მეტი, ვიდრე კლუბი...

მეტი, ვიდრე კლუბი...

მსოფლიოში არცთუ ბევრი კომპანია არსებობს, რომლის სლოგანიც ყველამ იცის. ამ უმცირესობაში უთუოდ მოწინავე პოზიცია "ბარსელონას" უკავია. წარმოიდგინეთ, თითქოს გესმით სიტყვები: "მეტი, ვიდრე კლუბი". სიმართლე გითხრათ, მნიშვნელობა არ აქვს "ბლაუგრანას" ქომაგი ხართ, თუ მადრიდულ კლუბებს აღმერთებთ - თქვენს თვალწინ მოფრიალე ლურჯ-ბროწეულისფერ დროშებს აუცილებლად დაინახავთ.

ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, "ბარსელონა" მეტია, ვიდრე მხოლოდ ვიწრო მიმდინარეობის კლუბი - ამ სახელის ქვეშ ხომ საფეხბურთო, საკალათბურთო, ფუტზალის, ხელბურთისა და ჰოკეის გუნდები ერთიანდებიან. ნაწილობრივ, ალბათ ჩვენი მსჯელობა სწორიც იქნება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ნახსენებ ფრაზას ბევრად უფრო უნიკალური ისტორიული დატვირთვა აქვს, ვიდრე გვგონია.

დასაწყისი

"ბარსელონა" დაარსების დღიდან კატალონიური ეროვნულობის სიმბოლოა. პირველად ფრაზა - "მეტი, ვიდრე კლუბი" ნარსის დე კასერესმა 1968 წელს ინაუგურაციისას წარმოთქვა. მალე კი ეს სიტყვები საქვეყნოდ ცნობილ სლოგანად იქცა.

ისტორიკოსების ცნობით, 1925 წელს ესპანეთის მთავრობამ "ბლაუგრანას" მოედანი 6 თვით დახურა. ამას იმ დროინდელი პრეზიდენტის, ჰანს გამპერის გადადგომა და შვეიცარიაში გადასახლება მოჰყვა. სამოქალაქო ომის მძვინვარების პერიოდში კი სიტუაცია იმდენად გაუარესდა, რომ "ბარსას" პრეზიდენტი, ჟოზეპ სუნიოლი დიქტატორ ფრანკოს ხელქვეითებმა დახვრიტეს.

თითქმის 4 დეკადის განმავლობაში ესპანეთში არსებული ყველა ინსტიტუტი, რომელიც კატალონიელთა ეროვნულობას იცავდა, დაიხურა. საფეხბურთო კლუბმა "ბარსელონამ" კი ერთადერთი ციხე-სიმაგრის როლი მოირგო. გულშემატკივრები მატჩებისას ფრანკოს საწინააღმდეგო სლოგანებს უშიშრად ყვიროდნენ, რადგან თავს ყველაზე დაცულად გრძნობდნენ.

1932, 1979 და 2006 წლებში "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" მანიფესტზე ხელის მოწერით კატალონიის აუტონომიას მხარი დაუჭირეს.

დღეს

ფრანკოს დიქტატურობიდან დიდი დრო გავიდა, თუმცა კლუბმა ძველი თვითმყოფადობა მაინც არ დაკარგა. დღესაც, გულშემატკივრები ჰიმნს კატალონიურ ენაზე ასრულებენ, მოთამაშეთა მაისურების გარკვეული დეტალები ყოველთვის კატალონიის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი.

ბოლო პერიოდში "ბარსელონას" სლოგანს კიდევ უფრო მრავალფეროვანი დატვირთვა მისცა UNICEF-ისა და Drug Aid Foundation-ისათვის საქველმოქმედო მატჩების ჩატარებამ.

2006 წელს კლუბმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ყოველწლიურად 2 მილიონი დოლარის გადაცემა შესთავაზა, რომელიც მსოფლიოს ღატაკ ბავშვებს მოხმარდებოდა.

2018 წელს "ბარსელონამ" საბერძნეთის ლტოლვილებისათვის 6 მილიონი ევრო გაიღო.

კლუბის ფონდი ზრუნავს ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე, როგორიც ბავშვთა მიმართ ძალადობა, ლტოლვილობა და უსახსრობაა. ჟოზეპ მარია ბართომეუს კომპანიას დიდი როლი მიუძღვის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ცხოვრების გალამაზებასა და ბულინგის შემცირებაში.

დღემდე "ბარსელონა" მსოფლიოსთვის სიკეთისა და დადებითი ემოციის გამზიარებელია. კავშირები არასამთავრებო ორგანიზაციებთან და ჩატარებული საქველმოქმედო ღონისძიებები ცხადყოფს, რომ კლუბი მხოლოდ ერთ ქვეყანას ან ერთ ნახევარკუნძულს არ ეკუთვნის. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს ერი, რომლის ისტორიაც "ბარსას" მფარველი ფრთების ქვეშ გადარჩა. ჟერარ პიკე ამბობს: "ვფიქრობ, კატალონიელთათვის "ბარსელონა" ბევრს ნიშნავს, რადგან ეს მათი არსებობის სიმბოლოა".

ასე და ამგვარად, თუ "ბარსელონას" გულშემატკივრობთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მხარს უჭერთ არამხოლოდ საუკეთესო მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდს, არამედ ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ გაერთიანებას. გაერთიანებას, რომელიც ყველა ქმედებით ამტკიცებს, რომ "მეტია, ვიდრე უბრალოდ კლუბი".


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფლოკი
    სტუმარი [?]
    #16 16 მარტი 2020 18:34
    3
    ციტატა: GUGU MSN
    ვამაყობ რომ კულე ვარ <3
    😂😂 iamaye dzma aba shenici :d
    Culé [?]
    #15 16 მარტი 2020 00:17
    1
    ციტატა: Tsitsi
    ციტატა: gurgenidze
    Es saertod ra aris ?

    შენ რას იტყოდა, რა არის

    Me imas vityodi rom es shentvis araperi araris...
    რედაქტორი [?]
    #14 16 მარტი 2020 00:13
    1
    ციტატა: gurgenidze
    Es saertod ra aris ?

    შენ რას იტყოდა, რა არის
    Culé [?]
    #13 15 მარტი 2020 23:34
    1
    Es saertod ra aris ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 15 მარტი 2020 23:22
    4
    ციტატა: Tsitsi
    ციტატა: M10 S9 D11
    ეეჰ სადღაა ეგ მეტი ვიდრე კლუბი დააქცია ბართომეუმ კლუბის ყველა ღირებულება და ფასეულობა

    ძლივს რაღაცა პოზიტივი და სიამაყე შემოვიტანე და მაინც ნეგატივს აფრქვევ😂

    😂😂😂 რა ვქნა გული მტკივა ასეთ ბარსას რომ ვუყურებ რათქმაუნდა იდეალური სტატია იყო და უფრო მეტს ველი ციცი შენგან ❤️❤️❤️
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #11 15 მარტი 2020 23:03
    5
    მ ა დ ლ ო ბ ა ა ა !!!
    💕 💕 💕
    რედაქტორი [?]
    #10 15 მარტი 2020 23:02
    3
    ციტატა: M10 S9 D11
    ეეჰ სადღაა ეგ მეტი ვიდრე კლუბი დააქცია ბართომეუმ კლუბის ყველა ღირებულება და ფასეულობა

    ძლივს რაღაცა პოზიტივი და სიამაყე შემოვიტანე და მაინც ნეგატივს აფრქვევ😂
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #9 15 მარტი 2020 22:45
    5
    მაგარი სიახლეა👏👏. ფრანკოს დიქტატურის ერთადერთი "დადებითი" მხარე ის იყო,რომ 1973 წელს კრუიფმა რეალი ტირანის "გამპრავებლად" ჩათვალა და ბარსა აირჩია თავის მომავალ კლუბად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 15 მარტი 2020 22:45
    5
    ეეჰ სადღაა ეგ მეტი ვიდრე კლუბი დააქცია ბართომეუმ კლუბის ყველა ღირებულება და ფასეულობა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #7 15 მარტი 2020 22:44
    6
    ყოველთვის სასიამოვნოდ იკითხება ასეთი სტატიები, ყოჩაღ ავტორს,
    რედაქტორი [?]
    #6 15 მარტი 2020 22:28
    4
    ციტატა: MALUMA
    ციტატა: Tsitsi
    ❤️ დიდი მადლობა

    კარგი სტატიაა ყოჩაღ... იმედია მსგავს სტატიებს კიდევ დადებ 🙂

    აუცილებლად...
    ფანი [?]
    #5 15 მარტი 2020 22:02
    2
    💙❤💙❤💙🥰🥰🥰🥰
    ფანი [?]
    #4 15 მარტი 2020 21:50
    8
    ციტატა: Tsitsi
    ❤️ დიდი მადლობა

    🙏🏻
    რედაქტორი [?]
    #3 15 მარტი 2020 21:48
    8
    ❤️ დიდი მადლობა
    Datobioshock
    სტუმარი [?]
    #2 15 მარტი 2020 21:27
    7
    ნო ვორდს ნიდედ 💗
    ფანი [?]
    #1 15 მარტი 2020 21:26
    12
    ბრავო ამ მშვენიერი სტატიისთვის მეამაყება რომ ამ გუნდის ფანი და ამ საიტის წევრი ვარ უღრმესი მადლობა ავტორს და წარმატებები!!!