მატჩისშემდგომი მიმოხილვა - იმერული ესკიზები

  • 20-09-2020, 12:37
  • მატჩისშემდგომი მიმოხილვა - იმერული ესკიზები

    თამაშამდე მცირე ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდ კუმანმა ახალგაზრდა რიკის გუნდიდან წასვლა ურჩია. ბევრს ჭორიც ეგონა, მაგრამ ნელ-ნელა ყველა გამოცემამ დაადასტურა, თამაშის მერე კი თავად კუმანმაც გაიღო სიტყვა.

    გუნდში მის ადგილს ვერ ხედავს, რიკის ძალიან მცირე დრო ექნება, ამიტომ მისი პერსპექტივის გათვალისწინებით, კუმანმა ჩათვალა, რომ პუჩის განათხოვრება უკეთესი ვარიანტი იქნება. არის რაღაცები, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგალითად, არ ვიცით პუჩი რა შთაბეჭდილებას ტოვებს ვარჯიშებზე, არ ვიცით როგორ გამოიყურება ბუსკეტსის, ან პიანიჩის ფონზე. თუმცა, ალენია რომ რჩება და პუჩი მიდის, ეს პრობლემაა. ალბათ, ალენიას უთამაშებლობა დიდად არ ანაღვლებთ.

    მე კი არ მომწონს, როცა ფეხბურთელს ანათხოვრებენ. თითქოს პრაქტიკა უნდა მიიღონ, შემდეგ კი მოძლიერებულნი უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ ასე გეგმის მიხედვით ძალიან იშვიათად ხდება, როგორც წესი, განათხოვრებულებს ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნებათ, ყველას არ აქვს უნარი, რომ ერთი წარუმატებლობის მერე ძალა მოიკრიბოს და საწინააღმდეგოს დამტკიცებას შეეცადოს. ისეთიც ბევრი გვინახავს, განათხოვრების მერე რომ საერთოდ ჩამოეშალა კარიერა. ამიტომ, მირჩევნია, რომ დარჩეს, მაგრამ მე ვინ მეკითხება?! კუმანმა წავიდესო..

    მოსამზადებელი ეტაპი დასრულდა

    გუშინ "ბარსამ" მესამე შეხვედრა ჩაატარა ლა ლიგის დაწყებამდე და მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა. პოზიტიური ბევრად მეტი იყო, ვიდრე ნეგატიური. კუმანის მეთოდებიც კარგად გამოჩნდა, ტაქტიკაც, ის ფეხბურთელები, რომლებსაც დაეყრდნობა და ის მინუსებიც, რომელიც წლების განმავლობაში უცვლელია.

    პირველ ამხანაგურ შეხვედრაში, პირველი ტაიმის მერე, მთელი გუნდი შეცვალა. მეორე შეხვედრაში 70 წუთზე ოდნავ ნაკლები დაუთმო და 9 ფეხბურთელი შეცვალა. გუშინდელ შეხვედრაში ათამაშა მხოლოდ ის ხალხი, ვისაც მთელი სეზონის განმავლობაში დაეყრდნობა. ამჯერად შვიდი ფეხბურთელი დატოვა შეუცვლელი, მათ შორის ლეო მესი, რომელიც გუშინ საუკეთესო იყო.

    ერთ კვირაში "ბარსა" "ვილიარეალს" შეხვდება და ლა ლიგის მარათონს გახსნის. იქამდე, კიდევ უნდა იყოს ცვლილებები, უნდა იყვნენ წამსვლელებიც და მომსვლელებიც. ვიდალი რომ დაგვტოვებდა ეს ნათელი იყო, მაგრამ მასში გადახდილი ერთი მილიონი, "იმერული ესკიზივით" გამოიყურება. ოთხმოცი კაპიკიც წაამატონ და ეგაა.. გეგონება მილანურ გრანდს ოლია მათხოვარი პატრონობს.

    სქემა

    ტაქტიკა უცვლელია, მაგრამ კუმანმა მიგვაჩვია, რომ შემტევები მუდმივად იცვლიან პოზიციებს. გუშინაც ასე იყო, გრიზმანი, მესი, კოუტინიო, მთელი თამაშის განმავლობაში იცვლებოდნენ, გოლიც ასე გავიდა, მესიმ კოუტინიოს ადგილზე დაიხია და სიღრმიდან გაუკეთა პასი ალბას, მან კი ცენტრში შემოწეული გრიზმანი მოძებნა და ანგარიშიც გაიხსნა. კარგი გოლი იყო.

    ისე კი, გრიზმანი მარჯვნივ იდგა, მესი ცენტრში, კოუტინიო მის უკან და ფატი მარცხნივ. ფატი ერთადერთი იყო, რომელიც პოზიციას არ ტოვებდა. ეს ალბათ როგორც მესისთვის, ისე გრიზმანისთვის, საუკეთესო ვარიანტია, ორივე მაშინ გაძლევს მაქსიმუმს, როცა მეტი თავისუფლება აქვს.

    ფატის თამაში მომეწონა, აქტიური იყო, გოლის გატანა ძალიან უნდოდა, ისე, როგორც ყოველთვის, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი წუნი ჰქონდა, ბურთს ხშირად კარგავდა, ყველაზე ხშირად, "ბარსელონას" შემადგენლობაში, ამ მინუსს აუცილებლად უნდა მიხედოს და ყველაფერი დალაგდება, თამაშის გამწვავებას ყოველთვის შეძლებს.

    დებიუტანტი

    პიანიჩზე ბევრი არაფერია სათქმელი. არც ისეთი პოზიცია აქვს, რომ თავი რაიმე განსაკუთრებულით გამოეჩინა, ბურთის დაჭერა და პასი რომ ეხერხება, გასაგებია. ჯერჯერობით არ არის ფორმაში, გასაგებ მიზეზთა გამო და არა მგონია, ერთ კვირაში ბუსკეტსზე უკეთესი გახდეს. ვვარაუდობ, რომ სწორედ ბუსკეტსი-დე იონგის წყვილი დაიწყებს "ვილიარეალთან", ჯერ დიდი დროა, მაგრამ ეს ორი ძალიან კარგად გამოიყურება საყრდენ ზონაში.

    ტრინკაუს რაც შეეხება, ნელ-ნელა მისი ფანი ვხდები. გულდასაწყვეტია, რომ გოლი ვერ გაიტანა. იდეალური კომბინაცია გაითამაშა კოუტინიოსთან, კარგად დაინახა, პასის მერე სწორად გაიხსნა და ბრაზილიელმა პატარა წაიჯადოქრა, დარტყმაც თითქოს კარგი იყო, მაგრამ მეკარემ იმარჯვა. ძალიან ლამაზი გოლი ამოგვაცალა.

    ტრინკაუ ისევ მაქსიმალურად გაუფრთხილდა ბურთს, ყველაზე მეტად სწორედ ეს ახასიათებს, ალბათ იმასაც ხვდება, რომ კუმანიც სწორედ ასეთი მწვრთნელია, ყველა ბურთის დაკარგვაზე სიბრაზისგან წითლდება, ამიტომ აფასებს იმათ, ვინც ბურთს კარგად ინარჩუნებს. ისევ ჭკვიანურად ითამაშა და ისევ არ გვანახა როგორ ისვრის შორი მანძილიდან, არა უშავს, მთელი სეზონი წინ არის, ოდესმე გაისვრის.

    ველით ტრანსფერებს

    სუარესის საქმე ისე მიდის, რომ უნდა დარჩეს. თუ ასე მოხდა, მხოლოდ გამიხარდება. თავად გამოთქვა მზადყოფნა, რომ თამაშში სკამიდან ჩასართველადაც მზად არის, უფრო დიდი მსხვერპლი რა უნდა გაიღოს?! აბა ბრეითუეიტის იმედზე მტერი იყოს..

    ლაუტაროს მოყვანა ავტომატურად აზრს დაკარგავს.

    ვან დე ბეკი აგვაცალეს, 40 მილიონს ვერ მოვუყარეთ თავი. ვეინალდუმს არ უშვებენ და არც თავად სურს წასვლა. კუმანმა ვერაფრით ვერ მიიღო ის, რაც სურდა. მათ შორის ვერც დეპაი. თუ "ლიონის" პრეზიდენტს დავუჯერებთ, აქაც თანხის მობილიზების პრობლემა იყო. "ბარსა" თითქმის გაკოტრებულია.

    დარჩა ერთადერთი სამიზე - სერჟინიო დესტი. მარჯვენა მცველი. ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება. კუმანი სემედუს არ ენდობა. რობერტოს ნახევარმცველად ხედავს, მაგრამ სემედუს ისე არ ენდობა, რომ მაინც რობერტოს ათამაშებს. ერთი სიტყვით, აკეთებს იმას, რასაც მისი წინამორბედები აკეთებდნენ, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ამასთან შეგუება არ სურს და დესტის მოყვანას ითხოვს.

    იქნებ 20 მილიონს მაინც მოვუყაროთ თავი.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    prikola28 ფანი [?]

    21 სექტემბერი 2020 14:25

    basa7,
    რათქმაუნდა გამიხარდება თუ ბარსას უძლიერესი ფეხბურთელი ეყოლება მისი სახით, მაგრამ ძალიან მეეჭვება, მითუმეტეს იმ ფონზე თუ როგორ გააფუჭეს არაერთი ახალგაზრდა ტალანტი უახლოეს წარსულში ბარსელონაში.
    QinQi,
    მესი მხოლოდ ერთია!!! ნეიმარს რატომ შეადარე? განსაკუთრებული ვერ გახდება სწორედ.არ არის ეგ ის ტიპი რო უმაღლესი დონის ფეხბურთი ითამაშოს.

    0
    გასულია
    barsamesia გულშემატკივარი [?]

    20 სექტემბერი 2020 20:59

    ბარსას დღევანდელი მდგომარეობა მახსენებს რაიკაარდის დაწყებას, რომელმაც მისცა საფუძველი გვარდიოლას ეპოქას... შეიქმნა გუნდი, რომელმაც გარდა იმისა, რომ ყველა არსებული საკლუბო ტიტულები დაისაკუთრა, სანაკრებო მარაქაშიც გაერია, თან როგორ - მსოფლიოს და 2-გზის ევროპის ჩემპიონები გახადა ესპანეთი... ულვაშა დელ ბოსკე, რეალის ერთ-ერთი წარმატებული და იმჟამად, ეპანეთის მწვრთნელი ნამდვილად ჭკვიანი კაცია , გუნდის ძირითადში 6-7 ბარსელონელს აყენებდა და სხვებთან ერთად, რასაკვირველია, მაგრამ ეს გუნდი ბარსელონისეული სტილით იგებდა ნამდვილ ბრძოლებს,რამაც მოუტანა ესპანეთს ის უდიდესი ტიტულები. ძირითად აზრს გავსცდი და ახლა ვეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო - რატომღაც მგონია, რომ რაიკაარდის და გვარდიოლას ისტორია ხელმეორედ იბადება, ოღონდ ამ შემთხვევაში რაიკაარდს ცვლის ასევე ნიდერლანდელი, თან გუნდის ლეგენდა კუმანი, ხოლო ახალი გვარდიოლა გუნდის ფანების განწყობებში (ჩემი სუბიექტური აზრია) ჩანს ჩავის სახით, ყოველ შემთხვევაში იმ ეპოქის გამეორების სურვილი ამ გუნდის ყველა გულშემატკივრის ასევე უდიდესი სურვილიცაა და ნამდვილად ვფიქრობ, რომ სრულიად ფეხბურთის ისტორიასაც ეს სურვილი აქვს. ბარსა მაგარია...

    1
    გასულია
    gio 001 წევრი [?]

    20 სექტემბერი 2020 19:24

    ციტატა: prikola28
    ფატი რატომ არის ასე გაპიარებული ვერ ვხვდები! ყველას ძალიან მოწონს, მოდაშია ახლა, მაგრამ არ არის ეგ ბიჭი იმ ნიჭის და ჭკუის პატრონი რომ მაღალი დონის ფეხბურთელი იყოს! საშუალო კი ბატონო. გრანდების დონის,მითუმეტეს როგორიც ბარსაა არ ვარგა. ეს ჩემი პირადი აზრია და მომავალიც გვიჩვენებს როგორ წავა მისი საქმე. 10000%-ით დარწმუნებული ვარ ჩემს აზრში და ძალიან მინდა რომ ჯანმრთელი იყოს, ტრამვებმა არ გატანჯოს რათა ჩემი აზრი "დაამტკიცოს" და ვინმემ არ თქვას - "ტრამვებმა გატანჯეს თორე უმაღლესი დონის ფეხბურთს ითამაშებდაო"

    ის არ გინდა, რომ შენი აზრის შეგრცხვეს და მაგარი ფეხბურთი ითამაშოს? თუ მისი ცუდი ფეხბურთელობა გაგიხარდება და იტყვი რამაგრად გავთვალე ფატის საშუალო ფეხბურთელობაო?შესაძლოა პიარი აქვს მაგრამ იმის ტ*რაკიც აქვს რომ მის თავზე აიღოს თAმაში და მცველები აწიოკოს...

    0
    გასულია
    basa7 Culé [?]

    20 სექტემბერი 2020 17:05

    ციტატა: Bakero
    ციტატა: basa7
    ეჰ მაგანაც მოგჭამა ჭირი, მეტი არაა ჩემი მტერი ესენი ათდღეში რო დესტს იყიდიან თან ამ ბართომეუს გადაყენების ფონზე. მე პირადად არანაირად არ ვარ კმაყოფილი გუშინდელი თამაშით. რაც არ უნდა იძახოთ რო ახალი დაწყებულია სეზონი, ჯერ არ არიან ფორმაში და ასე შემდეგ გრიზმანი და კოუტინიო ვერც წელს გაგვაკვირვებენ ვერაფრით.ელჩესთან 1 0 ასეთი ფეხბურთელებისთვის პირდაპირ გეტყვით სამარცხვინოა. ტრინკაუს მიეცეს უფრო მეტი დრო და ერთ ერთი დაჯესს წელს სკამზე უკეთესი იქნება. მომავალ წელს კი ორივე გაყიდონ ჯობია. და დემბელეც მიაყოლონ კიდე თუ წელსაც ტვინის გარეშე ითამაშებს.

    ერთი შანსი აქვს დემბელეს ! შრიოდერი მაგის " მამა " უნდა გახდეს 😀 ნახევრად ხუმრობით რასაკვირველია ყველა ასპექტში ჯერ მოედანზე და მერე მის გარეთ მინდორზე ?! დრიბლინგს მაშინ ააქვს აზრი როცა სისწრაფე გაქვს თუ ფიზიკაც გაქვს მშვენიერი !(კუმანის ხელში კი ეს აუცილებელი იქნება როგორც ვხედავ და ეს კარგია ძალიან!) ძალიან მარტივად და გასაგებად რომ ვთქვა ტვინი მოედანზე დემბელესთვის იმას ნიშნავს რომ ელემენტალურად პარტნიორები დაინახოს ! ვინ სად დგას ! თავს რომ დაადებს და მერე გადამწყვეტ მომენტში ვეღარავის ხედავს ! პასის კულტურა ?! სტაბილურობა ?! ნუ მოკლედ ბევრი ნიუნსია და კარგი " მამა " სჭირდება ! შრიოდერს შეუძლია ეგ ყველაფერი მოედანს გარეთ პირველ რიგში დისციპლინა და მენტალური პრობლემები ანუ თუ ერთი შანსია აქვს კიდევ შრიოდერი დაეხმაროს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ! თუ არადა მოგვჭამა ჭირი დემბელემ !

    ხედვა და მოკლე პასის კულტურაა მაგისი პრობლემა. გასაკვირი რა არის იცი? 20/25 მეტრში ისეთ პას გაჩითავს რო პირი დაგრჩება ღია, ათი მეტრის დიამეტრში კი ვერც თავისიანს ხედავს და ვერც სხვას. ბრინჯივით იბნევა. ვნაოთ აბა რას იზამს შროიდერი. ერთი კია რამდენიც გინდა აგინე დემბელეს გოლის იღბალი კი აქვს

    1
    გასულია
    Bakero Culé [?]

    20 სექტემბერი 2020 16:34

    ციტატა: basa7
    ეჰ მაგანაც მოგჭამა ჭირი, მეტი არაა ჩემი მტერი ესენი ათდღეში რო დესტს იყიდიან თან ამ ბართომეუს გადაყენების ფონზე. მე პირადად არანაირად არ ვარ კმაყოფილი გუშინდელი თამაშით. რაც არ უნდა იძახოთ რო ახალი დაწყებულია სეზონი, ჯერ არ არიან ფორმაში და ასე შემდეგ გრიზმანი და კოუტინიო ვერც წელს გაგვაკვირვებენ ვერაფრით.ელჩესთან 1 0 ასეთი ფეხბურთელებისთვის პირდაპირ გეტყვით სამარცხვინოა. ტრინკაუს მიეცეს უფრო მეტი დრო და ერთ ერთი დაჯესს წელს სკამზე უკეთესი იქნება. მომავალ წელს კი ორივე გაყიდონ ჯობია. და დემბელეც მიაყოლონ კიდე თუ წელსაც ტვინის გარეშე ითამაშებს.

    ერთი შანსი აქვს დემბელეს ! შრიოდერი მაგის " მამა " უნდა გახდეს 😀 ნახევრად ხუმრობით რასაკვირველია ყველა ასპექტში ჯერ მოედანზე და მერე მის გარეთ მინდორზე ?! დრიბლინგს მაშინ ააქვს აზრი როცა სისწრაფე გაქვს თუ ფიზიკაც გაქვს მშვენიერი !(კუმანის ხელში კი ეს აუცილებელი იქნება როგორც ვხედავ და ეს კარგია ძალიან!) ძალიან მარტივად და გასაგებად რომ ვთქვა ტვინი მოედანზე დემბელესთვის იმას ნიშნავს რომ ელემენტალურად პარტნიორები დაინახოს ! ვინ სად დგას ! თავს რომ დაადებს და მერე გადამწყვეტ მომენტში ვეღარავის ხედავს ! პასის კულტურა ?! სტაბილურობა ?! ნუ მოკლედ ბევრი ნიუნსია და კარგი " მამა " სჭირდება ! შრიოდერს შეუძლია ეგ ყველაფერი მოედანს გარეთ პირველ რიგში დისციპლინა და მენტალური პრობლემები ანუ თუ ერთი შანსია აქვს კიდევ შრიოდერი დაეხმაროს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ! თუ არადა მოგვჭამა ჭირი დემბელემ !

    1
    გასულია
    QinQi გულშემატკივარი [?]

    20 სექტემბერი 2020 15:33

    შენს სტატიებს ეგრევე ვცნობ ხოლმე ძმაო ❤️

    4
    გასულია
    prikola28 ფანი [?]

    20 სექტემბერი 2020 15:03

    ფატი რატომ არის ასე გაპიარებული ვერ ვხვდები! ყველას ძალიან მოწონს, მოდაშია ახლა, მაგრამ არ არის ეგ ბიჭი იმ ნიჭის და ჭკუის პატრონი რომ მაღალი დონის ფეხბურთელი იყოს! საშუალო კი ბატონო. გრანდების დონის,მითუმეტეს როგორიც ბარსაა არ ვარგა. ეს ჩემი პირადი აზრია და მომავალიც გვიჩვენებს როგორ წავა მისი საქმე. 10000%-ით დარწმუნებული ვარ ჩემს აზრში და ძალიან მინდა რომ ჯანმრთელი იყოს, ტრამვებმა არ გატანჯოს რათა ჩემი აზრი "დაამტკიცოს" და ვინმემ არ თქვას - "ტრამვებმა გატანჯეს თორე უმაღლესი დონის ფეხბურთს ითამაშებდაო"

    4
    გასულია
    DyBaLa21 ფანი [?]

    20 სექტემბერი 2020 14:33

    ფეოლა,
    არაა ტელესი არა, რამ დამავიწყა, გრიმალდოზე ვამბობდი, გრი. ალდო და დესტინ დაუნაკლო სასტავინგვეყოლება

    1
    გასულია
    ANSU FATI.. ფანი [?]

    20 სექტემბერი 2020 13:39

    ნიკუშა სახეს აგათლი ბიჯო შე უზრდელო ლაწირაკო დედას ვის აგინებ შე არაკაცო


    ეს რაარი ბიჯოო

    nikusha ფანი [?]
    ციტირება
    პასუხი
    გასაჩივრება
    დღეს, 00:30

    ციტატა: basa7
    ნუ ვან გაალია ტქო რო ვამბობ არ გჯერათ. ეხლა კი რაც შეეხება პუჩს . რატომ განიხილავთ ან აქ და ინ იქ რატო განიხილავენ საყრდენ ნახევარმცველად და ალენია, ბუსკეტსი, დე იონგი პიანიჩის კონკურენტად ვერ გავიგე, ალენია ცადეს ახა მაგ პოზიციაზე და მეტ ნაკლებად ამართლებს, შეიძლება ძალიან კარგი გახდეს მანდ. არც ალკანტარა იყო ბარსაში ახლა ბაიერნშია იმ პოზიციაზე ნუ დაგავიწყდებათ. პუჩი უნდა განიხილონ პეიმეიკერად, ანუ ათი ნომრის როტაციისთვის, ამნდ ან კოუ იქნება ხოლმე, ან მესი და ან გრიზმანი ხანდახან ანუ გაუჭირდება ხო? დარჩა კიდე ფლანგები. მანდაც შეძლებს ზამენებიდან . და პლიუს დავწერე სხვა სტატიის კომენტარებში. თუ კუმანი მარტო ამ განლაგებით აპირებს მთელი სეზონი თამაშს აქედანვე განწირულია მარცხისთვის
    ალენიაზე გეთანხმები. თან რამოდენიმე პოზიციაზე შესაძლებელია თანაბრად გამოყენება

    ციტატა: rivaldo80
    ხო ხო პუჩი გაუშვით და 8 წლის მერე 7-1 რომ ამოგვტენიან ცენტრშიი პუჩიი გაგორებს ბარსას წინამღდეგ ბურთს...მაინც არ მჯერა ამ სტატიების ესეთ სიდებილეს თუ იზამს გუნდი
    ალენიას ვიტოვებთ კი არ ვუშვებთ

    ციტატა: პავლოვიჩი56
    ალენია რა კონკურენტია,რა?
    პუჩია ხომ კონკურენტიანი

    ციტატა: basa7
    ნუ ვან გაალია ტქო რო ვამბობ არ გჯერათ. ეხლა კი რაც შეეხება პუჩს . რატომ განიხილავთ ან აქ და ინ იქ რატო განიხილავენ საყრდენ ნახევარმცველად და ალენია, ბუსკეტსი, დე იონგი პიანიჩის კონკურენტად ვერ გავიგე, ალენია ცადეს ახა მაგ პოზიციაზე და მეტ ნაკლებად ამართლებს, შეიძლება ძალიან კარგი გახდეს მანდ. არც ალკანტარა იყო ბარსაში ახლა ბაიერნშია იმ პოზიციაზე ნუ დაგავიწყდებათ. პუჩი უნდა განიხილონ პეიმეიკერად, ანუ ათი ნომრის როტაციისთვის, ამნდ ან კოუ იქნება ხოლმე, ან მესი და ან გრიზმანი ხანდახან ანუ გაუჭირდება ხო? დარჩა კიდე ფლანგები. მანდაც შეძლებს ზამენებიდან . და პლიუს დავწერე სხვა სტატიის კომენტარებში. თუ კუმანი მარტო ამ განლაგებით აპირებს მთელი სეზონი თამაშს აქედანვე განწირულია მარცხისთვის
    ს,რობერტო კაი იგროკია რას ერჩი

    ციტატა: S.t.a.l.k.e.r.
    პუჩის გაშვებას ალენია გაუშვით ბიჭოოოო ალენია მეორე რობერტოა (პრახადნო დვირია)
    შენ გაქვს მისი იგრა ნანახი თუ ჰარიჰარალოზე ლაპარაკობ? ტიპი უმაგრესია

    ციტატა: Barca_MNS
    სტატიაში (ორიგნალს ვგულსიხმობ ვინც დადო ეს აზრი პირველად) ერთი რამე გამროჩა - რომ რიკი კოუს კონკურენტი უფროა ვიდრე პიანიჩის ან ალენიას. ასე, რომ ჯობია პირდაპირ თქვან - რიკი ფიზიკური მოუმზადებლობის გამო დადგა კითხვის ქვეშ. და ამას სავარუადოდ იმიტო არ იტყვიან, რომ ფიზიკურად სუსტი ფეხბურთელის ყიდვა შედარებით გაჭირდება.
    ფიზიკურად სუსტი რომაა ზუსტად მაგიტომ იწუნებს კუმანი და მეც თორე რამე ახირება კი არ მაქვს ამ პუჩის

    ციტატა: M10 S9 D11
    ალენიას დედა მივაცენზურე როცა რიკია უდიდესი შეცდომა იქნება პუჩის გაშვება
    მე კიდე რიკის და ზემოდან იმისი ვისაც რიკის იცავს მათ შორის შენიც

    2
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    გასულია
    kortoxa23 Culé [?]

    20 სექტემბერი 2020 13:31

    სუარესი არსად წავა ერთი სეზონი დარჩება. დესტზე რა ისმის? არ მინდა მაგ ბიჭის სხვა კლუბში ხილვა

    2
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    გასულია
    becool ფანი [?]

    20 სექტემბერი 2020 13:28

    სუარესი დაბერდა,
    თუ მოხუცები ითამაშებენ ისევ, წინა სეზონები განმეორდება .ანუ ვერაფერს ვერ მოვიგებთ :))
    .

    1
    გასულია
    claudio Caniggia წევრი [?]

    20 სექტემბერი 2020 13:21

    რა კაცია კუმანი, ცენტრ ფორვარდათ გრიზმანს განიხილავს და სუარესს უშვებს. ნეტა ლალიგაში გრიზნანს სუარესზე მეტი გოლი რომელიმე სეზონში თუ გაუტანია?

    4
    გასულია
    Mecsoul წევრი [?]

    20 სექტემბერი 2020 13:08

    გუშინდელი თამაშით მეც არ ვარ კმაყოფილი , მაგრამ ელჩემ ჩველებრივი ავტობუსი ითამაშა , ეგეთ გუნდებთან გვარდიოლას ბარსასაც უჭირდა. კონტრ იერშზე რამდენჯერმე კარგად წავიდნენ , მოკლედ ჯერ წინაა ყველაფფერი.

    1
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    20 სექტემბერი 2020 12:55

    ციტატა: basa7
    ეჰ მაგანაც მოგჭამა ჭირი, მეტი არაა ჩემი მტერი ესენი ათდღეში რო დესტს იყიდიან თან ამ ბართომეუს გადაყენების ფონზე. მე პირადად არანაირად არ ვარ კმაყოფილი გუშინდელი თამაშით. რაც არ უნდა იძახოთ რო ახალი დაწყებულია სეზონი, ჯერ არ არიან ფორმაში და ასე შემდეგ გრიზმანი და კოუტინიო ვერც წელს გაგვაკვირვებენ ვერაფრით.ელჩესთან 1 0 ასეთი ფეხბურთელებისთვის პირდაპირ გეტყვით სამარცხვინოა. ტრინკაუს მიეცეს უფრო მეტი დრო და ერთ ერთი დაჯესს წელს სკამზე უკეთესი იქნება. მომავალ წელს კი ორივე გაყიდონ ჯობია. და დემბელეც მიაყოლონ კიდე თუ წელსაც ტვინის გარეშე ითამაშებს.


    გეთანხმები. 1 გოლი ასეთ თამაშში ძალიან ცოტა იყო.

    ციტატა: DyBaLa21
    ტრინკაოს სკამზე ჯდომას, ფატის სკამზე ჯდომა მირჩევნია მე, კი გაფეტიშებული ყავთ ფატი (ნუ ძაან მაგარია მართლა და მეც მიყვარს) მაგრამ ამ ეტაპზე ტრინკაო აშკარად სჯობს, ფატის რომ ვუყურებ ბევრი წუნი აქვს და ეერტ ერთი ისაა რომ გუნდელებს ხშირად ვერ უგებს, ალბას მთელი თამაში ელაპარაკებოდა აქეტ წავიდე იქითო. აიი ტრინკაოს იმენა აქვს გაგება გუმდელებისა და ეს საოცარია, სულ 2 კვირაა მოსულია, ნუ ფატის პოზიცია კი არაა მარა მესი წინ უკან გრიზი იქიტ კო და მარჯვნივ ტრინკა კაი იქნებოდა. ან გრიზის სკამზე დასმა ზოგჯერ რადგან ყველა გუნდჯს წინაარმდეგ არამგონია ოპტიმალირი იყოს მისი დაყენება, პედრიც ძალიან ჭკვიანია, და კოუს კარგად შეცვლის ხოლმე, და კაკრას კოუც რომ. დაბერდება იდეალური სწმცვლელი ოქმება მისი სახით, ჩავის კიდე სუპერ ახალგაზრდებინრჩება. ორი პრობლემაა მარტო გუნდში, ორი ფლანგის მცველი, ჩემი აზრიტ დესტი და ის არ მახსოვს, პორტუგალიაში რომ თამაშობს, ბენფიკაში? კაი ვარიანტი იქნებოდა, ან გაია..


    ტელესი? მანჩესტერშია ეგ ფაქტოვრივად. ერთი კალამის გაქნევა უნდა და გადასულია.

    1
    გასულია
    DyBaLa21 ფანი [?]

    20 სექტემბერი 2020 12:50

    ტრინკაოს სკამზე ჯდომას, ფატის სკამზე ჯდომა მირჩევნია მე, კი გაფეტიშებული ყავთ ფატი (ნუ ძაან მაგარია მართლა და მეც მიყვარს) მაგრამ ამ ეტაპზე ტრინკაო აშკარად სჯობს, ფატის რომ ვუყურებ ბევრი წუნი აქვს და ეერტ ერთი ისაა რომ გუნდელებს ხშირად ვერ უგებს, ალბას მთელი თამაში ელაპარაკებოდა აქეტ წავიდე იქითო. აიი ტრინკაოს იმენა აქვს გაგება გუმდელებისა და ეს საოცარია, სულ 2 კვირაა მოსულია, ნუ ფატის პოზიცია კი არაა მარა მესი წინ უკან გრიზი იქიტ კო და მარჯვნივ ტრინკა კაი იქნებოდა. ან გრიზის სკამზე დასმა ზოგჯერ რადგან ყველა გუნდჯს წინაარმდეგ არამგონია ოპტიმალირი იყოს მისი დაყენება, პედრიც ძალიან ჭკვიანია, და კოუს კარგად შეცვლის ხოლმე, და კაკრას კოუც რომ. დაბერდება იდეალური სწმცვლელი ოქმება მისი სახით, ჩავის კიდე სუპერ ახალგაზრდებინრჩება. ორი პრობლემაა მარტო გუნდში, ორი ფლანგის მცველი, ჩემი აზრიტ დესტი და ის არ მახსოვს, პორტუგალიაში რომ თამაშობს, ბენფიკაში? კაი ვარიანტი იქნებოდა, ან გაია..

    3
    გასულია
    basa7 Culé [?]

    20 სექტემბერი 2020 12:48

    ეჰ მაგანაც მოგჭამა ჭირი, მეტი არაა ჩემი მტერი ესენი ათდღეში რო დესტს იყიდიან თან ამ ბართომეუს გადაყენების ფონზე. მე პირადად არანაირად არ ვარ კმაყოფილი გუშინდელი თამაშით. რაც არ უნდა იძახოთ რო ახალი დაწყებულია სეზონი, ჯერ არ არიან ფორმაში და ასე შემდეგ გრიზმანი და კოუტინიო ვერც წელს გაგვაკვირვებენ ვერაფრით.ელჩესთან 1 0 ასეთი ფეხბურთელებისთვის პირდაპირ გეტყვით სამარცხვინოა. ტრინკაუს მიეცეს უფრო მეტი დრო და ერთ ერთი დაჯესს წელს სკამზე უკეთესი იქნება. მომავალ წელს კი ორივე გაყიდონ ჯობია. და დემბელეც მიაყოლონ კიდე თუ წელსაც ტვინის გარეშე ითამაშებს.

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV