ლეგენდა წავიდა..

  • 24-09-2020, 02:56
  • ლეგენდა წავიდა..

    ბოლო წუთამდე მქონდა იმედი, რომ რაღაც მექანიზმების მეშვეობით, კიდევ ერთი წლით დავიტოვებდით, მაგრამ არ გამოვიდა. ლეგენდა წავიდა.

    ტაშისა და ოვაციების გარეშე.

    მისი მოსვლა კი გუშინდელივით მახსოვს, რადგან იმ სამი ტრანსფერიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მსურდა.

    იშვიათია შემთხვევა, როცა შენი საყვარელი გუნდი იმ ფეხბურთელს შეიძენს, რომელიც ყველაზე მეტად გინდა, რომ შეიძინოს. უფრო იშვიათია შემთხვევა, როცა ეს შენაძენი გაამართლებს.

    ყველას თავის სია აქვს, მე კი მხოლოდ სამი ტრანსფერი მსურდა:

    პირველი იყო რონალდინიო, მხოლოდ მისი მეიმედებოდა და მხოლოდ მისთვის მემეტებოდა რივალდოს 10 ნომრიანი მაისური. ერთი წლით შეაგვიანდა მოსვლა, მაგრამ როგორც კი ტრანსფერი შედგა, უმალ დაიწყო იმედების გამართლება, მერე მოლოდინს გადააჭარბა და ბოლოს ბრაზილიურად დაეშვა.

    მეორე იყო ტიერი ანრი. "ბარსას" ფანები სულ მცირე 4 წლის განმავლობაში მიიჩნევდნენ მთავარ სამიზნედ. "ჰაიბერი" დაანგრიეს და ვიფიქრეთ, რომ ანრიც გადმოვიდოდა, მაგრამ ერთი წელი კიდევ გაჩერდა. გადამწყვეტი ალბათ ამხანაგური შეხვედრა გამოდგა, რომელიც რონალდინიოსა და შევჩენკოს მეგობრებს შორის გაიმართა, "კამპ ნოუზე", სულ რაღაც 15 წუთით შემოსულ ანრის, მთელმა სტადიონმა ოვაციები მოუწყო და აგრძნობინა, რომ მთელი გულით ველოდით.

    მოლოდინი დიდი იყო, მაგრამ საქმე ისე ვერ წავიდა, როგორც გვსურდა, პირველ რიგში ტრავმების გამო, მერე იყო უიღბლობა, საწყის 5 ტურში, ექვსჯერ მოარტყა ბურთი ძელს და გოლის შეგდება დაუგვიანდა. სამი სეზონიდან უმაღლეს დონეზე მხოლოდ ერთი ჩაატარა. მეტი გვსურდა, მაგალითად, ხუთი წელი რომ ეთამაშა და სამი მაინც ჩაეტარებინა მაღალ დონეზე.

    ერთი სიტყვით, ანრისგან ის გვსურდა, რაც სუარესმა გვაჩვენა. 

    ტატა მარტინოს "ბარსამ" კარგად დაიწყო, მაგრამ საშინლად გააგრძელა, ეგეთი უსახური "ბარსა" დიდი ხანი არ მყავდა ნანახი, აღარ ველოდი ყველა ტურს ისეთი სიხარულით, როგორც ადრე. სამაგიეროდ ლამაზი ფეხბურთის დანაკლისი "ლივერპულმა" ამინაზღაურა, ბრენდან როჯერსი ყოველთვის აღიარებდა, რომ გვარდიოლას მიმდევარი იყო და "ლივერპულშიც" რაღაც მსგავსი დაატრიალა. შეტევის ხაზში სტერლინგი, კოუტინიო და სუარესი ბრწყინავდნენ, ასევე დანიელ სტარიჯი, რომელმაც კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა, მათ უკან კი კაპიტნები - ჯერარდი და ჰენდერსონი. მშვენიერი გუნდი იყო და ბოლომდეც გაიბრძოლეს, მაგრამ კაპიტანი მოსრიალდა.. გული დამწყდა, პირველ რიგში სუარესის გამო, იშვიათია მსგავსი სეზონი, ყველანაირი გოლი გაიტანა, ყველანაირი ტექნიკური ილეთის გამოყენებით, ძველი ცხრიანები გაგვახსენა, რომელთა მსგავსნიც დღევანდელ ფეხბურთში აღარ არიან.

    მიუხედავად იმისა, რომ სეზონი გვიან დაიწყო (ივანოვიჩი დაკბინა), მაინც პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. იგივე ელოდა "ბარსაშიც", სეზონი მოგვიანებით დაიწყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე კიელინი დაკბინა. ეს მისთვის მესამე მსხვერპლი იყო. "ბარსამ", როცა კონტრაქტი გაუფორმა, ლუის სუარესს უკვე სამი კაცი ჰყავდა დაგლეჯილი.

    ისე ველოდი მის თამაშს, რომ დღეები საშინლად გაიწელა, პირველი მატჩი "კლასიკო" იყო, მარჯვენა ფლანგზე დააყენეს და თამაში წავაგეთ, თუმცა ნეიმარმა მისი პასით გაიტანა.

    აქვე გამოჩნდა, რომ ეს ახალი თავსატეხი იყო. მესი ცენტრს წლების განმავლობაში არ თმობდა. იბრასთანაც კი არაფერი დათმო, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე სუარესმა მისი პატივისცემა და აღიარება მოიპოვა. ლუისმა ყველას ანახა, რომ ნდობას იმსახურებდა. ზამთრის პაუზის მერე ყველაფერი შეიცვალა, მიიღო კუთვნილი ადგილი და დაიწყო დიდი ტრიოს ისტორია.

    დროთა განმავლობაში, კლუბის ისტორიაში საუკეთესო ცხრიანი გახდა. 90-ანებში საოცარი სეზონი ჰქონდა "ფენომენოს", მაგრამ მისი ერთი სეზონი, "ბარსასთვის" არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც სუარესის 6 წელი გამოდგა.

    სუარესი გოლების რაოდენობით მხოლოდ სესარსა და მესის ჩამორჩება. სულ რაღაც ორი გოლი დააკლდა 200 გოლამდე.

    ჩემთვის პირადად, 21-ე საუკუნის საუკეთესო ტრანსფერია. ამავე დროს, თავისი თაობის საუკეთესო ცხრიანი.

    "ბარსელონაში" თამაშის დროს აღმოვაჩინე, რომ კონკრეტულად ერთ კომპონენტში, ყველა დროის საუკეთესო შემსრულებელია. არ არსებობს და არ არსებულა ფეხბურთელი, რომელიც სუარესზე მაგრად ურტყამს ბურთს, მიწაზე დაუშვებლად. მხოლოდ მარკო ვან ბასტენს თუ შევადარებთ ამ კუთხით და მასაც კი, ბევრად ნაკლები გოლი აქვს ამ სტილში გატანილი. რამდენიმე თვის წინ, ეს გოლები სათითაოდ ამოვკრიბე და ცალკე ვიდეო გავაკეთე.

    არადა, ურუგვაის ნაკრებში, "აიაქსსა" და "ლივერპულშიც" მრავლად აქვს ასეთი გოლები შეყრილი.

    გამოვყოფდი "ეფეთი" (ტერფის გარეთა ნაწილი) გატანილ გოლებს, მახვილი კუთხიდან გატანილ გოლებს, გამოვყოფდი იმას, რომ ორივე ფეხით ძალიან მაგრად ურტყამს და კორპუსით ისე ფარავს ბურთს, რომ ყოველთვის მომგებიან პოზიციაშია.

    აღსანიშნავია მისი სირბილის მანერა, როცა სუარესი დარბის, გრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი ერთი ფეხი მარცხნივ გარბის, მეორე კი მარჯვნივ, ამას როგორ ახერხებს და აქამდე კისერი როგორ არ მოტყდა არ ვიცი, მაგრამ მცველისთვის, რომ კოშმარია, ფაქტია. როგორი კორდინაციაც არ უნდა გქონდეს, ასე ალაგ-ალაგ რომ მორბის შენსკენ ფორვარდი, დაღუპული ხარ.

    ასევე არ დაგვავიწყდება, ქუჩის ენაზე, რომ ვთქვათ, მისი "გადირკული" მცველები. უცნაური ჩვევა აქვს, თუ ერთხელ მაინც ფეხებს შორის არ გაუტარა მცველს ბურთი, მთელი თამაში უკმაყოფილოდ ბუზღუნებს. ეს ქუჩაში ნასწავლი ილეთებია, ამიტომ არის თავის თაობაში გამორჩეული, ასეთ რამეს დავარცხნილ და გაპრიალებულ აკადემიაში ვერ ისწავლი, სუარესმა ჩვენ დროში, ქუჩის ფეხბურთის ელემენტები დააბრუნა, რითიც სამხერთ ამერიკელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ.

    ასევე, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მესისა და რონალდუს ბომბარდირთა დავაში ჩაერია. 2015/16 წლების სეზონში, ლა ლიგაში 40 გოლი შეაგდო და 18 საგოლე გადაცემაც მიაყოლა.

    არც ლეოს ჰყოლია მასზე კარგი მეწყვილე, იყო რამდენიმე ლეგენდარული ტრიოს წევრი, მაგრამ სუარესთან დუეტი მაინც გამორჩეული მოვლენაა. ორივე მეოჯახეა, ერთ ფასეულობებზე დგანან, ოჯახი მათთვის ყველაფერს ნიშნავს. როგორც მესიმ, ისე სუარესმა, ცოლად ის ქალი შეირთეს, ვინც ბავშვობიდან უყვარდათ, გამდიდრებულებს და გაღმერთებულებს არ დაუწყიათ მოდელებისთვის დევნა, რადგან ორივეს ესმის, რომ არსებობს წარმავალი და არსებობს მარადიული ფასეულობები.

    ერთხელ არსენ ვენგერმა თქვა - "სუარესი მოედანზე ეშმაკია, მოედნის მიღმა კი ანგელოზი." - როგორც ჩანს, იცოდა რასაც ამბობდა. 

    არც კი ვიცი, კიდევ როდის შევიძენთ ასეთი დონის ფეხბურთელს, რომელიც ბოლომდე გაამართლებს და 6 წლის განმავლობაში, უმაღლეს დონეზე ითამაშებს.

    ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, არის ის, რომ მხოლოდ ერთი ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო. დღემდე ვერ დამიჯერებია, რომ 2015/16 წლების სეზონი, ხელიდან გავუშვით. როცა ასე აშკარა იყო "ბარსას" დომინირება. ახლოს იყო ლიგის თასთან 2018/19 წლების სეზონში, მაგრამ ფავორიტად ქცევა და წინასწარ ზეიმი კოშმარად გვექცა.

    გულდასაწყვეტია.

    ლუის სუარესი, "ბარსელონასთვის" უპირველესი "ლუის სუარესი" გახდა. ეს მარტივი საქმე არ ყოფილა, რადგან ლუის სუარეს მირამონტესი, რომელმაც ასევე ექვსი წელი გაატარა "ბარსაში", (1955-61) კლუბის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლეგენდაა, მის ანგარიშზე ერთი "ოქროს ბურთი" და "კლასიკოში" გატანილი 8 გოლია.  მერე, "ინტერში" გაგვექცა.

    ჩვენმა ლუისმა კი 11 გოლი გაიტანა "კლასიკოში" და აქაც მხოლოდ სესარსა და მესის ჩამორჩება.

    ურუგვაელმა ქოფაკმა, "იმ" სუარესზე, გაცილებით დიდი სახელი დატოვა.

    ჩემთვის ასეა.

    მესის თუ ხშირად აქილევსს ვადარებთ, მაშინ სუარესი პატროკლოსია, მისი საუკეთესო მეგობარი, რომელიც უდიდესი გმირი იყო და მხოლოდ აქილევსი იდგა მასზე მაღლა, მაგრამ ღმერთებმა სასტიკი ბედი არგუნეს. თავად სინათლის ღმერთი, მიზანსაუცდენელი აპოლონი გადაწყვეტს მის ბედს, ზურგიდან მიეპარება და დაჭრის. ჰექტორს მიუგდებს საჯიჯგნად.

    სასტიკი სიკვდილია. ღმერთისგან გაწირული.

    ვერ ვიტყვი, რომ ბართომეუ ან კუმანი, ღმერთები არიან, მაგრამ სუარესსაც ზურგში მოხვდა. არა მგონია ამ სეზონში რამე გაეფუჭებინა, მით უმეტეს, რომ მზად იყო სკამიდანაც ჩართულიყო თამაშში, სეზონის ბოლოს კი სავსე "კამპ ნოუ" გააცილებდა.

    არ გამოვიდა.

    მაგრამ რაც აქამდე გამოვიდა, ძალიან მაგარი იყო!

    Gracias Luis!

    წარმატებები მადრიდულ დერბიში!


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 34 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nikusha ფანი [?]

    24 სექტემბერი 2020 15:11

    ციტატა: CHEPE
    ეხლა მისტირიან და წინაზე მძორიაა ეგ არ დავინახოთ ძირითადში სკამიდან შემოვიდესო ასეო ისეოო😏😏😏
    და ეხლა სუაა ჯეკაა სად წადი გვჭირდებიი ჰაი ჰუიი....
    ესეთები ხართ უმეტესი, ახალგაზრდებს უნდა დაეთმოთ ადგილი ეგ კარგად უნდა იცოდეთ რავქათ ეხლა არ დატოვეს სკამზე და გაუშვეს საგულაოდ სხვაგან...
    ან დეპაი მოვა ან ფატის ათამაშებენ 9 იანზე

    ჩემი სათქმელი თქვი ზუსტად

    ციტატა: forca barcA
    ამის ხელფასით ნეიმარს ვიყიდით ჯიდევ კაი წავიდა

    ლეგენდებს უნდა დაფასება

    ციტატა: shu1987
    იმაზე არავის შევეკამათები , რომ ბარსელონას მაისურით ძაან ბევრი გაქონდა მაგრამ ამ ბოლო სეზონებში მნიშვნელოვან იგრებში ვერც ეს ბრწყინავდა ლიგაზე ტიპს წესიერად არ გაუტანია ბოლო პერიოდში, აქ რას არ წაიკითხავ მოკლედ კომენტარებში: ბარსას რომ გაუტან შენ იყო თუარ აღნიშნოო ??? და ამის დამწერი როდისმე იყო ბარსას ფანი ??? და მსგავსი სისულელეები კიდე აი : კუმანი ვინ ფეხებია მოვიდა და ასე კრა წიხლი ლეგენდა სუარესს და გააგდოო ??? კუმანი ვინაა და ამაზე დიდი ლეგენდა და ავტორიტეტი ბარსაში (ვინც არ იციდ ნუ აკეთებთ კომენტარს მაინც).... მოკლედ სუარესმა ჩათვალეთ ჩაქიმა ატლეტიკოში იმის ნახევარსაც ვერ გაიტანს რაც ბარსაში გაქონდა...

    ასე მესისაც ჩაუგდია თამაში

    0
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გასულია
    Kingleo10M წევრი [?]

    24 სექტემბერი 2020 14:41

    უფრო სწორად გააგდეს

    1
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    24 სექტემბერი 2020 12:49

    სემედუს ფანკლუბი სად არის?
    ხვდებიან განსხვავებას ფეხბურთელი რა კრიტერიუმით უნდა შეაფასო და ვინ როგორ უნდა გააცილო? თუ ვერ ჩამოყალიბდნენ ჯერ : )

    1
    გასულია
    totti10 წევრი [?]

    24 სექტემბერი 2020 11:09

    ვამბობ ტურისტების გუნდიათქო, მაგრამ აქ მიწერენ არ გესმის ფეხბურთიო, აბა რისი გუნდია, ხმის მიცემით წყდება ბარსელონაში ვინ მოვიდეს და ვინ წავიდეს, კოუტინიოზე ხმის მიცემა იყო, დემბლეზე ხმის მიცემა იყო, გრიზმანზე ხმის მიცემა იყო, იმას კი არ აკეთებენ ვინ ჭირდება გუნდს, არამედ ვინ უნდათ ფანებს, მაგრამ მეორე მხრივ ეს აწყობს ზოგადად ხელმძღვანელობას, იკეთებენ პიარს რადგან მოახლოვებულ არჩევნებზე გამოვა და იტყვის ვინც უნდოდა ფანებს ყველა ვიყიდე, ეს იცი რამხელა უპირატესობას აჩენს? გრიზმანის მოყვანის პრინციპს მართლა ვერ ვიგებ, გუნდში 7 შემტევია და აქედან 4 ერთნაირი :დ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული გრიზმანს დემბლეს ბრაიტვეის გავყიდდი და ვიყიდდი სანეს, სანამ ბაიერნში წავიდოდა, ვიყიდდი კულიბალის, ვიყიდდი ალბას ზამენას, სადაც გუნდს უფრო ჭირდება გაძLიერება ვიდრე შეტევაში და ცენტრში, ცენტრში ბუსი, დე იონგი პიანიჩი ძალიან კარგია იქ ახალგაზრდებიც არიან, მაგრამ დაცვაში არააქვს გუნდს კარგად საქმე, პიკე 3 წელია მთვარეზეა, ეს ლენგლე იბნევა როდესაც პიკე შეცდომას უშვებს აღარ იცის როგორ მოიქცეს კაცი აიყვანოს თუ პიკეს ჩაჯმული გამოასწოროს, გუნდს ჭირდება არა 20-21 წლის ბავშვი დაცვაში არამედ 28-29 წლის გამოცდილი მცველი რომელიც დააბალანსებს დაცვას, უპამეკანო ბაზარი არაა კარგი ბიჭია, მაგრამ რა იცით იქნებ ტოდიბო ბევრად ჯობნის მას? არ ეძლევა შანსი და როგორ უნდა დაამტკიცონ? ან ის ხუჭუჭა დამავიწყდა სახელი, შანსი თუ არ მიეცი და რეგულალურად არ ათამაშე ვერ დაინახავ რა შეუძლია, პიკე რომ სკამზე კი არა გუნდიდან გასაგდებია უკვე არაახალია, ტიპი მაშინ იღებს ხმას როცა რეალს ეხება და რამოს, ტიპი აქციაზე უფრო მონდომებულია ვიდრე მოედანზე და რავიცი კიდე ეგ უნდა იდგეს დაცვაში??? ასე რომ მეგობრებო გადასაწყობია გუნდი, კარგია ახალგაზრდები მომავალი, მაგრამ ცოტა გამოცდილზეც უნდა იჩლაიჩოს ბარსელონამ, თუ ახალგაზრდები უნდა კიდე რატომ უნდა იყიდოს როცა გუნდში ოხრად ყავს, მიცეს შანსი, ვერ გამოიყენებს აი მერე გაუშვი, მერე გამოვდივართ და ვამბობთ რეალი სპობსო, ბარსელონა არ სპობს? 4 უნიჭიერესი ახალგაზრდა ყავს 2 დაცვაში 1 ცენტრში და 1 შეტევაში, მაგრამ შეტევის გარდა არცერთს იყენებს და მაინც სხვისი ყიდვა უნდა. ეს კუმანიც ხომ იმენა გლეა, რიკი პუჩის გაშვება უნდა და მოყვანა უნდა ვინალდუმის. გუნდში იმდენი არასასურველი ფეხბურთელია , და ისე ამრტივად შეიძლება იქიდან 200-200 მილიონი იაღო როგორც არაფერი და იყიდო ის ვინც გუნდს ჭირდება და არა ის ვინც ფანებს უნდა

    3
    გასულია
    basa7 Culé [?]

    24 სექტემბერი 2020 10:52

    ციტატა: ჯერემი რენერი
    Gracias Luis! ❤️
    წავიდა არა, გააგდეს... კუმანმა, ხელმძღვანელობამ და ფანებმაც!

    სრული ჭეშმარიტებაა, ბოლოს მესისიზე მანიპულირება და რა ვიცი კიდევ რეები დააბრალეს:))))))) ხო ვამბობ არსებიბს რაღაც რაც მსგავს რაღაცებს არავის პატიობს და ეს ცუდად დაუბრუნდება გუნდს. რაც შეეხები ფატის და დეპაის უბრალოდ ნუ იქნებით გულუბრYვილოები. დეპაი სუარეს სრულფასოვნად მაშინ შეცვლის როცა მარსზე კოლონიას ავაშენებთ. რაც შეეხება ფატის 17 წლისაა ეგ და ზედმეტს ხო არ ითხოვთ მისგან? 4 ან 5 წლის მერე შეიძლება ჩაანაცვლოს

    3
    გასულია
    marco reus 11 Culé [?]

    24 სექტემბერი 2020 10:49

    ციტატა: ჯერემი რენერი

    როგორც ეგ სეზონი იყო 2013/2014 კატასტროფული იგივეს გაიმეორებენ ახლაც.. თავიდან ეგრე დაიწყებს კუმანიც..

    კუმანი ჰოლანდიელების იქეთ ვერ იხდედება საერთოდ ,ეგეთი მწვრთნელები ვერასდროს აღწევენ წარმატებას კლუბში,მარტო თანამემამულეების მოყვანაზე რო არიან კონცენტრირებული

    0
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    გასულია
    shu1987 ფანი [?]

    24 სექტემბერი 2020 10:46

    იმაზე არავის შევეკამათები , რომ ბარსელონას მაისურით ძაან ბევრი გაქონდა მაგრამ ამ ბოლო სეზონებში მნიშვნელოვან იგრებში ვერც ეს ბრწყინავდა ლიგაზე ტიპს წესიერად არ გაუტანია ბოლო პერიოდში, აქ რას არ წაიკითხავ მოკლედ კომენტარებში: ბარსას რომ გაუტან შენ იყო თუარ აღნიშნოო ??? და ამის დამწერი როდისმე იყო ბარსას ფანი ??? და მსგავსი სისულელეები კიდე აი : კუმანი ვინ ფეხებია მოვიდა და ასე კრა წიხლი ლეგენდა სუარესს და გააგდოო ??? კუმანი ვინაა და ამაზე დიდი ლეგენდა და ავტორიტეტი ბარსაში (ვინც არ იციდ ნუ აკეთებთ კომენტარს მაინც).... მოკლედ სუარესმა ჩათვალეთ ჩაქიმა ატლეტიკოში იმის ნახევარსაც ვერ გაიტანს რაც ბარსაში გაქონდა...

    0
    გასულია
    basa7 Culé [?]

    24 სექტემბერი 2020 10:46

    ციტატა: forca barcA
    ამის ხელფასით ნეიმარს ვიყიდით ჯიდევ კაი წავიდა

    კი ამის ხელფასით ნეიმარსაც იყიდი და მბაპესაც. მერე დაჯექით დაუყურეთ:)))))))))

    0
    გასულია
    ჯერემი რენერი რედაქტორი [?]

    24 სექტემბერი 2020 10:45

    ციტატა: marco reus 11
    წავიდა სიტყვა სულ არ ასახავს სიტუაციას. გაუშვეს ისე,როგორც ფეხმოტეხილი ვილა ატლეტიკოში. ოღონდ სუარესი ჯერ კიდე ბევრად ჯანმრთელი და პროდუქტიული იყო ვიდრე ვილა ,როცა გაუშვეს. სუარესი რო ორჯერ მეტს გაუყრის ბლაუგრანას ვიდრე ვილამ ქნა როხიბლანკოს მაისურით მაგასაც მოესწრება ბართომეო . მაგის საბოტაჟისტი იმპოსტორი დდშვც მე

    როგორც ეგ სეზონი იყო 2013/2014 კატასტროფული იგივეს გაიმეორებენ ახლაც.. თავიდან ეგრე დაიწყებს კუმანიც..

    0
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️
    გასულია
    marco reus 11 Culé [?]

    24 სექტემბერი 2020 10:43

    წავიდა სიტყვა სულ არ ასახავს სიტუაციას. გაუშვეს ისე,როგორც ფეხმოტეხილი ვილა ატლეტიკოში. ოღონდ სუარესი ჯერ კიდე ბევრად ჯანმრთელი და პროდუქტიული იყო ვიდრე ვილა ,როცა გაუშვეს. სუარესი რო ორჯერ მეტს გაუყრის ბლაუგრანას ვიდრე ვილამ ქნა როხიბლანკოს მაისურით მაგასაც მოესწრება ბართომეო . მაგის საბოტაჟისტი იმპოსტორი დდშვც მე . :დ:D

    1
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    გასულია
    ჯერემი რენერი რედაქტორი [?]

    24 სექტემბერი 2020 10:27

    Gracias Luis! ❤️
    წავიდა არა, გააგდეს... კუმანმა, ხელმძღვანელობამ და ფანებმაც!

    2
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️
    გასულია
    Andria გულშემატკივარი [?]

    24 სექტემბერი 2020 10:07

    სუა შენ თუ ბარსას გოლს გაუტან ვინც არ აღნიშნოს იმას გავარტყი მეე ასე უნდა დაეხმარო კონკურენტებს ვისკა ბართო ❤️

    3
    გასულია
    MALUMA ფანი [?]

    24 სექტემბერი 2020 09:53

    აგერ ნახავთ როგორც დღეს სევიია გადაუვლის ბაიერნს ისე მოიგებენ ესენი ლა ლიგას და უჩლ-ს! მითუმეტეს მეკარე მკვდარ+თარს შტეგენი და მარჯვენა ფლანგზე გვამბერტო და ცენტრში ბუსკეცი თუ იდგება და თავდასხმაში ორი *** ფრანგი გრიზმანი და მძ***ერ+ტრავმბელე! მარტო მესი მეცოდება! იმედია მომავალ წელს წავა სიტიში უჩლ-ს და პრემიერ ლიგას მოიგებს გვარდიოლასთან ერთად! ძველი ბარსასგან ერთ დროს 6-დან 6 ტიტული რომ მოიგო აღარაფერი დარჩა გარდა მესი!

    0
    --------------------
    შტეგენის წყევლა - 2016 წლიდან დღემდე!
    გასულია
    Iniesta. And messi წევრი [?]

    24 სექტემბერი 2020 09:50

    წარმატებები ლეგენდავ და მადლობა ყველაფრისთვის ❤❤❤❤❤❤❤

    1
    გასულია
    MALUMA ფანი [?]

    24 სექტემბერი 2020 09:47

    მხოლოდ იმაზე მწყდება გული რომ MSN-სგან მხოლოდ M დარჩა! ბართომეუ ყველაფერს აკეთებს კლუბის გასანადგურებლად ვინც გასაშვებია იმათ ტოვებს და ვინც ლეგენდებია იმათ უშვებს!

    2
    --------------------
    შტეგენის წყევლა - 2016 წლიდან დღემდე!
    გასულია
    Msn91011 გულშემატკივარი [?]

    24 სექტემბერი 2020 09:47

    უდიდესი შეცდომა უბრალოდ ამაზე უაზრო ნაბიჯი არვიცი რა იქნებოდა ერთ ერთ საუკეთესო მოთამაშეს უფასოდ რო უშვებ. ან კუმანი ვინ ჩემი ფეხებუა როგორც მწვრთნელი რო მოდის და ამხელა ლეგენდას წიხლს კრავს კერ უნდა დაამტკიცოს რამე ეხლა რო შედეგი ვერ დადოს მაშინ დედა უნდა უტირო პირდაპირი სიტყვის მნიშვნელობით. ნახავთ ატლეტიკო რამაგრად მოიხოდება და სუარესი გრიზმანზე მეტ გოლს შეყრის. ფუ რა გული მერევა უკვე ბარსას ქმედებებზე სუას წასვლა მესიზეც იმოქმედებს და შემდეგ ზაფხულს კიდე უფრო დიდი შანსია დატოვოს გუნდი მესიმაც და მერე ვინმეს იმის გჯერათ რო ბარსას რამე წარმატებას მიაღწევს ამხელა დანაკლისის შემდეგ? არა და დაემსგავსება გუნდი მილანს

    2
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    24 სექტემბერი 2020 09:46

    მაგრად მეწყინა ბარსას გულშემატკივრისგან მადლობის მეტი ვერაფერს რომ ვერ იღებს არადა ძალიან ცოტაა ამ კაცისთვის მარტო მადლობა

    0
    გასულია
    carles puyol 5 გულშემატკივარი [?]

    24 სექტემბერი 2020 09:39

    აი მე საერთოდ გრიზმანის ყიდვის არსს ვერ ვხდები რა. ვინგერად ვერ თამაშობს ცენტრფორვარდად ვერ თამაშობს.კი გრიზმო უმაღლესი კლასის ფორვარდია და ძალიანაც მევასება მაგრამ მაგრამ ბარსელონაში უბრალოდ ვერ ეეგება ვერსად.და დაცვას სართოდ რატო არ აქცევენ ყურადღებას ვერ ვხდები რა.რატო არ ჩალიჩობენ უპამეკანოზე.იმედია დესტს მაინც იყიდიან

    1
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    გასულია
    Messi_Goat 10❤ გულშემატკივარი [?]

    24 სექტემბერი 2020 09:38

    საუკეთესო, კარგად ლეგენდავ

    2
    გასულია
    Pirat❤️💙 წევრი [?]

    24 სექტემბერი 2020 09:37

    აუ სუას წასვლა ვისაც გინახიათ ვინ გვყავს ამაზე კაი მის პოზიციაზე?

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV