ექტორ ბელერინი
დაბადების ადგილი | ბადალონა, ესპანეთი |
დაბადების თარიღი | 19.03.1995 |
წონა | 74 კგ |
სიმაღლე | 178 სმ |
დებიუტი | 10.09.2022 |
თამაში* | 7 |
გოლი* | 0 |
ასისტი* | 0 |
*ბოლო განახლება: 20.01.23
შემტევმა განაპირა მცველმა, ექტორ ბელერინმა "არსენალი" 2022 წელს დატოვა იმისათვის, რომ მის აღმზრდელ კლუბთან, "ბარსელონასთან" ერთწლიანი კონტრაქტი გაეფორმებინა. ასე აიხდინა ბელერინმა ოცნება.
1995 წლის 19 მარტს დაბადებული ექტორ ბელერინი "ბარსელონას" სკოლას 6 წლის ასაკში შეუერთდა და მან 16 წლამდელთა გუნდამდე ითამაშა, რის შემდეგაც "არსენალში" გადავიდა. ლონდონელთა პირველ გუნდში დებიუტი მას 2013 წელს ლიგის თასზე "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ ჰქონდა.
"არსენალთან" ერთად ბელერინმა ინგლისის ასოციაციის თასი 3-ჯერ მოიგო, 2021/22 წლების სეზონში "ბეტისში" იჯარით თამაშის დროს კი კოლექციას ესპანეთის თასიც შემატა.
ექტორ ბელერინს ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, მთავარ გუნდში დებიუტი კი მას 2016 წელს ჰქონდა.
ტიტულები
ბარსელონა
- ესპანეთის სუპერ თასი: 2022/23
არსენალი
- ასოციაციის თასი (3): 2014/15, 2016/17, 2019/20
- ქომუნითი შილდი (3): 2015, 2017, 2020
ბეტისი
- ესპანეთის თასი: 2021/22