არის თუ არა კიკე სეტიენის მოლოდინი რეალური?

  • 27-05-2020, 00:38
  • არის თუ არა კიკე სეტიენის მოლოდინი რეალური?

    ცოტა ხნის წინ Sport-თან ინტერვიუში ლეო მესიმ განაცხადა: "ჩვენს შემადგენლობაში ეჭვი არასდროს შემპარვია, მჯერა, რომ ყველა ტიტულის მოგება შეგვიძლია, მაგრამ ისეთი თამაშით, რასაც ამჟამად ვაჩვენებთ, ამის გაკეთება წარმოუდგენელია". "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი კი გუნდის კაპიტნის განცხადებას ასე გამოეხმაურა: "ვფიქრობ, ლეოს სიტყვებმა დიდი კამათი წარმოშვა. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. რაღაცები უნდა გავაუმჯობესოთ, მაგრამ ეჭვი არაა, რომ ამის პოტენციალი გვაქვს".

    პირველ რიგში, შეიძლება, ეს შემთხვევა მცირე გაუგებრობად ჩაითვალოს. მესი არ გულისხმობდა, რომ კლუბის ამჟამინდელი შემადგენლობა კონკურენტუნარიანი არაა, არამედ არგენტინელი ფიქრობს, რომ "ბარსას" რაღაცები შესაცვლელი აქვს. ეჭვგარეშეა, რომ მწვრთნელის ცვლილების დროს გუნდს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. მიუხედავად ლა ლიგის სატურნურო ცხრილის სათავეში ყოფნისა, 61 წლის სპეციალისტი და კაპიტანი აცნობიერებენ, რომ სეზონის განახლების შემდეგ "ბლაუგრანამ" თამაშის ხარისხს უნდა მოუმატოს. რაც შეეხება კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგას, ამჟამად ფავორიტის დასახელება რთულია. ის ფაქტი, რომ "ლივერპული" ტურნირიდან სრულიად მოულოდნელად მადრიდის "ატლეტიკომ" გამოთიშა, იმაზე მიუთითებს, რომ წინასწარი პროგნოზების გაკეთება არც ისე მისაღებია. მეტიც, "იუვენტუსმა" პირველი მატჩი "ლიონთან" წააგო, "ლაიპციგმა" კი წინა გათამაშების ფინალსიტი, "ტოტემჰემი" გაანადგურა (ორი მატჩის ჯამში, 4:0). ასევე, მადრიდის "რეალს" მისსავე მოედანზე "მანჩესტერ სიტიმ" სძლია. ყველა ზემოთხსნებულის გათვალისწინებით, სიურპრიზებს ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის განახლების (აგვისტოში) შემდეგაც უნდა ველოდოთ.

    კატალონილები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი დაპირისპირების შემდეგ, გასვლაზე გატანილი გოლის გამო, უპირატესობას ფლობენ.

    "ნაპოლისთან" იტალიაში გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა. მასპინძლები დრის მერტენსმა დააწინაურა, თუმცა ანტუან გრიზმანმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და "ბარსელონა" ესპანეთში, ასე თუ ისე, სასურველი შედეგით დაბრუნდა. თუმცა, ცხადია, რომ ფანები, რომლემაც პირველ მატჩს უყურეს, ხვდებიან, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებს" მეტი უნდა გაეკეთებინათ. გუნდში თავდამსმხელებს შორის მეტი შეთამაშებაა საჭირო, ასევე ნახევარდაცვის დომინირება და საიმედო დაცვის ხაზის ყოლა.

    კიკე სეტიენსა და მის ასისტენტებს რთული მისია აკისრიათ. მათ ნამდვილად კარგი შემადგენლობა ჰყავთ, რომელსაც კარგი მოტივირება და გაწვრთნა სჭირდება. შესანიშნავი ფეხბურთელების ყოლას, მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენის გარეშე, აზრი არ აქვს. მაგრამ, კიკეს საკუთარი მოთამაშეების სჯერა და ერნესტო ვალვერდესგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მტკიცე პრეტენზიას აცხადებს, რაც გულშემატკივრებს იმედს აძლევს. კატალონიური გრანდი აღნიშნული ჯილდოს მოგებას 5 წელია ელის. ბოლოს ეს ლუის ენრიკეს ფორმაციის "ბარსელონამ" მოახერხა.

    ყველაფრის მიუხედავად, "ბლაუგრანას", სხვა გრანდებისთვის კონკურენციის გასაწევად, შემდეგი მიმართულებები სჭირდება:

    1. დაცვითი ფუნქციების გაძლიერება

    წინა სეზონისგან განსხვავებით, "ბარსას" უკანა ხაზში ბევრი პრობლემაა. გარკვეულწილად, ეს იმის ბრალია, რომ ჟერარ პიკემ და კლემან ლანგლემ იდეალური დუეტი ვერ ჩამოაყალიბეს. 33 წლის მცველის მხრიდან არასაფეხბურთო საქმიანობა ყველას მოეხსენება; რაც შეხება ფრანგს, აღნიშნულ სირთულეებს მხოლოდ კლემანი ვერ გადაჭრის. მარცხენა ფლანგზე, ერთადერთი ღირსეული ვარიანტი ჟორდი ალბაა, ჟუნიორ ფირპო კი, ჯერჯერობით, ავანსებს ვერ ამართლებს. იდეალურად არც მარჯვენა ფლანგი გამოიყურება, რადგან ნელსონ სემედუ და სერჟი რობერტო არასტაბილურად გამოიყურებიან. დაცვის ცუდ თამაშზე ბოლო "ელ კლასიკოში" (0:2) გაშვებული გოლიც მიუთითებს, სადაც პორტუგალიელი ფლანგელი პოზიციურად შეცდა, რის გამოც ვინისიუს ჟუნიორმა კატალონიელთა საჯარიმოში შეღწევა მოახერხა. "რეალთან" დაპირისპირების მსგავსად, ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა უკანა ოთხეული ცუდად ასპარეზობდა, თუმცა, საბედნიეროდ, "ბარსას" მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ჰყავს, რომელსაც არაერთი ურთულესი და გადამწყვეტი სეივი განუხორციელებია.

    სეტიენის პირველი ამოცანა ამ პრობლემის მოგვარება იქნება. სამწუხაროდ, კიკეს ბევრი ვარიანტი არ აქვს, თუმცა სავარჯიშო სესიებზე მან მცველები შესაბამისი დარიგებებით უნდა უზრუნველყოს. მაგრამ, საკითხავია, 61 წლის სპეციალისტი ამას თავს რამდენად გაართმევს, ვინაიდან, ეს ასპექტი მისი ძლიერი მხარე არაა. მეტიც, "ბეტისში" ყოფნის პერიოდში, დაცვის ცუდად ასპარეზობის გამო, კლუბის ხელმძღვანელებმა, ედერ სარაბიას სახით, უკანა ხაზს ცალკე მწვრთნელი დაუნიშნეს. ეს პიროვნება დღეს "ბარსელონაში" კიკეს ასისტენტია.

    2. თავდასხმის პროდუქტიულობის გაზრდა

    შემტევების ცუდი თამაშის პირობებში, ლეო მესი მაინც შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა დიდი წარმატებების მისაღწევად ერთი ფეხბურთელი საკმარისი მაინც არაა. ერნესტო ვალვერდეს ხელში, გუნდის მთავარი პრობლემა სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში გოლის გატანა იყო. აშკარაა, რომ მხოლოდ ლეო მესიზე დამოკიდებულება "ბარსელონას" არ წაადგება. ლუის სუარესი ჩემპიონთა ლიგაზე ცუდად გამოიყურება, ანტუან გრიზმანმა კი ახალ კლუბთან ადაპტაცია ბოლომდე ჯერ ვერ გაიარა. კორონავირუსის პანდემიის "წყალობით" საფეხბურთო სეზონის შეჩერებამ, ლუის სუარესსა და უსმან დემბელეს საშუალება მისცა, სეზონის დარჩენილ ნაწილში მონაწილეობა მიიღონ, ასე რომ, სეტიენს ალტერნატიული ვარიანტებიც გაუჩნდა.

    მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტში "ბარსამ" ლიონელ მესის, ლუის სუარესისა და ანტუან გრიზმანის ტრიოსგან მაქსიმუმი უნდა მიიღოს, კლუბმა 17 წლის ანსუ ფატიც გონივრულად უნდა გამოიყენოს, ლა ლიგაში კი "ლა მასიელებს" შანსი უნდა მისცეს, მაგალითად, ალექს კოლიადოსა და რიკი პუჩ+

    ს მეტი სათამაშო დრო სჭირდებათ. სეტიენს ფეხბურთელებთან სამუშაოდ დიდ დრო არ აქვს, თუმცა, უქმობის პერიოდში, მას შეეძლო, შესაფერის ტაქტიკაზე ეფიქრა. ამ ყველაფრის ფონზე, მწვრთნელს თამაშის ხარისხის გაუმჯობესება შეუძლია.

    3. გამარჯვებულის მენტალიტეტის შეძენა

    ერთი რამ, რატომაც კიკე უნდა დავაფასოთ, ის ფაქტია, რომ მას გამარჯვება დაუყოვნებლივ სურს, მაშინ, როცა მწვრთნელთა უმეტესობა აცხადებს, რომ მათ თავიანთი ფილოსოფიის დასანერგად და გუნდის ჩამოსაყალიბებლად დრო სჭირდებათ, თანდათან კი ტიტულებისთვის მებრძოლ შემადგენლობას ჩამოაყალიბებენ. სეტიენმა იცის, რომ "ბარსელონაში" ბევრი ცვლილებაა საჭირო და ის გამოწვევები, რომელიც მან უნდა გადაჭრას, არამხოლოდ ტაქტიკური, არამედ გონებრივიცაა.

    კლუბის თავკაცმა ფეხბურთელები საკუთარ თავში უნდა დაარწმუნოს და მათი მოტივირება სცადოს. მათ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგების რწმენა არ ყოფნით. ტიტულის მოგების სურვილსა და რწმენას შორის აშკარა სხვაობაა. რა თქმა უნდა, მესისა და დანარჩენ მოთამაშეებს ტურნირის მოგება უნდათ, მაგრამ არიან ისინი ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად?! როდესაც ყველაფერი კარგად მიდის და იდეალური პირობებია, დომინირება მარტივია. ამასთან, გასაჭირის დროს, საჭიროა, რომ ამ ვითარებას არ შეეგუო და მისი გამოსწორება სცადო. სეტიენთან ერთად, რამდენიმე ფეხბურთელმა გასახდელ ოთახში სიტუაცია უნდა გააკონტროლოს და აუცილებელი არაა, რომ ეს მხოლოდ მესიმ გააკეთოს.

    აღნიშნულის შესრულება ნებისმიერ ქარიზმატულ ადამიანს შეუძლია. ამრიგად, წარმატებისკენ სწრაფვის პირველი ნაბიჯი რწმენაა. თავდაჯერება მნიშვნელოვანი რამაა, რაც კიკე სეტიენმა უნდა აღადგინოს.

    დასკვნა

    დაცვისა და თავდასხმის გაძლიერება აუცილებელია. დღეის მდგომარეობით, ლაუტარო მარტინესზე ბევრი იწერება. ნახევარდაცვა უკვე საკმაოდ გამოცდილია, თუმცა დახვეწა ამ პოზიციასაც სჭირდება. გარკვეულ ასპექტებში ხარვეზების მიუხედავად, გუნდი კვლავ ძლიერია, თუმცა აუცილებელია, რომ ზემოთხსენებული სისუსტეები აღმოიფხვრას. 61 წლის მწვრთნელმა ამ სეზონისთვის გეგმები შეიმუშავა. ერთ-ერთო მიზანი ესპანეთის ჩემპიონობაა, ამის შემდეგ კი კლუბი ევროპულ ასპარეზზე წარმატების მიღწევას ეცდება. იმის მიუხედავად, "ბარსელონა" ამის გაკეთებას შეძლებს თუ არა, აშკარაა, რომ კიკე სეტიენი ოპტიმისტურადაა განწყობილი.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    მსლ წევრი [?]

    28 მაისი 2020 12:37

    ფეხბურთელები ისედაც კარები გვყავს. მთავარია მწვრთნელი მოიყვანონ!!!

    3
    გასულია
    სიმონე ახალბედა [?]

    28 მაისი 2020 07:42

    ციტატა: Iniesta_8
    ახალმოსულებმა უნდა გაანძრიონ ტრაკი გრიზმანმა და დეიონგმა აბა სუარესი ამ სიბერეში ხოარ დაიწყებს გუნდის თრევას ანდა პიკე რომელიც კაი ხანია უკვე ფეხბურთზე აღარ ფიქრობს.ბუსკეციც მაგარი აჭრილია ბოლო 3 სეზონი. ცოდოა მესი მარტო ეგ და შტეგენი თამაშობენ ბოლო 3 წელია ბარსას დონეზე

    ყველაზე დიდი უბედურება ისაა ძმა რომ აღარც გრიზმანია პატარა 29 წლისაა, იოლად შეატყობ მესისაც რო უკვე აღარც ეგ იხარჯება დიდად ყველა თამაშში, ხშირად უბრალოდ დადის მოედანზე უღიმღამოდ.

    3
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    27 მაისი 2020 11:51

    ახალმოსულებმა უნდა გაანძრიონ ტრაკი გრიზმანმა და დეიონგმა აბა სუარესი ამ სიბერეში ხოარ დაიწყებს გუნდის თრევას ანდა პიკე რომელიც კაი ხანია უკვე ფეხბურთზე აღარ ფიქრობს.ბუსკეციც მაგარი აჭრილია ბოლო 3 სეზონი. ცოდოა მესი მარტო ეგ და შტეგენი თამაშობენ ბოლო 3 წელია ბარსას დონეზე

    1
    გასულია
    nikusha ფანი [?]

    27 მაისი 2020 10:47

    პუჩის ნაცვლად შანსი მონჩუმ უნდა მიიღოს

    ციტატა: Gaucho24
    ძალიან კარგი იქნება თუ კოუტინიოს დააბრუნებენ და სწორ პოზიციაზე ათამაშებენ მაგრამ ეს არ მოხდება მას აუცილებლად გაყიდიან , არადა დე იონგი არტური კოუს ტრიო ძალიან მინდა ცენტრში მაგრამ დიდი ალბათობით ეს უნდა გამოვრიცხოთ , ლაუტარო მოვა ეს ფაქტია , ნეიმარიც გამორიცხულია ბარსა ვერ შეძლებს სავარაუდოდ ფირპო ლაუტაროს ტრანსფერში ჩაერთვება და გუნდი ტალიაფიკოს იყიდის , რაკიტიჩი თითქმის წასულია , სევილია ან ინტერი იყიდის , ლაუტაროში ჩაერთვება ეგეც , ვიდალი ვფიქრობ დარჩება არ გაყიდიან , იჯარიდან რაფინიას და რამდენიმეს გაყიდიან , ალენიას კვლავ იჯარაზე გაუშვებენ , სემედუს პიანიჩში გაცვლიან და დესტს მოიყვანენ
    ტერ შტეგენი
    დესტ პიკე უმტიტი ალბა
    ბუსკეცი
    დე იონგი არტური
    მესი სუარესი გრიზმანი
    ნეტუ ლენგლე ტალიაფიკო ვიდალი რობერტო პიანიჩი პუჩი ფატი ტრინიკაუ ლაუტარო ტოდიბო დემბელე
    დემბლეს რაც შეეხება ვფიქრობ ერთ შანსს კვლავ მისცემენ გამოდის გუნდი აკეთებს 4 ტრანსფერს ლაუტაროს პიანიჩს დესტს და ტალიაფიკოს , გამოდის რომ გრიზმანი დაკარგულია არასწორი პოზიციის გამო , ლაუტარო ნელ-ნელა შეცვლის სუარესს , დაცვა სანამ შეთამაშდება დრო დასჭირდება დემბელემ არამგონია გაამართლოს ახალგაზრდებს ნაკლებ შანსს მისცემენ ასე რომ წელს მაქსიმუმ ლა ლიგა დადოს გუნდმა ისიც მესის ხარჯზე მაგრამ შემდეგ სეზონზე თუ გუნდი ამ ტრანსფერებს განახორციელებს კარგი იქნება
    ვიდალი დემბელე გრიზმანი გასაშვებია დაახლოებით 200-230 მილიონი უნდა ამოიღონ აქიდან ბიუჯეტი უნდა ქონდეთ შემორჩენილი და დამატებული ერთად 100 მილიონი ასე რომ დაახლოებით 300 მილიონი ავიღოთ რაც გუნდს ექნება
    მოსაყვანი იქნება მცველი აუცილებლად დე ლიხტი იდეალური იქნება რომელიც დაახლოებით 90 მილიონი ეღირება და სავარაუდოდ ტოდიბოს დაამატებენ რაც ფასს დაახლოებით 60 მილიონამდე ჩამოწევს , გვრჩება 240 , 140 მილიონი ნეიმარი დაჯდება გვრჩება 100 მილიონი და იდეალური იქნება თუ კიმიხს მოიყვანენ რადგან უდაოდ კამათის გარეშე ბარსელონას ფეხბურთელია იდეალური იქნებოდა , თუ რამე დარჩება მარჯვენა მცველის მოსაყვანად თუ დესტ ვერ გაამართლებს , ან გაამართლებს უნდა გამოიყენონ გააჩნია სკამისთვის თუ ძირითადისთვის იყიდიან საბოლოო ჯამში ძირითადი ასე უნდა დაკომპლექტდეს
    ტერ შტეგენი
    დესტ დე ლიხტი უმტიტი ალბა/ტალიაფიკო
    დე იონგი
    კიმიხი არტური
    მესი ლაუტარო ნეიმარი
    სკამი : ნეტუ პიკე ლენგლე რობერტო ტალიაფიკო ბუსკეცი პიანიჩი ალენია პუჩი ფატი ტრინიკაუ სუარესი მარჯვენა მცველი + ბარსა ბ , არაუხო , კოლიადო და სხვები , კიკე კარგს რასაც გააკეთებს გუნდს უბრალოდ ვალვერდეს სტილს მოაშორებს , შემდეგ კი ყველაზე კარგი იქნება თუ ამ გუნდს ხავი/ტენ ჰააგი/კუმანიდან რომელიმე ჩაიბარებს და იდეალური იქნება ძალიან კარგი ეს უბრალოდ ჩემი ვარაუდი და სურვილია თუმცა სავარაუდოდ ყველაფერი სხვაგვარად მოხდება და იმდენ სისულელეს ჩაიდენენ გინებით ავავსებთ :დ

    ალენიას იჯარას პუჩის გაშვება ჯობია

    ციტატა: Don_Andresito
    ამ სასტავს კვერცხებიანი და მაღალი დონის მწვრთნელი უნდა და არა ჭ კლასის სტარიკები ევროსარბიელზე დებიუტებს 50-60 წლის ასაკში რო იღებენ. რა ვალვერდე და რა სეტიენი. ეს კი ამბობს შეგვიძლიაო, ეგრე ლაიფციგსაც შეუძლია და ატალანტასაც და გუნდს რომელსაც მესი ყავს რა არ შეუძლია მარა 99% ით ვარ დარწმუნებული რო ამ არეული გუნდის, მწვრთნელის უპატივცემულობის და უნდობლობის, გუნდს და ხელმძღვანელობას შორის არსებული დაძაბულობის და კრიზისის ფონზე ვერც ლა ლიგას დავდებთ და ლიგას ხო შანსი 0. ბაიერნს შეხედეთ, სწრაფი ფიზმომზადებული გუნდი რომელიც უკვე ხოდზეა და 1 თვეა ვარჯიშობს, მაგათ რო შევხვდეთ თუ ნაპოლი გავაგდეთ, რისი იმედი გვაქ, კამპ ნოუს ფაქტორიც კი აღარ გვაქვს. ეს წელი მაქსიმალურად ახალგაზრდებს უნდა დაეთმოს რო მომავალი წლის მონახაზი დაიდოს. იქნებ კოლიადომ ან ვინმემ ისე ითამაშოს, თუნდაც მონჩუმ რო აღარც გვინდოდეს პიანიჩი ლაუტარო ( ისედაც არ გვინდა ეგ მეორე). ამიტო მგონი ამ ბებერი კუტუს მოყვანას პიმიენტა დაენიშნათ ჯობდა, ახალგაზრდებს მისცემდა შანსს. ამან ფატიც კი ამოაგდო

    მონჩუმ და კოლიადომ შანსი უნდა მიიღონ აუცილებლად

    ციტატა: ana anukii
    ამისნაირი ბანძი მწრთვნელი არაფრის მომგები არააა...ვალვერდეზე დაუნია

    ვალვერდეზე უარესი და ბანძია და ამისგან რას ველოდებით? ჩემპ ლიგის შანსი და მოგების ალბათობა 0-ია. ლალიგაზე კიდე მაქვს იმედი ისიც მესის პონტში და ნუ სუაც ბრუნდება

    1
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტზეა
    Pablos ar abia წევრი [?]

    27 მაისი 2020 10:11

    ციტატა: Tsitsi
    ციტატა: Pablos ar abia
    ციტატა: ana anukii
    ამისნაირი ბანძი მწრთვნელი არაფრის მომგები არააა...ვალვერდეზე დაუნია

    სწორად თუ მიუდგებიან საქმეს არაფერიარაა შეუძლებელი. ისეთებიმომხდარა

    დი მატეო გაიხსენეთ...

    მატეო ძაან მაგარი კაცი იყო მცველადაც და ისედაც ჯარიმებსაც მაგრად უბრაგუნებდა მარა რათგინდა ფეხებზე დაიკიდეს :დ

    0
    გასულია
    Gaucho24 გულშემატკივარი [?]

    27 მაისი 2020 02:34

    ძალიან კარგი იქნება თუ კოუტინიოს დააბრუნებენ და სწორ პოზიციაზე ათამაშებენ მაგრამ ეს არ მოხდება მას აუცილებლად გაყიდიან , არადა დე იონგი არტური კოუს ტრიო ძალიან მინდა ცენტრში მაგრამ დიდი ალბათობით ეს უნდა გამოვრიცხოთ , ლაუტარო მოვა ეს ფაქტია , ნეიმარიც გამორიცხულია ბარსა ვერ შეძლებს სავარაუდოდ ფირპო ლაუტაროს ტრანსფერში ჩაერთვება და გუნდი ტალიაფიკოს იყიდის , რაკიტიჩი თითქმის წასულია , სევილია ან ინტერი იყიდის , ლაუტაროში ჩაერთვება ეგეც , ვიდალი ვფიქრობ დარჩება არ გაყიდიან , იჯარიდან რაფინიას და რამდენიმეს გაყიდიან , ალენიას კვლავ იჯარაზე გაუშვებენ , სემედუს პიანიჩში გაცვლიან და დესტს მოიყვანენ
    ტერ შტეგენი
    დესტ პიკე უმტიტი ალბა
    ბუსკეცი
    დე იონგი არტური
    მესი სუარესი გრიზმანი
    ნეტუ ლენგლე ტალიაფიკო ვიდალი რობერტო პიანიჩი პუჩი ფატი ტრინიკაუ ლაუტარო ტოდიბო დემბელე
    დემბლეს რაც შეეხება ვფიქრობ ერთ შანსს კვლავ მისცემენ გამოდის გუნდი აკეთებს 4 ტრანსფერს ლაუტაროს პიანიჩს დესტს და ტალიაფიკოს , გამოდის რომ გრიზმანი დაკარგულია არასწორი პოზიციის გამო , ლაუტარო ნელ-ნელა შეცვლის სუარესს , დაცვა სანამ შეთამაშდება დრო დასჭირდება დემბელემ არამგონია გაამართლოს ახალგაზრდებს ნაკლებ შანსს მისცემენ ასე რომ წელს მაქსიმუმ ლა ლიგა დადოს გუნდმა ისიც მესის ხარჯზე მაგრამ შემდეგ სეზონზე თუ გუნდი ამ ტრანსფერებს განახორციელებს კარგი იქნება
    ვიდალი დემბელე გრიზმანი გასაშვებია დაახლოებით 200-230 მილიონი უნდა ამოიღონ აქიდან ბიუჯეტი უნდა ქონდეთ შემორჩენილი და დამატებული ერთად 100 მილიონი ასე რომ დაახლოებით 300 მილიონი ავიღოთ რაც გუნდს ექნება
    მოსაყვანი იქნება მცველი აუცილებლად დე ლიხტი იდეალური იქნება რომელიც დაახლოებით 90 მილიონი ეღირება და სავარაუდოდ ტოდიბოს დაამატებენ რაც ფასს დაახლოებით 60 მილიონამდე ჩამოწევს , გვრჩება 240 , 140 მილიონი ნეიმარი დაჯდება გვრჩება 100 მილიონი და იდეალური იქნება თუ კიმიხს მოიყვანენ რადგან უდაოდ კამათის გარეშე ბარსელონას ფეხბურთელია იდეალური იქნებოდა , თუ რამე დარჩება მარჯვენა მცველის მოსაყვანად თუ დესტ ვერ გაამართლებს , ან გაამართლებს უნდა გამოიყენონ გააჩნია სკამისთვის თუ ძირითადისთვის იყიდიან საბოლოო ჯამში ძირითადი ასე უნდა დაკომპლექტდეს
    ტერ შტეგენი
    დესტ დე ლიხტი უმტიტი ალბა/ტალიაფიკო
    დე იონგი
    კიმიხი არტური
    მესი ლაუტარო ნეიმარი
    სკამი : ნეტუ პიკე ლენგლე რობერტო ტალიაფიკო ბუსკეცი პიანიჩი ალენია პუჩი ფატი ტრინიკაუ სუარესი მარჯვენა მცველი + ბარსა ბ , არაუხო , კოლიადო და სხვები , კიკე კარგს რასაც გააკეთებს გუნდს უბრალოდ ვალვერდეს სტილს მოაშორებს , შემდეგ კი ყველაზე კარგი იქნება თუ ამ გუნდს ხავი/ტენ ჰააგი/კუმანიდან რომელიმე ჩაიბარებს და იდეალური იქნება ძალიან კარგი ეს უბრალოდ ჩემი ვარაუდი და სურვილია თუმცა სავარაუდოდ ყველაფერი სხვაგვარად მოხდება და იმდენ სისულელეს ჩაიდენენ გინებით ავავსებთ :დ

    2
    გასულია
    katalomia ფანი [?]

    27 მაისი 2020 02:30

    Kike kiara da wlevandeli weli aravin ar icis ra da rogor iqneba. Aravin icis rogor sheeguebian cariela stadionebze tamashs. Kamp nous upiratesoba (yvela turnirshi) koziri iyo chveni da egac aghar gvaqvs. Tore vilanovaze da ibicebze ki "vagebt" tamashebs.

    1
    გასულია
    პეპ გუარდიოლა ფანი [?]

    27 მაისი 2020 01:58

    შანსი თითქმის ნულია მაგრამ რატომღაც მგონია ლიგას დავდებთ

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    27 მაისი 2020 01:41

    თამაშით დაგვანახეთ რო შეგიძლიათ თამაშით

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Don_Andresito [?]

    27 მაისი 2020 01:24

    ამ სასტავს კვერცხებიანი და მაღალი დონის მწვრთნელი უნდა და არა ჭ კლასის სტარიკები ევროსარბიელზე დებიუტებს 50-60 წლის ასაკში რო იღებენ. რა ვალვერდე და რა სეტიენი. ეს კი ამბობს შეგვიძლიაო, ეგრე ლაიფციგსაც შეუძლია და ატალანტასაც და გუნდს რომელსაც მესი ყავს რა არ შეუძლია მარა 99% ით ვარ დარწმუნებული რო ამ არეული გუნდის, მწვრთნელის უპატივცემულობის და უნდობლობის, გუნდს და ხელმძღვანელობას შორის არსებული დაძაბულობის და კრიზისის ფონზე ვერც ლა ლიგას დავდებთ და ლიგას ხო შანსი 0. ბაიერნს შეხედეთ, სწრაფი ფიზმომზადებული გუნდი რომელიც უკვე ხოდზეა და 1 თვეა ვარჯიშობს, მაგათ რო შევხვდეთ თუ ნაპოლი გავაგდეთ, რისი იმედი გვაქ, კამპ ნოუს ფაქტორიც კი აღარ გვაქვს. ეს წელი მაქსიმალურად ახალგაზრდებს უნდა დაეთმოს რო მომავალი წლის მონახაზი დაიდოს. იქნებ კოლიადომ ან ვინმემ ისე ითამაშოს, თუნდაც მონჩუმ რო აღარც გვინდოდეს პიანიჩი ლაუტარო ( ისედაც არ გვინდა ეგ მეორე). ამიტო მგონი ამ ბებერი კუტუს მოყვანას პიმიენტა დაენიშნათ ჯობდა, ახალგაზრდებს მისცემდა შანსს. ამან ფატიც კი ამოაგდო

    6
    საიტზეა
    Tsitsi რედაქტორი [?]

    27 მაისი 2020 00:49

    ციტატა: Pablos ar abia
    ციტატა: ana anukii
    ამისნაირი ბანძი მწრთვნელი არაფრის მომგები არააა...ვალვერდეზე დაუნია

    სწორად თუ მიუდგებიან საქმეს არაფერიარაა შეუძლებელი. ისეთებიმომხდარა

    დი მატეო გაიხსენეთ...

    1
    საიტზეა
    Pablos ar abia წევრი [?]

    27 მაისი 2020 00:43

    ციტატა: ana anukii
    ამისნაირი ბანძი მწრთვნელი არაფრის მომგები არააა...ვალვერდეზე დაუნია

    სწორად თუ მიუდგებიან საქმეს არაფერიარაა შეუძლებელი. ისეთებიმომხდარა

    1
    გასულია
    ana anukii ფანი [?]

    27 მაისი 2020 00:40

    ამისნაირი ბანძი მწრთვნელი არაფრის მომგები არააა...ვალვერდეზე დაუნია

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge