საფეხბურთო ოდისეა

  • 27-04-2020, 12:38
  • საფეხბურთო ოდისეა

    კრუიფი ოდისევსია! ფეხბურთი კი მისი ოდისეა იყო.

    ლიტერატურაში არ არსებობს, ოდისევსის მსგავსი, იდეალური პერსონაჟი - იდეალური მამა, იდეალური შვილი და იდეალური ქმარი.

    ..და არ არსებობს საფეხბურთო სამყაროში, ისეთივე იდეალური პერსონა, როგორიც იოჰან კრუიფი იყო - იდეალური ფეხბურთელი, იდეალური მწვრთნელი, იდეალური მენეჯერი და ფილოსოფოსი. "მფრინავი ჰოლანდიელი" ალბათ ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ფეხბურთში ყველაფერი ესმოდა.

    მართალია, კომპარატისტები გვეუბნებიან, რომ იდეალური არასდროს არის საინტერესო, მაგრამ, ლიტერატურაში ოდისევსმა და ფეხბურთში კრუიფმა, აბსოლუტურად საპირისპირო დაამტკიცეს.

    კრუიფმა შექმნა თანამედროვე ფეხბურთი. თუ რამე მოგვწონს დღევანდელ ფეხბურთში, სწორედ მისი დანერგილია. საფუძველი, შესაძლოა, რინუს მიხელსმა ჩაყარა, მაგრამ კრუიფმა ხორცი შეასხა, განავითარა და დღევანდელ დღემდე მოიტანა.

    ის იყო პირველი, ვინც საფეხბურთო აგენტის საჭიროება დაინახა. უბრალოდ, ერთ დღესაც მიხვდა, რომ ფეხბურთელი ყველაფერზე ერთად ვერ იფიქრებდა და სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც მის კონტრაქტს მიხედავდა, იქამდე სანამ, თავად ბურთზე იფიქრებდა.

    ალბათ, ისიც ივარაუდა, რომ ეს ყველაფერი, მინო რაიოლას მსგავს ანომალიასაც მოიტანდა.

    რომ დავსვათ კითხვა, რომელი პერსონის არარსებობით დაკარგავდა ფეხბურთი ყველაზე მეტს? ეჭვგარეშეა, რომ პასუხი კრუიფი იქნება. როგორც ფეხბურთელი, მასზე მაღლა დგანან პელე და დიეგო, როგორც მწვრთნელი, შესაძლოა, მასზე მაღლა იდგნენ სერ ალექსი ან სერ მეტ ბასბი, შენკლი ან პეპი, როგორც ფილოსოფოსს და მუდმივ ინოვატორს, შესაძლოა, გაუტოლდნენ რინუს მიხელსი და ელენიო ერერა, მაგრამ პელე და დიეგო მწვრთნელებად ვერასდროს ივარგებენ, სერ ალექსი კი ფეხბურთელობისას იმის მეოთხედიც არ ყოფილა, რაც "მფრინავი ჰოლანდიელი" იყო.

    კრუიფი ბუნებით მოთამაშე იყო და მისი წყურვილი აზარტისადმი გუნდური შეხვედრებით არ კმაყოფილდებოდა. ცნობილია მისი მუდმივი სანაძლეოები რომარიოსთან. ეს რომარიოს მოტივაციისთვის ხდებოდა, სხვანაირად შეუძლებელია მოახერხო ბრაზილიელი ვარსკვლავის მოტივირება რომელმაც "ოქროს ბურთი" უკვე მოიგო.

    მუნდიალზე, 1994 წლის ტრიუმფის შემდეგ, რომარიოს საქმე ცუდად წავიდა. კრუიფიც მის მოტივირებასა და საზღვრებში მოქცევას ვერ ახერხებდა. ეს, ალბათ, კიდევ ერთი უთქმელი სანაძლეო იყო კრუიფსა და რომარიოს შორის, რომელშიც ვერ ვიტყვით, რომ რომელიმემ მოიგო, მაგრამ რომარიომ წააგო, რომარიომ კარიერა წააგო.

    "გაყიდეთ სანამ დროა" - ეს სიგიჟე კრუიფმა რონალდინიოზე თქვა, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, როცა ბრაზილია მუნდიალიდან ზიდანმა დაიფრინა. მიუხედავად ზიზუს გაბრწყინებისა და კანავაროს მოპოვებული "ოქროს ბურთისა", იმ პერიოდის საუკეთესო ფეხბურთელად მაინც რონალდინიო ითვლებოდა. კრუიფმა კი კლუბს მისი გაყიდვისკენ მოუწოდა. რა თქმა უნდა, ყველამ ჩათვალა, რომ ჰოლანდიელმა ბევრი მოწია და გააფრინა. არ ვიცი რა მოელანდა, მაგრამ რონალდინიოს რეგრესი დაეწყო. როდესაც კრუიფს ჰკითხეს, რა იყო ბრაზილიელის რეგრესის მიზეზი, მან ძალიან მარტივად უპასუხა - "ფიზიკური ფორმა და საკუთარი თავის რწმენარომელიც დაკარგა". ძნელია, არ დაეთანხმო, ფეხბურთელს თუ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეეპარა, მას გარიყავენ. ამბობენ, რომ რონალდინიომ უმაღლეს დონეზე მხოლოდ 3 წელი ითამაშა, ამაშიც არის სიმართლის მარცვალი, მაგრამ მაინც მისი 3 წელი გვირჩევნია, რაიან გიგზის მთელ კარიერას.

    კრუიფმა, როგორც საფეხბურთო ფილოსოფოსმა, საფუძველი ჩაუყარა ორი ყველაზე ძლიერი საფეხბურთო სკოლის სისტემას, "ბარსელონასა" და "აიაქსის" სკოლას. ერთ-ერთზე მან უარი თქვა, ეს 1983 წელს მოხდა. თითქოს კრუიფს "აიაქსის" ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა და "ფეინოორდში" გადაბარგდა, მაგრამ ამის მიზეზი ისევ მისი აზარტი იყო, გამოუსწორებელი მოთამაშის აზარტი. მას უნდოდა დაემარცხებინა "აიაქსი", სადაც ახალგაზრდა მარკო ვან ბასტენი თავის ვარსკვლავურ კარიერას იწყებდა. საბოლოოდ, მარკო ტურნირის ბომბარდირი გახდა, მაგრამ 36 წლის კრუიფმა ჰოლანდიის ჩემპიონატი მოიგო.

    იოჰანის ბოლო პროექტი ის "აიაქსი" იყო, რომელმაც ერთი წლის წინ, ჩემპიონთა ლიგაზე, ყველაზე ლამაზი ფეხბურთი ითამაშა და საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. ამ პროექტს საფუძველი მაშინ ჩაეყარა, როცა კრიზისში მყოფი კლუბის ხელმძღვანელებმა, საშველად კრუიფს დაუძახეს, მას კი დრო თავზე საყრელად ჰქონდა, რადგან  ლაპორტას წასვლის შემდეგ, "ბარსელონას" ბოლომდე ჩამოსცილდა.

    ჩაფრინდა ამსტერდამში, კლუბიდან თითქმის ყველა დირექტორი გაათავისუფლა, მათ ნაცვლად დაუძახა 90-ანელ "აიაქსელებს" და შეადგინა პროექტი, რომლის ერთი პროდუქტი, უკვე "ბარსელონას" წევრია.

    გულდასაწყვეტია, რომ შედეგი ვერ ნახა.

    ფეხბურთს ჰყავდა ჯადოქრები - გარინჩა, მესხი, ჩვენი დროის ჯადოქარი - რონალდინიო.
    ფეხბურთს ჰყავდა პროფესორები - ზიდანი, ყიფიანი, ბეკენბაუერი, ჩავი, ინიესტა და იქვე მოკრძალებულად, სოკრატესიც შეგვიძლია მივუყენოთ.
    ფეხბურთს ჰყავდა გამორჩეული ტალანტები - დიეგო მარადონა, რონალდო ფენომენო და ჯორჯ ბესტი. ნარკოტიკები..  ტრავმები..  ალკოჰოლი.. გამორჩეული ტალანტების გზა ასეთი გამოდგა.
    ფეხბურთს ჰყავდა ჩემი აზრით ორი მეფე - პელე და დი სტეფანო, მეფეები შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ ერთი რამის გამო - არასდროს თავიანთ საქმეზე წინ არაფერი დაუყენებიათ, მიუხედავად არაადამიანური ტალანტისა და უკვე ვიცით, მათ რიცხვს ვინც შეუერთდება.
    და ბოლოს, ფეხბურთს ჰყავდა ერთადერთი, გიჟი ფილოსოფოსი, სამოცდაათიანი წლების ჰიპი, რომლის ფილოსოფიაც ძალიან მარტივი და ამავე დროს გენიალურია.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    28 აპრილი 2020 21:22

    ციტატა: Levan34
    "ლიტერატურაში არ არსებობს, ოდისევსის მსგავსი, იდეალური პერსონაჟი - იდეალური მამა, იდეალური შვილი და იდეალური ქმარი."
    ავტორს რა მაგრად გაუგია "ოდისეა", ყოჩაღ😂😂😂


    ავტორს დისერტაცია აქვს ოდისევსზე დაცული, ედინბურგის უნივერსიტეტში და ბარეორს გადაიხევს ანტიკურ ლიტერატურაში.

    1
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    28 აპრილი 2020 02:15

    ბ რ ა ვ ო ო ო !!!

    1
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    27 აპრილი 2020 17:58

    საღოლ ავტორს ძან მაგარი სტატია იყო

    2
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    Levan34 წევრი [?]

    27 აპრილი 2020 17:43

    "ლიტერატურაში არ არსებობს, ოდისევსის მსგავსი, იდეალური პერსონაჟი - იდეალური მამა, იდეალური შვილი და იდეალური ქმარი."
    ავტორს რა მაგრად გაუგია "ოდისეა", ყოჩაღ😂😂😂

    3
    გასულია
    Pablos ar abia წევრი [?]

    27 აპრილი 2020 17:27

    მშვენიერი სტატია იყო.
    ზოგადად ასეთი სტატიები ბევრად კარგია ვიდრე სხვების გადმოთარგნილი 1000 პოსტი დღეში ყოჩაღ იმედია დააწინაურებთ ამ კაცს

    1
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    27 აპრილი 2020 16:26

    ძაან მაგარი სიახლეა გენიოსზე👍👍👍👍👍👍👍👍👍👍👍👍👍

    5
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    FloweN გულშემატკივარი [?]

    27 აპრილი 2020 16:01

    ერთ-ერთი საუკეთესო სტატია!
    ფეოლა🙏🏼🔝

    4
    გასულია
    LBJ23 LM10 წევრი [?]

    27 აპრილი 2020 15:30

    ძაან მაგარი სტატიაა,საღოლ ავტორ

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV