რა გვანახა "ბილბაოსთან" შეხვედრამ

  • 24-06-2020, 11:34
  • რა გვანახა "ბილბაოსთან" შეხვედრამ

    "ბილბაოსთან" შეხვედრამ ბევრი რამ გვაჩვენა, მაგრამ სანახაობრივი არაფერი ყოფილა. ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, მთავარმა დამრტყმელმა ტრიომ, რომელთაგან ერთს კიდევ დიდი დრო სჭირდება, რომ ფორმაში შევიდეს, მეორეს ძალიან სურდა გოლის გატანა და დაბადების დღის ასე აღნიშვნა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, მესამე კი ისევ ზედმეტი იყო.

    MSG

    ჩვენს წინაშეა ბოლო წლების ყველაზე ცუდი ტრიო. იმ გამორჩეულ, უძველეს ტრიოებს არც შევადარებ, მესი-სუარესი-დემბელეს ტრიოც კი უკეთ გამოიყურება, ვიდრე ის, რაც გუშინ ვნახეთ და მთელი სეზონია ვუყურებთ.

    ის საშიშროება, რომელიც გრიზმანის ტრანსფერის დროს დავინახეთ, ბოლომდე რეალური გამოდგა. მას არ შეუძლია გუნდის ორ ლიდერთან ერთად თამაში, რადგან არც გარემარბია და არც ცენტრფორვარდი, გრიზმანი დაბადებულია იმისთვის, რომ ითამაშოს უკან დახეული ფორვარდის პოზიციაზე, ორ ფორვარდიან ტაქტიკაში, ანუ შეიძლება ითქვას, რომ გუნდის სათამაშო სქემას, ვინც არ უნდა წვრთნიდეს მას, აბსოლუტურად აცდენილია.

    ადრეულ ასაკში, ახერხებდა სხვადასხვა პოზიციებზე წარმატებით თამაშს, მაგრამ ახლა სხვა დროა, მან ძალიან დიდი პერიოდი დაჰყო სიმეონეს ხელში, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო იმ გუნდის წევრი, რომელიც ყველაზე მეტად არის კრეატივს მოკლებული. საერთოდ, "ბარსელონაში", სიმეონეს გუნდიდან ფეხბურთელის გადმოყვანა, ყოველთვის შეცდომაა.

    მაგალითისთვის გამოგვადგება პედრო როდრიგესი, რომელიც ინდივიდუალურად ბევრად დაბალი დონის ფეხბურთელია, ვიდრე გრიზმანი, ისეთი სხვაობაა, რომ მათი შედარებაც კი უხერხულია, მაგრამ პედრო იდეალურად ერგებოდა "ბარსას" ტაქტიკას, ზუსტად იცოდა მოედანზე რა უნდა გაეკეთებინა, რომელი სივრცე უნდა შეევსო და როგორ უნდა ეთამაშა მესისთან ერთად. შესაბამისად, ამ ბევრად დაბალი დონის ფეხბურთელს, იმაზე გაცილებით დიდი სარგებელი მოჰქონდა კლუბისთვის, ვიდრე გრიზმანს მოაქვს.

    დემბელეს საჭიროება

    არ მეგონა ამას თუ დავწერდი, მაგრამ "ბარსას" ახლა ისე სჭირდება ფსკერამდე დაშვებული IQ-ს მქონე ფეხბურთელი, როგორც არასდროს. ზემოთ აღვნიშნე, რომ მესი-სუარესი-დემბელეს ტრიოც უკეთ გამოიყურება-მეთქი და ამას აქვს თავის მიზეზი. ჯერ ერთი, დემბელე გამოკვეთილი გარემარბია, რომელიც არასდროს იკავებს იმ სივრცეს, სადაც მესი და სუარესი მოძრაობენ. ამასთან ერთად დემბელე არის ერთადერთი ფეხბურთელი შემტევ ხაზში, რომელსაც სისწრაფის ხარჯზე შეუძლია მეტოქის დაჯაბვნა. მის ასაკში რეაქტიული იყო მესი და სწრაფი იყო ლუის სუარესიც, მაგრამ ეგ დრო წარსულს ჩაბარდა, ახლა კი "ბარსას" სისწრაფეში ძალიან უჭირს.

    ამავე დროს, საგულისხმოა დემბელეს არაორდინალურობა, იმ აბსოლუტურ ქაოსში, რასაც "ბარსა" აჩვენებს, მისი ეს თვისება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თამაშის გამწვავებისთვის. მართალია, ხანდახან თავადაც არ ესმის რას აკეთებს, მაგრამ მისი ამ ქმედებებით თამაში ნამდვილად მწვავდება.

    დემბელეზე იმიტომ ჩამოვაგდე სიტყვა, რომ ბოლო დროს, ყველაზე აქტიურად მიდის საუბარი მის გაყიდვაზე. "ბარსამ" თუ დემბელე გაყიდა და გრიზმანი დაიტოვა, ამას კიდევ ერთ, დიდ შეცდომად ჩავთვლი.

    გრიზმანი მეტად პროფესიონალია, გაცილებით სანდო ფეხბურთელია და ინტელექტუალური შესაძლებლობებითაც გაცილებით მაღლა დგას, მაგრამ სანამ გუნდში მესია, ყოველთვის დაბნეული ბავშვივით ირბენს მოედანზე, ეს კი ისეთი პრობლემაა, რომელსაც არაფერი ეშველება.

    ანსუ ფატი და რიკი პუჩი

    ასნუ იქნებოდა იდეალური გამოსავალი, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და ამხელა ტვირთის აკიდება, არ იქნება გონივრული, მით უმეტეს, რომ ფიზიკურადაც ვერ გაუძლებს მუდმივად მინდორზე ყოფნას.

    როგორც კი მოედანზე გამოდის, თამაში მწვავდება, ყოველთვის ძალიან აქტიურია და სქემაშიც იდეალურად ჯდება. დასანანია, რომ შანსი ვერ გამოიყენა და ახლო მანძილიდან ბურთი ძელს მოარტყა. ეს იქნებოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გოლი, რომელსაც ანსუ შეაგდებდა.

    რიკი პუჩმა, ბევრი გამოცემის თანახმად, ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა, რამაც წესითა და რიგით, მის მიმართ ნდობა უნდა გაზარდოს. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშით ამტკიცებენ, რომ გაცილებით მეტ დროს იმსახურებენ. 

    არტური და რაკიტიჩი

    არტური ძალიან გვიყვარს, მისი სათამაშო სტილის გამო, არტურის გვეიმედება მისი პერსპექტიულობის გამო, მაგრამ რეალურად, ჯერ იმის ნახევარიც არ გაუკეთებია გუნდისთვის, რაც რაკიტიჩმა გააკეთა.

    გასაგებია, რომ არტურის თამაში ჩავის გვაგონებს და სულ სხვა ემოციებს იწვევს, რაკიტიჩი კი მხოლოდ ხორვატ ფეხბურთელს ჰგავს, მაგრამ რაციონალურად რომ შევხედოთ, რაკიტიჩი არ იმსახურებს კლუბისგან ასეთ დამოკიდებულებას.

    ამ დროის განმავლობაშიც, იმაზე ბევრად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე არტური და გამარჯვების გოლიც გაიტანა. არტურის ცუდ ფორმას სეტიენი მის გარშემო ატეხილ სატრანსფერო ჭორებს აბრალებდა, მაგრამ გავიხსენოთ, რომ იგივე მდგომარეობაა რაკიტიჩთან მიმართებაშიც, თანაც ბევრად უსამართლო, კლუბის მხრიდან.

    მცირე პოზიტივი

    ტერ შტეგენმა კვლავ მშრალად შეინახა კარი, მიუხედავად ერთი-ორი პატარა შეცდომისა. ეს მხოლოდ მისი დამსახურება არ არის, დაცვა ნამდვილად კარგად და დამაჯერებლად გამოიყურებოდა, პიკესა და ლანგლეს დუეტს არაფერი დაეწუნებოდა და ფაქტია, რომ ინაკი უილიამსს კარგად გაუმკლავდნენ.

    სეტიენი და სარაბია

    თქვენი არ ვიცი და ჩემთვის უკვე, დონ კიხოტი და სანჩო პანსა არიან. მათი ტაქტიკა ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავს, აღივსებიან სიმამაცით ბრძოლის წინ და ყოველ ჯერზე რაღაც სიგიჟეებს აკეთებენ, მერე კი ემოციურად იქნევენ ხელ-ფეხს, თითქოს რაღაც სხვა უნდა მომხდარიყო და სულ სხვა რაღაც მოხდა.

    სულ უფრო კომიკური ხდება სარაბიას მოქმედებები სათადარიგოთა სკამზე, ამ ყველაფრის პიკი "ბერნაბეუზე" ვნახეთ, როცა ზედმეტად თეატრალიზებული ქმედებით ისე გამოვიდა, თითქოს მას ყველაზე მეტად სურდა მოგება, ფეხბურთელებმა კი თავი დაზოგეს.

    არადა გუნდმა საერთოდ არ იცოდა როგორ შეეტია და როცა კონტრშეტევის შანსი ჰქონდა, საკუთარ ნახევარზე იჭერდა ბურთს. ეს შეხვედრა იმიტომ გავიხსენე, რომ იგივე სურათი ვნახეთ "ბილბაოსთანაც" და იმის მაგივრად, რომ სანჩო პანსამ, დონ კიხოტს შესძახოს, კიკე იქნებ რამე ჭკვიანური მოგვეფიქრებინაო, ხელ-ფეხი ირტყა თავში, "აუ ეს სად მომიყვანეთ" სახის გამომეტყველებით.

    სანჩო პანსა ისე იქცევა, თითქოს კალთები დააგლიჯეს კლუბში მოსაყვანად და ახლა ერთი სული აქვს როდის წავა ამ არაპროფესიონალების გუნდიდან.

    სულ, რომ არაფერი.. გვახალისებს მაინც.

    SOS

    კაცი, რომელმაც ამ ყველაფრის ორგანიზება შეძლო, კვლავ კლუბის პრეზიდენტია. უკვე ბავშვიც კი ხვდება, რომ ყველა უბედურების საწყისი ბართომეუა, მაგრამ კაციშვილმა არ იცის, პოსტიდან როგორ გაწიონ, არჩევნების ლოდინს კი, კიდევ იმდენი მავნე გადაწყვეტილება მოჰყვება, რომ შემდეგი პრეზიდენტი, მხოლოდ ჭაობიდან ამოსვლაში დაკარგავს დროს, აი მწვერვალზე ასვლას როცა დაიწყებს, აღარც პიკე იქნება, აღარც ბუსკეტსი და აღარც მესი. ახალი გუნდის შენებას კი დიდი დრო სჭირდება.

    ამიტომ უპირველესი და მთავარი კითხვა ეს არის - როგორ მოვიცილოთ ბართომეუ?

    აბა ჩვენ რა უნდა ვქნათ?! პეტიციას შევადგენთ თუ რა.. ეს ბარსელონაში მცხოვრები ფანების გასაკეთებელია, რომლებიც ჯერ პოლიტიკური ამბებით იყვნენ დაკავებულნი, ახლა კი ვირუსისგან იცავენ თავს.

    მათი საყვარელი გუნდი კი დარჩა უყურადღებოდ, რამაც საბოლოო ჯამში, კატასტროფული შედეგი მოიტანა.

    წინ 7 ტურია, ბრძოლა ჩემპიონობისთვის, გრძელდება!


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    mamukaf Culé [?]

    25 ივნისი 2020 15:40

    ანუ ხავიზე უკეთესსად არტური გახსნას და ფეხბურთის თამაშს ხავის გარდა ვის ხელში შეძლებს, ხავის ფეხბურთი დაფასდა და გამოჩნდა როცა წინ თამაშობდა ჟული ეტოო რონალდინიო და მესი. იმიტომ რომ სწრაფი ფეხბურთელების გახსნაზე ზუსტ პასებს უკეთებდა და ისინიც ბურთს იმორჩილებდნენ და გაქონდათ გოლი. არტურს და ნახევარდაცვას ვინ ყავს სწრაფი რო გახსნილს მიაწოდოს ბურთი

    ციტატა: M͓̽a͓̽r͓̽c͓̽ ͓̽a͓̽n͓̽d͓̽r͓̽e͓̽
    მეგობრებო იცით რა მაინტერესებს რეალი წინ რატომაა? გოლების შეფარდების მიხვედვით ბარსა ჯობია.

    ურთიერთ შეხვედრები

    0
    გასულია
    M͓̽a͓̽r͓̽c͓̽ ͓̽a͓̽n͓̽d͓̽r͓̽e͓̽ გულშემატკივარი [?]

    25 ივნისი 2020 15:37

    ციტატა: mamukaf
    არტური ხავის შედარებაზე, 23 წლის ხავიც ძირითადის მოთამაშე არ ყოფილა, წასვლაც არსად აზრადაც არ მოსვლია, დე ლა პენასგან განსხვავებით, ხავი 26 წლის შემდეგ ლიდერი და ბარსას ისტორია გახდა, დელა პენიას მეტი დიდი ფეხბურთი არ უთამაშია, არც არტურს უნდა წასვლა და თუ მომავალი მწვრთნელი ხავი უნდა იყოს ბარსაში, რატო უნდა გავყიდოთ, არ მესმის

    მეგობრებო იცით რა მაინტერესებს რეალი წინ რატომაა? გოლების შეფარდების მიხვედვით ბარსა ჯობია.
    შეგიძლია პასუხი გამცე?????

    0
    გასულია
    mamukaf Culé [?]

    25 ივნისი 2020 15:33

    არტური ხავის შედარებაზე, 23 წლის ხავიც ძირითადის მოთამაშე არ ყოფილა, წასვლაც არსად აზრადაც არ მოსვლია, დე ლა პენასგან განსხვავებით, ხავი 26 წლის შემდეგ ლიდერი და ბარსას ისტორია გახდა, დელა პენიას მეტი დიდი ფეხბურთი არ უთამაშია, არც არტურს უნდა წასვლა და თუ მომავალი მწვრთნელი ხავი უნდა იყოს ბარსაში, რატო უნდა გავყიდოთ, არ მესმის

    0
    გასულია
    M͓̽a͓̽r͓̽c͓̽ ͓̽a͓̽n͓̽d͓̽r͓̽e͓̽ გულშემატკივარი [?]

    25 ივნისი 2020 15:24

    მეგობრებო იცით რა მაინტერესებს რეალი წინ რატომაა? გოლების შეფარდების მიხვედვით ბარსა ჯობია.

    1
    გასულია
    სპარტაკი გულშემატკივარი [?]

    24 ივნისი 2020 17:11

    ჩემი აზრით ამდენის წერა სისულელეაა რა უაზრობები წერია..მასტს არ ხედავენ ისეთ ადგილებში იხსნებოდა და არავინ არ ხედავს ბევრჯერ დავაკვირდი და ასეა ერთია გრიზმანს დრიბლინგი არააქვს და მაგის გამო იყო იმ ბურთის გაფუჭებაც... რომელზეც შეიძლება ითქვას ერთადერთი რეალური პასი და მომენტიდან.. რაც შეეხება მესის გენიაა და ყოველთვის ახდენს შთაბეჭდილებას მაგრამ სწრაფ ფეხბურთს უკვე არ თამაშობს სემედუს სწრაცი გამწვავებები ბევრჯერ შეანელა.. თორე მორე ტაიმში კი გამოჩნდა რომ სწრაფი ფეხბურთის მქონე ახალგაზრდებმა მეტად სანახაობრივი და ნრავალფეროვანი გახადა თამაში ყველას ხელში გამოიარა პასმაც და შეტევაში შესვლამაც.. მანამდის კი იყო ის რომ მესიი მხოლოდ სუას უმიზნებდა პასს და დანარჩენები კი მესის..ჩემი აზრით გააახალგაზრდავებით უკეთეს შედეგებისკენ წავალთ..

    2
    გასულია
    Aroni წევრი [?]

    24 ივნისი 2020 16:12

    სანამ პრეზიდენტი არ შეიცვლება უკეთესობას არ ველოდები და თუ მაინც რამე თასი შერჩა ბარსელონას მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობის და იღბალის მეშვეობით, მარა ნაკლებად მჯერა მაგ ზღაპრების.

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    24 ივნისი 2020 15:32

    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: M10 S9 D11
    გაუხურეთ ამ არტურს საქმე შემტევ ნახევარ მცველში ნუ გერევათ ეგ ბიჭი მაგან ბურთი უნდა დაიჭიროს ცენტრში გუშინ იმენა შემტევად ყავდა დაყენებული სეტიენს და იასნა რო ვერაფერს გააკეთებდა არტური ბუსკეცი ვიდალის ტრიოდან ვინმეს ხო უნდა გაემწვავებინა შეტევა ამას არტური ცდილობდა მარა რაც არაა მაგის საქმე იმას ვერ გააკეთებს აბა პუჩთან ერთად დაეყენებინა ნახევარ დაცვაში როგორ გააკრიტიკებდით მაგასაც ვნახავდი აგერ სელტასთან იმედია პუჩი და არტური ერთად იქნებიან მოედანზე და დაინახავთ რა შეუძლია არტურს გარტყმით რო გესმით ფეხბურთი არტურის სტილის ნახევარ მცველი სანთლით საძებარია

    გეთანხმები კი, ზოგადად შენი აზრების 90%-ს რო ვეთანხმები კი იცი პროსტა გუნდში საყრდენი ერთი გვყავს და არი ჯერ ჯერობით ბუსი. არტურს მაშინ რა როლი აქვს გამაგებინეთ თუ არ შეუტია. ჩავიც ცენტრალური ნახევარმცველი იყო მარა 4-5 მწვავე პასს კი აკეთებდა. არტურს კიდე სულ 5 აქვს მთელ ბარსელონურ კარიერაში. ალბათ ისიც მოქმედებს რო გაყიდვას უპირებენ, სრულიად სწორხაზოვანია ამ სეზონში. ფუი ეშმაკს მარა ვალვერდე გაცილებით უკეთ იყენებდა მაგასაც, გრიზიც უფრო შედეგიანი იყო და მთელი გუნდი კამპ ნოუზე მაინც. მოხერხება არ უნდა ვალვერდეზე უარესი მოიყვანო? მოკლედ არტურის ამ ვერსიით მაგარი უკმაყოფილო ვარ. იმედია ჩავი მოუსწრებს და არ გაყიდიან

    რას მოუსწრებს ის არჩევნებამდე მოსვლას არ აპირებს და ესენი უკვე ყიდიან არადა ასეთი სტილის ნახევარ მცველს სადღა ნახავენ ეს უპატრონოები

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Don_Andresito [?]

    24 ივნისი 2020 14:26

    ციტატა: M10 S9 D11
    გაუხურეთ ამ არტურს საქმე შემტევ ნახევარ მცველში ნუ გერევათ ეგ ბიჭი მაგან ბურთი უნდა დაიჭიროს ცენტრში გუშინ იმენა შემტევად ყავდა დაყენებული სეტიენს და იასნა რო ვერაფერს გააკეთებდა არტური ბუსკეცი ვიდალის ტრიოდან ვინმეს ხო უნდა გაემწვავებინა შეტევა ამას არტური ცდილობდა მარა რაც არაა მაგის საქმე იმას ვერ გააკეთებს აბა პუჩთან ერთად დაეყენებინა ნახევარ დაცვაში როგორ გააკრიტიკებდით მაგასაც ვნახავდი აგერ სელტასთან იმედია პუჩი და არტური ერთად იქნებიან მოედანზე და დაინახავთ რა შეუძლია არტურს გარტყმით რო გესმით ფეხბურთი არტურის სტილის ნახევარ მცველი სანთლით საძებარია

    გეთანხმები კი, ზოგადად შენი აზრების 90%-ს რო ვეთანხმები კი იცი პროსტა გუნდში საყრდენი ერთი გვყავს და არი ჯერ ჯერობით ბუსი. არტურს მაშინ რა როლი აქვს გამაგებინეთ თუ არ შეუტია. ჩავიც ცენტრალური ნახევარმცველი იყო მარა 4-5 მწვავე პასს კი აკეთებდა. არტურს კიდე სულ 5 აქვს მთელ ბარსელონურ კარიერაში. ალბათ ისიც მოქმედებს რო გაყიდვას უპირებენ, სრულიად სწორხაზოვანია ამ სეზონში. ფუი ეშმაკს მარა ვალვერდე გაცილებით უკეთ იყენებდა მაგასაც, გრიზიც უფრო შედეგიანი იყო და მთელი გუნდი კამპ ნოუზე მაინც. მოხერხება არ უნდა ვალვერდეზე უარესი მოიყვანო? მოკლედ არტურის ამ ვერსიით მაგარი უკმაყოფილო ვარ. იმედია ჩავი მოუსწრებს და არ გაყიდიან

    3
    გასულია
    Ak47 გულშემატკივარი [?]

    24 ივნისი 2020 13:35

    ციტატა: M10 S9 D11
    გაუხურეთ ამ არტურს საქმე შემტევ ნახევარ მცველში ნუ გერევათ ეგ ბიჭი მაგან ბურთი უნდა დაიჭიროს ცენტრში გუშინ იმენა შემტევად ყავდა დაყენებული სეტიენს და იასნა რო ვერაფერს გააკეთებდა არტური ბუსკეცი ვიდალის ტრიოდან ვინმეს ხო უნდა გაემწვავებინა შეტევა ამას არტური ცდილობდა მარა რაც არაა მაგის საქმე იმას ვერ გააკეთებს აბა პუჩთან ერთად დაეყენებინა ნახევარ დაცვაში როგორ გააკრიტიკებდით მაგასაც ვნახავდი აგერ სელტასთან იმედია პუჩი და არტური ერთად იქნებიან მოედანზე და დაინახავთ რა შეუძლია არტურს გარტყმით რო გესმით ფეხბურთი არტურის სტილის ნახევარ მცველი სანთლით საძებარია


    შემტევი ნახევარმცველი არტური რო არ არის ამაზე ყველა ვთანხმდებით არც ხავი არ იყო შემტევი ნახევარმცველი ტიპური ცენტრალური ნახევარმცველიიყო მაგრამ ისე ალაგებდა გუნდის თამაშს და ისეთ პასებს ჭრიდა სულ რო ინიესტას გარეშე ეთამაშად და სეიდუ კეიტა ყოფილიყო ძირითადში გუნდს არანაირი ფანტაზია და მწვავე პასები არ აკლდებოდა. არტურის მოვალეობა თუ არ არის რო გაამწვაოს და რისკიანი პასი გააკეთოს აბა ვისი საქმეა? საყრდენი ბუსკეცის თუ მაინც და მაინც მესის? არტური არის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი მაგრამ სამწუხაროდ რასაც მისგან ელოდებიან ჯერ იმის მეათედს აჩვენებს. რიკი ბევრად უფრო კარგ შთაბეჭდილებას მიტოვებს მე პირადად ვიდრე ბრაზილიელი. რაც შეეხება ბურთის დაჭერის მოვალეობას ბურთის დაჭერა უკან და გვერდით პასები არ არის რასაც არტური თავისი პასების 95 პროცენტ შემთხვევებში აკეთებს გუშინ თითქმის არ მახსენდება წინ სივრცე გახსნილიყოს და არტურს ზუსტი პასი გაეკეთებინოს. მე მინდა რო არტური პუჩი დეიონგის ტრიო ვიხილო მაგრამ არტურის ბარსელონაში გატარებული სეზონებიდან გამომდინარე არ ვფიქრობ რომ ბარსელონას და მითუმეტეს ხავის დონეს დადებს რადგან სულ რო ყველაზე ელემენტარული ავიღოთ 2 წელია იმდენს ვერ მიაღწია ფეხბურთელმა რო 50 წუთის მერე ნორმალურად თამაში შეძლოს.

    5
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    24 ივნისი 2020 13:30

    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: ფეოლა
    ციტატა: M10 S9 D11
    გაუხურეთ ამ არტურს საქმე შემტევ ნახევარ მცველში ნუ გერევათ ეგ ბიჭი მაგან ბურთი უნდა დაიჭიროს ცენტრში გუშინ იმენა შემტევად ყავდა დაყენებული სეტიენს და იასნა რო ვერაფერს გააკეთებდა არტური ბუსკეცი ვიდალის ტრიოდან ვინმეს ხო უნდა გაემწვავებინა შეტევა ამას არტური ცდილობდა მარა რაც არაა მაგის საქმე იმას ვერ გააკეთებს აბა პუჩთან ერთად დაეყენებინა ნახევარ დაცვაში როგორ გააკრიტიკებდით მაგასაც ვნახავდი აგერ სელტასთან იმედია პუჩი და არტური ერთად იქნებიან მოედანზე და დაინახავთ რა შეუძლია არტურს გარტყმით რო გესმით ფეხბურთი არტურის სტილის ნახევარ მცველი სანთლით საძებარია


    ხანდახან საყრდენად აყენებდნენ ხოლმე ჩავის და ინიესტას, მაგრამ იქიდან კი უდიდესი სარგებელი მოჰქონდათ.
    თუ ვინმე მეტყვის, რომ მაგ დონის არ არის, მაშინ ნუღარ შეადარებთ და ტქვით, რომ უბრალოდ არტურია და ვსო : )

    მეც მაგრად მიყვარს, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ თამაშობს ბარსას დონეზე, 10 შეხვედრაში ერთხელ, ალბათ პიანიჩიც ითამაშბს.

    ტფუ ტფუ ტფუ.. არ ვემხრობი ტრანსფერს.

    მერე შემტევ ნახევარ მცველად როდისმე დაუყენწბიათ ხავი? სად საყრდენი და სად შემტევი საყრდენზე არტურიც ითამაშებს რო დააყენო შემტევად ვერა იმიტომ რო სულ სხვა თვისებებია საჭირო ამ ორ პოზიციაზე


    მგონი ვერ გაიგე რა ვთქვი, სადაც არ უნდა დაეყენებინათ, შეტევაში ძალიან დიდი ძალა იყო. რაღაც შეხვედრებში ფლეიმეიკერადაც უთამაშია, მაგალითად , როცა ინიესტას კეიტა ცვლიდა, შეტევის ორგანიზება მხოლოდ ჩავიზე იყო.

    არტური საერთოდ არ ჩანს ბოლო შეხვედრებში, საერთოდ ძალიან არასტაბილური ფეხბურთელი გამოდგა.

    გუნდი, რომ კარგ ფორმაში იყოს, ეგეც კარგად გამოჩნდებოდა, მაგრამ კრიზისულ პერიოდს, რომ ვერ უმკლავდება ეგეც ფაქტია. ძალიან არადამაჯერებელია.

    არც ვიცი რითი გავაპრავო : )
    პოზიციით ვერ გაპრავდება, შანსი არაა..

    ნერვებს დავაბრალოთ.
    ან იქნებ წნევა ჰქონდა.. რავიცი,,
    პიანიჩი ანერვიულებს..

    2
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    24 ივნისი 2020 13:19

    ციტატა: ფეოლა
    ციტატა: M10 S9 D11
    გაუხურეთ ამ არტურს საქმე შემტევ ნახევარ მცველში ნუ გერევათ ეგ ბიჭი მაგან ბურთი უნდა დაიჭიროს ცენტრში გუშინ იმენა შემტევად ყავდა დაყენებული სეტიენს და იასნა რო ვერაფერს გააკეთებდა არტური ბუსკეცი ვიდალის ტრიოდან ვინმეს ხო უნდა გაემწვავებინა შეტევა ამას არტური ცდილობდა მარა რაც არაა მაგის საქმე იმას ვერ გააკეთებს აბა პუჩთან ერთად დაეყენებინა ნახევარ დაცვაში როგორ გააკრიტიკებდით მაგასაც ვნახავდი აგერ სელტასთან იმედია პუჩი და არტური ერთად იქნებიან მოედანზე და დაინახავთ რა შეუძლია არტურს გარტყმით რო გესმით ფეხბურთი არტურის სტილის ნახევარ მცველი სანთლით საძებარია


    ხანდახან საყრდენად აყენებდნენ ხოლმე ჩავის და ინიესტას, მაგრამ იქიდან კი უდიდესი სარგებელი მოჰქონდათ.
    თუ ვინმე მეტყვის, რომ მაგ დონის არ არის, მაშინ ნუღარ შეადარებთ და ტქვით, რომ უბრალოდ არტურია და ვსო : )

    მეც მაგრად მიყვარს, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ თამაშობს ბარსას დონეზე, 10 შეხვედრაში ერთხელ, ალბათ პიანიჩიც ითამაშბს.

    ტფუ ტფუ ტფუ.. არ ვემხრობი ტრანსფერს.

    მერე შემტევ ნახევარ მცველად როდისმე დაუყენწბიათ ხავი? სად საყრდენი და სად შემტევი საყრდენზე არტურიც ითამაშებს რო დააყენო შემტევად ვერა იმიტომ რო სულ სხვა თვისებებია საჭირო ამ ორ პოზიციაზე

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    cezo45 Culé [?]

    24 ივნისი 2020 13:13

    უბრალოდ ტრავმებმა გაამწარა დემბელე ისიც იმიტომ რომ ბარსელონას სამედიცინო შტაბი რაღაც შეცდომებს უშვებს ფაქტია ფეხბურთელებიც ვერ ენდობიან მათ. ისე დემბელე ძაან სწრაფი და ტხნიკუური ფეხბურთელია ორივე ფეხით თანაბრად მუშაობს იმედია გამოჯანმრთელდება და შევა ფორმაში თორე როცა მაგ ბიჭმა ითამაშა ბარსელონას შეტევები უფრო მწვავე და შედეგიანი იყო დემბელე არა ჯერ გასაშვები ბიჭი..

    4
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    24 ივნისი 2020 13:03

    ციტატა: ousmane dembele 11
    დემბელეს ერთი შანსი უნდა მივცეთ


    დაიმტვრევა : )

    6
    გასულია
    ousmane dembele 11 წევრი [?]

    24 ივნისი 2020 13:02

    დემბელეს ერთი შანსი უნდა მივცეთ

    1
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    24 ივნისი 2020 12:53

    ციტატა: M10 S9 D11
    გაუხურეთ ამ არტურს საქმე შემტევ ნახევარ მცველში ნუ გერევათ ეგ ბიჭი მაგან ბურთი უნდა დაიჭიროს ცენტრში გუშინ იმენა შემტევად ყავდა დაყენებული სეტიენს და იასნა რო ვერაფერს გააკეთებდა არტური ბუსკეცი ვიდალის ტრიოდან ვინმეს ხო უნდა გაემწვავებინა შეტევა ამას არტური ცდილობდა მარა რაც არაა მაგის საქმე იმას ვერ გააკეთებს აბა პუჩთან ერთად დაეყენებინა ნახევარ დაცვაში როგორ გააკრიტიკებდით მაგასაც ვნახავდი აგერ სელტასთან იმედია პუჩი და არტური ერთად იქნებიან მოედანზე და დაინახავთ რა შეუძლია არტურს გარტყმით რო გესმით ფეხბურთი არტურის სტილის ნახევარ მცველი სანთლით საძებარია


    ხანდახან საყრდენად აყენებდნენ ხოლმე ჩავის და ინიესტას, მაგრამ იქიდან კი უდიდესი სარგებელი მოჰქონდათ.
    თუ ვინმე მეტყვის, რომ მაგ დონის არ არის, მაშინ ნუღარ შეადარებთ და ტქვით, რომ უბრალოდ არტურია და ვსო : )

    მეც მაგრად მიყვარს, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ თამაშობს ბარსას დონეზე, 10 შეხვედრაში ერთხელ, ალბათ პიანიჩიც ითამაშბს.

    ტფუ ტფუ ტფუ.. არ ვემხრობი ტრანსფერს.

    2
    გასულია
    CHEPE ფანი [?]

    24 ივნისი 2020 12:20

    სამწუხაროდ კაზემიროსნაირი გვჭირდება ჩაშლითაც რომ შლის და შეტევაც რომ შეუძლია ბუსკეცი ძაან ნელია და ნერვები მეშლება ნელნელა რომ გადადის გუნდი ფრენკიც არარის სწრაფი მაგრამ ასეა თუ ისე სწრაფად აზროვნებს და ამოტანა შეუძლია ბურთის მალევე რავი ფრენკი არტური პუჩი გაასწორებდა მაგრამ რამდენად შეძლებხა ეს ტრიო ნახევარდაცვაში ეგაა საკითხი თუმცა ფრენკი საყრდენზე იქნებოდა და ეს ორი შეტევას მიაწვებოდა არ ვიცი რა მოკლეხ ხავი უნდა ამ გუნდს და პრეზიდენტი ლაპორტა მინიმუმ

    6
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    24 ივნისი 2020 12:09

    გაუხურეთ ამ არტურს საქმე შემტევ ნახევარ მცველში ნუ გერევათ ეგ ბიჭი მაგან ბურთი უნდა დაიჭიროს ცენტრში გუშინ იმენა შემტევად ყავდა დაყენებული სეტიენს და იასნა რო ვერაფერს გააკეთებდა არტური ბუსკეცი ვიდალის ტრიოდან ვინმეს ხო უნდა გაემწვავებინა შეტევა ამას არტური ცდილობდა მარა რაც არაა მაგის საქმე იმას ვერ გააკეთებს აბა პუჩთან ერთად დაეყენებინა ნახევარ დაცვაში როგორ გააკრიტიკებდით მაგასაც ვნახავდი აგერ სელტასთან იმედია პუჩი და არტური ერთად იქნებიან მოედანზე და დაინახავთ რა შეუძლია არტურს გარტყმით რო გესმით ფეხბურთი არტურის სტილის ნახევარ მცველი სანთლით საძებარია

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    24 ივნისი 2020 12:06

    დღეს მესის დაბადების დღეა. 33 შეუსრულდა. გვიბერდება ლომი

    3
    გასულია
    Hessi გულშემატკივარი [?]

    24 ივნისი 2020 12:05

    კარგი სტატიაა

    5
    პარტნიორები
    Flashscore.ge