რა გვაჩვენა "ვილიარეალთან" შეხვედრამ

  • 6-07-2020, 07:20
  • რა გვაჩვენა "ვილიარეალთან" შეხვედრამ

    გვეღირსა!

    არ ვიცი, კიკე სეტიენი კითხულობს თუ არა "ბარსამანიას" სტატიებს და მომხმარებლების კომენტარებს, მაგრამ ფაქტია, რომ გვისმინა! ადგა და აღირსა ანტუან გრიზმანს მისი კუთვნილი ადგილი, გაამწესა მეორე ფორვარდის პოზიციაზე და ამან გაამართლა! თანაც როგორ. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ წყლიდან ამოგდებული და ნაწვალები თევზი ისევ წყალში ჩაუშვეს, გრიზმანმაც როგორც იქნა შეწყვიტა უჰაეროდ დარჩენილი კალმახივით ფართხალი და გემრიელად გაცურა!

    თურმე შეძლებია - პრობლემა აღმოჩენილი და დაძლეულია. ერთი თამაშის მიხედვით რომ დიდი დასკვნების გამოტანა არ შეიძლება ეს უკვე ვნახეთ, მაგრამ ამ ერთ თამაშში ძალიან ბევრი რამ გამოჩნდა ისეთი, რაც იმედიანად განგვაწყობს. მით უმეტეს, რომ "ვილიარეალთან" გასვლაზე ასე ლაღად თამაში, არასდროს ყოფილა მარტივი.

    აღსანიშნავია პირველი გოლის მომენტი, მიუხედავად იმისა, რომ გრიზმანს, "ვილიარეალის" მცველმა, გოლი თვალწინ აახია, მაინც გამოჩნდა რაღაც პოზიტიური. პირველად ამდენი ხნის მერე, ფლანგიდან წამოწყებული შეტევის დროს, გრიზმანი იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო, პირველივე წუთებიდან იპოვა მოედანზე თავის ადგილი და ასე პოზიტიურად ჩაამთავრა მთლიანად შეხვედრაც.

    იყო მომენტები, როცა მესის უცვლიდა ადგილს, ესეც უმტკივნეულოდ ხდებოდა, ფეხბურთელების გადაადგილებიდან გამომდინარე, როგორც იქნა გაუგეს ერთმანეთს და არც ლეო მესის უთაკილია ათიანის პოზიციაზე თამაში.

    შენიშნავდით კიკე სეტიენის გაოგნებულ გამომეტყველებას, მთელი შეხვედრის განმავლობაში, რომ სახიდან არ მოსცილებია, ჩვეულად თავში ხელებშემორტყმული ალბათ ფიქრობდა - ამდენ ხანს  სად ჯანდაბაში ვიყავიო?! სწორი ფიქრია, იმიტომ, რომ ლა ლიგის თასი უკვე ჩავლილი ამბავია, ადრე რომ მოეფიქრებინა, იქნებ ყველაფერი რიგზე ყოფილიყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

    ნახევარდაცვა

    სეტიენი რისკზე წავიდა, როცა სამი ნახევარმცველიდან, სამივე ჩამშლელი სტილის ფეხბურთელი გამოიყვანა. ეს, ერთი მხრივ, იმით იყო გამოწვეული, რომ ათიანის პოზიციაზე ლეო მესი იდგა და მთავარი დამაკავშირებელი, ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის, სწორედ ის უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოულოდნელი სურპრიზიც დაგვატყდა თავს, ეს ფუნქცია მესისთან ერთად, სერჟი რობერტომ შეითავსა, თანაც ძალიან მაღალ დონეზე შეასრულა დავალება. სწორედ მას ამოჰქონდა ბურთი ყველაზე ხშირად და რაც მთავარია, ამას ძალიან სწრაფად აკეთებდა, გარემარბისთვის დამახასიათებელი სისწრაფით მიჰქონდა ბურთი მეტოქის საჯარიმომდე. ამ კომპონენტში "ბარსას" ბოლო შეხვედრებში ძალიან უჭირდა და როგორც ჩანს, ეს პრობლემაც მოგვარებულია.

    ვიდალმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ერთ-ერთი ყველაზე უკლასო ფეხბურთელია, რომელსაც "ბარსას" შემადგენლობაში უთამაშია, თუმცა, მას თავის პლუსები აქვს, რომელსაც კარგად იყენებს და გუნდისთვის სარგებელიც მოაქვს. ეს არის აგრესია, რომელიც ამ ფორმაციის "ბარსელონას" ძალიან აკლია, ეს განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როცა ვიდალი მოედანზე არ არის, მასთან ერთად ქრება აგრესია, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, ამიტომ, რამდენი ბურთიც არ უნდა გაარტყას მეკარეს სახეში, სულ რაღაც ორი მეტრიდან, აუგს მაინც არავინ იტყვის, თუ საკუთარ საქმეს კარგად შეასრულებს.

    ბუსკეტსცმაც მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა. ასაკთან ერთად სტაბილურობა მოაკლდა, მაგრამ თამაშების ნახევარს, მაინც ჩვეულად მაღალ დონეზე ატარებს.

    დაცვა

    ამ ფორმაციაში, აუცილებელია, რომ ფლანგიდან მცველები, რაც შეიძლება ხშირად ერთვებოდნენ შეტევაში, რადგან "ბარსამ" ფაქტობრივად გარემარბების გარეშე ითამაშა. იყო მცირე მონაკვეთები, როცა თავდამსხმელები ავსებდნენ ფლანგებს, მაგრამ ძირითადად ეს ფლანგის მცველების საქმე გამოდგა.

    ალბასთვის ბევრი არაფერი შეცვლილა, ისედაც სულ შეტევაშია და არც ამჯერად შეურცხვენია თავი, მის გარღვევას პირველი გოლი მოჰყვა, ერთხელ თავადაც შეეძლო გატანა, აი სემედუს ამ ტაქტიკაში გაცილებით მეტი მოეთხოვებოდა და უკვე ნათელია, რატომ ენდობიან უფრო მეტად სერჟი რობერტოს.

    ლანგლესა და პიკეს ბევრი საქმე არ ჰქონიათ, ბურთი ძირითადად "ბარსას" ჰქონდა, მაგრამ იმ მცირე მონაკვეთებში, როცა "ვილიარეალი" უტევდა, გამოჩნდა, რომ ფორვარდები სისწრაფეში სჯობდნენ, რაც გასაკვირი არ არის და პიკე უფრო სწრაფი ვერაფრით ვეღარ გახდება, აი უფრო ნელი შეიძლება გახდეს, ამიტომ, როცა "ბარსა" მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდება, ყოველთვის ექნება სანერვიულო, ნელი მცველების გამო.

    ცვლილებები

    ცვლილებებმა გაამართლეს, როგორც ფეხბურთელების, ისე სათამაშო თვალსაზრისით. საკმარისი დრო მიიღეს ანსუ ფატიმ და რიკი პუჩმა, მიგვაჩვიეს ახალგაზრდებმა კარგ თამაშს, თამამად ვუწოდებთ "ბარსას" მომავალს, უფრო და უფრო მეტად თავდაჯერებულნი ხდებიან და რა გასაკვირია, რომ როცა გუნდს თამაში მისდის, ისინიც კარგად გამოიყურებიან.

    ფატიმ კვლავ გაიტანა. ეს ბიჭი მშიერია და იმედი მაქვს, რომ შიმშილის გრძნობას, კიდევ ძალიან დიდხანს არ მოიკლავს, მადა ხომ ჭამაში მოდის?!

    თავიდანვე ჩანდა სეტიენის დავალება, მთავარი პრობლემა, მომენტების შექმნასთან ერთად, დაბალი ტემპი იყო, ამიტომ ფეხბურთელებმა მიიღეს დავალება, რომ ბურთი რაც შეიძლება სწრაფად გადაეწოდებინათ ერთმანეთისთვის, ამან შედეგი გამოიღო, ტემპმა მოიმატა, მომენტები შეიქმნა და გოლებშიც გარდაისახა.

    ფსიქოლოგიური ფაქტორი

    პანდემიისგან გამოწვეული შესვენების შემდეგ, ვნახეთ "ბარსას" ორი კარგი შეხვედრა, გუნდმა ორივე დიდი ანგარიშით მოიგო და მიუხედავად ბევრი სხვაობისა ამ თამაშებს შორის, გამოჩნდა ერთი მსგავსებაც - სწრაფი გოლი.

    მალიორკაში, სწორედ სწრაფმა გოლმა განაპირობა წარმატება, ისევე როგორც "ვილიარეალთან" დაპირისპირებაში. "ბარსას" გასვლაზე ძალიან უჭირს, ახლა უკვე ვიცით რატომ, მთავარი პრობლემა ფსიქოლოგიური მომზადებაა, სწრაფ გოლს თავდაჯერება და თვითრწმენა მოაქვს, მერე ყველაფერი კარგად მიდის.

    მაგრამ დავსვათ კითხვა - შეიქმნება თუ არა პრობლემა იმ შემთხვევაში, თუ "ბარსამ" გასვლაზე სწრაფი გოლი ვერ შეაგდო? ალბათ კი.

    თავდაჯერება დაეტყო გრიზმანსაც, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდება, ასეთი გოლის მერე, სხვანაერად არც შეიძლება, რომ იყოს.

    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Barca_MNS ფანი [?]

    7 ივლისი 2020 16:01

    ციტატა: Lasho
    ციტატა: Barca_MNS
    ციტატა: Lasho
    ციტატა: Barca_MNS
    ციტატა: Lasho
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: Lasho
    იიიი რობერტო გააგდეთ დაფრინავს სემედუ.. ამიტომ ვენდობი უფრო რობერტოს რო სემედუზე ბევრად ჭკვიანი ფეხბურთელია

    შეტევაში კიბატონო მარა დაცვაში რო ტრიაპკაა ბრმაც დაინახავს არაა რობერტო მცველი ნახევარ დაცვაში უნდა დააყენონ ეგ და სემედუ ერთ ფლანგზე დააბალანსებენ ერთმანეთს

    და სემედოა მაგარი დაცვაში? ტრიაპკასავით ეგათრია ვინისიუსმა.. სისწრაფის გარდა არაფერიაქვს მაგას

    ვინიციუსი ეგრე ხელწამოსაკრავი არაა; ბრაზილიერია ტიპიური დრიბლინგში ერთი ერთზე 10 დან 8 ს მოატყეუბს ჩემი აზრით ნებისმიერ ფლანგის მცველს; კარში ვერ ურტყამს თორე გაცდნეა კიარუჭირს :D

    ხოდა როხედავ რო მასეთი ტეხნარია სხვანაირად უნდა ეთამაშო.. როგორც ვიდალმა გააკეთა.. ერთი ორს ფეხში რო მოარტყავ და ხისტად ეთამაშები უფრო მარტივია ამოკეტვა

    ძაან უაზრო არგუმენტია, ხისტად თამში და მირტყმა-მორტყმა და სიუხეშე არაა მთავარი მახასიათებელი რითიც უნდა შეაფასო ფლანგის მცველი დღევანდელ ფეხბურთში ვინაა შენი აზრით საუკეთესო ფლანგის მცველი დღეს?

    კიმიხი რათქმაუნდა

    და რა არი კიმიხის მთავარი უპირატესობა სხვა (RB) მცველებთან შედარებით? გინდა მითხრა, რომ კიმიხს ხისტი თამაში მირტყმა მორყმა ხდის საუკეთესოს? ნუ იმაზე როარ ვისაუბროთ, რომ კიმიხი გაჭირვების გამო თამაშობდა ფლანგის მცველად ლამის დანაკლისის გამო, და მისი მთავარი პოზიცია საყრდენობა როა, ეგ საკითხი რო დავიკიდოთ. მაგარი ფეხბურთელია ჩემი აზრითაც უბრალოდ შედარების კრიტერიუმებში ვერ გეთანხმები. უბრალოდ ეგაა და ეგ. კიმიხს პასი აქ და მოედნის ხედვა შესანიშნავი ეგაა მისი უპირატესობა ჩემი აზრით და არც მახსენდება ვინმე აეჩეხა : 😁

    0
    გასულია
    Lasho წევრი [?]

    7 ივლისი 2020 12:26

    ციტატა: Barca_MNS
    ციტატა: Lasho
    ციტატა: Barca_MNS
    ციტატა: Lasho
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: Lasho
    იიიი რობერტო გააგდეთ დაფრინავს სემედუ.. ამიტომ ვენდობი უფრო რობერტოს რო სემედუზე ბევრად ჭკვიანი ფეხბურთელია

    შეტევაში კიბატონო მარა დაცვაში რო ტრიაპკაა ბრმაც დაინახავს არაა რობერტო მცველი ნახევარ დაცვაში უნდა დააყენონ ეგ და სემედუ ერთ ფლანგზე დააბალანსებენ ერთმანეთს

    და სემედოა მაგარი დაცვაში? ტრიაპკასავით ეგათრია ვინისიუსმა.. სისწრაფის გარდა არაფერიაქვს მაგას

    ვინიციუსი ეგრე ხელწამოსაკრავი არაა; ბრაზილიერია ტიპიური დრიბლინგში ერთი ერთზე 10 დან 8 ს მოატყეუბს ჩემი აზრით ნებისმიერ ფლანგის მცველს; კარში ვერ ურტყამს თორე გაცდნეა კიარუჭირს :D

    ხოდა როხედავ რო მასეთი ტეხნარია სხვანაირად უნდა ეთამაშო.. როგორც ვიდალმა გააკეთა.. ერთი ორს ფეხში რო მოარტყავ და ხისტად ეთამაშები უფრო მარტივია ამოკეტვა

    ძაან უაზრო არგუმენტია, ხისტად თამში და მირტყმა-მორტყმა და სიუხეშე არაა მთავარი მახასიათებელი რითიც უნდა შეაფასო ფლანგის მცველი დღევანდელ.ფეხბურთში. ვინაა შენი აზრით საუკეთესო ფლანგის მცველი დღეს?

    კიმიხი რათქმაუნდა

    0
    გასულია
    Barca_MNS ფანი [?]

    7 ივლისი 2020 01:31

    Ronaldinhoko წევრი [?]

    6 ივლისი 2020 23:03

    Bellerini moiyvanet da eshveleba flanges semedu momwons magram
    Belerini dzaan magria da mgonia rom barcas magrad mouxdeba

    0
    გასულია
    Lasho წევრი [?]

    6 ივლისი 2020 20:12

    ციტატა: Barca_MNS
    ციტატა: Lasho
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: Lasho
    იიიი რობერტო გააგდეთ დაფრინავს სემედუ.. ამიტომ ვენდობი უფრო რობერტოს რო სემედუზე ბევრად ჭკვიანი ფეხბურთელია

    შეტევაში კიბატონო მარა დაცვაში რო ტრიაპკაა ბრმაც დაინახავს არაა რობერტო მცველი ნახევარ დაცვაში უნდა დააყენონ ეგ და სემედუ ერთ ფლანგზე დააბალანსებენ ერთმანეთს

    და სემედოა მაგარი დაცვაში? ტრიაპკასავით ეგათრია ვინისიუსმა.. სისწრაფის გარდა არაფერიაქვს მაგას

    ვინიციუსი ეგრე ხელწამოსაკრავი არაა; ბრაზილიერია ტიპიური დრიბლინგში ერთი ერთზე 10 დან 8 ს მოატყეუბს ჩემი აზრით ნებისმიერ ფლანგის მცველს; კარში ვერ ურტყამს თორე გაცდნეა კიარუჭირს :D

    ხოდა როხედავ რო მასეთი ტეხნარია სხვანაირად უნდა ეთამაშო.. როგორც ვიდალმა გააკეთა.. ერთი ორს ფეხში რო მოარტყავ და ხისტად ეთამაშები უფრო მარტივია ამოკეტვა

    1
    გასულია
    Barca_MNS ფანი [?]

    6 ივლისი 2020 20:01

    ციტატა: Lasho
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: Lasho
    იიიი რობერტო გააგდეთ დაფრინავს სემედუ.. ამიტომ ვენდობი უფრო რობერტოს რო სემედუზე ბევრად ჭკვიანი ფეხბურთელია

    შეტევაში კიბატონო მარა დაცვაში რო ტრიაპკაა ბრმაც დაინახავს არაა რობერტო მცველი ნახევარ დაცვაში უნდა დააყენონ ეგ და სემედუ ერთ ფლანგზე დააბალანსებენ ერთმანეთს

    და სემედოა მაგარი დაცვაში? ტრიაპკასავით ეგათრია ვინისიუსმა.. სისწრაფის გარდა არაფერიაქვს მაგას

    ვინიციუსი ეგრე ხელწამოსაკრავი არაა; ბრაზილიერია ტიპიური დრიბლინგში ერთი ერთზე 10 დან 8 ს მოატყეუბს ჩემი აზრით ნებისმიერ ფლანგის მცველს; კარში ვერ ურტყამს თორე გაცდნეა კიარუჭირს :D

    0
    გასულია
    Lasho წევრი [?]

    6 ივლისი 2020 18:57

    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: Lasho
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: Lasho
    იიიი რობერტო გააგდეთ დაფრინავს სემედუ.. ამიტომ ვენდობი უფრო რობერტოს რო სემედუზე ბევრად ჭკვიანი ფეხბურთელია

    შეტევაში კიბატონო მარა დაცვაში რო ტრიაპკაა ბრმაც დაინახავს არაა რობერტო მცველი ნახევარ დაცვაში უნდა დააყენონ ეგ და სემედუ ერთ ფლანგზე დააბალანსებენ ერთმანეთს

    და სემედოა მაგარი დაცვაში? ტრიაპკასავით ეგათრია ვინისიუსმა.. სისწრაფის გარდა არაფერიაქვს მაგას

    ტრამვიან სემედუს თუ გაასწრო საღოლ მაშინ

    აღარ იცით როგორ გააპრავოთ ეგ უნიჭო ფეხბურთელი

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    6 ივლისი 2020 14:40

    ციტატა: Lasho
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: Lasho
    იიიი რობერტო გააგდეთ დაფრინავს სემედუ.. ამიტომ ვენდობი უფრო რობერტოს რო სემედუზე ბევრად ჭკვიანი ფეხბურთელია

    შეტევაში კიბატონო მარა დაცვაში რო ტრიაპკაა ბრმაც დაინახავს არაა რობერტო მცველი ნახევარ დაცვაში უნდა დააყენონ ეგ და სემედუ ერთ ფლანგზე დააბალანსებენ ერთმანეთს

    და სემედოა მაგარი დაცვაში? ტრიაპკასავით ეგათრია ვინისიუსმა.. სისწრაფის გარდა არაფერიაქვს მაგას

    ტრამვიან სემედუს თუ გაასწრო საღოლ მაშინ

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    6 ივლისი 2020 14:01

    რა გვაჩვენა და ძლივს ვეღირსეთ ბარსელონურ თამაშს და ცოტათი გავხალისდით.

    9
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    GioKakiashvili გულშემატკივარი [?]

    6 ივლისი 2020 13:42

    ციტატა: Lasho
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: Lasho
    იიიი რობერტო გააგდეთ დაფრინავს სემედუ.. ამიტომ ვენდობი უფრო რობერტოს რო სემედუზე ბევრად ჭკვიანი ფეხბურთელია

    შეტევაში კიბატონო მარა დაცვაში რო ტრიაპკაა ბრმაც დაინახავს არაა რობერტო მცველი ნახევარ დაცვაში უნდა დააყენონ ეგ და სემედუ ერთ ფლანგზე დააბალანსებენ ერთმანეთს

    და სემედოა მაგარი დაცვაში? ტრიაპკასავით ეგათრია ვინისიუსმა.. სისწრაფის გარდა არაფერიაქვს მაგას

    Semedo dashavda mag momentshi da ar shecvala kikem. Imas arvambob ro vergaitandatqo magra kikes brali ufroa is goli

    1
    გასულია
    Lasho წევრი [?]

    6 ივლისი 2020 13:39

    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: Lasho
    იიიი რობერტო გააგდეთ დაფრინავს სემედუ.. ამიტომ ვენდობი უფრო რობერტოს რო სემედუზე ბევრად ჭკვიანი ფეხბურთელია

    შეტევაში კიბატონო მარა დაცვაში რო ტრიაპკაა ბრმაც დაინახავს არაა რობერტო მცველი ნახევარ დაცვაში უნდა დააყენონ ეგ და სემედუ ერთ ფლანგზე დააბალანსებენ ერთმანეთს

    და სემედოა მაგარი დაცვაში? ტრიაპკასავით ეგათრია ვინისიუსმა.. სისწრაფის გარდა არაფერიაქვს მაგას

    0
    გასულია
    Barca_MNS ფანი [?]

    6 ივლისი 2020 13:09

    როგორც აღმოჩნდა სუა ფლანგიდან ცენტრში უფრო სასარგებლოა და გრიზამნი მოედნის სიღრმიდან - მე2 ფორვარდად; და რაც ყველაზე სასიამოვნოა მესი არ იყო იმდენად დატვირთული; სასიამოვნოა როცა რობერტო ამდენი წამებსი შემდეგ (როცა ნაც. მცველს ფლანგის მცველად ათამაშებ, რომელსაც არც სისწრაფეაქ) ამდენი ხნის შემდეგ ნახევარ დაცვაში ისევ ხოდზეა.

    პს. ამ თამაშით ნაპოლის გავცდებით ერთი ეგ მიხარია თორე ლა ლიგა მივულოცე უკვე ჩემს რეალის ფან მეგობრებს 🤣

    6
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    6 ივლისი 2020 12:51

    ციტატა: Lasha71
    შენიშვნა: სწრაფი გილის ფაქტორი ამ შეხვედრაში არ მუშაობს ვინაიდან (თუ გახსოვთ) ანგაი სწრაფად გათანაბრდა და ყველაფერუი თავიდან დაიწყო!
    შენიშვნა 2: არაფერია ნათქვამი იმის შეხახებ რა გვაჩვენა ამ მატჩმა მსაჯობის მხრივ!!!
    მორიგი ცირკის მომსწრენი გავხდით მსაჯებისგან!
    მესის გოლი უსამართლოდ აუუქმეს!
    ჯერ ერთი რაკიტიჩს პასი არ გაუკეთებია ვიდალისთვის, მან ბურთი ჩაჭრა, რომლის გამოტანასაც ცდილობდნენ მცველები!
    მეორეც ბურთი მცველისკენ წავიდა და მან ფეხი მოარტყა ბურთს და მისგან მიუვიდა ვიდალს!
    ახლა გეკითხების სადაური წესების მიხედვითაა ეს თამაშგარე?
    რომელი მსაჯის ავადმყოფურ ფანტაზიებში გაჩნდა აზრი რომ რაკიტიჩი მაინცდამაინც ვიდალს უკეთებდა პასს და არა რიკის?
    ძაან ჩამყაყდნენ უკვე მსაჯები!
    როგორც ჩანს ბარსას ჩემპიონობა რომ წაართვეს არ ყოფნით და ახლა ბენზემა უნდათ მესიზე წინ წაწიონ ბომბარდირობაში!

    მსაჯებზე ლაპარაკით როგორც წესი მთავარი პრობლემები იმალება.
    წ*ლის ნაყვაა ესპანელ მსაჯებზე რამის წერა : )

    ვა, აღმოვაჩინე, რომ საიტზე სიტყვა "წ*ლის" დაწერა არ შემიძლია, უხერხული მსგავსების გამო.
    გაგიჟდება კაცი..

    1
    გასულია
    Flying Johan გულშემატკივარი [?]

    6 ივლისი 2020 12:44

    სემედო კანსელოში გავცვალოთ ... დემბელე ნეიმარში და ეგაა

    1
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    6 ივლისი 2020 12:39

    შენიშვნა: სწრაფი გილის ფაქტორი ამ შეხვედრაში არ მუშაობს ვინაიდან (თუ გახსოვთ) ანგაი სწრაფად გათანაბრდა და ყველაფერუი თავიდან დაიწყო!
    შენიშვნა 2: არაფერია ნათქვამი იმის შეხახებ რა გვაჩვენა ამ მატჩმა მსაჯობის მხრივ!!!
    მორიგი ცირკის მომსწრენი გავხდით მსაჯებისგან!
    მესის გოლი უსამართლოდ აუუქმეს!
    ჯერ ერთი რაკიტიჩს პასი არ გაუკეთებია ვიდალისთვის, მან ბურთი ჩაჭრა, რომლის გამოტანასაც ცდილობდნენ მცველები!
    მეორეც ბურთი მცველისკენ წავიდა და მან ფეხი მოარტყა ბურთს და მისგან მიუვიდა ვიდალს!
    ახლა გეკითხების სადაური წესების მიხედვითაა ეს თამაშგარე?
    რომელი მსაჯის ავადმყოფურ ფანტაზიებში გაჩნდა აზრი რომ რაკიტიჩი მაინცდამაინც ვიდალს უკეთებდა პასს და არა რიკის?
    ძაან ჩამყაყდნენ უკვე მსაჯები!
    როგორც ჩანს ბარსას ჩემპიონობა რომ წაართვეს არ ყოფნით და ახლა ბენზემა უნდათ მესიზე წინ წაწიონ ბომბარდირობაში!

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    6 ივლისი 2020 11:40

    ციტატა: Lasho
    იიიი რობერტო გააგდეთ დაფრინავს სემედუ.. ამიტომ ვენდობი უფრო რობერტოს რო სემედუზე ბევრად ჭკვიანი ფეხბურთელია

    შეტევაში კიბატონო მარა დაცვაში რო ტრიაპკაა ბრმაც დაინახავს არაა რობერტო მცველი ნახევარ დაცვაში უნდა დააყენონ ეგ და სემედუ ერთ ფლანგზე დააბალანსებენ ერთმანეთს

    5
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Lasho წევრი [?]

    6 ივლისი 2020 11:38

    იიიი რობერტო გააგდეთ დაფრინავს სემედუ.. ამიტომ ვენდობი უფრო რობერტოს რო სემედუზე ბევრად ჭკვიანი ფეხბურთელია

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    6 ივლისი 2020 11:37

    ცოტა გვიან გამოფხიზლდა გუნდი ლა ლიგა დაკარგულია ფაქტიურად მარა ეს მუხტი უნდა შევინარჩუნოთ რო ეგება ლიგას გამოვკრათ ხელი

    ძლივს სწორად გამოიყენეს მესი სუა გრიზმანის ტრიო ძლივს

    11
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Pique_3 წევრი [?]

    6 ივლისი 2020 11:12

    ყოველთვის ვამბობდი რო რობერტო ნახევარდაცვაში ძაან კარგია🙂ძაან მაგარი პასი და ბურთის ჭერა აქვს❤მომდევნო სეზონში იმედია დეიონგი-პიანიჩი-რობერტოს ნახ.დაცვა იქნება ხშირად მოედანზე😌ბუსი პუჩი ალენია ზამენაზე🙂და რაკიტიჩი და ვიდალი წავლენ იმედია😶ვიდალი ძაან მებრძოლი და ჟილკიანი ტიპია მარა ბარსელონაში რო პასს ვერ აკეთებ წესიერს აღარაფერს არაქ აზრი

    8
    გასულია
    neymar-jr.. ფანი [?]

    6 ივლისი 2020 10:41

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ციტატა: Lautaro Martínez
    პირველი და მთავარი რაც გვაჩვენა ისაა რო სამწვრთნელო შტაბი და მწვრთნელი საერთოდ არ გვყავს გუშინ მესი ასრულებდა მოთამაშე მწვრთნელის მოვალეობას და ეს ფოტოებითაც ნათლად ჩანს ის არიგებდა გუნდს აძლევდა მითითებებს და კიკეს ვაბშე აიგნორებდა ეს მცირე შესვენებაზეც გამოჩნდა და მეორე ის გვაჩვენა რო კვერცხებიანი მწვრთნელის ხელში ამ გუნდსაც შეუძლია მოგება (მარა ტრანსფერები აუცილებელია) აი ეს დავინახე მე გუშინ

    ყველაფერზე მესის ნუ ადიდებთ, როცა თამაშებს ვერ ვიგებდით მაშინ სად იყო მესი? ასეთი მითითებების მიცემა თუ შეეძლო რას აკეთებდა? წუხელ ყველამ მოინდომა თამაში და შედეგიც დაიდო თორე წინაზე მესის ბენზემობასაც დაინახავდით.. თუ ყველა ირბენს და ითამაშებს მერე მესიც თავის საქმეს გააკეთებს და წინ წავა გუნდი.. მე ის დავინახე რომ მარჯვენა მცველი საყიდელია და პიკე შემცვლელიც ასევე ალბასიც, დალშე ლაუტაროში მილიონების ყრა სისულელეა. ვიდალის ნაცვლად დეიონგი ამ ცენტრს და ვსიო.. ალბათ ახლა მაინც მიხვდებით რატომ თამაშობს რობერტო ხშირად და არა სემედუ

    ეგ აუხსენი სემედუს ფანებს და არა მე დაჟე კარგიც იყო რობერტო ნახევარდაცვაში და სემედუც მოიქოქება მეორე არ გვინდა ფორვარდიო რო ამბობ ყველა ვილიარეალივით გახსნილ თამაშს არ თამაშობს და სწორედ ასეთ გუნდებთან ვართ უსუსურები ასეთ გუნდებთანაა რო ძუნძულებს ნახევარი გუშინ ნაქები იგროკები ასეთ გუნდებთან ჩანს მწვრთნელის დაბალი დონე და გუნდის უსუსურობა და ერთი კაცი ვერ უშველის აქ უკვე საქმეს და აი მანდ ჩანს ნათლად ვინ გვინდა და ვინ არა თორე ასეთ გახსნილ გუნდებთან ბარსას ყოველთვის გამოსდიოდა თამაში და მესამე (თუ ყველა ირბენს და ითამაშებს მერე მესიც თავის საქმეს გააკეთებს და წინ წავა გუნდი)ეს მწვრთნელის მოვალეობაა და არა ჩემი მიტომაც აბუნტდა ბოლოს ამოუვიდა ყელში დაანახა ყველას რო მწვრთნელი ნულია და მას არანაირი გავლენა არ აქ გუნდზე არ მოინდომებს უნდა მოანდომო და ეს მწვრთნელმა უნდა გააკეთოს და სადმე დაინახე მწვრთნელის ხელი აქ ? ვადიდებ ? ვადიდებ კიარა შემეძლოს ხელშიც ავიყვან რომარა ის კარგად იცი ც ყველამ და ასევე შენც სად ვიქნებოდით წელს და მისი დამსახურებაა გუშინდელი მატჩიც და ნუ უკარგავთ იმ ასისტებსაც ნუხართ დაუნახავები (საწყენად არ მითქმია უბრალოდ ეს რეალობაა)

    5
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    პარტნიორები
    Flashscore.ge