მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ხელიდან გაშვებული შანსი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ხელიდან გაშვებული შანსი

თამაშამდე მოვლენები ისე განვითარდა, რომ "კადისთან" მატჩმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მოხდა ის, რასაც დიდხანს ველოდით - "ატლეტიკომ" წააგო, გაჩნდა შანსი, რომ სხვაობა ექვს ქულამდე შეგვემცირებინა, ამიტომ, მოედანზე ძირითადი შემადგენლობა გავიდა. კუმანის ხელში, როცა "ბარსას" აუცილებლად მოსაგები აქვს, ყველაფერი ძალიან რთულად ვითარდება.

მეორე დავალება სწრაფი გოლის შეგდება იყო, გამომდინარე იქიდან, რომ საფლეიოფო შეხვედრებში ორი თამაში გვაქვს მოსატრიალებელი, "სევილიასთან" და პსჟ-თან, ფრანგებთან "ქამბექი" ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ რას ვიზამთ?! ასეთი ამოცანის წინაშე ვართ და სწრაფ გოლს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია, ჰოდა ვიხილეთ რეპეტიცია, ის რაც "სევილიასთან" და პსჟ-თან აუცილებლად უნდა შევძლოთ, "კადისთანაც" ვერ მოვახერხეთ.

სწრაფი გოლი ვერ შევაგდეთ. შეგვაგვიანდა და ის შეგვიანებული გოლიც თერთმეტმეტრიანს მოჰყვა.

მესამე დავალება, რომელიც გუნდმა შესვენების დროს მიიღო, თამაშის მოკვლა იყო, აუცილებლად გასატანი მეორე გოლი, მშვიდად ყოფნა, სამი ქულის აღება და "ატლეტიკოს" დევნა. მომენტები იყო, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, რაც გასაკვირი საერთოდ არ არის. მთელი თვეა ვწერთ, რომ ჩვენს თავდამსხმელებს ერთმანეთთან არანაირი საერთო არ აქვთ, გარდა ამისა, ჩანდა მძიმე ფსიქოლოგიური ფონი, რაც პსჟ-თან მარცხმა გამოიწვია და ის ძველი ჭრილობებიც ისევ გაიხსნა, რომელიც წინა წლებმა დაგვიტოვა.

მესამე დავალებაც ვერ შევასრულეთ და მეოთხემ საერთოდ ბოლო მოგვიღო - კარი მშრალათ ვერ შევინახეთ. კლემან ლანგლემ დაგვაღალატა, კიდევ ერთხელ შეგვარცხვინა და ნამუსი რომ ჰქონოდა, "სეპუკუს" მაინც ჩაიტარებდა, მაგრამ უნამუსო აღმოჩნდა.

ასეთი ამბავი იყო, პრეზიდენტის გარეშე დარჩენილ გუნდს პასუხსაც ვერავინ თხოვს, მაგრამ ბართომეუ რომ ისევ სკამზე იჯდეს, ალბათ იტყოდა, რომ ყველაფერი კარგად არის, ჩემპიონატის ლიდერს ერთი ქულით მივუახლოვდითო.

დიდი პრობლემა დაცვაში

ეს არ იყო შემთხვევა, როცა მთელმა გუნდმა ცუდად ითამაშა დაცვაში. კოლექტიური დაცვის დროს დიდი პრობლემები არ გამოჩენილა, როგორც წესი, ამ სეზონში ინდივიდუალური შეცდომები გვაქვს, რომელსაც ჩვენს კარში გოლი მოჰყვება.

ლანგლეს პირდაპირი შემცვლელი უმტიტია და ვერ ვიტყვით, რომ მასზე უკეთესია. კუმანი ენდო, შანსი მისცა, ერთი-ორი შეცდომა აპატია კიდეც, მაგრამ ამით კარგი არაფერი მიგვიღია. ვაის გაეყარა და უის შეეყარა, ასეა კუმანის ამბავი.

მინგესა, პიკე, არაუხო, ყველა მათგანი ცენტრალური ზონის მარჯვენა მხარეს თამაშობს, ლანგლე-უმტიტის გადამკიდე, არ გამოვრიცხავ, რომ არაუხოს პოზიციის ცვლილება მოუხდეს, მით უმეტეს, რომ ყოფილა ასეთი შემთხვევები, ნაკლებად კომფორტულია მისთვის, მაგრამ გუნდს ასე სჭირდება, თუმცა, მის დაბრუნებამდე რა უნდა ვქნათ, აი ეს არის კითხვა.

საერთო ჯამში, მთელი დაცვის ხაზი შესაცვლელია. დესტზე შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში დავამყაროთ იმედები. ჯერჯერობით მხოლოდ პოტენციალს ვხედავთ და შესაძლებლობების 50%-საც ვერ გვაჩენებს, ლაპორტას მარჯვენა მცველის მოყვანა სურდა და ნამდვილად არ იქნება ცუდი. ერიკ გარსიაც გეგმაშია, რომელიც ასევე მარჯვენა მხარეს თამაშს არის მიჩვეული, ხოლო მარცხნივ გეგმაც კი არ გვაქვს.

უნდა ადაპტირდეს არაუხო მარცხენა მხარეს, სხვა გზა არ გვაქვს, ახლა თუ არა, შემდეგი სეზონისთვის მაინც.

შესაძლებელია თუ არა მთელი დაცვის ხაზის ცვლილება? არა. სატრანსფერო პერიოდში აქტიურობის ერთადერთი გზა დამატებითი ვალების აღებაა, ეს კი მხოლოდ ლაპორტას შეუძლია თავის კავშირებით, თორემ ვინ მისცემს სესხს ისეთ ორგანიზაციას, რომელსაც მილიარდიანი ვალი აქვს!?

ახალი სესხი ძირითადად ერლინგ ჰოლანდში წავა, ჯერჯერობით ასე ჩანს და ნელ-ნელა ალბათ გაგვაცნობს გეგმას ბატონი ჟოანი.

სრული გაუგებრობა

კარგი პერიოდი, რომელმაც ლა ლიგაში ზედიზედ მოგვიტანა გამარჯვების სერია, ძალიან ხანმოკლე გამოდგა. ფრენკი დე იონგი ფორმიდან ისევ ამოვარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მისთვის პოზიციის ხშირი ცვლა იყო, მაგრამ ასე უსახურადაც არ უნდა გამოიყურებოდეს. აშკარაა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, გამარჯვებულ გუნდში გადმოვიდა და ორი წელია ვისაც არ ეზარება, ყველამ გადაგვირბინა.

ალბათ უკვე კითხვაც გაუჩნდა, სწორად მოიქცა თუ არა? ამას "ბაიერნის" ინტერესიც ემატება, ზაფხულში თავს დაგვესხმებიან, შეეცდებიან, რომ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდნილი გუნდის სისუსტით ისარგებლონ და იმედია ფრენკის შევინარჩუნებთ, ოღონდ, თამაში უნდა გამოასწოროს, სხვა შემთხვევაში მისი დარჩენის აზრიც დაიკარგება.

ორი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც ერთმანეთის ესმით, პედრი და მესი, ჟორდი ალბაც შეიძლება, რომ ამ ორს მივუყენოთ გვერდით, მაგრამ მისი ჩართვების განსაზღვრა მაინც მარტივი საქმეა, განაპირა მცველი მეტს ვერაფერს იზამს, ამ მატჩში ეგეც მოგვაკლდა. ადრე "ბარსას" თერთმეტივე ფეხბურთელი როგორც ერთი ორგანიზმი ისე მოქმედებდა მოედანზე, ახლა კი მხოლოდ ორი-სამი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც ერთ ენაზე საუბრობენ.

განსაკუთრებით შეტევაში ჩანს ეს პრობლემა. კიდევ უფრო თუ დავკონკრეტდებით, ფრანგებშია საქმე. ერთმანეთის მაინც ესმოდეთ, საერთოდ სხვაგან არიან. "ბარსა" არ არის ის კლუბი, სადაც სეზონის განმავლობაში 7-8 კარგ შეხვედრას ჩაატარებ და ყველა კმაყოფილი იქნება, ასე არაფერი გამოვა. სანამ ფასი აქვთ, უნდა წავიდნენ. ორივეში ერთად რომ ასი მილიონი ევრო ავიღოთ, ეგეც საქმე იქნება.

მომდევნო თამაშები ხასიათის გამოსასწორებლად უნდა გამოვიყენოთ, რომ "სევილიასთან" გავიბრძოლოთ, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სეზონის გადამწყვეტი შეხვედრა იქნება, რადგან ერთადერთი ტიტულის პერსპექტივა, სწორად ამ თამაშზეა დამოკიდებული.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 22 თებერვალი 2021 15:09
    1
    სრული ანალიზი! ვერაფერს დაამატებ. გუნდს დედა აღარა ყავს.
    Culé [?]
    #17 22 თებერვალი 2021 14:16
    1
    სამწუხაროა, რომ გუნდს ასეთ გუნდებთან ქულების დაკარგვა ჩვეულ მდგომარეობად ექცა, ამაში კი ბევრია დამნაშავე, ელემენტარული ის რომ თუ არ ირბენ კლასი გვერდით დარჩება და ასე ბოლო წამზე გაგითანაბრებენ სულ 😢
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 22 თებერვალი 2021 13:24
    0
    ციტატა: F C BARCELONA
    უბრალოდ გაოცებული ვარ მინდა მესმოდეს მინდა მჯეროდეს რომ ბარსა ისევ გრანდია მაგრამ სრული მარაზმია მოედანზე და მის მიღმაც გასახდელში ჩვენი კაპიტანი არაფრის მაქნისია ქედს ვიხრი ლეოს წინაშე რომ ამ ნახირში თამაშობს რაღა ვთქვა აღარც კი ვიცი 7 წლიდან ფეხბურთს ვუყურებ და ბარსას გულშემატკივარი ვარ 15 წელია მაგრამ ის რაც ახლა კლუბში ხდება სრული კოშმარი და გუნდის ღირსების განადგურებაა ანტირეკორდჯ ანტი რეკორდზე მყარდება გუნდი ფსიქიკურად არ არსებობს ყველა მათგანს თვით რწმენა ნულამდეაქვს დაყვანილი ამ საძირკველზე დაშენებული ახალი გუნდი გამოვა მილანი ანდა მანჩესტერი მეტი არაფერი რას გავს გუნდი რას გავს ფეხბურთელების კონდიციები ყველა უსუსტესია ყველა გარდა მესისა აქ ყველაფერი ნათელია გუნდი არ არსებობა არსებოვს ინდივიდუალური კლასი სულ რაღაც 2 3 კაცი ვის ხარჯზეც გუნდი იღებს სამ ქულას მესი მარკი პედრი იონგი სულ ესაა სხვა ყველა კაიფში ჩარჩენილებს გვანან ეს რიჟიკა გორილა კიდე 1-4 აგებს და ხითხითებს თითქოს და ემის გამკეთებწლია უბრალოდ ტაქტიკა ესაა შედით და ითამაშეთ მკიდია ტაქტიკა არ მეგონა ამს თუ ვიტყოდი ვალვერდე ამასაც და სეტიენსაც ერთად აღებული სჯობდა სეზონში 1 თამაშს აგდებდა მაინც და ასეთუ ისე რაღაც ტაქტიკა გააჩნდა რომელიც ჩემპიონატში ამართლებდა ახლა იმაზე გვიწეს საუბღი რომ 4 ეულში ნეტა თუ დავრჩებით სევილია ვალენსია რეალი ატლეტიკო ეს მინუს 12 ქულა ყველა სამარცხვინოდ მოუგებენ რა ლალაიგა რის ლიგა რეალისტები ვიყოთ წელს ტიტულებჯ მხოლოდ გამპერის თასით დასრულდა მეტი არაფერი ექნებათ ამათ ასაწევი მორჩა დამთავრდა არც სევილიასთან შედგება ქამბექი არც პარიზთან პარიზში ბაიერნი განმეორდება აგერ მედა აგერ თქვენ ვნახავთ ყვრლანი რაც იქნება სრული განუკითხავობაა შევარდნაძის საქართველოში მეტად გამართული იყო ქვეყანა ვიდრე ეს გუნდია კრიზისი იქნება აბა რა იქნება არსაიფან არ ხდება ფინანსური სარგებლის მოტანა ლიგას 1/8 ფილანში ვყოვებთ ლალაიგა 4 ეულის იმედიც ძვლივსაამოიყვანენ ფეხბურთელებს და აქ ალპობენ არ გაამართლა გაუშვის არ ხედავენ მოკლედ რომ ვთქვა მარტს ველოდები რომ ლაპორტა მოვიდეს აუცილებლად ექნება მას ეაღაც გეგმა და სტრატეგია შემუშავებული სპორტული დირექტორი გვჭირდებაწესიერი და მწვრთნელი არავის მოსდის აზრად ენრიკეს დაუკავშირდეს მხოლოდ ამ ადამიანის მეიმედება რომ შეუძლია დააყენოს ფეხზე გუნდი მოყავთ მხოლოდ თავდამსცმელები და დედა აღარ ყავს დაცვას და ნახევარდაცვას ვინმეს თუ ეს ნახევარდაცვა გაკმაყოფილებთ ყოჩაღ თქვენ! ან და დაცვა რას გავს მათი თამაში მესი უნდა წავიდეა ჩვენც გოათის წესიერ თამაშებს ვნახავთ და გუნდის საფუძველიც მესის აღარ დაეყრდნობა აღარ აშენდება მესიზე რომელიც 2 3 წელიწადში წავ და ისევ უდიდესი კრიზისი დაიწყება პატივს ვცემ და მიყვარს მესი მაგრამ აღარაა მისი ადგილი აქ მხოლოდ დააზარალებს გუნდს და მორჩა მართალია მისი სახით დიდ შემოსავალსაც დაკარგავს ბარსა მაგრამ დიდ გასავალსაც დაკარგავს მეცოდება გუნდი და მეცოდება ყველა ფეხბურთელი ისინიც ხომ ადამიანები არიან მათაც სტკივათ განიცდიან დროა თვითონაც მიხვდნენ რომ უნდა წავიდნენ ბუსი დემბელე ბრაიტვაითი გრიზმანი პიანიჩი რობერტო უმტიტი შკანგლე ამათ უბრალოდ ნამუსის გამო უნდა წავიფნენ არცერთირააბარსას დონის არცერთი ყველა მათგანი საზიზღარ ფორმაში და საზიზღრად თამაშობს ბოლო დროა თუნდაც ბუსი ყველა თამაშში 2 3 უმძიმეს შწცდომას უშვებს ვეღარ ასრულებს საყრდენის როლს ისე რომჩვენს მიზნებს ესადაგებოდეს ასე რომვიმედოვნებ გამოიჩენენ პასუხისმგებლობა სა წავლრნ!


    Chico,
    გეთანხმები სრულიად !

    ციტატა: Chico
    ამ წუთებში მიმდინარობს მატჩი, პსჟ პარიზში ღებულობს მონაკოს. 90-ე წუთია . მონაკო იგებს 0:2. უყურებ და ბრაზი მახრჩობს, ერთი შეხედეთ რა, მბაპეს და იკარდის განძრევის საშულებას არ აძლევენ. ვითომც არ არიან მოედანზე. სულ ცოტა ხნის წინ, მონაკო ლიგა ა-დან გავარდნის კანდიდატი იყო. დღეს მეოთხე ადგილზეა. არაფერი ისეთი გუნდი არ არის. ლა ლიგის განზომილებით , ალბათ სელტას დონეა. რატომ შეუძლია ასეთ გუნდს, რომელშიც ერთი ვარსკვლავიც არ არის და გუნდის მთლიანი ღირებულება ბარსას 1/10-ია, მთლინად ამოკეტოს ვარსკვლავების გუნდი გასვლაზე, და რატომ უნდა აგებდეს ბარსა 1:4 სალში? იმიტომ, რომ მონაკოელები მთელი მატჩი თვდაუზოგავად იბრძვინ , დღევანდელი ბარსა კი ზომბების თავშესაყარია, სადაც 145 მილიონიანი კადრი ნოლია და თანაც დამტვრეული, 120 მილიონინი კადრი საერთოდ ვერ გაიგებ ვინ არის, 7 მეტრიან კარებში ვერ არტყამს იმიტომ , რომ 2 წელია ადაპტაცია ვერ გაიარა, 100 რაღაცა მილიონიანი კადრი, ჯობია მორბენლობას, სპრინტეობას მიჰყოს ხელი იმიტომ, რომ ფეხბურთის თამაში არ იცის და კიდევ ბევრი მილიონიანი დაცვა , რომელიც გინდა ყოფილა დ გინდა არა, და კიდევ ბევრი სხვა.... მაგარი საწყენია ეს ყველაფერი...

    სამარცხვინოა საწყენი აღარაა ეა ყველაფერი სამარცხვჯნო დასცინიან გუნდს და მია ისტორიას ლაფს ასხავენ თავზე !

    ყველაფერში გეთანხმები, ერთ რამეს ვერ ვიგებ მწვრთნელი რაღათ გვინდა თუ ყველაფერზე პასუხს კაპიტანს ვთხოვთ? ან როდის იყო მესი მოედანზე თუ გასახდელში მყვირალა გინდაც კაპიტნობამდე?
    Culé [?]
    #15 22 თებერვალი 2021 13:23
    0
    პირველ ტაიმში ამბას წინააღმდეგ თამაშისას ხელით რომ გადააგდო კუთხურზე ბურთი პენალტი არ იყო? რეალისთვის ხომ იქნებოდა?
    ლენგლეზე პენალტი რომ მისცეს შემთხვევით იმ თავდამსხმელზე ხომ არ იყო ჯარიმა, უკნიდან რომ შეუვარდა გაშლილი ფეხით?
    მანამდე კი მესი რომ არ მიუშვეს ბურთთან პენალტი არ იყო?

    ნუ ხო ეს ხომ რეალი არაა . . .
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 22 თებერვალი 2021 13:20
    0
    მე მგონი ეს სეზონი მართლაც დამთავრდა, ეხლა ერთი მიზანი მაინც გვრჩება ეგება როგორმე მე-4 ადგილიც არ დავკარგოთ, თუმცა გაისად ლიგაზე რისი გამკეთებლები ვართ ესეც დიდი საკითხავია. ბართო ამოწყდი....
    [?]
    #13 22 თებერვალი 2021 11:41
    0
    ეს სეზონი 1 კვირაში დაგვიმთავრეს ძმებმა. სევილია პსჟ კადისი სამივეში თითო ტურნირი მოკვდა. უსინდისოები, ამ თაობას ვეღარ ვიტან, ყველა მინდა რო წავიდეს უკლებლივ. 3-4 კაცის გარდა. თან უტიტულოდ უნდა წავიდნენ არც უნდა გააცილო. მარტო 8-2 ის ბანერები უნდა უფრიალო. რაც კარგი ქნეს ერთი ათად აინაზღაურეს. უფანო უკაპიტნო უპრეზიდენტო ულიდერო და უპერსპექტივო გუნდია. ფანები სად არიან? ბართომეუ რატო არავინ დასაჯა? ტურისტების გუნდია და ადგილობრივების 90% სულით ჩმორია. მეკარეს ვტოვებ, არაუხოს, ცაცია მცველის მყიდველები არ ვართ თორე პაუ დაგვხატავდა. ალაბა მოსაყვანია და ერთდროულად ფორპოს უმტიტის და ლენგლეს გაშვებაც შეგვეძლება. მაგ სსმში 60 მილიონი მაინც უნდა ვიშოვოთ. წელს დეპაი გარსია ვეინალდუმი ალაბათი გავქაჩოთ, ორო უნიჭო ფრანგი მცველის, ფირპოს პიანიჩის და ბრაიტის ფული ჰოლანდსთვის უნდა გადაიდოს.
    წევრი [?]
    #12 22 თებერვალი 2021 11:15
    0
    აუ არჩევნები გადადეთ ზაფხულამდე რა...
    რაპონტია სიცივეებია ახლა ჩატარება
    --------------------
    - ტერ შტეგენი საუკეთესოა ვინც მე ბარსას კარში მინახავს ❤
    ფანი [?]
    #11 22 თებერვალი 2021 04:51
    0
    უბრალოდ გაოცებული ვარ მინდა მესმოდეს მინდა მჯეროდეს რომ ბარსა ისევ გრანდია მაგრამ სრული მარაზმია მოედანზე და მის მიღმაც გასახდელში ჩვენი კაპიტანი არაფრის მაქნისია ქედს ვიხრი ლეოს წინაშე რომ ამ ნახირში თამაშობს რაღა ვთქვა აღარც კი ვიცი 7 წლიდან ფეხბურთს ვუყურებ და ბარსას გულშემატკივარი ვარ 15 წელია მაგრამ ის რაც ახლა კლუბში ხდება სრული კოშმარი და გუნდის ღირსების განადგურებაა ანტირეკორდჯ ანტი რეკორდზე მყარდება გუნდი ფსიქიკურად არ არსებობს ყველა მათგანს თვით რწმენა ნულამდეაქვს დაყვანილი ამ საძირკველზე დაშენებული ახალი გუნდი გამოვა მილანი ანდა მანჩესტერი მეტი არაფერი რას გავს გუნდი რას გავს ფეხბურთელების კონდიციები ყველა უსუსტესია ყველა გარდა მესისა აქ ყველაფერი ნათელია გუნდი არ არსებობა არსებოვს ინდივიდუალური კლასი სულ რაღაც 2 3 კაცი ვის ხარჯზეც გუნდი იღებს სამ ქულას მესი მარკი პედრი იონგი სულ ესაა სხვა ყველა კაიფში ჩარჩენილებს გვანან ეს რიჟიკა გორილა კიდე 1-4 აგებს და ხითხითებს თითქოს და ემის გამკეთებწლია უბრალოდ ტაქტიკა ესაა შედით და ითამაშეთ მკიდია ტაქტიკა არ მეგონა ამს თუ ვიტყოდი ვალვერდე ამასაც და სეტიენსაც ერთად აღებული სჯობდა სეზონში 1 თამაშს აგდებდა მაინც და ასეთუ ისე რაღაც ტაქტიკა გააჩნდა რომელიც ჩემპიონატში ამართლებდა ახლა იმაზე გვიწეს საუბღი რომ 4 ეულში ნეტა თუ დავრჩებით სევილია ვალენსია რეალი ატლეტიკო ეს მინუს 12 ქულა ყველა სამარცხვინოდ მოუგებენ რა ლალაიგა რის ლიგა რეალისტები ვიყოთ წელს ტიტულებჯ მხოლოდ გამპერის თასით დასრულდა მეტი არაფერი ექნებათ ამათ ასაწევი მორჩა დამთავრდა არც სევილიასთან შედგება ქამბექი არც პარიზთან პარიზში ბაიერნი განმეორდება აგერ მედა აგერ თქვენ ვნახავთ ყვრლანი რაც იქნება სრული განუკითხავობაა შევარდნაძის საქართველოში მეტად გამართული იყო ქვეყანა ვიდრე ეს გუნდია კრიზისი იქნება აბა რა იქნება არსაიფან არ ხდება ფინანსური სარგებლის მოტანა ლიგას 1/8 ფილანში ვყოვებთ ლალაიგა 4 ეულის იმედიც ძვლივსაამოიყვანენ ფეხბურთელებს და აქ ალპობენ არ გაამართლა გაუშვის არ ხედავენ მოკლედ რომ ვთქვა მარტს ველოდები რომ ლაპორტა მოვიდეს აუცილებლად ექნება მას ეაღაც გეგმა და სტრატეგია შემუშავებული სპორტული დირექტორი გვჭირდებაწესიერი და მწვრთნელი არავის მოსდის აზრად ენრიკეს დაუკავშირდეს მხოლოდ ამ ადამიანის მეიმედება რომ შეუძლია დააყენოს ფეხზე გუნდი მოყავთ მხოლოდ თავდამსცმელები და დედა აღარ ყავს დაცვას და ნახევარდაცვას ვინმეს თუ ეს ნახევარდაცვა გაკმაყოფილებთ ყოჩაღ თქვენ! ან და დაცვა რას გავს მათი თამაში მესი უნდა წავიდეა ჩვენც გოათის წესიერ თამაშებს ვნახავთ და გუნდის საფუძველიც მესის აღარ დაეყრდნობა აღარ აშენდება მესიზე რომელიც 2 3 წელიწადში წავ და ისევ უდიდესი კრიზისი დაიწყება პატივს ვცემ და მიყვარს მესი მაგრამ აღარაა მისი ადგილი აქ მხოლოდ დააზარალებს გუნდს და მორჩა მართალია მისი სახით დიდ შემოსავალსაც დაკარგავს ბარსა მაგრამ დიდ გასავალსაც დაკარგავს მეცოდება გუნდი და მეცოდება ყველა ფეხბურთელი ისინიც ხომ ადამიანები არიან მათაც სტკივათ განიცდიან დროა თვითონაც მიხვდნენ რომ უნდა წავიდნენ ბუსი დემბელე ბრაიტვაითი გრიზმანი პიანიჩი რობერტო უმტიტი შკანგლე ამათ უბრალოდ ნამუსის გამო უნდა წავიფნენ არცერთირააბარსას დონის არცერთი ყველა მათგანი საზიზღარ ფორმაში და საზიზღრად თამაშობს ბოლო დროა თუნდაც ბუსი ყველა თამაშში 2 3 უმძიმეს შწცდომას უშვებს ვეღარ ასრულებს საყრდენის როლს ისე რომჩვენს მიზნებს ესადაგებოდეს ასე რომვიმედოვნებ გამოიჩენენ პასუხისმგებლობა სა წავლრნ!


    Chico,
    გეთანხმები სრულიად !

    ციტატა: Chico
    ამ წუთებში მიმდინარობს მატჩი, პსჟ პარიზში ღებულობს მონაკოს. 90-ე წუთია . მონაკო იგებს 0:2. უყურებ და ბრაზი მახრჩობს, ერთი შეხედეთ რა, მბაპეს და იკარდის განძრევის საშულებას არ აძლევენ. ვითომც არ არიან მოედანზე. სულ ცოტა ხნის წინ, მონაკო ლიგა ა-დან გავარდნის კანდიდატი იყო. დღეს მეოთხე ადგილზეა. არაფერი ისეთი გუნდი არ არის. ლა ლიგის განზომილებით , ალბათ სელტას დონეა. რატომ შეუძლია ასეთ გუნდს, რომელშიც ერთი ვარსკვლავიც არ არის და გუნდის მთლიანი ღირებულება ბარსას 1/10-ია, მთლინად ამოკეტოს ვარსკვლავების გუნდი გასვლაზე, და რატომ უნდა აგებდეს ბარსა 1:4 სალში? იმიტომ, რომ მონაკოელები მთელი მატჩი თვდაუზოგავად იბრძვინ , დღევანდელი ბარსა კი ზომბების თავშესაყარია, სადაც 145 მილიონიანი კადრი ნოლია და თანაც დამტვრეული, 120 მილიონინი კადრი საერთოდ ვერ გაიგებ ვინ არის, 7 მეტრიან კარებში ვერ არტყამს იმიტომ , რომ 2 წელია ადაპტაცია ვერ გაიარა, 100 რაღაცა მილიონიანი კადრი, ჯობია მორბენლობას, სპრინტეობას მიჰყოს ხელი იმიტომ, რომ ფეხბურთის თამაში არ იცის და კიდევ ბევრი მილიონიანი დაცვა , რომელიც გინდა ყოფილა დ გინდა არა, და კიდევ ბევრი სხვა.... მაგარი საწყენია ეს ყველაფერი...

    სამარცხვინოა საწყენი აღარაა ეა ყველაფერი სამარცხვჯნო დასცინიან გუნდს და მია ისტორიას ლაფს ასხავენ თავზე !
    --------------------
    Visca barca❤️
    გულშემატკივარი [?]
    #10 22 თებერვალი 2021 02:02
    0
    ამ სეზონის იმედი ისედაც არ მქონდა უბრალოდ სამარცხვინოდ წაგება მერამდენედდდ?? დროა უკვე ხანში შესულმა ფეხბურთელებმა წასვლაზე იფიქრონ. მთლიანად უნდა გადაეწყოს გუნდი და არ უნდა იყოს მესიზე დამოკიდებული . ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს თამაშში . შთაბეჭდილება მრჩება რო ლიჟბი მესის მისცენ პასი და ვსიო თითქოს ამით ყველაფერი მორჩა. სადაა დრიბლინგი? კარში დარტყმა? ლამაზი პასი? საჯარიმოში ჩაწოდება? იღებს ფეხბურთელი პასს გაირბენს ორ მეტრს და უკან აბრუნებს ბურთს და ესე უსაასრუუულლოოოოოდდდდდდდდდდ ტვინი მოი<<ცენზურის დარღვევა>>აააააააააააააბფჰეჯწუევდვწჯაოდჯეჯსჯ
    წევრი [?]
    #9 22 თებერვალი 2021 01:53
    7
    ამ წუთებში მიმდინარობს მატჩი, პსჟ პარიზში ღებულობს მონაკოს. 90-ე წუთია . მონაკო იგებს 0:2. უყურებ და ბრაზი მახრჩობს, ერთი შეხედეთ რა, მბაპეს და იკარდის განძრევის საშულებას არ აძლევენ. ვითომც არ არიან მოედანზე. სულ ცოტა ხნის წინ, მონაკო ლიგა ა-დან გავარდნის კანდიდატი იყო. დღეს მეოთხე ადგილზეა. არაფერი ისეთი გუნდი არ არის. ლა ლიგის განზომილებით , ალბათ სელტას დონეა. რატომ შეუძლია ასეთ გუნდს, რომელშიც ერთი ვარსკვლავიც არ არის და გუნდის მთლიანი ღირებულება ბარსას 1/10-ია, მთლინად ამოკეტოს ვარსკვლავების გუნდი გასვლაზე, და რატომ უნდა აგებდეს ბარსა 1:4 სალში? იმიტომ, რომ მონაკოელები მთელი მატჩი თვდაუზოგავად იბრძვინ , დღევანდელი ბარსა კი ზომბების თავშესაყარია, სადაც 145 მილიონიანი კადრი ნოლია და თანაც დამტვრეული, 120 მილიონინი კადრი საერთოდ ვერ გაიგებ ვინ არის, 7 მეტრიან კარებში ვერ არტყამს იმიტომ , რომ 2 წელია ადაპტაცია ვერ გაიარა, 100 რაღაცა მილიონიანი კადრი, ჯობია მორბენლობას, სპრინტეობას მიჰყოს ხელი იმიტომ, რომ ფეხბურთის თამაში არ იცის და კიდევ ბევრი მილიონიანი დაცვა , რომელიც გინდა ყოფილა დ გინდა არა, და კიდევ ბევრი სხვა.... მაგარი საწყენია ეს ყველაფერი...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 22 თებერვალი 2021 01:42
    3
    თუ გუნდის აშენება, ან გადარჩენა გვინდა ოთხივე ფრანგი გასაშვებია. მცველები უპირობოდ, რადგან სკამისთვისაც არ ვარგა არც ერთი, ორი გვამი.
    მწერალი [?]
    #7 22 თებერვალი 2021 01:15
    4
    Norman Bates,
    ვეღარ შევა. უმტიტის დიდი ფეხბურთი დამთავრებულია.
    გულშემატკივარი [?]
    #6 22 თებერვალი 2021 00:59
    0
    არაუხო-პიკეს დუეტის იმედი მაქვს , ლენგლემ ბევრჯერ დაამტკიცა უკვე რო დაბალი დონის მცველია . თავდასხმაშიც დემბელე შესაცვლელია , დამტანჯა მაგისმა ფაფხურმა , თითქოს აქტიურია , კაცს ატყუებს მარა შედეგი 0 , ათასში ერთხელ უვარდება იმენა , პასის კულტურა 0 , დარტყმა იცოდა და ეგეც დაავიწყდა მგონი . 1-2 თამაში უნდა ენდოს ტრინკაოს . გრიზმანი წავიდა სიზმრებში ისევ , რა უნდა მოედანზე თვითონაც არ იცის . როტაციასაც ვერ აკეთებს კუმანი და გადაიწვა მთელი გუნდი , რამდენი პედრი ან დე იონგი დაასვენა , იმდენჯერ დედის დედა ეტირა ნახევარდაცვას და მთლიანად გუნდს , კოუ მაინც დაბრუნდეს მალე და ცოტა ფორმაში შევიდეს , თორე პუჩიც ვერ ქაჩავს ძირითადს , პიანიჩს კიდე რაც კარგი ქონდა იუვეში ყველაფერი დაავიწყდა და უკან პასებს ამუღამებს
    გულშემატკივარი [?]
    #5 22 თებერვალი 2021 00:50
    2
    უმტიტი უნდა შევიდეს ფორმაში და სამომავლოდ არაუხო-უმტიტის წყვილი დადგეს დაცვაში. მიუხედავად შეცდომებისა უმტიტი ოდესღაც მაინც იყო ზე კლასი. ლენგლე დაბადებიდან დღემდე ჩოგანია
    მწერალი [?]
    #4 22 თებერვალი 2021 00:48
    4
    cezo45,
    პუიოლი უნივერსალი იყო. საერთოდ მარჯვენა ფლანგზე დაიწყო თამაში.
    აი პიკეს ძალიან უჭირს მარცხენა მხარეს თამაში, არაუხოც ეგრეა.
    ცაციებს განსაკუთრებით უჭირთ მარჯვენა მხარეს თამაში, არა მხოლოდ ლანგლე-უმტიტის. ზოგადად, უიშვიათესია, რომ ცაცია ცენტრალურმა მცველმა მარჯვნივ ითამაშოს, მალდინისაც კი არასდროს უთამაშია.
    Culé [?]
    #3 22 თებერვალი 2021 00:46
    0
    ფეხბურთელების და კუმანის ბრალი არსებულ სიტუაციაში არის 50/50-ზე. ნახევარზე მეტი გადასახვეტია უბრალოდ გუნდიდან, ხოლო თავად ბომბორას რაც შეეხება არაა ეგ კაცი ბარსას დონის მწვრთნელი. ან რა ცვლილებებს აკეთებს ან რანაირად არჩევს ძირითადს, ტაქტიკურ მონახაზში ხო სრული აჯაფსანდალი. სამ შემტევს მესი-გრიზმანი-დემბელეს ვერ გაუგიათ რომელი სად თამაშობს. მცველებს ვერ გაუგიათ ერთმანეთი როგორ დააზღვიონ და კონტრშეტევაზე როგორ განლაგდნენ. ეს ყველაფერი არის ჩემი აზრით კუმანის დამსახურება და კიდე ბევრს მოიძიებს კაცი. ფეხბურთელებს რაც შეეხებათ, მაგათი ინდივიდუალური შეცდომები უკვე უთვლელი ხდება, ზოგი დო*უია პენალტს იკიდებს და ზოგი ჩიტების ბურთით ხოცვაზეა გადასული😞 ამას ემატება ხასიათი რომელიც ჩამოუყალიბდათ, არცერთ დიდ თამაშში ეგენი მოსაგებად არ გამოდიან, ფიქრობენ ლიჟბი არ შევრცხვეთო მაგრამ.... ასეთი შანსის განიავება კიდე ნუ არ ვიცი. ორივეს, კუმანსაც და ფეხბურთელებსაც ერთი რამ საერთო სჭირთ რომ შეცდომებს ძაან კარგად ხედავენ, თუმცა გამოსწორებაზე ლაპარაკი ზედმეტია, ან ვერც ხედავენ და უბრალოდ იძახიან დაზეპირებულად.
    გულშემატკივარი [?]
    #2 22 თებერვალი 2021 00:39
    2
    დღეს მონაკო დაარჭობს პსჟ-ს და ჩვენ კიდე მბაპეს და იკარდის გაგონებაზე კანკალი გვეწყება. ვაი ამათ პატრონს
    Culé [?]
    #1 22 თებერვალი 2021 00:32
    0
    არაუხოს მარცხენა ცენტრ.მცველად გადაყვანა არუნდა იყოს რთული ზოგადად ცენტრალური მცველი მარჯვნივ დააყენებ თუ მარცხნივ დიდი აზრი არ აქვს ნუ აქვს მაინც მაგრამ ისე რა ეგ რო იყოს განაპირა მცველი აი მაგალითად ალბა რო გადაიყვანო მარჯვნივ ვერ იქნება ისეთი პროდუქტიული როგორც მარცხნივ.. ეგრე პუიოლი და პიკე ხშირად ცვლიდნენ ადგილებს თამაშის მიმდინარეობისას და არც ახლა უნდა იყოს პრობლემა არაუხოს შემთხვევაში.. აი რაც შეეხება ფრანგებს.. ყველა ფრანგი გასაშვებია გუნდიდან ლენგლეთი დაწყებული გრიზმანით დამთავრებული, ლენგლეში და უმტიტიში ორივეში ერთად მინიმუმ მაქსიმუმ 60 მილიონის ამოღება შეიძლება დემბელე გრიზმანი ას ას მილიონად რო გაყიდო გადასარევი იქნება მოკლედ მარტო ფრანგებით უხეშად რო ვიანგარიშოთ 230-250 მილიონის ტრანსფერებია..