მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე

  • 20-07-2020, 11:53
  • მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე

    მესიმ და სეტიენმა უერთიერთობა დაალაგეს, ერთი შეხედვით ნამდვილად ასე ჩანს. არავინ იცის მათი შეხვედრის დეტალები, ვის რა კომპრომისზე მოუწია წასვლა, მაგრამ მესის კომენტარიდან იმ დასკვნის გამოტანა ნამდვილად შეიძლება, რომ მთელი გუნდი შეთანხმდა - ჩემპიონთა ლიგაზე, "ბარსას", კიკე სეტიენი გაუძღვება.

    ბოლო შეხვედრა პოზიტიურად დასრულდა, ბევრი გოლი, კარგი განწყობა და მაღალი ხარისხი. სეტიენის ხელში ასეთი თამაში ადრეც გვინახავს, კარგი იყო გუნდი მალიორკაზე და "ვილიარეალთან" გასვლაზე. საგულისხმოა, რომ გუშინდელ შეხვედრაში, მეტოქემ მეტად მაღალი პრესინგი ითამაშა, რამაც "ბარსას" საშუალება მისცა სივრცეები ეფექტურად გამოეყენებინა და გარდა გატანილი გოლებისა, მრავალი მომენტიც შეექმნა.

    სამივე ეს შეხვედრა, სადაც შედეგიცა და ხარისხიც გამოჩნდა, გასვლითი თამაში იყო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "ბარსა" "კამპ ნოუზე" გაცილებით ცუდად გამოიყურება, ამის მიზეზი, შესაძლოა ის არის, რომ მოწინააღმდეგეები სიღრმიდან თამაშობენ, საკუთარ საჯარიმოსთან ნაკლებ სივრცეს ტოვებენ და არც სეტიენს აქვს განსაკუთრებული გეგმა, რომ ე.წ. "ავტობუსი" გაარღვიოს.

    "ნაპოლისთან" შეხვედრა ამ მხრივ გამონაკლისი იქნება, რადგან ნეაპოლელებს აუცილებლად გოლი აქვთ გასატანი, შესაბამისად შეუტევენ, "ბარსა" მიიღებს თავის შანსს და თუ ეს შანსი გამოიყენეს, შემდეგ იქნება ნეიტრალური სტადიონი და "ბაიერნი" (დიდი ალბათობით), რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე შემტევი გუნდია.

    მოკლედ, რომ შევაჯამოთ, "ბარსას" წინ ელის ისეთი თამაშები, სადაც თავისი პლუსების გამოვლინების ყველანაირი შესაძლებლობა ექნება.

    ტაქტიკა

    სეტიენმა ამ მცირე დროში ტაქტიკაც ხშირად ცვალა და შემადგენლობაც, ჯერ კიდევ ვერაფერზე ჩამოყალიბდა და ძალიან რთულია იმის თქმა, რა შემადგენლობით აპირებს "ნაპოლისთან" თამაშს.

    კარგი იქნება, თუ ამ დროისთვის, ანტუან გრიზმანი და უსმან დემბელე დაბრუნდებიან, რადგან ბრეითუეიტი გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაეხმარება და შეტევის ხაზი მეტად შესუსტებული იქნება.

    სეტიენმა გამოსცადა ვალვერდეს საყვარელი 4-4-2, რომელმაც არ ივარგა. გამოსცადა მისი ფავორიტი 3-5-2, რომელიც ყველაზე ცუდი გამოდგა შემოთავაზებული ვარიანტებიდან. "ვილიარეალთან" ითამაშა 4-3-1-2-ით, რამაც გაამართლა და შედეგთან ერთად, თამაშის ხარისხიც მაღალი იყო. ბოლო შეხვედრაში კი "ბარსას" ტრადიციულ 4-3-3-ს დაუბრუნდა, ასევე უნდა ითქვას, რომ შედეგიც და ხარისხიც დამაკმაყოფილებელი იყო.

    ამიტომ, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამ ორ ტაქტიკაზე შეჯერდება - 4-3-3 და 4-3-1-2.

    პირველი მათგანის დროს, ბევრჯერ ვნახეთ, რომ ანტუან გრიზმანი აბსოლუტურად გამოუსადეგარია, სამაგიეროდ ამ სქემაში კარგად გრძნობენ თავს ანსუ ფატი და უსმან დემბელე, რადგან ტიპური გარემარბები არიან.

    სამაგიეროდ 4-3-1-2 კონკრეტულად გრიზმანისთვის არის შემუშავებული, სადაც ლიონელ მესის შედარებით სიღრმიდან უწევს თამაში, მაგრამ ამ პოზიციას არგენტინის ნაკრებში, დიდი ხანია უკვე შეეჩვია.  

    აქ ისმის მთავარი კითხვა, თუ გრიზმანი და დემბელე დაბრუნებას მოასწრებენ, რით იხელმძღვანელებს სეტიენი - ტაქტიკის მიხედვით შეარჩევს შემადგენლობას, თუ შემადგენლობას მოარგებს ტაქტიკას?

    ტრანსფერები

    პაუზის დროს ძალიან ხშირად იწერებოდა ლაუტარო მარტინესისა და ნეიმარის ტრანსფერზე, ახლა კი მეორე ტალღას უნდა ველოდოთ, რომელიც მთელი ზაფხული გასტანს, ან იქამდე, სანამ ოფიციალურად არ დადასტურდება, გადმოსვლა, ან დარჩენა.

    ისევ აქტუალური გახდება წამსვლელი ფეხბურთელების ჩამოთვლაც, რადგან კლუბი დიდ ცვლილებებს საჭიროებს, ამის შანსი კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ფეხბურთელების გაცვლა შედგება.

    ერთი გაცვლა უკვე შედგა, რომლითაც კმაყოფილი "ბარსელონას" გულშემატკივარი არ დარჩენილა, თუმცა შედეგს მაშინ ვნახავთ, როცა პიანიჩი ერთ სეზონს მაინც ჩაატარებს.

    აქტუალურია დაცვის ხაზიც, რადგან "ბარსას" დაცვის ლიდერები უკვე საპენსიო ასაკს უახლოვდებიან, მარჯვენა ფლანგი კი წლებია არასტაბილურია, მიუხედავად ამისა, სატრანსფერო  ჭორები ისევ შემტევებზეა და არა  მცველებზე.

    დავიდ ალაბა, ერთდროულად ორ პრობლემას მოაგვარებდა, როგორც ფლანგზე, ისე ცენტრში, თანაბრად წარმატებულად თამაშობს, მაგრამ რამდენად შეძლებს "ბარსა" მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რთული სათქმელია.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    20 ივლისი 2020 16:57

    აი იიკე კი ყვერრია მაგრამ მგონია რომ დემბელეს სწორად გამიყენებს ფალნგზე გამქცევი ფეხბურთეკი გუნდს არ თვს შესაბამკსდ დემბელე უფრო მეტ ხიფათს შექმნის მაგრამ მთავარი ის არ ის როგორ ფორმაში იქნება თუ ისე ითამაშა როგორც შარშან ლეგანესთან ნსპოლის დაცვას გაუმკლავდება ბაიერნთანაც კარგად თუ ითამაშა შანსები გვექნება 30% ზე

    1
    გასულია
    Soxa წევრი [?]

    20 ივლისი 2020 15:59

    აუ ამათმა ლიგა რო მოიგონ სასწაული იქნება 😄😋

    1
    გასულია
    QIROESTA ფანი [?]

    20 ივლისი 2020 15:53

    ციტატა: B.A.r.c.A
    ამ თამაშში მგონია რომ სუარესი და პუჩი ჯოკერივით უნდა ყავდეს სკამზე ბარსას ...

    სუარესი პონტი არაა სკამზე
    დასვან და პუჩი და ფატი კი

    0
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    20 ივლისი 2020 15:28

    ამ თამაშში მგონია რომ სუარესი და პუჩი ჯოკერივით უნდა ყავდეს სკამზე ბარსას ...

    0
    გასულია
    MARADONA1968 წევრი [?]

    20 ივლისი 2020 15:00

    ხო არაა?! რა გვიხარია ადმინ! ეზოს დონის გუნდებს რომ უთანთ 5 გოოლს?!

    პირველ ტაიმში 4-3-3
    შტეგო
    სემედუ-პიკე-ლენგლე-ალბა
    რობერტო-დე იონგი-პუჩი
    მესი-სუარესი-ფატი
    -------------------------------------------------------------
    ნაპოლთან მე-2 ტაიმში ცვლილებაზე 4-4-2 სასტავი ამ ეტაპისთვის:
    შტეგო
    სემედუ-არაუხო-ლენგლე-ალბა
    ვიდალი-დე იონგი-ბუსი-პუჩი
    მესი-სუარესი
    ---------------------------
    ჰაა, რას იტყვით??????????

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    20 ივლისი 2020 14:27

    თუ გრიზიმ მოასწრო დაბრუნება 4-3-1-2 ტაქტიკა უნდა დააყენოს
    შტეგენი
    სემედუ პიკე ლენგლე ალბა
    რობერტო დე იონგი პუჩი
    მესი
    გრიზმანი სუარესი

    თუ ვერ მოასწრო გრიზმანმა დაბრუნება 4-3-3 ტაქტიკით უნდა ითამაშოს
    შტეგენი
    სემედუ პიკე ლენგლე ალბა
    რობერტო დე იონგი პუჩი
    მესი სუარესი ფატი

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    20 ივლისი 2020 14:10

    ეს თამაში აბსოლიტურად არაფერს ნიშნავს და თავს რატომ ვიტყუებთ. სხვა გუნდი უფრი ჩაკეტილ და ინტენსიურ სტილს დაგახვერდებს და რას ვიზამთ მერე?
    და თუ ზემაღალი ტემპი შემოგვთავაზეს რაც რომამ გააკეთა და მერე ლივერპულმა გაიმნეორა სად მიდიხარ ?

    4
    გასულია
    ousmane dembele 11 წევრი [?]

    20 ივლისი 2020 12:47

    შტეგენი
    სემედო პიკე ლენგლე ალბა
    პუჩი ბუსკეტსი დე იონგი
    მესი სუარესი დემბელე

    0
    გასულია
    Pique_3 წევრი [?]

    20 ივლისი 2020 12:30

    4-3-1-2 არის ყველაზე ლოგიკური შემადგენლობიდან გამომდინარე❤
    შტეგენი
    სემედუ-პიკე-ლენგლე-ალბა
    დეიონი-ბუსკეცი-რობერტო
    მესი
    გრიზმანი-სუარესი
    თუ არ წაუვიდა გრიზმანს თამაში შემოიყვანს ფატის და გადავლენ 4-3-3ზე🙂

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge