მატჩისშემდგომი მიმოხილვა: წავაგეთ ფეოლა!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: წავაგეთ ფეოლა!

- წავაგეთ ფეოლა!

- გაგიჭირდებოდათ..

ასეა საქმე. "ბარსას" წაგება აღარ გამკვირვებია, მით უმეტეს, ჩემპიონობის მთავარ ფავორიტთან, თან გასვლაზე. ხალხი მაინც არ არის, მაგრამ ფსიქოლოგიურად ცუდად მომზადებული გუნდისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

იქნებ სუარესის არყოფნამ ნაკლები საფრთხე შეგვიქმნასთქო, ვიფიქრე და ალბათ ასეც იყო. სუარესის ყოფნის შემთხვევაში უფრო დიდი ანგარიშით წავაგებდით. "ბარსამ" ამ შეხვედრაში დაკარგა სამი ქულა, ბოლომდე გაიაზრა, რომ არ არის ის გუნდი, რომელიც ჩემპიონობისთის იბრძოლებს, დაკარგა სერჟი რობერტო და ჟერარ პიკე. რაც ყველაზე ცუდად მენიშნა, მეორე ტაიმის მიმდინარეობისას, მომეჩვენა, რომ ჩვენს ფეხბურთელებს არაფერი ჰქონდთან ერთმანეთთან საერთო. ეს უკვე კატასტროფაა. მესის და გრიზმანის შეუთამაშებლობის ამბავი ვიცით, მაგრამ დემბელეც მხოლოდ თავისთვის თამაშობდა, ასეთი შეუთამაშებელი შემტევი ტრიო ძალიან დიდი ხანია არ გვყოლია.

კუმანი

იმ ფეხბურთელებით, რომლებიც რონალდ კუმანმა "ატლეტიკოსთან" გამოიყვანა, მეტად უცნაური ტაქტიკა იქმნება. მსგავსი რამ ვიხილე "იუვენტუსთან" და დიდხანს თვალებს არ ვუჯერებდი, მაგრამ ანალიზისას აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავი. შემადგენლობის მხრივ, ამ ორ შეხვედრაში ორი განსხვავება იყო, პიკეს ნაცვლად არაუხო იდგა, ხოლო შტეგენის ნაცვლად ნეტუ, თუმცა, ამას ტაქტიკაზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან ამ შემთხვევაში ნახევარდაცვასა და თავდასხმაზე მაქვს საუბარი.

კონკრეტულად რაშია საქმე - იქმნება ორი ზონა, შემტევებისა და ნახევარცმველების, მაგრამ ეს ზონები იქმნება დიაგონალური პრინციპით. მესი, გრიზმანი, დემბელე აქტიურად უტევენ, მაგრამ მარცხენა ფლანგი აუთვისებელი რჩება, რადგან პედრი კუმანის დავალებით ნახევარცმველს თამაშობს და არა გარემარბს. სწორედ ამან გამოიწვია მარჯვენა ფლანგის გააქტიურება და მარცხენის ინერტულობა, არადა, სანამ ფატი ჯანმრთელი იყო, მუდმივად საპირისპირო პრობლემა გვქონდა. მხოლოდ მარცხნიდან ვუტევდით, მარჯვენა ფლანგი მკვდარი იყო.

მეორმოცე წუთისთვის მხოლოდ ერთი შეტევა იყო მარცხნიდან და ისიც ალბას დამსახურებით. ამ ტაქტიკურ სქემაში, ალბა შეტევიდან საერთოდ გამოთიშულია, ეს კი გუნდის შემტევ პოტენციალს მნიშვნელოვნად აზარალებს.

დაცვის დროს დემბელეს ევალება მეოთხე ნახევარმცველის ფუნქციები შეასრულოს, თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებდა ამას.

ასეთი რამ ხშირად არ მინახავს, ალბათ იმიტომ, რომ არანაირად მომგებიანი არ არის. "იუვესთან" იმუშავა და კუმანმაც ჩათვალა, რომ შეიძლება ამგვარი ტაქტიკის გამოყენება. ასე რომ, ექსპერიმენტები გრძელდება.

სამეულები, "იუვესთან" და "ატლეტიკოსთანაც" აი ასე გადაადგილდებოდნენ:

ფრანგები

ჩვენი სანაქებო "მამლებიც" კი ვერ არიან შეთამაშებულნი. ფატის ტრავმის შემდეგ კაცი იფიქრებდა, ფრანგებს შეთამაშების პრობლემა არ ექნებათო, მაგრამ ასე ერთმანეთისგან მოწყვეტილი სამეული არსად მინახავს.

დემბელე აქტიური იყო. პირველ ტაიმში თავის ვიზავი დაჩაგრა, მაგრამ რამდენად გონივრულია მუდმივად ჩაწოდებაზე თამაში, როცა მესი და გრიზმანი გყავს საჯარიმოში?! გონივრულობა დემბელეს პლუსი არ არის.

აი ტაიმის ბოლოსკენ აურია. მცირე დაზიანება მიიღო და მას მერე თამაშიდან გაითიშა. ეს ალბათ შიშის ფაქტორია. შეშინებულმა გააგრძელა თამაში, რომ მძიმე ტრავმა არ მიეღო. მისი სამედიცინო ისტორიის მქონე ფეხბურთელისთვის ეს ბუნებრივი მოვლენაა.

გრიზმანი ტრადიციულად, ღერძს მოწყვეტილი პლანეტის როლში იყო.

მესი და გრიზმანი

თამაშის წინ, ისედაც არაჯანსაღი და კონფლიქტური გარემო, გრიზმანის ბიძამ უფრო მეტად დაძაბა. იერიში მიიტანა მესიზე. მესის ბარსელონაში დაბრუნებაც კი აღარ უხარია. დავიღალეო, განაცხადა. ალბათ გახსოვთ "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" - არის იქ ერთი პერსონაჟი, რომელიც გამუდმებით ყვირის - დავიღალეე, დავიღალეეე! არაფერს აკეთებს, უბრალოდ ზის, მაგრამ დაღლილია.

მენტალურად გატეხილია. მესიც ასეა. აღარ შეუძლია ამ გარემოში ყოფნა, რადგან გუნდს წლების განმავლობაში ნელ-ნელა ანადგურებდნენ, ახლა კი ყველაფერი მისი ბრალია. ის წარმოუდგენელი პერიოდი დაგვიდგა, როცა არგენტინის ნაკრებში სიხარულით მიდის, ხოლო ბარსელონაში დაღვრემილი ბრუნდება.

საშინლად ითამაშა, მაგრამ რაც შევქმენით, მისი დამსახურება იყო. ერთი-ორი კარგად ჩააწოდა და ჩვენი სახიფათო მომენტებიც ეგ იყო.

იქნებ ზამთარშივე მოხერხდეს გრიზმანთან დამშვიდობება?!

შტეგენის შეცდომა

კარგ ფორმაშია, მაგრამ გაგვწირა. მხოლოდ მისი შცდომ, რომ არ ყოფილა, ესეც ფაქტია. პიკე და რობერტო ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ეს პიკეს შეცდომაა, რობერტოსთან მანძილი აუცილებლად უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ დაუძახა, რომ ბურთი გაეტარებინა, მაგრამ იმდენად ახლოს იდგნენ, რომ მზად მაინც ვერ აღმოჩნდა და ბურთი ვერ დაიმორჩილა. მერე შტეგენიც გამოფრინდა.. ამ ყველაფერს მატჩის ვიდეო ანალიზისას მივუბრუნდებით.

ისევ გახვრეტილები ვიყავით ცენტრიდან, ამასაც ვიდეოში განვიხილავთ.

კრიზისი

აი, ასე გამოიყურება კრიზისი. ახლა მთავარი კითხვა შემდეგია - გაძლებს თუ ვერა კუმანი სეზონის ბოლომდე? ასე თუ გააგრძელა, ვერა, ვერანაირად ვერ გაძლებს. მისი მომყვანი ხალხიც აღარ არის სათავეში და ზამთარში დაგვემშვიდობება.

მაინც ვუსურვოთ, რომ გამოძვრეს ამ სიტუაციიდან, თორემ ზამთარში ვინ დაგვატყდება თავს, ეგეც რთული სათქმელია.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    გულშემატკივარი [?]
    22 ნოემბერი 2020 20:52
    2
    nika 54,
    მე კომენტარში მენეჯმენტზედაც მქონდა ლაპარაკი,მოდით პირადაპირ ვთქვათ 2 ტრანსფერი ითხოვა კაცმა და რომელი შეუსრულეს?მესიზე მეტს რო ვერავინ გააკეთებს ამას თქმა არ უნდა,უბრალოდ იმის აღიარებაზეა აქ საუბარი,რომ კაპიტანმა ატმოსფერო უნად შექმნას,გრემ ჰანტერის წიგნია ერთი ,,როგორ იქმნებოდა უდიდესი გუნდი მსოფლიოში",იქ პიკე ახასიათებს პუიოლს:ხანდახან იმდენ ხანს ვიყავით უკან უბურთოდ რომე მამთნარებდა ხოლმეო,მაგრამ უცბად მომვარდებოდა კარლესი და მიყვიროდა არ ჩამოგეძინოს აზრზე მოდიო(ციტირებას ზუსტად ვერ ვაკეთებ),კაპიტანი გუნდს უნდა ხოდავდეს,მარა ვინმემ ეს შეამჩნიეთ მესის?კიდევ ერთხელ ვიმეორებ არავის ვედრები,მაგრამ მესი არავიზე ნაკლებად არ მიყვარს,გადავიტანე რივალდო,რონალდინიო,პუიოლი,ხავი,ინიესტა(და მესისაც გადავიტან როგორმე)დღესაც ბარსას გულშემატკივარი ვარ და ვიქნები სულაც სეგუნდაში,რომ გავარდეს,მაგრამ აქ მარტო მწვრთნელი არაფერ შუაშია......
    Culé [?]
    22 ნოემბერი 2020 19:24
    2
    მოდით პირდაპირ დავარქვათ სახელი ყველაფერს. გრიზმანი, კოუტინიო, დემებელეს შორის სულ ვაბობდი რომ ერთად ერთი დემბელეს იმედი მქონდა მაგრამ ტრამვებმა და ცუდმა ტრენერებმა დაასამარეს მისი პოტენციალი, ამას დამატებული რასაც ვერაფრით ვერ ვიფიქრებდი დორტმუნდის მერე განსაკუთრებით ძალიან უტვინო გამოდგა. რაც შეეხება კოუტინიოს მოდით პირდაპირ დავარქვათ მასაც თავისი სახელი. არ არის ის ვისაც ელოდით და მუდამ წინააღმდეგი ვიყავი. გრზმანი ხომ საერთოდ. მოკლედ გასაშვებია ეს სამეული. სამწუხაროდ დემბელე არა მგონი აწი ბარსას შესაბამისად მოიქოქოს. გაუშვა გაექცა ეგ მომენტი
    ფანი [?]
    22 ნოემბერი 2020 19:20
    0
    მე არ მესმის მესის გაშვება და წასვლა რატო უნდა უნდოდეს ბარსას გულშემატკივარს?! არაუხო,უმტიტი,ფირპო, ალენია, კოუტინიო, (გრიზმანი პირველ რიგში გასაშვებია), ტრინკაო რატომ იყიდეს?! ნაყიდია და კარგი ვაცადოთ ერთი სეზონი, ბრაიტვეიტს რაც შეეხება- თუ ათამაშებდნენ ცენტრში ნახევარი სეზონი მაინც სასტარტოში გამოჩნდებოდა რეალურად შეუძლია თუ არა მას იყოს მინიმუმ კარგი შემცვლელი, თორე გაყიდვაც არაა პრობლემა, დემბელე კიდე თუ მოიქცეოდა ჭკვიანად გავაჩერებდი თორე არც ეგ დამენანებოდა გასაშვებად!ჭკვიანი და მოტივირებული ფეხბურთელების დეფიციტია, ახალგაზრდები არიან ოღონდ გაუშვან მოედანზე და შეჭამენ მოწინააღმდეგეს! როგორი კარგი ბიჭები ყავდა ბარასას, თუნდაც პერესი და ხოსე არნაისი ძალიან მაგარი ბიჭი! ხელმძღვანელობაა ყველაფერში დამნაშავე! კუმანის მოსვლა ბევრს უნდოდა დაბრდღვნის ყველაფერსო მაგრამ......
    საიტის ლეგენდა  [?]
    22 ნოემბერი 2020 16:59
    0
    ციტატა: BaRCeLoNiSiMOo
    ყველა თამაშში გვექნება პრობლემა სანამ მემფისი არ მოვა და ორივე ფლანგზე სწრაფი გამქცევი არ გვეყოლება, მე არ მესმის რატ ოუნდა დააყენო პედრი ფლანგზე როცა შეგიძლია დე ლა ფუენტე დააყენო, რომელიც რამდენიმე თამაშში ვნახეთ პრე სეზონზე და საკმაოდ სწრაფი და თამამი ფეხბურთელია, მესის ჭირდება ორივე ფლანგზე სწრაფი გარემარბი რო მისი ბოლო პასი იყოს არაპროგნოზირებადი, გუშინ ყველაფერი მარტივად იკითხებოდა, თან პოზიციურ შეტევაში დემბელე თავის პლიუსებს ვერ იყენებს, და თუ მაინც და მაინც ვარ აყენებს დე ლა ფუენტეს , მაშინ მესი უნდა დადგეს ფლანგზე დემბელე მარცხნივ და 10 იანი კოუტინიომ ითამაშოს, სხვა გზა არ გვაქვს სანამ სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.

    100%-იანი ხარ ფორვარდის პოზიციაზე საერთოდ უფუნქციოდაა მესი უფუნქციოდ და უბურთოდ არადა მესის უნდა ჰქონდეს ბურთი სულ მეც ზუსტად იმ აზრზე ვარ რო მესი და დემბელე ფლანგებზე იდგნენ კოუტინიო ათიანზე და წინ გრიზმანი გაცილებით მეტად დაიტვირთება მესიც და ბოლო ბოლო ორივე ფლანგს გამოვიყენებთ შეტევაში
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    ფანი [?]
    22 ნოემბერი 2020 16:49
    2
    ფაქტია რო ახალგაზრდებმა გუნდში ვერ შემოიტანეს ის სისხლი რასაც ელოდებოდა ყველა ვერც პედრიმ ვერც ტრინკაომ ვერც დემბელემ და ვერც დე იონგმა ამას ემატება ფატის ტრამვა და კუმანის ხისთავიანობა პუჩისთან დაკავშირებით არ ვიძახი გადამწყვწტ როლს თამაშობს ფუჩითქო მარა ხანდახან კლასს და ხარისხ მონდომება და გუნდის სიყვარული ჯობია რაც არცერთი არ აკლია პუჩის...რთულია როდესაც გუნდის ლეგენდები მოედანზე დადიან მაგათი ინდივიდუალური შეცდომებით აგებ მერამდენე თამაშს და ვერაფერს ეუბნები და გიწევს საკუთარი ფსიქოლოგიით ატანა არ გაგაჩნია გუნდური სულისკვეთება და არ გყავს მწვრთნელი რომელიც გამარჯვებებზე იქნება დაგეშილი ძნელია მარტო პოტენციით შეავსო ეს ყველაფერი
    წევრი [?]
    22 ნოემბერი 2020 16:48
    3
    ბარსას ყავს საშუალო დონის ფეხბურთელები გაპიარებული და ხელფასებით გაბერილი. ვერადროს წარმოვიდგენდი გუნდის ასეთ დონეზე დაცემას.
    --------------------
    ⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽ 🎅🎅🎅🎅🎅🎅🎅🎅👻👻👻👻👻👻👻
    საიტის ლეგენდა  [?]
    22 ნოემბერი 2020 16:12
    0
    ყველა თამაშში გვექნება პრობლემა სანამ მემფისი არ მოვა და ორივე ფლანგზე სწრაფი გამქცევი არ გვეყოლება, მე არ მესმის რატ ოუნდა დააყენო პედრი ფლანგზე როცა შეგიძლია დე ლა ფუენტე დააყენო, რომელიც რამდენიმე თამაშში ვნახეთ პრე სეზონზე და საკმაოდ სწრაფი და თამამი ფეხბურთელია, მესის ჭირდება ორივე ფლანგზე სწრაფი გარემარბი რო მისი ბოლო პასი იყოს არაპროგნოზირებადი, გუშინ ყველაფერი მარტივად იკითხებოდა, თან პოზიციურ შეტევაში დემბელე თავის პლიუსებს ვერ იყენებს, და თუ მაინც და მაინც ვარ აყენებს დე ლა ფუენტეს , მაშინ მესი უნდა დადგეს ფლანგზე დემბელე მარცხნივ და 10 იანი კოუტინიომ ითამაშოს, სხვა გზა არ გვაქვს სანამ სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.
    --------------------
    "ფეხბურთი მარტივი თამაშია, მაგრამ მისი მარტივად თამაში ძალიან რთულია, ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენია , ფეხბურთს თავით თამაშობ, ფეხები კი ამაში გეხმარებიან" - იოჰან კრუიფი
    Culé [?]
    22 ნოემბერი 2020 15:23
    2
    ციტატა: Dursun
    საერთოდ ვინმემ თუ დაითვალეთ რამდენჯერ დაკარგა მესიმ ბურთი?,არ გიფიქრიათ,რომ ეს კაცი თავის წასვლას ნელ ნელა აპრავებს,მაშინაც ვამბობდი,რომ როცა სუარესი წავიდა და მესიმ წასვლა გადაწყვიტა უნდა წავიდეს მეთქი,თუ თაობათა ცვლას არ ეთანხმება;ახლაც დარწმუნებული იმაში,რომ სუარესი უნდა წასულიყო,აქ იყო ლოგიკის მნიშვნელოვანი მარცვალი,ეს ესე ხდება,შეხედეთ რეალს გაუშვა რონალდო,მანამდე კი რაული და იერო,ეს ბუნებრივი პროცესია და ამას ვინც არ ეთანხმება უნდა წავიდეს,(ისე არავინ გამიგოს მე მესის დამსახურებას არ ვხედავდე),სხვა საქმეა ბართომეოს დაშლილი მენეჯმენტი,მაგრამ თაობათა ცვლა არის მტკივნეული პროცესი,შეხედეთ მანჩესტერს,რეალს,ჩელსის.......ვაფშე ის მიკვირს გრიზმანი ვის რათ უნდოდა,თანაც 120 მილიონად,კუმანი არ არის ცუდი მწვრთნელი მე მაინ ვფიქრობ უნდა დააცადონ და აუცილებელია ახალი მენეჯმენტის გუნდი,რომელიც გაართმევს თავს ბარსას ფინანსურ კრიზისს,ეს გუნდი ითამაშებს ჯერ ყველაფერი წინაა.....

    მესი რო დაბერდა და ისე აღარ გასდის ფინტები როგორც ადრე ცხადია, მაგრამ უკეთესად ვინ ითამაშა და ნაკლებჯერ ვინ დაკარგა ბურთი, ან ლეოზე მეტი მომენტი(თუნდაც ამ ფორმაში მყოფმა) ვინ შექმნა? გრიზმანმა? დემბელემ? თუ პედრიმ? გაგიკვირდებათ და ლენგლემ. კუმანი რა გუნდს ქმნის მე ვერ გავიგე და მე მგონი თვითონაც არ არის აზრზე რა უნდა. გრიზმანის მოედანზე გამოყვანას რა აზრი აქვს და რას ელის კუმანი მისგან აზრზე არ არის თვითონვე. გაახალგაზრდავებაზეა ლაპარაკი და სუარესის გაშვებით გადაიჭრა ეგ პრობლემა უკვე? როგორც მახსოვს კუმანმა მოსვლისთანავე არა მარტო სუარესი დაბრაკა "სიბერის" გამო არამედ პიკეც! რატომ ათამაშებს შეუცვლელად თქვაა სადმე? გავიდა პიკე და პიზდეც შეგვაჯდნენ საჯარიმოში ნავესებით რომელთა გამოტანაც პიკეზე კარგად არავის შეუძლია. კუმანი რაც დროზე წავა მით უკეთესი, თუ არადა ლიგაზეც ვერ გავალთ ამ ჩერჩეტთან ერთად.

    ციტატა: fcbmaniacofalltime
    კუმანმა უნდა გაასხას ეგ უკვე დაამტკიცა და ყოველ მატჩში ამტკიცებს თავის აზრებზე ჩაციკლული სირთავაა არანაირიტაქტიკა არ აქ გაუხურა ამ ტაქტიკას და სხვას არც ცდის არაა ეს ბარსას ტაქტიკა მაარა სხვა ტაქტიკაში კოუტინიო იკარგება მერე და ალბათ მაგიტო აყენებს მარა რა დროს ე კოუტინიოს როცა გუნდი აგებს გასადგებია ეგეც მოკლედ წასმვლელთა სია ასეთია მესი ზამთარშივე უნდა წავიდეს სანა დროა ფული მაინც უნდა აიღოს გუნდმა მაგაში ფირპო ეუმტიტი ბრაიტავიტა გრიზმანი პიანიჩი გააჯვას სუყველამ მოსაყვანია უპამეკანო დე ლიხტი ანხელინიო გარავენბერხი ან კამავინგა ჰალანდი უეჭველი მოსაყვანია უეჭვლეი და იმედია ლაპორტას და რაიოლას კაი ურთიერთობა გვაყიდინებს მაგას საყიდელია ასევე ხავი სიმონსია დასაბრუნებელი და პუჩს სათამაშ დრო 4-3-3 უნდა გადაეწყოს გუნდი ცებტრი არ გვყავს ფაქტობრივად არ ვიცი რა ყველა თანაშში იჩაგრება ჩვენი ცენტრი

    კარგად აზროვნებ მეც ეგრე მგონია უკეთესი იქნება, ოღონდ ისიც ამიხსენი შენი ჩამოთვლილი ფეხბურთელები რითი უნდა მოიყვანონ, უფასოდ გამოუშვებენ ვითომ? მაქსიმუმ ლეოში მოგვცენ 100-120 მილიონი, მაგრამ რატომ გგონია მას შემდეგ რაც მაგას აკადრა ბართომეუმ(ანუ ბარსამ; ან 700 მილიონი ან დარჩენა) მოინდომებს ლეო იანვარში წასვლას? და რატომ უნდა სცეს გუნდს პატივი როცა თავზე დაა..ვეს, და სულში ჩააფურთხეს. აბა ერთი წუთით წარმოიდგინე თავი მის ადგილზე, მაგის ღირსი იყო? გაეშვა იმ შტერს სახელფასო ბიუჯეტს რო განტვირთავდა, შემოსავალსაც ხო მიიღებდა გუნდი. და არა 700 მილიონს, სიტი მე მგონი 120-ს იხდიდა. ერთი ბართოს ტვინში ჩამახედა რას ფიქრობდა როცა ასე გადაწყვეტით ნა-უი გაუშვა ლეო. და კიდევ ერთიც, ნუ იტყვით რო ლეო სპეციალურად თამაშობს ცუდად, ეს დიდი შეურაცხყოფაა და ჩვენ ბარსას ქომაგებს არ გვეკადრება(ჩვენ რეალი არა ვართ) ლეო თამაშობს იმას რის საშუალებასაც მეტოქე და თანაგუნდელები აძლევენ. თვითონ კი ვერ შედის ფორმაში იმ სტრესის გამო რაც გადაიტანა.
    Culé [?]
    22 ნოემბერი 2020 15:08
    1
    ესეთი საშინელი თვე მე არ მახსოვს, ყველამ ყველაფერში წააგო ვისაც კი ვბალეშიკობდი

    ერთადერთი ჩეკო პერესმა დადო თავისი პირველი პოდიუმი ფორმულაში ამ სეზონში და გუშინ ლევერკუზენმა მოიგო, სხვა აბსოლუტურად ყველაფერი ცუდი მოხდა

    და ამ ბარსას რა ეშველება აღარ ვიცი მე
    ახალბედა [?]
    22 ნოემბერი 2020 14:57
    0
    მესი ჯობდა წასულიყო, აი მის დარჩენას არანაირი აზრი არ ჰქონდა. იმ ფულში კაი ტრანსფერებს გავაკეთებდით, მარაზმია რასაც ეგ შვრება. ფეხბურთელები დიდი დამნაშავები არიან და ბოლოს ისევ მწვრთნელს ბრალდება ყველაფერი.
    ფანი [?]
    22 ნოემბერი 2020 14:55
    0
    არაუხო და უმტიტი გამოჯანმრთელდებიან მალე და იმედია რონალდი არ იქნება ფორმიდან ამოვარდნილი ძაან, თორე უმტიტი როდის დააღალატებს გუნდს კაცმა არ იცის.


    თუ კუმანმა ვერ შეცვალა სიტუაცია ზამთარშივეა გასაშვები და სეზონის ბოლომდე გარსია პიმიენტამ უხელმძღვანელოს გუნდს, და ზაფხულში ჩავიმ შეუბეროს მუშაობას, ანარადა ფილიპ კოკუმ.


    ზაფხულში გუნდი უნდა გაიწმინდოს ბებრებისგან, ანუ კლუბი უნდა დატოვოს ალბამ, ბუსკეტსმა და პიკემ. ასევე უნდა წავიდნენ: უმტიტი, ფირპო, პუჩი (იჯარა), ბრაითვეიტი, გრიზმანი.


    მოსაყვანია: გარსია, რუდიგერი, ალაბა, ტალიაფიკო, დეპაი, ლაუტარო. და ზამენის ფორვარდად შეიძლება გაბრიელ ბარბოსა.


    ძირითადი შემადგენლობა:

    ტერ შტეგენი
    დესტი-გარსია-ლენგლე-ალაბა
    პიანიჩი-დე იონგი
    მესი-კოუტინიო-დემბელე
    ლაუტარო/დეპაი


    სარეზერვო შემადგენლობა:

    ნეტუ
    ს,რობერტო-არაუხო-რუდიგერი-ტალიაფიკო
    ალენია-მატეუშ ფერნანდესი
    კოლიადო-პედრი-ანსუ ფატი
    ლა დე ფუენტე/ გაბრიელ ბარბოსა
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    ფანი [?]
    22 ნოემბერი 2020 14:55
    2
    ერთი წლის წინ ინტერვიუში ჰქონდა ნათქვამი კუმანს რომ ბუსკეტსი, პიკე, ვერ ითამაშებდნენ ჩემს გუნდშიო, რადგან პრესინგია საჭირო. მესის პრესინგს ვერ ათამაშებ რაც არ უნდა მოისურვო, ბუსკეტსი დაბერდა, პიკე ბიზნესსა და ფეხბურთს შორის არჩევანი უკვე დიდი ხნის წინ გააკეთა. გრიზმანი, ლენგლე საერთოდ ცალკე საკითხია, ელემენტარული სვონ სიტის დონესაც არ აჩვენებენ პირდაპირი მნიშვნელობით, რაზეა საუბარი საერთოდ. ან ბრეტვეითი ვისთანაა, მოკლედ ღრმად *რაკში ჩააგდო გუნდი ბართომეუმ. ამ ფონტის მოსვლასაც ცუდი პირი უჩანს, ძალიან ბევრს ლაპარაკობს, ეს კი ცუდის მანიშნებელია. ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ მაქსიმალურად ბევრი დრო, ფაქტი ერთია, რომ ფატი, პედრი სწორ გზას ადგანან, ესეიგი კუმანის გეგმა მუშაობს, მაგრამ სამწუხაროდ ამ გუნდში არ უნდა იყოს არც მესი და არც ბუსკეტსი და მითუმეტეს ზემოთ ჩამოთვლილი ძალით ფეხბურთელები, რათა გუნდის თავიდან აშენება მოხდეს.
    --------------------
    "They won't remember the trophies we won, they will remember the way we played" - Pep Guardiola.
    მწერალი [?]
    22 ნოემბერი 2020 14:48
    2
    ყველაზე ცუდი ის არის, რომ ფული საერთოდ არ გვაქვს.
    როგორც კი ახალი პრეზიდენტი მოვა, აღმოჩნდება, რომ ფინანსურად იმაზე მძიმე ვითარებაა, ვიდრე ახლა ხატავენ.

    ანუ, მნიშვნელოვნად ვერ გავძლიერდებით. მაქსიმუმ შეგვიძლია, რომ გრიზმანი-დემბელე-კოუტინიოში ერთი ისეთი ვარსკვლავი მოვითხოვოთ, რომელიც მართლა გამოგვადგება.
    ფანი [?]
    22 ნოემბერი 2020 14:31
    3
    ასე ხდება როცა უვარგისი ბებრებით გატენი გუნდს. ატლეტიკოსთან 11 კაცით თუ არ ირბინე და გუნდურად არ შეუტიე ვერაფერს იზამ. ვერცერთ ძლიერ გუნდს ვერ მოუგეს და ასეც იქნება სეზონის ბოლომდე. დიდი პატივისცემის მიუხედავად წლის ბოლოს მესი, ბუსკეცი და პიკე უნდა წავიდნენ და მთლიანად ახალგაზრდებს დაუთმონ დრო. უზარმაზარ ხელფასებს იღებენ და სირბილიც არ შეუძლიათ. კუმანმა კი თუ ასე გააგრძელა ჯიუტად შეცდომების გამეორება გასაშვებია ეგეც. სპორტულ, ფინანსურ, ინსტიტუციურ, ყველანაირ კრიზისშია გუნდი და კაი ხანი არაფერი ეშველებათ თუ ახალი პრეზიდენტი ძირეულ ცვლილებებს არ განახორციელებს.
    ფანი [?]
    22 ნოემბერი 2020 14:30
    3
    ჯანდაბას ყველაფერი , მაგრამ მიკვირს პედრი რატო ათამაშა ნახევარმცველად და არა ვინგერად როგორც 1-2 თამაშში ათამაშა და გაამართლა კიდევაც , რატო ტენის კუმანი ყველას ცენტრში ? , ან რას ერჩის ან ალენიას ან პუჩს , რატო ამოიჩემა , ახლა კიდე პიკეს ტრავმა , მოკლედ სერიოზულად დაერხა გუნდს და ვერ ვაცნობიერებთ , ახლა მხოლოდ ექსპერიმენტები ღა და დაგვრჩა იმედია დე იონგს არ ამოალპობს ცენტრალური მცველის პოზიციაზე დანარჩენ მატჩებში და ბე გუნდიდან ათამაშებს ვინმეს
    მწერალი [?]
    22 ნოემბერი 2020 14:23
    2
    ციტატა: nika 54
    "გრიზმანი ტრადიციულად, ღერძს მოწყვეტილი პლანეტის როლში იყო"
    პლანეტა ღერძს ვერ მოწყდება, იმიტომ არა აქვს, აი ორბიტიდან კი შეიძლება მოწყდეს კიდეც და საერთოდ სხვა გალაქტიკაში ამოყოს თავი.


    წარმოსახვითი ღერძს, უბრალოდ ღერძს უწოდებს ყველა, არ არსებობს, მაგრამ ვაღიარებთ პლანეტების მოძრაობის განსასაზღვრათ. დეფინიციის დონეზე.
    ორბიტას თუ მოწყდა, შესაბამისად სხვა სივრცეში და დროში დაიწყებს მოძრაობას და არსებითი (წარმოსახვითი) ღერძი დაირღვევა.
    შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უწინდელ ღერძს მოწყვეტილი იქნება.

    არსებითად, მართალი ხარ.
    სიტყვიერად "ღერძსმოწყვეტილი" უფრო მომწონს : )

    ციტატა: Konrad de la Fuente
    ციტატა: ფეოლა
    Konrad de la Fuente,

    რა თქმა უნდა, ცუდ დროს გაუშვეს.
    საერთოდ მოსაყვანი არ იყო, მაგრამ გაშვებით ცუდ დროს გაუშვეს.

    ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული. დაწერილი გვაქვს მაგაზე, ბევრჯერ.

    სრულიად ალოგიკური გადაწყვეტილებებია წლები მიღებული და მაგ შედეგს ვიმკით, ისე კი ლუჩო და ნეიმარი რაც წავიდნემ გუნდმა აი მაქედან დაიწყო რეგრესი.


    გაცილებით ადრე. სისტემა როსელის მოსვლის დღიდანვე შეიცვალა. ნელ-ნელა მოხდა აბსოლუტური გარდაქმნა.
    ნეიმარის წასვლა უბრალოდ საშინელი ტრანსფერები მოყვა და მაგან საერთოდ ფსკერამდე ჩაგვაგდო, თორემ მბაპე, რომ მოეყვანათ მაგის ნაცვლად არც ნეიმარი გაგვახსენდებოდა და მემგონი არც კრიზისში ვიქნებოდით : )

    როსელმა კრუიფი ჩამოაცილა გუნდს. რეალურად კრუიფზე იდგა ბარსას სისტემა. მთავარი მრჩეველი იყო. მაგიტომ წავიდა მერე გვარდიოლაც. ბართომეუმ და ფერნანდესმა რაც ქნეს ეგ ცალკე ტრაგედიაა. კიდევ მაგრად გავძელით მაგათ ხელში.
    ახალბედა [?]
    22 ნოემბერი 2020 14:16
    1
    ციტატა: ფეოლა
    Konrad de la Fuente,

    რა თქმა უნდა, ცუდ დროს გაუშვეს.
    საერთოდ მოსაყვანი არ იყო, მაგრამ გაშვებით ცუდ დროს გაუშვეს.

    ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული. დაწერილი გვაქვს მაგაზე, ბევრჯერ.

    სრულიად ალოგიკური გადაწყვეტილებებია წლები მიღებული და მაგ შედეგს ვიმკით, ისე კი ლუჩო და ნეიმარი რაც წავიდნემ გუნდმა აი მაქედან დაიწყო რეგრესი.
    მწერალი [?]
    22 ნოემბერი 2020 14:12
    2
    Konrad de la Fuente,

    რა თქმა უნდა, ცუდ დროს გაუშვეს.
    საერთოდ მოსაყვანი არ იყო, მაგრამ გაშვებით ცუდ დროს გაუშვეს.

    ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული. დაწერილი გვაქვს მაგაზე, ბევრჯერ.
    ახალბედა [?]
    22 ნოემბერი 2020 14:08
    3
    ისე, რაცარუნდა პარადოქსულად ჟღერდეს ვალვერდეს გაშვება სისულელე იყო დიდი. მაგას რაღაც ტაქტიკა და გეგმა მაინც ჰქონდა, ლა ლიგაშიც უკეთესი შედეგი აჩვენა და დამაჯერებლად მოიგო. მაგის ბოლო იგრა რო იყო ატლესთან გუნდმა მშვენივრად ითამაშა, დაცვამ ჩაისვარა მანდ უბრალოდ. ჯობდა სეტიენის მოყვანას და ამ ამბებს სეზონის ბოლომდე ეცდევინებინა.
    Culé [?]
    22 ნოემბერი 2020 14:02
    1
    "გრიზმანი ტრადიციულად, ღერძს მოწყვეტილი პლანეტის როლში იყო"
    პლანეტა ღერძს ვერ მოწყდება, იმიტომ არა აქვს, აი ორბიტიდან კი შეიძლება მოწყდეს კიდეც და საერთოდ სხვა გალაქტიკაში ამოყოს თავი.