დაცვის ანატომია

  • 18-03-2020, 11:22
  • დაცვის ანატომია

    "ბარსა", წლიდან წლამდე, შეტევის გასაძლიერებლად ძალიან დიდ თანხას ხარჯავს. დაცვის ხაზს ნაკლები ყურადღება ექცევა. წელს იყო შესაძლებლობა, რომ დაცვა ვარსკვლავით გაძლიერებულიყო, მაგრამ მინო რაიოლას მორიგი მამაძაღლობის გამო, დე ლიხტი "იუვეში" გაგვექცა.

    მივყვეთ მარჯვნიდან მარცხნივ და ვნახოთ, რა მდგომარეობაა "ბარსას" დაცვაში.

    მარჯვენა ფლანგზე საქმე კარგად ვერ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ორი კარგი ფეხბურთელი ამ პოზიციაზე სათამაშოდ ყოველთვის მზადაა. თითქოს კონკურენცია უნდა ჰქონდეთ სემედუსა და სერჟი რობერტოს, მაგრამ კაციშვილს არ ესმის, რა პრინციპით ენაცვლებიან ერთმანეთს.

    ყველაზე ახლოს ლოგიკასთან ისევ ის გულის გამაწყალებელი მოტივია. ერთი, რომ იმედს გაგვიცრუებს, მეორეს ჯერი დგება და ასე გრძელდება სეზონის ბოლომდე.

    სემედუ კარგი ფეხბურთელია. სწრაფი, ტექნიკური, კლუბის სტილსაც მშვენივრად ერგება, მაგრამ მაინც ძალიან შორს არის იმ დონისგან, რასაც "ბარსა" ითხოვს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დანი ალვესის შემცვლელად მოვიდა, მისით იმედგაცრუება უფრო მეტად იკვეთება.

    სერჟი რობერტო კი საერთოდ არ არის მცველი და თუ მაინც ჯიუტად მოინდომებს ვინმე მისგან მცველი გამოთალოს, ოლეგერის დონის სალამურს ნამდვილად ვერ გაცდება.

    ყველაფერი ვან დერ ვილის ბრალია!

    "ბარსა" ჯერ კიდევ მაშინ აკვირდებოდა ნიდერლანდელ მარჯვენა მცველს, როცა ალვესი ფლანგზე დაფრინავდა. ვან დერ ვილი პროგრესირებდა და თითქოს დროის ამბავი იყო მისი გადმოსვლა, მაგრამ ჯერ პსჟ-ში აღმოჩნდა, შემდეგ კი ისე მოუკლო, მის ყიდვას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა.

    თითქოს ის მომენტი გავუშვით ხელიდან, ყველაფერს, რომ თავის ადგილზე დაგვილაგებდა.

    წავიდეთ ცენტრისკენ.

    ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ მაინც დე ლიხტზე მეფიქრება. ზუსტად იმ სტილის მცველია, პიკეს მინუსებს რომ ამოავსებდა და ალბათ ბოლო წლების საუკეთესო დაცვის დუეტს მივიღებდით, მაგრამ... რაიოლა. სულ ის სიტყვა მახსენდება, რითიც სერ ალექსმა დაახასიათა. აბა მაგას აქ როგორ დავწერ?!

    კარგი დრო იყო მაშინ, როცა დაცვის სამეულს საოცარი კონკურენცია ჰქონდა. გვარდიოლას პირველი სეზონი და შესანიშნავი სამეული - პიკე, პუიოლი, მარკესი. მათ შორის არჩევანის გაკეთება ნამდვილად რთული იყო. ამიტომ, როცა "ჩელსისთან" ნახევარფინალი მოახლოვდა, პეპს გადაწყვეტილება მცირე დეტალმა მიაღებინა. პუიოლს ყვითელი ბარათი ჰქონდა, ამიტომ დარჩა სკამზე.

    აი ასე, თავისუფლად ჩაანაცვლეს ჩვენი დიდი კაპიტანი. ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე. საბოლოოდ მარკესმა ტრავმა მიიღო და შეცვლაზე გამოსულმა პუიოლმა ყვითელი ბარათი, მაგრამ გუნდი გადასარევად იყო დაბალანსებული.

    პუიოლის წასვლის შემდეგ დაცვის ლიდერი პიკე გახდა. უნდა ითქვას, რომ გამოირჩევა ლიდერის თვისებებით, თუმცა ვისურვებდი მისი მებრძოლი ხასიათი, ყოველი კვირის ბოლოს, მოედანზე ჩანდეს და არა "ტვიტერზე".

    შეეძლო "ბარსასთვის" იგივე გაეკეთებინა, რაც რამოსმა გააკეთა "რეალისთვის", მაგრამ რაღაც დააკლდა. ამ რაღაცას ურბანული ლექსიკით კვერცხებს ვუწოდებთ, აქ კი შეგვიძლია მყარი მენტალობა დავარქვათ.

    ლანგლე-უმტიტის კონკურენცია ულაპარაკოდ დადებითი მოვლენაა. ცუდი ის არის, რომ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მცველი თავის თავს აღარ ჰგავს. უმტიტიმ თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ შეუდარებელი იყო ერთი-ერთზე თამაშის დროს. ახლა კი ყვითელი სამარშრუტო ტაქსივით ჩაუქროლებენ ხოლმე.

    სისწრაფე დაკარგა, რთული სიტუაციებიდან ისე მარტივად ვეღარ გამოდის, პოზიციურ შეცდომებსაც უშვებს და ვეღარც ბურთი ამოაქვს ისე უზადოდ, როგორც საუკეთესო პერიოდში.

    ლანგლეს მაინც არაფრით ჩამოუვარდება, მაგრამ ყოველთვის სჯობს იმან ითამაშოს, ვინც თავის მაქსიმუმს აჩვენებს, ვიდრე იმან, ვინც სასურველი ფორმა ვერა და ვერ დაიბრუნა. ამის გამო ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, კონცენტრაციას ვერ ახერხებს და შეცდომას შეცდომაზე უშვებს.

    მივედით მარცხენა მცველამდე.

    პიკეს მსგავსად, ალბაც უპირობო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. საუკეთესო პერიოდი მაშინ ჰქონდა, როცა ლუკა დინი ასე თუ ისე კონკურენციას უწევდა. მისი კარგი თამაშის გამო ალბასაც მეტი დასვენების საშუალება ჰქონდა. დინიმ კარგად წარმოაჩინა თავი, სარფიანად გავყიდეთ და დღეს გვყავს ფირპო. ცოტა არ იყოს მორიდებული ბიჭია. "კამპ ნოუს" პუბლიკას კი თამამი მცველები უყვარს. თავის დროზე, მარცხენა ფლანგზე მოთამაშე სორინსაც კი უწყვეტი ტაშით აჯილდოებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებდა რაც შეეძლო და არ შეეძლო.

    "ენფლიდის" ჯოჯოხეთმა ალბაზე ძალიან მძიმედ იმოქმედა. ისევე, როგორც ჩვენზე. მთავარ ანტიგმირად იქცა. გასახდელში ცრემლიც ღვარა. თან იქამდე, სანამ კიდევ სამ ბურთს ტყვიასავით დაგვახლიდნენ.

    ეს გადასარევი მარცხენა მცველიც უკვე რეგრესის გზაზეა. თუმცა ყველაზე ნაკლები თავის ტკივილი სწორედ მარცხენა ფლანგია.

    ასეთი სურათია დაცვაში. შეხედავს კაცი, მაგრამ დიდად არ მოეწონება.

    თუმცა, როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, მთავარი სამიზნე მაინც შემტევი იქნება.

    უკვე ვიცით გვარებიც - მარტინესი, ნეიმარი.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Don_Andresito [?]

    18 მარტი 2020 19:15

    რამდენიც არ უნდა ვწეროთ ეს გვინდა ის გვინდა რეალურად არავინაც არ გვინდა მწვრთნელის გარდა. ტოპ მწვრთნელი იდეალურ დაცვას მიგვაღებინებდა. პეპმა საჩემპიონო მარცხენწა მცველად ზინჩენკო აქცია და დავიჯერო ფირპოზე უკეთესია? არც ლაპორტს ვთვლი ლანგლეზე 3 ჯერ მაღალ დონედ. სემედოს აბსოლიტურად ყველაფერი აქვს დანის გზის გასავლელად კარგი მრჩეველის გარდა. პასი უჭირს მარა დანის პასები გაიხსენეთ სადებიუტო წელს 10 დან 8 ტ..ში რო მიდიოდა. მარა პეპმა 1 სეზონში ისეთი უქნა მესის ნ2 საუკეთესო ასისტენტია დღემდე. აღარაფერს ვამბობ რობერტსონზე და არნოლდზე. ტყიდან გამოქცეულებიდან საუკეთესო დუეტამდე კლოპმა აქცია თორე დღეს ერთი ჰალ სიტიში იქნებოდა მეორე ლივერის დუბლებში. ვალვერდემ რომრლმაც კოუ გააფუჭა და ვერაფერში გამოიყენა მალკომი გრიზმანი და ყველა რეგრესის გზას გაუყენა სემედოს რას მოუხერხებდა? უმტიტისთვის 20თამაშიც რო ეთამაშებინა როგორც კიკე აკეთებს უკვე ფორმაში იქნებოდა. ტიპმა ლენგლეს 40 და უმტიტის 7 თამაში ათამაშა. იასნა რაც მაგისგან იყო დარჩენილი ტრავმის მოშუშების მერე ისიც მოსპო

    3
    გასულია
    Adama traore წევრი [?]

    18 მარტი 2020 17:55

    ციტატა: nikusha
    მარცხნივ-კუკურელია, გრიმალდო (თუ ძვირია გრიმალდო მაშინ ფირპო დატოვონ ოღონდ ზამენის კაცად)
    მარჯვნივ-ემერსონი, მუსა ვაგე, ს.რობერტო
    დაცვის ცენტრში-უმტიტი, ლენგლე, ტოდიბო, არაუხო

    ეგრე ახალგაზრდა მცველებზე ვერ დატოვებ გუნდს უპამეკანო მოიყვანონ და მოგვარებულიაა

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    18 მარტი 2020 15:57

    "სერჟი რობერტო კი საერთოდ არ არის მცველი და თუ მაინც ჯიუტად მოინდომებს ვინმე მისგან მცველი გამოთალოს, ოლეგერის დონის სალამურს ნამდვილად ვერ გაცდება."

    აი ზუსტი შეფასებაა რობერტოზე სემედუსაც აკლებენ სათამაშო დროს და ამასაც აწვალებენ

    სემედუს რაც შეეხემა მე ნამდვილად არ ვარ იმედ გაცრუებული ერთი-ერთზე ვერავინ ცდება ხშირ შემთხვევაში ბურთი მშვენივრად ამოაქვს სწრაფია და ტექნიკური ერთი ეგაა საჯარიმოში ბოლო პასი უჭირს და წგ გამოსწორებადია

    დაცვის ცენტრს რაც შეეხება პიკე კარგი მეწყვილის გარეშე თავის ნამდვილ სახეს აჩენს როცა უმტიტი ხოდზე იყო პიკეს შეცდომები ნაკლებად ჩანდა უმტიტიმ კარიერა მსოფლიოს გააყოლა და ლენგლე არასტაბილურია

    ყველაზე დიდი პრობლემა ალბას პოზიციაზე გვაქვს თვითონ ალბა ხო არაა ფორმაში და ფირპო საერთოდ არაა ბარსას დონის პირველ რიგში მარცხენა ფლანგინუნდა გავაძლიეროთ და მერე დაცვის ცენტრი მარჯვენა ფლანგს არაფერი არ სჭირდება

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    nikusha ფანი [?]

    18 მარტი 2020 12:45

    მარცხნივ-კუკურელია, გრიმალდო (თუ ძვირია გრიმალდო მაშინ ფირპო დატოვონ ოღონდ ზამენის კაცად)
    მარჯვნივ-ემერსონი, მუსა ვაგე, ს.რობერტო
    დაცვის ცენტრში-უმტიტი, ლენგლე, ტოდიბო, არაუხო

    5
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გასულია
    Sergio5 Culé [?]

    18 მარტი 2020 12:17

    აი ჩემს გულში იჯექი ზუსტად რაა, ამას გავიძახი მეც რო პირველ რიგში დაცვაა დასალაგებელი თან ძაან

    ხვედელიძე დაცვას მიხედე დაცვას 😀

    7
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    18 მარტი 2020 11:28

    მარტინესსა და ნეიმარს შორის ბართომეუმ უკვე აარჩია მარტინესი და ალბათ ლეოს წყევლაც არ ასცდება.

    4
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV