დიდოსტატის მარჯვენა

დიდოსტატის მარჯვენა

მესის ხშირად აკრიტიკებენ, რომ მხოლოდ ერთი ფეხით თამაშობს, ალბათ იმიტომ, რომ ნაკლი ვერ მოუძებნეს და რატომღაც ჰგონიათ, რომ სავალდებულოა, ფეხბურთელი ორივე ფეხით თამაშობდეს. ხშირად ვისმენთ ამის შესახებ მაშინ, როცა რონალდუს ადარებენ, რადგან კრიშტიანუ ორივე ფეხით, თითქმის თანაბრად თამაშობს. ბოლო, ვინც ამ თემას შეეხო, ფეხბურთის აღიარებული მეფე, პელე იყო. ის მუდმივად ხაზს უსვამს იმას, რომ მესი მხოლოდ ერთი ფეხით თამაშობს, ამით საკუთარი უპირატესობის ჩვენებაც სურს, რადგან თავად ორივე ფეხით კარგი იყო, მესი კი მის რეკორდს უახლოვდება და სულ უფრო იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც არგენტინელს, გვირგვინი უკვე გადაულოცეს.

საერთოდ, ცნობილი ამბავია, რომ მემარჯვენეებს უფრო ძლიერი მარცხენა აქვთ, ვიდრე ცაციებს მარჯვენა. ცაციების მარჯვენა ფეხი, საერთოდ ცალკე თემაა, რომელი დიდი ცაციაც არ უნდა გავიხსენოთ, აღმოვაჩენთ, რომ მარჯვენა ფეხი, მხოლოდ იმიტომ აქვთ, რომ მიწაზე მყარად იდგნენ, ამისათვის დიეგოს გახსენებაც კმარა.

ცოტა მოგვიანებით გიგზი გამოჩნდა, რომელიც ასევე ყველაფერს მარცხენათი აკეთებდა, რივალდო თავის გაღუნული მარცხენა ფეხით, რობერტო კარლოსი თავის ზარბაზანით და არიენ რობენი.

მათ რიცხვს მიაკუთვნებენ ლიონელ მესისაც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მესიმ "მალიორკასთან", რიგით 87-ე გოლი შეაგდო მარჯვენა ფეხით. ეს კი გაცილებით მეტია, ვიდრე სავიოლას, ან ლუიშ ფიგუს გოლების მაჩვენებელი "ბარსელონაში".

დიახ პატივცემულო ლუიშ, მესიმ მხოლოდ მარჯვენა ფეხით შეაგდო იმაზე მეტი, ვიდრე შენ იმ 248 შეხვედრაში, რომელიც "ბარსას" მაისურით ჩაატარე.

საერთოდ, ფეხბურთელები კარიერას ისე ასრულებენ, რომ ლა ლიგაში, 87 გოლიან ნიშნულთან, ახლოსაც არ არიან, მესიმ კი თავის "სუსტი" ფეხით შეაგდო ამდენი.

ყველაზე მეტი, 17 გოლი, მარჯვენა ფეხით 2014/15 წლების სეზონში შეაგდო, ამავე სეზონში იყო "ჰეთ-თრიქი" მარჯვენა ფეხით, რომელიც აპოელ-თან შეასრულა. სწორედ ამ თამაშზე გააკეთა კომენტარი იბრაჰიმოვიჩმა: "ის ჯერ მარჯვენა ფეხით თამაშობს, გეშინოდეთ იმ დღის, როცა მარცხენასაც გამოიყენებს." - იბრას წინასწარმეტყველება გამართლდა, იმ სეზონში მესიმ ყველაფერი მოიგო.

აღსანიშნავია, რომ სამი ყველაზე ცნობილი დრიბლინგის შემდეგ, მესიმ გოლები მარჯვენა ფეხით შეაგდო - "ხეტაფესთან", მარადონას სტილში, "რეალთან" ნახევარფინალში და "ბაიერნთან", ასევე ნახევარფინალში.

რეალურად, ლეო მაშინ იყენებს თავის მარჯვენას, როცა სჭირდება და უნდა ითქვას, რომ იყენებს ძალიან კარგად.

სეზონების მიხედვით, მარჯვენა ფეხით გატანილი გოლები, ასე ნაწილდება:

2005-06 (1 გოლი), 2006-07 (3 გოლი), 2007-08 (1 გოლი), 2008-09 (7 გოლი), 2009-10 (10 გოლი), 2010-11 (7 გოლი), 2011-12 (8 გოლი), 2012-13 (7 გოლი), 2013-14 (5 გოლი), 2014-15 (17 გოლი), 2015-16 (3 გოლი), 2016-17 (5 გოლი), 2017-18 (3 გოლი), 2018-19 (7 გოლი) 2019-20 (3 გოლი).

მესის "ბარსელონას" შემადგენლობაში 628 გოლი აქვს გატანილი, ამას დამატებული 70 გოლი არგენტინის ნაკრებში და საერთო ჯამში 698 ოფიციალური გოლი გამოდის, ასე რომ, სულ მალე, ლეო მე-700 გოლს იზეიმებს.

აქ კი მისი გოლები მარჯვენა ფეხით, რომელიც "ბარსელონას" მაისურით გაიტანა.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    მწერალი [?]
    #8 15 ივნისი 2020 23:25
    1
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ეეჰ,ნეტა საფრანგეთთან გამოეყენებინა ის შანსი რომელიც მატჩის მიწურულს მიეცა მარჯვენა ფეხით და 4-4 დასრულდებოდა ძირითადი დრო,თან მბაპე და გრიზმანი უკვე გაყვანილი ჰყავდა დეშამს და დამატებით დროში შეძლებდა არგენტინა კიდევ ერთი გოლის გატანას. საფრანგეთის დამარცხების შემთხვევაში დიდ მუხტს მიიღებდნენ და ჩემპიონები გახდებოდნენ.


    ხო, მიფიქრია მეც მაგაზე, ბოლო ორ მომენტში დეშამს სახე წაეშალა, მოკლავდნენ საფრანგეთში მბაპეს გაყვანის გამო : )
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #7 15 ივნისი 2020 22:46
    0
    ეეჰ,ნეტა საფრანგეთთან გამოეყენებინა ის შანსი რომელიც მატჩის მიწურულს მიეცა მარჯვენა ფეხით და 4-4 დასრულდებოდა ძირითადი დრო,თან მბაპე და გრიზმანი უკვე გაყვანილი ჰყავდა დეშამს და დამატებით დროში შეძლებდა არგენტინა კიდევ ერთი გოლის გატანას. საფრანგეთის დამარცხების შემთხვევაში დიდ მუხტს მიიღებდნენ და ჩემპიონები გახდებოდნენ.
    Culé [?]
    #6 15 ივნისი 2020 17:54
    3
    საერთოდ უაზრობა სხვადასხვა ეპოქის ფეხბურთელების ერთმანეთზე შედარება,პელეს დროს აბსოლიტურ სხვა ფეხბურთს თამაშობდნენ,არა ფაქტი დღეს რომ პელე ყოფილიყო იმის ნახევარიც გაეტანა,ყველა დროს მისი მეფე ყავს დღეს ეს ჩვენი ლეგენდა მესია!!!
    გულშემატკივარი [?]
    #5 15 ივნისი 2020 17:07
    6
    Კიდევ ერთი მოკითხვა პელე ❤️💋 5 მატჩში ჰეტ ტრიკი და შენი რეკორდიც მოიხსნება შე არასწორო უნდა იცოდე ვის აკრიტიკებს, როცა ლაპარაკობ ძმა ეს მესია უცხო პლანეტელი, რომელმაც ბარსაში ისტორია დაწერა და მისრეკორდს ვერავინ ვერასოდეს დაამხობს 4 სეზონი მინიმუმ გაქაჩავს დაყველადროის რეკორდს დაამყარებს მარტო ჯარიმებიაქ იმდენი ნაყრელი რომც არ დაგესიზმრება!!
    Მეტი რაღავთქვა ამკაცზე არვიცი სიტყვები არ მყოფნის ❤️ ვისკა ბარსა იქნებ წელს ლიგა დავდოთ
    მწერალი [?]
    #4 15 ივნისი 2020 15:45
    1
    საერთოდ, პელე გამოპრუტუნებამდეც ბოდავდა : ) მაგისგან ჭკვიანური არავის არასდროს არაფერი მოუსმენია, მაგრამ როგორც ფეხბურთელი დღესაც იფრენდა, მაგაში ეჭვი არ მეპარება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 ივნისი 2020 15:41
    2
    მე ეგრევე გაუგზავნე პელეს მოკითხვა მესის სახელით.
    ფანი [?]
    #2 15 ივნისი 2020 15:27
    2
    როცა მესის აღწერას ცდილობ, ფიქრობ სიტყვებზე რომელიც მას შეიძლება მოუხდეს, თუმცა დიდხნიანი ფიქრის შემდეგ მაინც ვერ პოულობ, რადგან კაციობრიობას ჯერ ასეთი არაფერი შეუქმნია,,
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 ივნისი 2020 15:22
    1
    რასაც მესი მარცხენათი აკეთებს იმის მეასედი არ აქვს პელეს ორივე ფეხით გაკეთებული
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued