რატომ არ უნდა გახდეს ჩავი ერნანდესი "ბარსას" მწვრთნელი ახალი სეზონიდან

  • 6-07-2020, 23:24
  • რატომ არ უნდა გახდეს ჩავი ერნანდესი "ბარსას" მწვრთნელი ახალი სეზონიდან

    ბოლო პერიოდში კლუბში განვითარებული მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს "კამპ ნოუს" კიდევ უფრო ასაბალახებლად დიდი დრო აღარ დარჩა. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ სპეციალისტის ლოგიკას მოკლებული ტაქტიკური მონახაზები თავად ფეხბურთელებსაც ყელში ამოუვიდათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია "სელტასთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ გასახდელში მომხდარი შემთხვევა, სადაც მოთამაშეები სამწვრთნელო შტაბს ღიად დაუპირისპირდნენ. არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ "ბლაუგრანას" შემადგენლობის ყველაზე დიდი ავტორიტეტი, ლეო მესი უკმაყოფილებას აღარ მალავს - არგენტინელს იგივე "სელტასთან" მატჩისას კიკეს ასისტენტთან, ედერ სარაბიასთან ინციდენტი შეემთხვა, გუშინ კი იმავე ბედი თავად სეტიენსაც ეწია

    მოკლედ, ერთი შეხედვით, ყველაფერი სეზონის ბოლოს, წესით, შესაბამისად უნდა დასრულდეს. როდესაც საუბარი კიკეს გაშვებაზე დაიწყო, ავტომატურად ყველას გონება მის შემცვლელზე ფიქრმა მოიცვა. Cadena SER-ი ირწმუნება, რომ ამ პოზიციაზე ჩავი ერნანდესის დანიშნვნა განიხილება. თუმცა, რამდენად ჭკვიანური იქნება თუნდაც "ბარსას" ან ჩავის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა?!

    "ბარსას" ფილოსოფია

    დავიწყოთ იქიდან, რომ ერნანდესი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ფილოსოფიას საკუთარი თავივით იცნობს. მის დამსახურებებზე და შედეგებზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ, რადგან ამაზე ერთ-ერთ ბლოგში უკვე ვისაუბრე. უმთავრესი მიზეზი, რატომაც გულშემატკივრებს სათავეში ჩავის მოსვლა სურთ, სწორედ ესაა. თავიდანვე უკვე უდიდესი პლიუსია, როდესაც გუნდის სტილთან და იდეასთან სიუცხოეს არ გრნობ, მით უმეტეს, როდესაც გუნდში ის ფეხბურთელები გყავს, რომელთა გვერდითაც ეპოქა გაქვს შექმნილი. 

    გამოცდილების ფაქტორი

    თუმცა, სათქმელად ყველაფერი მარტივია. ჩაიბარო გუნდი, რომელიც მსოფლიო კლასის ფეხბურთს უნდა თამაშობდეს და პრეტენზია ყველა შესაძლო ტიტულის მოგებაზე ჰქონდეს, სულაც არ არის ასეთი ადვილი. პირველ რიგში, მას ყველა "მომავალ პეპ გვარდიოლად" აღიქვამს, დიდებულ მენეჯერთან ხშირი შედარება კი ახალბედა მწვრთნელზე დიდ ფსიქოლოგიურ გავლენას იქონიებს. იყო კარგი მასწავლებლის კარგი მოსწავლე, ყოველთვის არ ნიშნავს, რომ შენც კარგი მასწავლებელი გახდები. ჩავი ადრე თუ გვიან, თავის შესაძლებლობებს ყველას დაანახებს, თუმცა არის ახლა ამისათვის ზუსტი დრო და ადგილი?... როდესაც ამაზე ვფიქრობ, პირველი თავში გამოუცდელობა მომდის. პეპმა ხომ სარეზერვო გუნდის გაწვრთნით დაიწყო, წარმატებას მიაღწია და შემდეგ დაწინაურდა. ჩავის გამოცდილება კი ყატარში, "ალ სადის" ფეხბურთელებთან 1 წელზე ცოტა მეტი პერიოდის განმავლობაში მუშაობაა. 

    უკეთესი ვარიანტი

    ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, რომ ახალი სეზონიდან ჩავის "ბარსელონა ბ-ს" მწვრთნელი, გარსია პიმიენტა ჩაენაცვლებინა, რომელიც პირველი გუნდის პოტენციურ მომავალ მწვრთნელად განიხილება. ანდაც, არც "პიმის" ასისტენტობა იქნებოდა ურიგო მისთვის საწყის ეტაპზე.

    რეალურად, თავად ჩავიმაც იცის, რომ ეგრევე ასეთ მწვერვალზე ასვლა სწორი არ იქნება. ასე რომ არ ფიქრობდეს, ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლების შემდეგ შეთავაზებულ პოსტს დიდი სიამოვნებით მიიღებდა და ჯერ არშემდგარ წარმატებულ სამწვრთნელო კარიერას, თავიდანვე ბოლოს მოუღებდა. 

    რამდენად ლოგიკურად ჟღერს ის ფაქტი, რომ ადამიანმა ამხელა პასუხისმგებლობის ასაღებად თავი მზად ზამთარში არ ჩათვალა და სადავეები ზაფხულში აიღოს? ანუ, ვგულისხმობ, რომ საკმარისი გამოცდილებისა და ცოდნის მიღებისათვის, ასე მცირე პერიოდი სამყოფი ვერ იქნება. 

    "მე და ჩემი სამწვრთნელო პერსონალი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ჩასაბარებლად ვემზადებით", - აცხადებს სპეციალისტი, თუმცა ბუნდოვანს ტოვებს, ეს დღე როდის დადგება. ერთი რამ ცხადია, რომ მას სურს, წარმატებული პროექტი, რომელიც ძველ ფილოსოფიურ დეტალებზე იქნება დაფუძნებული, სრულიად არაფრიდან დაიწყოს და ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოს - "საჭიროა, კლუბში ყველანაირი ხელშემწყობი მდგომარეობა მქონდეს, რომ პროექტი 0-იდან დავიწყო და შედეგიანად განვახორციელო."

    ისეთი პირობები, როგორსაც ჩავი ითხოვს, ჟოზეპ მარია ბართომეუს ბოლო პერიოდის "ოქროს ხანაში" ვერც დაიწერება და ვერც განხორციელდება. ამიტომ, აჩქარება არც ჩავისათვის იქნება კარგი და არც თავად კლუბისთვის. 


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Kle man Lenglet წევრი [?]

    7 ივლისი 2020 10:46

    არარი ხავი ჯერ ბარსას დონის მიუხედავათ დიდი პატივისცემისა

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    7 ივლისი 2020 07:16

    მასე ხავი კიდე 4-5 სეზონიბარ უნდა მოვიდეს მაშინ ყატარში ვერანაირ გამოცდილებას ვერ მიიღებს ტოპ 5 ჩემპიონატი სულ სხვა დონეა ბარსა ბ-ში მივიდეს მაშინ და მანამდე ან ვენგერი ან ტენ ჰააგი უნდა დანიშნონ

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ♠️Spooky♠️ წევრი [?]

    7 ივლისი 2020 04:40

    Barca b shi unda movides "minimum" 1 weli da mere dziritad gundshi,bichebs daakvirdeba, 2-3 kacs daawinaurebs, aqet puig-pati-deyong-lengle-pedri-trincao da bichebi daxvdebian, gundic gaaxalgardavdeba da mis gemozec moewkoba, egreve risks da kraxs jobia kide mices dro sakutar tavs, manamde kide an arsena, an tenhaagi unda movides, avtoritetis kutxit arsena da taktikosic rogori klasnia vicit!

    1
    გასულია
    Lasho წევრი [?]

    7 ივლისი 2020 00:38

    კაი ბაზარი არაა ვთქვათ რო ჩავი არუნდა მოვიდეს..
    ვინ უნდა მოვიდეს სხვა? ტენ ჰაგი კი ძალიან მაგარია მარა ზოგზოგიერთი ფეხბურთელი თავზე როა გასული ტენ ჰაგს არაფრად ჩააგდებენ..

    ისევ ჩავია ჩემი აზრით ყველაზე კარგი ვარიანტი.. პატივისცემა მაინც ექნებათ.. მე პირადად მირჩევნია ერთი ორი წელი უტიტულოდ ვიყოთ და ამდროის განმავლობაში გუნდი გაახალგაზრდავდეს და მოიხოდოს.. ოღონდ ჩავის ხელში.. ჩავიმ უნდა მოაწყოს გუნდი თავის გემოზე

    1
    გასულია
    რივალდო-მესი გულშემატკივარი [?]

    7 ივლისი 2020 00:35

    ტენ ჰააგი პირველ რიგში. მერე შეიძლება ამ დაფასებულ პიროვნებაზე ფიქრი.

    0
    გასულია
    Pablos ar abia წევრი [?]

    7 ივლისი 2020 00:01

    ნაღდი დაწერა მადრიდისტამ მარა ალბათ გულზე მოგხვდათ ბევრს და წაიშალა რატომღაც. სანამ მსაჯებს დაუწყებთ კრიტიკას ჯერ ჩვენ თავზე ვიფიქროთ მაგ დღეში რო ჩავიგდეთ თავი რო თავის მართლება მსაჯებით გვიწევს. ჯასთ ტეხავს თორე მესულ არ მკიდია :)

    3
    გასულია
    Don_Andresito [?]

    6 ივლისი 2020 23:44

    ბარსა ბ თი რო უნდა დაიწყოს მაგას ვწერ ყ ელა ჯერზე, ასისტენტობა არა, იმენა აკადემია უნდა გაიცნოს და ახალგაზრდები. რო ეცოდინებათ ბარსა ბ ში მთავარი გუნდის მომავალი მწვრთნელი მუშაობს ყველას ორმაგი მოტივაცია ექნება. თავის გამოჩენის შემთხვევაში ხო დაწინაურდება უეჭველი. პეპმა მაგით იპოვა ბუსი პედრო და სხვა ნიჭიერი ხალხი. თორე ყატარი შორსაა და იქ არც უნდა წასულიყო ჩემი აზრით. მარა ბარსა ბ რთული იქნება ამისთვის, განა რამდენს გადაუხდიან ბ გუნდის მწვრთნელს როცა.ყატარში მილიონებს უხდიან. ფულიც წყვეტს რაღაცას და ეგრე არაა, კარგმა ცხოვრებამ მიჩვევა იცის :D

    6
    გასულია
    Clever liar წევრი [?]

    6 ივლისი 2020 23:39

    კარგი სტატიაა საღოლ, მტკიცებით ფორმაში რომ ვერაფერს იტყვი ისეთი.. ჩემი აზრით ყველაზე მთავარია ფსიქოლოგიურად როგორ იქნება მზად მაესტრო ამ წნეხისა და წარმოუდგენელი გამოწვევისთვის თორე თუ მან სამზარეულო და შიდა ატმოსფერო დაალაგა, თამაშის ხარისხიც თავისთავად მოვა ღრმად დარწმუნებული ვარ თუნდაც ამ პენსიონერი ფეხბურთელებით...

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge