დუღილის ტემპერატურა პიკს აღწევს - დარჩა ორი კვირა

დუღილის ტემპერატურა პიკს აღწევს - დარჩა ორი კვირა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალები ახლოვდება, სულ უფრო მეტი იწერება მოახლოებულ შეხვედრაზე, ამჯერად „ბარსას“ და პსჟ-ის დაპირისპირებას Marca გამოეხმაურა.

ჩემპიონთა ლიგის ცენტრალურ შეხვედრამდე ორი კვირაღა დარჩა, მეტოქეები გავლენ მწვანე მინდორზე და ერთმანეთს ყელში სწვდებიან! ომი უკვე დიდი ხნის დაწყებულია და მინდვრის ფარგლებსაც გასცდა.

„ბარსას“ და პსჟ-ის დაპირისპირება ბართომეუს მმართველობის დროს გამწვავდა, ფრანგები არაბული ინვესტიციით გაძლიერდნენ და გრანდებში გარევის სურვილი გამოთქვეს, „ბარსა“ კი იმ დროს მსოფლიოს საუკეთესო კლუბად ითვლებოდა. გუნდები სადაც ახალი პროექტები იწყებოდა, მისაბაძ მაგალითად სწორედ „ბარსას“ მიიჩნევდნენ, რადგან ძლიერი აკადემიის მეშვეობით საზრდოობდა, ამის გამო დიდი შემოსავალი და ნაკლები ხარჯი ჰქონდათ.

თავის დროზე, კრუიფის მეცადინეობის შედეგად ჟოან ლაპორტამ ყველაფერი იდეალურად მოაწყო, სანდრო როსელს კარგი მემკვიდრეობა დახვდა. პარალელურად, ასევე არაბული ინვესტიციით გამდიდრებულმა „სიტიმ“ აკადემია „ლა მასიას“ ყაიდაზე მოაწყო და იგივე სისტემა დანერგა, ანალოგიური პროექტის გაკეთება სურდა პსჟ-ს, მაგრამ რაღაც არ გამოვიდა.

„სიტიმ“ ჯერ ბეგირისტაინი გადაიბირა სპორტული დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო შემდეგ მისი დახმარებით იაია ტურე ჩაიგდეს ხელში, რომელიც მალევე იქცა კლუბის ლეგენდად, ამას გვარდიოლას გადაბირებაც მოჰყვა, მათი პროექტი გაცილებით წარმატებული გამოდგა, მაგრამ პსჟ-ის მფლობელების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ უამრავი წარუმატებლობისა და მოსაწყენი ჩემპიონატის მიუხედავად, საქმეს ბოლომდე პროფესიონალურად მიუდგნენ და გუნდი შუა გზაში არ მიატოვეს.

როსელის მმართველობის დროს ორ კლუბს შორის ვითარება ნორმალური იყო, სანდროს პსჟ-სთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ბართომეუს მოსვლის შემდეგ ყველაფერი აირია. ეს კი მეტწილად მისი პატარა კაცის კომპლექსისა და პსჟ-ის ბოსების ამბიციურობის ბრალია. ბართომეუმ ვერატიზე ძალიან დიდი დრო დაკარგა, საბოლოოდ ტრანსფერი ჩავარდა, ისე გამოვიდა, რომ იტალიელმა „ბარსა“ ხელფასის მოსამატებლად გამოიყენა. ერთი სიტყვით, მსოფლიოს საუკეთესო კლუბის პრეზიდენტი, აფერისტმა იტალიელმა გადააგდო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პსჟ-ს ჯერ არასდროს დაუკარგავს ის ფეხბურთელი, რომლის გაყიდვაც არ სურდათ.

მათ ესმით, რომ ვარსკვლავების სწრაფად დაკარგვით, შესაძლოა მთელი პროექტი ჩავარდეს,  ამიტომ არაფრის დიდებით არ დათმეს არც ვერატი და არც სხვა ვარსკვლავები.

გაუშვეს იბრა, კავანი, პასტორე, მხოლოდ იმიტომ, რომ აღარ სჭირდებოდათ. აი ასეთი ხალხი მართავს ფრანგულ კლუბს.

სატრანსფერო აურზაურმა სიტუაცია ძალიან დაძაბა, გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, მათ შორის ორჯერ ფლეიოფში, ორივეჯერ „ბარსამ“ იმარჯვა, ასევე გვახსოვს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებიც, სადაც საფრანგეთში პსჟ-მა მოიგო, ხოლო კატალონიაში „ბარსამ“.

სწორედ ამ დაძაბულობის პიკში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მერვედფინალში და ფრანგებმა „ბარსა“ გაანადგურეს. დი მარიამ კატალონელები მიწასთან გაასწორა! „ბარსას“ ერთი საპასუხო გოლი სიტუაციას მნიშვნელოვნად შეცვლიდა, მაგრამ ანდრე გომეშმა ნეიმარის პასი ვერ შეირგო, ხოლო უმტიტის არ გაუმართლა - 4:0! ასე დაიწყო შეუსრულებელი მისიის შესრულება, ვერატი თამაშის მერე კმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ კლუბში დარჩა და აღნიშნა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო პსჟ-ის ბოსებმა ალბათ ჩათვალეს, რომ უკვე იყვნენ ესპანური გრანდის დონეზე.

მოახლოვდა განმეორებითი შეხვედრა და ის ცნობილი სიტყვაც ითქვა, რომელიც ისტორიას დარჩება - „1% შანსი, 99% რწმენა“ - ნეიმარის ეს სიტყვები პრესამ მაშინვე აიტაცა და ცენტრალური შეხვედრის მთავარ ჰედლაინად იქცა.

ასეთი განწყობით და რწმენით გავიდა მოედანზე ნეიმარი, საერთოდ, მთელი გუნდი, მაგრამ განსაკუთრებით ნეიმარი, მთავარი შოუმენი, სწორედ ის იყო.

 მერე რაც მოხდა უკვე ისტორიაა.

„ბარსამ“ შეუძლებელი შეძლო, ნეიმარმა ლომის წილი დაიდო ყველა დროის საუკეთესო „ქამბექში“ და სეზონის ბოლოს სატრანსფერო რეკორდიც მოიხსნა - 222 მილიონი ევრო!

"ის რჩება" - პიკეს კომენტარიც ყველას ახსოვს, უფრო სწორად გამოხტომა, ამ კომენტარმა განარისხა ფრანგული მხარე და ნეიმარის მამა, რომელთაც შეთანხმება უკვე მიღწეული ჰქონდათ.

ნეიმარის მოტივის გარკვევა ვერავინ შეძლო, რადგან ბოლომდე თავადაც არ ესმოდა რას აკეთებდა, ფული არ არის მთავარი, ასეთ ფეხბურთელებს 1-2 წელი შეუძლიათ ამერიკაში, ან ჩინეთში წაითამაშონ და მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილნი იქნებიან. ვერც ფრანგული პროექტი მოხიბლავდა, რადგან „ბარსასთან“ ერთად მოგება გაცილებით იოლია, ვერც იმას იტყვიან, რომ „ოქროს ბურთზე“ ჰქონდა პრეტენზია, „ბარსადან“ წასვლის მერე სამეულშიც არ მოხვედრილა, ერთადერთი მიზეზიღა დარჩა, ჩრდილიდან გამოსვლა, პატარა კაცის გვირგვინს იმხელა ჩრდილი აქვს, რომ მთელი საფეხბურთო სამყარო ჰყავს დაჩრდილული.

რა მოტივიც არ უნდა ჰქონოდა, ფაქტია, რომ არაფერი გამოუვიდა. ჯერჯერობით მაინც. ახლა კი შანსი აქვს ის გუნდი დაამხოს, რომელმაც ვარსკვლავად აქცია და ის ფეხბურთელი დაამარცხოს, რომლისგანაც ყველაზე მეტი ისწავლა.

ბრაზილიელის წასვლიდან ყოველ მეორე წელს საგა თავიდან იწყებოდა, ის ბრუნდება! - იწერება ყოველ ზაფხულს, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მიდის. ხან „ბარსას“ ხელმძღვანელობას დაბრალდა, ხან ნეიმარის მამას, ხანაც პსჟ-ის ჯიუტ ბოსებს. ასეა თუ ისე, ფრანგებმა მთავარი ვარსკვლავი შეინარჩუნეს და ის მატჩიც ახლოვდება რისთვისაც გადაიბირეს.

ერთადერთი რაც ძალიან მოაკლდება ამ თამაშს, არის სავსე „კამპ ნოუ“, გულშემატკივრები ნეიმარს ტაშით არ შეხვდებოდნენ. არც ისეთი ობსტრუქცია იქნებოდა, როგორიც ფიგუს მოუწყვეს, მაგრამ სტვენას ნამდვილად გააგონებდნენ. ვირუსის გამო ფეხბურთი წარმოუდგენელ ატმოსფეროს კარგავს, დასანანია.

დაძაბულობა პიკს აღწევს, ცეცხლზე ნავთი დაასხა ბოლო ცნობებმა, ფრანგები მესის გადაბირებით ინტერესდებიან, მბაპეს შენარჩუნება თითქმის წარმოუდგენელი იქნება, ამიტომ დიდი ვარსკვლავის დაბევება სურთ, თვით ლიონელ მესისაც კი გაუბედეს შეთავაზება, ახლა ისეთი დროა, რომ ყველაფერი მოსულა!

მაგრამ არა კუმანისთვის, ჰოლანდიელმა დი მარია გააკრიტიკა მესის ტრანსფერზე საუბრისათვის, მეტი პროფესიონალიზმი გმართებსო, მოუწოდა არგენტინელს.

თამაშის მოახლოებასთან ერთად, დუღილის ტემპერატურა პიკს მიაღწევს, გულშემატკივრები სტადიონზე არ იქნებიან, მაგრამ სახლში მათ ვერავინ გააჩერებს, ვერც პარიზში და ვერც ბარსელონაში, ეს განსაკუთრებული დაპირისპირება იქნება.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 4 თებერვალი 2021 23:27
    4
    ვფიქობ 50/50 შანსები , მთავარია პატარა კაცი იყვეს ისეთი მოტივირებული , როგორიც არასდროს . თუმცა , ჩვენს მარჯვენა ფლანგს რას მოუხერხებს კუმანი არ ვიცი , ნეიმარი აგვიკლებს და ვერც დესტი შეუშლის ამაში ხელს და ვერც მინგესა . არაუხო რომ გადაეწია ფლანგზე და ცენტეში უმტიტი-პიკეს ან უმტიტი მინგესა ან მინგესა პიკე , რა ვიცი რამე მეოიფიქროს , ოღონდაც ლენგლე არ დაგვანახოოს .
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 4 თებერვალი 2021 22:08
    2
    ციტატა: me da barca
    ციტატა: M10 S9 D11
    დავასამარებთ ამათ აი საშინლად შევარცხვენთ(მეორედ)

    რა გაძლევს ამის თქმის საბაბს? მარტო ოპტიმიზმი?

    თუნდაც ოფტიმიზმი თუნდაც ის რო გუნდი შედარებით კარგ ფორმაშია პესეჟესგან განსხვავებით და პირველ რიგში მესი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #6 4 თებერვალი 2021 20:21
    3
    აუ როგორ მინდა ესენი ორივე თამაშში მოვგუდოთ.
    ნეიმარის და პოჩეტინოს გაწბილებული სახეების ნახვა მინდა ძალიან.
    Culé [?]
    #5 4 თებერვალი 2021 19:18
    1
    ციტატა: me da barca
    ციტატა: M10 S9 D11
    დავასამარებთ ამათ აი საშინლად შევარცხვენთ(მეორედ)

    რა გაძლევს ამის თქმის საბაბს? მარტო ოპტიმიზმი?

    1% შანსი და 99% რწმენა. მაგრამ რწმენა ფეხბურთელებსაც უნდა ქონდეთ!!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 4 თებერვალი 2021 18:53
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    დავასამარებთ ამათ აი საშინლად შევარცხვენთ(მეორედ)

    რა გაძლევს ამის თქმის საბაბს? მარტო ოპტიმიზმი?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 თებერვალი 2021 18:30
    7
    დავასამარებთ ამათ აი საშინლად შევარცხვენთ(მეორედ)
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #2 4 თებერვალი 2021 18:09
    0
    მე მგონია აქ ბრეთვეიეტი მოიტ.. თავ ტრა.. და იქეთ კიდე ნეიმარის დედას მოეტ მრავალ წერტილი..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 თებერვალი 2021 17:42
    3
    ფეოლას სტილი იგრძნობა barca-5