ვის შეიწირავს ახალი ტაქტიკა?

  • 7-07-2020, 11:33
  • ვის შეიწირავს ახალი ტაქტიკა?

    სულ ახალი პრობლემა, რომელიც მცირე ხნის წინ წარმოიშვა, ჯერ არც ისე შემაწუხებელია, უფრო სწორად კი საერთოდ არ არის შემაწუხებელი, იმიტომ, რომ დემბელე ჯერ არ დაბრუნებულა.

    ერთი პრობლემის მოგვარებამ, მეორე წარმოშვა. გრიზმანს სწორი ადგილი გამოუნახეს მოედანზე და ამან გაამართლა, მოუთმენლად ველით მომდევნო მატჩს, იმის გასაგებად, რომ "ვილიარეალთან" შეხვედრა გამონაკლისი არ ყოფილა და გვინდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველაფერი დალაგდა.

    მეტოქე იდეალური გვყავს "ესპანიოლის" სახით, "ბარსას" თანაქალაქელებს ლამაზი თამაშით, გზა დაულოცონ მეორე ლიგისკენ. თამაში "კამპ ნოუზე" შედგება, მართალია ტრიბუნები ცარიელია, მაგრამ სახლი მაინც სახლია.

    გრიზმანი და დემბელე

    ლა ლიგაში მარცხს თითქოს უკვე შევეგუეთ, არა იმიტომ, რომ ჩვენი კლუბის არ გვჯერა, უბრალოდ "რეალს" მარტივი კალენდარი აქვს და ძალიან რთულად სავარაუდოა, რომ ტიტული ხელიდან გაუშვან. ამიტომ ფიქრი უკვე ჩემპიონთა ლიგისკენ არის მიმართული, რომელიც აგვისტოში განახლდება და უკვე გრიზმანის იმედიც მოგვეცა, თან დემბელეს დაბრუნებასაც ვვარაუდობთ, მიუხედავად ექიმების გაფრთხილებისა, რომ "ნაპოლისთან" შეხვედრისთვის მზად ვერ იქნება, მაინც.. ვინ იცის რა ხდება?!

    პრობლემაც სწორედ აქ იჩენს თავს, გუნდი ყოველ მომდევნო თამაშში ტაქტიკას ვერ შეცვლის, რადგან ფეხბურთელებს ყველა ტაქტიკასთან ადაპტაცია სჭირდებათ, რაც შეიძლება მეტი უნდა ითამაშონ ერთი კონკრეტული სქემით, რომ თამაში გაუმჯობესდეს, გრიზმანის მოედანზე ყოფნის და დემბელეს დაბრუნების შემთხვევაში კი მთავარი კონფლიქტი იხატება.

    დემბელე გარემარბია, ვალვერდემ რიგ შემთხვევებში მარჯვენა და მარცხენა ნახევარმცველადაც ათამაშა, მაგრამ 4-3-1-2-ში მისი ადგილი არსად არ არის. დემბელე არ არის ფორვარდი და მით უმეტეს, არც გამთამაშებელი. რომც იყოს, აბა მესის როგორ გაუწევს კონკურენციას?!

    დემბელე ფლანგზე სათამაშოდ არის დაბადებული, ეს არის ადგილი, სადაც თავს კარგად გრძნობს და ეს არის ადგილი, სადაც გრიზმანს არაფერი გამოსდის.

    ამიტომ სეზონის მიწურულს არჩევანის გაკეთება იქნება საჭირო, რომელიმე ფრანგი აუცილებლად უნდა წავიდეს, დარჩენის შანსი, რა თქმა უნდა, გრიზმანს გაცილებით დიდი აქვს.

    შეუძლებელია, ყველა ცვლილების დროს ტაქტიკაც შეცვალო და გუნდი მთლიანად გადააწყო, უფრო სწორად, შესაძლებელია, მაგრამ ამას სარგებელი არასდროს მოაქვს.

    ლაუტარო

    ახლოვდება დღე, როცა ლაუტაროს კონტრაქტში მითითებული 111 მილიონი ევრო, ძალას დაკარგავს, მისი ფასი დაიწევს და "ინტერიც" იძულებული იქნება რომელიმე შეთავაზებას დათანხმდეს, სავარაუდოდ ვიდალს და რაკიტიჩს ისევ შესთავაზებენ, გარკვეულ თანხასთან ერთად.

    ლაუტაროსთვის 4-3-1-2 გაცილებით მისაღები სქემაა, რადგან უფრო დიდი შანსი ექნება ძირითადში მოხვედრის, 4-3-3-ის დროს თუ მხოლოდ ერთი ადგილისთვის მოუწევს სუარესთან კონკურენცია, ამ შემთხვევაში ორი პოზიცია იქნება შესავსები, სამი ამხელა დონის ფორვარდის კონკურენცია კი მუდმივად ფორმაში ყოფნის გარანტიას იძლევა.

    თუმცა, ეს ყველაფერი ძალიან ნაადრევი ფიქრია, რადგან ჯერ ისიც კი არ ვიცით, ვინ იქნება "ბარსას" მომავალი მწვრთნელი.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    lesane C ფანი [?]

    7 ივლისი 2020 22:30

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ძლიერი ფლანგის გარეშე ლიგაზე ვერაფერს გავაწყობთ, დემბელე ზუსტად ის ფეხბურთელია რომელსაც რეალური ხიფათის შექმნა შეუძლია მარცხენა ფლანგზე(ალბას "შაბლონები" არაფრისმომცემია) და მისი კარგი ფორმა აუცილებელია. ლაუტარო რისთვის უნდა მოიყვანონ აზრზე არა ვარ, საერთოდ არ სჭირდება ბარსას ეგ ფეხბურთელი,არც ახლა და არც უახლოეს მომავალში.

    მერე დემბელე ძლიერ ფლანგს ნიშნავს? ჯერ ისეც ბევრი არაფერი გამოსდიოდა და ახლა ამდენი ხნის უთამაშებელი ხო ააწიოკებს ყველას :დ,ვფიქრობ ადრე თუ გვიან გაყიდიან დემბელეს და ფატის უფრო მეტი დრო მიეცემა

    1
    გასულია
    neymar-jr.. ფანი [?]

    7 ივლისი 2020 18:22

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ძლიერი ფლანგის გარეშე ლიგაზე ვერაფერს გავაწყობთ, დემბელე ზუსტად ის ფეხბურთელია რომელსაც რეალური ხიფათის შექმნა შეუძლია მარცხენა ფლანგზე(ალბას "შაბლონები" არაფრისმომცემია) და მისი კარგი ფორმა აუცილებელია. ლაუტარო რისთვის უნდა მოიყვანონ აზრზე არა ვარ, საერთოდ არ სჭირდება ბარსას ეგ ფეხბურთელი,არც ახლა და არც უახლოეს მომავალში.

    😂 🤤 🤣 😂

    0
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    7 ივლისი 2020 18:04

    ვაბშე რა პრობლემაა, გამოვა დემბელე ძირითადში, მიიღებს ტრავმას და წავა კიდევ 6 თვით. ისე რომ ეგ ყველაზე ნაკლები დარდია. სადარდებელი ის არის ამდენ ფულს რო ვყრით ამ ფეხბურთელში.

    ციტატა: Flying Johan
    სუარესი - გრიზმანი
    --------მესსი---------
    დე იონგი - ბუსკეტსი- ვიდალი
    ალბა - ლენგლე- პიკე- სემედო
    შტეგენი

    ეს 11 უნდა შეთამაშდნენ ამ ტაქტიკით .. და იქნებ როგორმე ნაპოლის თუ გავცდით მერე ერთ მატჩიანებში რამე შანსი გაჩნდეს :Dდდდდდდდდ

    ვიდალი მოაცილეთ პრინციპულ თამაშებს, განსაკუთრებით ძირითადში. ეგ არის შენელებული მოქმედების მინა. როდის აფეთქდება არავინ იცის. რამდენი გოლი გავიდა მაგის ცენტრში დაკარგული ბურთის შემდეგ, ან რამდენი პენალტი მოიტანა ჩვენ კარში? ეგ უნდა შემოუშვა თამაშის ბედი რო გადაწყდება და ბურთის დაწერა დაგვჭირდება, ცენტრში არღვიოს წესები საჯარიმოში ფეხი არ შედგას.

    1
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    7 ივლისი 2020 17:54

    ბარსამ წარმატებული სქემა დადოს და საერთოდ არ მანაღვლებს ვინ შეეწირება! მთავარია ბარსა არ შეეწიროს ფეხბურთელს!

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    7 ივლისი 2020 16:24

    რატო უნდა შეიწიროს გადაწყობა შეიძლება 4-3-1-2-დან 4-3-3 წყობაზე თავისუფლად

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Flying Johan გულშემატკივარი [?]

    7 ივლისი 2020 14:31

    ციტატა: Lautaro Martínez
    ციტატა: Flying Johan
    სუარესი - გრიზმანი
    --------მესსი---------
    დე იონგი - ბუსკეტსი- ვიდალი
    ალბა - ლენგლე- პიკე- სემედო
    შტეგენი

    ეს 11 უნდა შეთამაშდნენ ამ ტაქტიკით .. და იქნებ როგორმე ნაპოლის თუ გავცდით მერე ერთ მატჩიანებში რამე შანსი გაჩნდეს :Dდდდდდდდდ

    ვიდალის მაგივრად ისევ რობერტოს ვცდიდი ვილიარეალთან მშვენივრად გამოუვიდა და იქნებ ესაა სადაც უნდა იყოს ესპანიოლთანაც რობერტო უნდა იყოს

    და თუ გაამართლა დალშეც

    ციტატა: GUGU MSN
    დემბელეს ტრამვები ომ არ აწუხებდეს კარგი იქნებოდა მესსი სუარესი დემბელეს ტრიო კარგი იგროკია უბრალოთ ამ ტრამვებმა გაწირა ეს ბიჭი

    და საქმისადმი არაპროფესიონალურმა დამოკიდებულებამაც ვერ გაიზარდა სამწუხაროდ ისევ ბავშვი ჰგონია მისი თავი მაგ ორზე თუ მიდგა არჩევანი ალბათ მოუწევს დემბელეს დაგაზოს სადმე თუნდაც პარიზში


    კიბატონო .. იყოს რობერტო .. ისეც ეგ ხო ნახევარმცველია წესით .. :დ ტყუილად ათამაშეს დაცვაში..

    1
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    7 ივლისი 2020 14:13

    ძლიერი ფლანგის გარეშე ლიგაზე ვერაფერს გავაწყობთ, დემბელე ზუსტად ის ფეხბურთელია რომელსაც რეალური ხიფათის შექმნა შეუძლია მარცხენა ფლანგზე(ალბას "შაბლონები" არაფრისმომცემია) და მისი კარგი ფორმა აუცილებელია. ლაუტარო რისთვის უნდა მოიყვანონ აზრზე არა ვარ, საერთოდ არ სჭირდება ბარსას ეგ ფეხბურთელი,არც ახლა და არც უახლოეს მომავალში.

    4
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    7 ივლისი 2020 13:24

    ციტატა: Don_Andresito
    მეტოქეს გააჩნია, კარგ დაცვით გუნდს ეგეთი შეტევით ვერ მოუგებ. ფლანგების მოკვლა არ შეიძლება. მაშინ 3 მცველით უნდა ვითამაშოთ და ალბა და სემედო წინ ავწიოთ. დაცვის ფლანგები ვერ გაქაჩავენ იმ სივრცის შევსებას რომელსაც ფლანგების მოხსნა გამოიწვევს. მაგ ტაქტიკას დემბელე კი არა ფატიც შეეწირება და ტრინკაოც. ტაქტიკის ცვლილება უნდა შეგვეძლოს და ფლანგების გაძლიერება როცა ეგ არ გაამართლებს. მსავალმრხრივი გუნდი უნდა ვიყოთ სიურპრიზებით


    ფატის შეაჩვევ ძირითადს, ნელ-ნელა, ეტაპობრივად, დემბელეს შემთხვევაში მაგხელა ხელფასს, რომ სკამზე დადებ და პროსტა მეორე ვარიანტად გყავს სერიოზული კოშმარია : )

    3
    გასულია
    რივალდო-მესი გულშემატკივარი [?]

    7 ივლისი 2020 13:24

    ციტატა: me da barca
    ციტატა: sandro89
    ესპანიოლს ბარსა არ გაგდებს და შეიძლება თამაშიც წაგოს

    ისე უყვარს ბარსას რეალის ჩვარი გუნდი, რომ რას ამბობ, მამენტ ჩემპიონობასაც დათმობს, ოღონდ ესპანიოლი არ გავარდეს. თეორიული შანსიც უნდა მოუსპოს და ბოლო ლურსმანი დააჭედოს მის კუბოს.

    ნაზარი არაა, ამ სეზონის ერთადერთი პლიუსი ამ ფარჩაკი გუნდის გაგდება იქნება სეგუნდაში. იმედია გადავუვლით და პაზორნად გავაგდებთ. აქ ქულების დაკარგვა ლიჩნად ჩემთვის ძაან მტკინვეული იქნება🙂

    0
    გასულია
    Don_Andresito [?]

    7 ივლისი 2020 13:22

    მეტოქეს გააჩნია, კარგ დაცვით გუნდს ეგეთი შეტევით ვერ მოუგებ. ფლანგების მოკვლა არ შეიძლება. მაშინ 3 მცველით უნდა ვითამაშოთ და ალბა და სემედო წინ ავწიოთ. დაცვის ფლანგები ვერ გაქაჩავენ იმ სივრცის შევსებას რომელსაც ფლანგების მოხსნა გამოიწვევს. მაგ ტაქტიკას დემბელე კი არა ფატიც შეეწირება და ტრინკაოც. ტაქტიკის ცვლილება უნდა შეგვეძლოს და ფლანგების გაძლიერება როცა ეგ არ გაამართლებს. მსავალმრხრივი გუნდი უნდა ვიყოთ სიურპრიზებით

    4
    გასულია
    neymar-jr.. ფანი [?]

    7 ივლისი 2020 13:21

    ციტატა: Flying Johan
    სუარესი - გრიზმანი
    --------მესსი---------
    დე იონგი - ბუსკეტსი- ვიდალი
    ალბა - ლენგლე- პიკე- სემედო
    შტეგენი

    ეს 11 უნდა შეთამაშდნენ ამ ტაქტიკით .. და იქნებ როგორმე ნაპოლის თუ გავცდით მერე ერთ მატჩიანებში რამე შანსი გაჩნდეს :Dდდდდდდდდ

    ვიდალის მაგივრად ისევ რობერტოს ვცდიდი ვილიარეალთან მშვენივრად გამოუვიდა და იქნებ ესაა სადაც უნდა იყოს ესპანიოლთანაც რობერტო უნდა იყოს

    და თუ გაამართლა დალშეც

    ციტატა: GUGU MSN
    დემბელეს ტრამვები ომ არ აწუხებდეს კარგი იქნებოდა მესსი სუარესი დემბელეს ტრიო კარგი იგროკია უბრალოთ ამ ტრამვებმა გაწირა ეს ბიჭი

    და საქმისადმი არაპროფესიონალურმა დამოკიდებულებამაც ვერ გაიზარდა სამწუხაროდ ისევ ბავშვი ჰგონია მისი თავი მაგ ორზე თუ მიდგა არჩევანი ალბათ მოუწევს დემბელეს დაგაზოს სადმე თუნდაც პარიზში

    1
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    გასულია
    Flying Johan გულშემატკივარი [?]

    7 ივლისი 2020 12:50

    სუარესი - გრიზმანი
    --------მესსი---------
    დე იონგი - ბუსკეტსი- ვიდალი
    ალბა - ლენგლე- პიკე- სემედო
    შტეგენი

    ეს 11 უნდა შეთამაშდნენ ამ ტაქტიკით .. და იქნებ როგორმე ნაპოლის თუ გავცდით მერე ერთ მატჩიანებში რამე შანსი გაჩნდეს :Dდდდდდდდდ

    0
    გასულია
    პეპ გუარდიოლა ფანი [?]

    7 ივლისი 2020 12:38

    დემბელე მოიშორონ, გრიზმანი რაცარუნდა ლუზერი იყოს ფსიქოლოგიურად, კლასი მაინც აქვს

    3
    გასულია
    me da barca Culé [?]

    7 ივლისი 2020 12:29

    ციტატა: sandro89
    ესპანიოლს ბარსა არ გაგდებს და შეიძლება თამაშიც წაგოს

    ისე უყვარს ბარსას რეალის ჩვარი გუნდი, რომ რას ამბობ, მამენტ ჩემპიონობასაც დათმობს, ოღონდ ესპანიოლი არ გავარდეს. თეორიული შანსიც უნდა მოუსპოს და ბოლო ლურსმანი დააჭედოს მის კუბოს.

    1
    გასულია
    ferreira10 ფანი [?]

    7 ივლისი 2020 12:11

    ციტატა: sandro89
    ესპანიოლს ბარსა არ გაგდებს და შეიძლება თამაშიც წაგოს

    ესპანიოლი გავარდნილია უკვე :) 11 ქულით ჩამორჩება სელტას

    2
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    7 ივლისი 2020 11:57

    ციტატა: sandro89
    ესპანიოლს ბარსა არ გაგდებს და შეიძლება თამაშიც წაგოს


    ლოგიკა?

    3
    გასულია
    sandro89 ფანი [?]

    7 ივლისი 2020 11:55

    ესპანიოლს ბარსა არ გაგდებს და შეიძლება თამაშიც წაგოს

    1
    გასულია
    GUGU MSN წევრი [?]

    7 ივლისი 2020 11:55

    დემბელეს ტრამვები ომ არ აწუხებდეს კარგი იქნებოდა მესსი სუარესი დემბელეს ტრიო კარგი იგროკია უბრალოთ ამ ტრამვებმა გაწირა ეს ბიჭი

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge