რა ხდება ნეიმარის გარშემო?

  • 29-04-2020, 12:34
  • რა ხდება ნეიმარის გარშემო?

    შთაბეჭდილება მრჩება, რომ "ბარსელონა" ნეიმარის ტრანსფერს ემოციურად უდგება და არა გონივრულად. სატრანსფერო საქმიანობის ემოციურად წარმართვა, კიდევ ერთი დიდი შეცდომა იქნება, რომელსაც "ბარსა" დაუშვებს.

    რაციონალურად რომ მივყვეთ, დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება, რომელზეც აუცილებელია პასუხის გაცემა, იქამდე, სანამ "ბარსა" ნეიმარისთვის, უკანასკნელ კაპიკებს გაიღებს.

    განვლილი პერიოდი

    პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეიმარმა ოქროს წლები დაკარგა. ზუსტად ის პერიოდი ჩაყარა წყალში, რომელშიც შეეძლო, რომ "ოქროს ბურთისთვის" ებრძოლა. ამას, პირველ რიგში, თავად ხვდება. მიხვდა პირველივე სეზონის ბოლოს, მაგრამ ისეთი კონტრაქტი გააფორმა პარიზელებთან, რომ მათგან თავის დაღწევა ძალიან რთული გახდა.

    მისი მოტივი დღემდე გაუგებარია. თუ ყველაზე ბანალურ ახსნას არ მოვუძებნით, რომ ბრაზილიელი, დიდ ხელფასზე გაიყიდა. "ოქროს ბურთისთის" ბრძოლა სურდა, მაგრამ ყოველ მომდევნო წელს, სულ უფრო ქვემოთ მიდის, ნომინანტთა სიაში. ლიდერობა სურდა, მაგრამ აშკარაა, რომ მბაპე უფრო ბრწყინავს, მბაპე უფრო უყვართ და მბაპე უფრო წინ იყო France Football-ის ჯილდოსთვის ბრძოლაში.

    ამბობენ, რომ გასახდელში ლიდერი ნეიმარია, მაგრამ ვის რაში აინტერესებს ეს, როცა ფანების ნახევარი დასანახად ვერ იტანს, მეორე ნახევარი კი თავიდანვე შეგუებული იყო იმას, რომ პსჟ-სთვის ბოლომდე არასდროს დაიხარჯებოდა.

    ნეიმარმა 155 შესაძლებლობიდან, მხოლოდ 80 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ეს თამაშების 51%-ა. სეზონში დაახლოებით 26 შეხვედრას ატარებს და ამ ყველაფერში, ზუსტად იმდენი გადაუხადეს ხელფასის სახით, რამდენიც ლაუტარო მარტინესის გამოსასყიდი თანხაა - 111 მილიონი ევრო.

    შეიძლება ითქვას, რომ ამ ტრანსფერით ყველამ წააგო.

    ნეიმარზე კი ვერ ვიტყვით, რომ განვითარდა, რომელიმე ასპექტში დაიხვეწა, ლიდერად ჩამოყალიბდა ან როგორც პიროვნება გაიზარდა და დაღვინდა.

    დისციპლინა

    ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, თუმცა, შეიძლება ოდნავ მაინც შეიცვალა, ოღონდ უარესობისკენ. წლების წინ, "ბარსელონას" ვარჯიშზე, ერთ-ერთმა მწვრთნელმა ნეიმარს წამოაძახა - "ასე თუ გააგრძელებ, ისე დაასრულებ, როგორც რონალდინიომ დაასრულა".  ნეიმარი გაბრაზდა და ვარჯიში დატოვა.

    არადა რონალდინიოს მაგალითმა ყველა უნდა დააფიქროს. მაშინ გვეგონა, რომ რონი კლუბში სამუდამოდ დარჩებოდა, წლებთან ერთად სისწრაფეს დაკარგავდა, მაგრამ იმ თვისებების გამო, რაც ჰქონდა, ვფიქრობდით, რომ ოდნავ სიღრმიდანაც შეძლებდა თამაშს, მისი პასი, მოედნის ხედვა და ჯადოქრობა ხომ არსად გაქრებოდა, მოკლედ, რონალდინიოზე ვფიქრობდით ისე, როგორც ახლა ვფიქრობთ მესიზე, სისწრაფეს კარგავს, მაგრამ იგივე დონეზეა, აზროვნების წყალობით, ყველაფერს ძველებურად ახერხებს. ამის მიღმა კი თავდაუზოგავი შრომა დგას, მხოლოდ ასეა შესაძლებელი დროსთან ჭიდილი და ასაკის დამარცხება.

    შეიძლება ითქვას, რომ ნეიმარს ორი მაგალითი ჰყავდა, მისი ორი კერპი - მესი და რონალდინიო.

    მან რონალდინიოს გზა აირჩია.

    მიუხედავად იმისა, რომ "დორტმუნდთან" გოლი შეაგდო და საერთო ჯამში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, შეუძლებელი იყო ყურადღების მიღმა დაგვეტოვებინა მისი წონა. ის აღარ არის ისეთი ლაღი, როგორიც ადრე.

    რა თქმა უნდა, დადებს პირობას, რომ თუ "ბარსა" დაიბრუნებს, აუცილებლად დაიწყებს სრულფასოვან ვარჯიშს, საქმეს პროფესიონალურად მოეკიდება და უარს იტყვის გართობაზე, მაგრამ მერე მოვა მისი დის დაბადების დღე და ნეიმარი ტრაიციულად გაქრება.

    ტრავმები

    ისიც კი ითქვა, შეგნებულად იღებს ტრავმებს, რომ დის დაბადების დღეზე ჩავიდესო. რაც სისულელეა, მაგრამ გუსტავ იუნგის სწავლებას თუ მივყვებით, უნდა ვთქვათ, რომ სხეულს თავისი მეხსიერება და საკომუნიკაციო ენა აქვს. სხეულს ყოველთვის ახსოვს ტრავმა, ყოველთვის ახსოვს დრო და პერიოდი. ამიტომ, ვისაც მძიმე ტრავმები გადაუტანია, იცის ეს როგორც მოქმედებს. თუ დაზიანება ზამთარში მიიღო, ზამთარში ეწყება ტკივილები, თუ ზაფხულში, მაშინ ზაფხულის კონკრეტულ თვეს, დღეს და შეიძლება საათსაც კი. ეს ერთგვარი გაფრთხილებაა, რომელიც არაცნობიერიდან მოდის, ნეიმარს კი იმდენად სურს დის დაბადების დღეზე გაქცევა, რომ ყველაფერი ბუნებრივად ხდება. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ თეორიაა, მაგრამ არგუმენტირებული.

    მისთვის, დის დაბადების დღე, იგივეა, რაც რომარიოსთვის კარნავალი იყო. ბრაზილიელებს ამ დროს ისე უბნელდებათ, როგორც ჩვენთან ბნელოდა 90-ანებში. აბსოლუტურად ვერაფერს ხედავენ და დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ იმისთვის დაიბადნენ, რომ ამ მხიარულებაზე უარი არ თქვან.

    ამიტომ, თუ "ბარსა" ნეიმარს გადმოიბირებს, კალენდარში ერთი კვირა წინასწარ უნდა მოინიშნონ, როცა ის გუნდს ვერ დაეხმარება, მერე კი ზედმეტი წონით დაბრუნდება ვარჯიშზე.

    ამით ყველაფერი არ სრულდება, ნეიმარი ტრავმებს სხვა პერიოდებშიც იღებს. მართალია, ასე ხშირად არა, როგორც კონკრეტულად იმ მაგიურ დღეებში, მაგრამ მაინც. ტრავმებისკენ ნამდვილად მიდრეკილია და ასაკის მატებასთან ერთად, ეს საქმე უკეთესობისკენ ვერანაირად ვერ წავა.

    ყველამ იცის, რომ სუსტი ძვლები აქვს, განსაკუთრებით კი კოჭი, რომლის ტრავმასაც ფაქტობრივად ყოველ წელს იღებს, ხან მძიმედ, ხან მსუბუქად.

    სასამართლო დავა და ფანები

    "ბარსა" და ნეიმარი სასამართლოში ისევ დაობენ. წინა წელს გვახსოვს, როცა ტრანსფერზე სერიოზულად მიდიოდა საუბარი, "ბარსას" ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ საჩივარი გამოეტანა, მაგრამ ნეიმარმა არ იჩქარა და დამატებით მილიონებს დღემდე ელის.

    თუ ამ ზაფხულში "ბარსამ" პსჟ-ს ოფიციალურად მიმართა, მაშინ ნეიმარისგან ისევ მოითხოვს საქმის უკან გატანას, ბრაზილიელი არც ამჯერად იჩქარებს და ყველაფერს ბოლო დღემდე გაწელავს.

    საბოლოოდ, თუ ტრანსფერი შედგა, საქმეს უკან გაიტანს, მაგრამ ვერც თავად და ვერც მამამისი ვერ შეიცვლებიან. ეს არ იქნება უკანასკნელი პრობლემა, რომელსაც ბრაზილიელები "ბარსას" შეუქმნიან, მათთან ფინანსური დავა ყოველთვის პრობლემატური იყო და ასეც გაგრძელდება.

    ფანები ისედაც ვერ პატიობენ კლუბიდან გაქცევას და ეს საკითხი დამატებით აღიზიანებთ, არავინ იცის, როგორ დახვდებიან "კამპ ნოუზე", ერთი კი ფაქტია, ძალიან ბვრის გაკეთება მოუწევს, რომ პუბლიკის კეთილგანწყობა დაიბრუნოს. ერთგულების შემთხვევაში, გულშემატკივარი შეცდომებს აპატიებდა, "ბარსას" ფანებს აქვთ ამის უნარი, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა, ნეიმარი თუ დაბრუნდა, პატარა შეცდომასაც აღარ აპატიებენ.

    მიუხედავად ამდენი პრობლემისა, რამდენიმე ფაქტს მაინც უნდა გაესვას ხაზი. პირველი არის ის, რომ "ბარსას" აუცილებლად სჭირდება კარგი გარემარბი.

    მეორე ფაქტი კი ის არის, რომ ნეიმარზე კარგი კანდიდატი უბრალოდ არსად ჩანს. თან ისეთი, რომლის ყიდვაც, "ბარსას" შეუძლია.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: ნეიმარი
    კომენტარები [ 13 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    shu1987 ფანი [?]

    30 აპრილი 2020 17:52

    მაგას ვამბობ ამდენი ხანია: უდისციპლინო, მაღალ ხელფასს და პრივილეგიებს შეჩვეული, ტრანმვებისკენ მიდრეკილი , ბარსას უჩივლა (როცა ევროპულ ასპარეზზე ბარსამ აქცია ფეხბურთელად) , ბოლოს ასაკი ემატება და ახალგაზრდების ფსიქოლოგიას დაარტყამს ამის მოსვლა იმ თანხის ფასად რასაც წერენ, ქაოსს შემოიტანს და დაძაბულობას სიკეთე ამისგან აღარაფერი იქნება.

    0
    საიტზეა
    ფეოლა მწერალი [?]

    30 აპრილი 2020 11:33

    ციტატა: Ronaldinho.
    ციტატა: ფეოლა
    ციტატა: Ronaldinho.
    ესე რაც წერია იდეაში არაა ძაან შორს მარა რაღაცა პლიუსებიც აქცს მადლიზა და რო დაგეწერა და გამოუსადეგარ დემბელესნაირი ფეხბურთელი არ გამოგეყვანა ძაან კაიიქნებოდა:)))))
    იმდენი პლიუსი აქვს მაგ მინუებს თავზე რო ახტება და ამაზე კაი ვარიანტი მარცხნიდან მითხარით ვინმემ ერთი 3-4 წელი რო მაგრა გაქაჩავს მესისთან ერთად .
    ადვილი რო არაა ბარსაში და მესისთან და ესეთ ვარსკვალევბთან ერთად თამაში და შეწყობის პრობლემა როა კი დაამტკიცეს იბრადან დაწყებული,კოუ გრიზმანებით დემბელეებით დამთავრებული და სანტოსიდან მოსულმა ბიჭმა დედა მოტ..ნა ისე ითამაშა ეგრევე ტრიპლეტსბი და ისეტი ტრიო შექმნეს მსნ საუკუნეს რო დარჩება და გადავიდა პსჟში და იქაც თუ თამაშობს დედას ტ...აავს და არანაკლები ლიდერია ესე რო შეხედო და აქაც რო მოვიდეს ერთი ისაა რო ტრამვები არ მიიღოს და ამბობს მოვიხოდებიო და ყველა ინტერვიუში მაგას უსმევს ხაზს და ექიმებთან კონსულტაციაც გაიარა ბარსამ და აარაფერი ქრონიკულის საფრთხე არაა და გადმვოიდეს მარცხენა ფლანს აიღებს გოლებს გაიყანს პასებს გააკეთებს კომმბინაციურ ფეხბურთში პირველია მესისთან და სუასთამ და ბიჭებთან შეწყობილია და რაც ყველაზე მთავარია აქვს ვარსკვლავის და გამარჯვებულის მენტალიტეტი,მარტო მესის არ შეტენიან ბურთს და მესისაც ეყოლება როჟა რომელიც თავზე აიღებს (ნუ სუა წინ მიხედავს საქმეს იასნა)
    და ღმერთმა არ ქნას და მესის ტრამვის შემთხვევაშიც ულიდერებს გუნდს და არც ეგეთი ბებერიც არაა აზარი აგერ 29 წლისაა მარა ხმა არ ამოუღია არავის ისე იყიდა რეალმა როგორც მომავალი ვარსკლავი რამის)) და ვანდდეიკები და კუნიბალები 29 ების არის. და ასე შემდეგ და 3-4 წელი მაღალ დონეზე რო ითამაშოს და კიდე ლიგებში და ლალიგებში რო დაეხმაროს მესის (არც მაქამდე დააკლეს) რატომაც არა ,
    კაროჩე ნეი მოდი მოდი!!🙌🏻


    დავწერე ბოლოს, ამაზე კარგი კანდიდატი არ არსებობს-მეთქი. მეტი რა დამეწერა? : ))

    ამაზე კაი კანდიდატი განსხვავდება იმისგან ვინც შეიძლება ბარსამ იყიდოს თან გარემარბიო იმათგან ყველას ჯობიაო და რავიცი ვილიანს თუ ამჯობინე არ ვივი სხვა ვინ იცი რო ბარსამ შეიძლება იყიდოს)))
    მარა ვარიანტი არააზე არაა სხვა რაღაც გითხარი მე რო გამოიყვანე ცუდი ფეხბურთელი და არაფა ჩამოგითვალე რა აქვს კარგი და რამე მაგაზეც გეთწვათქო და ბოლოს პროსტა მიაწერე მიუხედავად ამდენი ცუდის სხვა ვარიანტი არ გვაქ მეტიო))
    ვემი აზრით კიდე ყველა ვარიანტებიდან გამომდინარე მაინც ნეიმარი იქნებკდა მბაპეს მერე ყველაზე კაი ვარიანტი ამდეოისსთვის


    ცუდი ფეხბურთელი არა, არაპროფესიონალი გამოვიყვანე, იმიტომ, რომ არაპროფესიონალია.
    ნეიმარის პლუსებს ხაზგასმა არ სჭირდება, გუშინ ხო არ დაგვიწყია ფეხბურთის ყურება..

    0
    გასულია
    Pablos ar abia წევრი [?]

    29 აპრილი 2020 21:21

    საინტერესო სტატია იყო ფეოლა ყოჩაღ
    მარა მაინც ერთ-ერთი საუკეთესოა ეს ოხერი ესა და რა ვუყოთ აბა რაც შეეხება ემოციური ფონი კრისტალია 😁

    4
    საიტზეა
    ფეოლა მწერალი [?]

    29 აპრილი 2020 19:26

    ციტატა: Ronaldinho.
    ესე რაც წერია იდეაში არაა ძაან შორს მარა რაღაცა პლიუსებიც აქცს მადლიზა და რო დაგეწერა და გამოუსადეგარ დემბელესნაირი ფეხბურთელი არ გამოგეყვანა ძაან კაიიქნებოდა:)))))
    იმდენი პლიუსი აქვს მაგ მინუებს თავზე რო ახტება და ამაზე კაი ვარიანტი მარცხნიდან მითხარით ვინმემ ერთი 3-4 წელი რო მაგრა გაქაჩავს მესისთან ერთად .
    ადვილი რო არაა ბარსაში და მესისთან და ესეთ ვარსკვალევბთან ერთად თამაში და შეწყობის პრობლემა როა კი დაამტკიცეს იბრადან დაწყებული,კოუ გრიზმანებით დემბელეებით დამთავრებული და სანტოსიდან მოსულმა ბიჭმა დედა მოტ..ნა ისე ითამაშა ეგრევე ტრიპლეტსბი და ისეტი ტრიო შექმნეს მსნ საუკუნეს რო დარჩება და გადავიდა პსჟში და იქაც თუ თამაშობს დედას ტ...აავს და არანაკლები ლიდერია ესე რო შეხედო და აქაც რო მოვიდეს ერთი ისაა რო ტრამვები არ მიიღოს და ამბობს მოვიხოდებიო და ყველა ინტერვიუში მაგას უსმევს ხაზს და ექიმებთან კონსულტაციაც გაიარა ბარსამ და აარაფერი ქრონიკულის საფრთხე არაა და გადმვოიდეს მარცხენა ფლანს აიღებს გოლებს გაიყანს პასებს გააკეთებს კომმბინაციურ ფეხბურთში პირველია მესისთან და სუასთამ და ბიჭებთან შეწყობილია და რაც ყველაზე მთავარია აქვს ვარსკვლავის და გამარჯვებულის მენტალიტეტი,მარტო მესის არ შეტენიან ბურთს და მესისაც ეყოლება როჟა რომელიც თავზე აიღებს (ნუ სუა წინ მიხედავს საქმეს იასნა)
    და ღმერთმა არ ქნას და მესის ტრამვის შემთხვევაშიც ულიდერებს გუნდს და არც ეგეთი ბებერიც არაა აზარი აგერ 29 წლისაა მარა ხმა არ ამოუღია არავის ისე იყიდა რეალმა როგორც მომავალი ვარსკლავი რამის)) და ვანდდეიკები და კუნიბალები 29 ების არის. და ასე შემდეგ და 3-4 წელი მაღალ დონეზე რო ითამაშოს და კიდე ლიგებში და ლალიგებში რო დაეხმაროს მესის (არც მაქამდე დააკლეს) რატომაც არა ,
    კაროჩე ნეი მოდი მოდი!!🙌🏻


    დავწერე ბოლოს, ამაზე კარგი კანდიდატი არ არსებობს-მეთქი. მეტი რა დამეწერა? : ))

    2
    საიტზეა
    ფეოლა მწერალი [?]

    29 აპრილი 2020 17:34

    ციტატა: antonio
    ყველაფერი კაი მაგრამ მწერალ ეს დისწიპლინა რაუბედურებაა? კიდე კაი ტრანვაც არ დაწერე


    იცოცხლე.
    ჩავასწორე.
    ეგ რა არის, პირველ ვერსიაში დისნიპლინა მეწერა.

    3
    გასულია
    o.dembele11 გულშემატკივარი [?]

    29 აპრილი 2020 17:23

    კორონას შევე**დი მაღაზიაში მეე მართლა ზედმეტია უკვე რაც შეეხება ნემოს მეგონია რომ უნდა დაბრუნდეს

    2
    გასულია
    antonio წევრი [?]

    29 აპრილი 2020 16:41

    ყველაფერი კაი მაგრამ მწერალ ეს დისწიპლინა რაუბედურებაა? კიდე კაი ტრანვაც არ დაწერე

    1
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    29 აპრილი 2020 16:08

    მე მგონია რომ ნეი აუცილებლად უნდა ვიყიდოთ და მას ვერაფერი გადაეფარება

    3
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    LBJ23 LM10 წევრი [?]

    29 აპრილი 2020 15:39

    თუ მოგვეცა შანსი,აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ,მე მჯერა რო ბარსაში ის ძველი ნეი გახდება

    5
    გასულია
    prikola28 ფანი [?]

    29 აპრილი 2020 14:43

    თუ არსებობს პატჩი ფიფა 19 ისთვის ქართული კლუბები რომ იყოს?

    0
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    29 აპრილი 2020 13:34

    ციტატა: Msn91011
    ყველაფერი იქეთკენ მიდის რო წელს ყველგან მემგონი სეზონი გაუქმდება და მაგრად ტეხავს. 9 მაისს ბუნდესლიგის განახლება კითხვის ნიშნის ქვეშაა და მაგათმაც თუ გააუქმეს მაშინ უკვე ვსო. კორონა და ჩინელების დედის დედა მოვ**ან

    გეთანხმები

    გერნაბელებმა თუ გადადეს ანუ ჯაჯღანა ესპანელებიც უეჭველი გადადებენ.


    მარა გერმანელები ისეთი ხალხია არ გადადებენ.
    4 მაისიდან შეზღუდვებს ხსნიან

    1
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    გასულია
    Msn91011 გულშემატკივარი [?]

    29 აპრილი 2020 13:18

    ყველაფერი იქეთკენ მიდის რო წელს ყველგან მემგონი სეზონი გაუქმდება და მაგრად ტეხავს. 9 მაისს ბუნდესლიგის განახლება კითხვის ნიშნის ქვეშაა და მაგათმაც თუ გააუქმეს მაშინ უკვე ვსო. კორონა და ჩინელების დედის დედა მოვ**ან

    2
    გასულია
    alen halilovic Culé [?]

    29 აპრილი 2020 13:14

    👏 👏 👏

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV