტსი გადაადგილების დროს მთავარ ზონას აკონტროლებს, მუდმივად აკვირდება მესის პოზიციას, სანამ ბურთი გორავს უკვე იცის მომდევნო პასის დროს რა უნდა გააკეთოს, ამას ქვია აზროვნება, სხვა ვინ კითხულობს ასე თამაშს?! 
  • მეოთხე გოლის მომენტში ყველაფერი ნათლად გამოჩნდა, ბუსკეტსი ხელის მოძრაობით მესის ანიშნებს, რომ ამოიწიოს, ლეოს მცველი ამოჰყავს და სწრაფად იჭერს მოძრაობაზე, შეუძლებელია პასის ავტორმა ასე სწრაფად შეცვალოს გადაწყვეტილება, თან ისე, რომ ოდნავი შეცდომაც არ დაუშვას, ეს ნიშნავს, რომ სერხიო ბუსკეტსს თავიდანვე სურდა პასი მცველებს ზურგსუკან გაეკეთებინა და არა ფეხში, მათი პირველი მოძრაობა უბრალოდ ცრუ მანევრი იყო, ხაფანგი.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #9 25 მარტი 2021 09:18
    0
    ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო ამ სეზონში, საუკეთესო თუ არა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 25 მარტი 2021 00:50
    0
    ვისიამოვნე ამ თამაშით და რაც მთავარია შიშით არ ვუყურებდი, არიქა არ გაგვიტანონ, არ გავვითანაბრონ...
    ფანი [?]
    #7 24 მარტი 2021 20:10
    1
    კარგი განხილვაა
    FC BARCELONA
    სტუმარი [?]
    #6 24 მარტი 2021 17:48
    1
    მიეცით მეტი შანსი ახალგაზრდებს და ეს მამაძაღლი ბავშვები ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ მომავალი სეზონის სტარტიდან ყველა მომწონს ყველა ახალგაზრდააში ვხედავ დიდ მომავალს ისეთი თაობა მოდის 2007-8 წლების მსგავსი მეტ ნაკლებად ყველას შეუძლია გულდის ლიდერობა ალბათ რომ არა ფატის ტრამვა ამ სეზონში ბევრად უკეთეს პოზიციაში ვიქნებოდით როგორც მინიმუმ ლალიგას ვულიდერებდით ! როგორც დავაკვირდი მისი დამტვრევიდან განსაკუთვრებით გაღვივდა პრობლემები თავდასხმაში მე ასე ვთვლი პსჟ-ს ტრიუმფი ბარსას ტრამვიანობის ბრალია და არა სხვა რამის პიკე არაუხოს დუეტი! კოუტინიო ვინ იცის როგორ ფორმაში იქნებოდა ! ფატი ! დეიონგი თავისი პოზიციით მეტად რეალიზდებოდა და საბოლოოდ მეტი შედეგიც დადგებოდა ყოჩაღ მაინც ბიჭებს
    ტერშტეგენი

    დესტი პიკე არაუხო ალბა

    ბუსი

    კოიტინიო დე იონგი პედრი

    მესი ფატი

    ამ შემადგენლობას გასვლა შეეძლო ! მაგრამ იღბალმა გვიმუხთლა და ასე გამოვიდა!
    Culé [?]
    #5 24 მარტი 2021 14:45
    2
    ტიპი ნელია, ისეთი გამხდარია ჩხირივითაა, არც ყუმბარისებურად ურტყამს კარისკენ მარა მაინც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენია 😁💙❤️
    ეს ყველაფერი კი ინტელექტის დამსახურებაა პირველ რიგში. ჩავიზე არანაკლები მწვრთნელი იქნება ჩემი აზრით, ეგ ორი მაგრად მაინტერესებს მწვრთნელის რანგში 😁💙❤️
    ფანი [?]
    #4 24 მარტი 2021 14:18
    4
    კუმანს მარტო იმისთვის ეკუთვნის შექება რომ პირველ რიგში ბუსკეცი დაგვიბრუნა❤️
    [?]
    #3 24 მარტი 2021 12:50
    4
    ციტატა: me da barca
    ბუსი ადრე ბევრმა ჩამოწერა, დაბერდა, დროა სკამზე გადაჯდეს ასე შემდეგ. მაგრამ, როცა მთელი გუნდი ჩასვრილი დარბის მაშინ ისიც არ ჩანს, მაგრამ როცა ათამაშდა გუნდი ბუსიც გამოჩნდა. მისი წვლილი არ ჩანს, არადა გუნდის ტვინია. ზუსტად ბუსის ეხება კრუიფის სიტყვები, ფეხბურთს გონებით თამაშობენ და ფეხები ეხმარებაო.

    კუმანმა მოხოდა გუნდი და ბუსიც დაბრუნდა. ჩავი ინის მერე ყველაზე კარგი მეწყვილეები ნახევარდაცვაში ეხლა ყავს. პრესინგი დაბრუნდა, ბარსას სტილი დაბრუნდა, ტაქტიკა აგდგა შესაბამისად ბუსიც დაბრუნდა. გამართულ ტაქტიკურ გუნდში შეუცვლელია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 მარტი 2021 02:42
    8
    ბუსი ადრე ბევრმა ჩამოწერა, დაბერდა, დროა სკამზე გადაჯდეს ასე შემდეგ. მაგრამ, როცა მთელი გუნდი ჩასვრილი დარბის მაშინ ისიც არ ჩანს, მაგრამ როცა ათამაშდა გუნდი ბუსიც გამოჩნდა. მისი წვლილი არ ჩანს, არადა გუნდის ტვინია. ზუსტად ბუსის ეხება კრუიფის სიტყვები, ფეხბურთს გონებით თამაშობენ და ფეხები ეხმარებაო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 მარტი 2021 02:24
    8
    ჩემთვის პირადად ბუსი საუკეთესო საყრდენი ნახ.მცველია.ნელი,გამხდარი გენიოსი❤❤❤
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.