კარლეს ალენია


ცაცია ნახევარმცველი, რომელიც შესანიშნავი დარტყმით გამოირჩევა.

კარლეს ალენია "ბარსელონაში" 8 წლის ასაკიდან ირიცხება. თავისი ნიჭის წყალობით, მან აკადემიის საფეხურების გავლა და "ბარსა ბ"-ში დაწინაურება სწრაფად მოახერხა. როდესაც ის ჯერ კიდევ 19-წლამდელთა ა გუნდში ირიცხებოდა, უკვე "ბარსა ბ"-ში თამაშობდა.

2016 წლის 30 ნოემბერს, ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით, ალენიას პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. ეს "ერკულესთან" ესპანეთის თასზე გამართულ შეხვედრაში მოხდა, რომელიც 1:1 დასრულდა. "ბარსელონას" მხრიდან ერთადერთი გოლი სწორედ ალენიამ გაიტანა შესანიშნავი შორეული დარტყმით.

2017 წლის 6 სექტემბერს ალენიამ "ბარსასთან" კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა.


თვისებები

ალენია სხვებისგან განსხვავებული ნახევარმცველია. მას შესანიშნავი მარცხენა ფეხი აქვს და ის მეტოქის მოტყუებაზე წასვლას არ ერიდება. ალენია საჯარიმოშიც ხშირად შედის და საჯარიმოს გარედან დარტყმებითაც გამოირჩევა.


ტიტულები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი: 2018/19

ესპანეთის თასი (2): 2016/17, 2017/18

ესპანეთის სუპერ თასი: 2018/19


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

პარტნიორები

Flashscore.ge
მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა