მარკოს ალონსო

დაბადების ადგილი მადრიდი, ესპანეთი
დაბადების თარიღი 28.12.1990
წონა 84 კგ
სიმაღლე 188 სმ
დებიუტი 10.09.2022
თამაში* 27
გოლი* 3
ასისტი* 0

*ბოლო განახლება: 13.03.23

მარკოს ალონსო არის განაპირა მცველი, რომელსაც თამაში შეტევაშიც შეუძლია. ის ასევე კარგია სტანდარტების შესრულების დროსაც.

მარკოს ალონსო 1990 წლის 28 დეკემბერს მადრიდში დაიბადა. მის ოჯახში ფეხბურთელობა ტრადიციაა. მარკოსის დიდი ბაბუა ლუის საბალა "ბარსელონას" ფეხბურთელი იყო, მისი ბაბუა მარკოს ალონსო იმასი, იგივე "მარკიტოსი" "რეალ მადრიდში" თამაშობდა, მისი მამა მარკოს ალონსო პენა "ბარსას" მოთამაშე იყო.

მარკოს ალონსომ ფეხბურთის თამაში "ატლეტიკოში" დაიწყო, რის შემდეგაც "რეალ მადრიდის" აკადემიას შეუერთდა. მადრიდელთა პირველი გუნდის მაისურით მან ერთი მატჩიც ჩაატარა - "რასინგთან" გამართულ შეხვედრაში მოედანზე 1 წუთი დაჰყო.

მარკოს ალონსოს კარიერის უდიდესი ნაწილი ინგლისში აქვს გატარებული. "ბოლტონის" შემდეგ მან მცირე დრო "ფიორენტინაში" ითამაშა, რის შემდეგაც 6 წლის განმავლობაში ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი იყო. "ლურჯების" შემადგენლობაში ესპანელმა მარცხენა მცველმა ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

მარკოს ალონსო ესპანეთის ნაკრების წევრიცაა. "ფურია როხაში" დებიუტი მას 2018 წელს ჰქონდა.

ტიტულები

ჩელსი
  • პრემიერ ლიგა: 2016/17
  • ინგლისის ასოციაციის თასი: 2017/18
  • ჩემპიონთა ლიგა: 2020/21
  • ევროპა ლიგა: 2018/19
  • უეფას სუპერ თასი: 2021
  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2021
ბარსელონა
  • ესპანეთის სუპერ თასი: 2022/23

სიახლეები ფეხბურთელზე

19 მარტს "რეალ მადრიდის" დამარცხების შემდეგ "ბარსელონამ" ლა ლიგაში უახლოეს მდევართან სხვაობა 12 ქულამდე გაზარდა, სანაკრებო პაუზის...
გუშინ, დანიასა და ფინეთს შორის გამართულ მატჩში ანდრეას კრისტენსენმა ტრავმა მიიღო, რის გამოც, დიდი ალბათობით, 3-4 კვირა გაუცდება...
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" ზაფხულში 4 პოზიციის გაძლიერებას გეგმავს. კლუბს მარჯვენა მცველის, ცენტრალური მცველის, ნახევარმცველისა...
გუშინ მარკოს ალონსომ "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში გატანილი გოლი გარდაცვლილი მამის ხსოვნას მიუძღვნა...
ოფიციალური ინფორმაციით, "ბარსელონამ" მარკოს ალონსოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწია...