წინ, "ბაიერნისკენ"!

წინ, "ბაიერნისკენ"!

ლისაბონის ბილეთი ჯიბეშია! "ბარსა" მეოთხედფინალში დამაჯერებლად გავიდა, წინ მიუნხენის "ბაიერნია", რომელიც იუპ ჰაინკესის შემდეგ, ასეთ კარგ ფორმაში არ ყოფილა.

თამაშმა ჩვენი ნერვებიც შეიწირა, ოღონდ არა იმიტომ, რომ უპირატესობა ხელიდან გავუშვით, უბრალოდ იყო ორი მომენტი, როცა ჩაქირიმ და მსაჯთა ბრიგადამ თავი შეგვახსენეს.

პირველი იყო ლეოს ძალიან კარგი გოლი, რომელიც გაუქმდა. ბურთი ჯერ მკერდზე ხვდება, მერე მინმალური შეხებაა ხელზე და მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ტრაექტორიაზე ამას გავლენა არ მოუხდენია, გოლი მაინც გააუქმეს. ახალი წესი ასეთიაო - ამბობს UEFA, მინიმალური შეხებაც კი ისჯება. ამ არ ჩათვლილმა გოლმა, "ატლეტიკოსთან" არ ჩათვლილი გოლიც გაგვახსენა, ასევე ხელით თამაშის გამო. ის მატჩი კი ვერ არის კარგი გასახსენებელი.

მეორე მომენტი, რომელზეც ნერვი შეგველახა, იყო ყველაზე აშკარა თერთმეტმეტრიანი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მინახავს, კულიბალიმ საკუთარ საჯარიმოში, ლიონელ მესის ცელივით გამოუსვა და კინაღამ ფეხიც წააგლიჯა. დავიწყოთ იმით, რომ ჩაქირიმ პენალტი არ დანიშნა, არც გვერდით მსაჯს დაუნახავს არაფერი, VAR-მა თამაში გააჩერა, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო და ჩაქირის მონიტორთან უხმეს, არადა, მხოლოდ ერთი რამ იყო დასაზუსტებელი, დაასწრო თუ არა მესიმ ბურთზე თამაში, ეს კი მაშინვე კარგად გამოჩნდა. ძალიან გამიჭირდება იმის ახსნა, რას არკვევდნენ ამდენი წუთის განმავლობაში.

მესის ფეხი გაუსივდაო, აქაც "ატლეტიკო" გამახსენდა, თამაშის ბოლო წუთებზე მარტინ დემიკელისი გაშლილი ფეხით წავიდა ლიონელ მესიზე და ტრავმა მიაყენა, მალევე შეხვედრაც დამთავრდა, ლეომ ბუცი გაიხადა, რადგან კოჭი საშინლად ჰქონდა გასიებული, გვეგონა, რომ საქმე სერიოზულად იყო, მაგრამ მომდევნო ტურში ჩვეულებრივად გამოვიდა და ითამაშა, იმედი მაქვს, ამჯერადაც ყველაფერი კარგად ჩაივლის.

მოსალოდნელი სურათი

აღმოჩნდა, რომ წინა შეხვედრების ანალიზისას არ შევმცდარვართ, ორი დასკვნა გამოვიტანეთ და ორივე მართებული გამოდგა. თუ სეტიენის "ბარსა" სწრაფ გოლს იტანს, ყველაფერი კარგად მიდის და გუნდი ძალიან დამაჯერებლად თამაშობს. ფსიქოლოგიური პრობლემები, რომელიც აშკარაა, სწრაფი გოლის შემდეგ უბრალოდ ქრება.

მეორე დასკვნა გამოვიტანეთ ტაქტიკურ სქემასთან დაკავშირებით, თამაშამდეც ითქვა, რომ თუ "ბარსა" 4-3-3-ით ითამაშებდა, ანტუან გრიზმანი ისევ დაკარგული ბავშვივით ირბენდა მოედანზე, ყველაფერი ზუსტად ასე იყო, ეს მოულოდნელობა არ ყოფილა, მთელი სეზონია ამას ვუყურებთ და ამ სქემაში რომ გრიზმანი ადგილს ვერ იპოვიდა, ეს თავიდანვე ნათელი იყო.

ასეა თუ ისე, სეტიენმა ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო და ვერ გავამტყუვნებთ, რადგან ლიონელ მესი მეტოქის კართან ახლოს იმყოფებოდა, თამაში კი სწორედ ლეომ მოიგო.

ფატის შანსი არ მისცემია. 99%-ით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ბაიერნთან" ტაქტიკა არ შეიცვლება, მით უმეტეს, დამაჯერებლად მოგებული მნიშვნელოვანი თამაშის შემდეგ, მაგრამ იმის თქმაც წინასწარვე შეგვიძლია, რომ გრიზმანის დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს.

ყველაზე კარგი, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ უსმან დემბელემ ბოლო 20 წუთის თამაში მაინც შეძლოს, სხვა თუ არაფერი, ზუსტად ის პოზიციაა, რომელზეც თამაშობს და დანამდვილებით იცის, რომელი სივრცე, როდის უნდა აითვისოს.

დაცვა

მშვენიერი შეხვედრა ჩაატარეს, სემედუ ძალიან კარგი იყო, ალბაც ჩვეულად აქტიურობდა, დაცვაში პრობლემები არ ჰქონია, ლანგლემ, შესაძლოა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. აი ჟერარ პიკემ, პირველივე წუთებზე "ვარანი გააკეთა" და კინაღამ გოლით დავისაჯეთ. ეს კი თამაშის მიმდინარეობას აბსოლუტურად შეცვლიდა, ზემოთაც ვახსენე და განვლილმა შეხვედრებმაც დაგვიდასტურეს, რომ პირველ გოლს, სეტიენის გუნდისთვის, გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს.

ნახევარდაცვა

"ბაიერნთან" დაბრუნდებიან ბუსკეტსი და ვიდალი. სეტიენს ცვლილებების გაკეთება მოუწევს, ეს კი მარტივი საქმე არ იქნება. ფრენკი დე იონგმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა, უპრობლემოდ ამოაქვს ბურთი, თამაშს მთლიანად აკონტროლებს და დაცვის დროსაც, დროულად ავსებს ზონებს.

არც სერჟი რობერტოს და არც რაკიტიჩს, განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ, რობერტოს შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, საკადრო პრობლემების გამო აღმოჩნდა ამ პოზიციაზე, აი რაკიტიჩის საუკეთესო პერიოდი, წარსულს ჩაბარდა და ძალიან გამიკვირდება. "ბაიერნთან" ძირითადში რომ ვიხილო.

ამ მდგომარეობით - ბუსკეტსი, დე იონგი, ვიდალის ტრიო იკითხება. ფრენკი დე იონგი და არტურო ვიდალი ძალიან კარგად აბალანსებენ ერთმანეთს, ერთს აგრესია შემოაქვს თამაშში, მეორე კი საუკეთესოა ბურთის კონტროლში. 

გადამწყვეტი ეტაპი

იწყება ლისაბონის ეტაპი, ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ფორმატით ტარდება, საკლუბო ტურნირზე, სანაკრებო ტურნირის სპეციფიკა შემოვა. სასწორზე ყველაფერი დევს, ერთი თამაში ყველაფერს გადაწყვეტს, შესაბამისად, სიფრთხილეც მეტი იქნება, ჩვენი მთავარი იმედი კი ლიონელ მესია, რომელსაც ერთი კონკრეტული თამაშის მოგება ყოველთვის შეუძლია.

მე ის მადარდებს, რომ ვერც სუარესმა აუბა მხარი და ვერც გრიზმანმა. "ნაპოლის" მხოლოდ მესიც ეყო, აი "ბაიერნთან" მეტი იქნება საჭირო.

მთავარი კითხვა ამ დღეების განმავლობაში იქნება შემდეგი - დაიჭერს თუ არა ლევანდოვსკის პიკესა და ლანგლეს დუეტი? ამ მომენტისთვის, პოლონელი მსოფლიოს საუკეთესო ცხრიანია. დიდი ტესტი იქნება ლანგლესთვის, პიკეს იმედი კი დიდად არ მაქვს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 38 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი

    გულშემატკივარი [?]
    9 აგვისტო 2020 23:05
    3
    ერთის მხრივ კარგია, რომ აუტსაიდერად გვთვლის უმეტესობა. აი ზუსტად მანდ ძლიერდება ფსიქოლიგიურად გუნდი. შეუძლებელი არაა მოგება. მთავარია დიდი მონდომება და იღბალი.
    Culé [?]
    9 აგვისტო 2020 23:00
    1
    სიტი ლიონს გააგდებს დიდი ალბათობით და გვარდის ყველა ვარიანტში მოუწევს ყოფილ გუნდთან თამაში.
    Culé [?]
    9 აგვისტო 2020 22:53
    0
    ბაიერნს რომ დიდი უპირატესობა ექნება მაგაში ეჭვი არავის შეგეპაროთ ისიც საკითხავია ჩვენი დაცვა რამდენად გაუძლებს მაგ პრესს ცენტრი? გააჩნია ბუსის და დე იონგს რა თამაში ექნებათ თქვენი არვიცი და ერთადერთ შანსს პირიქით იქეთ ჩვენ კონტრშეტევაში ვხედავ ოღონდ მაგისთვის სწრაფი ვინგერია საჭირო ვინ გვყავს ? ფატი / დემბელე დემბელე უთამაშებელია ამდენი ხანია და არა მგონია ენდოს ეგ კი არა ფატიც არა მგონია ათამაშოს მეძროხემ 😕
    მწერალი [?]
    9 აგვისტო 2020 20:26
    3
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ძაან უაზრო სტატიაა, რასქვია პიკეს იმედი და სურესის იმედი არგვაქვს? აბა ვინ ჩემი ფეხებია ლანგლე? პიკე ტოპ მცველია და ზუსტად მაგის იმედი უნდა გვქონდეს და მაგის ფორმაში ყოფნა გვჭირდება, თუ კარგ კონდიციაშია კაცს არ ატარებს კედელივით დგას.. შეიძლება არგქონდეს ალბას იმედი დაცვაში, სემედუმ როგორც გუშინ ითამაშა ისე თუ ითამაშა ბაიერნთანაც მაშინ მარჯვნივ არ იქნება ბევრი პრობლემა, რობერყოც დაეხმარება როგორც გუშინ, საკაიფო ართმევა რომ გააკეთა.. წინ გრიზმანჯ ლუზერია, მაგის იმედი შეტევაში არამაქ თუმცა დაცვიდან ბურთი ამოაქვს და მაინც საჭირო კაცია, ბუსი დეიონგი რობერტო უნდა იყოს ცენტრში და წინ მესი სუაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული.. მე კიკეს იმედი არმაქქ, მაგ კაცს ტაქტიკა არ გააჩნია ამიტომ გაგვიმართლა რომ 1 მატჩიანია დაპირისპირება, 2 მატჩიანი რომ იყოს ჩვენი შანსი 0 ტოლი იქნებოდა.. ახლა 40 პროცენტით შევაფასებდი ბარსას შანსებს ისიც იმიტო რო მესი გვყავს და თუ წაუვიდა თამაში ვერაფერი გააჩერებს. სხვა მხრივ ბაიერნი ყველა კომპონეტში ბარსაზე 1 თავით მაღლა დგას

    პიკეს იმედი დედამისს აღარ აქვს, მე როგორ მთხოვ მაგის იმედი მქონდეს? : )

    ლანგლემ მშვენივრად ითამაშა. კარგ ფორმაშია. ბაიერნთან თამაშის წინ ამათ კარიერას კი არ ადარებს ვინმე, ან ვის რაში სჭირდება ეგ შედარება? კონკრეტულ მომენტში ვინც უფრო კარგ ფორმაშია, იმედიც იმის უფრო მეტი მექნება.

    უმარტივესი ლოგიკა.
    ფანი [?]
    9 აგვისტო 2020 19:23
    6
    ციტატა: neymar-jr..
    საინტერესო სტატისტიკა ნაპოლი მერვედფინალური ეტაპიდან სამჯერ გავარდა წინა ორში რეალთან და ჩელსისთან რომლებმაც შემდეგ ეს ტურნირი მოიგეს ანუ მომავალ ჩემპიონებთან დამარცხდა
    მდაააა 😜 😜 😍

    ბოატენგი როგორ არი ნეტა? ემახსოვრება ალბათ ან რა დაავიწყებს რაც მაგას ლეომ უქნა წინაზე

    ⚽ ⚽ ⚽ ⚽ ⚽ ⚽ ⚽ ⚽

    თან შარშან ლივერპულმა ბოლო მატჩში ჩატოვა ჯგუფში და ლიგა მოიგო
    ფანი [?]
    9 აგვისტო 2020 18:19
    9
    გამარჯობათ მეგობრებო პირველ რიგში გილოცავთ ჩვენი საყვარელი გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლას იმედი მაქვს წელს თასსაც მოვიგებთ მართალია ძალიან გაჭირდება მაგრამ ეს ხომ ბარსელონაა რაც შეეხება ბაიერნთან შეხვედრას მეც მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა ამ თამაშთან დაკავშირებით დღეს ფეისბუქზე ვათვალიერებდი კომენტარებს და ხალხს აშკარად ჩამოწერილი ჰყავს ბარსელონა და ასე რატომ ფიქრობენ ვერ ვხდები მართალია წელს ბაიერნი ძალიან მაგარ ფორმაშია მაგრამ ბარსელონას ასე ჩამოწერა არ შეიძლება რადგან აქ თამაშობს მესი და ყველამ ვიცით რომ მას მარტოს შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა ამიტომ მე მგონია რომ არამარტო ამ თამაშს არამედ დარჩენილ თამაშებსაც მოვიგებთ და წელს ლიგას დავდებთ მართალია იქ სიტიც არის რომელიც ასევე ძალიან მაგარ ფორმაშია მაგრამ კიდევ გავიმეორებ რომ ეს ბარსელონაა ასე რომ გისურვებთ ბევრ გამარჯვებას და ბევრს სიხარულს ❤️
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    ფანი [?]
    9 აგვისტო 2020 17:38
    0
    ამ თამაშში მოსაგებად მე პირადად ერთადერთ და ძაან გზას და შემადგენლობას ვხედავ ...პირველ რიგში გრიზმანი არ უნდა იყოს ძირითადში ვერც 9იანზე ითამაშა ვერც ვერც ვინგერად და გუშინ სიღრმეში საერთოდ დაკარგული იყოო მეორე რაკიტიჩი რაც არ უნდა გამოცდილი ვიძახოოთ თავის ითამაშა იმდენ შეცდომას უშვებს უეჭველი მიქარავს რაღაცას... ჩემი აზრით ცენტრი რობერტო ბუსი დე იონგი ამათ წინ ვიდალი და თავდასხმაში მესი სუარესი 4 ნახევარ მცველით უნდა ითამაშონ აუცილებლად ესე მგონია
    მწერალი [?]
    9 აგვისტო 2020 16:40
    7
    ციტატა: M10 S9 D11
    გრიზმანის გუშინდელ როლზე ძალიან არასწორი შეხედულება გქონია ავტორ შედარებით უკან თამაშობდა და ბურთი ამოქონდა შეტევაში მესი კიდე წინ იდგა და უმეტეს ნაწილს შეტევაში ატარებდა ამიტომაც არ ჩანდა გრიზმანი შეტევაში მარა უკან დათვურ სამუშაოს აკეთებდა

    ანუ შენ გგონია, რომ გრიზმანი ბურთის ამოსატანად არის გუნდში? სიღრმეში იმიტომ დარბის, რომ ადგილს ვერ პოულობს, ვერაფერს რო ვერ აკეთებს ჩადის ქვემოთ, რომ იქ მაინც მიიღოს ბურთი.

    და ფლანგზე ორ მეტრიანი პასის მიგორება ბურთის ამოტანა არ არის. ბურთის ამოტანა ქვია ზონებს შორის პასის გაკეთებას, რასაც დე იონგი აკეთებდა ხუთიანზე.

    თუ გვინდა, რომ ჯიუტად რაიმე პოზიტიური დავინახოთ, კი ბატონო, რაღაცას ვიპოვით, მაგრამ რეალურად, 4-3-3-ში, გინდ ყოფილა და გინდ არა. საერთოდ არაფერს ცვლის გრიზმანი მოედანზე.

    იყო შემთხვევები როცა 4-3-1-2 ზე გადაეწყო გუნდი, მესის და სუარესის უკან იდგა, ანუ პირდაპირ მოეთხოვებოდა ბოლო პასის გაკეთება, მცველებს ზურგს უკან, რავი გააკეთა რაიმე მსგავსი და მე ვერ დავინახე?

    საიტის ლეგენდა  [?]
    9 აგვისტო 2020 16:17
    3
    ციტატა: ხავი ლეგენდა
    ციტატა: Henry
    ციტატა: Pirat❤️💙
    ყველაფერი კარგია მაგრა ეს ვიდალი რატო მოგეონთ ვერ ვხვდები
    დასაწყისში ბუსი დეიონგი რობერო უნდა იყვნენ მერე რობერტო პუჩში და ეგაა ვიდალი ტყუილად შარია

    მე პირადად ვიდალის მიმართ სიმპატიები იმიტო მაქ რო რაც არ უნდა ცუდი თამაში ქონდეს მოედნიდან გამქრალი არასდროს არაა ყოველთვის იბრძვის და ყოველთვის დარბის ანუ რაღაცას მაინც აკეთებს გუნდისთვის ყოველთვის. პლიუს დარტყმას არ ეროდება და ასე თუ ისე ნახევარმცველებიდან გოლის გატანა შეუძლია. უბრალოდ ეხლა ასაკშია და სისრაფეზე ვეღარ თამაშობს აშკარად სწორედ ამიტომ ჯობია რო არ დააყენოს ბაიერნთან თავიდანვე და შეცვლაზე გამოიყვანოს, სწრაფი ფეხბურთელები ყავს ბაიერნს სწორად მაგით ანადგურებენ მეტოქეს.
    ბაიერნთან თამაშში ყველაზე მეტად ფლანგის მცველებმა უნდა იკაცონ და ეგ მაშინებს. სემედუს რამოდენიმე პოზიციური შეცდომა ნათლად მახსოვს როცა კომანთან და გნაბრისთან გიწევს თამაში უშეცდომო უნდა იყო წინააღდეგ შეთხვევაში აუცილებლად დასჯიან გუნდს. მე მაინც მჯერა რომ ბარსელონა გაცდება ბაიერნს. დევისი ალაბა ძლიერები არიან შეტევით ასპექტში მაგრამ აი დაცვაში ვერ არიან მთლად კარგები საშნელ მდგომარეობაში მყოფმა ჩელსიმაც ბევრი კარგი მომენტი შეუქმნა რამოდენიმჯერ მაუნტი ისე გაექცათ როგორც არაფერი. ბბოატენგი ასაკშია, ნახევარდაცვა კარგი ყავთ მაგრამ თუ ფლანგის ფეხბურთელების განეიტრალებას შეძლებენ ასე თუ ისე მემგონი გავცდებით. ლევნადოვსკიზე რა გითხრათ ლევანდოვსკია დღეს დღეისობით საუკეთესო თავის პოზიციაზე, მაგრამ ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს სუარესი როგორც თამაშობს დიდი გუნდების წინააღმდეგ ყოველთვის ორმაგად მოტივირებულია იქნებ გრიზმმანმაც გამოანათოს ერთხელ ხო უნდა გამოანათოს და იყოს ეს ბაიერნის წინააღმდეგ რა მოხდება. მოკლედ მე ვფიქრობ რო ბაიერნს გავცდებით და გვარდიოლა გამოგვაგდებს :დ

    მართალს საუბრობ მეგობარო. გრიზმანს აქვს გატანილი ალიანს არენაზე ისეთი გოლი რომელმაც მოკლა გვარდიოლას ბავარია.იმედია კიდე გაუტანს.უბრალოდ რაზე მეშლება ნერვები იცით? რესურსი უზარმაზარი აქვს შეიტანს და ვერ იყენებს.აი დარწმუნებული ვარ ადეკვატურ სასტარტოს დააყენებს მაგრამ მერე თამაშის მსვლელობისას გამობეცდება და დაგვიანებული ან არასწორი შეცვლების გამო შეიძლება თამაში წააგოს.ეს არის სეტიენის მინუსი როჟა აზრზე არაა თამაშის მსვლელობისას ვინ სუსტი რგოლია და როდის რომელი ფეხბურთელი რომელი ფეხბურთელით უნდა შეცვალოს.
    ჩემი აზრით ეს სასტარტო უნდა დააყენოს.
    შტეგო
    პიკე
    ლანგლე
    ალბა
    სემედო
    ბუსი
    დე იონგი
    რაკიტიჩი
    ვიდალი
    სუარესი
    მესი

    გრიზმანი მეორე ტაიმში შემოიყვანოს ვიდალის ნაცვლად თუ ყვითელი მიიღო ან რაკეტას ნაცვლად.რაკიტიჩი დიდ თამაშებს ყოველთვის მაღალ დონეზე ატარებს.გუნდში გყავდეს ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი და სკამზე დასვა მაგარი დოდოლა უნდა იყო.

    აბა გუშინაც ძაან მაღალ დონეზე ჩაატარა ენფილდზეც და რომშიც ნუ იტყვი კიდე კაი რო რაკიტიჩი გვყავს რა რაკიტიჩ მაგის მძორი დედა მივაცენზურე ბაიერნთა მინდორს არ უნდა გააკარონ თორე არწყევინებენ მაგ კუზე ნელს
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    ფანი [?]
    9 აგვისტო 2020 16:15

    9 აგვისტო 2020 16:14
    0
    ციტატა: neymar-jr..
    ციტატა: lesane C
    ციტატა: ფეოლა
    ციტატა: lesane C
    საყრდენზე რაკიტიჩი იდგა მგონი და არა ფრენკი,ასე რომ ეგ პრობლემა არ იქნება +არც გრიზმანს უთამაშია ცუდად,მარა ბავარიასთან რას იზამენ კაცმა არ იცის,ერთი გოლის გაშვების მერე ეგრევე დაეტყოთ რო დაიბნენ. თითქმის მთელი მეორე ტაიმიც კიდე შენარჩუნებაზე თამაშობდნენ ანგარიშის და ეგ ბავარიასთან არ გამოუვათ და იმედია ძღრენს არ შეჭამს სეტიენი :D

    მართალი ხარ.
    ცვლიდნენ ხოლმე, მაგრამ ძირითადად რაკიტიჩი იდგა.

    აი გრიზმანს "ცუდად არ უთამაშია" - ამ შეფასების არ მესმის, თან მთელი სეზონია ასე აფასებენ.
    თავდამსხმელს როცა იმით აფასებ, რომ მოედანზე არაფერს აფუჭებს, თან ეს თავდამსხმელი როცა გრიზმანია, ცოტა კომიკურია.
    იმისთვის არის მოედანზე, რომ რამე შექმნას, მარტო ის, რომ არაფერს აფუჭებს საკმარისი არ არის.
    ეგრე არც ფატი გააფუჭებდა რამეს : ) (ალბათ)

    ეგ შეფასება იქიდან გამომდინარეა რო თავის პოზიციაზე არ თამაშობს და მაგ ლოგიკას თუ გავყვებით დიდად სუარესიც არ დაიკვეხნის,ვინც რამეს ქმნის შეტევაში ეს მესია და ვათამაშოთ მარტო მესი მაშინ :D

    ბაიერნთან გრიზმანი კაია მარა უფრო დემბელეა საჭირო (მარა მისიმზეობებით თავიც აზარალა გუნდსაც ვერ ეხმარება) ეჭვი ვინმეს გეპარებათ რო ბაიერნი არ შეგვიტევს? შეგვიტევს და თანაც ისინი იქნებიან პირველი ნომრები კიკე დოლმაა ის რაც ახსენე მაგას ნაჭამიაქ უკვე გუნდიც ირბენს ფერმის ბოჩოლებივით ეს ასე იქნება მოგვწონს თუ არ მოგვწონს და მარტო შტეგენი ფრენკი ბუსი და მესი ვერას გახდებიან ასეთ მატჩში ულაპარაკოდ დავაყენებდი დემბელეს (კრიტიკოსი ვარ მისი მაგრამ ფორმაში თუა და ტრამვა მოიშუშა რატომაც არა)სწრაფია და რო გაიქცეს კონტრაზე რო გაფრინდეს მეტოქის კარებისკენ აუბას მესის მხარი და მიახვინჭი.როჭონ ნოიერი მარაააა ნუ ვნახოთ

    4+2+3+1
    შტეგო
    სემედო-პიკე-ლანგლე-ალბა
    ბუსი-დეიონგი
    მესი-გრიზმანი-დემბელე
    სუარესი

    ამ სასტავს სიამოვნებით ვიხილავდი ,მაგ მატჩში

    ვფიქრობ დემბელეს საერთოდ არ ათამაშებს და ვერც გავამტყუნებ,საუკუნეა არ უთამაშია რა ფორმაში უნდა იყოს,ალბათ უფრო ფატის შემოიყვანს ზამენიდან(ეგეც გააჩნია რა სიტუცაი იქნება)
    საიტის ლეგენდა  [?]
    9 აგვისტო 2020 16:01
    5
    გრიზმანის გუშინდელ როლზე ძალიან არასწორი შეხედულება გქონია ავტორ შედარებით უკან თამაშობდა და ბურთი ამოქონდა შეტევაში მესი კიდე წინ იდგა და უმეტეს ნაწილს შეტევაში ატარებდა ამიტომაც არ ჩანდა გრიზმანი შეტევაში მარა უკან დათვურ სამუშაოს აკეთებდა
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    ფანი [?]
    9 აგვისტო 2020 15:47
    2
    ციტატა: lesane C
    ციტატა: ფეოლა
    ციტატა: lesane C
    საყრდენზე რაკიტიჩი იდგა მგონი და არა ფრენკი,ასე რომ ეგ პრობლემა არ იქნება +არც გრიზმანს უთამაშია ცუდად,მარა ბავარიასთან რას იზამენ კაცმა არ იცის,ერთი გოლის გაშვების მერე ეგრევე დაეტყოთ რო დაიბნენ. თითქმის მთელი მეორე ტაიმიც კიდე შენარჩუნებაზე თამაშობდნენ ანგარიშის და ეგ ბავარიასთან არ გამოუვათ და იმედია ძღრენს არ შეჭამს სეტიენი :D

    მართალი ხარ.
    ცვლიდნენ ხოლმე, მაგრამ ძირითადად რაკიტიჩი იდგა.

    აი გრიზმანს "ცუდად არ უთამაშია" - ამ შეფასების არ მესმის, თან მთელი სეზონია ასე აფასებენ.
    თავდამსხმელს როცა იმით აფასებ, რომ მოედანზე არაფერს აფუჭებს, თან ეს თავდამსხმელი როცა გრიზმანია, ცოტა კომიკურია.
    იმისთვის არის მოედანზე, რომ რამე შექმნას, მარტო ის, რომ არაფერს აფუჭებს საკმარისი არ არის.
    ეგრე არც ფატი გააფუჭებდა რამეს : ) (ალბათ)

    ეგ შეფასება იქიდან გამომდინარეა რო თავის პოზიციაზე არ თამაშობს და მაგ ლოგიკას თუ გავყვებით დიდად სუარესიც არ დაიკვეხნის,ვინც რამეს ქმნის შეტევაში ეს მესია და ვათამაშოთ მარტო მესი მაშინ :D

    ბაიერნთან გრიზმანი კაია მარა უფრო დემბელეა საჭირო (მარა მისიმზეობებით თავიც აზარალა გუნდსაც ვერ ეხმარება) ეჭვი ვინმეს გეპარებათ რო ბაიერნი არ შეგვიტევს? შეგვიტევს და თანაც ისინი იქნებიან პირველი ნომრები კიკე დოლმაა ის რაც ახსენე მაგას ნაჭამიაქ უკვე გუნდიც ირბენს ფერმის ბოჩოლებივით ეს ასე იქნება მოგვწონს თუ არ მოგვწონს და მარტო შტეგენი ფრენკი ბუსი და მესი ვერას გახდებიან ასეთ მატჩში ულაპარაკოდ დავაყენებდი დემბელეს (კრიტიკოსი ვარ მისი მაგრამ ფორმაში თუა და ტრამვა მოიშუშა რატომაც არა)სწრაფია და რო გაიქცეს კონტრაზე რო გაფრინდეს მეტოქის კარებისკენ აუბას მესის მხარი და მიახვინჭი.როჭონ ნოიერი მარაააა ნუ ვნახოთ

    4+2+3+1
    შტეგო
    სემედო-პიკე-ლანგლე-ალბა
    ბუსი-დეიონგი
    მესი-გრიზმანი-დემბელე
    სუარესი

    ამ სასტავს სიამოვნებით ვიხილავდი ,მაგ მატჩში
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    ფანი [?]
    9 აგვისტო 2020 15:28
    8
    საინტერესო სტატისტიკა ნაპოლი მერვედფინალური ეტაპიდან სამჯერ გავარდა წინა ორში რეალთან და ჩელსისთან რომლებმაც შემდეგ ეს ტურნირი მოიგეს ანუ მომავალ ჩემპიონებთან დამარცხდა
    მდაააა 😜 😜 😍

    ბოატენგი როგორ არი ნეტა? ემახსოვრება ალბათ ან რა დაავიწყებს რაც მაგას ლეომ უქნა წინაზე

    ⚽ ⚽ ⚽ ⚽ ⚽ ⚽ ⚽ ⚽
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    ფანი [?]
    9 აგვისტო 2020 15:24
    0
    ციტატა: ფეოლა
    ციტატა: lesane C
    საყრდენზე რაკიტიჩი იდგა მგონი და არა ფრენკი,ასე რომ ეგ პრობლემა არ იქნება +არც გრიზმანს უთამაშია ცუდად,მარა ბავარიასთან რას იზამენ კაცმა არ იცის,ერთი გოლის გაშვების მერე ეგრევე დაეტყოთ რო დაიბნენ. თითქმის მთელი მეორე ტაიმიც კიდე შენარჩუნებაზე თამაშობდნენ ანგარიშის და ეგ ბავარიასთან არ გამოუვათ და იმედია ძღრენს არ შეჭამს სეტიენი :D

    მართალი ხარ.
    ცვლიდნენ ხოლმე, მაგრამ ძირითადად რაკიტიჩი იდგა.

    აი გრიზმანს "ცუდად არ უთამაშია" - ამ შეფასების არ მესმის, თან მთელი სეზონია ასე აფასებენ.
    თავდამსხმელს როცა იმით აფასებ, რომ მოედანზე არაფერს აფუჭებს, თან ეს თავდამსხმელი როცა გრიზმანია, ცოტა კომიკურია.
    იმისთვის არის მოედანზე, რომ რამე შექმნას, მარტო ის, რომ არაფერს აფუჭებს საკმარისი არ არის.
    ეგრე არც ფატი გააფუჭებდა რამეს : ) (ალბათ)

    ეგ შეფასება იქიდან გამომდინარეა რო თავის პოზიციაზე არ თამაშობს და მაგ ლოგიკას თუ გავყვებით დიდად სუარესიც არ დაიკვეხნის,ვინც რამეს ქმნის შეტევაში ეს მესია და ვათამაშოთ მარტო მესი მაშინ :D
    ფანი [?]
    9 აგვისტო 2020 15:20
    2
    შტეგო
    სემედო პიკე ლენგლე ალბა
    რობერტო ბუსი ფრენკი
    მესი სუა ფატი

    შეცვლაზე საუს მაგივრად გრიზი , ფატის მაგივრად დემბელე . ცენტრში პუჩს უნდა მისცეს სათამაშო დრო აუცილებლად და ვიდალიც უნდა გამოიყვანოს.
    გულშემატკივარი [?]
    9 აგვისტო 2020 14:53
    1
    პიკეს იმედი არ მაქო😒 აპა კუანა ლანგლეს იმედი ჩემ მტერს ქონდა🤣
    გულშემატკივარი [?]
    9 აგვისტო 2020 14:50
    3
    Ყველაფერში გეთანხმები ამ სტატიის დამწერო, გარდა იმისა რომ დემბელემ ძირითადში უნდა დაიწყოს გრიზმანი ვერაფერს ვერ აკეთებს Დემბუზა სივრცის ფეხბურთელია ბაიერნი თამაშს გახსნის და ავტობუსს არ ჩაგვიყენებს დემბელეს სპრინტები კი ძალიან სახიფათოა ამიტომაც ძირითადში დემბო, შეცვლაზე კი ფატი, Ბოლო 20-15 წუთი. Ნახ დაცვა უნდა იყოს ბუსკეტსი, დეიონგი და კინგ არტურო ვიდალი ამ კამანდიდ მგონია, რომ მარტივ მამრავლებად დავშლით ბაიერნს და ლევანას. Მაგრა მევასება ლევანა, მაგრამ სადაც ბარსაა ყველაფერი მავიწყდება შუაზე უნდა გავარკვიოთ ნოიერი, მე პირადად ძალიან მაგარ და ორმხრივ შემტევ თამაშს ველოდები ორივე მხარე გაიტანს მაგრამ ჩვენ უ და გავიდეთ ❤️💙
    ფანი [?]
    9 აგვისტო 2020 14:46
    8
    ციტატა: 8-I N I E S T A-8
    ბავარიასთან სუას გოლზე და მესის გოლზე მე ჩამოვდივარ ძმაო ატვეჩაი მთლად ვერა მარა 99 გაიტანენ😀3-1ან 2-1 წამოვიღებთ

    შენ პირს შაქარი,მაღარიჩი ჩემზეა ეგრე თუ დაჯდა.
    ფანი [?]
    9 აგვისტო 2020 14:43
    10
    ციტატა: 8-I N I E S T A-8
    ბავარიასთან სუას გოლზე და მესის გოლზე მე ჩამოვდივარ ძმაო ატვეჩაი მთლად ვერა მარა 99 გაიტანენ😀3-1ან 2-1 წამოვიღებთ

    Mesi mesia magram ai sua ro saxes aadzrobs eg me kide dzzaan mjera. Yvela shemtev da gaxsnil fexburtis moyvarul gundebs suas faqtori eparebat ratomghac da jeka magrad iyenebs magas. Psj, siti, reali, juve. Vnaxavt vinaa msoflios sauketeso 9 zustad mag tamashshi da dzaan mjera ro jeka chaklasavs.