რა გვაჩვენა "მალიორკასთან" შეხვედრამ

რა გვაჩვენა "მალიორკასთან" შეხვედრამ

სეზონი განახლდა, როგორც ვვარაუდობდით, "ბარსა" კარგ ფორმაშია. აქამდე დავწერეთ პანდემიისგან გამოწვეული პაუზის უპირატესობებზე და უნდა ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად, ეს უპირატესობები გამოყენებულია.

კიკე სეტიენი

"ბარსამ" საერთო ჯამში, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ვერ ვიტყვით, რომ გუნდს ორგანიზების ან ტაქტიკური გადაწყობის პრობლემა შეექმნა. ყველა ფეხბურთელმა ზუსტად იცოდა, თუ რას აკეთებდა მოედანზე. ეს კოლექტიური სამუშაოს შედეგია, მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც საერთო სურათში ვერ ჯდებოდა და მასზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

"ბარსა" წინა შეხვედრებთან შედარებით, უფრო მაღალ ტემპში თამაშობს, გუნდი უფრო დინამიურია და კომბინაციებიც დაემსგავსა იმას, რასაც ეს ფეხბურთელები, დიდი ხნის განმავლობაში გვაჩვენებდნენ.

ეს ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელებს, უკვე კარგად ესმით, რას ითხოვს მათგან, კიკე სეტიენი.

ანტუან გრიზმანი

პირველი, რაც თვალში მომხვდა, იყო ის, რომ ამხელა პაუზის მერე, არათუ მოიმატა წონაში, არამედ დაიკლო. ფაქტია, რომ გრიზმანმა დიდი სამუშაო გასწია იმისათვის, რომ ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში შეხვედროდა სეზონის განახლებას, მაგრამ მისი თამაში კვლავ პრობლემაა. გრიზმანი ისევ ტოვებს იმ ფეხბურთელის შთაბეჭდილებას, რომელსაც საერთოდ ვერ გაუგია მოედანზე რას აკეთებს. მას არ ესმის, რომელ სივრცეში უნდა გაიხსნას, როცა ბურთით ლეო მესია. ყველა თავდამსხმელმა უნდა ინატროს ისეთი პასის მიმცემი, როგორიც არგენტინელია, მაგრამ გრიზმანს მაინც არაფერი ესმის.

სამაგიეროდ ესმის მარტინ ბრეითუეიტს, რომელიც გაცილებით აქტიური იყო და საერთო სათამაშო დინამიკაშიც იდეალურად ჩაჯდა.

ლუის სუარესმა, უფრო მცირე დროში მოახერხა ბევრად მეტი მომენტის შექმნა. ფრენკი დე იონგიც კი, რომელიც სეტიენის ხელში ვერ ტოვებდა კარგ შთაბეჭდილებას, სათანადო დონეს დაუბრუნდა და მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა.

გრიზმანი თავის უსახური თამაშის დაბალანსებას, დაცვითი სამუშაოს შესრულებით ცდილობს ხოლმე, მაგრამ ის ამისთვის არ შეუძენიათ. ძალიან არალოგიკური და ირაციონალური იქნება, იმის ფიქრი, რომ დარჩენილ შეხვედრებში რაიმე ისეთს გვაჩვენებს, რაც მთელი სეზონის განმავლობაში არ უჩვენებია, მაგრამ სულ მცირე იმედს მაინც ვიტოვებ, რომ ოდნავ მაინც შეძლებს, გუნდის შეტევის ხაზთან ადაპტირებას.

[media=https://www.youtube.com/watch?v=BXRcqGWlk6w]

რონალდ არაუხო

ძირითად შემადგენლობაში არაუხოს ხილვა, მოულოდნელი იყო. სეტიენი, პაუზის შემდეგ, პირველ შეხვედრაშივე ენდო, ამ დროს პასუხისმგებლობაც დიდია, მაგრამ კიკემ ასე გადაწყვიტა და არაუხოს თავი არ შეურცხვენია. საქმე კი ბევრი ჰქონდა, რადგან, ჟორდი ალბა იმდენად ცუდი იყო დაცვაში, რამდენადაც კარგი იყო შეტევაში. ალბა კარგი იყო ინდივიდუალურ დაპირისპირებაში, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, ამჯერადაც ტოვებდა სივრცეებს თავის ფლანგზე. შესაბამისად "მალიორკა" ყველაზე ხშირად და პროდუქტიულად ალბას ფლანგიდან უტევდა და საფრთხესაც ქმნიდა, არაუხო კი ხან ახერხებდა მის დაზღვევას, ხან ვერა. ესეც პრაქტიკის ამბავია, ურუვაელს, რომ ხშირად უწევდეს თამაში, ისიც ეცოდინებოდა, რომ ალბას დაზღვევა იმაზე ხშირად მოუწევს, ვიდრე ვარჯიშზე უწევს ხოლმე.

საერთო ჯამში, ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, ინდივიდუალურად არცერთი ბრძოლა არ დაუთმია, თამაშგარე მდგომარეობის ხაზს კარგად აკონტროლებდა, კარგი იყო მეორე სართულზე და არც პირველი პასი გაუცუდებია. მართალია, ყოველთვის მარტივი პასით თამაშობდა და ზონის გაჭრა არცერთხელ არ უციდა, მაგრამ მისი სტატუსიდან გამომდინარე, ეს გასაგები ამბავია.

[media=https://www.youtube.com/watch?v=YVor0y2Esks]

გულშემატკივრის ფაქტორი

ფაქტია, რომ მასპინძელი დიდ ძალას კარგავს, გულშემატკივრის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსა" თამაშს თავიდანვე იგებდა, "მალიორკას" არც ხისტი თამაში დაუწყია და არც აქტიური პრესინგი უცდია. როცა გულშემატკივარია ტრიბუნაზე, თავიანთი შეძახილებითა და მხარდაჭერით, ყოველთვის აიძულებენ ფეხბურთელებს, რომ მეტოქის წინააღმდეგ ხისტად ითამაშონ, მით უმეტეს, მაშინ, როცა მათი გუნდი მარცხდება, მაგრამ ამჯერად სულ სხვა სურათი იყო. "მალიორკას" წამით არ შეტყობია, რომ თამაშის შემომბრუნებელი იყო.

ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია შემდგომ შეხვედრებშიც, რადგან "ბარსას" სევილიასა და ვიგოში მოუწევს თამაში, იქ კი, ქულების მოპოვება, არასდროს არის მარტივი. განსაკუთრებით რთულია "სელტასთან" გასვლითი შეხვედრები. ვიგოელებთან დაპირისპირება ცარიელი ტრიბუნის წინაშე, ნამდვილად კარგი ამბავია.

ლეო მესი

ლეო ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელმაც რაციონალურად თამაში, ჯერ კიდევ გვარდიოლას დროს ისწავლა, მისთვის ჩვეულებრივი ამბავია სიარულით თამაშის მოგება, სეზონის განმავლობაში ხშირად ვაწყდებით ასეთ სურათს, რადგან ვალდებულია, რომ ძალები დაზოგოს, სხვანაირად მთელ სეზონს ერთ დონეზე ვერანაერად ვერ ჩაატარებს.

ამხელა პაუზის შემდეგ, როცა ტურნირის დასრულებამდე 11 ტურია (უკვე ათი), როგორც ჩანს ლეომ გადაწყვიტა, რომ ძალები ბოლომდე ეყოფა, შესაბამისად პირველივე თამაშში ბოლომდე დაიხარჯა და თავი არ დაუზოგავს.

ალბათ, ამავე ტემპში და მსგავსი მონდომებით აპირებს, დარჩენილი ათი შეხვედრის ჩატარებასაც, ეს კი ძალიან კარგი ამბავია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Roma Shelo
    სტუმარი [?]
    #13 15 ივნისი 2020 19:44
    0
    dembele ras shveba?
    გულშემატკივარი [?]
    #12 15 ივნისი 2020 13:57
    0
    Ადმინ დემბელეზე დაწერე რახდება გავიგერო შეძლებს რამდენიმე მატჩის ჩატარებას ამ სეზონშიო
    მწერალი [?]
    #11 15 ივნისი 2020 11:11
    1
    ციტატა: nika 54
    ლეოს ათი თამაში ლა ლიგაში დარჩა, თორემ ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ 6 აუცილებლად მოსაგები თამაშია და იმაზეც უნდა იფიქროს. 16-17 თამაშს გაქაჩავს ამ ივლის-აგვისტოში? ბუღი რო ასდის ყველაფერს.

    მაქამდე დაისვენებს კიდე. 1-2 კვირა. საკმარისია ძალების აღსადგენად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 15 ივნისი 2020 10:56
    0
    ლეოს ათი თამაში ლა ლიგაში დარჩა, თორემ ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ 6 აუცილებლად მოსაგები თამაშია და იმაზეც უნდა იფიქროს. 16-17 თამაშს გაქაჩავს ამ ივლის-აგვისტოში? ბუღი რო ასდის ყველაფერს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 15 ივნისი 2020 02:15
    1
    ციტატა: რაღაცნაირი
    ციტატა: me da barca
    ციტატა: Lionel Messi - 10
    ციტატა: uncrowned king
    ციტატა: Lionel Messi - 10
    რეალის გოლი აშკარა თამაშგარედან რო გავიდა და ამ არასწორებმა ერთხელ მეტად რო არ გაამეორეს მარა იმ ერთადერთ კადრშიც რო კარგად ჩანდა ბენზემას თამაშგარე მარტო მე დავინახე ვითომ ??

    😂😂😂 რა ჯიგარი სასტავი ხართ იმენა აოესმაკლდა ამ საიტზე განახლდა ფეხბურთი და დაიწყეთ😂😂😂😂😂 თამაშგარე არა კარში იდგა კარში ბენზემა და იქიდან უპასა აზარს დაჟე 😂😂😂 "ბიჯოოოოო" რამაგარი ხალხი ხართ რა მევასებით😂😂😂😂😂😂

    არგირჩევ ეგეთი ტიპის საუბარს კარგად დააკვირდი იმ ერთადერთ მომენტს მერე გაზონის ხაზს და ნახავ თამაშგარე რო იყო. მაგით იმას არავინ იძახის რო რეალი სხვას ვერ გაიტანდა ან ვერ მოიგებდა უბრალოდ ფაქტია რო რა კადრიც აჩვენეს იქიდან საკაიფოდ ჩანდა თამაშგარე და მეტი აღარც გაუმეორებიათ ეგ მომენტი. ამიტომ სანამ ეგეთი ტიპის ტექსტს დაწერ დაფიქრდი ხოლმე მითუმუმეტეს ისეთ ვინმეს როცა მიმართავ ეგრე ვისაც არიცნობ.

    ეიბარის გოლის მომენტი კი გააშანშალეს ხაზგასმული განმეორება. რეალის გოლზე ვერ მოხერხდა ძაბვა დაეცაო.

    არადა რეალისაც აჩვენეს, გამოგრჩა.

    კი გვიან აჩვენეს მაგრამ ისეთი უხარისხო სურათი იყო ვერ გავარჩიე ვისი ფეხი სად იყო, გაორებული სურათი.
    გულშემატკივარი [?]
    #8 15 ივნისი 2020 00:58
    1
    ყველაფერი გვერდზე რომ გადავდოთ სატრანსფერო პოლიტიკაში არაფერი გვეშველება ყიდულობენ შემტევებს როდესაც უკვე გადავსებულია ეგ პოზიცია და კიდე თუ ყიდულობ ფლანგის მოთამაშე მაინც იყიდონ რომ ნორმალურად დადგეს და გუნდს შეეწყოს და პოზიციებზე ხტომა არ მოუწიოს დაცვაზე აღარაა ლაპარაკი ალბათ საჭირო
    [?]
    #7 15 ივნისი 2020 00:41
    2
    ციტატა: ფეოლა
    ციტატა: me da barca
    უმტიტი გავყიდოთ და გრიზმანი დავაყენოთ მის ადგილას. თავდასხმაში ვერაფერს ახერხებს და დაცვაში აშკარად უკეთესა. გვეყოლება 120 მილიონიანი მცველი და რეკორდს მოვხსნით.

    ძალიან კარგი აზრია, მაგრამ მე მარჯვენა მცველად უფრო ვხედავ, დაცვაში რობერტოზე ნაკლები არ არის და შეტევაში კი აჯობებს : )

    ცაციაა და მაშინ მარცხენა მცველად დავაყენოთ, შეტევაში კიდე ალბა გავუშვათ ფლანგზე. უკან ჩამოსვლა მაინც არ იცის და გრიზმანი კარგად დააზღვევს. ნეიმარს ვერა მარა აბიდალს შეგვიცვლის. პროსტა დღემდე.გაუგებარია რა პოზიციაზეა ტიპი იმდენად ბევრს მოძრაობს, თან უაზროდ. სუარესი მესი როცა იქნებიან მანდ ეცოდინება რო მარცხნივ უნდა იდგეს. ისე კი მალიორკა არაა დაცვითი გუნდი და სწრაფმა გოლმაც გააადვილა მოგება. ამიტო მიწაზე დავრჩეთ. რეალმაც გვაჩვენა რო ფორმაშია და ყველა თამაშის მოგებას აპირებს. ამიტო ჯერ ადრეა რამე ითქვას. სწრაფმა გოლმა ბევრი რამე მოგვცა. ყველგან ეგრე არ იქნება
    Culé [?]
    #6 14 ივნისი 2020 23:30
    0
    ციტატა: me da barca
    ციტატა: Lionel Messi - 10
    ციტატა: uncrowned king
    ციტატა: Lionel Messi - 10
    რეალის გოლი აშკარა თამაშგარედან რო გავიდა და ამ არასწორებმა ერთხელ მეტად რო არ გაამეორეს მარა იმ ერთადერთ კადრშიც რო კარგად ჩანდა ბენზემას თამაშგარე მარტო მე დავინახე ვითომ ??

    😂😂😂 რა ჯიგარი სასტავი ხართ იმენა აოესმაკლდა ამ საიტზე განახლდა ფეხბურთი და დაიწყეთ😂😂😂😂😂 თამაშგარე არა კარში იდგა კარში ბენზემა და იქიდან უპასა აზარს დაჟე 😂😂😂 "ბიჯოოოოო" რამაგარი ხალხი ხართ რა მევასებით😂😂😂😂😂😂

    არგირჩევ ეგეთი ტიპის საუბარს კარგად დააკვირდი იმ ერთადერთ მომენტს მერე გაზონის ხაზს და ნახავ თამაშგარე რო იყო. მაგით იმას არავინ იძახის რო რეალი სხვას ვერ გაიტანდა ან ვერ მოიგებდა უბრალოდ ფაქტია რო რა კადრიც აჩვენეს იქიდან საკაიფოდ ჩანდა თამაშგარე და მეტი აღარც გაუმეორებიათ ეგ მომენტი. ამიტომ სანამ ეგეთი ტიპის ტექსტს დაწერ დაფიქრდი ხოლმე მითუმუმეტეს ისეთ ვინმეს როცა მიმართავ ეგრე ვისაც არიცნობ.

    ეიბარის გოლის მომენტი კი გააშანშალეს ხაზგასმული განმეორება. რეალის გოლზე ვერ მოხერხდა ძაბვა დაეცაო.

    არადა რეალისაც აჩვენეს, გამოგრჩა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 ივნისი 2020 23:08

    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #4 14 ივნისი 2020 23:05
    4
    კარგად ითამაშა გუნდმა და უფრო მოუმატებენ.
    მწერალი [?]
    #3 14 ივნისი 2020 22:42
    4
    ციტატა: me da barca
    უმტიტი გავყიდოთ და გრიზმანი დავაყენოთ მის ადგილას. თავდასხმაში ვერაფერს ახერხებს და დაცვაში აშკარად უკეთესა. გვეყოლება 120 მილიონიანი მცველი და რეკორდს მოვხსნით.

    ძალიან კარგი აზრია, მაგრამ მე მარჯვენა მცველად უფრო ვხედავ, დაცვაში რობერტოზე ნაკლები არ არის და შეტევაში კი აჯობებს : )
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 ივნისი 2020 22:33
    1
    უმტიტი გავყიდოთ და გრიზმანი დავაყენოთ მის ადგილას. თავდასხმაში ვერაფერს ახერხებს და დაცვაში აშკარად უკეთესა. გვეყოლება 120 მილიონიანი მცველი და რეკორდს მოვხსნით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 ივნისი 2020 21:32
    3
    ნელა-ნელა შევლენ ბიჭები ფორმაში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued