მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მადრიდული დერბის მოლოდინში

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მადრიდული დერბის მოლოდინში

ესეც მორიგი სამი ქულა! ახლა მშვიდად შეგვიძლია მადრიდულ დერბის დაველოდოთ, რაც არ უნდა მოხდეს, ან "რეალს" ჩამოვიტოვებთ, ან "ატლეტიკოს" მივუახლოვდებით. ის იშვიათი შემთხვევაა, როცა "რეალის" მოგება არ მეწყინება, ორივესთან სათამაშო გვაქვს და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, კარგი დაძაბული ფინიშიც გველის.

ტაქტიკა

ისევ 3-5-2, მუშაობს და რატომ უნდა შეცვალოს?! თუმცა, ერთი ღია პრობლემა გამოჩნდა - დემბელეს გარეშე, არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა. გრიზმანი უკანასკნელ მცველთან გინდ დამდგარა და გინდ არა, დიდი განსხვავება ამით არ იქმნება, იმიტომ, რომ სისწრაფეში უპირატესობა არ აქვს, ამიტომ, შეტევის ერთ-ერთი მთავარი იარაღი მარტივად დაიკარგა.

ასეთ დროს, როცა მესის წინ თამაშობ, ან დემბელესავით სწრაფი უნდა იყო, ან მაღალ ბურთზე უნდა შეგეძლოს მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება, ან სუარესივით უნდა იყო მესისთან შეთამაშებული. სამწუხაროდ გრიზმანი ვერც ერთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს და ფაქტია, რომ ახალი ტაქტიკით იმედგაცრუებული იქნება.

არა მხოლოდ ის, ახალმა ტაქტიკამ თავისთავად გამორიცხა ტრინკაუსთვის მეტი სათამაშო დრო, არადა, ბოლო ტურებში აშკარად მოუმატა. ახლა საერთოდ აღარ დარჩა მისთვის ადგილი, რადგან "ბარსა" გარემარბებს აღარ იყენებს, ცენტრფორვარდად კი ალბათ უკანასკნელი ვარიანტი, სწორედ ტრინკაუა.

მეორე ტაიმში ტაქტიკა შეიცვალა, უმტიტის ნაცვლად დემბელე გამოვიდა და თამაშიც გაამწვავა. ჯერ ერთი კუმანს თამაში ჰქონდა მოსაკლავი, რისი გაკეთებაც ძალიან ხშირად გვიჭირს, ამასთან ერთად, უმტიტი ვერ გამოიყურებოდა კარგად და ყვითელი ბარათიც მიიღო, მცირე რისკი იყო და მოაცილა, ალბათ სწორი გადაწყვეტილება იყო. თამაში მოგებით დაასრულა და ვერ გავამტყუვნებთ.

რომ არა შტეგენი..

"ოსასუნამ" საკმარისი მომენტები შექმნა იმისათვის, რომ გოლი შეეგდო, მაგრამ ტერ შტეგენმა გვიხსნა. უკვე მერამდენედ. პიკეს დაბრუნების შემდეგ "ბარსას" დაცვამ თავდაჯერება დაიბრუნა, ახლა ისევ გამოგვაკლდა და თავდაჯერებაც გაქრა. არც არაუხო გვყავს და უმტიტი-ლანგლეს ერთად ყოფნა რომ დიდი რისკია, თავიდანვე ნათელი იყო, ტაქტიკის გადაწყობის დროს არაფრით მათი დუეტის დატოვება არ შეიძლებოდა, საბოლოოდ მინგესა-ლანგლემ ჩაამთავრეს შეხვედრა.  

ალბა საუკეთესო იყო, მისი ჩართვები ჯერ კიდევ რჩება ჩვენს მთავარ იარაღად. მართალია, მესის გარეშე ამ ჩართვებსაც აზრი ეკარგება, მაგრამ ალბა ყველაფერს კარგად აკეთებს, იდეალურად გრძნობს სათამაშო მომენტს. მაგალითისთვის, დესტი ნელ-ნელა რაღაცას ემსგავსება, მაგრამ ჯერჯერობით საერთოდ ვერ გრძნობს, როდის უნდა გაუსწორდეს მეტოქის მცველებს ხაზზე.

ალბას წინა მატჩში არ გაუმართლა, მაკმანამანის სტილში დარტყმული გოლად ვერ აქცია, სამაგიეროდ ახლა შეაგდო, თანაც ძალიან კარგი გოლი.

ისტორიული მატჩი

იმედია, რომ ისტორიული, იმედია, რომ წლების შემდეგ ბევრჯერ გავიხსენებთ მორიბას გატანილ პირველ გოლს, სხვა ახალგაზრდების მსგავსად, მასაც დაეტყო პროგრესი და აგერ მშვენიერი გოლიც შეაგდო.

კუმანი ენდობა, კმაყოფილია და მორიბაც ამართლებს. საერთოდ, კუმანის მთავარი საქმე ახალგაზრდების დაწინაურებაა. ახალი ბირთვი ყალიბდება, ამ ყველაფერს ერიკ გარსიაც დაემატება, რომელიც ასევე "ბარსას" აღზრდილია და თავიდან დაიწყება იმ გუნდის შენება, რომელიც მწვერვალებს დაიპყრობს.

კარგი პერიოდი გველის წინ.

ლაპორტამ აღნიშნა, რომ სულ უფრო მეტად მოსწონს კუმანი, ფეხბურთელებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ, რა პრობლემებიც იყო, წარსულს ჩაბარდა. მე მგონი, რომ მისი დარჩენის შანსები იზრდება, აი თუ ორივე მადრიდულ კლუბს დაამარცხებს და თასის ფინალში "ბილბაოსაც" მიაყოლებს, უკვე 50%-ზე გაცილებით დიდი იქნება მისი დარჩენის შანსი.

ნახევარდაცვას გასაგიჟებლად არ უთამაშია, ცოტა მოსაწყენი თამაშიც კი იყო, მაგრამ მაინც გამოჩნდა ის სტილი, რომელიც კუმანის "ბარსელონას" ჩამოუყალიბდა. მთავარი სათქმელი კი ის არის, რომ რიკი პუჩი ამ სტილში საერთოდ ვერ ჯდება, თუნდაც ყველა პასი გამოსვლოდა, ყველა ჩანაფიქრი განეხორციელებინა, პრობლემა სხვა რამეშია და თუ კუმანი დარჩება, რიკისაც მოუწევს გარდაქმნა. ჯერ საკმარისად ახალგაზრდაა იმისათვის, რომ რადიკალური ცვლილებაც შეძლოს.

ან შეიძლება ვამეტებ კიდეც და ყველაფერი იმის ბრალია, რომ მცირე დროში ბევრის მოსწრებას ცდილობს, სიჩქარეში კი შეცდომებსაც უშვებს.

პარიზი და ახალი ერა

ახალი გუნდი სახეზეა, ასევე კარგად ჩანს ის პოზიციები, რომლებიც გაძლიერებას საჭიროებენ, ღამით უკვე ახალი პრეზიდენტი გვეყოლება და ახალი ერა ოფიციალურად დაიწყება, პარიზში, შესაძლოა, ახალი პრეზიდენტიც გამოგვყვეს.

სავარაუდოდ ისევ 3-5-2-ით დავიწყებთ. შემადგენლობაც წინასწარ ცნობილია, ერთადერთი იმის გაგება არის საჭირო, არაუხო შეძლებს თუ ვერა თამაშს, სხვა მხრივ ყველაფერი ნათელია.

პარიზში პრესტიჟისთვის ვითამაშებთ და უნდა მოვიგოთ! არ აქვს მნიშვნელობა, გავალთ თუ ვერა, გვეყოფა თუ არა, პრესტიჟის საქმეა, რომ თუნდაც ერთი ბურთით მოვიგოთ!


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #18 7 მარტი 2021 18:20
    0
    ციტატა: El pistolero 9
    M10 S9 D11,
    ადრეც ბევრჯერ ვთქვი რომ გრიზმანს ჭირდება წინ მაღალჯ ფორვარდი რომელიც მცველების ყურადღებას გადაიტანს და იმის უკან გრიზმანი აკეთებს საქმეს.აქ ასეთი ფორვარდის როლში ყოფნა თვითონ უწევს და რა გასაკვირია რო ვერ შვება ვერაფერს

    ანუ სქემას ჰქვია როგორ გავხდეთ ბარსელონასგან ატლეტიკო ! და რატომ ? პასუხი : იმიტომ რომ გრიზმანმა სხვა ფეხბურთი უბრალოდ არ იცის და მაგ ასაკში ვერც ვეღარაფერს ისწავლის ! წავიდეს და გაიყოლოს ყველაზე ძვირი ტრანსფერი ბარსელონას ისტორიაში კოუტინიო და შემდეგ დიდი სიაა ფრანგებიდან დაწყებული ფირპო მაგათზე წინ
    [?]
    #17 7 მარტი 2021 17:23
    0
    გრიზმანი იყო მომენტის ფეხბურთელი, მომენტი მიიეცემოდა და იტანდა. სამწუხაროდ ბოლოს ამ მომენტებს ან ვეღარ იღებს ან ვერ იტანს. პსჟ სთან და ელჩესთან 2-2 100% იანი მომენტი გაანიავა. ეგ თვისებაც თუ დაკარგა და სეზონში 6-7გოლი გაიტანა რათ გვინდა? მაგის ფასად ბევრად გამოსადეგ ფეხბურთელს ვიყიდით ბევრად მეტის გატანის შესაძლებლობით. თანაც ახალგაზრდას. სულ ვიცავდი გრიზის მარა 120 მილიონიანმა კაცმა რომელსაც 17 მილიონი აქვს ხელფასი და ლეოს მერე ყველაზე მაღალანაზღაურებადია, 6 გოლზე მეტი უნდა გაიტანოს ლა ლიგაში და სეზონში 5 თამაშზე ბევრად მეტი უნდა ჩაატაროს მაღალ დონეზე. გამოანათებს 1 ხელ ან მაქსიმუმ 2 ჯერ და მერე 2 თვე ქრება. ტრინკაო კიდე დაიკიდა კუმანმა ცუდად, ტრინკაო თუ გაქრა კუმანის ბრალი იქნება. ისე კი სეზონი გრძელია და გამოგვადგება ყველა მარა საჭირო დროს თუ ფორმა ქონდა დაკარგული პუჩსაც ტრინკაოსაც და პიანიჩსაც რაღათ გვინდა. ის რო სვარკით მოვიგეთ გაასაგებია, 120 წუთიანი ომის მერე, პსჟ -ეს წინ და თან კერკეტ ოსასუნასთან ეგრე მოგებაც მისაღებია. ბურთი უმეტესად ჩვენ გვქონდა და 3 ქულა წამოვიღეთ. არის დადებითი ნიშნებიც მრავლად, ახალგაზრდები, განწყობა გუნდის, გასვლებზე მოგებების სერია მარა ისევ ჩანს ბევრი პრობლემა რაც ატლეტიკოსთან რეალთან და პსჟ სთან იჩენს ისევ თავს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 7 მარტი 2021 15:54
    1
    მოკლედ გრიზმანი არსად არ ჯდება. 120 მილიონიანი ზედმეტი ტვირთი. სეზონის განმავლობაში 5-ჯერ თუ გამოანათებს. ბართო ციხეში კი არა უნდა აწამო მარტო ამის ყიდვისთვის, თან სესხი აიღო და იყიდა ეს უმაქნისი. არ არის ამის ადგილი და არც ბარსას სტილში ჯდება, გაყიდეთ და მოაშორეთ აქედან ეს დალალებიანი ბალეტმეისტერი.
    Culé [?]
    #15 7 მარტი 2021 13:32
    0
    M10 S9 D11,
    ადრეც ბევრჯერ ვთქვი რომ გრიზმანს ჭირდება წინ მაღალჯ ფორვარდი რომელიც მცველების ყურადღებას გადაიტანს და იმის უკან გრიზმანი აკეთებს საქმეს.აქ ასეთი ფორვარდის როლში ყოფნა თვითონ უწევს და რა გასაკვირია რო ვერ შვება ვერაფერს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 7 მარტი 2021 12:24
    6
    პესეჟესთან გრიზმანი არ დავინახო მოედანზე ვერანაირ ტაქტიკას ვერ მოერგო ვერც სამ კაციან შეტევას ვერც ორ ფორვარდიან შეტევას ფლწიმწიქერზე დააყწნეს და იქაც ვერაფერი ქნა გამონათებები აქვს მარა რათ გინდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #13 7 მარტი 2021 12:14
    0
    სტატიას რაც შეეხება ავტორი მოწოდების სიმაღლეზეა როგორც ყოველთვის,რაც შეეხება ჩემს სათქმელს რამდენიმეს აქ ბარსამანიაზე მინდა ვუთხრა და მიმხვედრი მიხვდება ნამიოკსაც დავტოვებ რომ მიხვდნენ რამდენ კომენტარზეც არ უნდა გამომიხტეთ ნებისმიერ დროს მაგრად დავაიგნორებ თქვენს კომენტარებსა და შენიშვნებს ამიტომ ბრატცი ჩემი რჩევაა იმ რამდენიმე წუთს ნუ დახარჯავთ შენიშვნების დასაწერად ჩემს კომენტარებზე მაინც არაფრად ჩავაგდებ. laughing იმათ არ ეხებათ ვინც ნორმალურ კომენტარებს მიწერს და შენიშვნებით ტვინს არ მიღუნავენ.
    წევრი [?]
    #12 7 მარტი 2021 12:04
    2
    რიკიმ ძლივს ნდობა მოიპოვა და ეხლა მორიბა გამოუხტა რომელთანაც ობიექტურად ძალიან გაუჭირდება კონკურენცია.

    და კიდევ თასის ფინალი თუ მოვიგეთ და ზევიდან მადრიდულებიც ორივე დავამარცხეთ 50% კი არა უეჭველი დატოვებენ კუმანს.

    და მაგის გარეშეც ვფიქრობ რომ კუმანი იმსახურებს კიდევ 1 წლიან შანსს. ფაქტიურად ახალი გუნდი ააწყო, მესმის რომ შედეგები ჯერ არ არის და ვერც იქნება ამ ეტაპზე მაგრამ მაინც
    Culé [?]
    #11 7 მარტი 2021 11:58
    2
    პუჩი მართლა მეცოდება, აშკარად სერიოზული ნიჭის მფლობელია
    წევრი [?]
    #10 7 მარტი 2021 11:36
    1
    რეალის მოგება გვაწყობს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 7 მარტი 2021 10:33
    0
    ისე თამაშის წინ ყველა ვფიქრობდით, რომ ორ ყვითელი გვჭირდებოდა ლეოსთვის და ფრენკისთვის. მართალია "გეგმა" შევასრულეთ, მაგრამ უტიტიმაც და ფირპომაც კარგად გადაუჯოკრეს ორივე კანდიდატს.
    გულშემატკივარი [?]
    #8 7 მარტი 2021 10:33
    0
    იმედია რეალი მოიგებს ატლეტიკოსთან თუ რამე უნდათ წელს ერთადერთი რაღაცაა რისი გაკეთებაც შეუძლიათ :D
    ფანი [?]
    #7 7 მარტი 2021 10:32
    2
    პარიზში მართლა უნდა მოვიგოთ ნებისმიერი ანგარიშით, თუ გავალთ რათქმაუნდა მაგაზე მაგარი რა იქნება მაგრამ ეს ძალიან რთულია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 7 მარტი 2021 10:30
    4
    ციტატა: C.PC5
    საერთო ჯამში ნორმალური თამაში იყო. მოსაგები მოვიგეთ და მშვიდად დაველოდებით მადრიდში თამაშს. მორიბას გოლი რათქმაუნდა ყველაზე გამოსარჩევი ეპიზოდი იყო თამაშში. ძაან გამოცდილი ცხრიანივით ჩატეხა ერთი ფეხბურთელი და დააჭედა!

    მორიბას რო აწვდიდა ლეო, ანიშნა საით დაებრუნებინა მისთვის, ამ ბურთზე უნდოდა გახსნა, მაგრამ კარგია რომ გაბედა ახალგაზრდამ დარტყმა და კიდევ უფრო უკეთესი რო გაიტანა, ეს მის მოტივაციას საკმაოდ გაზრდის.
    ფანი [?]
    #5 7 მარტი 2021 10:29
    1
    ნორმალური თამაში იყი, ძალების დაზოგვით მოვიგეთ, როგორც გვჭირდებოდა. აშკარად გამოჩნდა, რომ დემბელე უკეთ ჯდება ამ სქემაში და მომავალ თამაშებში დააყენებს იმედია.
    სტატია სუპერ👌
    Culé [?]
    #4 7 მარტი 2021 10:28
    0
    დე იონგმა და მესიმ ყვითელი როგორ ვერ აიკიდეს ეხლა ისეთ დროის აიკიდებენ დისკვალიფიკაციას როცა გვჭირდება ძააან..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    Culé [?]
    #3 7 მარტი 2021 09:46
    2
    საერთო ჯამში ნორმალური თამაში იყო. მოსაგები მოვიგეთ და მშვიდად დაველოდებით მადრიდში თამაშს. მორიბას გოლი რათქმაუნდა ყველაზე გამოსარჩევი ეპიზოდი იყო თამაშში. ძაან გამოცდილი ცხრიანივით ჩატეხა ერთი ფეხბურთელი და დააჭედა!
    გულშემატკივარი [?]
    #2 7 მარტი 2021 09:09
    7
    ევროპოს მაშტაბით ყველაზე ნიჭიერი თაობა მოგვდის და დროის ამბავია ჩვენი გაბრწყინება
    ფანი [?]
    #1 7 მარტი 2021 05:46
    5
    რიკის დაკარგვა არ შეიძლება 😕