მეფის რთული გზა

  • 14-03-2020, 19:45
  • მეფის რთული გზა

    სანამ გავრცელებული ვირუსი იძულებით სახლში გვაყურყუტებს, შეგვიძლია ის თემები მიმოვიხილოთ, რომელიც არა ერთხელ დავისა და კამათის საგანი გამხდარა.

    ვიცით, რომ მესიმ "ბარსელონასთვის" ყველაფერი გაიღო, მაგრამ საკითხავია, "ბარსამ” თუ გაიღო ყველაფერი მესისთვის?

    თუ ფინანსურ მხარეს მივიღებთ მხედველობაში, ყველაფერი რიგზეა. მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და არასდროს ყოფილა კონტრაქტით უკმაყოფილო, მაგრამ განვლილი ისტორიის მანძილზე არა ერთხელ დავრწმუნებულვართ იმაში, რომ უმთავრესი მაინც სპორტული მხარეა და არა ფინანსური.

    ისტორიას ტიტულები რჩება და არა ფული.

    რა ვერ მისცა კლუბმა მესის ისეთი, რაც მის მთავარ კონკურენტ კრიშტიანუ რონალდუს მთელი კარიერის განმავლობაში ჰქონდა?

    რონალდუს კარიერაში შეგვიძლია დავასახელოთ ხუთი მწვრთნელი, რომლებმაც ის უკეთეს ფეხბურთელად აქციეს.

    მესის შემთხვევაში კი პირიქით - მწვრთნელები აღნიშნავენ, რომ მასთან მუშაობით უკეთესები გახდნენ.

    მოდი მივყვეთ თანმიმდევრობით, ჯერ რონალდუს, მერე მესის და დავრწმუნდებით, რომ ეს ნამდვილად ასეა.

    - პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სერ ალექს ფერგიუსონი უნდა ვახსენოთ. რონალდუ ყველაზე მეტად სწორედ მის ხელში გაიზარდა. როცა ვიხსენებ ახალგაზრდა კრიშტიანუს, თვალწინ მიდგას ძალიან დიდი პოტენციალი, უამრავი წუნი და ჩამოუყალიბებელი საფეხბურთო აზროვნება. რონალდუ დაახლოებით ისეთი მასალა იყო, როგორიც რიკარდო კუარეჟმა - სწრაფი, ძალიან ტექნიკური, კარგი დარტყმით და უზადო კოორდინაციით, მაგრამ როგორც ერთი, ასევე მეორემ ვერ აკონტროლებდა სათამაშო ტემპს, არ იცოდნენ როდის იყო საჭირო დრიბლინგი და როდის პასი. არ იცოდნენ რაციონალურად თამაში.

    ერთი "ბარსელონაში" იყო რაიკარდის ხელმძღვანელობით, მეორე "მანჩესტერში" ფერგიუსონის ხელმძღვანელობით.

    ერთმა წლიდან წლამდე უდიდესი პროგრესი განიცადა, მეორემ კი ვერსად გაამართლა, რადგან ვერასდროს მოხვდა ისეთი მწვრთნელის ხელში, როგორიც ფერგიუსონია.

    - მეორე დიდი მწვრთნელი, რომელიც რონალდუს კარიერაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ლუის ფილიპე სკოლარია. მწვრთნელი, რომელმაც დიდი ფეხბურთისკენ გზა კაკას და რონალდინიოს გაუხსნა.

    ის ხედავს ტალანტს და ენდობა ახალგაზრდა ფეხბურთელებს. რონალდუს ისეთივე როლი მიანიჭა გუნდში, როგორიც ფიგუსა და დეკუს ჰქონდა. კრიშტიანუმაც დაიწყო ნდობის გამართლება და ეროვნულ ნაკრებში პირველი ნაბიჯები აბსოლუტურად უმტკივნეულოდ გადადგა.

    - მესამე ჟოზე მოურინიოა. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი ჰქონდათ, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რონალდუ სწორედ ჟოზეს ხელში ჩამოყალიბდა მანქანად.

    "მანჩესტერში" მეტწილად ლამაზ თამაშზე იყო ორიენტირებული. აკეთებდა ყველაფერს, რასაც აკეთებდა რონალდინიო, უბრალოდ გაუჩო აკეთებდა ყველაფერს ძალიან ბუნებრივად, კრიშტიანუს ხელოვნურად გაქნეული ფეხი კი ჩემთვის დიდი სანახაობა არასდროს ყოფილა, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" ამის გამოც უყვარდათ.

    ჟოზეს ხელში დარჩა მხოლოდ პრაგმატიზმი, რომელიც რიცხვებში განხორციელდა.

    - ანჩელოტიმ ჟოზეს ტაქტიკური საძირკვლები "რეალში" არ შეცვალა, სამაგიეროდ გუნდი მეტად შემტევი გახადა და კრიშტიანუ აბსოლუტურად გაათავისუფლა დაცვითი სამუშაოსგან. კარლო ერთ-ერთი ის მწვრთნელი იყო, რომელთანაც რონალდუს იდეალური ურთიერთობა ჰქონდა და ეს ყველაფერი მის თამაშზეც აისახა.

    - ზიზუს უნიკალური მიღწევა ეკუთვნის, სამჯერ ზედიზედ მოიგო ლიგა და ისტორიაში შევიდა. ჩვენთვის ტრაგიკული ის არის, რომ მან ეს გააკეთა მესის ეპოქაში, რაც ტრაგიკულთან ერთად პარადოქსულიც არის.

    "რეალის" თითოეულ ფეხბურთელს იმდენი თავისუფლება მისცა მოედანზე, რამდენსაც თავად ითხოვდა ფეხბურთელობის დროს, მიუხედავად ამისა, გუნდი დისციპლინას ინარჩუნებდა, რაც ზიზუს დადებით თვისებებს უსვამს ხაზს.

    ხუთივე ამ მწვრთელზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ლეგენდები არიან.

    France Football-ის ვერსიით, საუკეთესო მწვრთნელთა სიაში ოთხი მათგანის პოზიცია ასეთია:

    2. ფერგიუსონი

    8. ანჩელოტი

    13. მოურინიო

    22. ზიდანი

    ახლა მივადგეთ ჩვენთვის მტკივნეულ თემას. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მესის კარიერაში მხოლოდ ერთი მწვრთნელია, რომელზეც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის უკეთეს ფეხბურთელად აქცია, ვიდრე იყო.

    ეს გვარდიოლაა.

    სწორედ მის ხელში ისწავლა მესიმ რაციონალურად თამაში. ისწავლა, როგორ უნდა მოეგო თამაშები ძალების დაზოგვით, რაც დღემდე საშუალებას აძლევს მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატაროს.

    - გვარდიოლასთან მუშაობის პერიოდში ჩამოუყალიბდა მაქსიმალისტის ხასიათი. პეპი ის კაცია, რომელიც მუდმივად ყველა ტიტულისთვის იბრძვის. იქამდე გუნდები, ძალების გადანაწილების მიზნით, რომელიმე ტურნირს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ და იშვიათი იყო ტრიპლეტით სეზონის დასრულება, მაგრამ პეპმა ყველაფერი შეცვალა, მათ შორის მესიც.

    - აღსანიშნავია რაიკარდის როლი. მესიმ კლუბში პირველი ნაბიჯები სწორედ ფრანკის მწვრთნელობისას გადადგა, მაგრამ იმ სამი წლის განმავლობაში ძალიან ხშირად იყო ტრავმირებული და ბოლო ორი სეზონი კლუბმა ჩააგდო.

    - გასაგებ მიზეზთა გამო, არ დასცალდა ტიტოს. კმაყოფილები ვიყავით თამაშის ხარისხითაც და შედეგითაც, იქამდე სანამ ტიტოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა. ეჭვიც არ მეპარება, რომ მის ხელში კლუბი ბევრს მიაღწევდა და მესისაც მეტი ლიგა ექნებოდა მოგებული, მაგრამ ტრაგედიამ ყველაფერი გააფუჭა.

    - ტატა მარტინოს შესაფასებლად იოჰან კრუიფის სიტყვებიც საკმარისია. სეზონის ბოლოს კრუიფმა თქვა, იმაზე ბევრად კარგი სეზონი ჩაატარა, ვიდრე ველოდიო. ამით კრუიფმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ტატა ერთ-ერთი ყველაზე შეუფერებელი მწვრთნელი იყო "ბარსასთვის". ეგ კი არადა მისი დანიშვნის ერთ-ერთ მოტივად ისიც კი დაასახელეს, რომ მესის მამის ძმაკაციაო.

    - ლუის ენრიკეს დიდი მადლობა ტრიპლეტისთვის, მაგრამ ნამდვილად ვერ ვუწედებთ ლეგენდარულ მწვრთნელს. ვიღაცამ შეიძლება მსოფლიო დონის მწვრთნელიც ვერ უწოდოს. სამი სეზონიდან ერთში ყველაფერი იდეალურად დასრულდა, მეორეში "ბარსა" მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო, იდეალურ ფორმაში მყოფი, მაგრამ სიმეონემ ტაქტიკურად გაგვანადგურა. მესამე სეზონში კი სპორტულმა დირექტორმა მოასწრო შემადგენლობის ისე გაფუჭება, რომ "იუვენტუსთან" შანსი არ გვქონია.

    არაფერს ვიტყვი ვალვერდესა და სეტიენზე.

    ასევე არგენტინის ნაკრების იმ მწვრთენელბზე, ვისთან მუშაობაც მესის უწევდა. თუმცა ამაში "ბარსას" ხელმძღვანელობას ბრალი არ მიუძღვის.

    France Football-ის სიაში ორი მწვრთნელი მოხვდა:

    4. პეპ გვარდიოლაა.

    45. ფრანკ რაიკარდი.

    თუ არგუმენტად იმას მოვიხმობთ, რომ "ბარსა" მხოლოდ იმ მწვრთნელებზეა კონცენტრირებული, რომლებიც კლუბის ფილოსოფიას შეეფერებიან, უმალ ამოგვიტივტივდება თავში - ტატა და ვალვერდე. - შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს არგუმენტი უბრალოდ აბსურდია.

    ვისი დანიშვნის შესაძლებლობა იყო ამ დროის განმავლობაში, კლუბთან და მის ფილოსოფიასთან ახლოს რომ არიან?

    - ლაუდრუპი.

    - კუმანი.

    - ვენგერი.

    - ტენ ჰაგი.

    - ჩავი.

    ერთხელ, ვან გაალმა აღნიშნა, მესის სწორად მხოლოდ გვარდიოლა იყენებდაო.

    წარმოდგენა არ მაქვს, ჩამოთვლილი მწვრთნელები გაამართლებდნენ თუ ვერა, მაგრამ მესის სწორად გამოყენებას რომ შეძლებდნენ, ამაში ეჭვი არ მეპარება.

    საერთო ჯამში 5-1 რონალდუს სასარგებლოდ.

    მთელი კარიერაა ლეგენდარული მწვრთნელების ხელში თამაშობს.

    სწორედ ეს არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ მესისთან კონკურენცია შეძლო.

    მესი კი მხოლოდ ერთხელ ვნახეთ დიდი მწვრთნელის ხელში და სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოახერხა ზედიზედ ოთხი "ოქროს ბურთის" მოგება.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Guro ფანი [?]

    15 მარტი 2020 11:57

    ავტორ ბრავო

    0
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    15 მარტი 2020 10:54

    უმაგრესი სიახლეა👏👏👏👏 მესი საუკეთესოააა.

    1
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    14 მარტი 2020 22:10

    ძალიან დიდი მადლობა ამ სტატიის ავტორს 🖐️

    10
    გასულია
    Flying Johan გულშემატკივარი [?]

    14 მარტი 2020 21:58

    ფეხბურთის ღმერთი

    4
    გასულია
    ხავი ლეგენდა გულშემატკივარი [?]

    14 მარტი 2020 19:57

    ლუის ფელიპეს ყიდვა უნდათ ლაციოდან.ძალიან კარგი მცველია რაც ვუყურე ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა.
    ასევე ანხელინიოსი ლაიპციგიდან.
    მოკლედ უნდა მოხდეს რეორგანიზაცია გუნდში.პიკე ალბა და ბუსკეცი დროა ჩაენაცვლოს ახალგაზრდებმა.
    საყრდენად კანტე მოვიყვანდი.სულ გადახალისება ახალგაზრდებით არ გამოვა ერთი გამოცდილი გვჭირდება ცენტრში.კანტე იდეალურად მოადგებოდა ბარსელონას.ახალგაზრდების შეცდომებს გაასუფთავებდა

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV