ლიონელ მესი - ანგელოზი თუ დემონი?!

  • 3-09-2020, 12:37
  • ლიონელ მესი - ანგელოზი თუ დემონი?!

    მადრიდული გამოცემა ცდილობს მესისგან ლუიშ ფიგუ გამოიყვანოს, მათი ეს მცდელობა ცოტა ღიმილის მომგვრელია, მაგრამ მაინც შესაძლებელია საინტერესო ნააზრევის ამოკითხვა, ამიტომ უგო სერეცოს სტატიის თარგმანს გთავაზობთ.

    ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე თავის მოსაზრება სერხიო რამოსმა გამოთქვა - "მესიმ დაიმსახურა, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება, მას აქვს ამის უფლება, თუმცა, არ ვიცი რამდენად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს." - თქვა ესპანელმა და დავა ისევ გაგრძელდა, უნდა დარჩეს თუ არა კლუბში, ლიონელ მესი?!

    ანგელოზი თუ დემონი? მსხვერპლი თუ დამნაშავე? უფლება თუ პრივილეგია? დაჩაგრული ვარსკვლავი თუ განებივრებული ფეხბურთელის პრეტენზიები? ღირსეული გაცილება თუ უკანა კარიდან გაპარვა? ორი მხარე, ერთი ფორმა, ლიონელ მესი პირველად ხდება ასე ღიად კრიტიკის ობიექტი, საკუთარი ფანების მხრიდან, თუმცა, მხარდამჭერები ჯერ კიდევ ბევრი ჰყავს. ვიღაცისთვის ისევ ანგელოზია, ვიღაცისთვის კი უკვე დაეცა და დემონად იქცა.

    ანგელოზი

    კარლეს პუიოლი იყო პირველი, რომელიც არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა და მისი ორი სიტყვაც კი ბევრის მთქმელი გამოდგა - "შენ ჩემი სრული მხარდაჭერა გაქვს, მეგობარო!" - მიმართა მან ლიონელ მესის, მას შემდეგ რაც მესიმ ბიუროფაქსით კლუბს აცნობა, რომ "ბარსას" დატოვება სურდა.

    პუიოლის ტვიტს მალევე გამოეხმაურა ლუის სუარესი, შემდეგ კი პრეზიდენტობის კანდიდატები გააქტიურდნენ და ბართომეუს ბრალი დასდეს. მათი აქტიურობის გარეშეც ყველა ხვდება, რომ მთავარი დამნაშავე ბართომეუა. ლიონელ მესის იმაზე დიდი ტვირთი აჰკიდეს მხრებზე, ვიდრე ერთ ფეხბურთელს შეუძლია, რომ ზიდოს, პასუხისმგებლობა კი მასზეა, რადგან სწორედ ის არის ლიდერი.

    ფაქტია, რომ მესის აღარ სურს განტევების ვაცის როლში ყოფნა, "ბარსას" გულშემატკივარი მას ყოველთვის ბოლომდე იცავდა, მაგრამ მსოფლიო პრესის თვალში, პასუხისმგებელი ის არის, მესის კი ეს ძალიან ანაღვლებს, რადგან კარიერის ბოლოს სურს, რომ ყველაზე მაღლა იდგეს, არა კონკრეტულად ამ ეპოქაში, არამედ ყველა იმ ფეხბურთელთან შედარებით, ვისაც ოდესმე ბურთი უგორებია.

    ამიტომ, ისეთი შედეგების მერე, რაც "ბარსამ" ბოლო წლებში იწვნია, ძალიან დიდი ზიანი მიადგა მეფეს და მისი გვირგვინიც შეირყა, ვეღარ ადევს თავზე ისე მყარად, როგორც ადრე.

    ლეოს რომ გამარჯვებების გარეშე არ შეუძლია, ეს კარგად ვიცით, მისი განვლილი კარიერის შემხედვარე, ამიტომ ის არ დარჩება იმ კლუბში, რომელსაც წარმატების პოტენციალი არ გააჩნია.

    დემონი

    ლიონელ მესის მიმართ ღია კრიტიკით, ოფიციალური წევრებიდან მხოლოდ "ბარსას" ყოფილი პრეზიდენტი, ჟოან გასპარი გამოირჩა - "მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბია და მხოლოდ ამის შემდეგ ფეხბურთელი, ვინც არ უნდა იყოს ის. ყველას გვსურს, რომ კლუბში დარჩეს, წასვლა უნდა? მილიონობით ადამიანი, რომელიც მის დარჩენას ითხოვს ეს არაფერს ნიშნავს? დაავიწყდა, რომ ამ კლუბმა აქცია იმად, რასაც ახლა წარმოადგენს?"

    გასპარის ამ ემოციურ კომენტარში, შესაძლებელია იმ არგუმენტების ამოკითხვა, რომელიც მესის წინააღმდეგ გააჩნიათ, "ბარსას" და მესის სიყვარული არ ყოფილა ცალმხრივი, რამდენიც მესიმ გაიღო კლუბისთვის, იმდენივე გაიღო კლუბმა მისთვის, რთული პერიოდი ყველა კლუბს უდგას, მაგრამ ერთგულება სწორედ ასეთ დროს ფასდება, იმ მომენტში, როცა კლუბს, ყველაზე მეტად უჭირს.

    ტოტი დარჩა მაშინ, როცა "რომას" ყველაზე მეტად უჭირდა, არ შეეძლო წასვლა? სადაც უნდოდა იქ წავიდოდა.

    დელ პიერო დარჩა მაშინ, როცა ტურინის "იუვენტუსი" სერია ბ-ში დააქვეითეს, არ შეეძლო წასვლა? მადრიდის "რეალი" კალთებს აგლეჯდა, მაგრამ დარჩა.

    იქნებოდა მესი ასეთ დონეზე, "ბარსელონას" გარეშე? ამ სიმაღლის მიღწევაში, არგენტინის ნაკრები ნამდვილად ვერ დაეხმარებოდა.

    ამის შემხედვარეს, პაუ დონესის ერთი სიმღერა მახსენდება:

    "ინ და იან, გამოდი ან შედი,

    ნახევრად ღია კარის ლაბირინთში.

    ინ და იან, წინ თუ უკან,

    ეძებ ორივე მხარეს, მაგრამ ვერაფერს პოულობ,

    როგორ არის საქმე, როგორ ხედავ მომავალს?

    თუ შენი კომპასი, სხვადასხვა მხარეს აჩვენებს?!"

    მაშ ასე, ანგელოზი თუ დემონი? გააჩნია, რომელი პერსპექტივით შეხედავთ.

    სტატიის ავტორი: უგო სერეცო.

    წყარო - Marca.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: ლიონელ მესი
    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ozbeta საიტის ლეგენდა  [?]

    3 სექტემბერი 2020 14:59

    ციტატა: vako
    Gio11970,
    ზედმეტი მოდის ხელმძღვანელობას რო გამოსლევებულები არიან დედაბუდიანად და მე 19წელია და მესის ფასს ვერხედავენ გუნდში ,თუ უნდა წამოაძახონ რო მე გაჩუქე თამაშის საშუალებაო და დააყვედრიან ეგეთი გაკეთებულის დედაცვატირე,მესი ვალში დარჩა? ასმაგი გაუკეთა

    და რაში გამოიხატება რომ მესის ფასს ვერ ხედავენ? ყველაფერს მესის გარშემო აწყობენ, მესის რა ესიამოვნება, ვალვერდეცკი არ გაუშვეს იმ ორი ჩასვრილი სეზონის მერე იმიტომ რომ მესი აფარებდა ხელს. მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორცმენად აქციეს და არ აფასებენო. პასუხისმგებლობა მესიმაც უნდა აიღოს თავის თავზე და არა ბავშვივით გაიბუტოს და წასვლით დაიმუქროს.ახლა ჭირდება გუნდს მისი დახმარება, როგორც ფეხბურთელის და როგორც კაპიტნის, ის კი გარბის, პასუხისმგებლობას გაურბის.ნახევარი წელი ისე ითამაშა რომ გრიზმანს პასს არ აძლევდა. თქვენი აზრით ბაიერნში ლევანდოვსკი წყვეტს ვინ იყიდოს გუნდმა? ან რეალში რონალდო წყვეტდა ვინ გაეშვათ და ვინ დაეტოვებინათ? ბარტოლომეუ იმიტომ არის პირველ რიგში გასაშვები რომ პრივილეგირებული ფეხბურთელები ყავს. ვარჯიშებს თუ ადევნებთ თვალს დააკვირდით როგორ ვარჯიშობენ მესი, სუარესი, ალბა, პიკე, ბუსკეცი. სიარულში გაყავთ ვარჯიში

    2
    გასულია
    Barca1980 გულშემატკივარი [?]

    3 სექტემბერი 2020 14:10

    აქ დელპიეროს და რომას მაგალითი არ გამოდგება , რადგან იქ სხვა პრობლემების წინაშე იდგა გუნდი , და ყველა ერთიანი იყო , პრეზიდენტს დელპიეროსათვის და ტოტისთვის არ აუკიდია მთელი ტვირთი , იქ ყველა ერთად ცდილობდა სიტუაციის გამოსწორებას . აქ კი პირიქით , ყველა მესის სთხოვს იმას , რომ სიტუაცია მარტომ გამოასწოროს მაშინ , როცა გასახდელში შედიხარ და ნეიმარის მაგივრად პაულინიო გხვდება , პუიოლის მაგივრად ლენგლე , ხავის მაგივრად რაკეტა და თანაც პრეტენზიები აქვთ მაღალი ხელფასის !! რა ჩემს სეტიენსხო მოიგებდა ბარსელონა მესის გარეშე , ჩართეთ და უყურეთ ძველ თამაშებს , ხოლო ის რომ უმკურნალს თურმე , არამგონია მესი სხვა ტოპკლუბს ვერ დაენახა და იმ დროის ბარაელონას თუ გაიხსენებთ , მენეჯმენტით ალბათ 20 შიც ვერ მოხვდებოდა , ხოდა დააბრუნა ბართოს თავის ადგილზე .

    3
    გასულია
    vako წევრი [?]

    3 სექტემბერი 2020 14:07

    Gio11970,
    ზედმეტი მოდის ხელმძღვანელობას რო გამოსლევებულები არიან დედაბუდიანად და მე 19წელია და მესის ფასს ვერხედავენ გუნდში ,თუ უნდა წამოაძახონ რო მე გაჩუქე თამაშის საშუალებაო და დააყვედრიან ეგეთი გაკეთებულის დედაცვატირე,მესი ვალში დარჩა? ასმაგი გაუკეთა

    2
    გასულია
    Guduna1986 ფანი [?]

    3 სექტემბერი 2020 13:29

    უბედურება ზუსტად ეგაა რო 2 უკიდურისობაში ვვარდებით არ შეგვიძლია შუის ნახვა ადამიანში ან ანგელოზს ვხედავთ ან დრმონს. მაგრამ ნებისმიერ ადამიანს აქვს ნათელი და ბნელი მხარე მესიც ასეა არც ანგელოზია და არც დემონი ადამიანია ემოციებით და ამოასხა ეს დომხალი კლუბი დაამსგავსეს რაღაცას რისი სახელიც ვერ მოვიფიქრე სახელი არააქ იმას რასაც ახლა ბარსელონაში ვხედავთ ეს გვირგვინია ბოლო წლების მერი არაფერი... ნუ გიკვირთ რაც ხდება

    6
    გასულია
    Gio11970 გულშემატკივარი [?]

    3 სექტემბერი 2020 13:25

    ზედმეტი რომ მოდის და კლუბიდან გაქცევა რომ უნდა ფაქტია, ბარსას რომარ წამოეყვანა და გაეზარდა და არ ემკურნალათ ახლა რაიქნებიდა და სადიქნებოდა კაცმა არიცის, ქმიმის მაგიერ კლუბის მადლობელიბიყის ქხლა პრეტენზიებიაქ, მაგარი არასწორია რასაც აკეთებს პრეზიდენტი წავა და ახალი მოვა მაგრამ ეს ბევრი ბარსას ფანის პატივისცემას დაკარგას

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV