მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ეს რა ბიჭი გვეზრდება!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ეს რა ბიჭი გვეზრდება!

არასტაბილური სეზონი გრძელდება, ცუდი შეხვედრის მერე, "ბარსა" ისევ კარგად ათამაშდა და სამ ქულასთან ერთად მაღალი ხარისხიც დადო.

"ვალიადოლიდთან" მოგების გამო სიხარულით გაგიჟება არ ღირს, მაგრამ ის მხარეები გამოჩნდა, რომელიც იმედიანად განგვაწყობს.

ტაქტიკა

კუმანს ტაქტიკა აქამდეც შეუცვლია, მაგრამ თამაშის მიწურულს, როცა შეხვედრა გადასარჩენი ან მოსაგები ჰქონდა. ამჯერად პირველივე წუთებიდანვე ვიხილეთ ახალი ტაქტიკა, რომელიც მატჩის მიმდინარეობისას რამდენჯერმე შეიცვალა, ძირითადად ორი სახით - 3-4-3 და 3-5-2, დაცვის დროს, რა თქმა უნდა, 5 მცველზე ვეწყობოდით. გამომდინარე იქიდან, რომ კარგი თამაში გამოვიდა და მოულოდნელად ფეხბურთელებს არ ჰქონიათ ახალ ტაქტიკასთან ადაპტაციის პრობლემა, მომავალშიც ვიხილავთ იგივეს, არ ვიცი რამდენად შეეცდება, რომ მსგავსი განლაგება მთავარ სქემად აქციოს, მაგრამ სამომავლოდ რომ გამოიყენებს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

იქნება თუ არა ასეთ ტაქტიკაში გრიზმანის ადგილი? კი, ფრანგის ადგილი ნებისმიერ სქემაში მოიძებნება, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება, აი ეს არის კითხვა და მგონია, რომ საერთოდ ვერ იქნება ეფექტური. ისედაც ვერ არის და ამ განლაგებაში მით უმეტეს. ბრეითუეტისთვის კი კარგი ვარიანტია, რადგან პირველ ბურთზე კარგად იბრძვის, თითქმის ყველა სადაო მომენტი მისი გამარჯვებით სრულდება, უკნიდან მესი ეხმარება, რომელიც ასეთი სტილის ფორვარდთან თავს კარგად გრძნობს. დანიელს კლასი აკლია, რაც მომენტებში თავს იჩენს, მაგრამ სარგებელი ნამდვილად მოაქვს.

ბირთვი ყალიბდება

ამ სზონში როტაცია გარდაუვალია, მარათონული რბოლაა, ყოველგვარი პაუზისა და შესვენების გარეშე, ამიტომ ცვლილებები აუცილებელია, თუმცა, ბირთვი მაინც გამოიკვეთა. გამოიკვეთა ის, რომ პედრი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია და მიუხედავად კოუტინიოს ვარსკვლავური სტატუსისა, ადგილს აღარ დათმობს. "ბარსას" დნმ აქვს, აღმოჩნდა, რომ კლუბში მესის მერე ყველაზე მაღლა დგას საფეხბურთო აზროვნების თვალსაზრისით და სულ უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება.

კარგია ფრენკი დე იონგიც, ხან მეტად, ხან ნაკლებად, მაგრამ საერთო ჯამში დონე შენარჩუნებული აქვს. ამიტომ, ნახევარდაცვაში ერთადერთი პოზიცია რჩება, რომელიც კონკურენციის შესაძლებლობას ტოვებს, ამ ადგილისთვის კი ბუსკეტსი და პიანიჩი იბრძვიან.

შეტევის ხაზში ბევრი რამ ჯერ კიდევ დაულაგებელია, თუმცა, ფატის დაბრუნების შემდეგ, ალბათ ეგეც დალაგდება. ასე ნელ-ნელა გუნდს ვემსგავსებით.

დაცვა

ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო "ბარსას" მცველებისთვის, ეს ერთი მხრივ მეტოქის სისუსტით იყო გამოწვეული, მეორე მხრივ რაოდენობრივი სიმრავლით. მცველების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პოზიციური შეცდომები არ დაუშვიათ, არადა, როცა გუნდი სამ ცენტრალურ მცველზე გადადის, როგორც წესი ერთმანეთს ხელს უშლიან ხოლმე. სასტარტოს მცველებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ლანგლემ გოლიც შეაგდო, "ბეტისთან" გატანილი გაგვახსენა, მესიმ თავზე დაასვა და დარტყმაც კარგი იყო.

პირველი არაუხო შეცვალეს, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ენდობიან. ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მინგესას აქტიური ჩართვები შეტევაში, წინა შეხვედრაშიც გაისროლა შორიდან, მაგრამ ამჯერად დრიბლინგიც შემოგვთავაზა, გამოჩნდა, რომ მრავალმხრივი ფეხბურთელია.

საგოლე პასი მიითვალა დესტმა და ახლოს იყო საგოლე პასთან ალბაც, მაგრამ ბრეითუეიტმა ვერ შეაგდო. დავალებები ორივე ფლანგმა ზუსტად შეასრულა.

მერე გამოვიდა უმტიტი და უმცირეს მონაკვეთში, რაც მატჩის დასასრულამდე იყო დარჩენილი, ორი მძიმე შეცდომა დაუშვა. გასაგებია, რომ ფორმაში არ არის, მაგრამ ასეთ შეხვედრაში მეტი მოეთხოვებოდა. პირველად პოზიციურად შეცდა, ცენტრი რატომღაც დატოვა და ტერ შტეგენმა გვიხსნა. მეორედ ერთი-ერთზე შეცდა, ბურთი დაკარგა და კინაღამ თერთმეტმეტრიანიც აიკიდა, მერე კი დესტს დაუწყო ჩხუბი.  

ასეთი მცირე მონაკვეთისთვის მეტისმეტია.

მესი

გაიღვიძა. მურა დათვივით გამოიძინა და გამოფხიზლებული გამოვარდა მოედანზე. მემგონი გაახსენდა, რომ რეკორდი ჰქონდა მოსახსნელი და ახალმა მოტივაციამ ხასიათზე მოიყვანა. არაფერი სჯობს მოტივირებული მესის ყურებას.

გოლი იყო მშვენიერება! პატარა შედევრი! პედრის პასმა რონალდ კუმანიც კი გააცინა.

შემდეგ ტურში "ეიბარს" მივიღებთ. თამაშამდე ერთი კვირაა. ამ სეზონისთვის საკმაოდ დიდი დროა დასასვენებლად.

კალენდარსაც არაფერი დაეწუნება და იქნებ როგორმე სტაბილურობასაც მივაღწიოთ.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #22 23 დეკემბერი 2020 17:33
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა მარა მესი და პედრი მშვენივრად უგებენ ერთმანეთს მოედანზე და კიდევ მესის მერე მე არ მახსოვს ვინმეს ამდენი საგოლე მომენტი შეექმნას რაც გუშინ პედრიმ შექმნა

    ძნელი შესამჩნევი იყო :დ დაუხატა რამდენჯერ. მარტო გოლი რად ღირდა. პედრისაც აქვს ხოლმე პატარა მიძინებები მარა გუშინ სუპერი იყო. თან 18 წლისაა. ვალიადოლიდი სუსტიაო წერდნენ, იმიტო მოვიგეთ ადვილადო და გეთანხმებით მარა არც კადისზე ხეტაფეზე და ალავესზე სუსტია სადაც საშინლად ვითამაშეთ.
    ფანი [?]
    #21 23 დეკემბერი 2020 15:15
    0
    ფატი და პედრი ვაიმე რაკაი თაობაა
    ფანი [?]
    #20 23 დეკემბერი 2020 15:05
    0
    პედრის ძან მაგარი მომავალი აქ ისევე როგორც ფატის იმედია მალე დაგვიბრუნდება
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    Culé [?]
    #19 23 დეკემბერი 2020 14:11
    1
    სტაყიაც ისეთივე მაგარია როგორც გუშინდელი თამაში უმტიტის შემოსვლამდე.😀😀
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    Culé [?]
    #18 23 დეკემბერი 2020 13:39
    0
    Clever liar,
    წინასწარ არ შეიძლება მაგის თქმა და განსაზღვრა მაინც.ვალიადოლიდი სუსტია კი ბატონო მაგრამ თუ ვერ ითამაშებ სუსტი გუნდიც სახიფათოა.
    მწერალი [?]
    #17 23 დეკემბერი 2020 13:36
    0
    Gaucho24,
    ეგ ხო.
    მეტოქე სუსტი იყო.
    ფანი [?]
    #16 23 დეკემბერი 2020 13:19
    1
    არ ვიცი ვინ რა შეამჩნიეთ მარა გრიზმანი რომ არ ეგდო მოედანზე, ეს იყო ყველაზე სასიამოვნო გუშინ და არც კოუტინიო იყო კიდე შემოსაყვანი.. ბრაითვეიტის მონდომებისა და ბრძოლიაუნარიანობის მიუხედვად ჯერ ვერ გრძნობს გუნდის სათამაშო სტილს აშკარად და ალბა რატოა უმრავლეს შემთხვევაში მსგავსი ერთუჯრედიანი არც ეგ მესმის.

    ციტატა: Nini
    ასეთი ჩავარდნის ფონზე ნებისმიერ გუნდთან მოპოვებული სამი ქულა და ნორმალური თამაში იმის იმედს იძლევა პირადად ჩემთვის რომ გუნდი თამაშს გააუმჯობესებს.

    ეს იმიტომ რომ ვალიადოლიდმა მოგვცა მაგ თამაშის საშვალება თორე ხვალ რო ვალენსია შეგხვდეს ისევ იგივე ნახირი ბარსელინა იქნება. თუმცა "იმედი" კარგია, უნდა გქონდეს :D
    ფანი [?]
    #15 23 დეკემბერი 2020 13:08
    0
    ციტატა: Gaucho24
    ციტატა: ფეოლა
    Gaucho24,
    კი, კარგი თამაში იყო.
    უმტიტის გამოსვლამდე დაცვამ ითამაშა იდეალურად. სად ვერ მოასწრეს გადაწყობა? შეიძლება მე გამომრჩა. ამიტომ, თუ კონკრეტულ მომენტს და წუთს მიმითითებ, ვიდეოანალიზსაც მივუძღვნი! : )

    გამადიდებელი შუშით ვუსადკავებ შეცდომებს, კრიტიკის კი არ მერიდება : )) მაგრამ კარგად როცა თამაშობენ, უნდა ითქვას, რომ კარგია.

    ვალიადოლიდის მცველებმა ვერ მოაწყეს გადაწყობა და ამის ხარჯზე ვქმნიდით მომენტებს მეტოქის დაბალი დონე აღვნიშნე ისე კი ვიცი რომ კრიტიკის არ გერიდება , მომწონს შენი სტატიები მაგრამ აშკარაა რომ გუნდის ტემპი საშინლად დაბალია ბურთის გადაადგილების სიჩქარეც ძალიან დაბალია , სივრცეებს ვერ ითვისებენ , არ მოძრაობენ სწრაფად და უბურთოდ საერთოდ არ გადაადგილდებიან არც მეტოქის გატყუება , არც ზონების ათვისება , უბრალოდ ეს ბარსელონას თამაში არაა..

    ისე მეც დიდი სიამოვნებით მივუძღვნიდი ერთ სტატიას გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობას და ზოგადად დიდ განხილვას დავწერდი მაგრამ სამწუხაროდ კომენტარები ამის საშუალებას არ მაძლევს რადგამ საკმაოდ დიდი გამოვა :))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 23 დეკემბერი 2020 13:05
    3
    არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა მარა მესი და პედრი მშვენივრად უგებენ ერთმანეთს მოედანზე და კიდევ მესის მერე მე არ მახსოვს ვინმეს ამდენი საგოლე მომენტი შეექმნას რაც გუშინ პედრიმ შექმნა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    sergio busquets
    სტუმარი [?]
    #13 23 დეკემბერი 2020 13:05
    2
    დეიონგმა თამაში გააუმჯობესა და ძალიან მაღალ დონეს აჩვენებს ბოლო თამაშებში გუშინ ყველაზე კარგი ნახევარდაცვა იყო ბოლო თამაშებში
    Culé [?]
    #12 23 დეკემბერი 2020 12:50
    1
    Clever liar,
    სხვა რამეს ვგულისხმობ.ასეთი ჩავარდნის ფონზე ნებისმიერ გუნდთან მოპოვებული სამი ქულა და ნორმალური თამაში იმის იმედს იძლევა პირადად ჩემთვის რომ გუნდი თამაშს გააუმჯობესებს.
    ფანი [?]
    #11 23 დეკემბერი 2020 12:48
    1
    ციტატა: ფეოლა
    Gaucho24,
    კი, კარგი თამაში იყო.
    უმტიტის გამოსვლამდე დაცვამ ითამაშა იდეალურად. სად ვერ მოასწრეს გადაწყობა? შეიძლება მე გამომრჩა. ამიტომ, თუ კონკრეტულ მომენტს და წუთს მიმითითებ, ვიდეოანალიზსაც მივუძღვნი! : )

    გამადიდებელი შუშით ვუსადკავებ შეცდომებს, კრიტიკის კი არ მერიდება : )) მაგრამ კარგად როცა თამაშობენ, უნდა ითქვას, რომ კარგია.

    ვალიადოლიდის მცველებმა ვერ მოაწყეს გადაწყობა და ამის ხარჯზე ვქმნიდით მომენტებს მეტოქის დაბალი დონე აღვნიშნე ისე კი ვიცი რომ კრიტიკის არ გერიდება , მომწონს შენი სტატიები მაგრამ აშკარაა რომ გუნდის ტემპი საშინლად დაბალია ბურთის გადაადგილების სიჩქარეც ძალიან დაბალია , სივრცეებს ვერ ითვისებენ , არ მოძრაობენ სწრაფად და უბურთოდ საერთოდ არ გადაადგილდებიან არც მეტოქის გატყუება , არც ზონების ათვისება , უბრალოდ ეს ბარსელონას თამაში არაა..
    მწერალი [?]
    #10 23 დეკემბერი 2020 12:38
    1
    Gaucho24,
    კი, კარგი თამაში იყო.
    უმტიტის გამოსვლამდე დაცვამ ითამაშა იდეალურად. სად ვერ მოასწრეს გადაწყობა? შეიძლება მე გამომრჩა. ამიტომ, თუ კონკრეტულ მომენტს და წუთს მიმითითებ, ვიდეოანალიზსაც მივუძღვნი! : )

    გამადიდებელი შუშით ვუსადკავებ შეცდომებს, კრიტიკის კი არ მერიდება : )) მაგრამ კარგად როცა თამაშობენ, უნდა ითქვას, რომ კარგია.
    ფანი [?]
    #9 23 დეკემბერი 2020 12:32
    0
    სანამ გუნდი ზესტაბილურ ხასიათს არ მიიღებს და სანამ იარსებებს საფრთხე ნოუკამპზე ვალენსიასდარ საქათმე გუნდებთან ქულების განიავების, არც კლოუნმანის ტაკტიკოსობის გარჩევა ღირს და არც ამ სკვაზნიაკ დაცვეზე ილუზიების შექმნა

    თუმცა ფეოლა როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა :))

    ციტატა: Nini
    რა მნიშვნელობა აქვს მოწინააღმდეგე სუსტი იყო თუ არა.

    თუ მოწინააღმდეგეს არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ სეგუნდა ცეში თამაში გაცილებით მარტივია და გადაბარგდნენ იქ, რაღას იკლავენ ლალიგაში 4ეულისთვის თავს..
    წევრი [?]
    #8 23 დეკემბერი 2020 12:06
    0
    სტატია როგორ ყოველთვის უმაღლეს დონეზე!!! <3 ფეოოლა რა ეპითედებით შეგამკო აღარ ვიცი! <3 რაც შეეხება პედრის,უნიჭიერესი ფეხბურთელი სჩანს <3 ბარსას მოვავალი იქნება ეგ და ფატუნა <3 :)
    Culé [?]
    #7 23 დეკემბერი 2020 11:52
    1
    ამდენი ხნის მერე ისევ ვნახე ძველი სტილის და მოტივირებული ბარსელონა და გუნდთან ერთად მესი რომელმაც ისევ აჩვენა ის ფეხბურთი რასაც მიჩვეულები ვართ მისგან და არამგონია რომ პელეს რეკორდის დამხობა იყო ამის მიზეზი.საბოლოო ჯამში თამაში ისეთი იყო როგორსაც ზოგადად აჩვენებს ბარსელონა, რა მნიშვნელობა აქვს მოწინააღმდეგე სუსტი იყო თუ არა. მოტივირებული და მონდომებული იყო თითოეული ფეხბურთელი და რაც მთავარია წინა თამაშებისგან განსხვავებით ყველას განსაზღვრული ჰქონდა ფუნქცია და ყველამ შეასრულა რაც ევალებოდა თვით ლენგლემაც კი რა გასაკვირიც არ უნდა იყოს.კუმანს ემოციების გამოხატვა შეძლებია თურმე.
    გულშემატკივარი [?]
    #6 23 დეკემბერი 2020 11:35
    2
    პედრი ბრწყინვალეა მომავალი ლეგენდა
    Culé [?]
    #5 23 დეკემბერი 2020 11:34
    1
    დე იონგს ვინც აკრიტიკებთ არ მესმის თქვენი. რას ერჩით რა გინდათ მაგ ბიჭისგან?! დგას ჩამშლელის პოზიციაზე და ყველაფერს აკეთებს რაც ჩამშლელმა უნდა გააკეთოს. შეტევაში ჩართვასაც ცდილობს და ბურთის მეტოქის საჯარიმოსკენ წაღებასაც. შეეგუეთ რომ ყველა თამაშში საგოლე პასს და გოლს ვერ გააკეთებს, რადგან არ დგას ისეთ პოზიციაზე ეგ რომ მოვთხოვოთ, ბუსკეცს ვთხოვთ გოლებს და პასებს? ან ვთხოვდით ოდესმე? ხოდა მასეა ეს ბიჭიც და შეეშვით მაგის კრიტიკას!!!! ყველა თამაშში მაქსიმუმს დებს და აშკარად უყვარს ბარსა. მეტი რა ქნას რა გინდათ?!
    ფანი [?]
    #4 23 დეკემბერი 2020 11:21
    3
    ან ძაანა ვარ დაბოლილი (🙂😁რაც ეგრეა ნაღდათ) ან ეს სტატია ერთერთი საუკეთესო წასაკითხი სტატია და მატჩის გარჩევაა რაც ცხოვრებაში წამიკითხავს. საღოლ ავტორს 👍👍👍👍 მართლა საღოლ❤️
    ფანი [?]
    #3 23 დეკემბერი 2020 11:05
    2
    ციტატა: ფეოლა
    სტუმარი გიგა,
    ყველა კარგი თამაშის მერე მგონია, რომ პსჟ-ს გადავხევთ! : )

    და ეს კარგი თამაში იყო? ტემპი ძალიან დაბალი ფეხბურთელები არ მოძრაობდნენ სწრაფად ზონებს არ ავსებდნენ პასიპასიპასის მაგივრად პასი........პასი........პასი და არაფერი.. პსჟს კი არა ვალიადოლიდის მაგივრად ცოტა.მაღალი დონის გუნდი რომ ყოფილიყო გოლებს ვერ გაიტანდნენ უბრალოდ გადაწყობას ვერ ასწრებდნენ მცველები დაბალი დონე იყო რაც შეეხება თამაშს ისევ ინდივიდუალური კლასის ხარჯზე და არანაირი გუნდურობა.. ტაქტიკა საშინელებაა.. პედრის ბრავო მართლა კარგი ბიჭი გვეზრდება ეგ დე იონგი პუჩი ერთად წინ ფატი და მესი შეიძლება მართლა კარგი სანახავი იყოს..