მატჩისშემდგომი მიმოხილვა: რონალდ დაჯექი, ორიანი!

  • 18-10-2020, 16:19
  • მატჩისშემდგომი მიმოხილვა: რონალდ დაჯექი, ორიანი!

    მატჩს წინ უსწრებდა კონკურენტების შეხვედრები. "ატლეტიკომ" მოიგო და სუარესმა მორიგი გოლი შეაგდო, მადრიდის "რეალი" კი დამარცხდა და "ბარსას" წინ გასვლის საშუალება მიეცა. როგორც წესი, ასეთ დროს გუნდებს დამატებითი მოტივაცია ეძლევათ, მაგრამ "ბარსას" მოტივირებულის არაფერი ეტყობოდა.

    რა თქმა უნდა, სანაკრებო პაუზამ თავის როლი ითამაშა, თუმცა ისიც გამოჩნდა, რომ მხოლოდ გადაღლაში არ ყოფილა საქმე. კუმანის გუნდმა ჯერჯერობით ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა, ადრე თუ გვიან ყველა მარცხდება, მაგრამ თამაშის ხარისხი ისეთი იყო, რომ ვალვერდე და სეტიენი გაგვახსენა. ანუ, იგივე კინოში დაგვაბრუნა, რომლის ყურებაც აღარ გვინდა და აღარც შეგვიძლია.

    დებიუტი სასტარტოში

    სამი ასეთი ფეხბურთელი გვყავდა. სერჟინიო დესტი, პედრი და უსმან დემბელე (ამ კონკრეტულ სეზონში). დესტსა და პედრის შორის საუკეთესოს გამოვლენა გამიჭირდება, რადგან ყველაზე მონდომებულები სწორედ ისინი იყვნენ, მაგრამ დემბელე რომ ამ სამიდან და ალბათ მოედანზე მყოფთაგან ყველაზე ცუდი იყო, ეს ნათლად გამოჩნდა. თითქმის ყველა ბურთი დაკარგა და მისი მთავარი პრობლემა ისევ ღიაა - ვერასდროს იღებს სწორ გადაწყვეტილებას, როცა დრიბლინგია საჭირო, პასს აკეთებს, თან არაზუსტს, როცა პასია საჭირო - დრიბლინგზე მიდის. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ეს აზროვნების პრობლემაა, რომელსაც არაფერი ეშველება, ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ აზროვნების უნარს ვერაფერს უზამ, ან აზროვნებ, ან ვერა.

    ძალიან დიდი ხანია არ უთამაშია და რა თქმა უნდა, ამანაც ითამაშა თავის როლი, მაგრამ ძალიან მძიმე სანახავია, როცა ამხელა პოტენციალის მქონე ფეხბურთელს უყურებ და ხვდები, რომ სამი წლის განმავლობაში საერთოდ არ გაზრდილა.

    კარგი იყო პედრი, იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია, რომ ასეთ შეხვედრაში ვინმე კარგი ყოფილიყო. აქტიურობდა, არც სიზუსტე აკლდა და ყველაზე სახიფათო მომენტი სწორედ მისი აქტიურობის შედეგად შეიქმნა, როცა უმოკლეს მონაკვეთში მოტეხა მცველი და დესტი მოძებნა, მან მესის დაუგორა და ბურთი ძელს მოხვდა. კარგი მომენტი იყო, ცუდი ის იყო, რომ მხოლოდ ერთი იყო ასეთი, მეტი არ ყოფილა.

    საერთო სურათიდან გამომდინარე, ვერც დესტს შევაქებთ, მაგრამ კონკრეტულ მომენტებში ჩანს, რომ კარგი ფეხბურთელია, ტექნიკური, სწრაფი და ჭკვიანი ბიჭია. მისი ფლანგიდან დიდი საფრთხე ნამდვილად არ შექმნილა, ძირითადად მარცხნიდან გვიტევდა გუნდიდან უსამართლოდ გაშვებული კუკურელია, რომელსაც სერჟი რობერტო ვერ გაუმკლავდა.

    ფრენკი დე იონგი

    პირველ ტაიმში ალბათ საუკეთესო იყო, ბევრს მოძრაობდა, ბურთი კარგად ამოჰქონდა, რამდენჯერმე წარმატებული დრიბლინგიც განახორციელა, გამოჩნდა, რომ წინა შეხვედრის შემდეგ კრიტიკამ მასზე დადებითად იმოქმედა, მერე კი ყველაფერი აირია, მეორე ტაიმის დასაწყისში თერთმეტმეტრიანი აიკიდა და დე იონგიც გაფუჭდა. ახლა მთავარია ამან ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ცუდი სამსახური არ გაუწიოს და ეს თამაში რაც შეიძლება სწრაფად დაივიწყოს. შემდეგი ტური უკვე "კლასიკოა" და იქ შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვექნება.

    გრიზმანი

    ისევ უგოლოდ. ანტუან გრიზმანი ჩვენი კოლექტიური ტკივილია. ფრანგი ფორვარდად თამაშს ითხოვს და დაიწყო კიდეც ამ პოზიციაზე თამაში, ფლანგზეც ხშირად იწევდა, ყველგან მოძრაობდა, მაგრამ დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებია, უფრო სწორად გააკეთა - ერთი-ერთზე გავიდა და ტრიბუნაზე შემოპარულ მაყურებელს ბურთი თავში გაარტყა.

    ყოჩაღ ანტუან!

    ფაქტია, რომ გრიზმანი სუარესს ამჯობინეს, გვინდა თუ არა სეზონის ბოლოს გოლებს დავითვლით, ვინ უფრო მეტს შეაგდებს და ვინ უფრო კარგ სეზონს ჩაატარებს. ჯერჯერობით სუარესი უკეთესია და მეეჭვება, რომ გრიზმანის ცხოვრებაში რაიმე შეიცვალოს. ეს ნიშნავს იმას, რომ პრობლემა თავდასხმაში მთელი სეზონის განმავლობაში გვექნება, ან ზამთრის სატრანსფერო პერიოდში წავინადირებთ და მემფის დეპაის მივუბრუნდებით.

    მართლაც მძიმე მდგომარეობაა. ლიონელ მესის გარდა ვერავის იმედზე ვერ ვიქნებით. სიგიჟეა 17 წლის ბიჭს ყველა თამაშში გოლის გატანა მოთხოვო. მეორე მხრივ კი გრიზმანი გვყავს, რომელიც თავს ვერ პოულობს და მცირე იმედსაც კი არ გვაძლევს, რომ რამე შეიცვლება. ადრე თუ გვიან გაიტანს, მაგრამ გატანაც ვერ შველის საქმეს. პრობლემა ის არის, რომ ყველაფრიდან ამოვარდნილია, არ არის ერთიანი გუნდის ნაწილი. მოკლედ, სეზონის ბოლოს, ორ ფრანგში თუ ერთ კარგ თავდამსხმელს მოგვცემენ, გადასარევი ამბავი იქბება.

    კუმანი

    სუსტი იყო რონალდ კუმანიც. ბევრი ვერაფერი შეცვალა. ცოტა გამოვცოცხლდით მას მერე, რაც ბრეითუეიტი გამოვიდა, ამ დროს ის მაინც ვიცით ზუსტად, რომ გუნდს ცენტრფორვარდი ჰყავს. ერთი კარგი მომენტი შექმნა, მაგრამ პასი ვერ იყო ზუსტი, მეორედ მცველთან ბრძოლაში ისე მოხდა, რომ ავტოგოლს იტანდნენ, მაგრამ ხარიხას მოხვდა. ბრეითუეიტი რომ ოდნავ მაღალი კლასის ფორვარდი იყოს, ან "ბარსას" აღზრდილი მაინც რომ იყოს, გრიზმანი უკვე სკამზე იჯდებოდა, მაგრამ ბრეითუეიტი ბრეითუეიტია, ამიტომ "კლასიკოს" ალბათ ისევ გრიზმანი დაიწყებს, მით უმეტეს, რომ ტრინკაუმ შოკში ჩაგვაგდო, ორჯერ მოიქნია ფეხი და ბურთი სად ჯანდაბაში წავიდა, კაცმა არ იცის.

    რონალდ დაჯექი, ორიანი. მოსვლის დღიდან ირწმუნებოდა გრიზმანს ავათამაშებო და ჩაფლავდა.

    პ.ს: ეს ვარდისფერი ფორმა რა უბედურებაა?!


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    19 ოქტომბერი 2020 12:38

    გრიზმანს დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებია, უფრო სწორად გააკეთა - ერთი-ერთზე გავიდა და ტრიბუნაზე შემოპარულ მაყურებელს ბურთი თავში გაარტყა.
    ყოჩაღ ანტუან!


    😃 რას ერჩით ამ კაცს, ზრუნავს კლუბის ფინანსებზე - იმ შემოპარულ კაცს ხომ დააჯარიმებდნენ?!!!

    0
    გასულია
    Gaucho24 ფანი [?]

    18 ოქტომბერი 2020 22:13

    სერიოზულ პანიკას ქმნით , ახლა დაიწყო სეზონი , ერთი წაგებაა , პირველი ორი თამაში ნორმალური იყო , მესამე ცოტა ცუდი , ახლა კი ძალიან ცუდი იყო მაგრამ არაუშავს , ჯერ მაინც ახალი გუნდია , შეთამაშება აკლიათ , ძალიან ნათლად ჩანს რომ ერთმანეთს ვერ უგებენ არ იციან რომელი ზონები უნდა შეავსონ , კომბინაციური ფეხბურთი ჯერ ამ გუნდში ვერ იქნება , იმ დროინდელი ბარსას , ოქროს ხანის ბარსას , მთავარი უპირატესობა სხვებთან ის იყო რომ ფეხბურთელები ერთმანეთს თვალდახუჭული გრძნობდნენ , ხავი ინიესტა მესი ბუსკეცი პიკე ცესკი ერთად იზრდებოდნენ ლა მასიადან და მათ ერთმანეთისთვის არ სჭირდებოდათ დაძახება , მინიშნება , ხავიმ იცოდა ინიესტა სად იდგა , სად გაიხსნებოდა , იცოდნენ მესი როდის აჩქარდებოდა როდის უნდა მიეცათ პასი , ბუსკეცი გრძნობდა ხავიესტას და ზონებს ავსებდა , ახლა გუნდში სრული ქაოსია , მარჯვენა ფლანგი მკვდარია , გრიზმანი რობერტო , ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კომბინაციაა ფლანგზე , მარცხენა ფლანგზე ალბას გარეშე არაფერი გამოვა , ყველაზე მეტად ვინც მესის უგებს ალბაა , გრძნობენ ერთმანეთს , ასე იყო ადრე როდესაც მარჯვნივ ალვეში იდგა , ახლა გუნდებმა იციან რომ მარჯვენა ფლანგს ყურადღება არ უნდა მიაქციონ და ცენტრს უკეტავენ გუნდს , ადრე ბარსას ეგ იარაღი ქონდა რომ ფლანგების საშუალებით მეტოქე გუნდის ნახევარდაცვასა და დაცვას შლიდა და ზონები რჩებოდა რომელსაც სხვები ავსებდნენ , ცალ-ცალკე რომ ავიღოთ გუნდში ცუდი ფეხბურთელები არ არიან , გრიზმანი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია , დე იონგი კოუტინიო ბუსკეცი სამივე ძალიან კარგები არიან , მაგრამ ერთად ვერ ქმნიან ტანდემს , ბუსკეცი თავის პოზიციაზე დგას , დე იონგმა არ იცის რა ქნას კოუტინიოც მარტოა , შემტევები ნახევარდაცვას ვერ გრძნობენ , ამ გუნდს ვერც გუარდიოლა უშველის ვერც ხავი , ამ გუნდს უბრალოდ დრო სჭირდება , პიანიჩის თამაში რაც ვნახე მომეწონა ძალიან კარგი იყო , როდესაც შტეგენი დაბრუნდება , ალბა დაბრუნდება , უმტიტი შევა ფორმაში , ახლები შეთამაშდებიან გუნდი დაიწყებს თამაშს , ახლები კი არ უნდა შეეწყონ ძველებს , არამედ ახალი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს რომლებიც ერთმანეთს გაუგებენ , პიანიჩი დე იონგი კოუტინიოს ნახევარდაცვაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი ინტენსიური ვარჯიშებია საჭირო მათი და შემტევების , შემტევების უფრო მეტად დატვირთვაა აუცილებელი , ფლანგებზე სწორი ფეხბურთელების გამოყენება , ადრე ბოლო წლებში ბარსა იყო მესი და მეტი არაფერი და ახლა ბარსა ცალკეა და მესი ცალკე , მთლიანად ამოვარდნილია , არანაირი პოზიცია არ უჭირავს მესის , ცრუ ფორვარდი ეგ არაა რასაც ახლა ის თამაშობს , არც ფლეიმეიქერია , არც ფორვარდი და არც გარემარბი , ჩემი აზრით მესი უნდა დადგეს მარჯვენა ფლანგზე საიდანაც შევა ცენტრშიც კი ბატონო , შუაში კოუტინიო უკან დე იონგი პიანიჩი მარცხნივ ფატი და წინ გრიზმანი , მესი და გრიზმანი შეცვლიან ხოლმე პოზიციებს ისევე როგორც გრიზმანი ფატი და კოუტინიო ეს თამაშიდან გამომდინარე მოხდება მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს რას აკეთებს ახლა არავინ არაფერი არ იცის , არანაირი გამჭოლი პასები , დაფარული პასები , მცველებს უკან ჩაგდებული ბურთები , ერთი პასით გაჭრილი ნახევარდაცვა და დაცვა , არაფერი არაა , ადრე ასეთ ამოწეულ გუნდებს ბარსელონა აცამტვერებდა , ხავი ინიესტა ერთი პასით , ერთი კომბინაციით შლიდა ყველაფერს , იმიტომ რომ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ , ამათაც სჭირდებათ მსგავსი ვარჯიში , ვარჯიშიდან მოდის ყველაფერი და გუნდში სულისკვეთება და ერთიანობა არაა და უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი და ერთად უნდა ივარჯიშონ ამაზე ტრანსფერებზე კი დეპაი და ვეინალდუმი სულაც არაა საჭირო , დემბელე გასაშვებია აშკარად იტანჯება ეგ ბიჭი ბარსაში , კარგი იქნება თუ ლაუტაროს მოიყვანენ ფორვარდი დღევანდელ ფეხბურთში აუცილებელია , მითუმეტეს მსგავსი მოძრავი და მებრძოლი ფორვარდი , ასევე აუცილებელია უპამეკანო , მცველი რომელიც დაიწყებს შეტევებს საიმედოა და გონიერი , და თუ მაინცდამაინც უნდა კუმანს იყოს დეპაიც , მარცხენა ფლანგისთვის , რადგან ფატი მთელ სეზონს ვერ ითამაშებს , მაგრამ ბევრი ტრანსფერი არ შეიძლება ეს უფრო არევს ისედაც არეულ გუნდს , უბრალოდ დრო და ვარჯიში სჭირდებათ ამ სეზონში შეიძლება ვერ გაიბრწყინონ და ვერ მოიგონ ტიტულები მაგრამ ამ გუნდს , სწორი რამდენიმე ტრანსფერით , პოტენციალი აქვს რომ ისევ დაბრუნდეს მწვერვალზე თუ ყველაფერი სწორად გაკეთდება.. წარმატებები , იმედია კუმანი შეცვლის ყველაფერს.

    0
    გასულია
    პატარა პრინცი წევრი [?]

    18 ოქტომბერი 2020 21:12

    ,,ანტუან გრიზმანი ჩვენი კოლექტიური ტკივილია" - მაგარი იყო😆 სამწუხაროდ, დიდი ხანია ველოდები რამე გამოვიდეს ამ ფეღბურთელისგან და არ დაადგა საშველი ბარსაში...

    0
    გასულია
    Don_Andresito [?]

    18 ოქტომბერი 2020 18:45

    მოკლედ ბანი 2 კვირის წინ მომეხსნა მარა არ შემოვსულვარ. ახლაც უცებ შემოვირბინე,მაინტერესებდა ჩემთვის პატივსაცემი ხალხის აზრი და კიც მოვისმიინე. ისე კი საიტის მიმართ გული აღარ მიმდის მას მერე რაც ადმინმა მე დამბლოკა როცა ის არარაობა ვიღაც, ტყუილ სახელს და ტელეფონის ნომერს ამოფარებული იგინებოდა. დამბლოკოს კაცო, ანი ბარსები კიდე უმრავლოს ღმერთმა. გაუბინძურეს და გაუფარჩაკეს საიტი. მოკლედ ჩემ აზრს დავწერ მაინც და გავალ.

    კუმანის 0 ობა გუშინ ჯერ იმაში გამოჩნდა რო, როცა აზრები გამელია ჩაწოდებაზე გადავიდა. ჩაწოდებაზე გადაიყვანა გუნდი რომელსაც ჩამწოდებელიც არ ყავს (2 ჯერ 1 კაცს გაარტყეს ჩაწოდებისას ბურთი რასაც კონტრა მოყვა) და არც ყავს საჯარიმოში მოქმედი ფორვარდი, თუ ჩაწოდებები უნდოდა რატო მოიშორა ჩქარ ჩქარა სუარესი? გრიზმანი 0 ია და კუმანი კი არა მამაზეციერი ვერ უშველის მაგას. სასწრაფოდ ტრანსფერია საჭირო. დაბრუნდეს ატლეტიკოს მსგავს გუნდში სანამ 30 მილიონს მაინც გადმოგვიგდებენ. დაცვაში ზუსტად იგივე ქაოსია. გამორობერტოებული და გამოპიკებული. ლანლგეს მცველად არც ვთვლი. დე იონგს კიდე ჩვეულებრივი ჯადო აქვს, 21 ნომერიანი ჯადო რაც გომეშსაც ქონდა. უინტელექტობის გამოვლინება იყო პენალტის აკიდდება ეგეთ უწყინარ სიტუაციაში. გასაგებია რეალის კარში რო არ დაიდებოდა ეგ პენალტი მარა ხო ვიცით რაც ხდება მსაჯობაში, სელტასთან რო დაგვჩაგრეს ვის რა გადაუღუნეს? გუნდმა ითამაშა და მოიგო. გუშინ კიდე ფრენკი და გუნდის სხვა წევრებიც არარაობები იყვნენ. პირველ რიგში ისევ მესის დავუბრუნდები. საშინელებაა თვალებჩამქრალი მესის ხილვა, მგონი საერთოდ გაუქრა ჟინი. წასულიყო ის აჯობებდა ესეთ ყოფნას, საერთოდ ვერაფერს აკკეთებს ღირებულს. ისევ მესის დონიდან გამომდინარე თორე გრიზმანს რო ჯობია ვიცით. მოკლედ დაცვა 0, ნახევარდაცვა 0, პიანიჩი ჩასვას და მოაშოროს ცოტა ხნით თანამემამულე, შეტევა 0. ტრინკაოს გაუკეთა პორტუგალიური ჯადო. არადა უნიჭIერესი ბიჭია მარა აბნეული გამოყავს უაზროდ სულ. ერთი პედრის ფატის არაუხოს და რამდენიმე ახალაზრდას იმედი მაქვს. ცოტათი მაინც განვითარდნენ სანამ ჩავი მოვა. თორე 4 ლი სანატრელი გახდება. მესი დღეს ერთი ჩვეულებრივი იგროკია. დემბელზე არანაკლებ კარგავს ბურთს და შლის შეტევას. მაინც მაგაზე თამაშობენ. დემბელე კიდე იმედია ბოლოჯერ მოხვდა გუნდის განაცხადში. მოკლედ ცვლილება უარესობისკენაა.

    8
    გასულია
    marco reus 11 Culé [?]

    18 ოქტომბერი 2020 18:14

    სუარესი გააგდო ამ ჩინურმა ტრამპმა და ვუყუროთ ახლა ჩვენი ფინიშერები როგორ უშვებენ ბურთს ტრიბუნებზე . დემბელეს დდშვც და ვინც ეგ მინდორს გააკაროს კიდე იმისი. ინვალიდი სი*ი!!

    4
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    გასულია
    getsby Culé [?]

    18 ოქტომბერი 2020 17:40

    წელს არც არავის აქვს იმედი რო რამეს მოიგებენ, ტიპებმქ დაყიდეა ფეხბურთელები გააჩუქეს და მარტო დესტი მოიყვანეს.დ მბაპეც ვერ უშველის ასეთ ბარსას

    2
    გასულია
    Alien messi ფანი [?]

    18 ოქტომბერი 2020 17:27

    ლა ლიგა ბოლო წლებია ჩემპიონატი კი არა კაზინოა ერთ დღეს აგებს ბარსა რეალი სევილია თან ეზოს გუნდებთან😂👎🏻 როგორც გინდა სუსტი იყოს ეს რეალი ან ბარსა კარგით რა😒 ბოლო ბოლო კუმანმა რო გაიგო რეალმა და სევილიამ წააგო რაღას ახალისებ შემადგენლობას დააყენე მთავარი სასტავი და მიაწექი ბოლომდე მოგებას კარგი რა კარგი არამარტო შედეგიანობის მხრივ არამედ ყველაფრის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე *** ჩემპიონატი ხდება ლა ლიგა

    8
    გასულია
    gio 001 წევრი [?]

    18 ოქტომბერი 2020 17:17

    ციტატა: Iniesta_8
    ყველამ ჩაისვარა უკლებლივ, არცერთზე გადაბრალება არ გამოვა.ერთი კაცი დამისახელეთ ვინც კარგად ითამაშა ან სათადარიგოდან კარგად შემოვიდა. კუმანი თუ ისევ ჯიუტად აპირებს რობერტოს და ლანგლეს ძირითადში გაჩერებას დაივიწყეთ ტიტულები. ნელ-ნელა ვალვერდე-სეტიენის ბარსელონას ემსგავსებიან ისევ.

    ნეტო იყო კარგი

    3
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    18 ოქტომბერი 2020 16:52

    ყველამ ჩაისვარა უკლებლივ, არცერთზე გადაბრალება არ გამოვა.ერთი კაცი დამისახელეთ ვინც კარგად ითამაშა ან სათადარიგოდან კარგად შემოვიდა. კუმანი თუ ისევ ჯიუტად აპირებს რობერტოს და ლანგლეს ძირითადში გაჩერებას დაივიწყეთ ტიტულები. ნელ-ნელა ვალვერდე-სეტიენის ბარსელონას ემსგავსებიან ისევ.

    3
    გასულია
    Memphis Depay წევრი [?]

    18 ოქტომბერი 2020 16:38

    კუმანი იმაში ტყუის რო გრიზმანი, ლანგლე და რობერტო უნდა დააგდოს სკამზე და არცერთი არ გააკოროს ძირითადს. დემბელეს ინტელექტს და მაგის იგროკობას დავასხი კიდე, 17 წლის ფატი მაგაზე უკეთესია.

    10
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    18 ოქტომბერი 2020 16:32

    ციტატა: Xavi Hernandez
    ვერც გრიზმანი და ვერც დე იონგი ვერ აათამაშა. დაცვაში ლენგლე ამოსაგდებია და ერთ საყრდენზე უნდა გადავიდეს გუნდი. რეალთან ჯობია ბრეითუეიტმა დაიწყოს. გრიზმანს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს


    ტაქტიკას არ შეცვლის, ზედმეტად ჯიუტია მაგისთვის.

    4
    გასულია
    Xavi Hernandez ახალბედა [?]

    18 ოქტომბერი 2020 16:29

    ვერც გრიზმანი და ვერც დე იონგი ვერ აათამაშა. დაცვაში ლენგლე ამოსაგდებია და ერთ საყრდენზე უნდა გადავიდეს გუნდი. რეალთან ჯობია ბრეითუეიტმა დაიწყოს. გრიზმანს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს

    4
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV