თქვენ მესი არ გინახავთ!

თქვენ მესი არ გინახავთ!

თქვენ პელე არ გინახავთ! - ასე ამბობდნენ ხოლმე უხუცესები. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ გამოჩნდებოდა მოედანზე და რა ამბავს დაატრიალებდა. ყოველთვის ირონიულები იყვნენ, როცა ვინმეს თამაში განსაკუთრებულად აღგვაფრთოვანებდა, რომარიოს ან რონალდოსი, რივალდოს, ან რონალდინიოსი, კაკა საერთოდ სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ.

პელე არ გინახავთ!

იმის კარგად გასაცნობიერებლად თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე და რა რეკორდს გაუთანაბრდა ლიონელ მესი, პირველ რიგში, ის კაცი უნდა გავიხსენოთ, ვის რეკორდსაც მალე ბოლოს მოუღებს.

აი, ის დიდი კაცი უნდა გავიხსენოთ, რომელიც ყველაზე დიდი მითოსური პერსონაა და როგორც ზევსისგან იწყება ანტიკური ღვთაებრივი სამყაროს რენესანსი, ისე დაიწყო პელესგან საფეხბურთო იერარქიის ჩამოყალიბება.

პელე ჩვენს დროში საქებარი სიტყვაა, არ აქვს მნიშვნელობა რა საქმეში გამოიჩენ თავს, მოედანზე გააკეთებ რაიმე საინტერესოს თუ მის მიღმა, თუ კარგად გააკეთებ "პელე" ხარ!

დრო და დრო ამოუხსნელ ცილისწამებასაც აქვს ადგილი, სულ მცირე ხნის წინ უგუნურმა აგუერომ ისიც კი თქვა, პელეს დროს მეკარეებს ხელთათმანებიც არ ჰქონდათო. ამით იმის თქმა სურდა, რომ მაშინ თამაში ადვილი იყოო, აი ასე შეუწყო ხელი ცრუ წარმოდგენების გავრცელებას და როგორც ხდება ხოლმე, სწრაფად აიტაცეს.

მე-20 საუკუნის საუკეთესო "სეივის" ავტორი გორდონ ბენკსი, ალბათ საფლავში ბრუნავს! პელეს აუღებელ დარტყმულს რაღაც მოუხერხა და თურმე ხელთათმანებიც არ ჰქონია. გაგიჟდება კაცი.

სიმარტივეზე რა ვთქვათ?! ვისაც წარმოდგენა აქვს იმაზე, როგორ თამაშობდნენ 90-ანებამდე ფეხბურთს, ადვილი იყოო, როგორ უნდა თქვა?! ვისაც ნანახი აქვს, რას უშვებოდნენ "ბილბაოელები" მარადონას, რა ქნა გოიკოეჩეამ და რას შვებოდა ჯენტილე, ჩვეულებრივი ჯალათი, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში დიეგოს დამტვრევას ცდილობდა. წავალთ 70-ანებში და ვნახავთ 74 წლის ჰოლანდიისა და ბრაზილიის შეხვედრას, ტოტალური ფეხბურთის ფუძემდებლები და მსოფლიო ჩემპიონები ერთმანეთს მოედანზე ხოცავდნენ! მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე უხეში შეხვედრა გამოდგა, არადა ბურთის ოსტატები იყვნენ.

დღეს, რომ ვინმეს ისეთი ტრავმა მიეღო, როგორიც ევალდ იენენმა მიიღო, ალბათ მაუწყებლობას გათიშავდნენ, ვიდეოებს +21-ს დაადებდნენ, კომენტატორები მონასტერში წავიდოდნენ და იმ ფეხბურთელს, რომელმაც იუხეშა, პატიმრობას შეუფარდებდნენ.

ევალდის ფეხი ხომ გაფატრული იყო?!

60-ანები და 50-ანები კიდევ უფრო უარესია, რაც უფრო ადრეულ წლებში მივდივართ, მით უფრო ხშირია ზღვარგადასული უხეშობა და არასპორტული საქციელი, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც გამორჩეულად მაგარი იყო.

ჩვენს დროში ეს პრობლემა მოხსნილია, ამასთან ბრძოლა 90-ანებში დაიწყო, 2000-ანებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჟოან ლაპორტამ, რომელმაც თქვა, რომ რონალდინიოს ტიპის ფეხბურთელები მსაჯებმა უნდა დაიცვანო და ასეც მოხდა, მცირე უხეშობაც კი მკაცრად ისჯებოდა. იგივე იყო კრიშტიანუსთან და მესისთან მიმართებაშიც, უხეშობდნენ პეპე და რამოსი, მაგრამ ყოველთვის ისჯებოდნენ, დღევანდელ დღეს კი საერთოდ VAR-ი გვაქვს, რომელსაც ვერაფერს გამოაპარებ.

პელე არ თამაშობდა ხასხასა და იდეალურ მინდორზე, მაგრამ უბადლო ტექნიკის ფონზე, მაინც ვერ აგლეჯდნენ ბურთს ფეხიდან, ურტყამდნენ, მაგრამ მესის და დიეგოსი არ იყოს, მასაც წარმოუდგენელი კოორდინაციის უნარი ჰქონდა. თამაშობდა მძიმე ბუცებით და მძიმე ბურთით, მაგრამ ყველაფერს აკეთებდა ლაღად, რადგან ძალიან მაგარი ათლეტი იყო, ეს იმის ფონზე, რომ არც ფიტნესი იყო იმ დროს ასეთი განვითარებული და არც აღდგენითი ვარჯიშები, არც ვიტამინები და არც განსაკუთრებული დიეტები.

ამის მერე ადამიანი რომ იტყვის მარტივი იყო თამაშიო, ესე იგი ძალიან შორს არის ჩვენი საყვარელი სპორტისგან.

პელე სრულყოფილი ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებდა. აბსოლუტურად სამართლიანად ვიცნობთ როგორც ფეხბურთის მეფეს და მხოლოდ ის აკნინებს, რომ სხვა ყველაფერში ოროსანია. არც პროგნოზები ეხერხება, არც შეფასება, ვერც იმას გამოიცნობს ვინ რა დონის ფეხბურთელია და არც ტაქტიკისა გაეგება რამე, პელემ მხოლოდ ბურთი იცოდა და ინტელექტიც მხოლოდ მოედანზე დაჰყვა, მის გარეთ ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო.

რაც შეეხება იმას, რომ "სანტოსს" უერთგულა, აბა ეს რა გასაკვირია?! მსგავსი თაობა მსოფლიოს აღარ უნახავს, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაგარი თაობა ბრაზილიას ჰყავდა, რომლის ზეობაც დაიწყო 1958 წლიდან და დასრულდა 70-ში. რატომ უნდა წასულიყო სხვაგან, როცა იქვე ჰყავდა კონკურენტად გარინჩა? ვავა და დიდი (რომელიც მოგვიანებით მაინც წავიდა "რეალში".) ჟერსონი და ტოსტაო?!

ბრაზილიის ჩემპიონატი უბრალოდ გაძეძგილი იყო თანავარსკვლავედით. ევროპაში გადინება დაწყებულიც კი არ ყოფილა.

პატარა ბავშვივით დაჩაგრა ფრანც ბეკენბაუერი და საშინელ დღეში ჩააგდო ჩეზარე მალდინი, რომელთან შესახვედრადაც მოედანზე ტრავმირებული გავიდა. "მილანმა" პირველი მატჩი 4:2 მოიგო, ორივე გოლი პელემ შეაგდო და ტრავმა ისე გაირთულა, რომ მომდევნო მატჩი გამოტოვა, "სანტოსმა" მეორე მატჩი იმავე ანგარიშით მოიგო 4:2, თანაც პელეს გარეშე! გადამწყვეტი მესამე რაუნდი ასევე პელეს გარეშე ჩაატარეს და 1:0 გაიმარჯვეს.

ეგეც შენი ევროპა.

საკონტინენტთაშორისო თასი "სანტოსმა" დაისაკუთრა.

70-ში კი მუნდიალზე იტალიას ისე გადაუარეს, როგორც "ბარსამ" "მანჩესტერს". "უემბლის" ფინალის შემდეგ ფერგიმ თქვა, რომ ეს საუკეთესო გუნდი იყო, ვისთანაც უთამაშია.

70 წლის ფინალის მერე კი მთელმა მსოფლიომ თქვა, რომ ეს ყველა დროის საუკეთესო გუნდი იყო.

ფაკეტი, ბურნიკი, როსატო.. საუკეთესო მცველები, თითქოს არც ყოფილან მოედანზე.

პელე დიდია, ძალიან დიდი.

აი ასეთ კაცს გაუთანაბრდა ლეო და მალე გადაუსწრებს კიდეც.

რა იყო მათში განსხვავება?

პელე იყო ტიპური ცხრიანი, რომელმაც კარიერის ბოლოს უკან დაიხია.

ხოლო ლეო სათამაშო სტილით ყოველთვის ათიანი იყო, რომელმაც ცრუ ცხრიანზეც ითამაშა.

შესაბამისად, პელე არასდროს ყოფილა ისეთი მაგარი მეპასე, როგორიც მესია.

აი მესის კი აქვს ისეთივე მკვლელის ინსტიქტი, როგორიც პელეს ჰქონდა.

გავა დრო და მომდევნო თაობები თავისივე დროის ვარსკვლავებზე გადაირევიან, იტყვიან, რომ მათზე მაგარი არავინ არის და ალბათ დასცინებენ კიდეც ჩვენი დროის ვარსკვლავებს, რამე ისეთს იტყვიან, რაც დღეს ვერც წარმოგვიდგენია, ჩვენ კი იმ სიტყვებს მოვიხმობთ, რომელიც უხუცესებისგან გვსმენია, ოღონდ ერთ მეფეს მეორეთი ჩავანაცვლებთ - თქვენ მესი არ გინახავთ!


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #19 21 დეკემბერი 2020 10:26
    1
    მაგას ვერასდროს იტყვიან მესი არ გინახავთო ,დღეს სხვა ტექნოლოგია ვიდრე პელეს დროს იყო.მიუხედავად ამისა პელეს ძან ბევრი კადრები არსებობს და მესისაც ვუყურებთ. მესსსიიი!
    --------------------
    Argentina
    გულშემატკივარი [?]
    #18 21 დეკემბერი 2020 01:49
    1
    რეალს კიდევ აჩუქეს 3 ქულაა :)) აბაა რაა მსაჯებო,ეგრე გააგრძელეთ :((

    ბიჭოო იციი როგორი სტატიააა?აი ისეთი,რომ წაიკითხავ და არდაგავიწყდება,ჩაგებეჭდება თავში!ბოლოს,რაც ეწერა ის ძააან მომეწონა! <3 რამოდენი ათწლეულის შემდეგ ჩვენ ვიტყვითო:"თქვენ მესი არ გინახავთ" ყოჩაააღ ფეოლაააა!უდიდესი ხარრრ! <3 <3
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 21 დეკემბერი 2020 00:52
    6
    პელეს ნამდვილად არ ვაკნინებ მაგრამ ჯერ ერთი 70 -იანების ბოლოდან ვუყურებ ფეხბურთს და შედარება შემიძლია, მაშინდელი დაცვითი ფეხბურთი და ახლანდელი? ბოდიში მაგრამ დღეს გაცილებით დახვეწილია!
    და მეორეც, გაიხსენეთ პელემ თავად თქვა: ნეიმარს ჩემ დროს რომ ეთამაშაო ... ამით თავად მიანიშნა ახლანდელი ფეხბურთის სირთულეზე.
    ან თქვენ ვისაც 20 წლის წინანდელი ფეხბურთი მაინც გახსოვთ? შეადარეთ მაშინდელი მარტო ფიზიკურო მომზადება როგორი იყო დაახლა რა დონის მოთხოვნებია! ტაქტიკურ განვითარებაზე არაფერს ვამბობ! ამიტომ ეს რომანტიკა მოიშორეთ და რეალურად შეხედეთ სიტუაციას. თუ გამოცდილება არ გყოფნით უხუცესებს ჰკითხეთ. მესი რომ ისტორიაში საუკეთესოს მთავარი კანდიდატია ნათელია!
    barca-1 barca-2 barca-4
    Culé [?]
    #16 20 დეკემბერი 2020 23:38
    0
    ფეოლა 👏👏👏👍
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 20 დეკემბერი 2020 23:17
    2
    ციტატა: Gaucho24
    იდეალური მეპასე , იდეალური დრიბლიორი , მკვლელის ინსტიქტი , არ იქცეოდა მყარად იდგა , იდეალური ტექნიკა ქონდა , ათიანიც იყო და ფორვარდიც , თამაშებსაც იგებდა და ხალხსაც ართობდა , ილუზიონისტი და ჯადოქარი იყო. ბევრი იქნება ისეთი ვისაც ერთმანეთს შეადარებენ სტატისტიკა და რეკორდებით გოლებით და ასისტებით .. პელე დიდია , მესიც დიდია , რონალდოც , მარადონაც.. მაგრამ მომავალ თაობას მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე მოვუყვები უდიდესი აღტაცებით და ვეტყვი რომ თქვენ რონალდინიო არ გინახავთ ! და სამწუხაროდ ვერც ნახავთ მის მსგავს..

    საღოლ Gaucho 24 ! აი მაგისთანა ჩემთვისაც მაინც არავინ არ არის ! ფეხბურთის ლეონარდო და ვინჩია Ronaldinho
    გულშემატკივარი [?]
    #14 20 დეკემბერი 2020 22:10
    3
    თქვენს მესი არ გინახავთ ! მადლობა სტატიის ავტორს ❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 20 დეკემბერი 2020 22:01
    2
    მოიცა რაა რახან ფეხების მოსამტვრევად დასდევდნენ ფეხბურთელები ერთმანეთს მაგიტო იყო რთული? რასაც პელეს მოწინააღმდეგის მცველები თავიანთ საჯარიმოში დროს და სივრცეს აძლევდნენ ეხლა ვინ მოგცემს მიღებული არ აქვს ბურთი ფეხბურთელს და უკვე ფეხზე აზის კაცი ტაქტიკაზე საერთოდ ლაპარაკი არ მაქვს 0-ს ქვემოთ იყო ეხლანდელი საშუალო დონის ავტობუსა გუნდების მცველებიც კი თავისუფლად შეჭამდნენ მაგ პელეს და არ მოინელებდნენ ნუ ადარებთ მაშინდელ ეზოს ფეხბურთს ეხლანდელ სწრაფ ტაქტიკურად ძლიერ დაცვაში გაუმჯობესებულ და ტექნიკურად ბევრად დახვეწილ ფეხბურთს მესის ნაირს ვერასოდეს ნახავენ ისეთი რა უნდა ქნას ფეხბურთელმა რო მესიზე მეტად გაგაოცოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #12 20 დეკემბერი 2020 21:58
    0
    ციტატა: რივალდო-მესი
    ციტატა: Gaucho24
    იდეალური მეპასე , იდეალური დრიბლიორი , მკვლელის ინსტიქტი , არ იქცეოდა მყარად იდგა , იდეალური ტექნიკა ქონდა , ათიანიც იყო და ფორვარდიც , თამაშებსაც იგებდა და ხალხსაც ართობდა , ილუზიონისტი და ჯადოქარი იყო. ბევრი იქნება ისეთი ვისაც ერთმანეთს შეადარებენ სტატისტიკა და რეკორდებით გოლებით და ასისტებით .. პელე დიდია , მესიც დიდია , რონალდოც , მარადონაც.. მაგრამ მომავალ თაობას მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე მოვუყვები უდიდესი აღტაცებით და ვეტყვი რომ თქვენ რონალდინიო არ გინახავთ ! და სამწუხაროდ ვერც ნახავთ მის მსგავს..

    ბაზარი არაა სრული უფლება გექნება ეგრე რომ თქვა. უბრალოდ ვერ ვაპატიებ ასეთი ნიჭის პატრონს სულ მცირე 30 წლამდე მაინც უნდა ეთამაშა მაგ დონეზე. აი ჩემი სიაუსტე და ბარსელონას შემყვარებელი პრტყელტერფა რივალდოა❤️ ერთადერთი კაცი ვინც იმ რეალს უწევდა წინააღმდეგობას რომელიც მონსტრების კორპორაცია იყო ნაღდათ. არასდროს დავივიწყებ გასვლაზე ვალენსიას დამარცხებას 2-3 რივალდოს ჰეტრიკს და მესამე სუპერ გოლს მაკრატელათი. ამ გოლით ლიგაზე გაიყვანა ბარსელონა❤️❤️❤️

    კი ეგ მინუსი გაყვება მთელი ისტორია , ის რომ მხოლოდ 1 ოქროს ბურთი მოიგო , ის რომ ბევრი ტიტული არ მოიგო , განა ვერ , არ მოიგო , მაგრამ რაც მან რამდენიმე წელიწადში შექმნა , უდიადესია.. რივალდოც უძლიერესი იყო და ძალიან დიდი რივალდო უფრო პროფესიონალი იყო მაგრამ გაუჩო უბრალოდ ფენომენია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 20 დეკემბერი 2020 21:33
    2
    Griezzy7,
    კი, გეთანხმები, სტატია ძალიან კარგია! მადლობა ავტორს!
    რეზო
    სტუმარი [?]
    #10 20 დეკემბერი 2020 21:32
    1
    გეთანხემები, რომ პელე ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო. მაგრამ აგუეროს ეგ პირდაპირი მნიშვნელობით არ უთქვამს. და არც იმას უნდა ლაპარაკი, რომ ახლანდელი ფეხბურთი ბევრად უკეთესია. დავიწყოთ ძველი დროის მცველებით, ოდესმე მოსწევია პელეს, მალდინის, ნესტას, რამოსის, კანავაროს,ვან დაიკის ან პუიოლის წინააღმდეგ თამაში? რაღაც არა მგონია იმდენი მიეღწია ამ დროში რაც მესიმ ქნა. ჩემთვის მესიც და რონალდოც პელეზე მაღლა დგანან. ახლანდელ ფეხბურთში გაცილებით მაღალი ტემპია კიდე, და ადრე ბურთი ძალიან დიდი იყო ზომით.
    ფანი [?]
    #9 20 დეკემბერი 2020 21:30
    3
    ციტატა: Gaucho24
    იდეალური მეპასე , იდეალური დრიბლიორი , მკვლელის ინსტიქტი , არ იქცეოდა მყარად იდგა , იდეალური ტექნიკა ქონდა , ათიანიც იყო და ფორვარდიც , თამაშებსაც იგებდა და ხალხსაც ართობდა , ილუზიონისტი და ჯადოქარი იყო. ბევრი იქნება ისეთი ვისაც ერთმანეთს შეადარებენ სტატისტიკა და რეკორდებით გოლებით და ასისტებით .. პელე დიდია , მესიც დიდია , რონალდოც , მარადონაც.. მაგრამ მომავალ თაობას მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე მოვუყვები უდიდესი აღტაცებით და ვეტყვი რომ თქვენ რონალდინიო არ გინახავთ ! და სამწუხაროდ ვერც ნახავთ მის მსგავს..

    ბაზარი არაა სრული უფლება გექნება ეგრე რომ თქვა. უბრალოდ ვერ ვაპატიებ ასეთი ნიჭის პატრონს სულ მცირე 30 წლამდე მაინც უნდა ეთამაშა მაგ დონეზე. აი ჩემი სიაუსტე და ბარსელონას შემყვარებელი პრტყელტერფა რივალდოა❤️ ერთადერთი კაცი ვინც იმ რეალს უწევდა წინააღმდეგობას რომელიც მონსტრების კორპორაცია იყო ნაღდათ. არასდროს დავივიწყებ გასვლაზე ვალენსიას დამარცხებას 2-3 რივალდოს ჰეტრიკს და მესამე სუპერ გოლს მაკრატელათი. ამ გოლით ლიგაზე გაიყვანა ბარსელონა❤️❤️❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 20 დეკემბერი 2020 21:18
    1
    ფეოლაა❤❤❤
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #7 20 დეკემბერი 2020 21:04
    2
    წარმოდგენას არ შემიძლია მესის რომ რონალდოს ჯილკა და მონდომება ქონდეს რა სიმაღლეებს მიაღწევდა. როგორც კი წინა ტურში პრნალი გამაზა იტალიაში და ძაან ცუდი შეფასება მიიღო მაშინვე გადავწყვიტე რომ შემდეგ ტურში დიდ ფულში გავრისკავდი და დავუდევი კიდეც გუშინ რონალდუს 2-3 გოლი 400 ლარი ვისეახე და ზემოდან 700 მოვიგე. კაცი მონდომება და კაცი პროფესიონალია. რონალდო და მიუხედავად იმისა რომ იასნია მე გნომი მირჩევნია ვაღიარებბრონალდუ საუკეთესო ათლეტი და პროფესიონალი სპორენია ვინც კი ცხოვრებაში მინახავს.
    Culé [?]
    #6 20 დეკემბერი 2020 21:02
    3
    იდეალური მეპასე , იდეალური დრიბლიორი , მკვლელის ინსტიქტი , არ იქცეოდა მყარად იდგა , იდეალური ტექნიკა ქონდა , ათიანიც იყო და ფორვარდიც , თამაშებსაც იგებდა და ხალხსაც ართობდა , ილუზიონისტი და ჯადოქარი იყო. ბევრი იქნება ისეთი ვისაც ერთმანეთს შეადარებენ სტატისტიკა და რეკორდებით გოლებით და ასისტებით .. პელე დიდია , მესიც დიდია , რონალდოც , მარადონაც.. მაგრამ მომავალ თაობას მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე მოვუყვები უდიდესი აღტაცებით და ვეტყვი რომ თქვენ რონალდინიო არ გინახავთ ! და სამწუხაროდ ვერც ნახავთ მის მსგავს..
    ფანი [?]
    #5 20 დეკემბერი 2020 20:55
    1
    კაი სტატიაა
    [?]
    #4 20 დეკემბერი 2020 20:53
    0
    ციტატა: Sauketeso gundis fani
    Ronaldoc shemdeg turshi dedas utirebs mis kidev ert rekords

    მაგან კიდე რა გააჩმახა საქმე რამხელაზე ხდება კადრიდან თავი ქრება ხოლმე :დ აბა მიწაზე ითამაშე ფრენით მეც კი გავიტან გოლებს :დ


    20-30 წლის მერე როცა ვინმე სასწაულს გააკეთებს მეც ვეტყვი თქვენ მესი არ გინახავთ თქო, როცა 50 გოლს გაიტანს, რონალდოს გავიხსენებ, როცა ფიზიკურად სუსტი და ნელი 5 კაცს მოატყუებს და იდეალურ პასს გააკეთებს ვიტყცი თქვენ ინიესტა უნდა გენახათ თქო. ეგ ეგრეა. ოღონთ არც პელეს დავაკნინებ და არც მომავალი თაობის ვარსკვლავებს.
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #3 20 დეკემბერი 2020 20:39
    3
    Albicelecte,
    კი ნამდვილად პ.ს ძან მაგარი სტატიაა მადლობა ავტორს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 დეკემბერი 2020 20:18
    3
    ჰო, ამას კი ვეტყვით მომავალ თაობას ერთი 20 წლის მერე barca-3
    Sauketeso gundis fani
    სტუმარი [?]
    #1 20 დეკემბერი 2020 20:17
    3
    Ronaldoc shemdeg turshi dedas utirebs mis kidev ert rekords