ის, რასაც "ბარსელონა" ფულით ვერ იყიდის

ის, რასაც "ბარსელონა" ფულით ვერ იყიდის

მოგეხსენებათ, რიკი პუჩი კატალონიის "ბარსელონას" ერთ-ერთ უნიჭიერეს ფეხბურთელად ითვლება, რომელმაც გარკვეული სათამაშო პრაქტიკა პირველ გუნდშიც მიიღო, თუმცა ჯერ კიდევ "ბარსა ბ-ს" წევრია.

1999 წლის 13 აგვისტოს მატადეპერაში დაბადებული პუჩი კატალონიელთა ახალგაზრდულ სისტემას "ჟაბაკ ტერასადან" 2008 წელს, 13 წლის ასაკში შეუერთდა, 2018 წლიდან კი სარეზერვო გუნდში ასპარეზობს. რიკი "ბარსა ბ-ს" 2018 წელს უეფას ახალგაზრდული ლიგის მოგებაში დაეხმარა, სადაც "ლა მასიელებმა" ფინალში კალუმ ჰადსონ-ოდოისა და რიის ჯეიმსის "ჩელსი" დაამარცხეს.

21 წლის ნახევარმცველმა "ბლაუგრანას" პირველ გუნდში სადებიუტო შეხვედრა 2018 წლის დეკემბერში, კოპა დელ რეის ეგიდით, "კულტურალ ლეონესასთან" ჩაატარა, რომელშიც მისმა გუნდმა ანგარიშით, 4-1 იმარჯვა. ხსენებულ სეზონში, პუჩმა მონაწილეობის მიღება ლა ლიგის 2 მატჩიც შეძლო.

მისი ნიჭის გათვალისწინებით, მოულოდნელი არაა, რომ ტალანტის შეძენას სხვადასხვა გუნდები ცდილობდნენ, ერთ-ერთი კი ლონდონის "ტოტენჰემი" იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან კლუბთან 3-წლიანი პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა, რომელიც 89-მილიონიან გამოსყიდვის უფლებას გულისხმობდა.

ცნობისთვის, რიკის მამა ასევე ფეხბურთელი გახლდათ, რომელიც "ტერასაში", მარცხენა მცველის პოზიციაზე ასპარეზობდა. პუჩი, ძირითადად, "ბარსა ბ-ში" ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშობს და ხშირად "ბარსელონას" ლეგენდას, ანდრეს ინიესტას ადარებენ, რასაც მისი ტექნიკური უნარები, პასის კულტურა და ბურთის კონტროლი განაპირობებს.

ამჟამად, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" შემადგენლიბაში კარგი შუახაზელები ჰყავთ, თუმცა არტურ მელოსა და ივან რაკიტიჩის ტრანსფერებისა და არტურო ვიდალის პოტენციური წასვლის ფონზე, კატალონიელს ძირითადში მოხვედრისათვის ბრძოლა შეუძლია.

21 წლის მოთამაშის ტალანტს ცნობილი საფეხბურთო მოღვაწეების კომენტარებიც ნათელს ჰფენს:

"რიკი დიდებული ფეხბურთელია. ყველა ახლაგაზრდას შანსი მიეცემა", - კიკე სეტიენი ერნესტო ვალვერდეს თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ.

"პუჩი განსაკუთრებულია. მიუხედავად იმისა, მათ ("ბარსა") ისეთი მოთამაშეები ჰყავთ, რომლებიც ბავშვებს ჰგვანან, მათი ბურთის ფლობის უნარი მაოცებს. ეს ფეხბურთს უფრო ლამაზს ხდის და პოეზიას ჰგავს. რიკის შესახებ ცოტა ხნის წინ შევიტყვე, ისევე, როგორც "ბარსელონელთა" სხვა ახალგაზრდებზე. მათი ფილოსოფია ისეთი რამაა, რასაც ვერ დააკოპირებ, ამას წლები სჭირდება. "ლა მასიელებს" შესანიშნავი მიედნის ხედვა და თამაშის რიტმის კონტროლი ახასიათებთ. სწორედ ამის გამოა "ბარსას" აკადემია განსაკუთრებული, სხვებისთვის კი - მიუღწეველი.

ისინი ფართოდ ცნობილი და ადვილად გასაშიფრი ტაქტიკით არ თამაშობენ, ეს უფრო საერთო იდეაა. რა თქმა უნდა, კატალონიელთა სისტემის მშურს", - განაცხადა ჯენარო გატუზომ "ბლაუგრანასთან" 2018 წლის ზაფხულში ჩატარებული ამხანაგური მატჩის შემდეგ.

"პუჩი მოედანზე მთელი გულით გამოდის და მუდამ თავდაჯერებულია. შესაძლოა, თვალს მომავალი ინიესტას ასპარეზობას ვადევნებთ", - "მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილი შემტევი, დანიელე მასარო ზემოხსენებული პრესეზონის შეხვედრის შემდეგ.

ცნობილი სტატისტიკური პლათფორმა, WhoScored რიკის დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, მის სუსტ/ძლიერ მხარეებს გამოყოფს.

ძლიერი მხარეები პასები, Key პასები, დრიბლინგი, შორეული დარტყმები, ბურთის დაბლოკვა
სუსტი მხარეები ბურთის ართმევები, მეორე სართულის დუელები


ცოტა ხნის წინ "ბარსას" ახალმა თავკაცმა, რონალდ კუმანმა პუჩს განუცხადა, რომ იმ სათამაშო დროს ვერ მიიღებს, რაც მისი განვითარებისათვის საჭიროა. ამიტომ ურჩია, რომ იჯარით სხვა კლუბში გადასულიყო. აღნიშნული შემთხვევის მიუხედავად, რიკიმ მყარი პოზიცია შეინარჩუნა, დარჩენა და საკუთარი პოზიციის ბრძოლით მოპოვება გადაწყვიტა.

თუმცა, "ბლაუგრანამ" ახალგაზრდა ფეხბურთელს არც ეს მონდომება დაუფასა და ძირითად გუნდშიც კი არ დააწინაურა. Sport-ის ინფორმაციით, ის ისევ "ბარსა ბ-ში" დარჩება და იშვიათი საჭიროების შემთხვევაში, კუმანის ბიჭებს დაეხმარება...

"ბარსელონა" არ აფასებს ადამიანს, რომელსაც "ბარსელონას" ლეგენდარულ 8-იანს, ანდრეს ინიესტას ადარებენ, რადგან მის მსგავსად მარცხენა ფლანგზე ხაზებს შორის შესანიშნავად მოძრაობს, ენერგიულია და ბურთისათვის მუდამ იბრძვის.

გარსა ამისა, მას კარგი დრიბლინგი და ბურთის კონტროლი ახასიათებს. ამ უკანასკნელს ისიც ამტკიცებს, რომ რიკისთვის ტყავის სფეროს ართმევა ურთულესი საქმეა.

ინიესტას წასვლიდან 2 წლის შემდეგ, "ლა მასიამ" ახალი საოცნებო 8-იანი აღზარდა, თუმცა ახლა იგი ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა - რონალდ კუმანი ისეთი ტაქტიკით აპირებს თამაშს, რომელშიც პუჩის სტილის მოთამაშე არ ჯდება.

იმის განსაზღვრა, 4-2-3-1 სქემა კარგად იმუშავებს თუ არა, ძალიან ადრეა. იმ შემთხვევაში, თუ ნიდერლანდელი 3 შუახაზელს არ დააყენებს და წამყვანი ფეხბურთელი ტრავმას არ მიიღებს ან ფორმიდან არ ამოვარდება, რიკის მცირე სათამაშო დრო მიეცემა, რაც მისი განვითარებისთვის სახიფათოა.

ნებისმიერ შემთხვევაში, "ლურჯ-ბროწეულისფერები" რომ აკადემიის აღზრდილ ტალანტებს აღარ ენდობიან და შემდეგ სხვა მოთამაშეების გადაბირებაში მილიონებს "ყრიან", დღევანდელ მდგომარეობაზე კარგადაა ასახული. 

"ბარსას" ნამდვილ იდეოლოგიაზე აღზრდილ ახალგაზრდებს, რომლებსაც ამ კლუბში წარმატების მისაღწევად ყველაფერი აქვთ, ამგვარად არ უნდა ექცეოდეს. მით უმეტეს, ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც გული "ბლაუგრანას" სიყვარულით უცემთ. 

სტატიას პუჩის სიტყვებით ვამთავრებ, რომელიც 2019 წელს ჩაწერილ ინტერვიუში გააჟღერა: "იჯარით წასვლა არ მსურს, რადგან, როგორც მამაჩემი ამბობს, "ბარსელონას" გარეთ ცივა".


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #10 26 სექტემბერი 2020 19:04
    1
    ძალიან მიყვარხარ ციცი, უდიდესს პატივს გცემ და გაფასებ უზომოდ, მაგრამ რომ დაწერე ახალგაზრდებს და ლამასიას არ ენდობიან ალენია საიდან მოდის?
    და რიკიზეც ბოლომდე ვერ დაგეთანხმებიი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #9 26 სექტემბერი 2020 16:32
    4
    კარგი სტატია მაგრამ მე არ ვთვლი რომ შუა ხაზი მაგარი გყვავს...ერთადერთი ახალგაზრდა ვისაც ბარსას დნმ 💯 აქ ეს არის რიკი...დაიცა შევხდებით ძლიერ გუნდებს და ვნახავთ რა დონეზე ძლიერი ნახევარდაცვაა...ბარსა 4-3-3 გარეშე ვერ ითამაშებს მინიმუმ 7 ფეხბურთელია ძირითადის რომელიც სხვა სქემაში გაუჭირდება ადაპტაცია...რეალურად რიკიზე უკეთ ბურთს ვერავინ ვერ დაიჭერს ახალგაზრდებიდან და ტიპი სკამზეც არ უნდათ...
    Culé [?]
    #8 26 სექტემბერი 2020 16:16
    0
    ციტატა: ANSU FATI..
    ნიკუშა სად წავიდა ვინც პუჩს მხარს უჭერთო და მოგწონთო დედა რო შეაგინა ყველას სადაა ეგ ადამიანი ეხლა ? რატო არ ჩანს სათქმელი მაქვს ორი სიტყვა

    თქვენსავით მოუცლელი კი არ ვარ ვსწავლობ ვმუშაობ... ლექციები მქონდა და ვერ შემოვედი.... ახლა გისმენ
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #7 26 სექტემბერი 2020 16:12
    1
    კუმანი არ არის ის კაცი რომელიც ბარსელონას ააყვავებს! იმედია უარეს მძღ@@@ს არ გვაჭმევს წელს! ამ კაცთან ესე მოქცევის გამოა გასაგდები! მაგას დაუმატე სუარეზს რაც უქნა და მესისთან ზარზე ხო ვაფშე რავიცი დაუკრეფავსაც გაცდა! ხო ეს გაუშვას ალენია დაიტოვოს და დიდი წარმატება გველოდება:)))))))))))))))
    ფანი [?]
    #6 26 სექტემბერი 2020 16:07
    0
    ნიკუშა სად წავიდა ვინც პუჩს მხარს უჭერთო და მოგწონთო დედა რო შეაგინა ყველას სადაა ეგ ადამიანი ეხლა ? რატო არ ჩანს სათქმელი მაქვს ორი სიტყვა
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    გულშემატკივარი [?]
    #5 26 სექტემბერი 2020 15:55
    2
    იმედია დროს მისცემენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 სექტემბერი 2020 15:03
    5
    ეს მართლაც რომ დიდი შეცდომაა კუმანის მხრიდან
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 სექტემბერი 2020 14:45
    4
    ციცი 👍
    Culé [?]
    #2 26 სექტემბერი 2020 14:28
    4
    ბურთის ართმევა პირიქით ძლიერი მხარეა. დარტყმებში არ ვიცი რამდენად ძლიერია
    Culé [?]
    #1 26 სექტემბერი 2020 14:26
    12
    კუმქნიც მზეა ხალხო ,,,,,ამაში ყველა დავრწმუნდებით სულ ცოტა ხანში,,,,,მომავალი ლეგენდა რომ გახდეს საშუალებას არ აძლევს