"სელტასთან" თამაშის გამოძახილი

  • 29-06-2020, 03:53
  • "სელტასთან" თამაშის გამოძახილი

    "სელტასთან" შეხვედრამ, პირველ რიგში, განგვაწყო ისე, როგორც ვიყავით განწყობილნი "ბაიერნთან" საპასუხო ნახევარფინალის წინ, 2013 წელს. მაშინ, "ბარსას შანსი აღარ ჰქონდა ფინალში გასასვლელად, მით უმეტეს, მესის გარეშე, ამიტომ ყოველი გაშვებული გოლი, უფრო ზრდიდა ძირეული ცვლილებების შანსს, რასაც გულშემატკივართა უმრავლესობა მოითხოვდა. გუნდი დემორალიზებული იყო, მაგრამ ამას ჰქონდა თავის მიზეზი, "ბარსას" შუა სეზონში ტიტო გამოაკლდა და ყველაფერი აირია, სათავეში მივიღეთ ფიზკულტურის მასწავლებელი, რომელიც არაფრის გაგებაში არ იყო და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არც ჰქონდა პრეტენზია, რომ რამე ესმოდა.

    ახლა, არაფერი გაუთვალისწინებელი არ მომხდარა, მაგრამ გუნდი მაინც დემორალიზებულია და ისევ იგივე შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სათადარიგოთა სკამზე, ისევ ფიზიკური მომზადების მწვრთნელი ზის, რომელსაც მხოლოდ ის შეუძლია, რომ თავში ხელი შემოირტყას.

    ანალოგიური განწყობა შეინიშნება "ბარსას" ფანებში, ქომაგები მზად არიან, დათმონ ტიტულები, ოღონდ მოხდეს ძირეული ცვლილებები. მათ ურჩევნიათ წაგებულმა თამაშებმა, სეტიენი და ბართომეუ შეიწირონ, ვიდრე მესის ხარჯზე მოვიგოთ და გავაგრძელოთ თავის მოტყუება, რომ ყველაფერი რიგზეა.

    ნაჩქარევი გადაწყვეტილებები

    რობერტ ფერნანდესი რომ კლუბის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სპორტული დირექტორი იყო, ამაზე უკვე დაგვიწერია. თანამდებობის დატოვების წინ, კლუბს, საკონტროლო გასროლა გაუკეთა და ვალვერდე დაგვატეხა თავს.

    ვალვერდემ "ბარსაში" ბასკური საფეხბურთო ფილოსოფია მოიტანა, ბასკური საფეხბურთო ფილოსოფია კი გადარჩენის ფილოსოფიაა. წლების განმავლობაში, "ბილბაო" მხოლოდ ბასკი ფეხბურთელებით თამაშობს, ყოველ სეზონში თავს საფრთხეში იგდებს და მათი საფეხბურთო ხედვაც ასეთია - მაქსიმალური პრაგმატიზმი, იმისათვის, რომ გადავრჩეთ! (ანუ არ გავვარდეთ).

    შესაბამისად, "კამპ ნოუზე" ვუყურებდით "ბილბაოს", ოღონდ მესისთან ერთად. პირველივე სეზონში გამოჩნდა, რომ ვალვერდეს დანიშვნა შეცდომა იყო, მაგრამ ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგო, "კლასიკოები" კარგად ჩაატარა და პოსტი შეინარჩუნა.

    არადა, ყველას გვახსოვს რომი.

    რა დაგვავიწყებს?!

    როდესაც ერნესტოს პასუხი მოთხოვეს ამ კატასტროფისთვის, ფეხბურთელებმა ყველაფერი თავის თავზე აიღეს, ყველაფერი, ჩვენი ბრალიაო.

    მეორე სეზონში, მოხდა იგივე, ერთგვარი "დეჟა ვუ".

    დამაჯერებლად მოგებული ჩემპიონატი, კარგად ჩატარებული "კლასიკოები" და კატასტროფა ლივერპულში. ამჯერადაც იგივე პასუხი მივიღეთ, ფეხბურთელებმა საკუთარი თავი დაადანაშაულეს, არ ვიცი რა მეთოდები ჰქონდა ვალვერდეს, მაგრამ შემადგენლობა, ბოლომდე მხარს უჭერდა, შეიძლება ყველა არა, მაგრამ კაპიტნებისგან სრული მხარდაჭერა ჰქონდა.

    ასე რომ, მისი დათხოვნის მეორე შანსიც, ხელიდან გაუშვეს.

    აი მესამე სეზონში კი ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს. ნაჩქარევი იყო ის, რომ ვალვერდეს კარისკენ ჯერ კიდევ მაშინ მიუთითეს, სანამ მის შემცვლელს დაიბევებდნენ. როგორც რივალდომ აღნიშნა, კლუბმა ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ, რომ მხოლოდ მესამე კანდიდატი დაითანხმა. (კუმანის და ჩავის შემდეგ). შუა სეზონში ასეთი ცვლილება ყოვლად გაუმართლებელია, ამას მხოლოდ მაშინ ექნებოდა გამართლება, თუ მწვრთნელად ჩავი მოვიდოდა, კაცი, რომელმაც "ბარსას" თითოეული დეტალი, ანბანივით იცის.

    ამიტომ უხაროდა ყველას ერნესტოს წასვლა, მაგრამ ჩავის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს და მივიღეთ ფერმერი. ვაის გავეყარე და უის შევეყარეო, სწორედ ამაზეა ნათქვამი.

    პატარა კაცი, დიდ კლუბში

    როგორც აღვნიშნე, ფეხბურთელები ვალვერდეს ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ. არ ვიცი, ეს რამ განაპირობა, ჩვენ მხოლოდ თამაშებს ვუყურებთ, საწვრთნელი პროცესი, როგორც წესი, ყურადღების მიღმა რჩება, მაგრამ ფაქტია, რომ ერნესტომ ფეხბურთელების სიყვარული დაიმსახურა, სეტიენი კი ამას ვერ ახერხებს და არა მგონია, ოდესმე მოახერხოს.

    კიკე სეტიენი, არ უხდება "ბარსელონას", მაგრამ ძალიან უხდება ბართომეუს, იმიტომ, რომ არც ერთი და არც მეორე, არ დაბადებულან დიდი საქმეებისთვის და რომ არა ერთი, ვერც მეორე აღმოჩნდებოდა იქ, სადაც აღმოჩნდა.

    ბართომეუს გაპრეზიდენტება, როსელის დაპატიმრების შედეგია, ფერმერის მოყვანა კი, ბართომეუს დანიშვნის შედეგი. ეს ჯაჭვი, სწრაფად არის გასაწყვეტი, თორემ ღუზას ჩაუშვებს და "ბარსელონას" "ტიტანიკის" სიღრმემდე ჩაძირავს.

    "სელტასთან" თამაშს რაც შეეხება, გუნდმა "მაღალი პრესინგი" ითამაშა, მიუხედავად ამისა ბევრი მომენტი მაინც ვერ შექმნა, ორივე გოლი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ცხრიანის, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავიდა. "ბარსა" ვერ ახერხებს შეტევების ორგანიზებას და ვალვერდესგან განსხვავებით, სეტიენმა ვერც დაცვის ორგანიზება შეძლო.

    სამაგიეროდ, მის ასისტენტს, ედერ სარაბიას, აქვს პრეტენზია, რომ ყველაფერს სწორად აკეთებენ, მაგრამ ფეხბურთელებს რაღაც არ ესმით.

    ფეხბურთელებს, რომლებსაც ფეხბურთში ყველაფერი ნანახი და გამოცდილი აქვთ, იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც, რაღაც ახალიც კი მოიგონეს და შემატეს სპორტის ამ დიდებული სახეობას, რომლებმაც ყველანაერი მოგებისა და წაგების გემო იციან, თურმე, "სანჩო პანსას" ფილოსოფიის არ ესმით.

    ბართომეუ და მესი

    ამ გვარების ერთად ხსენება, უკვე ტრაგედიაა. ჩვენ ვსაუბრობთ, ბევრის აზრით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელზე და კიდევ უფრო მეტის აზრით, მსოფლიოს ყველა დროის, ყველაზე ცუდ საფეხბურთო მენეჯერზე.

    არ იქნება გადამეტებული, თუ ვიტყვი, რომ ბართომეუმ, მესის კარიერის 4 წელი შეჭამა და მეხუთე წელი აქვს თეფშზე გადაღებული.

    განგებამ ასე ინება, ეს ორი სასწაული, ერთად, ერთ ეპოქაში შეჰყარა ერთმანეთს. რა ბარიერი არ გადაულახავს ლიონელ მესის?! რა არ ჩამოუტოვებია და ვინ არ დაუმარცხებია, მაგრამ ბართომეუს ხელში რომ მაინც იგებდა ტიტულებს, ეს მისი გენიალობის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი, დამადასტურებელი საბუთია.

    ძია ალბერტი, ამბობდა, - "გენიალობას აქვს ლიმიტი" - და ჩვენ ვხედავთ, რომ ნამდვილად ასეა, ის რაც მესიმ, განვლილ წლებში გვანახა, გენიალობის მაქსიმუმი იყო, ამაზე მეტი ვინ რა უნდა გვაჩვენოს?!

    ძია ალბერტი კი, იქვე დასძენს - "მაგრამ, იდიოტიზმს არ აქვს საზღვრები!" - და აქვე ვხვდებით, რომ ბართომეუს ყველაფერი არ უჩვენებია, ამ მხრივ მისი პოტენციალი განუზომელია, ყოველ ჯერზე გგონია, რომ შესაძლებლობები ამოწურა, მაგრამ ყოველთვის ახერხებს უფრო და უფრო დიდი სისულელის გაკეთებას.

    გამოსავალი

    ეს ყველაფერი არ არის, ამ კაცს, საპრეზიდენტო ვადა, 2021 წლამდე აქვს. ამჟამად ეს არის კლუბის განვითარებისთვის, ყველაზე შემაფერხებელი ამბავი, რადგან ბართომეუს კლუბში ყოფნამ, შესაძლოა, შეაფერხოს გვარდიოლას დაბრუნება, ჩავის მოსვლა, ტენ ჰაგის მოწვევა, ის ხომ ტენ ჰაგს არც განიხილავდა, სამაგიეროდ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ვალერი გაზაევს ჩააბარა კლუბი, სეტიენზე ნაკლებია თუ რა?!

    საუკეთესო გამოსავალი, დიდი ხანია ვიცით - ეს ვადამდელი არჩევნებია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ კატალონიაში, ამჟამად, სულ სხვა რამით არიან დაკავებულნი.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Bakero Culé [?]

    29 ივნისი 2020 15:41

    ფეოლა 👌 👍 👍 👍 👍 👍

    1
    გასულია
    cezo45 Culé [?]

    29 ივნისი 2020 11:59

    ამასთან შედარებით ვალვერდე მაღალი დონის ტრენერია :))ისე თუ ასე ფეხბურთელები პატივს სცემდნენ ლალიგას სულ იგებდა ტიპი თან ერთი სეზონი ისევე ჩაატარა რომ მგონი მხოლოდ ერთი თამაში წააგო და სულ ცოტა დააკლდა რომ ოქროს ლალიგა მოეგო წაუგებლად ტიპი ზიდანს უგებდა ტაქტიკურად არცერთი ოფიციალური თამაში არ მოაგებინა რეალს აი უბრალოდ ლიგაზე ის ორი საბედისწერო თამაში მართლა ძაან ცუდად გვახსოვს ყველას ისიც იმიტომ მოხდა რომ ალბათ სადღაც ფეხბურთელების ბრალიც იყო დიდი ანგარიშებით მოგებული თამაშების მერე სერიოზულად არ უდგებოდნენ რომასთან და ლივერპულთან შეხვედრებს თორე იქაც უპრობლემოდ გავიდოდა ჭიან3ველა :))) ვალვერდეს არ ვიცავ რადიკალურად სხვა ფილოსოფიის ტრენერია და საერთოდ არ ჯდება ბარსელონას სტილში მაგრამ ფაქტია მაგ კაცს შედეგი ქონდა და რავი რო დააბრალო გარდა იმ ორი თამაშისა? ბართომეოზე რაუნდა დავწერო არც ვიცი უკომენტაროდ და ბევრი მსჯელობის გარეშე გასაშვებია. ლაპორტაა ისევ მოსაყვანი გუნდში სწორედ მაგ კაცის დროს მუშაობდა ბარსას აკადემია წარმატებულად ლაპორტას დამსახურებაა რონალდინიოს, ანრის, დეკუს, პიკეს, დავიდ ვილიას მოსვლა და კიდევ ბევრის არმინდა გამომრჩეს ვინმე, ტიპი იმენა სვამდა ტრანსფერს და ზუსტად იცოდა ვინ გაამართლებდა ბარსას სტილს და ვინ ვერა..იმედია ლაპორტაა მოვა ისევ ♥️

    6
    გასულია
    რიკი პუჩი წევრი [?]

    29 ივნისი 2020 11:48

    პერესი რომ არა ბრატ, მსაჯრიდი ყველა თამაშს წგებდა. ქობულეთის შუქურაც გადაუვლიდა.
    ციტატა: MALUMA
    ისე ახლა ვნახე რეალის და ბარსას კალენდარი და რეალმა ბილბაოსთან თუ წააგო და ჩვენ ყველა თამაში მოვიგეთ ერთადერთი შეიძლება გაგვიჭირდეს ახლა ატლეტიკოსთან უეჭველი ჩემპიონები ვართ!

    0
    --------------------
    პერესმა ჩააწყო
    ვალვერდე კაცი იყო
    არ უნდა ჩათვლილიყო
    მესუ განძუ კრიშტუ ბანძუ
    უეჭვ მოსაყვანია
    დემბუზ მოიხოდე
    ნეი დააბრუნეთ
    ფერმიდან მოვდივარ
    #აჭკარიკout
    გასულია
    Pablos ar abia წევრი [?]

    29 ივნისი 2020 11:47

    ციტატა: MALUMA
    ისე ახლა ვნახე რეალის და ბარსას კალენდარი და რეალმა ბილბაოსთან თუ წააგო და ჩვენ ყველა თამაში მოვიგეთ ერთადერთი შეიძლება გაგვიჭირდეს ახლა ატლეტიკოსთან უეჭველი ჩემპიონები ვართ!

    აზრი არაქვს რეალის ყველა თამაშს ვუყურე და თითქოს ფლეშკორზე კი 1 გოლით იგებენ მარა რეალურად იქამდე უტევენ სანამ არ გაუტანენ და მერე უბრალოდ ისვენებენ. შესაბამისად არამოგონია რეალს ვინმესთან გაუჭირდეს და აი ის რო ბარსა ყველას მოიგებს შანსი არაა (:

    3
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    29 ივნისი 2020 10:43

    იდეალურადაა შეფასებული პერესიჩის მოღვაწეობა,ბრავო ავტორს👏👏. იმედია ზაფხულში წაეთრევა უთავმოყვარეო ნა......რი და ლაპორტა ან ფონტი ჩაიბარებს პრეზიდენტის პოსტს. დაკარგულს ვეღარაფერი დააბრუნებს(მესის წლებს ვგულისხმობ),მაგრამ,იმედია 1 ტრიპლეტს კიდევ მოიგებს კარიერის დასრულებამდე.

    1
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Flying Johan გულშემატკივარი [?]

    29 ივნისი 2020 10:28

    ციტატა: Iniesta. And messi
    იმედია კიკე ისწავლის წინა თამაშებიდან რამეს და გუნდს აამოძრავებს


    წინა ყველა მატჩიდან :დ

    1
    გასულია
    Iniesta. And messi წევრი [?]

    29 ივნისი 2020 09:39

    იმედია კიკე ისწავლის წინა თამაშებიდან რამეს და გუნდს აამოძრავებს

    1
    გასულია
    რივალდო-მესი გულშემატკივარი [?]

    29 ივნისი 2020 08:47

    ვაუვ👍 საღოლ ავტორ. ზუსტი შეფასებაა. უბრალოდ მარტო ბართო არ არის იდიოტი მტერი, ბორდი არ უნდა დავივიწყოთ. მათზეც არის პასუხისმგებლობა გადანაწილებული. თუ ვთანხმდებით, რომ ეს იდიოტი თან მტერიც არის კლუბის, ვინც ამას ეს წლები შეარჩინა ისინიც დამნაშავეები არიან.+ ფარჩაკი კატალონიელები, რომლებსაც ჩემდა გასაკვირად არც კორონამდე არ უქნიათ არაფერ. ჰეშტეგ ბართლომეო აუტის გარდა. არაფერი გაუკეთებიათ ბარსას გადასარჩენად. ახლაც ამ კაცმა თუ 2021 წლამდე მიაღწია კიდევ ბევრ სიბოროტეს დამართებს გუნდს.კიდევ ერთხელა მალადეც ავტორ.

    2
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    29 ივნისი 2020 04:45

    ციტატა: uncrowned king
    ამ.ცხოვრებაში ყველას თავისი ფუნქცია აქვს "დიდი საქმის გასაკეთებლად კი დიდი საქმის ადამიანი უნდა აირჩიო" ბარსას შეფობას ზუსტად ეს შეეშალა პერესმა იგივე გააკეთა შუა სეზონში მაგრამ დიდი საქმე "დიიდ პროფესორს ჩააბარა"


    Agree.
    გეთანხმები, ის კაცი მიიყვანა, ვინც რეალში ყველაფერი იცოდა, თან ჯერ ჟოზეს, მერე ანჩელოტის ასისტენტი იყო. რისკის ფაქტორი თითქმის არც ყოფილა საერთოდ.

    ამან რა ქნა.. 🤦‍♂️

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge