მეფე იუბილარია!

  • 24-06-2020, 13:34
  • მეფე იუბილარია!

    ლეო 33 წლის შესრულდა, ამ რიცხვის გაგონებაზე გულიც სხვანაერად იწყებს ფეთქვას, თან გეამაყება, რომ 15 წელია მოედანზე დაფრინავს და ამდენი ხანი, ასეთი ხარისხის ფეხბურთი არავის უთამაშია, თან ხვდები, რომ უკვე სადღაც ბოლოსკენ მიდის და მისი მაჩვენებლებიც ისე დაიწყებს კლებას, როგორც სისწრაფე მოაკლდა.

    ეს ნიშნავს, რომ ადამიანია, მართალია ადამიანურ შესაძლებლობებს გადააჭარბა და ახალ საფეხურზე აიყვანა, მაგრამ დროსთან მიმართებაში, სხვადასხვა კულტურის ღმერთებიც, მოკვდავებად იქცევიან ხოლმე.

    თითქოს ყველამ ვიცით, ვინ არის მესი, მაგრამ ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში, ჰომეროსმა გვითხრა, რომ ღმერთის საყვარელ გმირებზე არაფერი ვიცით.

    როდესაც ჰომეროსმა "ილიადა" დაწერა, სურდა, რომ ყველას კარგად სცოდნოდა, თუ რა დონის გმირი იყო აქილევსი, ამიტომ დამალა. ბრძოლა აქაველებსა და ტროელებს შორის ისე მიმდინარეობდა, რომ აქილევსი უბრალოდ კარავში იჯდა, მხოლოდ ბოლოს, მე-17 თავში ერთვება ბრძოლაში და მაშინვე ვხედავთ სხვაობას, აქილევსამდე და აქილევსის შემდეგ.

    ღმერთის საყვარელი გმირების ძალა, ყველაზე უკეთ ჩანს მაშინ, როცა ისინი ბრძოლაში არ მონაწილეობენ. ალბათ ჩვენც, მხოლოდ მაშინ გავიგებთ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, როცა მესი მოედანზე აღარ ირბენს.

    ვუსურვებ, რომ კიდევ ერთხელ გვენახოს დიდი მწვრთნელის ხელში, მის კარიერაში ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა, მისი კარიერის ერთადერთი დიდი მწვრთნელი პეპ გვარდიოლაა, მხოლოდ მის ხელში გახდა უკეთესი ფეხბურთელი, ვიდრე იყო, დანარჩენი მწვრთნელების შემთხვევაში მოხდა პირიქით, ისინი გახდნენ მესის დახმარებით უკეთესი მწვრთნელები, ვიდრე იყვნენ.

    ვუსურვებ, რომ არგენტინის ნაკრებში თამაშისგანაც, სიამოვნება მიიღოს.

    ვუსურვებ, რომ პელეს რეკორდიც უკან მოიტოვოს, რეკორდები იმისთვის მყარდება, რომ ვინმემ, ოდესმე, მოხსნას, მესიზე უკეთესი კი ამ რეკორდს, ვერავინ მოხსნის.

    რაც უფრო ხშირად ვუყურებ, დაბრძენებულ მესის, რომელიც მოედნის სიღრმიდან ანაწილებს ბურთს, მით უფრო მენატრება ადრეული მესი, რომელიც რეაქტიული სისრაფით მიაწყობდა მცველებს ერთმანეთზე და მიკარების საშუალებასაც არავის აძლევდა.

    მისი გამოჩენის მსგავსი ბომბი, მე პირადად არ მახსოვს. ამბობენ, რომ "ფენომენოს" ევროპაში გადმოსვლას, 18 წლის ასაკში, იგივე ეფექტი ჰქონდა, ეჭვიც არ მეპარება, რომ ასე იქნებოდა, უბრალოდ მესის ეფექტი, უკვე 15-16 წელია გრძელდება.

    მისი სახელი კი ისევე გაუძლებს საუკუნეებს, როგორც აქილევსის გმირობები შემოგვრჩა. 

    Long live the KING!

    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: ლიონელ მესი
    კომენტარები [ 12 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    BEQA BARCA ფანი [?]

    24 ივნისი 2020 23:12

    გილოცავ და მსოფლიოს მოგებას გისურვებ ლომოო. GOAT.

    1
    გასულია
    me da barca Culé [?]

    24 ივნისი 2020 19:58

    33 წელი, ქრისტეს ასაკი.
    გილოცავ ლეო!

    2
    გასულია
    Alien messi გულშემატკივარი [?]

    24 ივნისი 2020 19:08

    ვულოცავ ლეგენდას და მაგარ ადამიანს მაგრამ ჩემთვის ძალიან რთულია იმის შეგუება რომ ეს მისი 33-ე დაბადების დღეა😔

    1
    გასულია
    Johan Cruyff 14 Culé [?]

    24 ივნისი 2020 18:50

    დაბადების დღეს გილცავ ლეო <3

    1
    გასულია
    Iniesta. And messi წევრი [?]

    24 ივნისი 2020 16:54

    თუ ვინმეს უწოდებთ ფეხბურთის ღმერთს სწორედ ეს ლეონელ ანდრეს მესია მადლობა მესისა და კიდევ ერთხელ მოლოცვა ჩემგან

    2
    გასულია
    KING_BARCA Culé [?]

    24 ივნისი 2020 16:01

    გილოცავ ლეო! მადლობა იმისთვის რასაც აკეთებ,არამარტო ბარსელონას გულშემატკივრებისთვის,არამედ ყველა ფეხბურთის მოყვარული ადამიანისთვის...ჩამოდი კაი პური ვჭამოთ ))) კაი ხინკალი კაი მწვადი)))) მრავალს დაესწარი❤️

    3
    --------------------
    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......
    გასულია
    duggu ფანი [?]

    24 ივნისი 2020 15:24

    გილოცავ ლომო, ნეტავ 19 წლის იუბილეს გილოცავდე ❤❤❤

    5
    გასულია
    ani-barca10 Culé [?]

    24 ივნისი 2020 14:35

    მინიმუმ 8 ოქროს ბურთი უნდა ქონდეს კარიერის ბოლოს რომელ რეკორდსაც ვერავინ მოხსნის :დ

    6
    --------------------
    38 წლის ფედერერმა ჯოკოვიჩი გაიფინა :დდდ https://m.youtube.com/watch?v=AlEShGJvIrg

    ბარსელონა რეალს იფენს მუდამ

    21 საუკუნე, პიკე 36 ტიტული > რეალი 22 ტიტული

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    24 ივნისი 2020 13:51

    ციტატა: Shakespeare1
    დიახ, სოწრედ ამ დღეს,სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის წინათ, არგენტინის ერთ-ერთ პატარა ქალაქში,როსარიოში,დაიბადა მისიე აღმატებულება ფეხბურთი.მისი დაბადებიდან ზუსტად 33 წელიწადია გასული,რა შეგვიძლია ვთქვათ ამ ფეხბურთელზე? -პირველ რიგში,რის თქმასაც არ უნდა ვაპირებდეთ,საუბარი სიტყვა "გენიალურით" უნდა დავიწყოთ,რომელიც მის განვლილ კარიერას სრულიად შეჰფერის.თავი რომ არ შეგაწყინოთ სტატისტიკითა და ციფრებით,რომლებიც თქვენც ჩემზე კარგად იცით,მე შევეხები მესის თამაშის სტილსა და მანერას.მისი მოძრაობები მოედანზე ისეთი უბრალოა,გეგონებათ უბნის სტადიონზე თამაშობს ძმაკაცებთან ერთადო.ლეო 3-4 ფეხბურთელს ისე მარტივად ცდება,რომ ამის მნახველს თქვენც გაგჩენიათ ფიქრად, ამ ყოველივეს მეც ხომ გავაკეთებო.ის,ისეთ ვიწრო შუალედში,სადაც ქარსაც კი გაუჭირდება გასვლა,ისე ესტეთიურად და მსუბუქად გადის,რომ შეუძლებელია ამის შემყურე არ აღფრთოვანდე.თანამედროვე ფეხბურთი,რაც უფრო და უფრო განვითარდა,მით მეტად გარდაიქმნა საჭადრაკო დაფად,სადაც ტაქტიკა ყველაზე და ყველაფერზე მნიშვენლოვანია.რასაკვირველია, ყოველივე ამან გააქრო "ძველი ფეხბურთის" კვალი,რაც გამოხატული იყო ესთეტიურ მოძრაობებში,ლამაზი თამაშის ჩვენებაში,ტექნიკურ მანევრირებაში - ერთი სიტყვით ყოველივე იმაში,რაც სტადიონზე საყურებლად მისულ გულშემატკივარს სიამოვნების განცდას ჰგვირდა.მიუხედავად იმისა,წააგება თუ მოიგებდა მისი საყვარელი გუნდი,ის ნასიამოვნები რჩებოდა ნანახი თამაშით.დღეს ეს ყოველივე ძალზედ იშვიათია.დღეს, საჯარიმოს წინ აშენებული ჩინეთის დიდი კედლის გამო,არავინ დაგძრახავს თუ შედეგი დადე.სამწუხაროდ დღევანდელი საფეხბურთო მოცემულობა ასეთია,თუმცა არსებობენ ფეხბურთელები და პირველ რიგში,მესი,რომელთა სათამაშო სტილი "ძველი ფეხბურთის" თამაშს ჰგავს.არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი,რომ გასულმა ორმა დეკადამ ნათლად გვაჩვენა - მესი თანამედროვე ეპოქაში "ძველი საფეხბურთო სტილის" პატრიარქია.ათლწეულები როცა გაივლის და წარიხოცება თანამედროვე ფეხბურთი თავისი დიდებულებით,გაიხსენებენ მესის პირველ რიგში,როგორც ლამაზი და ესთეთიკური ფეხბურთის მქადაგებელს და არა,როგორც რეკორდსმენს ოქროს ბურთებსა თუ ბუცებში.სწორედ ამიტომ არ არის გადაჭარბებული,რომ ჩემი სიტყვა ასე ხმამაღალი განცხადებით დავიწყე - დიახ,დღევანდეღ დღეს რამდენიმე ათწლეულის წინათ დაიბადა საფეხბურთო მოვლენა და თავად ფეხბურთი მისიე აღმატებულება ლიონელ ანდრეს მესი.

    ამინ!
    თავად შექსპირიც ვერ იტყოდა უკეთ!

    10
    გასულია
    Shakespeare1 გულშემატკივარი [?]

    24 ივნისი 2020 13:49

    12
    --------------------
    #GOAT: 6 ოქროს ბურთი,6 ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება,6 ოქროს ბუცი :)))
    გასულია
    ^Barca-Vision^ ფანი [?]

    24 ივნისი 2020 13:48

    აუუ ნუ ბერდება რა თორე რა გვეშველება ერთი 7 წელი კოდე იყამაშოს მიბაძოს ზლატანს.და მერე ფეხვურთსაც არ ჩამოშორდეს არასოდეს ბარსაში ნახავს საქმეს.მწვრთნელობაზე მარტო ავტორიტეტითაც კი გაქაჩავს ზიდანისნაირად.

    7
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    24 ივნისი 2020 12:58

    მრავალს დაესწარი მეფეო❤❤❤❤

    P.S. რა დროულად შეგვახსენეთ მესის დაბადების დღე😂😂😂😂

    6
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    პარტნიორები
    Flashscore.ge