რა იქნება მესის შემდეგ?

  • 28-07-2020, 11:59
  • რა იქნება მესის შემდეგ?

    კიდევ ერთი სეზონი დასასრულს უახლოვდება, ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ფორმატით ჩამთავრდება და დიდი შესვენების გარეშე დაიწყება ახალი სეზონიც. იმედია სწორედ ასე იქნება ყველაფერი და ვირუსის მეორე ტალღას გადავურჩებით, რაღაც მხრივ სიმბოლურიც არის ცარიელი ტრიბუნები, ეპოქის მთავარი ვარსვლავები უკვე დიდი ხანია საპენსიო ასაკში არიან, მათი ღირსეული მემკვიდრეები კი არ ჩანან, ერთადერთი კილიან მბაპე ავლენს ადექვატურ პრეტენზიებს და ისიც "ფერმერების" ლიგაში ერთობა.

    ისღა დაგვრჩენია, კრიშტიანუს ხანგრძლივი კარიერა ვუსურვოთ, სანამ პორტუგალიელი ჯანზე იქნება, არც მესი დატოვებს მოედანს, მიზნად კი ორივე 40 წლამდე თამაშს ისახავს - ესეც ახალი სტანდარტი!

    რონალდუ იქით იყოს და.. "რა ეშველება "ბარსას"? - ეს კითხვა სულ უფრო ხშირად ისმის, როგორც წესი შეწუხებულნი არიან ისინი, ვისი ფეხბურთთან ურთიერთობაც, ლიონელ მესისთან ერთად დაიწყო. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ "ბარსა" მესის გარეშე ფუნქციონირებას გააგრძელებს, რეალობა კი სხვაა, "ბარსას" ისტორია მესითი არ დაწყებულა და არც დამთავრდება.

    50 წლიანი ტრადიცია

    "ბარსა" არის კლუბი, რომელსაც ყველა ეპოქაში ჰყავდა კონკრეტული პერიოდის საუკეთესო ფეხბურთელი, მოყოლებული სამოცდაათიანებიდან.

    70-ანები - იოჰან კრუიფი, უდავოდ საუკეთესო თავის პერიოდში!

    80-ანები - დიეგო მარადონა, არათუ თავის პერიოდში, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო.

    90-ანები - რომარიო, სტოიჩკოვი, ფიგუ, რონალდო, რივალდო - ყველა "ბარსაში" იყო, ვისაც კი პირველობაზე პრეტენზია ჰქონდა, ერთადერთი ზინედინ ზიდანი აღმოჩნდა მიღმა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ კრუიფი ნაადრევად გაათავისუფლეს და მისი ტრანსფერი ჩაიშალა, რადგან ზიზუს პირადი შეთანხმება, სწორედ კრუიფთან ჰქონდა დადებული.

    2000-ანები - რონალდინიო - ნუთუ იყო ვინმე მასზე ძლიერი? ძალიან დიდი იყო კაკა, მაგრამ სადაც კი "ბარსა" "მილანს" გადაეყარა, რონი უფრო ბრწყინავდა, ამას "მილანის" ფანებიც აღიარებენ.

    მერე კი მოვიდა მეფე!

    უკვე 50 წელია, "ბარსას" არც ერთი დეკადა ისე არ გაუვლია, რომ კონკრეტული ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელი არ შეეძინა. არა მგონია, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს, "ბარსა" ვარსკვლავებს ორი რამის გამო იზიდავს,  პირველი არის ისტორია, რომელიც ყოველთვის დიდი და გამორჩეული იყო, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი კრუიფის მოსვლის შემდეგ შეიძინა, ყველას სურს "ბარსაში" თამაში, რადგან აქ თამაშობდა იოჰან კრუიფი და ყველა ის ვარსკვლავი, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე.

    სამომავლოდ, ყველას ენდომება იმ გუნდში თამაში, სადაც მესი თამაშობდა.

    იმ მოედანზე სირბილი, სადაც მესი დარბოდა.

    სადაც ფეხბურთი ხელოვნებად იქცა.

    სადაც 100 000-მდე გულშემატკივარი შეგიძლია რომ გააოცო, ფეხბურთელისთვის კი ამაზე დიდი გამოწვევა უბრალოდ არ არსებობს! როგორ უნდა გააოცო ხალხი, რომელსაც ყველაფერი ნანახი აქვს, რისი ნახვაც კი შესაძლებელია საფეხბურთო მოედანზე?! კრუიფის დირიჟორობიდან დაწყებული, ბრაზილიელების და არგენტინელების ჯადოქრობით დამთავრებული, თუ მოახერხე და ამ ხალხს შენი სახელი აძახებინე, აყვირებინე და ტაშიც დააკვრევინე, ესე იგი მართლაც განსაკუთრებული ხარ.

    "კამპ ნოუ" განვლილი ისტორიის განმავლობაში, იქცა ერთგვარ ტესტად, თუ რა სტანდარტზე შეუძლია ვარსკვლავს თამაში.

    მეორე მიზეზი, რატომაც "ბარსა" ყველას იზიდავს, არის თავად ქალაქი. ამ ქალაქის გარეშე, კლუბიც ვერ იარსებებდა, ეს ერთი მთლიანობაა, განსაკუთრებულად მიმზიდველია სამხერთ ამერიკელებისთვის, მათთვის ბარსელონა თავიანთი ქვეყნის ანარეკლია - მზე, ზღვა, მოწმენდილი ცა და ძალიან იშვიათი წვიმა, მაგრამ თუ გაწვიმდა, მტრისას! მიაქვს ყველაფერი..

    ზღვის მიღმა კი ზღაპრული არქიტექტურაა, ასეთ მაშტაბებზე, ასე იდეალურად დაპროექტებული ქალაქი მეორე არ არსებობს, ამაში უდიდესი წვლილი ანტონიო გაუდის მიუძღვის, გარდა ამისა, ქალაქი ისეა დაპროექტებული, რომ ძირითადად ფეხით მოსიარულეებზე არის მორგებული, საცობი კი ფაქტობრივად არ იქმნება, ეს კი უიშვიათესი მოვლენაა.

    ერთი სიტყვით, მესის მერე, "ბარსას" კვლავ ეყოლება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ეს უკვე 50-წლიანი ტრადიციაა!

    შეცვლის თუ არა მესის? ვერა, რა თქმა უნდა, მესის დარი ფეხბურთელი კიდევ როდის მოევლინება ქვეყანას, ამის ვარაუდისგანაც კი თავს შევიკავებ, მაგრამ კონკრეტული პერიოდის საუკეთესო ფეხბურთელის ირგვლივ, ყოველთვის შეიძლება მსოფლიოს საუკეთესო გუნდის შექმნა. 

    არათანაბარი სტატისტიკა

    თუ "ბარსას" ასეთი 50 წლიანი ტრადიცია აქვს, მაშინ რატომ გამოდგა მესის ეპოქა ასეთი წარმატებული და დანარჩენი ვარსკვლავების ბევრად წარუმატებელი?

    ამაზე პასუხი მარტივია, მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ განვმარტოთ. "ბარსამ" თავის ვარსკვლავების უმეტესობა ვერ გამოიყენა, ზოგი სწრაფად გაყიდა, ზოგი მარტო დატოვა საშუალო დონის ფეხბურთელებთან, ზოგი უბრალოდ დაკარგა.

    მიკრო კრიზისებს იწვევდა არა ვარსკვლავების დეფიციტი, არამედ ცუდი მენეჯმენტი, ეს იყო ყოველთვის "ბარსას" აქილევსის ქუსლი.

    მესის შემთხვევაში კი, გარდა იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგას, გარდა იმისა, რომ მესი თავად "ბარსამ" აღზარდა და განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩა, მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაკვეთა - კლუბს ჰყავდა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი (თუ არა საუკეთესო), ამავე პერიოდში, "ლა მასიამ" აღზარდა ისტორიის მანძილზე საუკეთესო თაობა, რომელთაც სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, იდენტური DNM-ით, მათ კი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლიდერობდა. - აი, ამდენი გადაკვეთა მოხდა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

    ფაქტია, რომ ერთმანეთს ბევრი შესძინეს. არასდროს მესი არ ყოფილა ისეთი მაგარი, როგორიც პეპის ხელში იყო.

    არასდროს პეპს არ ჰქონია ისეთი მაგარი შედეგები, როგორიც "ბარსაში" ჰქონდა.

    არასდროს ჩავი არ ყოფილა ისეთი მაგარი, როგორიც ინიესტას გამოჩენის შემდეგ გახდა.

    ამ ხალხმა ერთმანეთი შექმნა!

    ცუდ ხელმძღვანელობას კი ნებისმიერი დონის გუნდის განადგურება შეუძლია. ისევე როგორც კარგ ხელმძღვანელობას შეუძლია, ნაკლებად ძლიერი გუნდი, მწვერვალზე აიყვანოს.

    აი, ამხელა მნიშვნელობა აქვს მენეჯმენტს.

    მომავალი

    "ბარსას" კრიზისი არსებული ხელმძღვანელობის ხელში, გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ ლიონელ მესის წყალობით, ეს პერიოდიც ტიტულებით გავიარეთ. ცუდი დღეები სულ მალე დასრულდება, სათავეში მოვლენ ადამიანები, რომლებმაც იციან რა და როგორ უნდა გააკეთონ, მათ აქვთ იმხელა ნდობა, რამხელაც ვერ ექნება ვერავის, ამ კლუბის ირგვლივ.

    ჩავი, პუიოლი, ინიესტა, პიკე, მესი, ეს ფეხბურთელები, ადრე თუ გვიან, "ბარსას" მენეჯმენტს ჩაუდგებიან სათავეში, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მათ კი იციან საქმე როგორ აკეთონ.

    რა თქმა უნდა, აღარ იქნება მეორე ლიონელ მესი, მაგრამ კლუბში აუცილებლად იქნება დეკადის საუკეთესო ფეხბურთელი, არ ვიცი ვინ იქნება ეს, ვინ იქნება ის ფეხბურთელი, რომელიც კილიან მბაპეს კონკურენციას გაუწევს, ჯერჯერობით ასეთი არავინ ჩანს, მაგრამ 3-4 ან უფრო მეტი წლის მერე, როცა მესი ბუცებს ჩამოკიდებს, "ბარსაში" აუცილებლად იქნება მისი მემკვიდრე, რომელიც ტიტულებს მოიტანს.

    "ბარსას" დიდი კრიზისი არ ემუქრება, ამ კლუბის ისტორია გაცილებით დიდია, ვიდრე ნებისმიერი ფეხბურთელი, თუნდაც ლიონელ მესი.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nikusha ფანი [?]

    29 ივლისი 2020 19:07

    ანსუ ფატი - ახალი მესი
    კარლეს ალენია - ახალი ინიესტა
    დე იონგი - ახალი ბუსკეტსი
    პედრი - ახალი ჩავი
    ტრინკაო - ბარსას მომავალი

    0
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გასულია
    davidus2020 ფანი [?]

    29 ივლისი 2020 17:30

    კარგი სტატიაა, ეს მენეჯმენტი რო წავა ,თუ ლაპორტა მოვიდა პრეზიდენტად,ხავი ან კუმანი მწვრთნელად ,ბარსას ეს დროებითი ჩავარდნა იქნება

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    28 ივლისი 2020 16:53

    სანამ დროა უნდა მოვიყვანოთ ახალგაზრდები და მოვხოდოთ თორე წავა მესი და დიდ ორმოში აღმოვჩნდებით ისედაც უკვე დაწყებული გვაქვს დაშვება

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    პიკე81 წევრი [?]

    28 ივლისი 2020 16:36

    კაი სტატიაა,ბრავო

    2
    გასულია
    Alien 👽 წევრი [?]

    28 ივლისი 2020 15:24

    ფატი და დემბელე, უბრალოდ მწვრთნელი გვინდა ისეთი როგორიცაა, პეპი ან კლოპი

    3
    გასულია
    Albicelecte ფანი [?]

    28 ივლისი 2020 15:22

    შესანიშნავი სტატია იყო, 10 ქულა 10 დან
    მესი რომ წავა, ბარსაში მყოფ დარჩენილ მოთამაშეებს და მის მერე მოსულებს დახვდებათ სხვა აურა
    ის, რომ მესის გარეშე მოუწევთ თამაში და მისი წასვლა არ უნდა აგრძნობინონ გუნდს...
    ანუ პასუხისმგებლობა უნდა გადაინაწილონ
    შეიძლება ასე გამოკვეთილი ლიდერი და კაპიტანი არ ყავდეთ, მაგრამ დაბალანსება და თითოეული მოთამაშისგან მაქსიმუმის გაღება იქნება საჭირო
    ვარსკვლავები საჭიროა, თუ თავად აღზრდის გუნდი ვარსკვლავებს, მით უკეთესი
    2010 -2012 წლის მოდელს უნდა მიაწვნენ, ხომ მოიგო ბარსელონამ მესის გარეშე მუნდიალი და ევრო2012?!
    შეიძლება ისეთი შთამეჭდავი არ იყო როგორც მესისთან ერთად, შეიძლება ნაკლები გაჰქონდა, მაგრამ თამაშის ხარისხი მაინც მაღალი იყო
    ვფიქრობ, რომ მაინც შესაძლებელია, უბრალოდ ცოტა სხვანაირი ბარსა იქნება

    3
    გასულია
    რივალდო-მესი გულშემატკივარი [?]

    28 ივლისი 2020 14:46

    ტრინკაო პირველ რიგში და ფატი. მე ამათი მეიმედება.

    1
    გასულია
    GUGU MSN წევრი [?]

    28 ივლისი 2020 14:22

    მე გეტყვით რა იქნება მესსის წასვლის შემდეგ რა იქნება და ჩემი ფეხები ლიგას დაემშვიდობეთ და რაც შეეხება ლა ლიგას ოთხეულში მოხვედრაც სანატრებელი იქნება ამ კაცის დამსახურებით რამდენი ტიტული მოიგო ბარსამ ეს სანამ არის აქ ყველაფერი წესრიგში იქნება და როცა ეს წავა კამპნოუც დაკარგავს პრესტიჟს მერე ვინღა დაიძახებს მეეესი მეეესი მეესის არც მაყურებელი მოვა იმდენი და ამდენი რო არ ვილაპარაკო ეს რო კარიერას დაასრულებს მე ფეხბურთის ყურებას დავამთავრებ ერთი ეს და მეორე სტეფენ კარი <3

    5
    გასულია
    Wtf man ფანი [?]

    28 ივლისი 2020 12:31

    ბრავო მწერალს. კარგი სტატია იყო ნამდვილად

    10
    პარტნიორები
    Flashscore.ge