Carpe diem

Carpe diem

ასე გვითხრა ჰორაციუსმა, წამი დაიჭირე, მომენტით ისარგებლე და შესაძლებლობა გამოიყენეო. ფეხბურთში, სატრანსფერო გაცვლა-გამოცვლისას, განსაკუთრებულად ფასდება ეს წამები, რადგან ამ დროს მიღებული გადაწყვეტილება მრავალი წლის განმავლობაში გახსენებს თავს, ხან ცუდად, ხან კარგად. 

ისიც სათქმელია, რომ ხანდახან დიდი შესაძლებლობების ფანჯარაც იხსნება, ეს ყოველწლიურად ნამდვილად არ ხდება, ასე 5-10 წელიწადში ერთხელ თუ მოხდება, ვარსკვლავი მოწყდება ცას და უნდა დაიჭირო, ვალდებული ხარ, რომ დაიჭირო!

პირველად მაშინ შევწუხდი, როცა გავიგე, რომ ნეიმარის შემცვლელად უსმან დემბელეს განიხილავდნენ. თავში ხელი შემოვირტყი და დავიწყე "ბარსამანიაზე" წივილ-კივილი, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, რომ ბართომეუ ჩვენს კომენტარებს არ კითხულობს.  

განსაკუთრებით მას მერე გავბრაზდი, რაც დაკარგული შესაძლებლობის შესახებ შევიტყვე.  ESPN-მა გაავრცელა, რომ ერთმა გონიერმა და დაკვირვებულმა საფეხბურთო აგენტმა, თავის კლიენტი "ბარსას" იმდროინდელ სპორტულ დირექტორ, რობერტო ფერნანდესს შესთავაზა. ის საოცნებო კლიენტი მესის წასვლის მერე მწვერვალზე ავა და ძალიან მეეჭვება, რომ ვინმემ ჩამოაგდოს.

ფერნანდესმა მომავალ მეფეზე თვალი დახუჭა და უსმანი შეიძინა! "დამბოს" აზროვნების უნარზე და მდიდარ IQ-ზე ლეგენდები უკვე დადიოდა, რასაც "იუთუბზე" განთავსებული ვიდეოც ადასტურებს. საფეხბურთო აზროვნებით, დაახლოებით მარიო ბალოტელის დონეზეა, არადა ყველანაირი მონაცემი აქვს, რაც შეიძლება ფეხბურთელმა ინატროს, მაგრამ იმდენად სულელი გამოდგა, რომ ვერაფერს თავი ვერ გაართვა.

მისი არაპროფესიონალიზმიც მისივე სისულელის ბრალია. აბა ჭკვიანი ადამიანი რომ ოთხი სეზონის განმავლობაში ვარჯიშს თავის დროზე ვერ დაიწყებს, იმას რა ჭკუა უნდა მოთხოვო?! თანაც ყოველი სეზონის ბოლოს ეუბნებიან, რომ ეს ბოლო შანსია.

დემბელე გავიფორმეთ და ვიფიქრე, იქნებ შევცდე, იქნებ გაამართლოს და ვარსკვლავად ჩამოყალიბდეს, ბოლოს და ბოლოს, მესი და სუარესი ბოლომდე ხელს უწყობდნენ, მაგრამ "დამბოს" არანაირი პროგრესი არ განუცდია. რა დონეზეც "დორტმუნდში" თამაშობდა, იმ დონეზე გაიყინა, ბევრისთვის კი უკან-უკან წავიდა, რაც "დორტმუნდის" ყოფილ ფეხბურთელებს ახასიათებთ კიდეც.

გავიხსენოთ მარიო გიოტცე, "სუპერ მარიო", "ყვითლების" მთავარი ვარსკვლავი, რომელიც ზედ "ბაიერნთან" ფინალის წინ გადავიდა გერმანული ფეხბურთის მთავარ გრანდში და გვარდიოლას ხელში ფსკერამდე დაეშვა.

გავიხსენოთ ნური შაჰინი. მადრიდის "რეალში" დიდი ოვაციებით გადასული, მერე "ლივერპულში" გადასროლილი.

გავიხსენოთ შინჯი კაგავა, რომელიც "მანჩესტერში" ჩაიკარგა. ცუდი არ იყო, მაგრამ მოლოდინი ვერ გაამართლა.

"დორტმუნდმა" ყველა მათგანი დაიბრუნა და ვერც დაბრუნებულებმა გაამართლეს. როცა ერთხელ გადაუხვევ ლიანდაგებიდან, მერე უკან მიბრუნება ძალიან ჭირს. თუმცა, ვიცით მათგან წასული ფეხბურთელები, ვინც პროგრესი განაგრძო - გიუნდოგანი, ობამეიანგი, ლევანდოვსკი, ჰუმელსი (რომელიც ასევე დაიბრუნეს).

"დორტმუნდს" თავს დავტრიალებ იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ფეხბურთელი, რომელიც გამოგვადგება, მოგვიხდება, აგვაშენებს და დაგვამშვენებს, ამაზე თავის დადებაც შეიძლება, რადგან გარდა მისი საოცარი მონაცემებისა, აზროვნებითაც გამოირჩევა, ერთი სიტყვით, ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელიც განწირულია ვარსკვლავობისთვის და იქნებ ზემოთ ნახსენებ მომავალ მეფესაც წააგდებინოს თავიდან გვირგვინი.

საუბარია ჯეიდონ სანჩოზე. ჩვენ ვიცით, რატომ სურს "მანჩესტერს" დემბელე, იმიტომ, რომ ვერ ყიდულობს სანჩოს. ამ ამბის შემდეგ მანჩესტერელების ყველაზე ცნობილი პოდკასტით დავინტერესდი, სადაც "მისტერ მანჩესტერი" ვუდვორდს უშვერი სიტყვებით ლანძღავს და სანჩოს ყიდვას ითხოვს, დემბელეს კი ჩავარდნილ ფეხბურთელს უწოდებს, რომლის შეძენასაც წყევლას ადარებს.

დიახ, მათაც ისე უყვართ ვუდვორდი, როგორც ჩვენ გვიყვარს ბართომეუ.

"მანჩესტერი" არ იხდის იმდენს, რამდენსაც "დორტმუნდი" ითხოვს. ჩვენი ბიუჯეტი კი თითქმის ცარიელია, მაგრამ ტრანსფერებზე კიდევ გვყავს ფეხბურთელები, რომელთა გაყიდვითაც სერიოზული თანხის შემოტანა შეიძლება, იმდენის რამდენიც სანჩოს ეყოფა. დემბელე, რაფინია, ბრეითუეიტი, ტოდიბო, ფირპო, უმტიტი, ზუსტად დღეს დაიწერა Marca-ზე, რომ "ბარსას" მათი გაყიდვა სურს და მოხერხებული კაცი შეაგროვებდა საკმარის თანხას.

რას ნიშნავს სანჩოს მოყვანა?

ნიშნავს იმას, რომ მივიღებთ ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელსაც აქვს პრეტენზია, იყოს საუკეთესო! სულ რაღაც 20 წლის არის და უკვე ვარსკვლავებს ეთამაშება.

ორივე ფლანგზე წარმატებით შეუძლია თამაში, ჩვენ კი პრობლემა სწორედ ფლანგებზე გვაქვს, ფატი მთელი სეზონი სტაბილური ვერ იქნება და არც უნდა გვქონდეს ამის მოთხოვნა. გრიზმანს ეგზისტენციალური კრიზისი აქვს, ჯერ ვერ ხვდება სად არის, თავის ძიებაშია და შოპენჰაუერის გზაზე დადის, ამიტომ მეტად გონებაგაფანტულია და მემგონი ის კითხვაც აწუხებს, რაც კონსტანტინე გამსახურდიას აწუხებდა - რატომ დასდევს ერთ ბურთს 22 კაცი?!

სანამ გრიზმანი პასუხს იპოვის, იქნებ სანჩოს წავეპოტინოთ?! მარტივი არ იქნება, მაგრამ ამის შესაძლებლობა, რომ მოგვეცა, ფაქტია.

წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ მემფის დეპაის. გულზე ხელი დავიდოთ და გამოვუტყდეთ კატალონელებს - რამდენად გვჯერა მისი?

რაც მეტი დრო გადის, სულ უფრო ნაკლებად მჯერა, რადგან პირველად ვხედავ კლუბის პრეზიდენტს, რომელიც ასე მონდომებით ცდილობს თავის საუკეთესო ფეხბურთელი შემოგვასაღოს, თანაც არც თუ ისე დიდ თანხად.

ფეხბურთის მოყვარულები კი კარგად ვიცნობთ ჟან მიშელ ოლას, ვაჭრობა მისი მოგონილია! თავად ყველაზე უკეთ იცის თავის ფეხბურთელის ფასი. მით უმეტეს, მას მერე, რაც ამ ფეხბურთელმა სულ მცირე ხნის წინ უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და ფორმაში შესვლა უჭირს. შევა თუ ვერა, ეგეც საკითხავია.

მოკლედ, სად სანჩო და სად მემფისი?!

მაგრამ კუმანს თავის ხუშტურები აქვს და ამჟამად ყველაფერი ისე ხდება, როგორც მას სურს. მას კი მემფისი სურს. იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული, რომ დემბელეზე მეტად გამოგვადგება. ისევ ვარაუდებს უნდა მოვყვეთ, ისევ რაღაც უნდა ვიმკითხაოთ, რომ რამეში გავერკვეთ. ეს მერამდენე "ბრმა ტრანსფერი" იქნება, ვინღა მოთვლის?!

თუმცა, ამჯერად ზუსტად გვეცოდინება, რომ დეპაიზე სრულ პასუხისმგებლობას რონალდ კუმანი იღებს.

სანჩო კი შესაძლოა ისე დავკარგოთ, როგორც თავის დროზე მბაპე დავკარგეთ. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    მწერალი [?]
    #23 30 სექტემბერი 2020 15:38
    0
    Heisenberg,

    საწყენად არ მითქვამს შეკაცო.
    ყველაზე სანდო გამოცემას დასცინი და ფაქტობრივად მეუბნები მე დამიჯერეო : )))

    ხოდა, იზვინი, მაგრამ იმათი უფრო მჯერა.

    shu1987,
    გამონაკლისი იქნება, ვფიცავ.

    ლინეკერი ოქრო იყო ჩვენთან.
    Culé [?]
    #22 30 სექტემბერი 2020 11:56
    0
    რა სანჩო ხოარ ღადაობთ ?? ისტორიას არ ახსოვს ინგლისელს ბარსელონაში ნორმალურად ეთამაშოს და გაემართლებინოს..... დეპაი კი სტილით ბარსას შეეფერება და კუმანის სქემაში იდეალურად ჯდება იცის კუმანმა თავისი საქმე და დეპაი მიტო ჭირდება ეგრევე ჩაჯდება სქემაში და ზედმეტი ახსნები არ მოუწევს რაც დროსთანაა დაკავშირებული რაც ცოტა აქვს კუმანს ასე რომ რა სანჩო მაგ პოზიციაზე ტრინკაუ გვყავს გაცილებით ნიჭიერი და პერსპექტიული, სანჩოს ნაკრებში ვინც უყურა რა ? ერთი ჩვეულებრივი ბიჭია დიდი ვერაფერი ხანდახან გამონათებები ბრეიტვეიტსაც აქვს ხოლმე :D
    წევრი [?]
    #21 30 სექტემბერი 2020 03:25
    2
    ფეოლა,
    იესპიენი არის ამერიკული გამოცემა და საფეხბურთო თემებზე ექსკლუზივები ნაკლებად აქვთ. ნუ ენდობი დიდად. მბაპეზე ძალიან ძალიან ცნობილი თემაა, რომ რეალის მაგარი ფანია და ადრე თუ გვიან წავა მადრიდში.

    რაც შეეხება სანჩოს, მეც მინდა რომ სანჩო იყიდოს ბარსამ და არა დეპაი. დებილი კიარ ვარ :D
    უბრალოდ 100 მილიონზე ეუბნება უარს დორტმუნდი მანჩესტერს და ბარსელონამ რანაირად უნდა გაიწიოს სანჩოზე, როცა დემბელეს მოშორების შედეგად მიღებული ფულით უნდათ დეპაის დათრევა.

    არც ის მგონია, რომ კუმანზე უკეთ შენ იცნობდე დეპაის და მის შესაძლებლობებს. ტრავმის მერეც მშვენივრად ათამაშდა, ჰეთ-თრიკით დაბრუნდა პირველივე ტურში.

    ახლა ეს რეალობაა - არის ბაართომეუ და თავისი ძუნკალი გუნდი, რომელიც ფულს არ ხარჯავს, არც ბანკიდან იღებს სესხს, რომ მეგაატრანსფერი დადონ, როგორც პერესი აკეთებდა წლების წინ რეალში.

    მოკლედ ასეა და მზეობები შენსკენ მოიკითხე ვიღაცა ხარ. სისულელე გიწერიათქო დავწერე და მეტი არაფერი ისეთი. შენ კიდე აქ გამოდიხარ და მზეობებს და ***ბებს წერო მეუბნები. მართლა აღარ შევიწუხებ თავს რო გიპასუხო რამეზე...
    Culé [?]
    #20 30 სექტემბერი 2020 03:15
    1
    ზუსტად ეგრე აიყვანეთ ცაში გიოტცეც როისიც და დემბელეც ეხლა მორიგი მოვლენა სანჩოიაა...))))))ბარსა ექსპერიმენტების გუნდი არა უკვე ჭამა ქაქი ამიტომ უაზროდ 100 მილიონის გასროლა ფეხბურთელში რომელიც ან გამართლებს ანა არაა სისულელეა...სანჩოს ბარსამდე ბავარია წაიყვანდაა...მოდი დავაკვირდეთ ჰავერცს და ვერნერს გამართლებენ ჩელსიშიი მერე ვიყიდოთ...და ზუსტად ესპოლიტიკა აიღო ბარსამ უამრავი ახალგაზრდა გყვავს მიხედონ ბავშვებს...გრიზმანზაც არ იყიდიდნენ ნეის მერე რაღაცა უნდა ექნაა ბართომეოს თავის გადასარჩენად...რა სანჩოო როცა უამრავი სანჩოზე მაგარი გამოცდილი ფეხბურთელია მაგას რაშფორდი მირჩევნია ასი თავით მაგალითად...გადაიყვანე ბუნდეს ლიგაში პუჩი ფატი ტრინკაო პედრი თუნდაც დემბელე იფრენეენ და აქედან მოგეჩვენება რომ სასწაულლებს ჩადიაან...))))
    მწერალი [?]
    #19 30 სექტემბერი 2020 00:42
    0
    ციტატა: Heisenberg
    რამდენი სისულელე წერია ამ სტატიაში. რა სანჩოს ყიდვა, რის სანჩო. მცველი ძვლივს მოყავთ 15 მილიონად.
    სანჩოში 90 მილიონს იხდის მანჩესტერი და არ აძლევს დორტმუნდი. ეს კუანები რისი მყიდველები არიან. ის მბაპეც რეალის ფანია ბავშვობიდან და მაგრად კიდია შენი ბარსელონა.

    ჟან მიშელ ოლა კი არ ვაჭრობს, იძულებულია იაფად გაყიდოს. ჯერ ინფორმაცია მოიძიე და სტატია მერე დაწერე! კონტრაქტი 2021 წელს უსრულდება დეპაის და ამიტომ იძულებულია ლიონი რო იაფად გაყიდოს, თორე სეზონის ბოლოს უფასოდ წავა.

    და კუმანი პასუხიმსგებლობას იღებს არა ტოლმა! ვაინალდუმი უნდოდა და არ უყიდეს, ახლა დეპაიზეც ტირის ბართომეუ ფული არააო. ტიპს ვინც უნდოდა არ ყიდულობენ იმას. ვაფშე არავის ყიდულობენ.

    სუარესიც გასასვები იყო. რა სქემასაც თამაშობს ახლა ბარსა, მანდ საჭიროა მოძრავი 9 ნომერი, რომელიც ფლანგზე გადასვლასაც შეძლებს. ხო ნახეთ გრიზმანმა ცხრიანზე დაიწყო და მერე გადავიდა რობერტოს აზღვევდა დაცვაში ფლანგზე. აი ეგეთი ფორვარდი უნდა კუმანს, რომელიც დააპრესინგებს კიდეც ფლანგზე. სუარესი კიდე წლებია ბენძოყია და ტარანია. ფლანგზე ვერაფერს შვება.

    მოკლედ ძაან დილეტანტური სტატიაა. ნუ მიწყენთ :)


    აი იმდენი მზეობა დაწერე ცოტა მეზარება პასუხი, მარა..

    მბაპეს შემთხვევაში ი.ეს.პი.ენ-ს ვეყრდნობი, თავიდან ბოლომდე. თან სანივით ჭორებს არ წერენ, არასდროს.
    ოლა ტრანსფერს აჩქარებს, 2 რიცხვამდე და იაფად ყიდის, უპამეკანოს უმთავრდება კონტრაქტი და 60 ღირს. 26 წლის დეპაის ყიდის მაგის ნახევრად.

    კუმანმა უკვე ყველა გაუშვა ვინც უნდოდა.
    და დეპაიზეც მარტო კუმანის გამოა აქცენტი. თუ მოვა, მისი პასუხისმგებლობა იქნება.

    ანუ, ხო შეიძლება ერთი ცალი კრიტიკიდან რამე მაინც მოგერტყა, აი რამე მაინც ჯანსაღი ყოფილიყო : ) ინფირმიცია გიდიიმოწმე, აბა რას ვაკეთებთ აქ? დეპაიზე ვწერთ ორი თვეა, რა გგონია ახლა მაგის კონტრაქტი არ ვიცით თუ დედა რომელ ქვეყანაში ჰყავს დასასვენებლად გაშვებული?!

    მეტი დაკვირვება.
    ყოველთვის საინტერესოა აქ კამათი, მაგრამ მზეობებზე აღარ გიპასუხებ.
    Culé [?]
    #18 30 სექტემბერი 2020 00:33
    1
    ციტატა: Heisenberg
    ახლა იდეალური ტრანსფერები იქნება დესტის შემდეგ გარსია და დეპაი. დესტი და დეპაცი არ იქნება ცუდი.

    არ მჯერა დიდად დეპაის, რადგან ესეც დემბელეზე არანაკლები უშნო ხასიათისაა და საერთოდ არ მჯერა გარსიასი..ვერც სანჩოს მესიაობაზე ვფიქრობ ზედმეტად კიდე :))
    Culé [?]
    #17 30 სექტემბერი 2020 00:31
    0
    ციტატა: Heisenberg
    Clever liar,
    არა პროსტა ძაან ბევრ რამეზე ისე ეწერა გადაუმოწმებლად და აშკარად ზედაპირულად. პირადი შეხედულებები გასაგებია, მეც მაქვს ჩემი მიკერძოებული აზრი და ყველას.

    ახლა იდეალური ტრანსფერები იქნება დესტის შემდეგ გარსია და დეპაი. დესტი და დეპაცი არ იქნება ცუდი.

    მოიცადონ და იქნებ გააგდონ ეს ბართომეუ და ზამთრის ფანჯრისას გაკეთდეს მერე ახალი ტრანსფერები. აკრძალვა აღარ მოქმედებს მაინც ლიგაზე

    რითი იქნება ცხვირმოუხოცავი გარსიას, რომელიც ვერც იქ ვერაფერი ვერაა და ლუზერი დეპაის ყიდვა, იმის იმედად გაიხსნება თუ არ გაიხსნეა? ან ფლანგზე რისი მაქნისია და ან სუარესის ადგილას

    ციტატა: basa7
    ციტატა: Heisenberg
    Clever liar,
    არა პროსტა ძაან ბევრ რამეზე ისე ეწერა გადაუმოწმებლად და აშკარად ზედაპირულად. პირადი შეხედულებები გასაგებია, მეც მაქვს ჩემი მიკერძოებული აზრი და ყველას.

    ახლა იდეალური ტრანსფერები იქნება დესტის შემდეგ გარსია და დეპაი. დესტი და დეპაცი არ იქნება ცუდი.

    მოიცადონ და იქნებ გააგდონ ეს ბართომეუ და ზამთრის ფანჯრისას გაკეთდეს მერე ახალი ტრანსფერები. აკრძალვა აღარ მოქმედებს მაინც ლიგაზე

    რითი იქნება იდეალური ცხვირმოუხოცავი გარსიას, რომელიც ვერც იქ ვერაფერი ვერაა და ლუზერი დეპაის ყიდვა, იმის იმედად გაიხსნება თუ არ გაიხსნეა? ან ფლანგზე რისი მაქნისია და ან სუარესის ადგილას
    ფანი [?]
    #16 30 სექტემბერი 2020 00:18
    1
    ბარსას ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა იყო თავის დროზე მბაპეზე უარის თქმა.
    წევრი [?]
    #15 30 სექტემბერი 2020 00:16
    1
    Clever liar,
    არა პროსტა ძაან ბევრ რამეზე ისე ეწერა გადაუმოწმებლად და აშკარად ზედაპირულად. პირადი შეხედულებები გასაგებია, მეც მაქვს ჩემი მიკერძოებული აზრი და ყველას.

    ახლა იდეალური ტრანსფერები იქნება დესტის შემდეგ გარსია და დეპაი. დესტი და დეპაცი არ იქნება ცუდი.

    მოიცადონ და იქნებ გააგდონ ეს ბართომეუ და ზამთრის ფანჯრისას გაკეთდეს მერე ახალი ტრანსფერები. აკრძალვა აღარ მოქმედებს მაინც ლიგაზე
    ფანი [?]
    #14 30 სექტემბერი 2020 00:15
    1
    ეჰ, მბაპე
    Culé [?]
    #13 30 სექტემბერი 2020 00:06
    1
    Heisenberg,
    ჰეისენ რა ტორნადოსავით დაატყდი თავს საიტს შე ოხერო :D თვით მსოფლიო ბატონ პოტრონი კორონა უფრა მოკრძალებულად შემოგვეპარა ვიდრე შენი მრისხანება :)))
    ქე უწერია ამ პატიოსან მწერალს სტატიის ქვემოთ გარკვევით რომ ბლოგი მხოლოდ მის სუბიექტურ სურვილ-მოსაზრებებს ეფუძნება :)))

    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    ფაქტი კი სხვა რამეს მეტყველებს,სანჩო არ იყიდება!

    იასნა არ იყიდება, მერე ბავარია ვიღას იყიდის უკეთესს 15 მილიონში :)))
    Culé [?]
    #12 29 სექტემბერი 2020 23:54
    1
    თუ მანჩესტერს დემბელეს ფული აქვს,რაც ,,mundo deportivo”-ს თქმით 75 მილიონია,მაშინ რატომ არ აქვს სანჩოს ფული ? ფაქტი კი სხვა რამეს მეტყველებს,სანჩო არ იყიდება! ხოლო რაც შეეხება ჩამოთვლილი ფეხბურთელების გაყიდვას, დამეთანხმები,რომ ფიფას კარიერას არ თამაშობ, უბრალოდ რომ ადგე და ტრანსფერზე დააყენო,შემდეგ ვიღაც ღვთისნიერი გამოჩნდება და კარგ ფასადაც წაიყვანს,მაგრამ რეალურად ასე არაა,არავინ გადაიხდის არც დემბელეში და არც უმტიტში იმ თანხას,რომლითაც მინიმუმ 120 მილიონს შეაგროვებ,ფირპო, ბრეიტვეიტი ,რაფინია, ტოდიბოს გაყიდვაც კიდე საკმარისი რომ აღმოჩნდეს,მაინც ვერ გაყიდი ასე ერთბაშად,რადგან ან არავის უნდა ან მიზერულ ფასად უნდათ,რაც პრინციპში ლოგიკურია,თან ამათ რომ ყიდი,ფაქტობრივად ვინმე შემცვლელი მაინც უნდა,თან რეალურად სუარესის შემცვლელია მოსაყვანი და არა ვინგერი,ამიტომ ოცნებებს უნდა მოვეშვათ,მბაპეს შემთხვევაში გეთანხმები,მაგრამ მთლად საქართველოს ხელისუფლებაც არაა ბარსას შტაბში რომ არ იცოდნენ საერთოდ რაუნდათ:))ამიტომ კორონოსას მიერ მიყენებული ზარალით და პლიუს ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე ჯობს რეალისტები ვიყოთ და მემფის დეპაის დავჯერდეთ:)
    წევრი [?]
    #11 29 სექტემბერი 2020 23:50
    4
    რამდენი სისულელე წერია ამ სტატიაში. რა სანჩოს ყიდვა, რის სანჩო. მცველი ძვლივს მოყავთ 15 მილიონად.
    სანჩოში 90 მილიონს იხდის მანჩესტერი და არ აძლევს დორტმუნდი. ეს კუანები რისი მყიდველები არიან. ის მბაპეც რეალის ფანია ბავშვობიდან და მაგრად კიდია შენი ბარსელონა.

    ჟან მიშელ ოლა კი არ ვაჭრობს, იძულებულია იაფად გაყიდოს. ჯერ ინფორმაცია მოიძიე და სტატია მერე დაწერე! კონტრაქტი 2021 წელს უსრულდება დეპაის და ამიტომ იძულებულია ლიონი რო იაფად გაყიდოს, თორე სეზონის ბოლოს უფასოდ წავა.

    და კუმანი პასუხიმსგებლობას იღებს არა ტოლმა! ვაინალდუმი უნდოდა და არ უყიდეს, ახლა დეპაიზეც ტირის ბართომეუ ფული არააო. ტიპს ვინც უნდოდა არ ყიდულობენ იმას. ვაფშე არავის ყიდულობენ.

    სუარესიც გასასვები იყო. რა სქემასაც თამაშობს ახლა ბარსა, მანდ საჭიროა მოძრავი 9 ნომერი, რომელიც ფლანგზე გადასვლასაც შეძლებს. ხო ნახეთ გრიზმანმა ცხრიანზე დაიწყო და მერე გადავიდა რობერტოს აზღვევდა დაცვაში ფლანგზე. აი ეგეთი ფორვარდი უნდა კუმანს, რომელიც დააპრესინგებს კიდეც ფლანგზე. სუარესი კიდე წლებია ბენძოყია და ტარანია. ფლანგზე ვერაფერს შვება.

    მოკლედ ძაან დილეტანტური სტატიაა. ნუ მიწყენთ :)
    გვარდიოლა-სავიოლა
    სტუმარი [?]
    #10 29 სექტემბერი 2020 23:46
    2
    დემბელე გააგდონ ეგ უინტელექტო გონებაჩლუნგი და თუ უნდათ ასენსიო მოიყვანონ
    Culé [?]
    #9 29 სექტემბერი 2020 23:42
    0
    ციტატა: ფეოლა
    ციტატა: Wtf man
    ადმინ როგორც შენ იძახი რო გაყიდონ ყველა ვინც ჩამოთვალე 100ს კი არა მეტსაც აიღებენ და სანჩოს იყიდიან თავისუფლად მარა დეპაი მაინც მოსაყვანია 12.5 მილიონად რო ყიდულობ ეგეთი კალიბრის ფეხბურთელს არ არია ხელიდან გასაშვები დავაყენებთ ფორვარდად და გრიზმანზე ბევრად მეტს კი გააკეთებს კაცის მოტყუებაზე მაინც წავა. მარცხნივ კიდე ფატი და სანჩო შეცვლიამ ხოლმე ერთმანეთს 1 წელი და გაისად მესი კი წავა და მერე ჩაჯდება ორივე ძირითადში მარა სანჩოს მოყვანა ძაან ფანტაზიის სფეროა ვერ გაქაჩავს ბართო მაგდენს და რაც ნაღდია ჯობია ისინი გააკეთოს. დეპაი და დესტი ამ გარსიას მოყვანა საერთოდაც არ მინდა მე მარა თუ მაინც მოყავთ მოიყვანონ


    ხო აი ვარაუდია ეგეც.
    დეპაის სასარგებლოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კუმანი დახვდება და იცის როგორ გამოიყენოს.
    გრიზმანი, რომ გადმოდიოდა ვამბობდით, რომ რამდენიმე პოზიციაზე შეეძლო თამაში და მთელი კარიერა ლა ლიგაში გაატარა, მაგრამ რაც მივიღეთ ვხედავთ.

    თან რეალურად, გრიზმანი იყო სუპერვარსკვლავი როცა ვიყიდეთ.
    დეპაი არის გრანდის დაწუნებული ფეხბურთელი, რომელიც მეორე კატეგორიის კლუბში გაიხსნა.

    რავიცი აბა..
    ხო ჯობია მთელი რესურსის მობილიზება მოახდინო და ის ფეხბურთელი იყიდო, რომელიც უეჭველი გაამართლებს.
    ვიდრე ისევ ხურდა ააგდო და გამოცნობის იმედად იყო.

    მეც ვერა რა ამ დეპაიზე.. სანჩო ან ფელიში უნდა იყოს პრიორიტეტი მგონი. სანჩოს მოყვანა თუ ფატის ფორვარდათ არ გადავწევთ ტრინკაოს ან ფატის სკამზე დასმას ნიშნავს თუ კუმანი არ იქნა მომავალში. ამიტომ ცოტა უპირატესობას ფელიშს ვაძლლევ. თან დიდი ალბათობით თვითონაც ექნება ატლედან წასვლის სურვილი იმიტომ რომ მვერ პროგრესირებს მანდ აშკარად. არ არის მისი გუნდი.
    Culé [?]
    #8 29 სექტემბერი 2020 23:38
    8
    აი ესე ხდება მეგობრებო .. ერთდღეს ახალგგაზრდები ხართ . მთლი ცხოვრება წინ გაქვთ , ენერგიით სავსე , თქვენ გაქვთ ნიჭი , დრო , შეცდომების უფლება ... ყველაფერი მარტივად გამოგდით , დიდ მომავალს გიწინასწარმეტყველებენ ... მაგრამ გადის დრო , წლები გემტებათ ... ნიჭს არ ახმართ შრომის მოყვარეობას ... და უცებ , ერთ დღეს აღმოაჩენთ , რომ აღარ ხართ თინეიჯერი ... 20 იანების ნახევარი უკვე გაარეთ და ჯერ ისევ ნიჭიერ ადამიანად ითვლებით და ეგ უკვე კრახია ...

    ასე რომ დრო არ დაკარგოთ , აიღეთ ყველამ დემბელეს მაგალითი და იზრუნეთ საკუთარი თავის განვითარებაზე ... არცერთი წამი არ დაგიბრუნდებათ უკან ... მოუფრთხილდით ყველაზე ძვირფას რესურსს თქვენს ცხოვრებაში !
    --------------------

    ForçaBarça
    Culé [?]
    #7 29 სექტემბერი 2020 23:37
    0
    ციტატა: Messiah
    მშვენიერი სტატიაა ... სანჩოს მოყვანა თუ შეგვიძლია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ... სანჩო ფატი და ფელიქსი გაასწორებდა შეტევაში :X ცენტრში მერე აუარიც და ეგაა

    სანჩო ფატი და ტრინკაო უფრო
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    მწერალი [?]
    #6 29 სექტემბერი 2020 23:35
    0
    ციტატა: Wtf man
    ადმინ როგორც შენ იძახი რო გაყიდონ ყველა ვინც ჩამოთვალე 100ს კი არა მეტსაც აიღებენ და სანჩოს იყიდიან თავისუფლად მარა დეპაი მაინც მოსაყვანია 12.5 მილიონად რო ყიდულობ ეგეთი კალიბრის ფეხბურთელს არ არია ხელიდან გასაშვები დავაყენებთ ფორვარდად და გრიზმანზე ბევრად მეტს კი გააკეთებს კაცის მოტყუებაზე მაინც წავა. მარცხნივ კიდე ფატი და სანჩო შეცვლიამ ხოლმე ერთმანეთს 1 წელი და გაისად მესი კი წავა და მერე ჩაჯდება ორივე ძირითადში მარა სანჩოს მოყვანა ძაან ფანტაზიის სფეროა ვერ გაქაჩავს ბართო მაგდენს და რაც ნაღდია ჯობია ისინი გააკეთოს. დეპაი და დესტი ამ გარსიას მოყვანა საერთოდაც არ მინდა მე მარა თუ მაინც მოყავთ მოიყვანონ


    ხო აი ვარაუდია ეგეც.
    დეპაის სასარგებლოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კუმანი დახვდება და იცის როგორ გამოიყენოს.
    გრიზმანი, რომ გადმოდიოდა ვამბობდით, რომ რამდენიმე პოზიციაზე შეეძლო თამაში და მთელი კარიერა ლა ლიგაში გაატარა, მაგრამ რაც მივიღეთ ვხედავთ.

    თან რეალურად, გრიზმანი იყო სუპერვარსკვლავი როცა ვიყიდეთ.
    დეპაი არის გრანდის დაწუნებული ფეხბურთელი, რომელიც მეორე კატეგორიის კლუბში გაიხსნა.

    რავიცი აბა..
    ხო ჯობია მთელი რესურსის მობილიზება მოახდინო და ის ფეხბურთელი იყიდო, რომელიც უეჭველი გაამართლებს.
    ვიდრე ისევ ხურდა ააგდო და გამოცნობის იმედად იყო.
    Culé [?]
    #5 29 სექტემბერი 2020 23:31
    2
    მშვენიერი სტატიაა ... სანჩოს მოყვანა თუ შეგვიძლია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ... სანჩო ფატი და ფელიქსი გაასწორებდა შეტევაში :X ცენტრში მერე აუარიც და ეგაა
    --------------------

    ForçaBarça
    გულშემატკივარი [?]
    #4 29 სექტემბერი 2020 23:29
    2
    Მართლაც კარგი სტატია იყო ბრაოოო!!! Მაგრამ სანჩოს მოყვანა ეგეთი მარტივი საქმე არაა ჩემი აზრით დემბელეში ბარტერულ გაცვლაზე არ დაგვთანხმდებიან და ფული აშკარაა რომ არ გვაქ ამიტო ჩემი აზრით ამ ეტაპზე იდიალური ვარიანტი მაინც დეპაია რასაც უყურებ მაგ ბიჭს კლასი არ აკლია და კუმანმაც იცის როგორ უნდა ათამაშოსს და ვნახოთ იქნებ დაეხმაროს გუნდს და კიდევ ერთ წინა წელს ლივერპულს თითქმის ნაყიდი ყავდა და ბოლო წამს რატო გადაიფიქრეს ხომ არ იცით?