დიდი სიჩუმის თეორია

  • 17-07-2020, 11:03
  • დიდი სიჩუმის თეორია

    ის რაც მოხდა, გასაკვირი არაა, პირიქით, ჩემპიონატში მარცხი, ძალიან ლოგიკური წერტილია იმ გაურკვევლობისა, რაც "ბარსელონას" თავს ხდება. დიდი შანსია, რომ გუნდმა, სადაც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს, (ბევრი პროფესიონალის აზრით) სეზონი უტიტულოდ დაასრულოს.

    ლოგიკურია ისიც, რომ მესის მოედანზე ყოფნა აღარ სურს, გაღიზიანებას ვეღარ მალავს და მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც სეზონი განახლდა, ნერვებ დაგლეჯილ ფეხბურთელს ვუყურებთ, რომელიც ხან წითელი ბარათის ზღვარზეა, ხან კი მწვრთნელებს აიგნორებს და არაფრის გაგონება არ უნდა.

    მაგრამ არის რაღაც, რასაც ახსნას ვერ ვუძებნი და თუ ბარსელონაში არ ცხოვრობ და ყოველ დღე იმ ჰაერს არ სუნთქავ, ვერც ვერასდროს გაიგებ რა ხდება, კერძოდ კი ხდება სიჩუმე.

    აქამდე არ მახსენდება გუნდს ასე ორგანიზებულად და ეტაპობრივად, ნაწილებად შლიდნენ და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი სრულ მდუმარებაში იყოს. მე არ ვსაუბრობ ქართველ, აფრიკელ ან არაბ გულშემატკივრებზე, რომლებიც სოციალურ ქსელში, უკვე წლებია ცვლილებებს ითხოვენ, მე ვსაუბრობ მათზე, ვისაც რეალური გავლენა აქვს, ვისი გადასახადებიც, დღემდე ერიცხება კლუბს, ვისი შეძენილი ბილეთიც, პირდაპირ მიდის ხელმძღვანელობის ჯიბეში, მათი პროტესტი იარაღია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იარაღი ცარიელია.

    მაგალითისთვის, მას შემდეგ რაც ჟოზე მოურინიომ საძირკველი ჩაყარა დიდი გუნდის მშენებლობაში, მხოლოდ ორი მწვრთნელი იყო მის შემდეგ, ვინც დანერგილი ტაქტიკის ცვლილება მოინდომა, ერთი იყო რაფა ბენიტესი, მეორე კი ლოპეტეგი, ერთი წელიც კი არ აცადეს არც ერთს და არც მეორეს, "რეალის" ფანები ბაზაზე მივარდნენ და ეს გაურკვეველი ხალხი რომ არ გაეშვათ, ალბათ პერესსაც მიაყოლებდნენ.

    მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ უნაიტედში" სიტუაცია აირია, ფანები გლეიზერებს სახლში მიუვარდნენ და ეზოში ცეცხლი ააგიზგიზეს, რის გამოც მათი უმრავლესობა დააკავეს, სამაგიეროდ გლეიზერებმა ხელი და ტვინი ერთდროულად გაანძრიეს და ის ცვლილებები განახორციელეს, რომელსაც ფანები ითხოვდნენ.

    ასე უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, "ბარსელონას" შემთხვევაში კი მახსენდება კუთხურის ალამთან მყოფი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც "ბარსას" კარში გატანილ გოლს აღნიშნავს, ამ დროს რა ხდება ტრიბუნაზე? ტელეფონ მომარჯვებული ტურისტები სურათს უღებენ პორტუგალიელს, და რა ხდება მაშინ, როცა მესის გააქვს გოლი "ბერნაბეუზე"? საშინელი წიოკი იწყება და პატარ-პატარა საგნების სროლასაც არ ერიდებიან.

    პრემიერ ლიგის სტადიონებზე აღარც ვლაპარაკობ.. არც ბუნდესლიგის.. ეს საამაყო "კამპ ნოუ" კი ტურისტების თავშეყრის ადგილად გადაიქცა, რომლებიც უბრალოდ სანახაობისთვის არიან სტადიონზე, მათ არ ანაღვლებთ მესი გაიტანს თუ ბენზემა, უბრალოდ იქ ყოფნა უხარიათ, გუნდი იშლება? არაუშავს, სადმე სხვაგან წავლენ და თუ ეშველა "ბარსელონას" მერე დაბრუნდებიან.

    "კამპ ნოუს" ცირკად გადაქცევა რონალდინიოს პერიოდიდან დაიწყო, მთელი მსოფლიოდან მოედინებოდა ხალხი, რომელსაც ჯადოქრის ნახვა სურდა, მერე იყო გვარდიოლას "ტიკი-ტაკა", მერე შეუჩერებელი ტრიო, ალბათ საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ტრიო, მხოლოდ მესის გამოც ბევრი ტურისტი მოდის და ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ნამდვილი ფანების ხმა აღარ ისმის, აი იმათი ვან გაალის გამო რომ მთელი სტადიონი თეთრი ხელსახოცებით გადაათეთრეს, პატრიკ კლუივერტს "ვალენსიასთან" ჩაგდებული შეხვედრა არ აპატიეს, მიუხედავად იმისა, რომ გოლი შეაგდო, ხალხი რომელმაც თავის მხარდაჭერით, კარლეს პუიოლი ჯერ კიდევ მაშინ აქცია კაპიტნად, სანამ სამკლაურს მოირგებდა.

    სად წავიდნენ ეს ფანები? რა შეიცვალა, რომ მათი ხმა აღარ ისმის? ან თუ ისმის, ისე ჩუმად, რომ ამას არაფერი მოყვება. მაინც რა მოხდა ბარსელონაში?

    სად ჩატყდა ხიდი, ფანებსა და კლუბს შორის?

    არაფერი აღარ ანაღვლებთ, თუ არის თემები რაზეც ისევ ყირაზე გადადიან და მთელ ქალაქს აზანზარებენ? კი, არის. კატალონიის დამოუკიდებლობა! როცა ამ თემას ეხება საქმე, მათი ხმა, ღრიალი და წივილ-კივილი ისევ ისმის. ქალაქიც ააოხრეს და ძალის დემონსტრირებაც მოახდინეს, მაგრამ კლუბი ასე აღარ ანაღვლებთ.

    რატომ?

    ზუსტად იმ პერიოდში, როცა პოლიტიკური მდგომარეობა გამწვავდა და რამდენიმე პოლიტიკოსი დაიჭირეს, პეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" ყველა პრესკონფერენციაზე ყვითელი ბაფთით მიდიოდა და ღიად საუბრობდა პოლიტპატიმრების შესახებ, ღიად ითხოვდა მათ გათავისუფლებას, "კამპ ნოუს" კი დისკვალიფიკაცია მისცეს და ყვითელი ფერის შეტანა საერთოდ აკრძალეს.

    ამ დროს დაიწყო განხილვა იმის შესახებ, თუ რა ბედი ელოდა "ბარსას", იმ შემთხვევაში, თუ კატალონია ესპანეთს გამოეყოფოდა, გაიჟღერა ვერსიამ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში გადაისვრიდნენ, დასჯიდნენ პროტესტისთვის, მერე დაიწყო მსჯელობა იმაზე, რომ "ბარსა" იქცა ესპანეთის კოზირად, კატალონელებთან მიმართებაში.

    "თუ გინდათ ლა ლიგაში, შეწყვიტეთ პროტესტი"! - რაღაც მსგავსი გზავნილივით გამოუვიდათ.

    შესაძლოა, ფანები იმაზე განაწყენდნენ, რომ პიკეს გარდა, არავის დიდი პროტესტი არ გამოუხატავს, ზღვის იქით წასული გვარდიოლაც კი უფრო მეტს აკეთებდა პოლიტპატიმრებისთვის, ვიდრე "ბარსას" ფეხბურთელები ან ხელმძღვანელობა.

    "მეტი ვიდრე კლუბი" - კატალონელებისთვის ნიშნავს იმას, რომ "ბარსა" დაარსების დღიდან, მათთვის იყო მთავარი იარაღი, დამოუკიდებლობისათვის საბრძოლველად, ჩვენს დროში კი ერთგვარ ტვირთად ექცათ.

    ნამდვილად ასეა თუ არა, წარმოდგენა არ მაქვს, ამიტომ აღვნიშნე, თუ იქ არ ცხოვრობ, ძალიან ძნელია რამეში გაერკვე, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ დროს ყველაზე ხმაურიანი და პრეტენზიული ქომაგი, უბრალოდ დადუმებულია.

    რაც შეეხება ხელმძღვანელობას, "ბარსას" ქომაგს ცუდი ხელმძღვანელობით ვერავინ გააკვირვებს, ცუდის მეტი რა ყოფილა?! ისეთი ცოდვები ადევთ, ისეთ ფეხბურთელებთან მიმართებაში, რომ გახსენებაც აღარ მინდა..

    აქ ყოველთვის იყო პოლიტიკური ინტერესი და მაფია, შესაბამისად იყო კორუფციაც, რამდენი აუდიტიც არ უნდა შეიყვანოს ბართომეუმ, მაინც ვერავის აუხსნის, ამდენი მილიონი სად გაქრა და როგორ, ასეა, როცა რაღაც აბსურდში ხარჯავ ფულს, თან ისე, რომ დამალვა გიწევს, გუნდის საქმეების გაძღოლას ვეღარ ახერხებ.

    "ბარსას" ისტორიას თუ გადავხედავთ, პრეზიდენტების სრული უმრავლესობა, ან კორუმპირებული იყო, ან ფინანსურ მაქინაციებში იყო გარეული. არც ეს არის გასაკვირი, ბარსელონა, სხვა დიდი ქალაქების მსგავსად განგსტერების აშენებულია, რის შესახებაც, ედუარდო მენდოსამ კარგი მსხვილი წიგნი დაწერა და არც ჩვენი საყვარელი კლუბის ხსენება მორიდებია.

    სათავეში ყოველთვის იყო წილები, კორუფცია და პოლიტიკა, უბრალოდ რაღაც ზღვარის მერე, ხალხი, ჩვეულებრივი, სუფთა და მშრომელი ხალხი, რომელთაც შვილივით უყვარდათ ეს კლუბი, იწყებდა ბრძოლას ამ სიბინძურის წინააღმდეგ, იწყებდა და ასრულებდა კიდეც.

    ახლა კი სიჩუმეა.

    მხოლოდ ჰამლეტის ხმა ჩამესმის, რადგან შექსპირს ყველაფერზე ჰქონდა პასუხი:

    "რაღაც დალპა ამ სამეფოში".

    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    marco reus 11 Culé [?]

    17 ივლისი 2020 17:47

    ანუ დამოუკიდებლობაზე რო ყვირიან და კლუბზე არა ,მაგიტო დალპა? კლუბმა თავის საქმეს უნდა მიხედოს, მე თუ ს****ზე მკიდია კლუუბი და დამოუკიდებლობა არა, იასნად დამოუკოდებლობაზე ვიყვირებ. ბარსელონაში დაახლოებით 5 მილიონი ადამიანია სა სტადიონზე დადის მაქსიმუმ 300 000 კაცი . პერიოდულად. აი მაგ სამასიათას კაცს რატო კიდია კი მიკვირს. 2015 წლის ბარსელონაც ხო იდეაში ბართუშას პრეზიდენტობისას იყო. მერეც ყიდულობს ხალხს ისე არარი .. დემბელე დაკოუტონიო გულის სიღრმეში ყველას გვინდოდა. მარა მაგათ ევალებათ რო გუნდი რაღაც სიმაღლეზე იდგეს და სირცხვილს არ ჭამდეს ყოველწელს

    0
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    გასულია
    რივალდო-მესი გულშემატკივარი [?]

    17 ივლისი 2020 16:32

    ციტატა: Lasha71
    ეს რეებს ვკითხულობ?

    ჯერ ერთი მოურინიომ რა საფუზველი ცაუყარაო რეალს?
    მადრიდელებისთვის შეურაცყოფა უნდა იყოს ეს შედარება.
    რეალი გუნდი იყო დელბოსკეს დროს!

    ბარსელონას პრობლემები კარგად ვიცით ყველამ. უპირველესი ასაკია რის გამოც წავაგეთ რომასტან და ლივერპულთან რომლებმაზე ზემაღალი ტემპით ითამაშეს.

    ტრამვები, თამაშის სტილი, მერე მწვრთნელი

    მაგრამ მთავარ სიმართლეს რატომ არ ვამბობთ ასეთი ბარსელონაც კი ჩემპიონი ხდებოდა მსაჯები რომ ყოლოდა თამაშებს. რეალი რომ არაა იდეალურ მდგომარეობაში ვერ უყურებთ? მაშინ ფეხბურთის გაგებაში არ ხართ.
    რამდენჯერ უნდა წაგართვან ჩემპიონობა მსაჯებმა? მერე რა რომ პრობლემები აქვს ბარსას?!
    ამიტომ თვალი დავხუჭოთ? ჰოდა ამიტომაც გაუდეს მსაჯობით, ადრეც უდებდნენ და კიდევ გაუდებენ თუ ამაზე არ ატყდა განგაში! რა არის ეს რა პაკაზუხობაა თვითკრიტიკულობის!
    უკვე მესამედ მიართვეს რეალ თასი მსაჯებმა ბოლო ათწლეულში! მოგწონთ ? შეიდეთ მაშინ და შეგერგოთ!
    მე არ მომწონს და ვილაპარაკებ ამაზე!
    ვინც კულეა ასე ფიქრობს, თუ არადა გაიარე ბიძია სხვა სპორტისკენ!

    მგონი ცდები მეგობარო, ლივერპულთან და რომასთან იმიტომ წავაქეთ რომ უკვერცხებო გუნდი გვყავს, თუ ფეხბურთი გითამაშია ისიც გეციდინება რომ ამ დონეზე ლიგის გადამწყვეტ ერაპზე ნებისმიერი პროფესიონალი ფეხბურთელი შეძლებს იმ დონეზე სირბილს რომ თავი არ მოიჭრას. უბრალოდ ეგ გუნდი შესახვლელია მთლიანად. მესი რომ მესი არ იყოს და ეს ბარსელონა მისი შექმნილი არ იყოს მასაც გავუშვებდი. უბრალოდ იმდენი დამსახურება აქვს და ახლაც ისეთი გენიოსი გვყავს რომ ბალახე ასაკით რომ მოკვდეს მაინც აქ უნდა დაასრულოს კარიერა. ეკუთვნის და იმიტომ. დანარჩენები ალბათი დაწყებული და პიკე ბუსკეცით დამთავრებული უნდა გაიყიდოს. გვყავს ახალგაზრდები და იმათზეა ასაწყობი ახალი, ამბიციური და კვერცხება გუნდი.და რაც მთავარია პროფესიონალი მწვრთნელი გვჭირდება. არა ბარსას სულის და გენის და დეიდაშვილობის მატარებელი როგორი ლეგენდაც ბართლომ შექმნა და გვაჭმევს ამდენი წლები. არამედ პროფესიონალი შემტევი სტილის მწვრთნელი. მორჩა და გათავდა. ამას კი ეს ბორდი არასდროს იზავს. არ აწყობს უბრალოდ და იმიტომ. მაშივ ვერ გააგრძელებენ ფულის უაზროდ გათეთრებას და ათას აფირისტობებს. კონტეს სტილი ხომ ნაგავია მაგრამ დარწმუნებული ვარ კონტეს ხელში არც რომა კოხდებოდა და არც ლივერპული.

    1
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    17 ივლისი 2020 15:41

    ეს რეებს ვკითხულობ?

    ჯერ ერთი მოურინიომ რა საფუზველი ცაუყარაო რეალს?
    მადრიდელებისთვის შეურაცყოფა უნდა იყოს ეს შედარება.
    რეალი გუნდი იყო დელბოსკეს დროს!

    ბარსელონას პრობლემები კარგად ვიცით ყველამ. უპირველესი ასაკია რის გამოც წავაგეთ რომასტან და ლივერპულთან რომლებმაზე ზემაღალი ტემპით ითამაშეს.

    ტრამვები, თამაშის სტილი, მერე მწვრთნელი

    მაგრამ მთავარ სიმართლეს რატომ არ ვამბობთ ასეთი ბარსელონაც კი ჩემპიონი ხდებოდა მსაჯები რომ ყოლოდა თამაშებს. რეალი რომ არაა იდეალურ მდგომარეობაში ვერ უყურებთ? მაშინ ფეხბურთის გაგებაში არ ხართ.
    რამდენჯერ უნდა წაგართვან ჩემპიონობა მსაჯებმა? მერე რა რომ პრობლემები აქვს ბარსას?!
    ამიტომ თვალი დავხუჭოთ? ჰოდა ამიტომაც გაუდეს მსაჯობით, ადრეც უდებდნენ და კიდევ გაუდებენ თუ ამაზე არ ატყდა განგაში! რა არის ეს რა პაკაზუხობაა თვითკრიტიკულობის!
    უკვე მესამედ მიართვეს რეალ თასი მსაჯებმა ბოლო ათწლეულში! მოგწონთ ? შეიდეთ მაშინ და შეგერგოთ!
    მე არ მომწონს და ვილაპარაკებ ამაზე!
    ვინც კულეა ასე ფიქრობს, თუ არადა გაიარე ბიძია სხვა სპორტისკენ!

    1
    გასულია
    gio-rakitich ფანი [?]

    17 ივლისი 2020 15:23

    ყოჩაღ ავტორ სასიამოვნი წასაკითხი იყო და საინტერესოც

    3
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    გასულია
    Bakero Culé [?]

    17 ივლისი 2020 15:10

    საღოლ ფეოლა 👍

    2
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    17 ივლისი 2020 15:07

    ციტატა: რიკი პუჩი
    ციტატა: ფეოლა
    ციტატა: რიკი პუჩი
    ციტატა: MESSI 2017
    ციტატა: რიკი პუჩი
    სწორედ ამნაირ აზრებს ნერგავს რუსეთი აფხაზეთში. სეპარატისტების საიტზე ვართ

    🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️ შენი ირონით უკვე ტვინი მოიხნადაიწერე ნამდვილი სახელი ფედე ვალვერდე და ნუ ცდილობ რომ ბარსას ფანათ წარმოაჩინო თავი და შენს ნაწერებს ქვევით რაც უწერრია გამაღიზიანებელია და ვინც მაგ ცინიზმს და ირონიას ვერ ხვდება რავი ...

    დაყავი და იბატონეს პრონციპით აქვს გადაწყვეტილი ადმინს ესპანეთის გქხლეჩვა. რუსი სეპარატისტები იგივეს აკეთებენ. ინფორმაციულ ომს, რომელსაც რუსეთი ეწევა ჩვემს წინააღმდეგ - ყვება შედეგი, როცა აფხაზები ავტონომიას ითხოვენ და ამასთანავე ისტორიის გაყალბება, რაც ჩვენი ოკუპანტი მეზობლების წისქვილზე ასხავს წყალს. აზერბაიკანი, სომხეთი, თურქეთი და ყველაზე დიდი ბუა - რუსეთი

    გვარდიოლამ პოლიტპატიმრები დაიცვა - ფაქტი(წყარო გარდიანი)
    გულშემატკივარმა არეულობა მოაწყო - ფაქტი(წყარო ნებისმიერი ესპანური და არა მხოლოდ ესპანური გამოცემა)
    პიკეს გარდა არავინ ხმა არ ამოიღო - ფაქტი(წყარო მუნდო)
    ჟურნალებმა განიხილეს ბარსას ლა ლიგიდან გაგდება, მათ შორის მადრიდულმა ჟურნალებმა - ფაქტი(წყარო - თუნდაც მარკაზე შეგიძლია ნახო)
    ქომაგები ისე არ აპროტესტებენ ბართომეუს მმართველობას, როგორც კატალონიის დამოუკიდებლობას - ფაქტი (ვხედავთ ყველა)

    ანუ ინფორმაციული ომი მაქვს ესპანეთთან და სეპარატიზმს ვაწვები იმიტომ, რომ ფაქტების კონსტატაციას ვახდენ? 😂 😂 😂 😂

    რამდენი წლის ხარ? მართლა რიკი პუჩი ხარ? 😂

    უნარები ჩააბარე, წაკითხულის გააზრებაში ოდნავ მაინც წაგწევს წინ.

    დღეს არა და ხვალ მადრიდი საზღვრებს დამიკეტავს.

    აფხაზეთთან პარალელმა მომცელა!

    პოლიტიკურ მხარეს რომ შევეშვათ, მწვრთნელებს და გულშემატკივრებსაც - გინდა ნამდვილი პრობლემა დაინახო? მოთამაშეების ასაკს გადაავლე თვალი, მათ ფიზ მომზადებას და გუნდს, რომელიც მეტი ვიდრე კლუბი კი არა - რამდენიმე ფეხბურთელის ავტორიტეტზე დაბლა დგას და ფეტიშური დმოკიდბულებით ეპყრბით

    ეგეც მართალია.
    დაგვიწერია მაგაზეც, ბევრჯერ.

    1
    გასულია
    რიკი პუჩი წევრი [?]

    17 ივლისი 2020 15:05

    პერესმა ჩააწყო
    ვალვერდე კაცი იყო
    არ უნდა ჩათვლილიყო
    მესუ განძუ კრიშტუ ბანძუ
    უეჭვ მოსაყვანია
    დემბუზ მოიხოდე
    ნეი დააბრუნეთ
    ფერმიდან მოვდივარ
    #აჭკარიკout
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    17 ივლისი 2020 14:51

    17 ივლისი 2020 14:32

    MESSI 2017 ფანი [?]

    17 ივლისი 2020 14:23

    ციტატა: რიკი პუჩი
    სწორედ ამნაირ აზრებს ნერგავს რუსეთი აფხაზეთში. სეპარატისტების საიტზე ვართ

    🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️ შენი ირონით უკვე ტვინი მოიხნადაიწერე ნამდვილი სახელი ფედე ვალვერდე და ნუ ცდილობ რომ ბარსას ფანათ წარმოაჩინო თავი და შენს ნაწერებს ქვევით რაც უწერრია გამაღიზიანებელია და ვინც მაგ ცინიზმს და ირონიას ვერ ხვდება რავი ...

    1
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    17 ივლისი 2020 13:46

    "boixos nois" - იც როგორც ჩანს უფრო პოლიტიკური დაჯგუფება იყო, ვიდრე სპორტული წარმატებების "გარანტი".

    0
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    MARADONA1968 წევრი [?]

    17 ივლისი 2020 13:40

    პირველ რიგში ბართომეუა გასაგდები, წელსაც ასე, რომ დასრულდებოდა, კი ვიცოდით. და ასე იქნება მუდამ და უარესიც მოხდება სანამ ბართომეუა სათავეში. პირველი რიგში ცვლილებაა საჭირო, სასწრაფოდ ბართომეუს იმპიჩმენტი.

    SOS!!! არა ბართომეუს!!!

    არა ბართომეუს!!![b][/b]

    ბართომეუ, თავის შანტრაბით - ბარსას განადგურებისთვის პასუხისგებაშია მისაცემი!!!

    2
    გასულია
    vegassi54 Culé [?]

    17 ივლისი 2020 12:56

    რაღაც მართლაც დალპა.

    3
    გასულია
    ferreira10 ფანი [?]

    17 ივლისი 2020 12:09

    ციტატა: kingarturo
    აი ზიდანის გენიოსობა რა კავშირშია წლევნდელ რეალის ჩემპიონობასთან

    არა მაგრამ ამის აპელირებას აზრი არააქ ))

    ისე ზიდანი კი ზოგადად მოვლენა რომ არის ფეხბურთში ეგეც ფაქტია. მაგრამ ის რომ რეალის წლევანდელი გაჩემპოიონება ზიდანი გენიოსობის ამბავია ცოტა არ იყო უტოპიაა, პირველ როგში ეგ არის ბარსელონას ჩაჯმის დამსახურება და მერე სხვა დანარჩენი არ დავკონკრეტდები ეხლა))

    3
    გასულია
    kingarturo ფანი [?]

    17 ივლისი 2020 11:57

    ციტატა: ferreira10
    აზრზე ხარ როგორ ენატრებოდათ ლალიგა შოკში არიან არამარტო ესპანეთში საქართველოშიც აწიოკებულია სოციალურიქსელებ)))

    არა აი კაცურად მითხარი ძმაო ვტყუოდე მე ვიყო ბო.იშვილი. აი ზიდანის გენიოსობა რა კავშირშია წლევნდელ რეალის ჩემპიონობასთან? ვალვერდეს და სეტიენის მიფარჩაკებული გუნდს ქულა-ქულაში ეთამაშნენ და პლიუს მთელი რიგი მსაჯობის ცირკობები მიმდინარეობდა, აი რავიცი თუ ვტყუივარ მითხარი და რამეს თუ არასწორს ვამბობ.

    3
    გასულია
    ferreira10 ფანი [?]

    17 ივლისი 2020 11:54

    ციტატა: kingarturo
    ბართომეუს დდშვ სხვა ვერაფერს ვიტყვი. ეგაა მიზეზი ყველაფრის რაც ახლა ხდება, და გამოდიან მერე და ეგეთ ფარჩაკ მოგებულ გუნდთან ბლატაობენ. სეტიენთან ზიდანი კი არა გატუზოც გენიოსია, ოსასუნას ტრენერიც და ყველაც, გენია ზიდანი ნუ იტყვი.

    აზრზე ხარ როგორ ენატრებოდათ ლალიგა შოკში არიან არამარტო ესპანეთში საქართველოშიც აწიოკებულია სოციალურიქსელებ)))

    ციტატა: ფეოლა
    ძალიან უცნაური ამბავია.
    4 წელი ასე გაშტერებული უყურო ამ ყველაფერს..

    ძალიან კარგი სტატიაა. რაც შეეხება სიჩუმეს უცნაური კი არა მეტალურად ქათმები არაინ მეტი არაფერი არ არიან ესენი ნამდვილი ფანები ესენი ბარსელონაში ხედავენ მარტო პილიტიკურ იარაღს. არ იმსახურებენ ესეთი დონის გუნდს კატალონიელები ფაქტია, აბა რეალს ჩავარდნა არავინ აპატიებს სამი მწვრთნელეი გამოაცვლევინეს ერთ სეზონში,გუნდის ლეგენდებსაც უსტვენდნენ თუ ერთ ადგილს არ აქანავებნდენ მინდიორზე, ზიდანი რომ ზიდანია იმასაც პანჩურით გაგდებენ თიუ პატარა წაიბორძიკა, კატალონიაში რაც ხდედბა მაგას კი რაციონალური ახსნა არ აქ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.

    3
    გასულია
    Pavlika გულშემატკივარი [?]

    17 ივლისი 2020 11:40

    ნამდვად მასეა. მე დავესწარი ბარსელონა ვალენსიას თამაშს და არანაირი ადრენალინი არ მიმიღია. ტურისტების თავშეყრის ადგილია კამპ ნოუ და მეტი არაფერი.

    5
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    17 ივლისი 2020 11:35

    ციტატა: me da barca
    ღმერთმა ქნას ეს იყოს სიჩუმე ქარიშხლის წინ.
    თუ არადა ადრე მეც ვაგინე ამათ სიჩუმესთვის და არც მომავალში გამიჭირდება.

    ძალიან უცნაური ამბავია.
    4 წელი ასე გაშტერებული უყურო ამ ყველაფერს..

    2
    გასულია
    me da barca Culé [?]

    17 ივლისი 2020 11:34

    ღმერთმა ქნას ეს იყოს სიჩუმე ქარიშხლის წინ.
    თუ არადა ადრე მეც ვაგინე ამათ სიჩუმესთვის და არც მომავალში გამიჭირდება.

    2
    გასულია
    რიკი პუჩი წევრი [?]

    17 ივლისი 2020 11:30

    სწორედ ამნაირ აზრებს ნერგავს რუსეთი აფხაზეთში. სეპარატისტების საიტზე ვართ

    0
    --------------------
    პერესმა ჩააწყო
    ვალვერდე კაცი იყო
    არ უნდა ჩათვლილიყო
    მესუ განძუ კრიშტუ ბანძუ
    უეჭვ მოსაყვანია
    დემბუზ მოიხოდე
    ნეი დააბრუნეთ
    ფერმიდან მოვდივარ
    #აჭკარიკout
    პარტნიორები
    Flashscore.ge