რა გვაჩვენა "ატლეტიკოსთან" შეხვედრამ

რა გვაჩვენა "ატლეტიკოსთან" შეხვედრამ

მატჩის მიწურულს, სამუელ ეტო'ო გამახსენდა, 2007 წელს, "რასინგთან" შეხვედრაში, კამერუნელმა უარი განაცხადა მოედანზე შესულიყო, უჟმურად გააქნია თავი და ერთი-ორი ტკბილი სიტყვაც ჩაილაპარაკა რაიკაარდის მისამართით.

მაშინ დიდი ამბავი ატყდა და ეტო’ოს არაპროფესიონალიც უწოდეს, მაგრამ კარგად ვიცით, რომ მასზე პროფესიონალი აფრიკელი, ალბათ, მეორე არ დაბადებულა. საქმე მის ხასიათშია, ყოველთვის მეტს ითხოვდა, მაქსიმალისტი და ამაყი იყო, რის გამოც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და გააკეთა ის, რაც გააკეთა.

ეტო’ო არ ყოფილა ახალბედა ფეხბურთელი, რომელიც კლუბში დებიუტს ელოდა, მან ლიდერობა თავის შრომით მოიპოვა და რაც კლუბისთვის გაიღო, ყოველთვის იმავეს ითხოვდა.

არც ანტუან გრიზმანია ახალბედა. მართალია, მოედანზე თავი ვერა და ვერ უპოვია, მაგრამ მაინც ვარსკვლავია, რომელშიც 120 მილიონი ევროა გადახდილი.

გრიზმანი მოედანზე გავიდა და ამის გამო, ვიღაცების თვალში, ალბათ დიდი პროფესიონალიც შეიქნა, მაგრამ ჩემთვის კარგად გამოჩნდა კიდევ ერთი რამ - ის უკვე ყველაფერს შეეგუა, ვერ გამოდგა ისეთი ბრძოლისუნარიანი, როგორიც ეტო’ო იყო, არც მასსავით მაქსიმალისტია, არც მისი მსგავსი მენტალობა აქვს და ერთი რიგითი ფეხბურთელის სტატუსსაც შეეგუა.

იმ მცირე დროში, რაც მოედანზე გაატარა, სწორედ ეს გამოჩნდა, ანტუანი ფსიქოლოგიურად განადგურებულია და იმის თავიც აღარ აქვს, რომ ფერმერს ხმამაღლა შეახსენოს, თუ ვინ არის და რას წარმოადგენს.

როცა მწვრთნელი იდეალურად აკეთებს საქმეს და შენ ასეთ დღეში ხარ, ამ დროს პასუხი მოედანზე უნდა გასცე, მაგრამ როცა ფერმერი მწვრთნელი, გონზე არ არის რას აკეთებს და ამასთან ერთად, მოედანზე ისე შეჰყავხარ, თითქოს 16 წლის ღლაპი იყო, იქნებ ღირდეს, რომ მკაცრი სიტყვაც დაგცდეს პირიდან?!

ამ მოვლენაზე ყველას ერთი აზრი ვერ ექნება. მე კი მერჩივნა, რომ გრიზმანისგან სიბრაზე მაინც დამენახა, მერჩივნა დამენახა, რომ უბრალო ფეხბურთელის სტატუსს არ ეგუება, მაგრამ, სამწუხაროდ, მსგავსი არაფერი დამინახავს.

ცვლილება ტაქტიკაში

თამაშის წინ დაგვიხატეს 4-3-3, მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას გამოჩნდა, რომ გუნდი 4-3-1-2-ით თამაშობდა, გამთამაშებლის პოზიციაზე რიკი პუჩი ვიხილეთ, რომელსაც ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, სხვადასხვა გამოცემების მიხედვით, საუკეთესოც კი იყო.

ბევრჯერ დაგვიწერია, რომ არსებულ სქემაში, ანუ სეტიენის 4-3-3-ში და ვალვერდეს 4-3-3-ში, ან 4-4-2-ში გრიზმანის ადგილი არ იყო, რადგან ვალვერდე ან გარემარბად ათამაშებდა, ან მარცხენა ნახევარმცველად, სეტიენი ასევე, ან გარემარბად აყენებს, ან ცენტრფორვარდად აყენებდა, სანამ სუარესი ტრავმას მკურნალობდა. გრიზმანი კი არც გარემარბია და არც ცენტრფორვარდი, მით უმეტეს, მარცხენა ნახევარმცველი, და აი, როგორც იქნა, სეტიენმა მოიფიქრა ტაქტიკა, სადაც გრიზმანი თავის პოზიციაზე თამაშს შეძლებდა, 4-3-1-2-ში, მესის შეეძლო ათიანის პოზიციაზე თამაში, სუარესი ჩვეულად, ცხრიანის პოზიციაზე ითამაშებდა და გრიზმანიც დადგებოდა მეორე ფორვარდად, მაგრამ ფერმერმა მთელი 90 წუთი, სკამზე დატოვა.

არ მგონია, რომ გრიზმანი თამაშის დაწყების შემთხვევაში, ციდან ვარსკვლავებს მოწყვეტდა, როგორც აღვნიშნე, მას უკვე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ამის დაძლევას დრო და ძალისხმევა სჭირდება, სამწუხაროდ, გრიზმანს არც ერთი აქვს და არც მეორე.

მაგრამ თავის პოზიციაზე რომ გვენახა, ეს მისთვის სტიმულიც იქნებოდა და ჩვენც ასე თუ ისე გავიგებდით, ოდნავ უკეთ მაინც თუ შეძლებდა თამაშს, საერთოდ მოახერხებდა თუ ვერა, თავისი ადგილის პოვნას.

სეტიენმა ეს შანსი ქარს გაატანა და გრიზმანი რომ ხასიათს ავლენდეს, კონფლიქტიც მომწიფდებოდა, მაგრამ ანტუანი, ნიჭთან ერთად, ხასიათსაც ვეღარ ავლენს.

მოლოდინი

ფანების არ იყოს, ფეხბურთელებსაც ეტყობათ, რომ მათი მთავარი მიზანი, სამწვრთნელო გუნდის ცვლილებაა და არა ჩემპიონატის მოგება. სეტიენმა რამდენიც არ უნდა იძახოს, ყველაფერი კარგად არისო, ჩანს, რომ მისი წასვლა დროის ამბავია.

რაც მალე, მით უკეთესი, რადგან ჩემპიონთა ლიგის განახლებამდე, ჯერ კიდევ არის დრო, რომელიც "ბარსას" მომავალმა მწვრთნელმა, მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გამოიყენოს.

ამას ხედავს და გრძნობს ყველა, მაგრამ ბართომეუ არ იჩქარებს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ფეხბურთელებს უდგას ჯინში, ბართომეუ ყველაფერს მათ აბრალებს, რისი დასტურიც არა ერთხელ გვიხილავს, ფეხბურთელები კი პირიქით, ყველაფერს მას აბრალებენ, ამიტომ, არც ერთი მხარე შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ ერთმანეთს დარტყმა მიაყენონ, საბოლოო ჯამში კი კლუბი ზარალდება, რომელიც ვეღარ ტოვებს გრანდის შთაბეჭდილებას.

ასეთი ჯიუტი ვირთხა, ცხოვრებაში არ მინახავს.

გემი იძირება და მაინც არ გარბის..


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #18 3 ივლისი 2020 03:20
    0
    წარმოდგენა ზედმეტად სასიამოვნოა , მაგრამ წარმოიდგინით რომ ვართ მესი, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ( თუ საუკეთესო არა ;) ) და გყავს ისეთი უფროსები კლუბში როგორიც ბართომეიუ და მისი ფესვები არიან. და ამ ყველაფრის მერე ფეხბურთში რაღაცას გასწავლის აქმაბია, უკაცრავად და სარაბია. რა რეაქცია უნდა მქონდეს ნეტავი? )) მგონი უნრავლესობა ერთიდა იგივეს ფიქრობს )) ერთადერთი რაც შენიძლია მე მესიმ გავაკეთო, არის გამოვიყენო ეს ნაბოსვარი ბართომეუ და ყოველი სეზონის ბოლოში ხელფასი გავაზრდევინო და ამით მაინც მივასხა, იმიტომ რომ ვიცი ვერ გამიშვებს და იძულებული იქნება მიმატოს და მიმატოს ხელფასი მაგ ჩახლახმა 😂😂😂

    ეს ყველაფერი ხუმრობა იყო, მაგრამ რეალობისგან შორს არ უნდა იყოს.
    ხუმრობის გარეშე ვიტყოდი რომ, ამ უკიდეგანო შავ ფონზე, ჩანს ერთი ნათელი წერტილი, და ეს რიკი პუჩია ცენტრში. 5 არტურის გამძლეობაა აქვა ამ რწყილის ოდენა ბიჭს. და ეტყობა რომ კლუბზე გიჟდება, და მეც შემყცარა თავი. ძირითადში მინდა ვხედავდე სულ. დეიონგი გვერდით უნდა დაიყენოს და ერთად ბევრ გნირობებს ჩაიდენენ დარწმუნებული ვარ. თავდასხმაში მესი რა თქმა უნდა შეუცვლელია, მაგრამ მისი დასვენება მხოლოდ კარგი მახევარ დაცვის ფონზე მოხერხდება და პლიუს შეტევაში , ასეთივე კრეატიული თავდასხმელიც ჭირდება, რომ ყოველთვის მას არ უყურებდეს გუნდი. ამიტომ იყო და იქნება ნეიმარის გაშვება ყველაზე დიდი შეცდომა იმ ნაბოსვარი ბართომეუსი. სუარესზე ვგიჟდები მაგრამ კრეატიულს ვერ ვიტყვი მაგაზე. დროებით მაინც თუ გვინდა ბარსას თამაში ეგეთი გამაღიზიანებელი არ იყოს, ნეიმარს დავაბრუნებდი . კი უკვე ასაკი აქვს მაგრამ თავის პოზიციაზე საუკეთესოა. და მესის ბოლო წლებს ბევრად შეუმსუბუქებს. და გრიზმანიც და კაუტინიოც და დამატებული დემბელეც ერთად ვერ მივლენ ნეიმართან და შეუძლიათ სამივე გამოიყენონ მის ტრანსფერში თუ უნდათ. მაინც მისი სივრცის ამოსავსებად დაიხარჯა ამხეკა თანხა და რეალურად არაფერი გამოუვიდა არცერთს. რაც შეეხება დაცვას , სემედუზე არ ვგიჟდები მაგრამ ამ პერიოდში მისი არ დაფასება იქნებოდა დაუნახაობა და სისულელე. პიკემ თამაშების 50% უნდა ითამაშოს, ცოტა ნაკლებიც. უმტიტი თუ მოვა ფორმაში, კარგი იქნება. ლენგლე მომწონს. და ალბას ან ნახევარდაცვაში ვათამაშევდი ახლა ან საერთოდ არ ვათამაშებდი.

    მაგრამ ყველანაირ ტაქტიკას და ფეხბურთელს აჯობებს მხოლოდ ერთი რამ კლუბისთვის, ეს არის ბართომეუს თუ მეტეორი დაეცემა. ან უბრალოდ გაასხმევინებენ. ასე რომ #Bartomeu Out
    Culé [?]
    #17 3 ივლისი 2020 02:09
    0
    ბარსელონა უნდა დატოვოს რაკიტიჩმა , ვიდალმა , ბუსკეცმა სკამზე უნდა გადაინაცვლოს , რიკი პუჩი , დეიონგი , და ერთი წესიერი ბურთის გამტამაშებელი გვჭირდება . დაცვიდან ალბა სკამზე , პიკე სკამზე , მე მაგალითად ალაბას და ერტ კარ ცენტალურ მცველს დავიმატებდი , ტოდიბოსაც დავტოვებდი და რაღაც გამოვიდოდა დაცვაში .შეტევაში ანსუ ფატის დავაყენებდი არავითარ ნეიმარი და ფულის ხამი ხალხი . ფატი გრიზმანი და მესი მშვენიერი შეტევა იქნება . ამ ბარსელონას პრობლემა ნახევარდაცვაა . მესის როცა უკან ჩამოსვლა აღარ დაჭირდება და მარტო გოლებზე იქნება ორიენტირებული აი მაშIნ იქნება ბარსელონა საშიში . ტერშტეგენი, ალაბა , ლენგლე და ვინმე ერთი კარგი მცველი , სემედუ , დეიონგი , რიკი პუჩი ,და ერთიც ტოპ ბურთის გამნაწილებელი გვჭირდება. წინ ანსუ გრიზმანი და მესი . ამის შემდეგ გვჭIრდება ხავი .
    Luka Modric
    სტუმარი [?]
    #16 1 ივლისი 2020 20:17
    2
    ციტატა: M10 S9 D11
    4-3-1-2 ტაქტიკას ვიხვეწები მთელი სეზონია ძლივს ათამაშა მაგ სქემით და იქაც ვიდალი დააყენა ფლეიმეიქერზე აი რა დონის ტლუა მასტი

    მაგ ტაქტიკასაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ძმა თუ ფეხბურთელმა თავის პოზიციაზე ვერაფერი გააკეთა, თამაშის 80%-ში მესი თავის ნახევარზე ჩამოდის რომ ბურთი აიტანოს, როცა მესი ჩამოდის ნახევარმცველები ფლანგებზე გადადიან და რა აზრი აქვს მაგას 4312 იქნება თუ 433, ცენტრია მოშლილი საერთოდ.
    გულშემატკივარი [?]
    #15 1 ივლისი 2020 19:31
    8
    მოდი გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ რო მესის ალბას სუარესს და პიკეს ძაან თავზე გადაუვიდათ უკვე.. იციან რო ხელს არავინ დაადებს და ქალიშვილი გოგოებივით იქცევიან.. ტრანსფერებში ერევიან როცა არაა მაგათი საქმე.. გასაგებია რო ხელმძღვანელობა უფრო დამნაშავეა მარა არცესენი არიან ნაკლები.. პუიოლი უნდა ამათ და მოსვამდა თავის ადგილზე.. მესის გარდა ვინც ჩამოვთვალე ყველა ზამენაზეა დასასმელი იქნებ ჭკუა ისწავლონ მარა ვერავინ უბედავს.. ესაა პრობლემა რო სახელები წყვიტავს ყველაფერს.. გაიხსენეთ პუიოლის კაპიტნობის დროს როგორი დისციპლინა იყო გუნდში.. და რადონემდე დავეცით.. მარტო მწვრთნელს ნუ შევაწმინდავთ ხელებს.. არესიამოვნებათ მწვრთნელის გადაწყვეტილება და როჟებით თამაშობენ და დატასაობენ მოედანზე.. გამჭოლ პასებს და კომბინაციებს მწვრთნელის მითითების გარეშეც უნდა აკეთებდნენ.. მოკლედ მე ასე ვფიქრობ.. ვინმე მოხოდილი მწვრთნელი ჭირდებათ
    გულშემატკივარი [?]
    #14 1 ივლისი 2020 16:46
    2
    სანამ ყველას თავისი პოზიცია არ ექნება გუნდი ნორმალურად ვერ ითამაშებს მოიყვანეს ბრეითვეითი თითქოსდა სუარეზის ტრამვის გამო და თითქმის არ უთამაშია. ახლა კიდე ლაუტარი უნდა ვიყიდოთო კიდე პიანიჩი მოიყვანეს ამათ ლოგიკაში ვერადროს ჩავსწვდები. ფული აქვთ მარა რაში დახარჯონ არ იციან. ვინმე ვინგერი მაინც მოიყვანონ. ამათი ლოგიკის დედა რო ვატირე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 1 ივლისი 2020 14:05
    0
    უგრიზმანოდ ხომ ბრდღვნიდა ყველაფერს შეტევა და შუა ხაზი?
    ანსუ იმის გამო შეიყვანა(ვფიქრობ გვიან), რომ თამაშის მის თავზე აღება უფრო ეხერხება, გაიქცევა, კაცის მოტყუებას მაინც ეცდება, გრიზმანი კი ამ მხრივ ეტყობა ძალიან ალალია 😄
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 1 ივლისი 2020 13:26
    4
    ჯიგარი ხარ ავტორ რასაც ვფიქრობდი სიტყვა სიტყვით ჩამოგიწერია მე კი ისღა დამრჩენია რო ყველაფერში 100%-ით დაგეთანხმო...
    Culé [?]
    #11 1 ივლისი 2020 13:15
    0
    ციტატა: ფეოლა
    აჰა, თურმე მაინც უნდა ახსნა : )

    ჰაჰ საღოლ :))))
    გულშემატკივარი [?]
    #10 1 ივლისი 2020 13:07
    5
    თავში ავარდნილი ქაჯების ხროვაა. მოინდომეს კაი ბიჭობა და სახელი. მაგ სახელების გამო ვართ ჯერ კიდევ ნეხვში და 9 აპრილის სისხლს ილია ვტაროის ვუწმენდთ ხელებიდან. საკუთარი გუნდი უნდა გიყვარდეს და არა სახელი, რომელის მოპოვებაში ინიმ და ჩავიმ შეგიწყო ხელი. პუიოლი უნდა გუნდს და არა მესის გაწეწილი ნერვები.
    --------------------
    ლაპორტ გვიშველე
    VAR'მა წაგვაგებინა
    ვალიკო ჰამოდი
    სარაბია ჰყეფდა - მესი მიდიოდა
    პერესმა ჩააწყო
    ვალვერდე კაცი იყო
    არ უნდა ჩათვლილიყო
    დემბუზ მოიხოდე
    ნეი დააბრუნეთ
    ფერმიდან მოვდივარ
    ფერმაში მივდივარ
    #აჭკარიკout
    მწერალი [?]
    #9 1 ივლისი 2020 12:46
    3
    ციტატა: Iniesta. And messi
    არა მარტო გრიზნანი მესიც ფსიქოლოგიურად ვერ არუს კარგად და ეს სრულიად გასაგებია ძნელია იყო მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელად გყავდეს მწვრთნელი რომლის ავტირიტეტი გუნდში ნოლია. გუნდი მთლიანად დაშლილია რაც ბარსას ლივერპულთან სამარცხვინო მატჩის შემდეგ მოჰყვება


    მართალია, 4 თამაშია წიხლებს იქნევს..
    გულშემატკივარი [?]
    #8 1 ივლისი 2020 12:43
    2
    არა მარტო გრიზნანი მესიც ფსიქოლოგიურად ვერ არუს კარგად და ეს სრულიად გასაგებია ძნელია იყო მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელად გყავდეს მწვრთნელი რომლის ავტირიტეტი გუნდში ნოლია. გუნდი მთლიანად დაშლილია რაც ბარსას ლივერპულთან სამარცხვინო მატჩის შემდეგ მოჰყვება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 1 ივლისი 2020 12:35
    3
    4-3-1-2 ტაქტიკას ვიხვეწები მთელი სეზონია ძლივს ათამაშა მაგ სქემით და იქაც ვიდალი დააყენა ფლეიმეიქერზე აი რა დონის ტლუა მასტი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    მწერალი [?]
    #6 1 ივლისი 2020 12:28
    2
    ციტატა: Clever liar
    რა გვაჩვენა და ბარსელონა საფეხბურთო გუნდის ნაცვლად, საექსპონანტო ფალოსი როა, რათ უნდა ამას ექსპერტიზა და ახსნა..

    ეს ყველაფერი კი ზუსტად იმის შედეგია, მწვრთნელმა რომ შეტევაში ტრანსფერი მოითხოვა და მესი ერთი თვე გამარჯობას არ ეუბნებოდა არავის, რაკიტიჩი რო სკამზე დასვევს და ნაბიჭვარი პიკე სასადილო ოთახში აღარ ცხადდებოდა, აბიდალმა რომ თქვა როგორც ჩანს ვიღაცეები ბოლომდე არ იხარჯებიანო და კატალონიამ სახეზე დედის გლანდები დააფარა, სამზარეოლუ გამოიტანა გარეთო :D და ბოლოს, როცა მწვრთნელი იმ მოტივით მოგყავს, რომ სხვა ყველამ უარი გითხრა და არაფერი გვეშველება მაგრამ სეზონის ბოლომდე რამენაირად გაქაჩეო, იქ შედეგიც არასდროს აყოვნებს და ჩვენ ლალიგის საერთო უსუსურობის ფონზე კიდე კაი პონტში ვჩანვართ :)))


    აჰა, თურმე მაინც უნდა ახსნა : )
    Culé [?]
    #5 1 ივლისი 2020 12:18
    14
    რა გვაჩვენა და ბარსელონა საფეხბურთო გუნდის ნაცვლად, საექსპონანტო ფალოსი როა, რათ უნდა ამას ექსპერტიზა და ახსნა..

    ეს ყველაფერი კი ზუსტად იმის შედეგია, მწვრთნელმა რომ შეტევაში ტრანსფერი მოითხოვა და მესი ერთი თვე გამარჯობას არ ეუბნებოდა არავის, რაკიტიჩი რო სკამზე დასვევს და ნაბიჭვარი პიკე სასადილო ოთახში აღარ ცხადდებოდა, აბიდალმა რომ თქვა როგორც ჩანს ვიღაცეები ბოლომდე არ იხარჯებიანო და კატალონიამ სახეზე დედის გლანდები დააფარა, სამზარეოლუ გამოიტანა გარეთო :D და ბოლოს, როცა მწვრთნელი იმ მოტივით მოგყავს, რომ სხვა ყველამ უარი გითხრა და არაფერი გვეშველება მაგრამ სეზონის ბოლომდე რამენაირად გაქაჩეო, იქ შედეგიც არასდროს აყოვნებს და ჩვენ ლალიგის საერთო უსუსურობის ფონზე კიდე კაი პონტში ვჩანვართ :)))
    Culé [?]
    #4 1 ივლისი 2020 12:01
    3
    გრიზმანმაც უნდა ამოიღოს ხმა ჯერ იქ ათამაშბენ სადაც მისი ადგილი არაა და ახლა სკამზე ალპობენ..: რა დონის მენახირეა ეს კიკე უკვე მაგის ფილოსოფოსობას საზღვარი არაქვს და კიდე იძახის ბოდიშს არ მოვუხდიო 🤬🤬🤬
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 1 ივლისი 2020 11:45
    8
    პერესის მონაა და ნაბიჯ-ნაბიჯ გაანადგურა გუნდი,ნელა და საფუძვლიანად. ერთადერთი დადებითი ის არის,რომ პუჩი ძაან მომწონს და ფრენკისთან ერთად მშვენიერ დუეტს შექმნის.
    მწერალი [?]
    #2 1 ივლისი 2020 11:42
    2
    ციტატა: o.dembele11
    Საღოოლ, მაგრამ დემბელეს ტრამვაზეც დაწერეთ რა რამე გთხოვთ დავიჯერო არაფერი სიახლეა ტოო


    ვარჯიშობს, მეტს არაფერს ამბობენ.
    გუნდთან ერთად ვარჯიში არ დაუწყია, როცა დაიწყებს დაიწერება და ფოტოებიც დაიდება.
    გულშემატკივარი [?]
    #1 1 ივლისი 2020 11:40
    0
    Საღოოლ, მაგრამ დემბელეს ტრამვაზეც დაწერეთ რა რამე გთხოვთ დავიჯერო არაფერი სიახლეა ტოო