სამი ქულა და უსახური თამაში

  • 9-07-2020, 11:20
  • სამი ქულა და უსახური თამაში

    დონ კიხოტი და სანჩო პანსა კვლავ საქმეში არიან. როგორც სერვანტესის გმირები, მკითხველისათვის მოულოდნელად, უკვდავი კლასიკის მეორე ნაწილში, დიდ საქმეებს სჩადიან, ასევე "ბარსას" მწვრთნელებსაც, მოულოდნელად რაღაცები გამოსდით ხოლმე, აი ამ დავიდარაბაში რასაც ბოლო დროს თვალს ვადევნებთ, კარგი თამაშებიც გამოერევა, მერე კი ყველაფერი ისევ თავიდან იწყება.

    ძალიან გვსურდა "ვილიარეალთან" ნაჩვენები კარგი თამაშის შემდეგ, კლუბს დინამიკა შეენარჩუნებინა და ამისათვის იდეალური მეტოქე ჰყავდა, მადრიდის "რეალის" შემდეგ, ყველაზე გამაღიზიანებელი მეტოქე, რომელიც კლდის პირზე იდგა და ერთი ხელის კვრა სჭირდებოდა ლა ლიგიდან გადასაჩეხად, "ბარსას" ხელის კვრა კი დიდი უხეირო და არასანახაობრივი რამ გამოდგა, მემგონი უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ "ესპანიოლს" ფეხი დაუცდა და რანგით მეორე ლიგაში თავად გადაიჩეხა.

    გასაკვირი არ არის ის, რომ "ბარსას" ფეხბურთელებს თამაშის სურვილი დიდად არ ეტყობათ, პირიქით, გასაკვირია ის, რომ ხანდახან ასეთ სურვილს ვატყობთ და იშვიათად კარგი თამაშიც გამოდის.

    აბა როგორ უნდა მოახერხოს მწვრთნელმა, იმ გუნდის მოტივირება, რომლის კაპიტნებიც, უპირველსად კი პირველი კაპიტანი, უბრალოდ აიგნორებს? ამას კი მთელი გუნდი ხედავს, ამ დროს როგორც არ უნდა ცდილობდნენ ფეხბურთელები, მწვრთნელების მიმართ პატივისცემა მაინც იკარგება. არაფრად აღარ აგდებენ, აღარც უსმენენ, ყველას ჰგონია, რომ საქმე თავად უკეთ იცის და თუ ეს გაუგებარი ხალხი, სათადარიგოთა სკამზე ღრიალით გასკდა, ტემპს მოუმატეთო, ამას შედეგი დიდად არ მოჰყვება.

    რომ არა მადრიდის "რეალის" ბევრად კარგი სათამაშო ფორმა, მიზეზებს თავისუფლად ვიპოვიდით, მაგალითად ვიტყოდით, რომ სამ დღეში ერთხელ თამაშმა ფეხბურთელები გამოფიტა, ვიტყოდით, რომ "ბარსელონაში" საშინელი სიცხეა, რომელიც მათზე ცუდად მოქმედებს, სწორედ ამიტომ ტემპი დაბალია და მოედანზე სწრაფად გადაადგილება ჭირს, მაგრამ მთავარი მეტოქე, იგივე პირობებშია და ბევრად კარგად გამოიყურება, ამიტომ თავის მართლების უფლება არ გვაქვს.

    თუმცა, ერთი დიდი განსხვავება მაინც ჩანს - "ბარსას" ბევრად ბებერი შემადგენლობა ჰყავს. ეს რისი ბრალია, ყველამ ვიცით, ვის უნდა ეზრუნა გუნდის გაახალგაზრდავებაზე და ვერ იზრუნა ესეც ვიცით, ეგ კი არა, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა გაუშვეს და კიდევ ერთი 30 წლის ფეხბურთელი დავიმატეთ, იმის მაგივრად, რომ კლუბში ახალი, ახალგაზრდა სისხლი მოდიოდეს.

