როგორი იქნებოდა იდეალური "ბარსელონა" მომდევნო სეზონში

  • 28-06-2020, 15:59
  • როგორი იქნებოდა იდეალური "ბარსელონა" მომდევნო სეზონში

    არავისთვისაა დასამალი ის ფაქტი, რომ დღევანდელი ფორმაციის "ბარსელონა" ბოლო 12-13 წლის მანძილზე ყველაზე უსახური გუნდია და არც შედეგია სახეზე.

    ერნესტო ვალვერდეს გაშვების შემდეგ გუნდში წინსვლის ნაცვლად აშკარა უკუსვლა იგრძნობა, მთავარ პრობლემად ისევ ნახევარდაცვა რჩება. კიკე სეტიენის გუნდს საგრძნობლად უჭირს მაღალ ტემპში თამაში და სწრაფი შეტევები. ერთადერთი, რაც მათ გამოსდით, არის უამრავი და არაფრისმომცემი პასი.

    ყველაფერი, რაც დღეს გუნდში ხდება, არის მხოლოდ და მხოლოდ კლუბის ხელმძღვანელობის ბრალი. ერნესტო ვალვერდეს გაშვების დროსაც კი ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა კლუბის პერზიდენტმა, რომელმაც მას გასულ სეზონში "ლივერპულთან" მარცხი აპატია და შემდეგ, შუა სეზონში, "ატლეტიკოსთან" სუპერ თასზე განცდილი მარცხის შემდეგ გაუშვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვალვერდეს უკანასკნელ შეხვედრაში "ბლაუგრანა" საკმაოდ ხარისხიან ფეხბურთს თამაშობდა, იყო ხარვეზები დაცვაში, რის გამოც მივიღეთ მსგავსი შედეგი. ყოველ შემთხვევაში, კიკე სეტიენის გუნდი მსგავსი ხარისხის თამაშის ჩვენებისგან ჯერ ძალიან შორსაა.

    ერნესტო ვალვერდემ რაც იცოდა, იყო ის, რომ ესპანეთის ჩემპიონატში ისეთ შედეგებს აჩვენებდა, რომელიც პეპ გვარდიოლასა და ლუის ენრიკესაც კი შეშურდებოდათ. ბასკი სპეციალისტი, კლუბის მწვრთნელობის პერიოდში, ფაქტობრივად მუდმივად ლა ლიგის სათავეში იყო, გუნდიდანაც ისე გაუშვეს, რომ, დღევანდელობისგან განსხვავებით, "ბარსელონა" გათამაშების ლიდერი იყო.

    მან ასევე შესანიშნავად იცოდა "ელ კლასიკოს" თამაში. ვალვერდეს პირველი სუპერ თასის შემდეგ, "რეალთან" მატჩი არ წაუგია და ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას იგებდა, თან, არც თუ ისე მცირე ანგარიშით.

    ბართომეუ ვალვერდეს გაშვების მომენტში აშკარად დაბნეული იყო, თითქოს თავიდან სურდა ჩავის დანიშვნა, კიდევ ჰქონდა რამდენიმე ვარიანტი და ბოლოს კიკე სეტიენი მოიყვანა. ანუ, რეალურად, კლუბმა ლა ლიგის ორგზის მოქმედი ჩემპიონი მწვრთნელი ისე გაუშვა გუნდიდან, რომ კლუბის მომავალი გარკვეული ჯერ კიდევ არ ჰქონდა.

    "ბარსელონას" პრობლემა არ არის მხოლოდ სამწვრთნელო შტაბი. ცალსახაა, რომ შემადგენლობაშიც ძირეული ცვლილებებია ჩასატარებელი.

    ახლა კი განვიხილოთ, "ბარსელონას" რესურსის ფონზე, როგორაა შესაძლებელი მომდევნო სეზონის წინ იდეალური შემადგენლობის დაკომპლექტება.

    უპირველეს ყოვლისა, "ბარსელონას" ვალდებულებაა იზრუნოს ისეთი მწვრთნელის მოყვანაზე, რომელსაც შესწევს ძალა გუნდის ჭაობიდან ამოყვანის. იმის ფონზე, რომ "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთეს, "ბლაუგრანას" სწორი მენეჯმენტის ფონზე (რაც ცოტა რთული წარმოსადგენია) არ უნდა გაუჭირდეს პეპ გვარდიოლას დათანხმება, თუმცა ისიც ვიცით, რომ ეს უკანასკნელი ბართომეუს დაქვემდებარებაში ყოფნაზე ნამდვილად არ ოცნებობს.

    ნახევარდაცვის ხაზში ასევე დიდი ცვლილებებია საჭირო, გუნდმა სულ მცირე 2 უძლიერესი ნახევარმცველი უნდა მოიყვანოს, თუმცა ეს არ უნდა იყოს პიანიჩი.

    "ბარსელონას" საკმაო რესურსი აქვს იმისათვის, რომ სატრანსფერო თანხა გამოიმუშაოს, გუნდმა ფაქტობრივად უკვე გაუშვა არტური, პიანიჩის მოყვანის შემთხვევაში კი ეს თანხა წყალში ჩაიყრება (80 მლნ. ევრო).

    ტიაგო ალკანტარა "ბაიერნს" ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება, იქედან გამომდინარე, რომ მას ხელშეკრულება გერმანელებთან მომდევნო ზაფხულს ეწურება, მისი ტრანსფერი ძვირი არ უნდა დაჯდეს. მართალია, არც ტიაგოა პატარა ბიჭი, თუმცა რამდენიმე წელი უმაღლეს დონეზე თამაში და "ბარსას" ცენტრის გამოცოცხლება აშკარად შეუძლია.

    "სიტის" დისკვალიფიკაციის ფონზე, შეიძლება ამით სარგებლობა და რომელიმე ნახევარმცველის გადაბირება, იდეალურ შემთხვევაში ეს იქნებოდა კევინ დე ბრუინი, ბელგიელის კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი. ზემოთ ნახსენები 2 ტრანსფერის განხორციელება მხოლოდ პეპ გვარდიოლას მოსვლის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.

    თავდასხმაში გუნდს შეუძლია ნეიმარის დაბრუნება, თუმცა მასზე უფრო პრიორიტეტული ამ ეტაპზე ნახევარდაცვის გამოცოცხლებაა, ასევე მოსაყვანია ცენტრფორვარდი, თუმცა ლუის სუარესი მინიმუმ 1 სეზონი ძირითად შემადგენლობაში ადგილს არავის დაუთმობს.

    დაცვის ხაზშიც შეიძლება კორექტირების შეტანა, თუმცა არსებული რესურსითაც შესაძლებელია წარმატების მიღწევა.

    "ლურჯ-ბროწეულისფრებს" შეუძლიათ რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება იმისათვის, რომ ზემოთხსენებული ტრანსფერებისთვის ფული გამოიმუშაონ, კერძოდ: რაკიტიჩი, ვიდალი, კოუტინიო, დემბელე, გრიზმანი.

    "ბარსელონას" იდეალური შემადგენლობა, თან ისე, რომ რეალობას არ მოვწყდეთ, ასეთი იქნებოდა:

    მეკარე: ტერ შტეგენი

    მცველები: სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა

    ნახევარმცველები: დე იონგი/ბუსკეტსი, ტიაგო, დე ბრუინი

    თავდასხმა: მესი, სუარესი, ნეიმარი

    მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

    მწვრთნელის ასისტენტი: ჩავი ერნანდესი

    მთავარი ალბათ მაინც პეპ გვარდიოლას დათანხმებაა, ამის შემდეგ კი მან ყველაზე უკეთ იცის, როგორ ჩამოაყალიბოს მსოფლიოში საუკეთესო კლუბი, მით უმეტეს, მესისთან ერთად.

    "ბარსელონას" მეორე მიზანი უნდა იყოს 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბართომეუს (ადამიანი, რომელმაც შეძლო და გაანიავა მესის საუკეთესო წლები) გაშვება, რომელიც ალბათ ისედაც რეალურია და კარგი იქნება, თუ მომავალი პრეზიდენტი ვიქტორ ფონტი იქნება. მოვლენების მსგავსი განვითარების შემთხვევაში, ეს იქნებოდა "ბარსელონას" იდეალური 1 წელი.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Don_Andresito [?]

    28 ივნისი 2020 23:22

    ბერნარდო სილვა

    0
    გასულია
    alen halilovic ფანი [?]

    28 ივნისი 2020 20:55

    არ ვაპირებ არგუმენტაციას, მარა ჩემი აზრით პუჩის ადგილზე სხვა ვარიანტების განხილვა უნდა ავკრძალოთ

    1
    გასულია
    rivaldo80 ფანი [?]

    28 ივნისი 2020 20:04

    რა ნეიმარი ხალხნო ცოტა გონს მოეგეთ დავა ქონდა სასამართლოში რა უნდა ნეიმარს აქ რა იულიზიებშო ხართ სასაცილოაა

    2
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    28 ივნისი 2020 18:53

    იიფ მაგას სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენ

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    basa7 ფანი [?]

    28 ივნისი 2020 18:52

    შენ შემოგევლე ოცნებებში:))))))))))

    რაღაც კაი სიზმარი გაქ ნანახი უეჭველი:))))))))))))))

    0
    გასულია
    Lasho წევრი [?]

    28 ივნისი 2020 18:32

    ვან დე ბეეკი!!! აგრესიულია, ართმევაზე კარგია, მშრომელია, ბევრი გოლი გააქვს.. იდეალური ვარიანტია დე ბრუინის შემდეგ

    0
    გასულია
    Albicelecte ფანი [?]

    28 ივნისი 2020 17:43

    შუა ხაზია საჭირო სწრაფი და აგრესიული, რომ ლეოს არ უწევდეს გადაჯდომით მგზავრობა ბარსელონადან როსარიომდე ბურთის ამოსატანად 😄
    ფლანგებია საჭირო ძალიან სწრაფი და შემტევი, დაზღევაზე რომ ასწრებდნენ ჩამოსვლას და პრესინგზაც რომ ქაჩავდნენ

    არტურის გაყიდვა იმიტომ გახდა საჭირო, რომ მხოლოდ 65 წუთი შეეძლო საშუალო ტემპში სირბილი, ამ დროს 90 და თუ საჭირო გახდა, 120 წუთინუნდა ირბინოს მაგ ასაკის ფეხბუღტელმა
    დე იონგიც ვნახოთ, თუ იგივე ვერ შეძლო, მაშინ მოუწევს მსგავსი გზის გავლა და ძმაკაცის გვერდით ბურთის გაგორება
    პუჩის რომ ვუყურებდი, დარბოდა, არ გაჩერებულა, აპრესინგებდა და ფეხზეც აეწებებოდა საჭიროების შემთხვევაში მოწინააღმდეგეს
    საქმე საქმეზე რომ მიდგეს, 11-12 კილომეტრის დაფარვა უნდა შეძლოს ნორმალურმა მოთამაშემ, თუ რამე, მეტისაც
    ფიზიკას და ტემპს ვერ უძლებ? შედეგს დაემშვიდობე! პასები? პასებს რაიოც აკეთებდა და ბურთსაც ფლობდა...
    ჯეკას შემცვლელიც საჭიროა, ყველა თამაშს სათანადო დონეზე ვერარ ჩაატარებს ჩვენი ცუგა, ასაკი თავისას შვრება

    1
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    28 ივნისი 2020 17:40

    სასტარტო ხალხი მარტო
    მესი-დეიონგი-შტეგენია

    ნუ ჰაჰა ლენგლეც ჯანდაბას.

    2
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    გასულია
    davidus2020 ფანი [?]

    28 ივნისი 2020 17:22

    ბართოსია რათქმა უნდა დამნაშავე,რომ დღეს ბარსა ამ მდგომარეობაშია,ენრიკე გაუშვა და ვალიკო მოიყვანა,ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა ბოლო ათ წელიწადში,სეტიენი რა ,რომელი პეპეა რომ გუნდი გააღვიძოს ,არც მაგის ავტორიტეტი აქვს და არც გამოცდილება,ბარათის რომ ბარსა უყვარდეს ან თავმოყვარეობა ქონდეს მისით წავიდოდა.მაგრამ მაგას ფულის გარდა რამე არ აინტერესებს

    1
    გასულია
    რივალდო-მესი გულშემატკივარი [?]

    28 ივნისი 2020 16:48

    ესენი სანამ არ წავლენ ბართო ბორდის ნახევარზე მეტთან ერთად არაფერი საშველი არ უქნება.

    1
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    28 ივნისი 2020 16:30

    ისე გრიზმანის გამოყენება კარგად შეგვიძლია მაგრამ მწვრთნელს ტრაკი არ აქვს რომ გარისკოს,გრიზმანი ნახევარ დაცვაში დაწიოს და სიღრმიდან ათამაშოს და მესისაც აღარ მოუწევს ხშირად უიან ჩამოსვლა და შეეცდება გრიზმანიც რომ ამოიტანოს ბურთი საფრანგეთში მშვენივრად იყო მაგ პოზიციაზე და მაგ შემადგენლობის და წყობის წყალობით იყომ რომ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ზაფხულში პრე სეზონი რომ ყოფილიყო რაღაც შეემადგენლობებსი დატესტვა შეიძლებოდა და გარისკავდა უტრაკო მწვრთნელიც კი მაგრამ ახლა არის რისკიანი მწვრთნელი საჭირო რომ არ ეშინოდეს შემადგენლობის ცვლილება და გარისკვა

    4
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    28 ივნისი 2020 16:28

    მთვარეზეც ვქნათ

    3
    --------------------
    Leo Messi - The GOD of football!

    We 61D it!

    ForçaBarça
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    28 ივნისი 2020 16:15

    გვარდიოლა თუ დაბრუნდა ეგ იქნება ბარსას ყველაზე მაგარი ტრანსფერი, ნეტა როგორ უძლებს ასეთი ბარსას ყურებას?! ვან დე ბეკია მოსაყვანი და არანაირი ნეიმარი,წინა ხაზი საკმარისად ძლიერია,ფატი კიდევ მოუმატებს მომავალ წელს და ტრინკაოც შვენიერი ბიჭია,დემბოს იმედიც მაქ. გვარდი თუ არა,მაშინ ხავი უნდა მოვიდეს აუცილებლად. პრეზიდენტად კი ლაპორტა გაასწორებდა და იმედია მოიგებს.

    2
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    საიტზეა
    NeymardaSilva წევრი [?]

    28 ივნისი 2020 16:11

    ფიფას კარიერა ხომ არ არის რეალობაა ეს და ვფიქრობ რომ ასეთი საშინელი პრეზიდენტის ხელში ასეთი გუნდის ყოლა შეუძლებელია

    3
    გასულია
    BEQA BARCA ფანი [?]

    28 ივნისი 2020 16:10

    თუ ესეთი გუნდი აეწყო მომავალ სეზონში ტრიპლეტი ჩვენია.

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge