საკრალური დღე ნეიმარისთვის

საკრალური დღე ნეიმარისთვის

გუშინდელი დღის მერე ყველგან L’Equipe-ის "ჰედლაინები" მხვდება, შემზარავი სურათით, ნეიმარი გდია და ტირის. რაღაც მომენტში ატირებული რონალდოც გამახსენდა, მძიმე ტრავმის მერე "ლაციოსთან" დაბრუნდა და უფრო მძიმედ დაშავდა. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული სურათია, აი ნეიმარის ფოტოს ქვეშ კი ფრანგების ძალიან საინტერესო კომენტარები ამოვიკითხე, მათი უმრავლესობა წერდა, რომ ნეიმარმა ტრადიციულად დაჯავშნა საახალწლო ბილეთი, ბრაზილიაში გასამგზავრებლად. ცოტა გავბრაზდი, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი იმაზე მარტივად დასრულდა, ვიდრე ველოდით.

ნეიმარი "ბარსასთან" დიდი ალბათობით ითამაშებს. წინა სეზონში ზუსტად მერვედფინალის წინ დაბრუნდა მოედანზე, მიაძაკის ზღაპრული სამყაროს პერსონაჟივით ჩასუქებული. "დორტმუნდთან" გასვლაზე მართალია გოლი შეაგდო, მაგრამ საკუთარი თავის კარიკატურას ჰგავდა. ნეიმარი არ არის ის ფეხბურთელი, რომელიც ტრავმის მერე სწრაფად შედის ფორმაში და რომ არა პანდემიით გამოწვეული პაუზა, ფინალამდე ნამდვილად ვერ მივიდოდა.

ახლა კი მეორე საინტერესო ამბავს შევეხოთ, განმეორებითი შეხვედრა 10 მარტს არის ჩანიშნული. ნეიმარისთვის ეს საკრალური დღეებია, რადგან მისი და 11 მარტს არის დაბადებული. როგორც იცით ნეიმარი, დის დაბადების დღეს თითქმის ყოველთვის ესწრება, ისიც აღარ სჭირდება, რომ დისკვალიფიკაცია მიიღოს, როგორც წესი სხეული თავად კარნახობს, რომ დასვენების დროა, უნდა თუ არა, ტრავმას იღებს და ბრაზილიაში მიემგზავრება.

რაც არ უნდა მოხდეს, საინტერესო შეხვედრა იქნება.

ჩვენ კი ზამთარში გაძლიერება გვმართებს, რადგან მსოფლიო ფეხბურთში ამჟამად ნეიმარი-მბაპეზე სახიფათო დუეტი არ არსებობს! ისე გამოდის, რომ მსოფლიოს საუკეთესო დუეტი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დაცვის წინააღმდეგ ითამაშებს. წინა წლის სირცხვილის მერე, "ბარსას" დაცვაში მხოლოდ მარჯვენა ფლანგი შეიცვალა, სემედუ წავიდა და დესტი მოვიდა. ეს კი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მერვედფინალს დიდი იმედებით შევხვდეთ.

იქნება ზამთარში ტრანსფერი? არა, ფული არ არის.

ერთადერთი გზა დიდი ვალის აღებაა. გაკოტრების პირას მყოფი გუნდის პრეზიდენტი რამდენად აიღებს დამატებით ვალს, რთული სათქმელია. არა მგონია, ლაპორტას გარდა ეს ვინმემ გაბედოს. ვინმეში კი ფონტს ვგულისხმობ, ამ ორს ძლიერი კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს.

თებერვლამდე დიდი დროა, თუმცა სწრაფად გავა. იქამდე ან გამოსწორდება სიტუაცია და რაღაც იმედის ნაპერწკალი გაჩნდება, ან ახალი პრეზიდენტი მოსვლისთანავე გაათავისუფლებს რონალდ კუმანს.

კუმანის წასვლით კი ყველაფერი ნამდვილად ვერ მოგვარდება.

თამაშიდან თამაშამდე ჩანს, რომ ლაპორტა მართალია. მცირე ხნის წინ საკუთარ გეგმებზე ისაუბრა და ჰოლანდის გადმობირების პირობა დადო, მის სანაცვლოდ კი კოუტინიოსა და გრიზმანის გაყიდვას გეგმავს.

დემბელეც მიაყოლე, ჟოან!

ლაპორტამ იცის, რა არის პირველი ნაბიჯი ახალი გუნდის ასაშენებლად. "ბარსას" ადრეც დაუწყია ნულიდან, დაუწყია შუიდან და დაუწყია ახალი ლიდერებით.

მას შემდეგ, რაც ფეხბურთელები 1988 წელს ნუნიესს აუჯანყდნენ და მოთხოვნები წაუყენეს, ამ უკანასკნელმა 14 მათგანი დაითხოვა, მწვრთნელიც ზედ მიაყოლა და დახმარების თხოვნით იოჰან კრუიფს მიმართა.

ასე დაიწყო "დრიმ თიმის" ჩამოყალიბება.

აბსოლუტურად თავიდან იყო საქმე დასაწყები 2003 წელს, როცა ლაპორტა გაპრეზიდენტდა, "ბარსამ" ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულა და ცვლილებების დრო იყო, ამიტომ გუნდი ნელ-ნელა დაიცალა ჰოლანდიური კლანისგან. "ბარსასთვის" ბევრი გააკეთეს, მაგრამ ასე იყო საჭირო.

ასევე ლაპორტას პერიოდში, პეპმა გადაწყვიტა ჩავი-ინიესტას დუეტზე გაეკეთებინა აქცენტი, ლიდერად კი მესი ექცია, ამიტომ გუნდის ლიდერები, დეკუ და რონალდინიო გაუშვა. ახალი გუნდის შესაქმნელად, პირველი ნაბიჯი ყოველთვის მსხვერპლია და ლაპორტამ ეს ძალიან კარგად იცის.

პეპი ასეთ სწრაფ წარმატებას არ ელოდა, არც ლაპორტა ელოდა და საერთოდ არავინ ელოდა. სადებიუტო სეზონში ყველაფრის მოგება ზღაპარი იყო. გვარდიოლა ცდილობდა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიეყვანა გუნდი წარმატებამდე, ამიტომ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ მომდევნო ფორმაციის "ბარსა" სწრაფად აშენდება. პეპის შემთხვევა განსაკუთრებული იყო. უნიკალური.

თავად კრუიფსაც კი 4 წელი დასჭირდა "უემბლის" ტრიუმფამდე.

ამდენივე დასჭირდათ "ფერგის ბარტყებს" ლიგის მოსაგებად.

ასეა, დროა საჭირო.

ლაპორტას კი სწორი გეგმა აქვს, კარგია, რომ ფონტის გეგმა მისგან დიდად არ განსხვავდება, მაგრამ ვიქტორს რამდენად ეყოფა გამბედაობა, ამაშია საქმე. "ბარსა" უნდა გათავისუფლდეს იმ ვარსკვლავებისგან, რომლებიც ვარსკვლავურ ფეხბურთს ვერ აჩვენებენ. გვარდიოლას გაშვებულ ფეხბურთელებთან შედარებით, გრიზმანი, კოუტინიო და დემბელე, საბავშვო ბაღის ბავშვებს ჰგვანან. როცა რაღაცის გჯერა, ეჭვის შეტანა აღარ შეიძლება. ამიტომ ვანიჭებ ლაპორტას უპირატესობას, მიუხედავად მისი მინუსებისა. ასევე, ჰოლანდზე ორიენტირებაც ბოლომდე გამართლებული მგონია, ასეთი "მშიერი" ფორვარდი დღევანდელ ფეხბურთში არ არსებობს, მენტალური თვალსაზრისით ისეთივე მხეცია, როგორც მესი იყო მის ასაკში და მასზე ნაკლებ მიზანდასახულობას არ ავლენს, უბრალოდ წარმოუდგენელია გუნდში გადმოვიდეს და დაიჩაგროს.

თუმცა, ეს შორეული გეგმებია. პსჟ-მდე დიდი წმენდა ვერ მოესწრება, ეს მეტწილად ზაფხულის ამბავია.

გამოითქვა მოსაზრება, რომ "ბარსას" "მილანის" ბედი ელის. მცდარი მოსაზრებაა, "ბარსას" ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში შეუძლია დაეყრდნოს: შტეგენი, დესტი, დე იონგი, პუჩი, პედრი, ფატი - ეს უკვე ახალი თაობაა, რომელიც მომავალი "ბარსას" ბირთვს წარმოადგენს და თავისუფლად შეგვიძლია ვენდოთ. მთავარია, რომ შევინარჩუნოთ და განვითარება განაგრძონ.

გვჭირდება სწორი გეგმა, დიდი ინვესტიცია და მოთმინება.

პსჟ-თან თამაშით კლუბის ბედი ნამდვილად არ წყდება, მაქსიმუმ კუმანის ბედი გადაწყდეს.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #12 15 დეკემბერი 2020 09:47
    0
    ლაპორტა პრეზიდენტად, ხავი მწვრთნელად მაღალი დონის ნახევარმცველი ანდ შემტევი და ვინმე კარგი მცველის მოყვანა ასეთ შემთხვევაში გუნდი უძლეველი იქნება barca-1
    --------------------
    ꧁༺Øñ𝖊LᎥfe༻꧂

    ꧁༺Øñ𝖊Łøv𝖊༻.꧂

    ꧁༺ Øñ𝖊ŦͭEͤÅͣMͫ༻꧂ F C b a r c e l o n a
    მწერალი [?]
    #11 15 დეკემბერი 2020 01:06
    2
    სტუმარი დავითი,

    რეალიც თავიდან არის ასაშენებელი.
    მთავარი ბრძოლა სატრანსფერო ფანჯარაზე გვექნება : )
    სტუმარი დავითი
    სტუმარი [?]
    #10 15 დეკემბერი 2020 00:28
    1
    ამდენი ხანი აღარ გვაქვს. 4 წელიწადში ჩვენს უშუალო კონკურენტს 4 ჯერ შეუძლია ლიგის მოგება სანამ ჩვენ გუნდის აწყობას ვუნდებით. ამიტო ვფიქრობ რო დაცვა უნდა გავაძლიეროთ და სტილი აუცილებლად შევიცვალოთ.
    მეტოქის ნახევარზე მეტი პრესინგი და ზოგჯერ მეორე ნახევრად თამაშიც ლიგას მოგვაგებინებს აღარ გვყავს ჩავიესტა რაც არ უნდა ვეცადოთ, ისე მაინც ვეღარ დავიჭერთ ბურთს. დაცვა ვისწავლოთ ატლეტიკოსგან, ბაიერნისგან, ლივერპულისგან რავიცი ნებისმიერისგან :D.
    პიანიჩი გამოვიყენოთ რისთვის ვიყიდეთ, ძალიან გამოცდილია.
    ფატი თუ დაგვიბრუნდა მეორე თამაშისთვის კარგი იქნება, გასაღებია ეგ ბიჭი წარმატების.
    Culé [?]
    #9 15 დეკემბერი 2020 00:09
    0
    იმედია ლაპორტა მოიგებს არჩევნებს.მიდი ჟოან კულეებს შენი იმედი გვაქ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #8 14 დეკემბერი 2020 23:45
    1
    ციტატა: BARCELONA FOREVER
    მაინც გავცდებით ლენგლემ თუ არ იკისრა რამე :დ

    გეკადრება? ლენგლემ რა შეცდომა უნდა დაუშვას? გინახავს მაგისგან დაღალატებული გუნდი?!
    ლენგლე-უმთითი-გრიზმანი ტრიო არ უნდა პსჟ-ს?! დიდი სიამოვნებით 100 ლიმონში სამივეს
    (საახალწლო ფასდაკლება barca-7 )
    გულშემატკივარი [?]
    #7 14 დეკემბერი 2020 23:33
    0
    იმედია ლაპორტა გაიმარჯვებს blush
    Culé [?]
    #6 14 დეკემბერი 2020 22:47
    3
    მოვუგებთ დაცვამ თუ არ წაუვალვერდაა
    ფანი [?]
    #5 14 დეკემბერი 2020 22:42
    3
    მაინც გავცდებით ლენგლემ თუ არ იკისრა რამე :დ
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    ფანი [?]
    #4 14 დეკემბერი 2020 22:09
    2
    მესიამოვნა სტატია...პსჟ-თან მატჩს რაც შეეხება შანსები რომ დაბალია ეგ კარგად ჩანს თუმცა ოპტიმიზმის საშუალება ნამდვილად გვაქვს გავიხსენოთ იუნაიტედმა რაც უქნა პსჟს თუმცა გული სულ არ დამწყდება წაგების შემთხვევაში უბრალოდ უზარმაზარი ანგარიშით არ წავაგოთ დანარჩენი მომავლის საკითხია რასაც მე უზარმაზარი სიხარულით და ოპტიმიზმით ვუყურებ ერთი სული მაქვს ცენტრში რიკი პუჩის თამაშით ვისიამოვნო.....ვისკა ბარსა მალე დაბრუნდება შურისსაძიებლად და იმედია ის გუნდიბიც ფეხზე იდგებიან ვისთანაც ანგარიში გვაქვს გასასწორებელი.....
    ახალბედა [?]
    #3 14 დეკემბერი 2020 21:46
    1
    სასტავ manutd.ge საიტზე ნახეთ ძაან მაგარი გათამაშებაა, ფულს იგებ.
    ახალბედა [?]
    #2 14 დეკემბერი 2020 21:46
    0
    AGU3RO,
    თუ გამოჯანმრთელდა თამაშამდე ძაან გაგვიჭირდება
    ფანი [?]
    #1 14 დეკემბერი 2020 21:33
    2
    უძღები შვილი ბრუნდება ://