    თქვენი არ ვიცი, ერთი სული მაქვს როდის ჩამთავრდება ჩემპიონატი, რომ დონ კიხოტის გადაყენების შესახებ დავიწყო "ნიუსის" წერა, ის ფოტოც თან დავურთო, სადაც სანჩო პანსასთან ერთად იქნება აბარგებული, არ დავმალავ და ედერ სარაბია, სეტიენზე მეტად მეჯავრება, ალბათ იმიტომ, რომ "ტვიტერზე" მადრიდის "რეალს" და მის ფეხბურელებს აფანატებდა, მათ შორის ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც თავად მადრიდელებიც კი აკრიტიკებდნენ, ხანდახან კრიტიკის ქარ-ცეცხლშიც კი ატარებდნენ, ჩვენ კი "რეალის" თავგადაკლული ფანი, გუნდის მწვრთნელად დავნიშნეთ.

    აბა, ამის მერე, იგნორი რა გასაკვირია?!

    იყო ალაგ-ალაგ პოზიტივები, ყველაზე კარგი რაც მოხდა, სემედუს გაყვანა და ფატის გამოყვანა იყო, ნამდვილად დროული და კარგი ცვლილება. საქებარი სიტყვებიც კი დამცდა, მაგრამ ფატი სამართლიანად გააწითლეს და კინაღამ კატასტროფად შემოგვიბრუნდა ეს გაბედული ცვლილება.

    არადა, საინტერესო იქნებოდა ოთხი შემტევის ერთად ხილვა.

    სამი ქულა ჩაწერილია! 

    ცოტა გადაღლილი იმედით ველით, "რეალის" ფეხის დაცდენას.  


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    BlauGrana_DS გულშემატკივარი [?]

    9 ივლისი 2020 21:05

    ესპანიოლი საერთოდ ფეხბურთს თამაშობს?
    რას ეძახით უსახურ თამაშს? გრიზმანი რო აზრზე არ არის?
    პენალტები უნდა დაედოთ, როგორც რეალისთვის დებენ?

    0
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    9 ივლისი 2020 18:16

    რა რეალის ბევრად კარგი სათამაშო ფორმა კარგათ ხართ ორივე ნაგავ ფეხბურთს თამაშობს
    რეალის და ბარსას კარგი ფორმა არ იცით როგორია?

    2
    საიტზეა
    Sergio5 Culé [?]

    9 ივლისი 2020 17:26

    დარწმუნებული ვარ კიდე ბევრი გქონდა სათქმელი ხო

    მე აღარც ვეძებ მიზეზებს უკვე, ყველა ერთად რო მივაბა დიდი სადოქტორო ნაშრომი გამომივა ალბათ

    1
    გასულია
    sandro89 ფანი [?]

    9 ივლისი 2020 13:25

    ციტატა: Messiah
    ციტატა: Lionel Messi - 10
    პირველად ძაან ბევრი წლის მერე ჩემი სურვილით არ ვუყურე ბარსას თამაშს. არადა უკვე რამდენი სეზონია თამაში არ გამომიტოვებია მათ შორის კოპას თამაშებიც კი სუსტ გუნდებთან. რა დონეზე მიიყვანეს ბარსა.



    :დ უკვე რამდენი ხანია 20 წუთს ვუყურებ და მერე მბეზრდება ამათი ყ.ეობის ყურება

    მე აღარ ვუყურებ ნერვოზი დამართეს

    5
    გასულია
    me da barca Culé [?]

    9 ივლისი 2020 12:12

    რეალის ფეხის დაცდენას ტყუილა ველოდებით. 4 დან 2-ჯერ უნდა დაუცდეს (წაგება, ფრე) და ეს არა რეალურია. რაც შეეხება დონ კიხოტს, მეეჭვება ამ მავნე იდიოტმა ის გაუშვას. ვილიარეალის მერე ხომ ბრძანა სრულ ნდობას ვუცხადებთო. დონ კიხოტი და სანჩო პანსა ორივე ავტომატურად გაქრება, თუ ამათ მომთრევს მოვიშორებთ, მაგრამ ბარსელონაში ამაზე თავს არ იწუხებენ. არჩევნებამდე 1 წელია და ამ დრომდე გუნდისგან არაფერი დარჩება. ერთადერთი იმედი ის არის, რომ კიდევ 3 ტური და ჩემპიონთა ლიგა დარჩა და აქ დარწმუნებული ვარ გაბანძდებიან და ეგება ამან რამე გვიშველოს. ან ეს ორი მოშორდეს, უკეთეს შემთხვევაში კი სამივე.

    9
    გასულია
    neymar-jr.. ფანი [?]

    9 ივლისი 2020 12:04

    იდეალური ზუსტი შეფასებაა ეს არაა ფებურთი ეს არვიცი რაარი რადავარქვა იგივე სასტავი იყო რაც ვილიარეალთან იქ ვიდალი იყო აქ რაკეტა სხვა იგივე იყო ასე რო იქ ნახევარდაცვამ იფრინა და აქ სხვა დააყენაო მაგას ვერ იტყვი რაკიტიჩს რო აგინებდა ბევრი გუშინ იგივე იყო იქაც ვიდალი გუშინ ისევ ტრადიციულად ლამის პენალი აგვკიდა სხვა იგივე სასტავი იყო რო ვამბობდი ვილიარეალით ნუ გაზომავთ ყველა მაგასავეთ არ ხსნის თამაშს და ჩაკეტილ გუნდთან ჩანს ვინ გვჭირდება და სად მეთქი და გახსნილ გუნდთან ბარსას ისედაც გამოსდიოდა ტრადიციულად თამაში მეთქი სიცილი დაიწყეს ესო ნახევარდაცვის დამსახურებაა რო ვილიარეალმა გახსნა თამაშიო თუ ესე იყო მაშ რატო ვერ გაახსნევინა იმავე შემადგენლობამ გუშინ ესპანიოლს თამაში ჰა რატო ? არ ვაპირებ ამ მარაზმის ყურებას კიდე ერთი წელი თუარ გაკეთდა საჭირო ცვლილებები და იმედია ნაპოლი გამოგვაგდებს ან მერე სიტი ან ბაიერნი დაგვეჯახება და მიგვაბრძანებს თორე კიდე ეს სვარკა იქნება არც ტრანსფერებს გააკეთებენ და ამის ყურება უბრალოდ ამაზრზენია

    6
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    გასულია
    MALUMA ფანი [?]

    9 ივლისი 2020 11:38

    ბარსას ფეხბურთელებს რომ ამოწმებენ დოპინგზე რა ეტყობათ ამათ ფრინავენ და 5-0 იგებენ თუ რა დოპინგზე უნდა შემოწმდეს რეალის ყველა ფეხბურთელი რამოსი კაზემირო კურტუა და ბენზემა განსაკუთრებით!

    3
    --------------------
    Leo Messi
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    9 ივლისი 2020 11:35

    ციტატა: Lionel Messi - 10
    პირველად ძაან ბევრი წლის მერე ჩემი სურვილით არ ვუყურე ბარსას თამაშს. არადა უკვე რამდენი სეზონია თამაში არ გამომიტოვებია მათ შორის კოპას თამაშებიც კი სუსტ გუნდებთან. რა დონეზე მიიყვანეს ბარსა.



    :დ უკვე რამდენი ხანია 20 წუთს ვუყურებ და მერე მბეზრდება ამათი ყ.ეობის ყურება

    3
    --------------------
    Leo Messi - The GOD of football!

    We 61D it!

    ForçaBarça
    გასულია
    Lionel Messi - 10 Culé [?]

    9 ივლისი 2020 11:33

    პირველად ძაან ბევრი წლის მერე ჩემი სურვილით არ ვუყურე ბარსას თამაშს. არადა უკვე რამდენი სეზონია თამაში არ გამომიტოვებია მათ შორის კოპას თამაშებიც კი სუსტ გუნდებთან. რა დონეზე მიიყვანეს ბარსა.

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge