ხომალდი კაპიტნის გარეშე

ხომალდი კაპიტნის გარეშე

ყველაფერი უნდა დავიწყოთ თავიდან! - იყო მაშინ ასეთი გზავნილი, მოვიდა ჰოლანდიელი მწვრთნელი, რომელმაც გუნდის ლიდერზე უარი თქვა და უფასოდ გაუშვა კლუბიდან, არადა, სულ რაღაც ერთი წლის წინ, იმხელა ფასი ედო, რომ ვერც ერთი კლუბი ვერ გაწვდებოდა.

ვერავის წარმოგვედგინა "ბარსა" დიდი ათიანის გარეშე, რადგან ყველაფერი მასზე იყო დამოკიდებული. როცა გუნდს საქმე კარგად არ მიდიოდა, მისი გოლები და პასები გვშველოდა. მერე კი უბრალოდ გაქრა.

მომდევნო სეზონი კატასტროფული გამოდგა, "ბარსა" ჩემპიონატში მეექვსე ადგილზე გავიდა და ის მეექსვე ადგილიც ბოლო ტურში მოიპოვა, "ბილბაოს" დაკარგული ქულების ხარჯზე, თორემ ისე, მეშვიდეზე მიჩანჩალებდა.

ასეთი იყო ვან გაალის მოსვლა და რივალდოს წასვლა.

მესის შესაძლო წასვლას ვერ შეედრება, მაგრამ ის "ბარსელონა" ისეთივე წარმოუდგენელი იყო რივალდოს გარეშე, როგორც ეს "ბარსაა" წარმოუდგენელი მესის გარეშე. მაშინაც ახალი პროექტით მოვიდა ვან გაალი და იქნებ გულშემატკივართა რაღაც ნაწილს, კუმანზე დიდ მწვრთნელადაც მიაჩნია, ყოველ შემთხვევაში, უფრო ტიტულიანია, ჩემპიონთა ლიგის თასიც მოგებული აქვს და არც ფინალები ყოფილა მისთვის უცხო.

"ბარსა" ჩაფლავდა და ვან გაალი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ გაათავისუფლეს. ეს ის ეტაპია, რომელსაც რონალდ კუმანი არასდროს გასცილებია.

გუნდში ბევრი პრობლემა იყო, მათ შორის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას, გადაბერებულ ჰოლანდიელთა ჯგუფი წარმოადნედა, რომელიც ვან გაალმა არ გაწირა, სამაგიეროდ კრუიფის რჩევის შემდეგ, რაიკაარდმა გვარიანი წმენდა ჩაატარა და ის კაციც არ დაინდო, ვინც მისი პასის შემდეგ, "აიაქსს" უკანასკნელი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

ასევე დიდი პრობლემა იყო ის, რომ მომავალ ათიანს ძალიან ბევრს თხოვდნენ და ფსიქოლოგიურად დაითრგუნა, რიკელმესთვის პრობლემა მხოლოდ ვან გაალი არ ყოფილა, ის ფანებმაც ვერ მიიღეს, ბევრი უსტვინეს და თავზეც წამოაძახეს, რომ "ათიანის" ტარების ღირსი არ იყო.

წარმოდგენაც არ მინდა, რამხელა წნეხი ელის იმას, ვინც მესის შემდეგ მოირგებს ათნომრიან მაისურს. არადა, ეს კლუბისთვის საკრალური ნომერია, რომლის გაუქმებაც არაფრით არ შეიძლება, მის მორგებას კი ამიერიდან დიდი გამბედაობა დასჭირდება, ახლა თუ მერე.. რა მნიშვნელობა აქვს?! ადრე თუ გვიან ვიხილავდით მომავალ ათიანს და უკმაყოფილების გრძნობასაც აუცილებლად დაგვიტოვებდა.

გუნდს არ ჰყავდა ლიდერი, მოგვიანებით რიკელმე იტყვის, რომ მას არ დაუთმეს ლიდერობა, არც უნდა დაეთმოთ, ეს თავად უნდა მოიპოვოს ფეხბურთელმა, ისე როგორც რონალდინიომ გააკეთა, პირველივე შეხვედრაში ყველას დაანახა, რომ ის იყო ფეხბურთელი, რომელიც გუნდს გამარჯვებისკენ გაუძღვებოდა.

ლიდერობა ვერ აიღო ვერც მენდიეტამ, რომელიც "ლაციოში" ცოდვლობდა, მაგრამ ყველას ახსოვდა რა დიდებულად კაპიტნობდა "ვალენსიას", ამ უნარების გამო იყიდა "ბარსამ", მაგრამ რიკელმეზე მეტი არც მას გამოსვლია რამე.

გუნდი ლიდერის გარეშე განწირულია. ყველა გუნდს სჭირდება გამორჩეული ფეხბურთელი, რომელიც მაშინ იტვირთავს ლიდერის ფუნქციებს, როცა ყველაზე კრიზისული პერიოდი დადგება. ვფიქრობ, ვინ შეიძლება იყოს ასეთი, ამჟამინდელ "ბარსელონაში" და რამდენიმე ფეხბურთელის გვარი ნამდვილად მომდის თავში, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, მათი ლიდერობისა არ მჯერა.

ვიცით, რომ გრიზმანი ლიდერობდა "ატლეტიკოს" და ლიდერობდა კარგად. მისთვის არ არის უცხო, როცა თამაშს საკუთარ თავზე იღებს და გუნდისთვის გამარჯვება მოაქვს. არა ერთხელ დამიწერია, რომ სანამ მესი მოედანზეა, მისი ადგილი "ბარსაში" არ იქნება-მეთქი, ახლა ისე ხდება, რომ მესი წასვლის ზღვარზეა და თუ რამის თავი აქვს პატივცემულ ანტუანს, სწორედ ახლა უნდა გვანახოს.

ვიცით, რომ კოუტინიო "ლივერპულის" კარგი ლიდერი იყო, მას შემდეგ რაც გუნდი სუარესმა და სტერლინგმა დატოვეს, სწორედ მან აიღო ეს ფუნქციები თავის თავზე და ისე კარგად წარმოჩინდა, რომ "ბარსას" ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი შეიქნა. ბევრს ისიც უთქვამს, ფლანგზე იმიტომ ათამაშეს, რომ ცენტრი მესის ჰქონდა ოკუპირებულიო, აი, მოვიდა ის დრო, როცა მასაც მიეცემა თავისუფლება, იქნებ სწორედ ის იყოს მომავალი ათიანი? მომთმენი ვიქნებით მის მიმართ, უნდა გვესმოდეს, რომ მესის ვერაფრით ვერ შეცვლის, მაგრამ 1-2 კარგი სეზონი თუ გვაჩუქა, ეგეც საკმარისი იქნება.

ვიღაც ძალიან მორწმუნეს, შესაძლოა დემბელეს იმედიც კი ჰქონდეს, ეჰ.. ნეტარ არიან მორწმუნენი, დემბელესგან ლიდერი არ დადგება, ლიდერი კი არა, იმედია ფეხბურთელი მაინც დადგება მისგან, ჯერჯერობით მხოლოდ "ფლეისთეიშენის" ოსტატი გვყავს გუნდში.

იყო დრო, როცა "ბარსა" მესის გარეშე იდეალურად თამაშობდა. მაგალითად გავრდიოლას ეპოქაში, როცა ჯგუფურ ეტაპზე, "ინტერთან" მესი არ გვყავდა, ნამდვილად არ ველოდი იმას, რაც ვნახე, "ბარსას" მესის არყოფნა საერთოდ არ შეტყობია, "ინტერი" დამაჯერებლად დაამარცხა და ბურთი ისე დაუმალა, რომ თერთმეტივე ფეხბურთელი ენაგადმოგდებული არბენინეს.

გავიხსენოთ 2015/16 წლების სეზონი, ლუის ენრიკეს "ბარსა", მესიმ ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ არაფერი გვიგვრძვნია, რადგან ნეიმარმა და სუარესმა წარმოუდგენლად მაღალ დონეზე ითამაშეს, მესი ზედ "კლასიკოს" წინ დაბრუნდა, მაგრამ სკამიდან დაიწყო, როცა მოედანზე გამოვიდა, ნეიმარის, სუარესისა და ინიესტას შოუს წყალობით, ანგარიში უკვე 3:0 იყო, "ბარსამ" "ბერნაბეუზე" იდეალურად ითამაშა და რომ არა პაკო ალკასერის საოცრად ცუდი თამაში ბოლო წუთებზე, ანგარიში 5:0 გახდებოდა და ლუის ენრიკეც განსაკუთრებული სიამაყით აღივსებოდა, რადგან "რეალს" "ბერნაბეუზე" დაამარცხებდა იმ ანგარიშით, რა ანგარიშითაც პეპმა დაამარცხა "კამპ ნოუზე", ამავე დროს ხუთბურთიან უპირატესობას დააფიქსირებდა და პეპის ოთხბურთიანს (6:2) გადაასწრებდა, მაგრამ ენრიკეს "ბარსას" აქილევსის ქუსლი სწორედ ეგ იყო, ფერნანდესის მოყვანილი ნაყარ-ნუყარი ფეხბურთელები.

უნდა გავიხსენოთ ვალვერდეს "ბარსა", რომელმაც ასევე მესის გარეშე ჩაატარა კლასიკო და "რეალისგან" ქვა ქვაზე არ დატოვა. მაშინ ლიდერობა კვლავ ლუის სუარესმა იტვირთა, "რეალს" ჰეთ თრიქი შეუსრულა და ტრიბუნაზე მყოფი მესიც აღაფრთოვანა.

ასეა საქმე, ლიდერია საჭირო, მაგრამ აღარც ინიესტა გვყავს, აღარც ნეიმარი და თუ მესი წავიდა, სუარესიც ზედ მიჰყვება.

სამწუხაროდ, დღევანდელ "ბარსელონაში" ამ რანგის ლიდერს ვერ ვხედავ, რაც შეიძლება, რომ დამღუპველი აღმოჩნდეს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #14 27 აგვისტო 2020 17:36
    0
    ციტატა: nika 54
    ჰოდა მოყავს კუმანს კოუტინიო უკან რა პრობლმაა, ეხლა კი აყვავდება ბარსა(იმის შემდეგ, რაც მესიმ დაძირა) და ავიღებთ ყოველ წელს ლიგას. ოღონდ პრობლემა მაინცაა: კოუტინიომ სულ მკიდიაო ბარსა, მე აღარ დავბრუნდები-ოოოო!!!!
    იმედია, მესის გაშვებით ამოისუნთქებს ბარსა და ისევ ის ლაღი და შემტევი ფეხბურთი დაბრუნდება რომელიც მესის მოსვლამდე იყო.

    ვაჰაჰაჰაჰაჰაააააააააა გლიჯავ ნიკა:)))))))))))))
    მწერალი [?]
    #13 27 აგვისტო 2020 15:25
    1
    ციტატა: Iniesta. And messi
    არადა იყო დრო ბარსას 11 ტივე ფეხბუტთელი ლიდერი იყო გუნდუდ

    მარტო პუიოლი რად ღირდა..
    გულშემატკივარი [?]
    #12 27 აგვისტო 2020 14:58
    0
    არადა იყო დრო ბარსას 11 ტივე ფეხბუტთელი ლიდერი იყო გუნდუდ
    მწერალი [?]
    #11 27 აგვისტო 2020 14:29
    1
    ციტატა: სპარტაკი
    100 pocentitac gamartlebuli rom iyos barsastvis mesis wasvlaa ... aranairad ar unda daushvas ase wasvla chemic da yvela kules survili iqneba rom girseulad moxdes misi barselonuri karieris dasruleba .. da ara ase erteulebis umsgavso da usaxuri qmedebis fonze..

    რა თქმა უნდა, ყველა სხვანაირად წარმოგვედგინა, მაგრამ ხო ხედავ რა ხდება?! ჩაბღაუჯებულია სკამს ის გნიდა კაცი და ხელს არ უშვებს.
    ფანი [?]
    #10 27 აგვისტო 2020 14:25
    1
    100 pocentitac gamartlebuli rom iyos barsastvis mesis wasvlaa ... aranairad ar unda daushvas ase wasvla chemic da yvela kules survili iqneba rom girseulad moxdes misi barselonuri karieris dasruleba .. da ara ase erteulebis umsgavso da usaxuri qmedebis fonze..
    Datobioshock
    სტუმარი [?]
    #9 27 აგვისტო 2020 13:28
    0
    ესეგი ტატო ბაციკაძეზე განათლებული და ნამდვილი ბარსას ფანი ვინ გეგულებათ კაცმა კრისტალი დაწერა რომ უნდა წავიდეს და ამ ქართველ და ესპანელ ვითომ კულეებს მარა სინამდვილეში მესის პირად ფანობას რა გამოლევს :დ მესის წასვლა ეხლა ორივე მხარისათვის მომგებიანია.
    მწერალი [?]
    #8 27 აგვისტო 2020 13:03
    1
    ციტატა: marco reus 11
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    არაუშავს, როდესაც გემი იძირება მაშინ ჩნდება ვინ არის ვირთხა და ვინ მეომარი, წავიდეს, ბარსა ისევ დადგება ფეხზე.

    წელს არ ჩაძირულა გემი. გემი ჩაიძირა ნოუკამპზე იუვესთან მერე რომში. ენფილდზე საერთოდ ყველა ანძა და ბაგირი დაემსხვრა. ბაირნთან ვიხილეთ ნამსხვრევები

    +1
    გულშემატკივარი [?]
    #7 27 აგვისტო 2020 12:49
    2
    ციტატა: kendricklamar
    ციტატა: GUGU MSN
    kendricklamar,
    ციტატა: kendricklamar
    ვინც მესის ლანძღვა დაიწყეთ აი მაგ კამანდას დიდი სიამოვნებით გაგხდიდით არსენალის გაგიჟებულ ფანებად მთელი ცხოვრებით იმიტო რო გენახათ როგორი იქნებოდა ან როგორი იქნება მესის გარეშე ბარსელონა :) რაც შეეხება მესის ის თუ წავიდა მაშინ პიკეც ბუსკეტსიც ალბაც უნდა წავიდნენ რო საბოლოოდ ახალი გუნდის შენების მცდელობა მაინც დაიწყოს..

    რაის აშენება თუ ძმა ხარ გეუბნები ჩემ ღლეს მოიგებენ ესენი ამ წელსაც უტიტულოდ ჩაამთავრებენ და ვისაც უნდა დავენიზლავები იქ პერესია მაგარ კამანდას აწყობს ლალიგას არ დათმობენ და ლიგაზე შანსი ნული აქვთ აი ნახავ რა დონის ჩმორი კლუბი გახდება ეს ბარსელონა

    შემდეგ წელზე ან შემდეგ 5 წელზე არ მაქ საუბარი )) და არც აშენება, მცდელობა თქო ))

    ხო რა ერთ 10 წელიწადში იქნება რამე მაქსიმუმ კოპა დელ რეი :დ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 27 აგვისტო 2020 12:49
    4
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    არაუშავს, როდესაც გემი იძირება მაშინ ჩნდება ვინ არის ვირთხა და ვინ მეომარი, წავიდეს, ბარსა ისევ დადგება ფეხზე.

    წელს არ ჩაძირულა გემი. გემი ჩაიძირა ნოუკამპზე იუვესთან მერე რომში. ენფილდზე საერთოდ ყველა ანძა და ბაგირი დაემსხვრა. ბაირნთან ვიხილეთ ნამსხვრევები
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    ფანი [?]
    #5 27 აგვისტო 2020 12:40
    0
    ციტატა: GUGU MSN
    kendricklamar,
    ციტატა: kendricklamar
    ვინც მესის ლანძღვა დაიწყეთ აი მაგ კამანდას დიდი სიამოვნებით გაგხდიდით არსენალის გაგიჟებულ ფანებად მთელი ცხოვრებით იმიტო რო გენახათ როგორი იქნებოდა ან როგორი იქნება მესის გარეშე ბარსელონა :) რაც შეეხება მესის ის თუ წავიდა მაშინ პიკეც ბუსკეტსიც ალბაც უნდა წავიდნენ რო საბოლოოდ ახალი გუნდის შენების მცდელობა მაინც დაიწყოს..

    რაის აშენება თუ ძმა ხარ გეუბნები ჩემ ღლეს მოიგებენ ესენი ამ წელსაც უტიტულოდ ჩაამთავრებენ და ვისაც უნდა დავენიზლავები იქ პერესია მაგარ კამანდას აწყობს ლალიგას არ დათმობენ და ლიგაზე შანსი ნული აქვთ აი ნახავ რა დონის ჩმორი კლუბი გახდება ეს ბარსელონა

    შემდეგ წელზე ან შემდეგ 5 წელზე არ მაქ საუბარი )) და არც აშენება, მცდელობა თქო ))
    გულშემატკივარი [?]
    #4 27 აგვისტო 2020 12:39
    0
    kendricklamar,
    ციტატა: kendricklamar
    ვინც მესის ლანძღვა დაიწყეთ აი მაგ კამანდას დიდი სიამოვნებით გაგხდიდით არსენალის გაგიჟებულ ფანებად მთელი ცხოვრებით იმიტო რო გენახათ როგორი იქნებოდა ან როგორი იქნება მესის გარეშე ბარსელონა :) რაც შეეხება მესის ის თუ წავიდა მაშინ პიკეც ბუსკეტსიც ალბაც უნდა წავიდნენ რო საბოლოოდ ახალი გუნდის შენების მცდელობა მაინც დაიწყოს..

    რაის აშენება თუ ძმა ხარ გეუბნები ჩემ ღლეს მოიგებენ ესენი ამ წელსაც უტიტულოდ ჩაამთავრებენ და ვისაც უნდა დავენიზლავები იქ პერესია მაგარ კამანდას აწყობს ლალიგას არ დათმობენ და ლიგაზე შანსი ნული აქვთ აი ნახავ რა დონის ჩმორი კლუბი გახდება ეს ბარსელონა
    მწერალი [?]
    #3 27 აგვისტო 2020 12:38
    5
    ციტატა: nika 54
    ჰოდა მოყავს კუმანს კოუტინიო უკან რა პრობლმაა, ეხლა კი აყვავდება ბარსა(იმის შემდეგ, რაც მესიმ დაძირა) და ავიღებთ ყოველ წელს ლიგას. ოღონდ პრობლემა მაინცაა: კოუტინიომ სულ მკიდიაო ბარსა, მე აღარ დავბრუნდები-ოოოო!!!!
    იმედია, მესის გაშვებით ამოისუნთქებს ბარსა და ისევ ის ლაღი და შემტევი ფეხბურთი დაბრუნდება რომელიც მესის მოსვლამდე იყო.

    წინადადების დასასრულმა მომცელა : )))

    ციტატა: GUGU MSN
    ჰოდა თქვენ გგონიათ რომ მესსი წავა და კლუბი მოიგებს ყველაფერს ჩემ ღლეს მოიგებს რეალი ატლეტიკო და ვალენსიაც სამივე იხმარს შენს ბარსელონას აგერმე და აგერ თქვენ თურმე ლეოს გარეშე მოუგიათ 3:0 და ახლაც იგივეს აკეთებენ ტოპი ცხრიანიცაა მარცხენა შემთევია ნახევარ მცველია და თურმე ამის გარეშე შეძლებენ ყველაფერს ბარსას დედას შევთხარე მე და ვინც 10 იანი არ გააუქმოს იმის ოჯახის წევრებსაც შევთხარე მე ვიცი რომ ნამუსის ნატამალი არ გაგაჩნიათ მაგრამ ეს მაინც ამოიღეთ თქვე ნეხვებო ტრაკ გასიებულ გრიზმანი ულიდერებს თურმე ბარსას ფუუუ სამარცხვინოები

    შენ თუ ამ ბლოგიდან ის აზრი გამოიტანე, რომ მესის გარეშე შეძლებენ ყველაფერს და გრიზმანი მისი მსგავსი ლიდერი იქნება, გამოდის, რომ ან არ წაგიკითხავს, ან წაკითხულის გააზრების ოფიციალური მწვალებელი ხარ.
    ფანი [?]
    #2 27 აგვისტო 2020 12:33
    0
    ვინც მესის ლანძღვა დაიწყეთ აი მაგ კამანდას დიდი სიამოვნებით გაგხდიდით არსენალის გაგიჟებულ ფანებად მთელი ცხოვრებით იმიტო რო გენახათ როგორი იქნებოდა ან როგორი იქნება მესის გარეშე ბარსელონა :) რაც შეეხება მესის ის თუ წავიდა მაშინ პიკეც ბუსკეტსიც ალბაც უნდა წავიდნენ რო საბოლოოდ ახალი გუნდის შენების მცდელობა მაინც დაიწყოს..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 აგვისტო 2020 12:31