მთელი სიმძიმე რონალდ კუმანის მხრებზეა!

  • 7-09-2020, 11:24
  • მთელი სიმძიმე რონალდ კუმანის მხრებზეა!

    რაც არ უნდა მოხდეს სეზონის დასაწყისში, უკვე ვიცით, რომ "ბარსას" მთავარი ტრანსფერი ჰოლანდიელი რონალდ კუმანი იქნება. მთავარი მწვრთნელი, რომელსაც ყველაფრის შეცვლა მოუწევს, რადგან კიკე სეტიენმა მიწასთან გასწორებული გუნდი დატოვა, მენტალურად, ტაქტიკურად, ფიზიკურად, ასეთი ცუდი "ბარსა" ანტიჩის პერიოდშიც კი არ მინახავს.

    თუნდაც განხორციელდეს ის ტრანსფერები, რომელსაც ველით, სურათი დიდად მაინც არ შეიცვლება, ველოდებით ვიდალის წასვლას, რომ მოვიდეს ვეინალდუმი. ეს რომ გარდამტეხი ცვლილება ვერ იქნება, ალბათ ყველა ხვდება. შესაძლოა, მოვიდეს მემფის დეპაი. მას შემდეგ, რაც "იუნაიტედიდან" დაიფრინეს, თვითრწმენა შედარებით დაბალი დონის გუნდში დაიბრუნა და "ლიონის" უპირობო ლიდერად ჩამოყალიბდა, მაგრამ ის არ არის იმ რანგის ფეხბურთელი, რომ "ბარსას" ულიდეროს. სიმართლე, რომ ვთქვათ, არც დემბელესა და არც გრიზმანის დონის არ არის, მაგრამ კუმანი თუ კონტრაქტს გაუფორმებს, ნდობაც გაცილებით დიდი ექნება.

    ვერც ლაუტაროს ტრანსფერი მოახდენს რევოლუციას, კლასით სუარესზე ბევრად დაბალ საფეხურზეა, სამაგიეროდ ბევრად კარგ ფიზიკურ ფორმაშია. თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა, შედეგს დროთა განმავლობაში უნდა დაველოდოთ. ის არც გოლების მანქანაა და არც განსაკუთრებული ტექნიკით გამოირჩევა, პირველ რიგში ბრძოლისუნარიოანობით არის ცნობილი, ამიტომ შეაქრვეს "ხარი", სეზონიდან სეზონამდე მოუმატებს, მაგრამ პირველივე სეზონში რევოლუციას ვერ მოახდენს.

    ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერები შედგა. თუ გავითვალისწინებთ ბართომეუ როგორ მუშაობს, რთული წარმოსადგენია, რომ სამივე ფეხბურთელი გაიფორმოს. თანაც, ფინანსური კრიზისის ფონზე, როცა "ბარსამ" დონი ვან დე ბეკში, 40 მილიონი ევროს გადახდა ვერ შეძლო, სწორედ ამდენი გადაიხადა "იუნაიტედმა", უფრო სწორად 35 მილიონი ევრო გადაიხადა, 5-ს კი ბონუსების სახით დაფარავს.

    აი ასეთი ფინანსური მდგომარეობაა, არტურის გაცვლა რომ დიდად ვერ შეცვლიდა ფინანსურ ვითარებას, თავიდანვე ნათელი იყო, კუმანმა კოუტინიოს გაყიდვაზე უარი თქვა, შესაბამისად ბართომეუს გეგმაც ჩავარდა, არც დემბელეს გაყიდიან, სუარესს კი დიდი ფასი არ ადევს, თუმცა მისი ხელფასის ხარჯზე, დიდი ლუკმა დაიზოგება.

    საუბარიც კი არ ყოფილა დაცვის გაძლიერებაზე. წინა სეზონში იაქტიურეს მაინც, მატიას დე ლიხტის შესაძენად, წელს ჭორის დონეზეც არაფერი ხდება, არადა მთელი სეზონი იწერებოდა უპამეკანოს ტრანსფერზე, რომელმაც "ლაიფციგში" ბრწყინვალედ ითამაშა, ფასიც გაეზარდა და "ბარსასთვის" მიუღწეველ ტრანსფერად იქცა.

    საქმე მხოლოდ კუმანის ნდობაში არ არის, ჰოლანდიელს რომც მოესურვებინა ცვლილებები, ამას ვერანაირად ვერ მიაღწევდა, ერთადერთი გზა ვეტერანების გაშვება და "ბარსა ბ-დან" ფეხბურთელების დაწინაურებაა, რასაც ასე ერთიანად, ჭკუათმყოფელი ადამიანი არ გააკეთებს.

    მაშ ასე, ვალვერდესა და სეტიენის შემდეგ, ყველაფერი არის აბსოლუტურად იგივე, შეიცვალა მხოლოდ მთავარი მწვრთნელი, ასაკოვანი ფეხბურთელები უფრო მეტად ასაკში არიან, შიდა სამზარეულო კი იმაზე მეტად დაძაბულია, ვიდრე ოდესმე.

    მეკარე

    კუმანი ვერ დაიწყებს ტერ შტეგენთან ერთად. გერმანელმა ოპერაცია გაიკეთა და უქმობა მოუწევს, შემდეგ ნელ-ნელა ვარჯიშს დაიწყებს, როგორმე ეცდება, რომ ფორმაში შევიდეს, ამასობაში უამრავი დრო გავა და "ბარსას" პრობლემები დაცვაში, უფრო მეტად თვალსაჩინო გახდება. დაცვის ხაზს ყოველთვის სჭირდება ლიდერი, უმჯობესია, რომ ეს ლიდერი ცენტრალური მცველი იყოს, მაგრამ პიკე ამას უკვე კაი ხანია ვეღარ ახერხებს, ლიდერის ფუნქციები, მთლიანად შტეგენს აქვს შეთავსებული, ის კარნახობს მთელ დაცვას და ხანდახან ნახევარდაცვასაც, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მათზე ბევრად კარგად ამოაქვს ბურთი, მართალია "ბაიერნთან" ასეთ პრესინგს არ ელოდა და თამაში ჩააგდო, მაგრამ მთელი სეზონი მშვენივრად გამოიყურებოდა.

    ტერ შტეგენი იმაზე დიდი დანაკლისია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

    დაცვა

    სათითაოდ შეფასება საჭირო არ არის, რადგან ყველა ერთ დონეზე გამოიყურებოდა (მეტ-ნაკლებად), სემედუ (რობერტო), პიკე, ლანგლე, ალბა - კატასტროფა! უკვე წლებია ეს გრძელდება, მაგრამ ცვლილებები არ ჩანს, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, რამდენიმე გუნდი ითხოვდა სემედუს ტრანსფერში ჩართვას, სასურველი გაცვლის სანაცვლოდ, მაგრამ "ბარსამ" ისე იუარა, თითქოს მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველზე იყოს საუბარი, ამ დროის განმავლობაში სემედუმ გვაჩვენა, რომ ხანდახან დრიბლინგი გამოსდის, თუ კარგ ხასიათზეა, ან თუ მისი მეტოქეა ცუდ ხასიათზე, სხვა არაფერი, მარჯვენა ფლანგზე ტრადიციულად "გამცილებელის" როლი აქვს.

    კუმანის ხელში, ტაქტიკური ცვლილებაც მოხდება და უფრო კონცენტრირებულნი იქნებიან, მაგრამ ინდივიდუალურად არაფერი შეიცვლება, არც ასაკი მოაკლდება ვინმეს და არც კლასი მოემატება.

    ნახევარდაცვა

    ტრანსფერები არ იქნება, ერთადერთი ვეინალდუმს ველით და მაგარი არასწორი ხალხი ვიქნებით თუ იმას მოვთხოვთ, რისი გაკეთებაც არ შეუძლია. მაქსიმუმ შეგვიძლია ის მოვთხოვოთ, რომ ვიდალზე პროდუქტიული იყოს, უფრო მეტად ტექნიკურია და ნაკლებად აგრესიული, იქნებ სწორედ ეს იყო საჭირო? დროთა განმავლობაში, გამოვერკვევით.

    ნახევარდაცვის მთავარი ამბავი ის არის, რომ ვარსკვლავები, რომლებშიც ძალიან დიდი თანხაა გადახდილი, თავის პოზიციებს დაუბრუნდებიან. დე იონგი ითამაშებს საყრდენზე, ხოლო კოუტინიო შემტევ ნახევარმცველად, მოედნის ცენტრში, სასურველია ოდნავ მარცხნივ, ინიესტას ადგილზე, რადგან ყველაზე მეტად საფრთხეს, სწორედ ამ პოზიციიდან ქმნის.

    მთავარი აქცენტი ამ ორზე იქნება, აი მესამე ნახევარმცველის პოზიციისთვის, დიდი კონკურენცია გაჩაღდება და თუ ვეინალდუმი გადმოვიდა, უპირატესობა მას ექნება, ლოგიკურიც არის, რადგან ფრენკი დე იონგს, მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის, აგრესია ყოველთვის აკლდა, კოუტინიო გამოკვეთილად შემტევია და ერთი ფეხბურთელია საჭირო, რომელიც "შავ სამუშაოს" შეასრულებს, ასეთი კი კუმანის გუნდში, წესით და რიგით, ვეინალდუმი უნდა იყოს.

    აი თუ სასწაული მოხდა და ბართომეუმ კარგი ტრანსფერი გააკეთა, ანუ, ტიაგო ალკანტარა შეიძინა, უკვე ნამდვილად შეგვეძლება იმის თქმა, რომ გუნდი თავის გზას დაუბრუნდება, რადგან დე იონგი-კოუტინიო-ალკანტარა, ძალიან დომინანტი წყვილია, რომლის მსგავსიც ბუსკეტსი-ჩავი-ინიეტას შემდეგ არ გვყოლია.

    პუჩი, პიანიჩი.. ერთი შეხედვით, პრობლემები არ არის.

    თავდასხმა

    სუარესი სულ მალე წავა. გრიზმანს ვიხილავთ ცენტრში, თუმცა ჯერ ისიც კი არ ვიცი, კუმანი რა ტაქტიკით ითამაშებს, რადგან ძველი "ბარსელონელია", ჩავთვალე, რომ 4-3-3-ის გზას გაყვება, ასეთ შემთხვევაში კი მესის ფლანგზე ვიხილავთ, ოღონდ კუმანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მას სრული თავისუფლება სჭირდება, ლეო აღარ არის 19 წლის ბიჭი, რომ მთელი თამაში ფლანგზე ირბინოს.

    კითხვები ბევრია, მთავარი კითხვა, ბოლო დროს, ყველას თავში უტრიალებს - იქნება თუ არა მესი მოტივირებული? ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ - იქნება თუ არა ხასიათზე? მის შემთხვევაში ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის არის, რადგან უხასიათო მესი გვინახავს და საშინელი სანახავია, განუწყვეტლივ დადის მოედანზე და ბურთის დაკარგვაზე რეაქცია არ აქვს, იმედია ასეთი სურათი არ გვექნება, ისე კი, სეზონს ყოველთვის ენერგიულად იწყებს, როგორც წესი თავიდანვე ცდილობს ბომბარდირთა დავაში დაწინაურებას.

    შეძლებს თუ ვერა გრიზმანი თავის ადგილის პოვნას? - ესეც მეორე კითხვა, ეს დღეებია ნაკრებში ვუყურებ და ზუსტად ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორც კლუბში, ანუ, ვერ არის ფორმაში. სხვისი არ ვიცი, გრიზმანის დიდი იმედი, მე არ მაქვს.

    სწორედ ამიტომ, "ბარსა" ისევ ცდილობს ლაუტაროს გადაბირებას. აქიდანაც ჩანს, რომ კუმანი ფრანგებს არ ენდობა. რომ ენდობოდეს ლაუტაროზეც მორჩებოდა საუბარი და დეპაიზეც, მაგრამ არც გრიზმანს ენდობა და არც დემბელეს. რაც ლოგიკური ამბავია.

    სამაგიეროდ, ვალდებულია, რომ ენდოს ფატის. ყველაზე დიდი პროგრესი სწორედ მას აქვს და სათამაშო დრო აუცილებლად უნდა დაუთმოს.

    დასკვნა

    ერთადერთი ტრანსფერი, რომელსაც მნიშვნელოვნად შეუძლია სურათის შეცვლა, ეს ტიაგო ალკანტარაა. ყველაზე რთული განსახორციელებელია და ყველაზე ნაკლები სწორედ მასზე იწერება, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

    დაცვაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გვინახავს და წინასწარ შეგვიძლია, რომ ხელი ჩავიქნიოთ. კუმანი მკაცრი და მიზანდასახული მწვრთნელია, მაგრამ ჯადოქარი ნამდვილად არ არის.

    ნახევარდაცვაში იმის იმედად ვართ, რომ თავის პოზიციებს დაბრუნებული ფეხბურთელები გაამართლებენ, გვაქვს იმედის საფუძველი, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

    აი თავდასხმაში, ძალიან არ მინდა მოწყენილი მესი ვნახო, მაგრამ ფრანგებთან რომ აქამდე საერთო ენა ვერ გამონახა, ფაქტია.

    პრობლემების მთელი სიმძიმე, რონალდ კუმანის მხრებზეა! თუმცა, ძალიან კარგად იცოდა, სადაც მოდიოდა. ველით გუნდის ნელ-ნელა გადაწყობას, ველით ბართომეუს გადადგომას და იქნებ, ახალი ერაც დაიწყოს.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    shu1987 ფანი [?]

    7 სექტემბერი 2020 18:32

    ძაან კარგი გარჩევაა და სწორიც..სიმართლეა და იმედი მაქვს დასრულდება ეს საშინელება და მესი რახან თავისი არ გაატანინეს ისედაც არ იყო ბოლო წლებია გადამწყვეტ მომენტში კარგი და იმედია იგივე სეირნობის და ბუტიაობის სეზონი არ ექნება... აი ფატი ფორვარდად უნდა დააყენოს.. ფრანგების არც მე მეიმედება დიდად სიმართლე რომ ვთქვა მაგრამ იმედია მწვრთნელის ფაქტორი დიდ გავლენას იქონიებს და ყველა ათამაშდება, აი დაცვას რა ეშველება არ ვიცი იგივე ოთხეული აზრი ??? თუ არ სეიცვალა ოთხეულიდან ორი მაინც აზრი არ აქვს ისევ ის დირკა იქნება ასაკს მართლა ვერ მოაკლებს ვერავის და ვერც ფიზიკურად მოხოდავს ამ მოკლე დროში რომ რამე შედეგი დადონ. ერთი ეგაა მეტად კონცენტრირებული იქნებიან ...

    0
    გასულია
    Argentine ახალბედა [?]

    7 სექტემბერი 2020 14:53

    Midi ronald

    0
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    7 სექტემბერი 2020 14:27

    ციტატა: 130581
    თუ ვინმემ იცით, იქნებ დაწეროთ რამდენი გოლი და საგოლე პასი აქვს გაკეთებული ალკანტარას ბავარიაში? ალბათ ვერ ვერკვევი. არაფერი პრეტენზია არ მაქვს (ან ვინ მეკითხება) ამ ფეხბურთელის მიმართ, მაგრამ რატომღაც არ მჯერა ამ კაცის.


    31 გოლი, 37 საგოლე პასი. - ტიაგო, ბაიერნში.
    19 გოლი, 16 საგოლე პასი - ვეინალდუმი, ლივერპულში.

    0
    გასულია
    CHEPE ფანი [?]

    7 სექტემბერი 2020 13:49

    ციტატა: Iniesta_8
    დაპაი რატომ არ არის დემბელეს დონის? რა დონეზეა დემბელე შეგიძლიათ მითხრათ? მაგას ფატი მირჩევნია უკვე. თამაშების ნახევარს ტოვებს და როცა თამაშობს იქაც ხან ბურთი ებლადება ფეხებში ხანაც უაზრო პასს აკეთებს. კაცია მოტყუებაზე მიდისო უხარიათ აქ. ერთი მცველი მითხარით რომელიც დემბელეს ნათრევი ყავს.ეგეთი უვარგისი გუნდში არავინ გვყავს

    გუშინ ფატიმ უკრაინელს სიცოცხლე გაუმწარა აგერ😃😃 და დემბელეს გამწარებული ვინ ნახეს საერთოდ სადაც უთამაშია

    2
    გასულია
    katalomia ფანი [?]

    7 სექტემბერი 2020 13:38

    Esec ar uqnia mgoni gamchens. Tipma weinaldumi mindao da tiagos giyidito da ra gamodis?! Amasac ar usmens "mtavroba:?

    0
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    7 სექტემბერი 2020 13:32

    დაპაი რატომ არ არის დემბელეს დონის? რა დონეზეა დემბელე შეგიძლიათ მითხრათ? მაგას ფატი მირჩევნია უკვე. თამაშების ნახევარს ტოვებს და როცა თამაშობს იქაც ხან ბურთი ებლადება ფეხებში ხანაც უაზრო პასს აკეთებს. კაცია მოტყუებაზე მიდისო უხარიათ აქ. ერთი მცველი მითხარით რომელიც დემბელეს ნათრევი ყავს.ეგეთი უვარგისი გუნდში არავინ გვყავს

    4
    გასულია
    130581 წევრი [?]

    7 სექტემბერი 2020 13:13

    თუ ვინმემ იცით, იქნებ დაწეროთ რამდენი გოლი და საგოლე პასი აქვს გაკეთებული ალკანტარას ბავარიაში? ალბათ ვერ ვერკვევი. არაფერი პრეტენზია არ მაქვს (ან ვინ მეკითხება) ამ ფეხბურთელის მიმართ, მაგრამ რატომღაც არ მჯერა ამ კაცის.

    2
    გასულია
    Ronaldinho.. წევრი [?]

    7 სექტემბერი 2020 12:29

    მწვენიერი სტატიაა,მაგრა მომწონს ხოლმე მსგავსი ბლოგები წარმატებები ფეოლა👍🏻👍🏻
    ბარსას რაც შეეხება დაცვა გვინდა 4 ივე პოზიციაზე ახალი ჩემი აზრით და დალშე ზევით გველაფერი რიგზეა და კარგადაა

    8
    გასულია
    პავლოვიჩი56 გულშემატკივარი [?]

    7 სექტემბერი 2020 12:21

    მისმინეთ !
    1. თუ მწვრთნელი(კლოპის მაგალითი-მარტო ვან დეიკი) მაგარია,შედეგს-პროგრეს იმ ფეხბურთელებით უნდა მიაღწიოს რომელიც ჰყავს.
    2. ბარსელონას თითქმის ყველა პოზიციაზე, მაღალი დონის 2-2 ფეხბურთელი ჰყავს.
    3. ვისი ტრანსფერებიც განიხილება-იწერება,ბარსაში მყოფ ფეხბურთელებზე ძლიერები არ არიან.
    4. კუმანმა, ტვინი-ტრა@ი გაანძრიოს. ესაა სულ.
    ბართომეუ,სასწრაფოდ უნდა წავიდეს.

    3
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    7 სექტემბერი 2020 11:54

    დესტი გარსია მარცხენა მცველი ტიაგო და დეპაი მორჩა მეტი არავინ გვჭირდება

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ANSU FATI.. ფანი [?]

    7 სექტემბერი 2020 11:46

    მშვენიერი სიღრმისეული სტატიაა მადლობა ფეოლას
    ეს დასაფასებელია

    14
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    გასულია
    toloo23 გულშემატკივარი [?]

    7 სექტემბერი 2020 11:38

    'ფეოლა' დიდი მადლობა ასეთი ხარისხიანი ბლოგებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად ქმნი და შეძლებისდაგვარად სიღრმეებში ჩადიხარ. ვაფასებ შრომას

    15
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV