"ბარსა" VS "ლევანტე" (ვიდეოანალიზი)

"ბარსა" VS "ლევანტე" (ვიდეოანალიზი)

რთული თამაში გამოდგა. ისევე, როგორც ყველა ის თამაში, რომელიც ლა ლიგაში ჩავატარეთ. პრობლემები უცვლელია, გუნდი ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებს, კუმანის არჩეული ტაქტიკა კი მარტივად გასაშიფრია. 

პასი მცველებს ზურგსუკან 

ყველა გუნდი მარტივად ახერხებს უმარტივესი კომბინაციის გათამაშებას, უბრალოდ არ მჯერა, რომ თუნდაც ლანგლეს შეუძლია 9-ჯერ დაუშვას ანალოგიური შეცდომა, ეს ნიშნავს იმას, რომ კუმანი ასე თამაშს არჩევს, მას ურჩევნია, რომ მოედნის სიღრმეში ზურგით მყოფ ფეხბურთელს ამოყვეს ცენტრალური მცველი და ბურთი არ მიაღებინოს, ვიდრე თავის ზონა აკონტროლოს "ღია პასის" დროს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტში ალბამ ძალიან კარგად დააზღვია. 

მეორე ეპიზოდში ძალიან მარტივი პასი გავიდა ცენტრში, რომლითაც მთელი ჩვენი ნახევარდაცვა მოიჭრა, ესეც უკვე ცნობილი პრობლემაა, ვიდეოში აღნიშნული მომენტი, ის უიშვიათესი შემთხვევაა, როცა ბუსკეტსს და დე იონგს სწორი დისტანცია აქვთ დაცული, მაგრამ რად გინდა?! ცენტრი ორივემ დატოვა. 

დასკვნით ეტაპზე მეტოქემ "მესამეზე პასი" გაითამაშა, თუმცა ძალიან ნელა, ამ კომბინაციას მაშინ აქვს ეფექტი, როცა ერთი შეხებით და სწრაფად კეთდება, "ლევანტემ" ყველაფერი ნელა გააკეთა და მაინც ყველაფერი გამოუვიდა. 

მარტივი შეცდომები

"ლევანტემ" ყველაზე სახიფათო მომენტი მატჩის მე-12 წუთზე შექმნა. მათი ფეხბურთელი ერთი-ერთზე გავიდა და ტერ შტეგენმა გვიხსნა. ეს მოხდა მაშინ, როცა რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად მარტივი პასი გავიდა საჯარიმოში, ლანგლეს როგორც ყოველთვის დაასწრეს და დესტიც ვერ აღმოჩნდა მზად. 

მეორე ეპიზოდში კი თავი იჩინა ნაცნობმა პრობლემამ, ორი საყრდენით ვთამაშობთ და ცენტრს არც ერთი არ აკონტროლებს, ეს მეტწილად ბუსკეტს ევალება, მაგრამ დე იონგს პოზიცია ხშირად დაკარგული აქვს და საერთოდ ვერ აზღვევს. აქ ჩნდება კითხვა - თუ ეს პრობლემა ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოიხსნა, რატომ ვთამაშობთ ორი საყრდენით? დაცვაში არაფერი გამოდის, შეტევაში კი სიმწვავე გვაკლდება. მოკლედ, დიდი გაუგებრობაა. 

შეტევა 

ბევრი მომენტი შეიქმნა, ძირითადად ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე. ვიდეოს პირველ ეპიზოდში ნაჩვენებია ჩვენი სამაგალითო კომბინაცია, რომელიც კარგი დარტყმით და მეკარის "სეივით" დასრულდა. დე იონგმა ცენტრი გაათავისუფლა და მეტოქე გამოიტყუა, ამ დროს ბუსკეტსი ავსებს ორ ცენტრალურ მცველ შორის სივრცეს და კარგი პირველი პასით გამოთავისუფლებულ სივრცეში პოულობს მესის. 

აი, ასე იწყება კარგი შეტევა! 

დასკვნით ფაზაშიც ყველაფერი კარგად გაკეთდა, მაგრამ გოლი არ გავიდა. 

მეორე ეპიზოდი კი გოლს ეხება, როგორც იქნა პრესინგის დროს, როცა რიცხობრივი უპირატესობა შევქმენით, ბურთი მოვიპოვეთ და სწრაფად დავასრულეთ ყველაფერი. აქაც კოლექტიური სამუშაო გამოჩნდა და კარგი სანახავია, უბრალოდ ასეთი 4-5 მაინც უნდა იყოს თამაშში. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 15 დეკემბერი 2020 15:07
    0
    დაცვა საშინელება გვყავს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 15 დეკემბერი 2020 13:10
    0
    "ლევანტე" რომ ასე გაგიჭრის დაცვას, იქ საერთოდ რაზე არის საუბარი. ბუსკეტსმა სკამზე უნდა გადაინაცვლოს, რადგან მისი სინელე გუნდს ძალიან აზიანებს.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 15 დეკემბერი 2020 12:58
    0
    აი ამ ანალიზში გამოჩნდა თუ რატომ უნდა გადავიდეს გუნდი 4-3-3ზე.ნახ დაცვა ფაქტობრივად არ გვყავს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    GioKakiashvili
    სტუმარი [?]
    #4 15 დეკემბერი 2020 02:34
    0
    საღოლლ მშვენიერი ანალიზია❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 დეკემბერი 2020 01:52
    1
    კარგი ანალიზია, ტაქტიკოსის დაწერილს გავს
    ეხლა ვნახე, ავტორი - ფეოლა
    დაცვიდან შეტევაში გადასვლის სინელეს რა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რატომ ხდება, რომ როდესაც გუნდი უტევს, საჯარიმოს ხაზთან მთელი გუნდით მოწინააღმდეგე ავტობუსის ჩადგმას ახერხებს?
    ამის ანალიზსაც მჯერა, რომ საუკეთესოდ მოამზადებს!
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #2 15 დეკემბერი 2020 01:46
    0
    ამას ქვია ანალიზი საღოლ ლიგაზე პასების სიზუსტით სამი ბარსელონელი იყო და ეს უმეტესად უკან პასების გამო:დ ლენგლე და ალბა უნდა გადააბა ერთმანეთს და გაუშვა სათოხნად ფეხბურთი არაა მაგათი საქმე
    წევრი [?]
    #1 15 დეკემბერი 2020 01:35
    8
    ოო აეს სხვა საქმეა, აი რასქვია მწერალი ძმაო საღოლ მშვენიერი ანალიზი შემოგვთავაზე ხელები ამიწევია. მეტი მსგავსი კონტენტი ამ საიტზე თუ შეიძლება. Ჭორების თარგმნა ჩვენც ვიცით