ჰოლანდიელი სკოლის გარეშე

ჰოლანდიელი სკოლის გარეშე

რონალდ კუმანის ხსენებისას, პირველ რიგში, "სამპდორიას" კარში გატანილი გოლი მახსენდება. ასეთი სიხარული "ბარსას" ქომაგებისთვის არცერთ გოლს არ მოუტანია, რადგან კუმანმა, ფინალის დამატებით დროში გაიტანა და "ბარსას" ჩემპიონთა ლიგის თასი ისტორიაში პირველად მოაგებინა.

ის დღემდე ყველაზე გამტანი მცველია, 253 გოლით და რთულად სავარაუდოა, რომ ვინმემ უახლოეს მომავალში მისი რეკორდი მოხსნას. სულ მცირე ხნის წინ, ლა ლიგაში გატანილი გოლებით, სერხიო რამოსმა გადაუსწრო, კუმანის ანგარიშზე 67 გოლია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ სერხიო მთელი კარიერის განმავლობაში ლა ლიგას არ გასცილებია, რონალდ კუმანი კი "ბარსელონაში" ექვსი წლის განმავლობაში ირიცხებოდა, კარიერის დანარჩენი ნაწილი ჰოლანდიაში აქვს გატარებული.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გოლი "პორტუს" კარში, "ბარსამ" პორტუგალიელები ლიგის ნახევარფინალში გაანადგურა და ფინალში გავიდა, სადაც კაპელოს "მილანთან" განადგურდა, მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტებად ითვლებოდნენ.

აქ იმის აღნიშვნაც შეიძლება, რომ კუმანი არ ყოფილა მსოფლიოს საუკეთესო მცველებს შორის და არც ჰოლანდიის ისტორიაში გახლდათ საუკეთესო, მისი როგორც მცველის მონაცემები, ალბათ, ფრანკ დე ბურზე ოდნავ მაღალი იყო.

უნდა ითქვას ისიც, რომ კუმანი არ მიეკუთვნება რომელიმე ჰოლანდიურ სკოლას, ის "გრონინგენმა" აღზარდა, მერე "აიაქსში" და პსვ-ში ითამაშა, "ბარსელონას" შემდეგ კი ძალები "ფეინოორდში" მოსინჯა.

მწვრთნელის ამპლუაში

მოგვიანებით სამივე ჰოლანდიური გრანდი გაწვრთნა ("აიაქსი", პსვ, "ფეინოორდი"), მანამდე ჰოლანდიის ნაკრებში გუს ჰიდინკის, ხოლო "ბარსელონაში" ლუი ვან გაალის ასისტენტი იყო.

კუმანის გაწვრთნილი ერთადერთი გუნდი, რომელზეც შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მომწონდა, ამსტერდამის "აიქსი" იყო. განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება 2002/03 წლების სეზონში დატოვეს, სადაც მეოთხედფინალში "აიაქსი" მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა. გარდა იმისა, რომ შემტევი და კარგად ორგანიზებული ფეხბურთი ითამაშა, გუნდში სიტუაციის დალაგებაც მშვენივრად შეძლო, ეს მაშინ, როცა გუნდის ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, გუნდის კაპიტან - რაფაელ ვან დერ ვაარტს, დასანახად ვერ იტანდა.

ზლატანმა ჰოლანდია-შვედეთის დაპირისპირებისას, რაფაელ ვან დერ ვაარტს კინაღამ კოჭი მოამტვრია, ჰოლანდიელი აღნიშნავდა, რომ ზლატანმა ეს განგებ გააკეთა. რაღაც ხანის მერე, იბრამ ის გოლი გაიტანა, რომელსაც ყველა არხი მუდმივად ატრიალებდა, მეტოქის საჯარიმოსთან შვიდი ცრუ მოძრაობით, მცველები მიყარ-მოყარა და ბურთი მშვიდად შეაგორა მეტოქის კარში, ამ გოლით ყველა აღფრთოვანდა, ვან დერ ვაარტის გარდა. იჯდა გაბუტული ბავშვივით და არც კი გაღიმებია.  

დაპირისპირება იყო აჰმედ მიდოსა და იბრას შორისაც. გასახდელში იბრამ წყობიდან გამოიყვანა, ეგვიპტელმა კი მაკრატელი გაუქანა და კინაღამ დაასახიჩრა. შვედი წამოხტა და მიდოს რასაც დამართებდა, ალბათ ყველას მშვენივრად წარმოუდგენია. როგორც ჰოლანდიელები ყვებიან, პირველად სწორედ მაშინ მოაწყო იბრამ, კუნ-ფუს დემონსტრირება. იბრა ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, რომ ბრძოლის მერე, შეშლილებივით იცინოდნენ. ასეთები ხდებოდა მაშინ "აიაქსის" გასახდელში, მაგრამ როგორც კი მოედანზე გადიოდნენ, გუნდს საოცარი დისციპლინა ეტყობოდა, ეს ალბათ იმიტომ, რომ რონალდ კუმანი ავტორიტეტებს არ სცნობს.

არც მიდოს გაშვება გასჭირვებია და არც თავის ლიდერების სკამზე დასმას მორიდებია. როცა ენდი კოულისა და შერინგემის ურთიერთსიძულვილს იხსენებენ, ყოველთვის ახსენებენ სერ ალექსის დამსახურებას, მოედანზე არაფერი ამის მსგავსი არ იგრძნობოდა, ვერც ერთი ვერ გაბედავდა, რომ პასი დაეგვიანებინა, ასეთივე კომპლიმენტი შეგვიძლია ვუძღვნათ რონალდ კუმანს, "ცუდი ბიჭები" ისე მოურჯულებია, რომ მოედანზე დისციპლინა ყოველთვის შენარჩუნებული იყო.

ეს უფრო გუს ჰიდინკის გავლენაა, ვიდრე იოჰან კრუიფის.

2005/06 წლების სეზონში, ძალიან კარგად იმუშავა "ბენფიკაში", ამჯერადაც მეოთხედფინალამდე მივიდა და კვლავ მომავალ ჩემპიონთან, ანუ "ბარსელონასთან" დამარცხდა. პორტუგალიაში "ბარსას" კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა და შეხვედრა ფრედ დასრულდა. "კამპ ნოუზე" ყველაფერი რონალდინიოს გაცუდებული თერთმეტმეტრიანით დაიწყო, შემდეგ ბრაზილიელმა ეტო'ოს პასით ანგარიში გახსნა და ნერვიულობის დრო მოვიდა, "ბენფიკას" ჰქონდა მომენტი და რომ გაეტანა, შემდეგ ეტაპზეც გავიდოდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს და ბოლო წუთებზე მეორეც გაუშვეს.

ეს იყო კუმანის პიკი - მეოთხედფინალები. 

სხვისი აზრი არ ვიცი, მაგრამ მე რონალდ კუმანს, კრუიფის სკოლას ვერ მივაკუთვნებ, შეიძლება ცდილობს, რომ მისი აზრები მოედანზე გადმოიტანოს, მაგრამ ეგრე, კიკე სეტიენიც ცდილობდა და რა გამოვიდა, ყველამ ვნახეთ.

კიკეს არ ვადარებ (ჯვარი სწერია), უბრალოდ მისი სტილის გარკვევას ვცდილობ, ეს კი მარტივი საქმე არ არის, რადგან ყველა გუნდში სხვადასხვა მეთოდს ნერგავდა. ინგლისშიც იმოგზაურა, "საუთჰემპტონსა" და "ევერტონს" წვრთნიდა, ბევრი არაფერია სათქმელი, დევიდ მოიესის "ევერტონი" ბევრად უკეთესი იყო, "საუთჰემპტონს" კი არა უშავდა, მაგრამ რამდენად შეიძლება გახდეს ეს "არა უშავდა" "ბარსაში" დანიშვნის საფუძველი, რთული სათქმელია.

ამ დროისთვის, კუმანის ყველაზე დიდი მიღწევა, ალბათ ის არის, რომ ჰოლანდიის ნაკრებს კვლავ კარგი ფეხბურთის თამაში დააწყებინა და შედეგებიც მშვენიერი აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ახალმა თაობამ ახალი გუნდი უნდა ააშენოს.

ცუდი დრო

კუმანი რომ ერთწლიან კონტრაქტს არ დათანხმდება, ყველასთვის ცნობილია. შესაბამისად, თუ ბართომეუ დანიშნავს, მომავალ პრეზიდენტს მოუწევს, რომ ან ბოლომდე აცადოს (მინიმუმ 3 წელი), ან კონტრაქტი გაუწყვიტოს და ძალიან დიდი თანხა გადაუხადოს. ეს კი ფინანსური და სპორტული მიმართულების კრახია, რადგან სწრაფად გათავისუფლებული მწვრთნელი საქმის ისევ თავიდან დაწყებას ნიშნავს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვერ არის სწორი დრო კუმანის დასანიშნად და იმასაც ვერ იტყვი, თავად კანდიდატურა რამდენად არის სწორად შერჩეული. მაგრამ, თუ მაინც დაინიშნა, დიდი შანსია, რომ ლიონელ მესის საკლუბო კარიერაში უკანასკნელი მწვრთნელი აღმოჩნდეს.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    გულშემატკივარი [?]
    17 აგვისტო 2020 16:22
    1
    ციტატა: ფეოლა
    ციტატა: Ronaldinho.
    ვერ დაგეთანხმები ავტორ.
    აიაქსი 2001-02 ერედივიზია ხო მოაგზებინზ მერე 2004 შიც მოაგებინა პსვ მოაგებინა ბოლბოლო ერედივიზიონი 2006-07ში და ვალენსიას მერე თუ სწორედ მახსოვს კოპადელრეი
    საუთეპთონი მაგრა აათამაშა და რამიზ გასავარდნი გუნდი 6 ზე გაიყვანა ერთი ევერტონში ჩაფლავდა და მერე ჰოლანდიას მართლა ფეხბურთის თამაში დააწყებინა)))
    მაქამდე ბენფიკასთან ერთად იარა აკაიფოდ ლიგიდან მანჩე გააგდო პორტგულიი თასი მოაგებინა მოკლედზ დამსაზურებები აქვს ბევრი მთზავარია ბარსას როგორ გაუქაჩავს,და ყველაფერს რო თავი დავზანებოთ კრუიფთან ერთად მოიგო ლიგა:)პირველი ბარსას ისტორიაში თავისივე გოლით
    ვნახოთ ვნახოთ ვისკა ბარსა


    ნუ, ლიგის დონეზე განვიხილავ.
    ჰოლანდიაში რა ქნა არც მიხსენებია, აი ლიგაზე აიაქსის გარდა სერიოზული შედეგი არ დაუდია. კარგი "ბენფიკა" ყავდა ნამდვილად, მაგრამ მე აიაქსი მერჩივნა.

    ცალკე ლიგას თუ გულისხმობ ხო ბევრი ვერაფერი იმიტო რო არც ბევრჯერ ყოფილა მარა როცა იყო.ბენფიკათი მომავალ ჩემპიონ ბარსასთან გამოვარდა 1/4 და მაქამდეც 1/8 მდე ყავდა 2005ში და აიაქსიც კი ხალიან ნორმ გუნდი ყავდა ლიგაზეც რაღაცეები ქნეს ,ბენფიკათი ენფილდზე ლივერპული დააჩოქა და მანჩესტერი ჯგუფში ჩატოვა და ა.შ რავიცი
    და ოგადად მე ვამბობ შიდა ჩემპიონატებშიც კაი წარმატებები აქვს აი 3 ერედივიზიონი არცთუ ისე ვარსკლავური აიაქსით 2 და პსვ თი,დანარჩენები კი დავწერე,ვანდებეეკი ამის გაძრობიკია მაქამდე ვანდეიკი ამის მოხოდილია კაროჩე ახალგაზრდებთანაც იცის თავის საქმე.ინტელიგენტი კაცია თან პატივს ცემენ და ავტორიტეტიც აქვს დიდი
    მოკლედ კაი ვარიანტია ეს კაცი ესე მარა აი ბარსაში რამდენად გაქაჩავს არ ვიცი ნუ ბოლო 3 წელს რო აჯობებს ეგ 10000% ია
    მწერალი [?]
    17 აგვისტო 2020 15:05
    1
    ციტატა: CHEPE
    პოჩეტინოჩ კაი კია მაგრამ ამან ძაან დასტოინობა იცის გასახდელში შეიძლება არეულობა ქონდეს მაგრამ სტადიონზე დედიმისი შვილია დასტოინად არიყვნენ და არითამაშონ ეგრევე სკამის ხეხვას დააწყებინებს ნებისმიერს სულ კიდია ვინ ვისი ძმაკაცია კლუბში


    პოჩეს მეც მირჩევნია.
    ორივე მკაცრია მაგ ამბავში, მაგრამ კუმანი უფრო ახლოს არის ბარსასთან და უფრო შემტევია.
    სამაგიეროდ ის უფრო მაგარი მოტივატორია.

    რავიცი..
    მწერალი [?]
    17 აგვისტო 2020 14:56
    0
    ციტატა: Ronaldinho.
    ვერ დაგეთანხმები ავტორ.
    აიაქსი 2001-02 ერედივიზია ხო მოაგზებინზ მერე 2004 შიც მოაგებინა პსვ მოაგებინა ბოლბოლო ერედივიზიონი 2006-07ში და ვალენსიას მერე თუ სწორედ მახსოვს კოპადელრეი
    საუთეპთონი მაგრა აათამაშა და რამიზ გასავარდნი გუნდი 6 ზე გაიყვანა ერთი ევერტონში ჩაფლავდა და მერე ჰოლანდიას მართლა ფეხბურთის თამაში დააწყებინა)))
    მაქამდე ბენფიკასთან ერთად იარა აკაიფოდ ლიგიდან მანჩე გააგდო პორტგულიი თასი მოაგებინა მოკლედზ დამსაზურებები აქვს ბევრი მთზავარია ბარსას როგორ გაუქაჩავს,და ყველაფერს რო თავი დავზანებოთ კრუიფთან ერთად მოიგო ლიგა:)პირველი ბარსას ისტორიაში თავისივე გოლით
    ვნახოთ ვნახოთ ვისკა ბარსა


    ნუ, ლიგის დონეზე განვიხილავ.
    ჰოლანდიაში რა ქნა არც მიხსენებია, აი ლიგაზე აიაქსის გარდა სერიოზული შედეგი არ დაუდია. კარგი "ბენფიკა" ყავდა ნამდვილად, მაგრამ მე აიაქსი მერჩივნა.
    გულშემატკივარი [?]
    17 აგვისტო 2020 14:48
    1
    ვერ დაგეთანხმები ავტორ.
    აიაქსი 2001-02 ერედივიზია ხო მოაგზებინზ მერე 2004 შიც მოაგებინა პსვ მოაგებინა ბოლბოლო ერედივიზიონი 2006-07ში და ვალენსიას მერე თუ სწორედ მახსოვს კოპადელრეი
    საუთეპთონი მაგრა აათამაშა და რამიზ გასავარდნი გუნდი 6 ზე გაიყვანა ერთი ევერტონში ჩაფლავდა და მერე ჰოლანდიას მართლა ფეხბურთის თამაში დააწყებინა)))
    მაქამდე ბენფიკასთან ერთად იარა აკაიფოდ ლიგიდან მანჩე გააგდო პორტგულიი თასი მოაგებინა მოკლედზ დამსაზურებები აქვს ბევრი მთზავარია ბარსას როგორ გაუქაჩავს,და ყველაფერს რო თავი დავზანებოთ კრუიფთან ერთად მოიგო ლიგა:)პირველი ბარსას ისტორიაში თავისივე გოლით
    ვნახოთ ვნახოთ ვისკა ბარსა
    საიტის ლეგენდა  [?]
    17 აგვისტო 2020 14:42
    5
    მე ძალიან გამიხარდება კუმანს თუ დანიშნავენ ავტორიტეტი ყველაზე მეტად ავტორიტეტი სჭირდება ახლა გუნდს
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    ფანი [?]
    17 აგვისტო 2020 14:41
    0
    მომკალით და ამას პოჩეტინო მირჩევნია თუმცა ის სიტყვები არ ამომდის თავიდან თან თავის ქვეყანას ასე უღალატოს რაღაც მეეჭვება (მაგრამ ვალვერდეს და სეტიენს ეს მირჩევნია და თუ მოიყვანენ არ მეწყინება პირიქით მივესალმები ბოლობოლო ლეგენდაა გამოცდილი ავტორიტეტი ჟოსტკი ვარსკვლავებთან მშვენიერია) აი ხავი დრუგოი დელა თუმცა არჩევნებამდე გარსია პიმიენტას მივცემდი შანსს და მერე გამოჩნდებოდა ახალი პრეზიდენტის გეგმები მწვრთნელი ეს იქნება ხავი პეპი თუ ტენჰააგი და ტრანსფერები რომლებიც მაათ დასჭირდებოდენ აუცილებელი ახლა ვადამდელი არჩევნებია მერე კი ახალი ხალხი თავის მწვრთნელით поставить все точки над ё მანამდე კი დროებით პიმიენტა უფრო რეალური მგონია
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