ალეხანდრო ბალდე

დაბადების ადგილი ბარსელონა
დაბადების თარიღი 18.10.2003
წონა 69 კგ
სიმაღლე 175 სმ
დებიუტი 14.09.2021
თამაში* 57
გოლი* 1
ასისტი* 6

*ბოლო განახლება: 17.09.23

ალეხანდრო ბალდე 2003 წლის 18 ოქტომბერს ქალაქ ბარსელონაში, გვინეელი და დომინიკელი მშობლების ოჯახში დაიბადა. სწრაფი და ფეთქებადი მარცხენა მცველი "ბარსას" აკადემიას 2011 წელს 8 წლის ასაკში შემოუერთდა, მანამდე კი 2 წლის განმავლობაში "ესპანიოლში" ირიცხებოდა.

ბალდეს ესპანეთის ჩემპიონატი მოგებული აქვს 10-წლამდელთა A, B და C დონის, 12-წლამდელთა A და C დონის, 14-წლამდელთა A და B დონის გუნდებში. ის "ბარსა ატლეტიკამდე" მალე მივიდა, პირველ გუნდში დებიუტი 2021/22 წლების სეზონში ჰქონდა, 2022/23 წლების სეზონში კი სასტარტო შემადგენლობის წევრად იქცა.

2022/23 წლების სეზონში ლა ლიგის მოგების შემდეგ, 2023 წლის ზაფხულში ბალდე პირველი გუნდის წევრად ოფიციალურად დარეგისტრირდა.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატში ალეხანდროს დებიუტი ესპანეთის ნაკრებშიც ჰქონდა. კატარში მან 4 თამაში ჩაატარა.

ტიტულები

ბარსელონა
  • ესპანეთის ჩემპიონატი: 2022/23
  • ესპანეთის სუპერ თასი: 2022/23

სიახლეები ფეხბურთელზე

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურში, თბილისში ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრები 7-1 დაამარცხა...
"ბარსელონა" სანაკრებო პაუზის შემდეგ ლამინ იამალთან და ალეხანდრო ბალდესთან კონტრაქტების გახანგრძლივებას ოფიციალურად დაადასტურებს...
ალეხანდრო ბალდემ ESPN-ის რუბრიკაში - "იდეალური ფეხბურთელი" - შეადგინა წარმოსახვითი მოთამაშე, რომელიც სხვადასხვა ფეხბურთელის უნარებით ააწყო...