ჩვენი დროის ჰეროსტრატე

ჩვენი დროის ჰეროსტრატე

"ბარსას" თავს ისეთი ამბები ტრიალებს, რომ საკითხი ეგზისტენციალურ ჭრილშია განსახილველი. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიწრო ჭრილშიც განვიხილოთ, მაგრამ რა უნდა ვთქვათ ისეთი, რაც აქამდე არ გვითქვამს?! უკვე წლებია, ვიცით, რომ ხელმძღვანელობისა და მესის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა, ეს სეზონი კი ამ ყველაფრის პიკი გამოდგა, "ბოტების საქმიდან" დაწყებული, მესის მოწოდებების უგულებელყოფითა და ბართომეუს დარჩენით დამთავრებული.

კი ბატონო, არჩევნები ჩაინიშნა, მაგრამ უკვე ისედაც დრო იყო, ბართომეუ არ გადადგა და ამით ვინ რა მოიგო, არ ვიცი, მაგრამ "ბარსამ" წააგო.

ჩვენ ვხედავთ მხოლოდ იმ კაცს, რომელიც ვირთხას ჩამოჰგავს, მაგრამ გვავიწყდება, რომ მას ზურგს უმაგრებენ, უკვე წლებია მხარს უჭერენ, ერთ კაცს არ შეუძლია თქვას - მე ვრჩებიო და დარჩეს. მხარდაჭერის გარეშე ამას ვერ შეძლებს, ამიტომ ძალიან რთულია აქედან ყველაფრის ანალიზი, აქედან კი არა, ესპანურ პრესაშიც კი არაფერი დაწერილა იმ ხალხზე, რომლებმაც ბართომეუს ბოლომდე ნდობა გამოუცხადეს, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ბოლო წლებში "ბარსამ" გადაიტანა.

ახლა რაც შეეხება ეგზისტენციალურ ჭრილში განხილვას. მსოფლიო კლასიკოსები ორ კატეგორიად იყოფიან, ერთ მხარეს მიაჩნია, რომ მსოფლიოს სილამაზე გადაარჩენს! მაგალითად, ფედია დოსტოევსკი სწორედ ასე თვლიდა, მეორე კატეგორია კი თვლის, რომ სილამაზე უნდა განადგურდეს! - ეს იაპონური გზაა, რომელიც მოგვიანებით ამერიკელმა ლიტერატორებმა აითვისეს. სილამაზე უნდა განადგურდეს, რადგან მას აქვს აღდგომის უნარი და ჭეშმარიტება მხოლოდ აღდგომაშია, ასეთ შინაარს ატარებს დესტრუქციის სურვილი.

ამ გზის მატარებელი იყო ერთ-ერთი იაპონელი ბუდისტი ბერი, რომელმაც იაპონური კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუში, "ოქროს ტაძარი" გადაწვა, სასამართლოზე კი ასეთი რამ თქვა - "ისეთი ლამაზი იყო, უთუოდ ფერფლად უნდა მექციაო".

შეგვიძლია პალანიკის "მებრძოლთა კლუბიც" გავიხსენოთ, სადაც ნარატორი ყველაზე ლამაზ მებრძოლს ამოარჩევს და სახის ძვლებს დაულეწავს, მერე კი იტყვის - "მსურდა რაიმე ლამაზი გამენადგურებინა".

ეს ფილოსოფიური სწრაფვა ადამიანში დასაბამიდანვე გვხვდება, მაგრამ ბართომეუს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ის ჰეროსტრატეს სრული ასლია, რომელმაც არტემიდას ტაძარი მხოლოდ იმიტომ გადაწვა, რომ მისი სახელი უკვდავყოფილიყო. ფაქტია, რომ ასეც მოხდა, რადგან ახლა, სწორედ მასზე ვსაუბრობთ.

არ აინტერესებდა, როგორ და რა მეთოდებით, უბრალოდ სურდა, რომ ისტორიას შემორჩენოდა. ნუთუ, მსგავსება არ არის ბართომეუსთან?! ბართომეუ არ დაბადებულა პრეზიდენტობისთვის, ის პატარა კაცია, პატარა კაცის კომპლექსებით, რომელიც სავარძელში მხოლოდ ინტრიგებისა და დაჭერების ხარჯზე აღმოჩნდა, ვერ გაუძლო სირთულეს, რომელიც პირველ პირებს ამძიმებთ და უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ისტორიაში შევიდეს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ.

"ბარსას" ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი"? - მშვენიერია, კმაყოფილი იქნება.

"კაცი, რომელმაც გუნდიდან მესი გაუშვა"? - ესეც შთამბეჭდავად ჟღერს.

ამერიკას დღემდე ახსოვს ერთი ბალადა, სახელწოდებით - "როგორ მოკლა ლაჩარმა რობერტ ფორდმა ჯესი ჯეიმსი" - აი ეს სათაური, ვგონებ მოუხდება.

სამართლებლივ დავაზე კი დიეგო მარადონა გამახსენდა, "ნაპოლიდან" წასვლას თხოვდა პრეზიდენტს, რადგან მაფია მოსვენებას არ აძლევდა, ნარკოტიკებს კი თავს ვერ ანებებდა. დიეგოს სურდა, რომ ამ ყველაფრისგან შორს ყოფილიყო, პრეზიდენტს შეპირდა, ტიტულს მოგიტან და გამიშვიო, მაგრამ გადააგდეს. "ნაპოლის" პრეზიდენტი კი მოგვიანებით ასეთ რამეს იტყვის - "წასვლა სურდა, მაგრამ არ გავუშვი, ის ჩემი ტყვე იყო, საპყრობილეში გამომწყვდეულ მხეცს ჰგავდა, მის გაშვებას ხალხი არასდროს მაპატიებდა."

საბოლოოდ როგორ დასრულდა ყველაფერი, ვიცით, დიეგო აბსოლუტურად დეგრადირდა როგორც სპორტსმენი.

ნუთუ იმ ყველაფრის მერე, რაც მესიმ "ბარსას" გაუკეთა, იმას არ იმსახურებს, რომ მშვიდად გაუშვან? რა იქნება იმაზე საშინელი სანახავი, როგორ გამოვკეტავთ, კლუბისა და ალბათ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს გალიაში და როგორ ვაიძულებთ ცირკის ცხოველივით, მაყურებელი გაართოს?!

რა თქმა უნდა, შოკია. "ბარსას" ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედია, ვის დაკარგვია ლუიშ ფიგუ, ან დიდი ლუის სუარესი, "ინტერში", რომ გაგვცვალა?! თავად მეფე ითხოვს წასვლას..

მაგრამ! რაში უნდა გამოვლინდეს მის მიმართ სიყვარული და პატივისცემა, თუ არა მისი ნების აღსრულებაში?!

ლეომ დაიმსახურა მშვიდად წასვლა.

ყველაფერი მოიგო, მაგრამ ბართომეუსთან დამარცხდა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელი კლუბი მის წინააღმდეგ არის. მათ შორის ბართომეუს მოსყიდული ჟურნალისტებიც, რომლებზეც რატომღაც აქამდე არაფერი დამიწერია და დანტეს ჯოჯოხეთშიც ვერ მივუჩინე ადგილი, არადა "ბარსას" ნგრევაში გვარიანი წილი მიუძღვით.

კუმანისა და მესის შორის შეხვედრის შესახებ ანგარიში ბართომეუს ჩააბარეს, მან კი ეს ყველაფერი ჟურნალისტების მეშვეობით გამოაქვეყნა.

ჩვენ საქმე გვაქვს 21-ე საუკუნის ჰეროსტრატესთან.

წესითა და რიგით, ხელ-ფეხ შეკრული უნდა მიჰყავდეთ დასასჯელად, მაგრამ ზის თავისთვის და კიდევ რაღაც ინტრიგებს ხლართავს.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    Culé [?]
    25 აგვისტო 2020 23:35
    2
    😥 😥 😥 😥 😥 😥 😥 😥
    გულშემატკივარი [?]
    25 აგვისტო 2020 23:34
    3
    სოფლის გუნდი მავნებელი პრეზიდენტით და ბორდით. ესაა თავი და ბოლო. წადი გენიოსო და დაუმტკიცე ყველას რომ შეგიძლია პრემიერლიგის წამოცმა ერთ ადგილზე.
    მწერალი [?]
    25 აგვისტო 2020 23:33
    2
    ციტატა: geniosi
    წავ0დაა??


    ჯერ არა, მაგრამ რაღა დარჩა..

    თუ სამართლებლივად მართალი იქნება, უფასოდ წავა.
    თუ არ იქნება მართალი ძალით დავტოვებთ და არ გამოვრიცხავ, რომ ბართომეუს ჯინაზე ერთ წლიანი პაუზა აიღოს : )
    Culé [?]
    25 აგვისტო 2020 23:29
    1
    წავ0დაა??
    მწერალი [?]
    25 აგვისტო 2020 23:26
    4
    ციტატა: isakichi
    მესი არაა გასამტყუნებელი და ახლა არ დამიციტიროთ


    დაგიციტირებ და გეტყვი, რომ მართალი ხარ.

    ციტატა: frenkie dejong21
    ანუ ეს გუნდი მარტო ბართოუმეა თუ რა არის მესი ბართოუმესთვის თამაშობს ?
    მოითმინოს მარტამდე და გააჯვამს ეს ბართოუმე ბლიად რას იბუტება


    მემგონი მესი იმსახურებდა იმას, რომ ამდენ წლიანი ბრძოლის მერე მისი მხარი დაეჭირათ და ის გნიდა გაეპანღურებინათ.
    ამაშია საქმე, ფანებიდან დაწყებული, ყველა რგოლის მენეჯერებით დამთავრებული, ყველამ ზურგი აქცია.
    Culé [?]
    25 აგვისტო 2020 23:25
    3
    ოლდბოისის გარდა მაინც ვერ წარმომიდგენია სხვა ფორმით რაა ...
    ან გაცილების გარეშე ...
    ან დარჩენილი რეკორდების ერთი მაისურით...
    იმედია მედია უფრო ძაბავს ვიდრე რეალურადაა მაგრამ ალბათ ბართომეუზე უფრო იმოქმედებს ეს ყველაფერი ^^
    --------------------
    ნამდვილი ფეხბურთი აცელილია თანამედროვეობას, მარტივია გამოსაცნობად თუ რა უშლის ხელს ამას... სამწუხაროა...
    ფანი [?]
    25 აგვისტო 2020 23:24
    5
    მესი არაა გასამტყუნებელი და ახლა არ დამიციტიროთ
    გულშემატკივარი [?]
    25 აგვისტო 2020 23:24
    5
    რო დავიწყე კითხვა პირდაპირ მივხვდი რო ფეოლა დაწერდა ❣
    ფანი [?]
    25 აგვისტო 2020 23:23
    6
    ბართოლომეუ ვერგიტან შე ბო.იშვილ 🖕 .ო თესლო განდონიდან გამოპარულო შენი 4თვალა დედას შევეც 🖕.ი წადიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი 🖕 🤜 🤮