მესი სეზონების მიხედვით

მესი სეზონების მიხედვით

ყველაფერი ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ ვიცით ის, რომ მესიმ წასვლის შესახებ კლუბს მიმართა, ეს ბლეფია თუ ნამდვილი სურვილი, ამას დრო გვიჩვენებს. მართლა ცლის საცხოვრებელს თუ უბრალოდ ხინკალი გამოიძახა, ამასაც მალე გავიგებთ, მანამდე კი მის კარიერას მინდა ზედაპირულად თვალი გადავავლო, ზედაპირულად იმიტომ, რომ იმდენია სათქმელი, მთელი წლის მასალას ეყოფა.

კი ჰგავს გამოსამშვიდობებელ სტატიას, მაგრამ რა ვქნათ?!

სეზონი I – 2004/05

მესის ისტორია 2004/05 წლების სეზონის მიწურულს იწყება, პირველი ოფიციალური გოლი სწორედ ამ დროს შეაგდო. მის გამოსვლას მოედანზე აპლოდისმენტებით შეხვდნენ, რაც ჩემთვის პირადად მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ ბარსელონაში უკვე ყველამ იცოდა, რომ კლუბს ჰყავდა პატარა მონსტრი, რომელიც საფეხურიდან საფეხურამდე წარმოუდგენელ პროგრესს აჩვენებდა.

რონალდინიომ ინტერვიუში ასეთი რამ თქვა: "გუნდში რომ მოვედი, უკვე საუბრობდნენ პატარა ბიჭზე, რომელიც "ბარსას" ლეგენდა უნდა გამხდარიყო".

თავად მესი კი წლების შემდეგ იტყვის: "პირველი გოლის დროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გავხდებოდი".

არა მხოლოდ ბომბარდირი, ფეხბურთელიც, თან არა მხოლოდ კლუბის, არამედ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ამას მართლაც არავინ ელოდა.

სეზონი II – 2005/06

სულ რაღაც მეორე სეზონში მივხვდით, რომ ლუდოვიკ ჟიული განწირული იყო, მესი კი რონალდინიოსთან და ეტო’ოსთან ერთად მომაკვდინებელ ტრიოს ქმნიდა. არა ერთი გამოსარჩევი მატჩი ჩაატარა, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია "ჩელსისთან" ლონდონში დადგმული შოუ. 18 წლის მესიმ დელ ორნოს ზღვარგადასული უხეშობისა და არიენ რობენის დიდი მონდომების მიუხედავად, მთელი ფლანგი აიკლო და ააწიოკა. ერთი წლით ადრე, "ბარსას" რაღაც დააკლდა იმისათვის, რომ "ჩელსის" ბარიერი დაეძლია, როგორც აღმოჩნდა, ეს რაღაც ლიონელ მესი ყოფილა.

"ბარსამ" სეზონის უმთავრესი შეხვედრა მოიგო, განმეორებით შეხვედრაში, ლეომ კუნთის ტრავმა მიიღო და მთელი დარჩენილი სეზონი გამოტოვა. "სტემფორდ ბრიჯის" მატჩის შემდეგ, მოურინიომ თქვა, რომ მესი ხშირად მიმართავდა სიმულაციას, რაც წარმოუდგენელი სითავხედე იყო და სწორედ აქედან დაიწყო მესისა და ჟოზეს "განსაკუთრებული" ურთიერთობა.

სეზონი III – 2006/07  

მესამე სეზონში უკვე ზუსტად ვიცოდით, რომ საქმე რაღაც განსაკუთრებულთან გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ "ბარსამ" სეზონი ჩააგდო, ლეო გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ისეთი ამბები დაატრიალა, დავიწყებას არასოდეს მიეცემა. თუმცა, მესის საოცრებებს გამარჯვებები არ მოუტანია, რადგან "ბარსა" უკვე რეგრესის გზაზე იყო.

ბევრის აზრით, "ხეტაფეს" კარში კარიერაში საუკეთესო გოლი გაიტანა, "ბარსამ" 5-2 მოიგო, მესიმ დუბლი შეასრულა, მაგრამ შუსტერის გაწვრთნილმა გუნდმა, საპასუხო შეხვედრა 4-0 მოიგო და კატალონელები თასიდან გააგდო.  

არგენტინელები მესის უკვე ადარებდნენ მარადონას, ამ გოლმა კი მთელი მსოფლიო ჭკუიდან შეშალა.

მერე იყო ჰეთ თრიქი "კლასიკოში", სულ რაღაც 19 წლის ასაკში, "ბარსამ" შეხვედრა ვერ მოიგო, მესის მესამე გოლი ერთი ქულის მომტანი გამოდგა, მაგრამ მაინც გავიხარეთ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ კაცნაკლულმა "ბარსამ" თამაში გადაარჩინა, მეორე იმიტომ, რომ ცხრილში პირველობა შეინარჩუნა.

მესი რომ ტრავმებს არ შეეწუხებინა, "ბარსა" დიდი ალბათობით ლა ლიგას მოიგებდა, მაგრამ ლეოს უამრავი შეხვედრა გაუცდა, გუნდმა ბევრი ქულა დაკარგა და ყველაფერი ბოლო ტურებამდე მიიყვანა. საოცრად დრამატული გამოდგა შეხვედრა "ესპანიოლთან", დერბი "ბარსას" უკანასკნელი რთული გამოცდა იყო, აქ გამარჯვება ჩემპიონობას ნიშნავდა, რადგან "რეალი" სარაგოსაში მარცხდებოდა, მესის ორი გოლის წყალობით ვიგებდით კიდეც, ერთ-ერთი ხელით გაიტანა და არგენტინაში მესიის ირწმუნეს, ეს სიახლე მომდევნო დღის გაზეთებში ბომბივით აფეთქდა.

მაგრამ მესის გოლებმა "ბარსას" ვერ უშველა, ტამუდომ ბოლო წუთებზე გაგვითანაბრა, ნისტერლოიმ კი სარაგოსაში გაათანაბრა, ამიტომ "რეალი" პირველ ადგილზე აღმოჩნდა და ბოლო ტურში შანსი ხელიდან აღარ გაუშვია.

სეზონის ერთადერთი პოზიტივი ლიონელ მესის საოცრებები იყო.

სეზონი IV – 2007/08

ლეო ისევ მძიმე ტრავმებს იღებს, რის გამოც "კლასიკოს" გამოტოვება უხდება, ისევ თვალცრემლიანი ტოვებს მოედანს, ისევ რაიკაარდი ამშვიდებს, "ბარსა" "კამპ ნოუზე" მარცხდება. ყველა ელოდა ერთდროულად ოთხი ვარსკვლავის ხილვას - რონალდინიო, ეტო’ო, ანრი, მესი, მაგრამ გუნდში ტრავმების ეპიდემია დაიწყო, ამიტომ ძირითადად ბოიან კრკიჩსა და ჯოვანი დოს სანტოსს ვხედავდით, რაც საოცრად კომიკური ამბავი გამოდგა, ამ შემადგენლობის ფონზე.

მესის მთავარი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში შედგა, "იუნაიტედის" წინააღმდეგ. "მანჩესტერი" ფავორიტი იყო, ბოლო წლების საუკეთესო სეზონს ატარებდა, "ბარსასთვის" კი პირიქით, რაიკაარდის ეპოქაში, ყველაზე საშინელი სეზონი გამოდგა. მიუხედავად ამისა, ფანებს იმედი მიეცათ, როცა ტრავმის მერე მესი დაბრუნდა და ნახევარფინალის წინ ლა ლიგაში ითამაშა.

"კამპ ნოუზე"  "ბარსას" მხრიდან საუკეთესო იყო, "ოლდ ტრაფორდზე" კი საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში.

თამაშის შემდეგ, მატჩის გადამწყვეტი გოლის ავტორი, პოლ სქოულზი ასეთ რამეს იტყვის: "არ მრცხვენია იმის აღიარების, რომ მესისთან მიკარების მეშინოდა, ზურგს უდიდესი გამოცდილება მიმაგრებს, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა შემეჩერებინა."

"მანჩესტერი" სწორედ სქოულზის გასროლამ იხსნა. რომ არა ეს გოლი, პოლისთვის კარიერის ყველაზე ჯოჯოხეთური შეხვედრა იქნებოდა, მაგრამ ისეთი გოლი შეაგდო, რომ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში გამოუვიდა.

"მანჩესტერთან" შეხვედარში დავრწმუნდით, რომ მესის მარტოც შეეძლო გუნდს გაძღოლოდა, პრობლემა მხოლოდ ქრონიკული ტრავმები იყო. ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ თავისუფლად შეეძლოთ, რონალდინიოს შელეოდნენ.

სეზონი V – 2008/09

პეპი მოვიდა, რევოლუცია დაიწყო! მესიმ რაციონალურად თამაში ისწავლა, სპეციალური ექიმთა ჯგუფი მიუჩინეს, გამოუწერეს ზღვის პროდუქტების დიეტა, ვიტამინებთან ერთად კუნთი მოუძლიერდა და ტრავმები დაძლია, პეპი გასვლით შეხვედრებში ხშირად ასვენებდა, მაგრამ როცა შეცვლაზე გამოდიოდა, სათქმელს მაინც ამბობდა. "ოსასუნასთან" და "რასინგთან" გასვლაზე, "ბარსა" მარცხდებოდა, მაგრამ ლეო გამოვიდა და შეხვედრები მოგებით დაასრულა.

მთავარი მატჩი "ბერნაბეუზე" შედგა, 6:2 "რეალთან", ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი ჩაიწერა და მესი ვიხილეთ ცრუ ცხრიანზე, რითიც კიდევ ერთ რევოლუციას ჩაეყარა საფუძველი. სეზონის ბოლოს შედგა ფინალი, "იუნაიტედთან", ფერგის გუნდი აღარ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც ერთი წლით ადრე, კრიშტიანუც წასვლისთვის ემზადებოდა, მესიმ ფინალშიც შეაგდო და 22 წლის ასაკში, პირველი "ოქროს ბურთი" მოიპოვა.

სეზონი VI – 2009/10

ამ სეზონის მთავარი ამბავი იყო ის, რომ ფინალი "ბერნაბეუზე" იმართებოდა, ამაზე დიდი მოტივაცია "ბარსასთვის" არ არსებობდა, სეზონი კი ძალიან საინტერესო გამოდგა, ჯერ ერთი იმით, რომ მესიმ ცენტრი არ დათმო და სწორიც გამოდგა, მოედნის ცენტრში, ვერავინ მსოფლიოში ისეთი შედეგიანი ვერ იქნებოდა, როგორიც ის, მათ შორის ვერც ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

წინა სეზონისგან განსხვავებით, უფრო ინდივიდუალისტი მესი ვიხილეთ, ამჯერად ყველა შეხვედრას ძირითადში იწყებდა, ფიზიკურად აბსოლუტურად მწყობრში იყო და ლიგის მეოთხედფინალში, სეზონის მთავარი მატჩიც ჩაატარა - პოკერი "არსენალთან"! მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ ბიჭს ვინმე შეაჩერებდა, მაგრამ რამდენიმე ფაქტორმა "ბარსას" ხელი შეუშალა.

ამოფრქვეული ვულკანის გამო ფრენები გადაიდო, გუნდი მილანში ავტობუსით ჩავიდა, იმ დღესვე ტოტალიზატორებში დაიდო ძალიან დიდი ფსონი იმაზე, რომ "ბარსა" ტაიმის მიწურულს გოლს გაუშვებდა, ამას ყველა ხვდებოდა, ასეთი მგზავრობის მერე, გუნდი ფიზიკურად უბრალოდ ვერ გაუძლებდა.

არ იყო ანდრეს ინიესტა და აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო ზლატან იბრაჰიმოვიჩი, იმ შეხვედრაში პიკემ უფრო მეტი მომენტი შექმნა ფორვარდის პოზიციიდან, ვიდრე ზლატანმა. "ინტერი" არსებობის ისტორიაში საუკეთესო ფორმაში იყო და შეხვედრა მოიგო. ძალიან გულდასაწყვეტი გამოდგა, მსაჯებმაც მიქარეს, მაგრამ ეს ფეხბურთია, ასეც ხდება, "ბერნაბეუზე" ტრიუმფი ოცნებად დარჩა.

სეზონი VII – 2010/11

როგორც აბობენ, ეს იყო გვარდიოლას "ბარსას" პიკი! იბრა წავიდა, მესი ცენტრში ხელშეუხებელი გახდა, ფლანგზე კი დავიდ ვილია გავამწესეთ. მთავარი მატჩი ნოემბერში შედგა, ჟოზეს გაწვრთნილ "რეალთან". მადრიდული კლუბი შესანიშნავად გამოიყურებოდა და ყველა თანაბარ შეხვედრას ელოდა, მაგრამ თამაშის ბოლოს, ჟოზე მოურინიოს სახეზე, პიკეს მოქნეული ხუთი თითი ეხატა.

საოცარია, მაგრამ მესის არ გაუტანია, სამაგიეროდ თამაშის მთავარი დირიჟორი იყო და ახალ წლამდე გამოჩნდა, რომ ამ გუნდის შემჩერებლი არავინ იყო.

ლიგის ფინალი ისევ "მანჩესტერთან" შედგა, თამაშის წინ "ბარსამანიაზე" დავწერე, რომ ლეო გადამწყვეტ გოლს გაიტანდა, რა დიდი გამოცნობა ამას უნდოდა, მაგრამ მაინც ბავშვურად გავიხარე, მისმა გოლმა რომ დაგვაწინაურა, ვილიამ წერტილი დასვა და ვიჩემპიონეთ!

სეზონი VIII – 2011/12

ეს იყო გვარდიოლას ბოლო სეზონი. დიდი იმედით შევხვდით, რადგან დიდი ხნის ნანატრი ფაბრეგასი გადმოვიბირეთ, აღმოჩნდა, რომ ეს შეცდომა იყო, ჩავი ჯერ კიდევ მაღალ დონეზე თამაშობდა, ინიესტას ქრონიკული ტრავმებიც აღარ ჩანდა ისეთი საშიში და ფაბრეგასი სათამაშო სურათიდან ამოვარდა. სამაგიეროდ, გვარდიოლა ხან ექსპერიმენტებს ატარებდა და 3-4-3 გვთავაზობდა, ხან ფლანგზე ათამაშებდა, მაგალითად "ბერნაბეუზე", სადაც ალვესის ჩაწოდების შემდეგ, ზუსტად ფლანგიდან შეაგდო თავით გოლი.

ხან მუშაობდა, ხან არა, უფრო მეტად - არა. ამიტომ გუნდსაც დაეტყო ეს ამბავი. მესის საუკეთესო შეხვედრა, ჩემი აზრით, სეზონის დაწყებამდე შედგა, "რეალთან" სუპერ თასის დაპირისპირებებში, გასვლაზეც შეაგდო და სახლში 3:2 მოგებულ შეხვედრაში ლომის წილი დაიდო.

ასევე აღსანიშნავია მატჩი "ლევერკუზენთან", მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე, ერთ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

მაგრამ მთავარი თემა, მაინც სტატისტიკა გამოდგა, ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ წარმოიდგენდა, რომ ლა ლიგაში, ვინმე მოახერხებდა და ერთ სეზონში 50 გოლს გაიტანდა, ეს აბსოლუტურად გაცდა ნორმალური ადამიანის შესაძლებლობებს.

აქვე მივიღეთ მესისგან პირველი დიდი იმედგაცრუებაც, ნახევარფინალში, გადამწყვეტ მომენტში, "ჩელსისთან" პენალტი ვერ გაიტანა. იმ სეზონში უკვე ცუდი სტატისტიკა ჰქონდა თერთმეტმეტრიანებში და "ჩელსისთან" ასეთი წერტილი დასვა. მივხვდით, რომ.. ხანდახან, ღმერთებიც ცდებიან.

სეზონი IX – 2012/13

სეზონი უცანური გამოდგა, კარგი პირველი ნახევარით და ცუდი მეორე ნახევარით, პირველი ტიტოსთან ერთად, მეორე ტიტოს გარეშე. ამ დროს პრეზიდენტი უკვე სანდრო როსელი იყო, სწორედ ამიტომ მესი წასვლაზე უკვე ფიქრობდა, რადგან გუნდი გვარდიოლამ დატოვა და კრუიფს რჩევებს აღარავინ ეკითხებოდა.

როგორც მოგვიანებით შევიტყეთ, მესი გუნდში მომაკვდავი ტიტოს უკანასკნელი სურვილის გამო დარჩა, ვილანოვამ მესის თხოვა, რომ "ბარსაში" დარჩენილიყო. მისი სურვილის გატეხვა არ შეიძლებოდა.

მთავარი მატჩი "მილანთან" შედგა, სადაც "ბარსამ" "ქამბექი" შემოგვთავაზა, მესის ორი გოლის წყალობით ანგარიში გავათანაბრეთ, მერე კიდე ორი შევარდა და შემდეგ ეტაპზე გავედით. ლა ლიგაში ამჯერად 46 გოლი გაიტანა და რომ არა მცირე ტრავმა, 50 გოლიან ნიშნულს აუცილებლად გაიმეორებდა.

სეზონი X – 2013/14

ჩემი სუბიექტური აზრით, მესის ყველაზე ცუდი სეზონი "ბარსელონაში", მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი სტატისტიკა დადო. როგორც მან, ისე "ბარსამ" სერიოზული რეგრესისკენ გადადგა ნაბიჯი. პირველად ბოლო 7 წლის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე გუნდი ვერ მივიდა. დათმო ლა ლიგის ჩემპიონობა, მართალია მსაჯის შეცდომის გამო, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ "ატლეტიკო" თავის მაქსიმუმს აჩვენებდა, "ბარსა" კი - ვერა.

მაგრამ ლეომ მაინც გვაჩვენა სეზონის მიწურულს, რომ კვლავ შეეძლო იგივე დონეზე თამაში, "ბერნაბეუზე" სამი გოლი შეაგდო, "ბარსამ" 4:3 მოიგო და ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ბოლოს "ოქროს ბურთი" კრიშტიანუმ მოიგო, ურთიერთშეხვედრებში ჩანდა, რომ მესი კვლავ უკეთესი იყო.

სეზონი XI – 2014/15

როსელისა და ბართომეუს მოღვაწეობის პერიოდში, ეს იყო ერთადერთი სეზონი, რომლის მიმართაც პრეტენზიები არ გვქონია, უფრო სწორად, სეზონის მეორე ნახევრის მიმართ, პირველი ნახევარი გუნდმა ჩააგდო, ჩემპიონატში "რეალს" გასწრების საშუალება მისცა, ლუის სუარესს ფლანგზე ათამაშებდნენ და შესაძლებლობებს ვერ ავლენდა, რაკიტიჩი სკამზე იჯდა, ხოლო მესის საგრძნობლად ჰქონდა წონაში მომატებული.

ეს იყო გარდამტეხი ეტაპი, რა დროსაც კარგიც ბევრი მოხდა და ცუდიც, კარგი მარტივად დავინახეთ, ხოლო ცუდი დრომ გამოაჩინა.

ზამთრის შესვენების შემდეგ, მესი დიეტაზე დაჯდა და კარგ სპორტულ ფორმაში შევიდა, დათმო მოედნის ცენტრი და ლუის სუარესს მისცა საშუალება ფორვარდად ეთამაშა, რამაც სწრაფადვე მოიტანა შედეგი, ჩავი ერნანდესი სათადარიგოთა სკამზე გადაჯდა და ადგილი ივან რაკიტიჩს დაუთმო. - ყველაფერი იდეალურად აეწყო.

მაგრამ! ამავე დროს ახლადარჩეულმა ბართომეუმ, პირველი ნაბიჯები გადადგა, გუნდიდან გაუშვა ანდონი სუბისარეტა და მისი თანაშემწე, კარლეს პუიოლი, "ბარსას" სატრანსფერო დარღვევის გამო UEFA-მ ბანი დაადო და ეს ყველაფერი სუბის დაბრალდა. მის ნაცვლად, გუნდის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი (თუ არა ყველაზე ცუდი) სპორტული დირექტორი, რობერტ ფერნანდესი მოვიდა, რომელმაც "ბარსას" ფინანსებს უაზრო ტრანსფერებით ძირი გამოუთხარა. თუმცა, ეს მომდევნო სეზონების ამბავია.

მანამდე კი იყო დაუვიწყარი მეორე წრე და "ტრიპლეტი", მესისთვის მთავარი მატჩი ნახევარფინალში შედგა, "ბაიერნის" წინააღმდეგ, სეზონის ყველაზე რთულ მეტოქესთან გაიბრწყინა და კიდევ ერთი დიდებული მატჩი გვაჩუქა.

სეზონი XII – 2015/16

თითქმის იდეალური სეზონი, რთული სათქმელია რამ შეუშალა ხელი "ბარსას", რომ ტრიუმფი გაემეორებინა. "ატლეტიკოს" ყველგან აჯობეს, მაგრამ მაინც არ მსურდა ლიგაზე ერთმანეთს შეხვედროდნენ. იმ სეზონში, მხოლოდ მადრიდის "ატლეტიკო" თამაშობდა გამოკვეთილად დაცვით ფეხბურთს და თუ ვინმე "ბარსას" შეაჩერებდა, ეს მხოლოდ ასეთი სტილის გუნდს შეეძლო. წილისყრის შედეგად ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი, თუმცა იმედი მაინც დიდი მქონდა.

ერთ-ერთი ყველაზე დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ულაპარაკოდ "ბარსელონა" იყო, მეორე იმიტომ, რომ ჩემპიონი ის გუნდი გახდა, რომელსაც "ბერნაბეუზე" მესის გარეშე გადავურბინეთ, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ "კამპ ნოუზე" მოვახერხეთ და დავმარცხდით, პირველად სწორედ აქ გაჩნდა კითხვები, ლუის ენრიკეს მისამართით.

მესის მთავარი მატჩებიდანაც ჩანს, რომ ტრავმებმა ხელი შეუშალეს, ერთ "კლასიკოში" მხოლოდ 30 წუთი ითამაშა, მეორეში დავმარცხდით, ხოლო ლიგაზე ტრადიციულად მაგარი მატჩი ჩაატარა "არსენალის" წინააღმდეგ, მერვედფინალში.

სეზონი XIII – 2016/17

MSN-ის ბოლო სეზონი ერთად, შესაბამისად ძალიან სევდიანიც. ჩემპიონატი დაიწყეს შეღებილი თმებით, მეტად უჩვეულო სანახაობა გამოდგა, თურმე სუარესის დათანხმებასაც აპირებდნენ, მაგრამ ურუგვაელმა იუარა. აქ უკვე ეს სამეული, გვარიანად მოწყვეტილი იყო დანარჩენ შემადგენლობას. სეზონის წინ დავკარგეთ დანი ალვესი და მისი ღირსეული შემცვლელი დღემდე ვერ გვიპოვია. მესის მარჯვენა ფლანგი, აღარასდროს ყოფილა ისეთი აქტიური, როგორიც დანის დროს იყო, სამაგიეროდ დაიბადა ახალი კომბინაცია, მესი-ალბას მონაწილეობით.

ჩემპიონობა მოვიპოვეთ, მაგრამ პსჟ-სთან თამაშმა ყველაფერი გადაფარა. მართალია, ამ მატჩის მთავარი გმირი ნეიმარი იყო, მაგრამ მაინც სახსენებელი ამბავია, სულ რომ არაფერი მოგვეგო, ეს მატჩი ერთ რამედ ღირდა. არჩევანის საშუალება რომ მომცენ და მითხრან - დათმე ეგ მატჩი პსჟ-სთან და გააბათილე რომისა და ლივერპულის კოშმარებიო, ნამდვილად არ ვიცი რას ავირჩევდი, იმიტომ, რომ იმ არაბი კაცის გაშეშებული სახის ყურება მეტად სასიამოვნო ამბავი გამოდგა.

მესის მთავარი მატჩი "ბერნაბეუზე" შედგა, მთელი თამაში ურტყამდნენ, სახეც დაუსისხლიანეს, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს, პირველი გოლი ძალიან მაგარი გამოუვიდა, აი ბოლო წუთებზე, ალბა-მესის ცნობილ გათამაშებას ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი და აღნიშვნა მოჰყვა.

ვახსენოთ მატჩი "სიტისთან", იქნებ სწორედ იქით აქვს გზა..

თამაში ჯგუფურ ეტაპზე შედგა, პოკერის შესრულება შეეძლო, მაგრამ პენალტი ნეიმარს დაუთმო, მან კი თავხედურად გამოართვა ბურთი და ვერ გაიტანა. ამ დროს უნდა ეთქვა, რომ პოკერის შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა, მაგრამ ნეიმარი ისე მოიქცა, როგორც იბრაჰიმოვიჩი "სარაგოსასთან".

"იუვენტუსთან" შანსი არ გვქონია. "ბარსას" ნახევარდაცვაში ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა და იმის მაგივრად, რომ ამაზე გვეზრუნა, ნეიმარი დავკარგეთ..

სეზონი XIV – 2017/18

რობერტ ფერნანდესმა წასვლის წინ ბომბი შემოგვიგდო, ერნესტო ვალვერდეს გაუფორმა კონტრაქტი, "ბარსა" გახდა "ბილბაო", ოღონდ ლიონელ მესის ლიდერობით. უსახური ფეხბურთის ფონზე, გუნდს ძლიერი მენტალობა აღმოაჩნდა, არა ერთი თამაში მოატრიალეს და ლა ლიგას წაუგებლად იგებდნენ, ესეც ძალიან სიმბოლურია, ბოლო შეხვედრა, რომელშიც დავმარცხდით და დიდებულ რეკორდს ვერ ვუწიეთ, მესის გარეშე ვითამაშეთ, ლეო არ იყო და ვერ გავიტანეთ იმაზე მეტი, ვიდრე გავუშვით.

აი, რომის ტრაგედია რანაირად მოხდა, რთული ასახსნელია, უმტიტი მშვენიერ ფორმაში იყო, პიკესაც არა უშავდა, მაგრამ მაინც ასე დაგვემართა. ბოლოს ლეომ გაიბრძოლა, მაგრამ ბურთს ფეხი კარგად ვერ მიარტყა და მომენტიც განიავდა.

საუკეთესო თამაში? ალბათ "რეალთან", "ბერნაბეუზე" 3:0 მოვიგეთ და მესი საუკეთესო იყო, თამაშის მერე აღმოჩნდა, რომ ძალიან ცოტა ჰქონდა ნარბენი, "კლასიკო" ფაქტობრივად სიარულით მოიგო.

სეზონი XV – 2018/19

გვეგონა, რომ უსახური ფეხბურთი და რომში მარცხი საკმარისი იქნებოდა ვალვერდეს გადასაყენებლად, მაგრამ ასე არ მოხდა, ჩემპიონატი ისე დამაჯერებლად ვეღარ, მაგრამ მაინც მოვიგეთ, სამაგიეროდ, ლივერპულის ამბავი დაგვატყდა თავს.

თუმცა, მანამდე მატჩი იყო "კამპ ნოუზე", მესისთვის სეზონის საუკეთესო შეხვედრა გამოდგა, მეორე და მესამე გოლები შეაგდო, მესამე გოლს რა დაგვავიწყებს?! ისეთი გოლი იყო, რომ აუცილებლად ლიგის თასიც უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ..

პოკერიც შეეძლო, მაგრამ აქაც გამოავლინა გუნდზე თამაშის თვისებები და დემბელე დატოვა უკეთეს პოზიციაში, რომელმაც დაგვცინა და აბუჩად აგვიგდო, ძალიან მწარედ გაგვახსენდა ეს მომენტი "ენფილდის" თამაშის შემდეგ.

ლეომ პასუხისმგებლობა ფეხბურთელებს დააკისრა. მისი ნათქვამი - "ყველაფერი ჩვენი ბრალია", ნიშნავდა, რომ გუნდში სერიოზული ცვლილებები იყო საჭირო, განსაკუთრებით ნახევარდაცვისა და დაცვის ხაზში, ამის მაგივრად მოიყვანეს ანტუან გრიზმანი.

სეზონი XVI – 2019/20

  • ვალვერდე აკრიტიკებს ხელმძღვანელობას, ამერიკაში ჩატარებული ტურნეს გამო, ერნესტომ თქვა, რომ სეზონის წინ გუნდი საშინლად იყო გადაღლილი და მომზადება ვერ მოასწრეს.
  • შეუთამაშებლობა გრიზმანთან.
  • დემბელესა და უმტიტის მორიგი ტრავმები.
  • პოლიტიკური აქციების გამო გადადებული "კლასიკო", რამაც "ბარსას" დიდი უპირატესობის მოპოვების შანსი წაართვა.
  • ვალვერდეს გადაყენება, "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ.
  • კონფლიქტი აბიდალთან.
  • "ბოტების საქმე".
  • შეხვედრა ბართომეუსთან, რომლის მერეც მესიმ თქვა - "კითხვები მაქვს, პასუხები ვერ მივიღე, ეს ძალიან უცნაურია."
  • ხელმძღვანელობის უარი ჩავი ერნანდესის პირობებზე და სეტიენის დანიშვნა.
  • პირწმინდად წაგებული "კლასიკო".
  • კონფლიქტი სარაბიასთან.
  • მესის გაფრთხილება - "ასეთი თამაშით ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ."
  • კორონავირუსისგან გამოწვეული პაუზა და ეკონომიკური კრახი.
  • თანხმობა ხელფასების შემცირებაზე, ზეწოლა პრესის მხრიდან შეკვეთილი სტატიების მეშვეობით.
  • მარცხი ლა ლიგაში.
  • ყველაზე სამარცხვინო მარცხი, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.
  • ფეხბურთელებს სურთ ახალი პროექტი, რომელსაც გაუძღვებიან "ბარსას" ლეგენდები, ჩავი უარს ამბობს ბართომეუსთან მუშაობაზე, მოდის რონალდ კუმანი.
  • კუმანი ხვდება მესის.
  • მესი კლუბს ატყობინებს, რომ წასვლა სურს.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #16 2 სექტემბერი 2020 00:38
    0
    ციტატა: kubla2000
    ხალხო სატრანსფერო ფანჯარა როდის მთავრდება

    ესპანეთში 5 ოქტომბერს
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #15 29 აგვისტო 2020 18:16
    0
    არსად არ წავა აგერ ნახავთ უეჭველი დარჩება. მაგრამ რო არ გამოდის და არაფერს ამბობს ძაან ტეხავს ეგ საქციელი
    გულშემატკივარი [?]
    #14 29 აგვისტო 2020 17:44
    0
    ხალხო სატრანსფერო ფანჯარა როდის მთავრდება
    გულშემატკივარი [?]
    #13 29 აგვისტო 2020 16:19
    0
    Ხალხო ერთი ის მითხარით მესის ადგილას რატომ არგინდათ თავი წარმოვიდგინოთ? Ბართო აბა როგორ მოქცევას იმსახურებს, მესი სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ. Არავის თავზე არ ასხამს, სულ ცდილობს ზრდილობის ფარგლებში მოიქცეს ბართოს უნდა აგინებდეთ დ ალანძღავდეთ მესის კიარა, ასე უხდით მადლობას რაც კლუბისთვის გააკეთა? Რომ გაკვირდებით თამაშის დროსაც გუნდი თუ დაფრინავს ბრავო სასწაულები ვართო და გუნდს თუ ჩავარდნა აქვს სუარესზე ვნახე მსგავსი კომები "მძოარესიო" და ასეთები გაასხას გუნდიდანო ეგ არაა ხალხო ქომაგობა, სადაც წახვალ ლეო წარმატებები ❤️ წესით ის უნდა გვიკვირდეს ამდეხანს როგორ გაჩერდა ბარსაში ამ ოთხთვალას ხელში
    Culé [?]
    #12 29 აგვისტო 2020 15:23
    1
    ადმინს...
    საიტზე ძალიან უზრდელი ახალი წევრი ( tdg ) დაგვემატა და მიხედეთ. 😠
    Culé [?]
    #11 29 აგვისტო 2020 12:58
    0
    ბრავოოო!!!
    მაგარი სტატიაა..
    Nowitzki34
    სტუმარი [?]
    #10 28 აგვისტო 2020 21:51
    0
    ამის კლუბიდან ამ სახით წადვლა მთლიანად ფეხბურთის სულში ჩაფურთხება იქნება, არ შეიძლება კლუბის სიმბოლოები ესე ტოვებდნენ გუნდს, გამორიცხულია გამოსავალი არ არსებობდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ბარსას ამის შენარჩუნება უნდა დატოვონ, ნუ სურვილის საეინააღმდეგოდ არ ვგულისხმობ, თუ არსებობს რამე ლოგიკური გამოსავალი, მესის მხრიდანაც იმ კლუბის მიმართ რომელმაც ყველაფერი მისცა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდად აქცია ულტიმატუმებით ლაპარაკი არ იქნება ლამაზი, ბარსა და კატალონია ამ კაცის სახლია, ეს გუნდი ოჯახი, გაჭირვების დროს კიდე ოჯახიდან არავინ გარბის, თუ ცუდი პრეზიდენტია დარჩეს და არ დატოვოს კლუბი ამ ვირთხის ხელში, თუ უყვარს რათქმაუნდა ბარსა, რაშიც ეჭვი არ მეპარება. 👏🇪🇸
    ფანი [?]
    #9 28 აგვისტო 2020 20:39
    0
    კაი ეს ბრბო ტიპებს რა პასუხი უნდა გავცე იიი მესი ,
    მესის ვბალეშიკობ რაც მოვიდა ბარსაში და მაქამდე 2004 დან თამაში არ გამომიტოვებია ბარსასი რონალდინიოდან მოყოლებული და არ ჭირდებბა მესის დაცვა ჩემთან მარა რაცაა ეგაა თუ წავა აი ეაე იმენა უპატიებელი იქნრბა ამ დროს ესეთი გუნდის დატოვება კაკრას რო ამბობთ ცუდი გუნდიაო წავიდესო კაპიტნები და ლეგენდები არ ტოვებენ გასაჭირდი გუნდებს და არც მესი უნდა გამოვყოთ!
    თორე მესი რო გენიაა ჩემზე კარგად არამგონია იცოდეთ თქვენ
    არმგონია ესეთი კარიერია მქონე ფეხბუღტელის გაუცილებლად წასვლა ეკუთვნოდეს ან ბარსას ან კულეებს ან თვითონ მესის!!
    იმედია დარჩება
    Messi30
    სტუმარი [?]
    #8 28 აგვისტო 2020 17:58
    2
    ძალიან ჩმორი იგროკია, ამას თუ საუკეთესო პარტნიორები არ ყავს ის არ არის რაც უნდა იყოს, ნაკტებიდანაც ესეთ გაიქცა, ბოლო თამაში კი 2 8 იქნება რაც ძალიან დიდი სირცხვილი იქნება მის კარიერაში
    Culé [?]
    #7 28 აგვისტო 2020 17:53
    9
    მესის ფეხებს უდა უკოცნიდეს მთელი კატალონია ამდენი ხანი რო გაცერდა კლუბში ... სამარცხვინო კლუბად იქცა ბარსა
    --------------------

    ForçaBarça
    ალეx
    სტუმარი [?]
    #6 28 აგვისტო 2020 17:48
    0
    ციტატა: mesito
    ციტატა: Ronaldinho..
    ციტატა: shu1987
    მესი წასვლის ამბავს სოციალურ ქსელში დაადასტურებსო და თუ მართლა ასე მოიქცა პიროვნულად მაგარი ფარჩაკი ყოფილა ხმის ამორებასაც კი ვერ ბედავს ან იმდონეზე აქვს გასული ღირსადაც არავის თვლის კომენტარი გააკეთოს, კაპიტანია და შესაფერისად უნდა იქცეოდეს გულშემატკივარს უნდა მიმართოს და ბოლობოლო თქვას სათქმელი სამი სეზონია გაბუტული დადის და აღარაა დრო ხმა ამოიღოს თუ ასე გაბუტული უნდა წასვლა უღირსად ?? იმ პასუხისმგებლობას ვეღარ უმკლავდება ხო რაც ხავიესტას წასვლის მერე დაეკისრა ?? ეს ქცევა მენტალურად ჩმორის ქცევას გავს და მაგრად ტეხავს მესისგან ...

    100000%
    ეს ვინ ყოფილა მოშორდეს აქედან მალე ქნას პროსსტა რო იყიდოს ვინმე გუნდმა.

    სტატია სუპერ,მესიც სუპერ.
    მარა არ ვინსახურებდით კულეები მისგან ამ ყველაფერს!!!
    ერთი ხმა მაინც ამოეღო მოვკცდით აქ ხალხი მაგ ნაბი.... არს
    ესე წასვლაა?? მესისგან?? 🤦🏻‍♂️

    ნორმალურები ხართ მესის როგორ ლანძღავთ, ავოიეე

    ერთი ენეგდოტი მახსენდება თქვენ კომენტრებზე მესისთან დაკავშირებით ...
    "ტიპი მეზობელთან რომ მიდის უთოს სათხოვნელად..."
    tdg
    სტუმარი [?]
    #5 28 აგვისტო 2020 14:17
    3
    ამ საიტის მომხმარებლების 80 % მართლა Yლეა :(((
    ფანი [?]
    #4 28 აგვისტო 2020 13:06
    2
    ციტატა: shu1987
    მესი წასვლის ამბავს სოციალურ ქსელში დაადასტურებსო და თუ მართლა ასე მოიქცა პიროვნულად მაგარი ფარჩაკი ყოფილა ხმის ამორებასაც კი ვერ ბედავს ან იმდონეზე აქვს გასული ღირსადაც არავის თვლის კომენტარი გააკეთოს, კაპიტანია და შესაფერისად უნდა იქცეოდეს გულშემატკივარს უნდა მიმართოს და ბოლობოლო თქვას სათქმელი სამი სეზონია გაბუტული დადის და აღარაა დრო ხმა ამოიღოს თუ ასე გაბუტული უნდა წასვლა უღირსად ?? იმ პასუხისმგებლობას ვეღარ უმკლავდება ხო რაც ხავიესტას წასვლის მერე დაეკისრა ?? ეს ქცევა მენტალურად ჩმორის ქცევას გავს და მაგრად ტეხავს მესისგან ...

    100000%
    ეს ვინ ყოფილა მოშორდეს აქედან მალე ქნას პროსსტა რო იყიდოს ვინმე გუნდმა.

    სტატია სუპერ,მესიც სუპერ.
    მარა არ ვინსახურებდით კულეები მისგან ამ ყველაფერს!!!
    ერთი ხმა მაინც ამოეღო მოვკცდით აქ ხალხი მაგ ნაბი.... არს
    ესე წასვლაა?? მესისგან?? 🤦🏻‍♂️
    Culé [?]
    #3 28 აგვისტო 2020 12:33
    1
    მესი წასვლის ამბავს სოციალურ ქსელში დაადასტურებსო და თუ მართლა ასე მოიქცა პიროვნულად მაგარი ფარჩაკი ყოფილა ხმის ამორებასაც კი ვერ ბედავს ან იმდონეზე აქვს გასული ღირსადაც არავის თვლის კომენტარი გააკეთოს, კაპიტანია და შესაფერისად უნდა იქცეოდეს გულშემატკივარს უნდა მიმართოს და ბოლობოლო თქვას სათქმელი სამი სეზონია გაბუტული დადის და აღარაა დრო ხმა ამოიღოს თუ ასე გაბუტული უნდა წასვლა უღირსად ?? იმ პასუხისმგებლობას ვეღარ უმკლავდება ხო რაც ხავიესტას წასვლის მერე დაეკისრა ?? ეს ქცევა მენტალურად ჩმორის ქცევას გავს და მაგრად ტეხავს მესისგან ...
    წევრი [?]
    #2 28 აგვისტო 2020 12:33
    5
    სწორი და საჭირო სტატია👍👍👏👏👏
    გულშემატკივარი [?]
    #1 28 აგვისტო 2020 11:58
    5
    უმაგრესი სტატიაა ყოჩაღ ავტორს❤️