მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მიდის მატარებელი..

  • 17-09-2020, 01:03
  • მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მიდის მატარებელი..

    მატარებელი დაიძრა!

    გზად სისწრაფესაც მოუმატებს და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ არავის და არაფერს დაინდობს. საჭესთან ჰოლანდიელი ბულდოგი გვყავს, რომელმაც მშვენივრად იცის სად მიდის და რა გზით უნდა იაროს.

    დანიშნულების ადგილი სტამბოლია, ლიგის ფინალი ამ ქალაქში ჩატარდება და გეზიც სწორედ იქით გვაქვს.  

    ვიცით ისიც, რომ ვიღაცები ამოვლენ და ჩამსვლელებიც იქნებიან, ლუის სუარესი ალბათ მალე დაგვტოვებს, ჟურნალისტების მტკიცებით, ტურინის სადგურზე უნდა ჩავიდეს. ყველაზე საინტერესო გაჩერება კი მარტში გველის, სწორედ ამ დროს მოვისრვით ვაგონიდან იმ კაცს, რომელმაც ჩქაროსნული მატარებელი, ტროლეიბუსს დაამსგავსა. მის ნაცვლად სხვა კაცი ამოვა და ის კაცი ახალ ამბებს და ისტორიას მოიტანს.

    როტაცია

    კუმანს მცირე დრო ჰქონდა, მაგრამ ბევრი რამ მოუსწრია, თამაშებზეც ბევრი ვინმე გამოსცადა, თანაც სულ სხვადასხვა პოზიციებზე. წინაზე ვწერდით, რომ იქნებოდა თამაშები, სადაც ტრინკაუ და მესი ერთად გააგორებდნენ ბურთს, ერთი კვირაც არ გასულა და კუმანმა გააგორებინა, თანაც ისე დახატეს, რომ კოუტინიოს ლანგრით მიართვეს ცარიელ კართან.

    ტრინკაუ რომ საკმაოდ ჭკვიანი ფეხბურთელია, ეს იმაზეც ეტყობა, რომ სივრცეებს სწორად არჩევს და ეს ახლად მოსული კაცი ისე თამაშობს, გეგონება მთელი სეზონია გუნდშიაო, არადა გვყოლია ფეხბურთელები, რომლებმაც წლები დაჰყვეს "ბარსაში" და მაინც ვერ გაიგეს, რა უნდა ეკეთებინათ მოედანზე.

    ადგილებს ცვლიდა ოთხივე შემტევი, ცვლიდა არა ქაოსურად, არამედ ორგანიზებულად, ეს კი მწვრთნელის ხელია, რაც მეტი დრო გავა, უფრო უკეთ გამოჩნდება და დაფასდება. იყო შემთხვევები, როცა გუნდი დაცვის დროს 4-4-2-ზე გადადიოდა, კოუტინიო და ტრინკაუ ფლანგებზე მცველებს აზღვევდნენ, წინ კი მხოლოდ მესი და გრიზმანი რჩებოდნენ. თუმცა, ერთ პოზიციას მიჯაჭვული არცერთი შემტევი არ ყოფილა.

    გრიზმანი

    მიუხედავად იმისა, რომ არც ამ შეხვედრაში გაუკეთებია რაიმე განსაკუთრებული, მაინც უნდა შევარბილო სიტყვა და რაღაც კარგიც უნდა დამცდეს. არ იყო ისე ამოვარდნილი, როგორც სხვა შეხვედრებში, ეს იმის დამსახურებაა, რომ მეტი თავისუფლება მიიღო, დაახლოებით იმდენივე, რამდენიც მესის ჰქონდა. კუმანი ხვდება, რომ გრიზმანი არ არის ფეხბურთელი, რომელიც მუდმივად უკანასკნელი მცველის ხაზზე იდგება და საჯარიმოში იქნება ჩასაფრებული. გრიზმანს თავისუფლება და ბურთის ხშირად მიღება სჭირდება. მიიღო ეს თავისუფლება და არ იყო ცუდი, მაგრამ მისგან გაცილებით მეტს ითხოვენ, კონკრეტულად კი ვითხოვთ იმას, რომ საგოლე მომენტებს ქმნიდეს, არ არის აუცილებელი ყველა გოლად აქციოს, ვხვდებით, რომ "რწყილივით" გამტანი ვერ იქნება, მაგრამ რამე დასამახსოვრებელი მაინც უნდა შექმნას.

    ახლა მთავარია მესის ენა ისწავლოს, ძალიან კი უჭირს, მაგრამ თუ თამაში უნდა, ვალდებულია ეს გააკეთოს. აქვე აღვნიშნავ - მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმაში, ოთხიდან სამი ცაცია იყო, შეტევები მაინც მრავალფეროვანი გამოდგა.

    საყრდენი ზონა

    მესის და ტრინკაუსი არ იყოს, კუმანმა გვაჩვენა, რომ დე იონგსა და ბუსკეტსაც შეუძლიათ ერთად თამაში. არ ვიცი, რამდენად აპირებს მათ დუეტს დაეყრდნოს, მაგრამ გამოსცადა და ნახა, რომ აბსოლუტურად შესაძლებელია ამ დუეტს ენდოს.

    იყო მცირე შეცდომები, მაგრამ, მოსამზადებელ ეტაპს ასეთი შეცდომები ახასიათებს. რაც მთავარია, ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ, არც დაცვაში და არც ბურთის ამოტანაში. მემგონი, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი შეხვედრა, რომელსაც ეს ორი ერთად გაატარებს მინდორზე.

    დაცვა

    ბევრი საქმე არ ყოფილა და ვერც "ჟირონათი" მოვუწყობთ მცველებს კარგ გამოცდას, მაგრამ არაუხო რომ პროგრესირებს, ეს შეუიარაღებელი თვალითაც მშვენივრად ჩანს. არ არის შემთხვევითი, რომ კუმანმა მთელი თამაში დაუთმო. ყველაზე მეტი ენერგია აქვს, ყველაზე კარგად არის ფიზიკურად მომზადებელი და თამაშის წყურვილიც სხვა მცველებზე მეტად ეტყობა. შეიძლება ამითაც აიხსნება, რომ კუმანი დიდად არ ითხოვს ცენტრალური მცველის დამატებას, მოვიდა - ნახა არაუხო და იმედია გაიმარჯვებს კიდეც.

    კუმანმა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს სათამაშო დრო გაუზარდა. წინა შეხვედრისგან განსხვავებით ამჯერად 70 წუთამდე დაუთმო. ამით სკამზე დარჩენილებსაც აგრძნობინა, რომ მათი დრო შეზღუდულია, თუ მეტი დრო უნდათ, უფრო მეტი უნდა გაიღონ, ასეთია ახალი "ბარსელონა", ისეთი კონკურენცია მძვინვარებს, კონრადი ფატის არ აიყვანს ხელში!

    დაჩაგრულები

    კარგი შემტევია კონრადი, მაგრამ თუნდაც საკუთარ თავს და შესაძლებლობებს გადაახტეს, მაქსიმუმ კოპა დელ რეიზე მიიღოს სათამაშო დრო, ისიც საწყის ეტაპზე, მერე მისგან მხოლოდ ცნობილი გვარიღა დარჩება, რომლითაც თავის დროზე, დევნილი ლიტერატორი, გასაოცარ ნოველებს ქმნიდა.

    თანაც როგორ გვირგვინდება? - დე ლა ფუენტე! თავადი კაცი გვყავს გუნდში და იბრიქება კიდეც, პედრის კარგი პასიც მისცა და კიდევ ერთ გოლი იხატებოდა, მაგრამ არ გამოვიდა..

    დემბელეს კი ვერ ვატყობ სისხლის დუღილს, თამაშის წყურვილს, ვერ ვატყობ, რომ სამი წლის განმავლობაში ორი წელი "ფლეისთეიშენთან" იჯდა, ვერ არის ისეთი მოტივირებული, როგორიც მაგალითად ანსუ ფატი, რომელსაც ყველა თამაშში რაღაცის დამტკიცება სურს, ან როგორც ახალწვეულები, ტრინკაუ და პედრი, ესეც ალბათ ხასიათის ამბავია.

    ოღონდ არ გაიბუტოს და ყურები არ ჩამოყაროს, ჩვენივე გაზარმაცებულია, თავიდანვე ასეთი კონკურენცია უნდა ეგრძნო, თავის დროზე ისე მივიღეთ, როგორც პელე და რა დაგვატყდა თავს, კი ვნახეთ.

    თავის ცნობილი ცრუ მოძრაობები არსად დაუკარგავს, კვლავ შეუძლია დარტყმის იმიტაციით მცველები მაწონზე გაუშვას. ოღონდ კუმანისთვის ეს არ არის საკმარისი.

    მესი

    მესიზე რა უნდა ვთქვა? უცბად რომ გაქრეს და აღარ გამოჩნდეს, ეგეც არ გამიკვირდება, მარჯვენა ფეხით გასროლილი როგორ გამაკვირვებდა?!

    ოღონდ, იქნებ, უფრო ხშირად გაიღიმოს, სახე ჩამოსტირის და არ მომწონს ეგ ამბავი, მაგ სახეს მხოლოდ გადავსებული "კამპ ნოუ" უშველის, ესე იგი, მოცდა მოგვიწევს, რადგან ამ ვირუსმა ისევ ატეხა ერთი ამბავი.

    მატარებელი მიდის და მიდის, ჩვენც სადგურიდან სადგურამდე, პატარ-პატარა შეფასებებს დავწერთ, ბოლოს კი იქნებ სტამბოლამდეც ჩავაღწიოთ?!


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    DyBaLa21 ფანი [?]

    18 სექტემბერი 2020 22:10

    Ronaldinho..,
    hah....

    0
    გასულია
    Ronaldinho.. წევრი [?]

    18 სექტემბერი 2020 15:59

    ციტატა: DyBaLa21
    Ronaldinho..,
    დღეს არ ვარ ხასიათზე ხვალე გავიცინებ ამ დიად ხუმრობაზე. და უზრდელობა არ გინდა ჩემთან, არავისთან, მარს სხვაზე არ ვაგებ პასუხს, არ გინდა ჩემთან, ი ვსო

    კაი ეხა დამშვიდდი,ზედმეტებში არ გადავარდე

    0
    გასულია
    DyBaLa21 ფანი [?]

    18 სექტემბერი 2020 02:49

    Ronaldinho..,
    დღეს არ ვარ ხასიათზე ხვალე გავიცინებ ამ დიად ხუმრობაზე. და უზრდელობა არ გინდა ჩემთან, არავისთან, მარს სხვაზე არ ვაგებ პასუხს, არ გინდა ჩემთან, ი ვსო

    0
    გასულია
    Ronaldinho.. წევრი [?]

    17 სექტემბერი 2020 23:48

    ციტატა: DyBaLa21
    Ronaldinho..,
    ანუ შენ, უცხო ადამიანი, ჩემს ნაწერს, კომენტარს, უწოდებ სისულელეს? ზედმეტი ხო არ მოგდის და უზდელობაში ხომ არ გადაგდის შემთხვევით?

    პაოლო შენ მე კი არა მთელი მსოფლიო გიცნობს

    0
    გასულია
    DyBaLa21 ფანი [?]

    17 სექტემბერი 2020 20:04

    MESSI-N1 4ever,
    არა, მე მაგას არ ვგულისხმობ რომმსწორედ მაგ დროს უნდ აგამოიყენო როცს ბრძოლაა. მე ის ვთქვი რომ მაგ გამოთქმაში სიტყვა გამარჯვება, მიმართულია იმის მიმართ რაც ნახა ანუ რომ მივიდა და ნახა, რაც ნახა იმაზე გაიმარჯვა, იმაზე და ამ სტატიაში ისეა მეტაფორულად გამოყენებული რომ განა იმაზე გაიმარჯვა რაც ნახა, არამედ იმით რაც ნახა. ანუ რეალურ გამოთქმას რომ. მოვარჰგოთ ასე გამოდის, მივიდა, ნახა არაუხო, გაიმარჯვა არაუხოზე.0აქ კი ისეე რომ მივიდა, ნახა არაუხო და იმედია ზოგადად გაიმარჯვებს ბარსაში ყოდნის დროსო, ანუ, მწერლობაში მეგაფირა განოიყენება რომ მკიტხვეს გაუადვილოს აღქმადობა და ემოხიური ველიც აუშალოს, აქ კი მეტაფორა მგონია რომ მეტაფორისთვიდაა, ვინაიდან ძირეულ გამოთქმის დედააზრი შეცვლულია. ეს ავღნიშნე. აი მატარებლის მეტაფორა ძალიან კარგი და დროუკი იყო და კი შევაქე სხვა ნაწილში კომენტარის. ბოღმა რა შუაში იყო ეგ ვერ გავიგე

    0
    გასულია
    MESSI-N1 4ever Culé [?]

    17 სექტემბერი 2020 18:46

    ციტატა: DyBaLa21
    MESSI-N1 4ever,
    ბიჭოო რა ხალხი ხართ. ადამიანს გულრწფელი რჩევა მივეცჯ, იმ რჩევის იქით ათგან შევაქე, თან ჰაერში ხომ არ მითქვამს რამე, კონკრეტული მაგალითი მოვიყვანე დ ა ხო, იულიუსის მაგ გამოთქმის მიზანი, ნახულის დამხობა და დსმარცხებაა შინაარსობფივად სრულიად ამოვარდნილი იყო და კონტექსტში არ ჯდებოდა. ჯერ ავტორმა ასეთი დაბალი დონე არ მეგონა აქო ვინმეო, რომელ დონეზე მესაუბრები, რა ვერ გავიაზრე, რა ვერ დავასაბუთე ჩემი ნათქვამიდან? მერე ამანნბოღმაო, იმან სისულელეო... რა ხალხი ხართ. თუ მსჯელობა გინდათ, მოდით და დამიდექით ნებისმიერი ჯანსაღ არგუმენტირებულ მსჯელობაში, თუ შევცდი მაგასაც ვაღისრებ მარა ეს ჰერში დროშის ტრიალი რა ბედენაა? თუ რამე პირსდი პრობლემა გაქვს მომწერეთ პირადში და მაგაზეც გაგცემთ პასუხს, როგორც საჭიროდ ჩსვთვლი.

    ვენი ვიდი ვიჩი -ს თარგმანი იცი,
    ისიც იცი რო იმ შემთხვევაში შეიძლება პარალელი გაავლო თუ სადმე მიხვედი და რამეში გაიმარჯვე მოიგე ;დ ეს ორი სახეზეა მარა ბოლო პრობლემაა, ანუ ფიქრობ რო მხოლოდ რაღაც შეჯიბრების მსგავსის მოგების შემთხვევაში შეიძლება მაგ გამოთქმის გამოყენება ? - არა, გამარჯვება უფრო ფართე ცნებაა, გამარჯვებაში გადის მოლოდინის გამართლებაც, ძალიან ჩვეულებრივი მეტაფორაა, შენთვის იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი მაგრამ რეალურად, გაბატონებული ზოგადი აზრით აქ კონტექსტიდან ამოვარნის მომენტი არყოფილა.

    0
    --------------------
    სადღაც გულის სიღრმეში, კუთხეში, კუნჭულში.. :))))
    გასულია
    Albicelecte ფანი [?]

    17 სექტემბერი 2020 15:18

    სტატია კარგია, მხატვრული და არაორდინალური
    ინტერპრეტაციას თავისუფალი მიდგომა უხდება, ავტორისეული ხედვა ამის საშუალებას იძლევა

    დე ლა ფუენტეს რას ერჩოდი მწერალო?! 😁
    გასაგებია, დონ კიხოტის მსგავსად, ლა მანჩელი იდალგოების შთამომავალია, ცოტა შერეული სისხლით, მექსიკა,აფრო და ა.შ. მაგრამ...
    "იბრიქება კიდეც" რომ ახსენებ, ხომ იცი რასაც ადარებ?!?!?!?! 😁 🤣 😂
    ეგ ფრაზა უფრო მადრიდელ ყვინჩილებს ხომ არ შეესფერებათ? თეთრ მაისურს რომ მოირგებენ და თავი ვარსკვლავები რომ ჰგონიათ?! 🤠

    1
    გასულია
    DyBaLa21 ფანი [?]

    17 სექტემბერი 2020 12:31

    MESSI-N1 4ever,
    ბიჭოო რა ხალხი ხართ. ადამიანს გულრწფელი რჩევა მივეცჯ, იმ რჩევის იქით ათგან შევაქე, თან ჰაერში ხომ არ მითქვამს რამე, კონკრეტული მაგალითი მოვიყვანე დ ა ხო, იულიუსის მაგ გამოთქმის მიზანი, ნახულის დამხობა და დსმარცხებაა შინაარსობფივად სრულიად ამოვარდნილი იყო და კონტექსტში არ ჯდებოდა. ჯერ ავტორმა ასეთი დაბალი დონე არ მეგონა აქო ვინმეო, რომელ დონეზე მესაუბრები, რა ვერ გავიაზრე, რა ვერ დავასაბუთე ჩემი ნათქვამიდან? მერე ამანნბოღმაო, იმან სისულელეო... რა ხალხი ხართ. თუ მსჯელობა გინდათ, მოდით და დამიდექით ნებისმიერი ჯანსაღ არგუმენტირებულ მსჯელობაში, თუ შევცდი მაგასაც ვაღისრებ მარა ეს ჰერში დროშის ტრიალი რა ბედენაა? თუ რამე პირსდი პრობლემა გაქვს მომწერეთ პირადში და მაგაზეც გაგცემთ პასუხს, როგორც საჭიროდ ჩსვთვლი.

    0
    გასულია
    DyBaLa21 ფანი [?]

    17 სექტემბერი 2020 11:46

    Ronaldinho..,
    ანუ შენ, უცხო ადამიანი, ჩემს ნაწერს, კომენტარს, უწოდებ სისულელეს? ზედმეტი ხო არ მოგდის და უზდელობაში ხომ არ გადაგდის შემთხვევით?

    0
    გასულია
    Ronaldinho.. წევრი [?]

    17 სექტემბერი 2020 11:29

    ციტატა: ფეოლა
    DyBaLa21,

    ზოგადად მკითხველზე უკეთესი წარმოდგენა მაქვს, არაბუნებრივი მათთვის არის ვინც კონტექსტს ვერ გაიაზრებს და ეგეთი შეზღუდული აქ არავინ მეგონა.

    ნუ.. ხანდახან გამოჩნდებიან ხოლმე.

    ნაკითხობას რაც შეეხება, კომპარატისტი ვარ, ჩემი პროფესია (ერთ-ერთი) ეგ არის და მომხმარებლებიც დამეთანხმებიან, რომ კრიტიკას ყოველთვის ვიღებ, თუ ჯანსაღია.

    ამას ვერ შევატყე სიჯანსაღე, მაგრამ იყოს მაინც, არაფერი უჭირს : )

    ძალიან კაი სტატიაა და მეც ვერ შევატყე აქ რამე სიჯანსაღის,გარდა სისულეელეების დაწერისა.

    ფეოლა კარგი ხარ ბრო ეგრე გააგრძელე.
    სტატია სუპერ🙌🏻

    0
    გასულია
    DyBaLa21 ფანი [?]

    17 სექტემბერი 2020 11:19

    ფეოლა,
    კრიტიკა არ იყო, არ ვიცი იმდენი რომ გაგაკრიტიკო, ჩემი აზრი გამოვთქვი, თუ არაჯანსაღად მიიღრ ვწუხვარ, წარმატება, კიდევ ვიმეორებ რომ სასიამოვნოა შენი ნაწერების წაკითხვა, თუ მხატვრულადაც წერ სიამობნებით წავიკითხავდი, გამომოგზავნე პირადში თუ შწგიძლია

    0
    გასულია
    პატარა პრინცი წევრი [?]

    17 სექტემბერი 2020 11:01

    მომწონს შენი მხატვრული მიდგომა😊 ფეხბურთი ხელოვნებაცაა და მისი დანახვის შენეული ხერხი სასიამოვნოდ მოსასმენია. თითქოს, მხატვრულ ნაწარმოებს ვკითხულობდე. მადლობა ამისთვის! ასე განაგრძე!

    7
    გასულია
    nukri1996 წევრი [?]

    17 სექტემბერი 2020 10:24

    kai statia sagol

    1
    გასულია
    MESSI-N1 4ever Culé [?]

    17 სექტემბერი 2020 09:38

    ციტატა: ფეოლა
    DyBaLa21,

    ზოგადად მკითხველზე უკეთესი წარმოდგენა მაქვს, არაბუნებრივი მათთვის არის ვინც კონტექსტს ვერ გაიაზრებს და ეგეთი შეზღუდული აქ არავინ მეგონა.

    ნუ.. ხანდახან გამოჩნდებიან ხოლმე.

    ნაკითხობას რაც შეეხება, კომპარატისტი ვარ, ჩემი პროფესია (ერთ-ერთი) ეგ არის და მომხმარებლებიც დამეთანხმებიან, რომ კრიტიკას ყოველთვის ვიღებ, თუ ჯანსაღია.

    ამას ვერ შევატყე სიჯანსაღე, მაგრამ იყოს მაინც, არაფერი უჭირს : )

    აი ჩამოთვლა მეზარება და რაც კი ასპექტი არსებობს ყველაფერში საუკეთესო ხარ მეგობარო, სტატიის დასაწყისშივე ვგრძნობ ხოლმე შენი დაწერილი როა და აი ეგ თუ ვიგრძენი უკვე მარტო მაგ შემთხვევაში ვაგრძელებ ხოლმე :) ამათ ნუ უსმენ, ადამიანის თანმდევი ნაწილია ბოღმა გაჩენის დღიდან. ესე გააგრძელე, შენ ახალი სიტყვა თქვი ბარსამანიაზე.

    6
    --------------------
    სადღაც გულის სიღრმეში, კუთხეში, კუნჭულში.. :))))
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    17 სექტემბერი 2020 02:59

    DyBaLa21,

    ზოგადად მკითხველზე უკეთესი წარმოდგენა მაქვს, არაბუნებრივი მათთვის არის ვინც კონტექსტს ვერ გაიაზრებს და ეგეთი შეზღუდული აქ არავინ მეგონა.

    ნუ.. ხანდახან გამოჩნდებიან ხოლმე.

    ნაკითხობას რაც შეეხება, კომპარატისტი ვარ, ჩემი პროფესია (ერთ-ერთი) ეგ არის და მომხმარებლებიც დამეთანხმებიან, რომ კრიტიკას ყოველთვის ვიღებ, თუ ჯანსაღია.

    ამას ვერ შევატყე სიჯანსაღე, მაგრამ იყოს მაინც, არაფერი უჭირს : )

    3
    გასულია
    mesi_10 Culé [?]

    17 სექტემბერი 2020 02:22

    ხოდა ეგ მატარებელი რომ ტრამვაიტ აქცია იმ ნაგვის ბუნკერმა ჩვენც ავდგეთ და თვითმფრინავით წავიდეთ სტამბოლში უფრო მალეც ჩავალთ და ეგება აქეთობისას ლიგის თასიც გამოაყოლონ ხელს...

    0
    გასულია
    DyBaLa21 ფანი [?]

    17 სექტემბერი 2020 02:14

    მე, როგორც მწერალი, გეტყვი რომ კარგად წერ, სტატიის ტიპებს იდეალურად ერგები, მაგრამ როდესაც გამხატვრულებას ცდილობ ზედმეტებში შედიხარ და არაბუნებრივი გამოდის ზოგჯერ, თითქოს ძალითაა შეჩრილიო. თან ისეთ პარალელებს იყენებ, რომელიც საყოვეკთაოთ ცნობილია და ეს უფრო ამძაფრებს განცდას რომ არაბუნებრივობაა, ან ღრმად არ ხარ ნაკითხი და მხოლოდ საყოვეკთაოთ ცნობიოები იცი, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი უცხო ადამაინზე. მაგალითად: არაუხოს მომენტზე, მოვიდა, ნახა არუხო და გაიმარჯვებს იმედია. იულიუსუს ამ ფრაზას თუ მიყვები, მიხვდები რომ გამარჯვება იმაზე იგულისხმება ვინც ნახა, ანუ მოვიდა კუმანი, ნახა არაუხო და ახლა არაუხოს დედა უნდა უტიროს რომ გაიმარჯვოს. მესმის რომ. ხუმრობა იყო, უბრალოდ არაბუნებრივი. მაგრამ მაინც გამორჩეული და კარგი წასაკითხი სტატიები გაქვს. იმედია ამას სწორად მიიღებ, როგორც ჩემს აზრს და რჩვეას და არა როგორც ინტრიგნობას. წარმატება

    5
    გასულია
    Griezzy7 ფანი [?]

    17 სექტემბერი 2020 02:03

    ფეოლა,
    დეპაის ნაკრებში 18 თამაშში 11 გოლი და 12 ასისტი აქვს! 😏 თან გამოკვეთილი ფორვარდი არც ეგ იქნება პროსტა გრიზმანის წინ როიდგება ორივე კარგად ითამაშებს და მესი და კოუც გაამწვავებენ ფლანგებიდან!

    1
    გასულია
    Justin Kluivert გულშემატკივარი [?]

    17 სექტემბერი 2020 01:43

    იდეალურიააა,ბრავოოო!

    3
    --------------------
    "ლიონელ მესი ჩვენი თამაშის მოცარტია. დანარჩენები? ისინი ბანჯოზე უკრავენ," - როი ჰადსონი
    ,,მინდა, რომ რეალი მარცხდებოდეს. მარცხდებოდეს ყოველთვის!" -პიკე
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    17 სექტემბერი 2020 01:40

    ციტატა: Griezzy7
    არავინ დაიცაგრება იმიტორო თამაშები 3 დღეში ერთხელ იქნება და ყველას მოუწევს თამაში გინდ კოპაზე და გინდ ლალიგაზე

    ამ გუნდში კი მხოლოდ ე სდარჩა მოსაგვარებელი

    1.გრიზმანი უნდა დადგეს შედარებით დაბალ ზონაში ნახევარმცველებთან ახლოს და ხშირად უნდა მიიღოს ბურთი მან და მესიმ უნდა გაინაწილონ ბურთის ატტანა და გადანაწილება. გრიზმანი არარის ცენტრფორვარდიდა ნუ ელოდებით მისგან გოლების წვიმას. და ნუ გიკვირთ კიდე რატომ არის ამოვარდნილი თამაშიდან და რატომ ვერთამაშობს ისე როგორც ცენტრფორვარდი. 🙂 კუმანი მგონია რო მოაგვარებს ამასაც!

    2.არაუხო აუცილებლად დასაწინაურებელია და პიკე სკამზე უნდა გადაჯდეს.

    3მარჯვენა ფლანგის მცველია მოსაყვანი (დესტი)

    4.დემბელე ძირითადში არ უნდა დადგეს. მერამდენე წელია უკვე ბარსელონაში თამაშობს და ჩატეხვების და ერთი ფეხიდან მეორე ფეხზე გადატანის გარდა არაფერი გაუკეთებია ფეხბუთელს. 😏

    5.გუნდში აუცილებლად მოსაყვანია მემფის დეპაი რომელიც ფორვარდად დადგება გრიზმანი კი ფორვარდის უკან ითაამაშებს მესი და კოუტინიო კი ფლანგებზე. ასევე მოსაყვანია დესტიც და გარსიაც

    6.მირანდა. ორიოლ ბუსკეცი. მუსა ვაგე. სემედო. ვიდალი. რაფინია. ალენია. ბრეიტვეიტი და სუარეზი აუცილებლად გასაშვები ხალხია.!

    ძირითადი შემადგენლობა ეს უნდა იყოს აუცილებლად
    დეპაი
    კოუტინიო---გრიზმანი---მესი
    დე იონგი----პიანიჩი
    ალბა---ლენგლე---არაუხო---რობერტო (თუ დესტი მოვა მაშინ დესტი)
    ტერ შტეგენი


    შეცვლაზე
    ტერ შტეგენი - ნეტო & ინიაკი პენია
    ალბა - ფირპო
    ლენგლე - უმტიტი ( თუ გარსია მოვა მაშინ გარსია)
    არაუხო - პიკე & ტოდიბო
    რობერტო - დესტი
    დე იომგი - ბუსკეცი & მატეუსი
    პიანიჩი - რიკი პუჩი
    კოუტინიო - ფატი
    გრიზმანი - პედრი
    მესი - ტრინკაო
    დეპაი - დემბელე


    აი დეპაის ცენტრფორვარდობაც კაი ექსპერიმენტია : )
    კი იყენებდა კუმანი ნაკრებში, მაგრამ იქ იყენებდა იმიტომ, რომ ნაკრებში ტრანსფერს ვერ გააკეთებდა, აქ კიდე ფორვარდი რო გჭირდება და გარემარბი მოგყავს ვერ არის სწორი ამბავი.

    მე ვიყო კუპატა, თუ ვცდებოდე.

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV